თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ როგორ მზადდება???...

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 21 2011, 23:37

შესაბამისი თემა ვერ ვნახე...არადა ძალიან მაინტერესებს.
თუ ვინმემ იცით რეცეპტი..თუ როგორ მზადდება ქათმის კუჭმაჭისგან ჩაშუშული კერძი..კეცებზე რომ არის ხოლმე რესტორნებში(მაგალითად იაღოველებში) ძალიან დამავალებთ მიყვარს დაა ცოლს მინდა ვასწავლო. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jan 22 2011, 00:08

შევეცდები შემოგთავაზო ჩმემებური რეცეპტი.

ვიღებთ კარგად გარეცხილ კუჭმაჭს. ტაფაზე ან კეცზე ვასხამთ ცოტა წყალს. ვაყრით ზედ კუჭმაჭს და ვახურავთ სახურავს. მცირედი მოთუ შვის შემდეგ( წყალს რომ ჩაიშრობს და ფერი რომ შეეცვლება ) ვასხამთ ზეთს და მიგვყავს შეწითლებამდე. შემდეგ ვაყრით წვრილად დაჭრილ ხახვს და ვთუშავათ ხავთან ერთად. მოგვიანებით ვაყრით წვრილად დაჭრილ მწვანილს( ქინძი, ოხრახუში), ვაყრით მარილს და წიწაკას გემოვნებით. დავუძახებთ მეზობელ მეგობრებს და მივირთმევთ ღვინოსთან ერთად. http://www.SmileS.ge

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 22 2011, 00:29

საღოლ საბო გეტყობა რომ გესმის ეეს საქმე
მე წყლის მაივრად ცხიმს ვაძლევ და ცხიმთან ერთად ვთუშავ ვა მომინდა საჭმელი d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 22 2011, 01:07

ციტატა(sabo73 @ 22nd January 2011 - 02:08) *
დავუძახებთ მეზობელ მეგობრებს და მივირთმევთ ღვინოსთან ერთად.

უმაგისოდ აბა რომელი კუჭმაჭი კუჭმაჭობს??... newsmile035.gif newsmile035.gif დავამუღამებთ და მერე შეგვიფასე რა გამოგვივიდა.
დიდი მადლობა. newsmile041.gif newsmile041.gif
ციტატა(hercogi997 @ 22nd January 2011 - 02:29) *
მე წყლის მაივრად ცხიმს ვაძლევ

ეგეც საინტერესო ვერსიაა...და რომელ ცხიმს??...ერბო..ზეთი..კარაქი.. მარგარინი თუ თევზის ქონი??.. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 22 2011, 01:25

ღორის ცხიმი

პოსტის ავტორი: შალვა Jan 22 2011, 12:17

sabo73
კარგი რეცეპტია, მე დავუმატებდი ცოტა უცხოსუნელს, დაფქვილ შავ პილპილს და ბოლოს ბროწეულის მარცვლებს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jan 22 2011, 13:34

შალვა

ციტატა(shalva @ 22nd January 2011 - 13:17) *
კარგი რეცეპტია, მე დავუმატებდი ცოტა უცხოსუნელს, დაფქვილ შავ პილპილს და ბოლოს ბროწეულის მარცვლებს.

ხვატიტ ნუ,მი ტოჟე ლუდი!
ხომ არ მოგვეწყო დიდი კუჭმაჭობანა?!

პოსტის ავტორი: Danelli Jan 22 2011, 13:47

დამასწარით ბატონო შალვა, ბროწეული მართლა ძალიან უხდება

პოსტის ავტორი: გიორგი Jan 22 2011, 13:48

მე დავუმატებდი ერთ 10 ლიტრა ღვინოს, ყველს, მჭადს და რამე ზაკუსკას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 22 2011, 14:02

ციტატა(shalva @ 22nd January 2011 - 14:17) *
კარგი რეცეპტია, მე დავუმატებდი ცოტა უცხოსუნელს, დაფქვილ შავ პილპილს და ბოლოს ბროწეულის მარცვლებს.

აუცილებლად გავითვალისწინებ. newsmile027.gif newsmile027.gif
ციტატა(qarqashadze @ 22nd January 2011 - 15:34) *
ხომ არ მოგვეწყო დიდი კუჭმაჭობანა?!

გადასარევი აზრია. newsmile027.gif newsmile027.gif კუჭმაჭფართი. newsmile035.gif
ციტატა(somkhishvili @ 22nd January 2011 - 15:48) *
მე დავუმატებდი ერთ 10 ლიტრა ღვინოს, ყველს, მჭადს და რამე ზაკუსკას

10 ლიტრა არ გვეყოფა. მინიმუმ 20. და მაგ ზაკუსკებს სამწვადე დაამშვენებდა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 22 2011, 14:22

ლევანი

პირადპირ გეთქვა, რომ შეაპარე ხალხს, როგორ მზადდება კიარა, ხომ არ დაგველია თქო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მაინც დაგვდევენ ამ მონადირეებს და დალევას მაინც არავინ დაგვიშლის, მე სიცხე მაქვს თორემ შემოგიერთდებოდით სიამოვნებით

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 22 2011, 23:33

არ გამომივიდა კუჭმაჭი. ჩავატარე ექსპერიმენტი და რაღაც სხვა რამე მივიღე.(სულ არ გავდა იაღოურს) მოხარშული ხორცის ნაკუწებს გავდა.(ისე გემოს არაუშავდა) ჩაშუჩვა გავაგრელე და საერთოდ გამოშრა...მოკლედ..რაღაცა კვერცხობა გამოგვივიდა. მოკლედ...სამზარეულოში არ შევიშვები... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif კიდე ვცდი არ დღეებში. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jan 23 2011, 00:10

ციტატა(ლევანი @ Jan 22 2011, 00:37) *
როგორ მზადდება ქათმის კუჭმაჭისგან ჩაშუშული კერძი..კეცებზე რომ არის.....მიყვარს დაა ცოლს მინდა ვასწავლო. [/i]newsmile035.gif



ციტატა(ლევანი @ Jan 23 2011, 00:33) *
არ გამომივიდა კუჭმაჭი. ჩავატარე ექსპერიმენტი . რაღაცა კვერცხობა გამოგვივიდა. მოკლედ...სამზარეულოში არ შევიშვები... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif



ჰოდა გეცლია მეუღლისთვის, სულსწრაფი რომ ხარ. http://www.SmileS.ge
აი ნამდვილად შენზეა ეს სმაილიკიც რააააა.................. http://www.SmileS.ge

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 23 2011, 01:18

sabo73
კაცო...იმ ვარიანტში..რაღაც ტომატივითაც ურევია თუ რაღაც საწებელი. მოკლედ..ის მაგარი ნაზავია...ჩემი რაღაც ღარიბული გამოვიდა...მგონი ყალბი რეცეპტი შომომაპარე. newsmile035.gif newsmile035.gif ეს..ჩვეულებრივი მოხარშულ-შაშუშული რაღაც მასა მივიღე...უფრო "სუხოი" ხაშს წააგავდა. newsmile035.gif newsmile035.gif ის ჯერ ისე გამოიყურება....კუჭი ცახცახს იწყებს...მერე გემო აქვს...ლამის კეციც მიაჭამო..თან იქ..ბევრი რაღაცეებია გარეული.. და მანდვილი ჩაშუშულია... ჩემი კიდე გამოვიდა თეთრი...გვერდებმობრაწული მოხარშული კუჭმაჭის ნაკუწები...მოკლედ.. ჩაშუშული კი არა..შაშუშუნებული გამომივიდა...აშკარად ფიასკო განვიცადე. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Jan 23 2011, 09:13

ვააა ეს რა გემრიელი თემაა ამ დილით, ნერწყვი მომადგა.
ისე გამზადებული გაგვესინჯა ,,იაღოველებში" d778bc34f693c93907196ff195628213.gif thinking.gif და ისე გვემსჯელა არ ჯობია?

პოსტის ავტორი: უიარაღო May 20 2014, 10:56

ბარემ აქ მივაწერ. ამ ბოლო დროს ჭანრებს ვიჭერ და რაიმე სპეციფიკური რეცეპტი მჭირდება. თუ ვინმემ იცით როგორ სჯობია ჭანარის მომზადება?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)