თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ თევზის დამარილება გამოყვანა

პოსტის ავტორი: o.cho Aug 9 2011, 15:33

ბევრი ვეძებე და ვერ ვნახე მსგავსი თემა და თუ ვინმემ რამე იცით დაწერეთ როგორ მარილდება თევზი საზნის დამარილება მინდა და რას მირჩევთ როგორ დავამარილო?

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 9 2011, 19:14

მე შამაია ვიცი.

ფენა-ფენა ჩააწყობ ემალის ქვაბში და ასევე ფენა-ფენა მოაყრი მარილს. შემდეგ 4-5 დღე დააცდი, ის თავის წვენს გამოიტანს. შემდეგ ააცვამ ამ თევზებს თავით ძუაზე და გამოფენ ჩრდილში, სასურველია ისეთი ადგილი სადაც ნიავი ყოველთვის არის. დააცდი 1 კვირამდე. მერე წახვალ, იყიდი ლუდს და გემრიელად შეექცევი. newsmile05.gif ეს რაც მე ვიცი, შეიძლება ვინმეს სხვა ტექნოლოგია ჰქონდეს და დაწერეთ.

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Aug 9 2011, 21:53

ციტატა(ჩელე @ Aug 9 2011, 20:14) *
მე შამაია ვიცი.

ფენა-ფენა ჩააწყობ ემალის ქვაბში და ასევე ფენა-ფენა მოაყრი მარილს. შემდეგ 4-5 დღე დააცდი, ის თავის წვენს გამოიტანს. შემდეგ ააცვამ ამ თევზებს თავით ძუაზე და გამოფენ ჩრდილში, სასურველია ისეთი ადგილი სადაც ნიავი ყოველთვის არის. დააცდი 1 კვირამდე. მერე წახვალ, იყიდი ლუდს და გემრიელად შეექცევი. newsmile05.gif ეს რაც მე ვიცი, შეიძლება ვინმეს სხვა ტექნოლოგია ჰქონდეს და დაწერეთ.


ტემპერატურული რეჟიმი?

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 9 2011, 22:01

Geoჟორჟიკა

ტემპერეტურული რეჟიმი: გრილ ადგილზე უნდა დადო ეს ქვაბი ანუ სიცხეში ნუ დადგამთ რაა.

პოსტის ავტორი: Maverick Aug 9 2011, 22:13

მე მაცივარში ვაჩერებ 5 დღემდე, შემდეგ კუდით ვაცვავ, ზედმეტი სითხე და მარილი თავისკენ რომ დაილექოს, როგორც იცით ამ სითხეს სიმწარეც გამოაქვს თევზის ტანიდან, ხოდა ლუდზე კიდევ თავს არ მივირთმევთ, კუდი კიდევ კარგი გასართობია newsmile05.gif

კიდევ ერთ მარტივ საკითხს შევეხები, დიდი ზომის თევზის დამარილებისას, მე თევზს ზურგის მხრიდან ვჭრი და ისე გამოვშიგნავ, რადგან თევზი ქონს მუცლის მხარეს იგროვებს, გაჭრისას დიდი შანსია, დაზიანდეს ცხიმოვანი ფენა და ცხიმი დავკარგოთ

ასე მომზადებული წალკის დიდრონი კარასებიც ძალიან კარგია დამარილებული ლუდზე

პოსტის ავტორი: o.cho Aug 9 2011, 23:00

დიდი მადლობა გაიხარეთ შევეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო რომ კარგი იყოს newsmile035.gif ლუდი არ მოაკლდება არც პროცესს და არც დაგემოვნებას

პოსტის ავტორი: graff Jun 8 2014, 17:53

გამარჯობათ დახმარება მჭირდება. მოკლედ სამი დღით დავამარილე გაუკუჭავი (გაუშიგნავი) თევზი ემარილებულ ქვაბში, კარჩხანა (კარასი) და ქაშაყი (ქაშაპი). შემდეგ ერთი დღე გამდინარე წყალში ონკანის ქვეშ გავაჩერე. შემდეგ გავკიდე კუდით და სამი დღის შემდეგ გავსინჯე კარგი გამხმარი იყო მაგრამ სიმწარე აქ საშინელი. რისი ბრალი არის ხომ ვერ მეტყვით რა დავაკელი?

პოსტის ავტორი: gelka72 Jun 8 2014, 20:22

ციტატა(graff @ Jun 8 2014, 18:53) *
გამარჯობათ დახმარება მჭირდება. მოკლედ სამი დღით დავამარილე გაუკუჭავი (გაუშიგნავი) თევზი ემარილებულ ქვაბში, კარჩხანა (კარასი) და ქაშაყი (ქაშაპი). შემდეგ ერთი დღე გამდინარე წყალში ონკანის ქვეშ გავაჩერე. შემდეგ გავკიდე კუდით და სამი დღის შემდეგ გავსინჯე კარგი გამხმარი იყო მაგრამ სიმწარე აქ საშინელი. რისი ბრალი არის ხომ ვერ მეტყვით რა დავაკელი?

ჯერ ერთი რომ, კუდით არ იკიდება თევზი იმიტომ რომ ცხიმი გარეთ გამოდის. და გამოუშიგნავი თევზი მწარე იქნება აბა რა.

პოსტის ავტორი: graff Jun 8 2014, 22:07

ციტატა(gelka72 @ Jun 8 2014, 21:22) *
ჯერ ერთი რომ, კუდით არ იკიდება თევზი იმიტომ რომ ცხიმი გარეთ გამოდის. და გამოუშიგნავი თევზი მწარე იქნება აბა რა.

სპასიბა გამოხმაურებისთვის. მოკლედ გადავატრიალე ფორუმები და youtube. ძაან ბევრგან ვნახე რომ გაუშიგნავს ამარილებენ და ახმობენ. ან ტარანა რომ იყიდება გაუშიგნავია, ის რატო არ მწარდება?

პოსტის ავტორი: შალვა Jun 9 2014, 12:05

graff

ციტატა(graff @ 8th June 2014 - 23:07) *
ის რატო არ მწარდება?

3 დღე ცოტაა. 1 კვირა მაინც უნდა იყოს მარილით დაფარული, გრილ ადგილას, შემდეგ გამდინარე წყლით მარილი უნდა ჩამოირეცხოს მხოლოდ, თევზი უნდა შეამშრალო და ჩრდილში + ნიავი გაკიდო სრულ გაშრობამდე (ნედლი არუნდა იყოს) თავით ზემოთ!

პოსტის ავტორი: ძირულა Jun 9 2014, 13:09

თევზის ზომა რამდენად გასათვალისწინებელია? პატარებზე მინდა ვსინჯო ჯერ (გული რო არ დამწყდეს) პატარა ნაფოტა ხო დამარილდება?

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 9 2014, 13:11

ყველა ზომის და ფორმის თევზი მარილდება.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 9 2014, 13:13

მერე მაგ ნაფოტას ვინ გაფცქვნის. დარჩევა არ უნდა. რომ გახმება რაღა დარჩება?

პოსტის ავტორი: ძირულა Jun 9 2014, 13:17

შალვა
ჩრდილში + ნიავი გაკიდო სრულ გაშრობამდე

სავარაუბოთ ღია ადგილას იქნება და ბუზი ან დამე სხვა მწერები არ დააჯდება მერე?

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jun 9 2014, 13:19

ძირულა

მარლა უნდა შემოახვიო

პოსტის ავტორი: ძირულა Jun 9 2014, 13:22

კაი მადლობა

პოსტის ავტორი: graff Jun 9 2014, 17:43

შალვა
თევზი ვიზუალურად ძაან მაგრია და სუნიც აქ არაჩვეულებრივი ძაან მსიამოვნებს. ორპირ ქარში მაქ დაკიდული სეტკაში ბუზი ვერ შეფრინდება მაგრამ თევზი რომ გავარჩიე გასასინჯად სიმწარე აქ მხოლოდ იქ სადაც შიგანი არის. მარტო კუდი რომ გასინჯო უგემრიელესია. ჩვეულებრივ ტარანას გემო აქ.

პოსტის ავტორი: თაზო Jun 10 2014, 02:08

ციტატა(graff @ 8th June 2014 - 18:53) *
გამარჯობათ დახმარება მჭირდება. მოკლედ სამი დღით დავამარილე გაუკუჭავი (გაუშიგნავი) თევზი ემარილებულ ქვაბში, კარჩხანა (კარასი) და ქაშაყი (ქაშაპი). შემდეგ ერთი დღე გამდინარე წყალში ონკანის ქვეშ გავაჩერე. შემდეგ გავკიდე კუდით და სამი დღის შემდეგ გავსინჯე კარგი გამხმარი იყო მაგრამ სიმწარე აქ საშინელი. რისი ბრალი არის ხომ ვერ მეტყვით რა დავაკელ

კარჩხანა ნამდვილად "კარასია", მაგრამ ქაშაყი არანაირად არარის ქაშაპი))) აბსოლუტურად სხვადასხვა პოპულაციაა! შეიძლება არათემატურად ვპოსტავ, მაგრამ ეგრეა და აჰა))))

პოსტის ავტორი: feroni Jun 10 2014, 02:10

o.cho
თემა არ გადამიკითხია მაპატიე, ,მხოლოდ შენი პოსტი წავიკითხე და იცი რამ დამაინტერესა?
საზნის დამარილება რამ გადაგაწყვეტინა კაცურად მითხარი რაა? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 10 2014, 12:18

ძირულა

ციტატა(dzirula @ 9th June 2014 - 14:17) *
სავარაუბოთ ღია ადგილას იქნება და ბუზი ან დამე სხვა მწერები არ დააჯდება მერე?

ციტატა(jaba_gugesha @ 9th June 2014 - 14:19) *
ძირულა

მარლა უნდა შემოახვი

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 10 2014, 12:27

graff

ციტატა(graff @ 9th June 2014 - 18:43) *
გასასინჯად სიმწარე აქ მხოლოდ იქ სადაც შიგანი არის

ზამთარში დაჭერილი თევზი გამოუშიგნავიც შეიძლება დამარილდეს, გაზაფხულ ზაფხულში როდესაც თევზები ინტენსიურად იკვებებიან სასურველია რომ დამარილდნენ გამოშიგნულები (ხერხემლის მხრიდანაც ჭრიან) ასევე გააჩნია რით არის ნაკვები თევზი(რაოდენობა) ამიტომ მარილში დიდხანს შემდეგ მარილის მხოლოდ ჩამორეცხვა (არ დაალბოთ დიხანს გამდინარე წყალში) და ჩრდილიანი ადგილი ნიავი და მარლა.

პოსტის ავტორი: ძირულა Jul 2 2014, 18:14

სალამით. თემაში დაწერილი პოსტების საერთო აზრის მიხედვით დავამარილე თევზი საცდელად ჯერ 7 ღერი. ჯერ გამოვკუჭე კარგად გავრეცხე და ფენა-ფენა დავამარილე 4 დღე გავაჩერე და აი შედეგიც.

პოსტის ავტორი: ძირულა Jul 2 2014, 18:28


http://postimg.cc/image/qds92lx45/

http://postimg.cc/image/ewc8dsk2h/


შემდეგ შევფუთე ბინტის მაგვარი ფარდის ნაჭრელით (ბუსი რო არ დააჯდეს) და ჩამოვკიდე გრილ ადგილას

http://postimg.cc/image/uvifx3sun/


ეხა დაველოდები 1 კვირა და დავაგემოვნებ 2.5 ლიტრიან ლუდის ბოთლს უნდა ეყოს წესით თუ კაი გამოვა მერე მეტს გავაკეთბ newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Jul 2 2014, 20:03

ციტატა(ძირულა @ Jul 2 2014, 19:28) *
ეხა დაველოდები 1 კვირა და დავაგემოვნებ 2.5 ლიტრიან ლუდის ბოთლს უნდა ეყოს წესით თუ კაი გამოვა მერე მეტს გავაკეთბ newsmile05.gif newsmile05.gif



ჟიურის მოწვევა არ დაგავიწყდეს, თან აუცილებლად კლუბის წევრები უნდა იყვნენ. ნუუუ.............მაქსიმუმ გამგეობის............. xexe.gif

იზრუნე ძმაო მომავალზე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Jul 2 2014, 20:14

სადააა ზესტაფონშიიი?

პოსტის ავტორი: საბო Jul 2 2014, 21:59

ციტატა(ძირულა @ Jul 2 2014, 21:14) *
სადააა ზესტაფონშიიი?



და რეიზა არა ვითომ? wtfg.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)