თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ ორიენტაცია ცუდი ხილვადობის პირობებში.

პოსტის ავტორი: შალვა May 25 2009, 13:51

არვიცი რამდენად კულინარიული საკითხია, მაგრამ საინტერესო მეჩვენა, აფრიკაში მყოფთათვის რეკომენდაცია იყო, წყალს რომელსაც მდინარიდან ან ტბიდან იღებდნენ, ასხამდნენ ჩვეულებრივ პლასტმაის ბოთლებში და რამოდენიმე საათის განმავლობაში მზეზე დგამდნენ თავდახურულს შემდეგ შეიძლება დალევა, გემო რა გითხრათ მაგრამ ინფექციის აცილება შეიძლება. (გადადუღებას არაფერი ჯობია) არ დაგჭირებოდეთ, ისე ცოდნას წინ რა უდგას?

პოსტის ავტორი: ლევანი May 31 2009, 02:29

საინტერესო იქნებოდა ვის რა გამოცდილება აქვს გზის გაკვლევის, ცუდი ხილვადობის დროს.

ჩვენ შეგვემთხვა ერთხელ....თეთრიწყაროსკენ ვნადირობდით ტყის ქათამზე, ტყეში ჩამოწვა ნისლი და გვეტირა ყოფა...ძლივს გამოვაღწიეთ გზამდე.. ერთის გარდა, დილით 10 საათზე დაკარგული ადამიანი საღამოს ძლივს ვიპოვნეთ..მანამდე მანდრაჟში ვიყავით, ყველა შეშინებულები ვიყავით..გვეგონა თოფი გავარტყით შემთხვევით..ბოლოს როგორც გაირკვა.. გზა არევია.. იმის მაგივრად, რომ ჩვენსკენ წამოსულიყო..პირიქით საწინააღმდეგო მიმართულებით წასულა და ჩვენგან 60კილომეტრით(სამანქანო გზით) დაშორებულ ადგილზე გასულა(თითქმის წალკაში) ავტობუსით დაბრუნდა უკან.. სანამ ჩვენამდე მოაღწევდა ჩვენი დაგვემართა... უკვე კანდიდატურას ვარჩევდით ვის უნდა ეთქვა ცოლისთვის "შენი ქმარი დაიღუპაო" მაგ შემთხვევის მერე.. ეგეთ ადგილებში ვამჯობინებ კომპასი წავიღო...მაგრამ თუ კომპასი არ ექნა დადამიანს????...... რას ურჩევდით????

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 11:34

ამ შემთხვევაში ჩემი აზრით თუ ის ადგილები კარგად არ იცი ჯი-პი-ეს ნავიგატორი ზედგამოჭრილია, ისე კომპასიც კი უნდე გეგდოს და სასტვენიც

პოსტის ავტორი: ლევანი May 31 2009, 11:59

კომპასი ნაღდად ქაჩავს.. აი სასტვენის რავიცი.. მაშინ იმდენი ვისროლეთ დავაყრუეთ იქაურობა.. მაგრამ მაგით ვერ განსაზღვრა მიმართულება.. არ ვიცი ნისლის ბრალი იყო თუ ექოსი, კაკრას მაგან შეიყვანა შეცდომაში..ხმა იქედან მესმოდაო... პრინციპში დღეს უფრო ადვილია, ყველას მობილური უდევს ჯიბეში.... მაშინ ეგ ფუფუნება არ გვქონდა....იმას მაინც გავიგებდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი....

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 12:29

ხო, ტექნიკის ამბავია რა, ჯი-პი-ესი ვაბშე გლიჯავს, ჩათვალე არსად არ დაიკარგები რა

პოსტის ავტორი: Bonehill May 31 2009, 14:55

ერთი ეგეთი ამბავი ჩვენც მოგვივიდა, შირაქში ვიყავით სანადიროდ და ერთი ჩვენი ძმაკაცი (სახელს და გვარს არ დავასახელებ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ) გაყვა და გაყვა დოვშანებს და დაიკარგა კაცი !... მერე სხვა მონადირეებს გადააწყდა ძლივს ღამე, უკუნეთ სიბნელეში, (იმ სხვებსაც დაკარგული ყავდათ ერთი მეგობარი) და ჩამოიყვანეს მერე თბილისში....მააშ. მაგრად ვინერვიულეთ ბიჭებმა. ჯი პი ერ ეს სისტემა რომ გქვონოდა ასეთი რამე არ დაგვემართებოდა. მომხრე ვარ ამ სისტემის. ხო მართლა მობილურებით ვერ დაუკავშირდით არ იყო დაფარვის ზონა.

პოსტის ავტორი: ვიტო May 31 2009, 15:09

Bonehill
იმ ღამეს ბევრი იყო დაკარგული, მარა ჯიპიეს სისტემაზე ელექტრიკებში..... newsmile05.gif ლევანამ იკითხა ისე, ხელშიშველმა როგორ უნდა გამოიგნოს გზა შინისაკენ,
ისე ტყეში ბევრად ადვილია ხეების მიხედვით ორიენტაცია

პოსტის ავტორი: hunter777 May 31 2009, 21:48

ციტატა(ლევანი @ May 31 2009, 02:29 AM) *
საინტერესო იქნებოდა ვის რა გამოცდილება აქვს გზის გაკვლევის, ცუდი ხილვადობის დროს.

ჩვენ შეგვემთხვა ერთხელ....თეთრიწყაროსკენ ვნადირობდით ტყის ქათამზე, ტყეში ჩამოწვა ნისლი და გვეტირა ყოფა...ძლივს გამოვაღწიეთ გზამდე.. ერთის გარდა, დილით 10 საათზე დაკარგული ადამიანი საღამოს ძლივს ვიპოვნეთ..მანამდე მანდრაჟში ვიყავით, ყველა შეშინებულები ვიყავით..გვეგონა თოფი გავარტყით შემთხვევით..ბოლოს როგორც გაირკვა.. გზა არევია.. იმის მაგივრად, რომ ჩვენსკენ წამოსულიყო..პირიქით საწინააღმდეგო მიმართულებით წასულა და ჩვენგან 60კილომეტრით(სამანქანო გზით) დაშორებულ ადგილზე გასულა(თითქმის წალკაში) ავტობუსით დაბრუნდა უკან.. სანამ ჩვენამდე მოაღწევდა ჩვენი დაგვემართა... უკვე კანდიდატურას ვარჩევდით ვის უნდა ეთქვა ცოლისთვის "შენი ქმარი დაიღუპაო" მაგ შემთხვევის მერე.. ეგეთ ადგილებში ვამჯობინებ კომპასი წავიღო...მაგრამ თუ კომპასი არ ექნა დადამიანს????...... რას ურჩევდით????

ამ შემთხვევაში უნდა შეჩერდე და შეეცადო ცეცხლი დაანთო !! თან შეისვენებ და უაზრო სიარულსაც ასცდები! ცეცხლი და კვამლი ადვილად შესამჩნევია ერთი ორსაც გააბრაგუნებ თოფს და ეგაა!! მე ეგრე გამიკეთებია რამდენჯერმე და ამართლებს!! კომპასი რაცია და მობ ტელეფონი საუკეთესო საშუალებებია.

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 22:16

ხომაგ სამიდან ერთი მაინც უნდა გქონდეს რა, აუცილებელია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 31 2009, 22:18

რას არ დაასახელებ მე ვიყავი ისე შევყევი ნადირობას, რომ სულ დამავიწყდა, რომ ღამდებოდა და სადამ წავიდოდით ცოტა გრადუსშიც ვიყავით და თან იქ რაგაცეები დაფრინავდნენ სულ გადამრიეეს იმდენი არ მენახა 2 ცალი შემომაკვდა და მინდოდა დაბრუნება, მაგრამ მე და ის ტიპი ვცდილობდით მოკლეზე გავსულიყავით მე უკან რომ დავბრუნებულიყავი ის დრო აღარ მქონდა და მაგიტომ ვერ მოვედი ძალიან დამიღამდებოდა, ასანთიც მქონდა და ფანარიც, მაგრამ გზაზე ვერ გამოვდოოდით და მივდიოდით ეერთირთი მეცხვარეების ქოხისკენ იქ გზა უნდა ყოფილიყო თან ამ სიბნელეში ფეხებიდან გვიფრინდებოდენ ის ფრინველები და სულ ნერვები გვეშლებოდა და ბოლოს, როგროც იქნა დავინახეთ ეერთერთი მანქან ჩვენიდან 4 კილომეტრში ფარებჩართული და იმ მანქანამ ჩამომიყვანა თბილისში ჩვენი ბიჭებიდან ისე შორს ვიყავი გამოსული, რომ მე რომ საგარეჯო გავიარე ვიტო მაშინ გამოვიდა დედოფლის წყაროდან

ეერთი ის იყო ტელეფონი არ იჭერდა და თოფის ხმა არავის ეესმოდა

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 22:22

ხდება ხოლმე

პოსტის ავტორი: ჩელე May 31 2009, 22:43

........... მე ჯერ არ დავკარგულვარ, მაგრმ ასეთი რამ გმიგია, მდინარე უნდა მოძებნო და დინებას უნდ გაყვეოოო............

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 31 2009, 22:47

გააჩნია სად ხარ ჩელე, ისეთ ადგილას თუ ხარ სადაც მდინარე საერთოდ არ არის ვერ იპოვი მდინარეს საერთოდ, ჩვენთან ეეგეთი ადგილებიც არის წყალის ნასახს ვერ ნახავ

პოსტის ავტორი: ჩელე May 31 2009, 22:48

ჰერცოგი997
......... ხოოო, ეგ ვერ გავითვალისწინე, მაგრამ სადაც ტყეა, იქ ხევი მაინც იქნება და ის გამოგიყვანს გზაზე............

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 31 2009, 23:15

მაგშემხვევაში კი ბატონო სადაც ტყეა იქ ყოველთვის არის პატარა შენაკადები და უეჭველი შეუერთდება დიდ მდინარეს

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 1 2009, 00:34

ამ ზამთარს, მანქანა დავკარდეთ დებდზე...მდინარესთან ახლოს გვეყენა(სადამდეც მივიდა)მაგრამ ისეთი ნისლი ჩამოწვა(დიდი ნისლი რომ იყო ამ ზამთარს..ფრენაც კი გააჩერეს) მანქანა ვეღარ ვიპოვნეთ.. ერთმანეთიც დავკარგეთ და დავბორიალობდით წინ და უკან.. რამდენიმე საათის მერე ცოტა გადავიდა ნისლი და ერთმა იპოვნა ბოლობოლო.. ერთმანეთს დაახლოებით 500 მეტრით ვიყავით დაშორებული.. კიდე კაი დენის ანძები იყო და იმას დავყვებოდით, თან ტელეფონიც იჭერდა და ერთმანეთს ვეხმიანებოდით ვინ რომელი ანძა აგაიარა... ძლივს მოვგოვდით რამდენიმე საათის მერე..აი ზახარაც იქ იყო.. მოკლედ ერთი კომპასი უნდა დავითრიო.....

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 1 2009, 11:59

ციტატა(ლევანი @ Jun 1 2009, 12:34 AM) *
ამ ზამთარს, მანქანა დავკარდეთ დებდზე...მდინარესთან ახლოს გვეყენა(სადამდეც მივიდა)მაგრამ ისეთი ნისლი ჩამოწვა(დიდი ნისლი რომ იყო ამ ზამთარს..ფრენაც კი გააჩერეს) მანქანა ვეღარ ვიპოვნეთ.. ერთმანეთიც დავკარგეთ და დავბორიალობდით წინ და უკან.. რამდენიმე საათის მერე ცოტა გადავიდა ნისლი და ერთმა იპოვნა ბოლობოლო.. ერთმანეთს დაახლოებით 500 მეტრით ვიყავით დაშორებული.. კიდე კაი დენის ანძები იყო და იმას დავყვებოდით, თან ტელეფონიც იჭერდა და ერთმანეთს ვეხმიანებოდით ვინ რომელი ანძა აგაიარა... ძლივს მოვგოვდით რამდენიმე საათის მერე..აი ზახარაც იქ იყო.. მოკლედ ერთი კომპასი უნდა დავითრიო.....


newsmile090.gif მაგარი იყო ლევან, ყველაზე მაგრად მე დავიკარგე სოფელში რო შევედი თათრებს ვერც რუსულად და ვერც ქართულად ვერაფერი გავაგებინე ბოლოს ინგლისურად ველაპარაკებოდი აზრი არ ქონდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 1 2009, 12:07

ისე ხანდახან არც ცეცხლი და არც სროლა არ ჭრის, ჰერცოგა რომ დაიკარგა ჭიაკოკონები გავაჩეღეთ და ზალპებიც უბრაგუნეთ მაგრამ ისეთი ცუდი რელიეფი იყო რომ აზრი არ ქონდა,
ალბათ სასინგალო მაშხალა რომ გვქონოდა რამე გამოვიდოდა, ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს და სად იყიდება? 1-2 ცალი უნდა გეგდოს კაცს

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 1 2009, 14:21

ვიტო

ციტატა(vito @ 1st June 2009 - 12:07 PM) *
ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს და სად იყიდება? 1-2 ცალი უნდა გეგდოს კაცს

მონადირის მაღაზიებშია და თუ არ ცვდები 2 ლარი უნდა ღირდეს.....
შარშან ახალ წელს ვიყიდე და ეგრე იყო....
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 17:22

ნადირობის დაწყების წინ საათი დაიმახსოვრე, რაიმე ორიენტირი შეარჩიე , წინასსწარ მოილაპარაკეთ ხმოვან სიგნალებზე, უკან დაბრუნების დრო შეათანხმეთ ერთმანეთთან, თუ დაიკარგე ეცადე პანიკაში არ ჩავარდე მოძებნე ისეთი ადგილი საიდანაც დანთებული ცეცხლი კარგად გამოჩნდება, ცეცხლში ბალახი ან ფოთლები ჩაყარეთ კვამლის შესაქმნელად. ეძებეთ წყალი !!!!!!თოფიდან სასროლი მაშხალები არსებობს 3 ცალი პატრონტაჟს არ დაამძიმებს

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 18:21

ასევე სასტვენად შეილება იხმარო ცარიელი ჰილზა (რკინის)ძალიან დიდი ხმა აქ და პალიასტომის ტყეში ძალიან შორიდან გამიგია მისი გამოყენება,

აღმოსავლეთში არმიცდია.


ასევე პალიასტომის ტყეში თუ დაგეკარგა კაცი და შენ კატერთან იმყოფები,ნიჩაბი უნდა არტყა ბორტს ,დიდი ხმა აქ და იმედია გაიგონებს და გამოვა newsmile05.gif (ესეც წარმათებით მუშაობს)

პოსტის ავტორი: alazana Jun 24 2009, 20:43

ერთს მეც ვიტყვი ჩემი დაკარგვის ამბავს ნისლის დამსახურებით... კაკაბზე ვიყავით სანადიროთ ამ ზამთარს ვაშლოვანის ნაკძალთან "ნაზარლებს" ეძახიან თუ იცით მაგ ადგილებს დეკემბრის ბოლო იყო, დილით ვინადირეთ ნორმალურად 3 კაკაბი და 1 კურდგელი გვყვავდა მაგრამ კაკაბი ვერ გავისწორეთ მაინც და რომ მოვდიოდით ესე 5 საათისკენ ერთი ადგილი მოგვეწონა მანქანიდან და ვთქვით მოდი ჩაუაროთ იქნებ კაკაბი ვნაოთო...მანქანაში დავტოვეთ კურტკები, ტელეპონები და კდე რაგაც-რაგაცეები და 3კაცი 3 ძაგლით ჩაუყევით გორას 1 კაცი მანქანაში დავტოვეთ და ნახევარ საათში დავბრუნდებითო დაუბარეთ...რა ვიცოდით რა გველოდა...კაკაბი მართლაც კარგად აღმოჩნდა და შევყევით ნადირობას და უცბათ ნისლი ჩამოწვა ისეთი 2 მეტრში ერთმანეთს ვერ ვხედავდით მითუმეტეს ვინც ნამყოფია მაგ ადგილებში ეცოდინება რომ სუ ერთნაირია ყველაპერი ირგვლივ კლდე და გორებია სუუ.. და ჩვენც ვეგარ გავაგენით გზა და შეცდომით ცავედით ვითომ მანქანისკენ მაგრამ სულ სხვა მიმართულებით სინამდვილეში ვაშლოვანისკენ...ამ სიარულში დაგვიგამდა იქ არც გზაა არც არაპერი მარტო კლდებია ირგვლივ თან მაგარი დაგლილები ვართ მთელი დგე კლდე-კარზე ნატარები ვეგარ დავდივართ და ვეგარ ვჩრდებით ყინვაა..არც ასანთი გვაქვს და არც არაფერი მსგავსი მარტო დანა და თოფიი და ძაგლები ზამთრის ყინვის წინააგმდეგ...თან ამ ყველაფერს დამატებული წვიმა დაიწყოო ცრიდაა..ბოლოს გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით პატრონები დაგვეშალა და ცეცხლის ანთება გვეცადა მაგრამ შენც არ მომიკვდეე..10 ტყვია მაინც დავშალეთ მაგრამ ცეცხლი ვერ ავანთეთ...ბევრი რო არ გავაგრძელო მთელი გამე ყინვაში მოგვიწია ჯდომა წვიმაში თან უკუღტკოთ არ დაგავიწყდეთ.. და პატრონტაშებზე რადგან მიწა სველი იყოო... ზურგები ერთმანეთს მივადეთ და წინიდან ძაგლები ჩავიხუტეთ უნდა ითქვას რომ ძაგლებმა გადაგვარჩინეს... მადლობა გმერთს რომ არ გავიყინეთ ან რამემ არ შეგვჩამა...მეორე დგეს გამოვაგენით როგორც იქნა მანქანაში დარჩენილს სოპელში დაერეკა და 3 მანქანით გვეძენბდნენ თურმე... მონადირეებო ნადირობისას ასანთი ყოველთვი იქონიეთ სადაც არ უნდა მიდიოდეთ.. მეკი მქონდა მაგრამ კურტკაში რომელიც მანქანაში დავტოვე იმის მერე გულის ჯიბით დამაქვს newsmile090.gif ...არვიცი რამდენათ სასაცილოაააა მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ მეცინებაა ძაგლს რა ძალით ვეხუტებოდიიი newsmile090.gif newsmile090.gif

აი ეგ ადგილები http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jun 24 2009, 20:50

ასანთი კი არა კომპასიიიი.

პოსტის ავტორი: alazana Jun 24 2009, 21:05

კომპასიც რა თქმა უნდა მაგრამ ღამე კომპასს როგორ დაინახავ სიბნელესში გასანათებელი თუ არ გაქ არაფერი... newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: ბესო Jun 27 2009, 12:29

მგონი ტყვიები უნდა იყიდებოდეს გლუვლულიანის, გაისვრი და მაშხალის "პონტია" ეგ ყველა მონადირეს უნდა ედოს მე თუ მკითხავთ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 27 2009, 13:05

ციტატა(alazana @ Jun 24 2009, 09:05 PM) *
კომპასიც რა თქმა უნდა მაგრამ ღამე კომპასს როგორ დაინახავ სიბნელესში გასანათებელი თუ არ გაქ არაფერი... newsmile056 (1).gif


კომპასების 99,9% ფოსფორი აქვს newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: alazana Jun 27 2009, 14:28

მით უკეთესი ცეცხლის ასნთებათ მეტი ასანთის ღერი დაგრჩება...... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile068.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 8 2009, 15:21

აი მეც რაღაცეებს ვეძებ და გამოვაქვეყნებ!!!

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 8 2009, 15:33

ერთი რამე ვიცი, თუ დაიკარგე, და გაგებაში არ ხარ საით წახვიდე ჯობია ადგილზე დარჩე, ენერგიასაც დიდხანს შეინარჩუნებ და პატრონი თუ გყავს უფრო მალე მოგძებნიან, ხოლო მომძებნი თუ არავინ გყავს მაშინ არიოლ-რეშკა და ბოდიალი...... იქნებ გაგიმართლოს(თუ არ იცი ორიენტირების უმარტივესი წესები: მზე საიდან ამოდის, საათის მიხედვით ორიენტირება, ხავსი, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მდებარეობა, ბირთვული ფიზიკა, ვაიმე მიშველეთის ძახილი ბოლო ხმაზე და ა. შ. newsmile090.gif )

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 8 2009, 15:46

კაცო კომპასი კომპასიო რო იძახით... კომპასის ხმარება იცით ვინმემ ?? newsmile05.gif ეხლა არ მითხრათ ჩრდილოეთ დ ასამხრეთი ხო აწერიაო newsmile05.gif newsmile05.gif თუ ვინმემ იცით დაწერეთ... თუნადაც ცალკე თემა გავხსნათ მაგაზე...
მე რამდენადაც ვიცი, მანდ აზიმუტები უნდა იცოდე ან/და დაიმახსოვრო რა მიმართულებით მიდიხარ... კაკ მინიმუმ ორიენტირები უნდა დაიმახსოვრო, რომელი რა მიმართულებით არის და ნისლში და სიბნელეში რომელ ორიენტირს დაინახავ ???

და ნადირობისას ყველა წუთში მაინც არავინ დახედავს რა მიმართულებით მიდის და მერე, რო დაიკარგები, გინდა შეგიხედია კომპასისთვის და გინდა არა... რა აზრი აქვს ?

ყოველ შემთხვევაში მანქანასთან მაინც ვერ გამოხვალ და ისე თბილისი, რომ კახეთიდან დასავლეთით არის მაგას კომპასი არ ჭირდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 8 2009, 18:49

მაშინ ისეთ მუღამში შევყევი, რომ უკან იმდენი გზა გავიარე რომ ვეღარ მოვასწარი უკან დაბრუნება თორემ არც გზა ამბნევია და ზუსტად ვიცოდი სადაც ვიყავი პროსტა ძალიან შორს ვიყავი გამოსული ღამე კიდევ შანსი არ იყო ვერ წამოვიდოდი უკან ის სხვა დაკარგულები რომ არ გამჩითოდნენ პირდაპირ ფერმაში მივიდოდი და ეეგ იქნებოდა

პოსტის ავტორი: MACHARA Sep 8 2009, 19:40

საინტერესო ისტორიები წავიკიტხე და ამასთან ერთად დარიგებებიც..ჩემის აზრით ყველაზე რეალური მასეთ სიტუაციაში მაშხალებია.ნუ ჯიპიეს თავისთავად არაფერი ჯობია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: o.cho Apr 22 2011, 23:49

მე გამიგია ასეთ შემთხვევაში ხე უნდა გადაჭრა რაც შეილება სწორედ რომ მონაჭრელი ძალიან არ დააზიანო და აქვს მუქი ზოლები ირგვლივ და ზოლები საითა მხარესაც ერთმანეთთან ახლოს არის ის მხარეა ჩრდილოეთი და იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო მერე საით წახვიდე რავიცი ასე გამიგია და newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 23 2011, 08:16

ციტატა(o.cho @ 23rd April 2011 - 00:49) *
მე გამიგია ასეთ შემთხვევაში ხე უნდა გადაჭრა რაც შეილება სწორედ რომ მონაჭრელი ძალიან არ დააზიანო და აქვს მუქი ზოლები ირგვლივ და ზოლები საითა მხარესაც ერთმანეთთან ახლოს არის ის მხარეა ჩრდილოეთი და იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო მერე საით წახვიდე რავიცი ასე გამიგია და

ხე თუ გადაჭერი და "დრუჟბა" თუ გაქვს თან მხარზე გადაკიდებული იმ სიშორეზე ვერ წახვალ ტყეში, რომ დაიკარგო newsmile035.gif newsmile035.gif
და თუ მანქანის გზა არის მაშიინ იმ გზას გაყვები უკაბ და ეგაა...

ეგ უნდა ნახო ხის გადანაჭრელ კუნძზე უბრალოდ და არც იდეალურად სწორედ გადაჭრა და თარაზოში გასწორება არ უნდა და ზოლების სიახლოვით კი ნამდვილად არკვევენ მიმართულებას... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: o.cho Apr 23 2011, 13:23

newsmile035.gif ეხლა მონადირე თუ ხარ კაცი კაკ მინიმუმ დანა მაინც უნდა გქონდეს და ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კი უნდა გაიმეტო ხის გადასაჭრელად newsmile035.gif ნუ რავი მე ჯერ არ დავკარგულვარ თორე გავიმეტებდი newsmile035.gif newsmile045.gif დრუჟბა და ბულდოზერი თუ მყავს მე კი არ გამოვდივარ დაკარგული ვინც ვერ მომაგნებს ის უფრო იქნება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 23 2011, 15:11

o.cho

ისე, შენ თუ დანით იმხელა ხის გადაჭრას აპირებ წმინდად, სადაც ზოლების მთელ წყებას დაინახავ... მალადეც შენ ძმაო newsmile05.gif ისე მაგდენი ჯანი და შესაძლებლობა თუ გაქვს, ნამდვილად არ დაიკარგები, ეგრევე გიპოვიან და "ნიჭიერში" წაგაბრძანებენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 23 2011, 15:19

ციტატა(Beso @ 23rd April 2011 - 10:16) *
ხე თუ გადაჭერი და "დრუჟბა" თუ გაქვს თან მხარზე გადაკიდებული იმ სიშორეზე ვერ წახვალ ტყეში,

newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(o.cho @ 23rd April 2011 - 15:23) *
ეხლა მონადირე თუ ხარ კაცი კაკ მინიმუმ დანა მაინც უნდა გქონდეს და ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კი უნდა გაიმეტო ხის გადასაჭრელად

კი..მაგრამ დანით ხის გადაჭრას იმდენიხანი მოუნდები და იმდენ ენერგიას დახარჯავ..გამოსასვლელდა აღარ დაგრჩება ძალა. newsmile035.gif newsmile035.gif მაგას ჯობია იმ ხეს შეხედო..რომლის გადაჭრასაც აპირებ და დააკვირდე.. საით მხარეს აქვს ტოტები უფრო გრძელი.. ეგ ნიშნავს..რომ სამხრეთი მაით არის...თუ ხავსიც აღმოაჩნდა იმ ხეს.. საიდანაც ხავსი ექნება..ესეიგი ეგ მხარე ჩრდილოეთია. მაგრამ მთელი უბედურება მანდ ის არის..რომ აზრი არ აქვს მაგ ყველაფერს..თუ წინასწარ არ გეცოდინება..საიდან შეხვედი ტყეში. თუ იცი....რომ გზიდან შეხვედი დასავლეთით..მაშინ გამოთვლი მხარეს(იმ მოჭრას გადარჩენილი ხის საშუალებით) და წამოხვალ აღმოსავლეთით. ეგ არის უკან დაბრუნება.

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 23 2011, 15:41

მეგობრებო დიდი მადლობა ამ თემისათვის, ძალიან კარგი თემაა და საჭიროდ მომაჩნია ამ თემაშივე დავწეროთ "კომპასით" მუშაობის წესები თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ შესაბამის პირობებში კომპასი რომ შემდგომში სიცოცხლე გადავირჩინოთ.........

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2011, 00:51

OQRO444
კომპასი ძალიან საჭირო ნივთია ხშირად მონადირისთვის. განსაკუთრებით შემოდგომაზე(ტყის ქათამზე ნადირობისას) მაგ დროს ძალიან ხშირია ნისლი. ტყეში შესულ ადამიანს...კიდე ნისლი რომ დაატყდება თავს... ძალიან რთულ მდგომარეოვაში შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება ვინმემ იფიქროს...რომელი ტაიგა და ჯუნგლები ჩვენთან არის..რომ ისე ვერ დააღწიოს თავიო. მაგრად შეცდება თუ ეგრე იფიქრებს. რანდენიმე მწარე გამოცდილების შედეგად ნამდვილად ვიცი..რომ მაგასთან ხუმრობა არ შეიძლება. ერთხალ თეთრწყაროში დაკარგული ადამიანი..წალკის მისადგომებთან გავიდა ტყიდან..დილის 9 საათზე შესული..საღამოს(ფაქტიურად დაბნელებულზე) დაბრუნდა უკან ავტობუსით...მთელი დღის განმავლობაში ვეძებდით და რა აღარ ვიფიქრეთ...მაგარი შეშინებულებიც ვიყავით..ვიფიქრეთ ამ ნისლში.რომელიმემ თოფი ხომ არ გავარტყით შემთხვევით და მოვკალითო.(მაშინ მობილურები არ იყო ესე ფართოდ გავრცელებული) მოკლედ..მაგარი ვინერვიულეთ და ჩვენი დაგვემართა სანამ ის..სადღაც წალკასთან არ გავიდა და უკან რაღაც ავტობუსს არ გამოყვა. ხოდა ერთი კომპასი რომ ქონოდა იმ დალოცვილს....ისიც გადარჩებოდა 30-40 კლიმომეტრის გავლას..სველი ნეშომპალით სავსე ტყეში და ყველა გადავრჩებოდით ამდენ ნერვიულობას. newsmile035.gif newsmile035.gif

რაც შეეხება კომპასის ხმარებას..ძალიან ადვილია(რაც ჩვენ გვაინტერესებს განსაკუთრებით) კომპასის ისრის წითლი მხარე...ყოველთვის აჩვენებს ჩრდილოეთს. კომპასის კორპუსს შემოატრიალებ და ისე გაასწორებ..რომ ჩრდილოეთის აღმიშვნელი წარწერა გაუსწორდეს მაგ წითელ ისარს. უკვე გვეცოდინება..რომ თუ ჩრდილოეთი მაით არის...ესეიგი იქით არის სამხრეთი..აღმოსავლეთი და დასავლეთი. სანამ ტყეში შეხვალ....უნდა დახედო კომპასს და გაიგო რა მიმართულებით შედიხარ(აღმოსავლეთით..დასავლ

პოსტის ავტორი: khmaltevza Apr 24 2011, 00:58

ლევანი

მართალია და თუ კონკრეტულად იმ გზით გინდათ დაბრუნება, რომლითაც შეხვედით, უნდა დაიმახსოვროთ ან ჩაინიშნოთ რა მიმართულებით რა მანძილი გაიარეთ და უკან დაბრუნებისას იგივე მანძილებს გაივლით ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. vot-tak.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 24 2011, 01:06

ლევანი
khmaltevza

ეგრე ,მარტივად არ არის კომპასის ხმარება newsmile035.gif თუ სურვილია დავწერ და ვეცდები მიახლოებით აგიხსნათ აზიმუტების პრინციპი... ცალკე კომპასის თემა თუ გავქვს> ახსოვს ვინმეს?


პოსტის ავტორი: khmaltevza Apr 24 2011, 01:21

Davitus

მეც ეჭვი მქონდა რომ ასე ადვილად არ იქნებოდა ეგ საქმე, მარა რაც ჩემით მივხვდი ეს მივხვდი newsmile035.gif არსად არ წამიკითხავს და მხოლოდ ჩემი ლოგიკით დავწერე newsmile035.gif

ისე თუ დაწერ კომპასის ხმარების პრინციპს ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება და მადლობელი დაგრჩები. ვფიქრობ, ვისაც კავშირი აქვს ტყესთან და საერთოდ ბუნებასთან ყველამ უნდა იცოდეს ელემენტარულად კომპასის ხმარება.

P.S. ალბათ აჯობებს ცალკე კომპასის თემას თუ გავხსნით.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 24 2011, 01:25

khmaltevza

მივცემ პატარა სტატიას.. მაგრამ სტატიით პრინციპს თუ გაიგებ მხოლოდ... ეგ არ ნიშნავს იმას რომ ისწავლი კომპასის ხმარებას... მაგას სჭირდება ბევრი პრაკტიკა, უნდა გქონდეს დამახსოვრების და დაკვირვების უნარი newsmile05.gif

და კიდევ... რაც არსებობს კომპასები დანებზე და სხვადასხვა ასქესუარებზე მიმაგრებული, ეგენი ყველა ცდომილებას იძლევა... მეტალთან ერთად კომპასის ხმარება არ შეიძლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 24 2011, 01:42

ყველა რომელიიც დანაზე არის დამუხტულია და მაგარ ცდომილებას იძელევა, მე მქონდა ჩემ გალოპერის რულზე მაგარი კომპასი მაგრად აგნებდა სახლის გზას

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2011, 10:49

Davitus

ციტატა(Davitus @ 24th April 2011 - 03:06) *
ეგრე ,მარტივად არ არის კომპასის ხმარება

ვიცი რასაც ამბობ.. კომპასის ხმარებაც კარგად ვიცი თუ დამიჯერებ(დავიარებოდი მაგ სპორტზე ახალგაზრდობაში). აზიმუტიც და რუქის წაკითხვაც..მაგრამ ეგ მონადირეს მაშინ შეიძლება დაჭირდეს..თუ ვინმე გაატანს ქალაქიდან რუკას და იმის მიხედვით ექნება რამე კონკრეტული ადგილი მისაგნები. სხვათაშორის მაგიტომ დაბწერე ეს.
ციტატა(levani @ 24th April 2011 - 02:51) *
(რაც ჩვენ გვაინტერესებს განსაკუთრებით)

მონადირეს რაში შეიძლება დაჭირდეს??... მიაგნო რაღაც ადგილს და შედის ტყეში(არავითარი წინასწარ შედგენილი რუკები და ა..შ..) აიღე ათვლის ცენტრი და დაბრუნდი უკან. მეტი რაღა უნდა იყოს???..ნადირობისას იმდენჯერ მიტრიალდ-მოტრიანდები..ყველა გადახვევაზე რომ გრადუსები ინიშნო.... რუკის შედგენას მოუნდები..ნადირობას კი არა. newsmile035.gif newsmile035.gif მარტივადაც გამოვა. ის გზა...საიდანაც ტყეში შედიხარ...ნრძელია როგორც წესი(მანქანით რომ მიადგები ადგილს). ხოდა თუ უბრალოდ უკან წამოხვალ...შეიძლება ზუსტად მანქანასთან არა..მაგრამ გზაზე ნანდვილად გამოხვალ. მერე მანქანასაც იპოვნი როგორმე. newsmile035.gif newsmile035.gif ისეთ ჩემი გამოცდილებით თუ ვიტყვი..ეგეთი ზუსტი ორიენტაცია..მარტო შეჯიბრებზე თუ დამჭირვებია...მეტი არსად და არასდროს. მაგრამ მაინც ჯობია ბოლომდე იცოდე რათქმაუნდა. თუ სტატიას მისცემ..ძალიანაც კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 24 2011, 12:32

ციტატა(Davitus @ Apr 24 2011, 02:25) *
khmaltevza

მივცემ პატარა სტატიას.. მაგრამ სტატიით პრინციპს თუ გაიგებ მხოლოდ... ეგ არ ნიშნავს იმას რომ ისწავლი კომპასის ხმარებას... მაგას სჭირდება ბევრი პრაკტიკა, უნდა გქონდეს დამახსოვრების და დაკვირვების უნარი newsmile05.gif

და კიდევ... რაც არსებობს კომპასები დანებზე და სხვადასხვა ასქესუარებზე მიმაგრებული, ეგენი ყველა ცდომილებას იძლევა... მეტალთან ერთად კომპასის ხმარება არ შეიძლება newsmile05.gif

დავითუს კომპასის მუშაობასთან თუ გქონია შეხება პირადად ძალიან საინტერესო იქნება ვრცლად განვმარტოდ ყოველი დეტალი და მითუმეტეს ძირითადი მოხმარების წესები ......... მე პირადად ბუნებრივი დეტალებით უფრო ვერკვევი (ხავსი, ხმელი ტოტები, ფრინველების გადაფრენა,ხევის განლაგება და ა.შ.)

პოსტის ავტორი: o.cho Apr 24 2011, 13:26

ციტატა(Davitus @ Apr 23 2011, 16:11) *
o.cho

ისე, შენ თუ დანით იმხელა ხის გადაჭრას აპირებ წმინდად, სადაც ზოლების მთელ წყებას დაინახავ... მალადეც შენ ძმაო newsmile05.gif ისე მაგდენი ჯანი და შესაძლებლობა თუ გაქვს, ნამდვილად არ დაიკარგები, ეგრევე გიპოვიან და "ნიჭიერში" წაგაბრძანებენ newsmile05.gif



ვაახ მე ხომ არ დამიწერია რომ გამომიცდია მეთქი მე დავწერე რომ გამიგია ასეც აკეთებენ მეთქი თან არაა აუცილებელი ყველა დიდი ხე იპოვო და ეჭიდავო მოსაჭრელად საჭიროა რამოდენიმე წლოვანი ხის ძირი თუნდაც სამ წლოვანი რომ სამი ზოლიდან უკვე გაარკვე რა საითაა newsmile05.gif

ნიჭიერი და იღბლიანი ბორბალი არ უნდა დასჭირდეს ამ ყველაფრის გაკეთებას მემგონი
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Apr 24 2011, 14:11

ხავსის ამბავი არ დაიჯეროთ newsmile05.gif

ხავსი ხეს იმ მხირდან აქვს, საით მხარესაც მდინარე ან ტბა ან რამე სისველეა... და შესაბამისად ეგ ხავსი ჩრდილოეთზე მხოლოდ მაშინ მიუთითებს - როდესაც ეს წყალი ამ ხეს ესაზღვრება ჩრდილოეთიდან newsmile05.gif newsmile05.gif

ხმ: ჩემით არ მომიგონია newsmile05.gif ტელევიზორში თქვეს. სლედოპიტი რომ არის გადაცემა ახოტა ი რიბალკაზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2011, 16:16

გიორგი
ვაა..ესეიგი რაც ბავშვობიდან წიგნებში წამიკითხავს...სულ ყალბია???.... what.gif ხედმთ..როგორ გვატყუებდნენ??.. ისევ დანით ხის მოჭრა მოგვიწევს ისე ვატყობ. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შუკა Apr 24 2011, 17:02

მე ვიმახსოვრებ ხოლმე მაღალ ადგილს მაგ. დიდ ხეს, დიდ გორას, მთას ..როცა ამბნევია ეგრევე შემაღლებულ ადგილისკენ მივდივარ რომ დამახსოვრებული ორიენტირი ვიპოვო...

კომპასი და ჯიპიესი კარგია, მაგრამ ისე ბევრი მინახია მაგის იმედზე და დაკარგულა newsmile090.gif ჯიპიესი კომპიუტერია , ან ბატარეა დაგიჯდება ან აურევს თვითონ.. კომპასც ზოგჯეს იტყუება თუ დიდი ხანი არის გაუხსნელად (მინახია ეგრეც) სადმე წასვლისას ჯობია გახსნა და ფანჯრის რაფაზე დადო.. (სამხედრო ამერიკულ კომპასზე მაქვ საუბარი)

პირველი რაცაა რომ დაიკარგები არ უნდა დაპანიკდე !! ეგ ღუპავს მაგრად... თუ დღეა ტყეში დიდ წრეზე უნდა წახვიდე და შენ ნაკვალევს იპოვი..

ღამე გაგნების შანსი ცოტაა ძალიან, ჯობია ცეცხლი დაანთო და დაიცადო, შიგადაშიგ ისროლო ან იყვირო ღამე ცეცხლი შორიდანაც ჩანს..

და კიდე ცხოველს , ცხენს და ძაღლს აქვს მაგარი ორიენტირი . თუ სხვა შანსი არაა უნდა მიყვე და გაგიყვანს ..
მეგობარი ნადირობდა თუშეთში ფსიტებზე გზა აერია .. გადაყვა მაგრად.. დაიკარგდა ღამე... ცხენმა ჩამოიყვანა ბანაკამდე ..

მე რომ წითელი სეტერი მყავს სადაც არ უნდა ვიყო მანქანამდე მივყავარ (ჩათმაში მქონდა მაგის მაგალითი) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2011, 23:53

ციტატა(nikash4 @ 24th April 2011 - 19:02) *
მე ვიმახსოვრებ ხოლმე მაღალ ადგილს მაგ. დიდ ხეს, დიდ გორას, მთას

ეგ თუ კარგი ხილვადობაა.. ეგეთ პირობებში გზა..ცხოვრებაში არ ამბნევია.(არადა ბევრგან ვარ ნამყოფი) აი მაშინ რას იზავ....მაგარი ნისლი რომ ჩამოწვება და 4-5 მეტრის იქით არაფერი ჩანს??... რომელ დამახსოვრებულ მთას გახედავ ერთი.

პოსტის ავტორი: შუკა Apr 25 2011, 00:00

ლევან
დავჯდები და დავიცდი ერთი ღამე არაფერი მომივა(ბივალა ი ხუჟე newsmile05.gif ) უაზრო ხეტიალს ძალის , ენერგიის და ნერვების დაკარგავს ეგ ჯობია newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 25 2011, 00:11

ციტატა(nikash4 @ 25th April 2011 - 02:00) *
უაზრო ხეტიალს ძალის , ენერგიის და ნერვების დაკარგავ ეგ ჯობია

ეგ კი ჯობია..მაგრამ მაგას ჯობია..ერთი კომპასი გეგდოს ჯიბეში და გაიგებ საით იარო..ხოდა აღარც ღამის თავა მოგიწევს ნისლით და წვიმით გაჟღენთილ ტყეში. მოკლედ..კომპასი მართლა საჭირო ნივთია მომენტში. ისე თუ არ აღმოგაჩნდათ ეგეთ დროს...მაინც შეიძლება რამის მოხერხება. როგორც აღმოჩნდა..ხავსი ვერ ყოფილა სანდო ორიენტირი..მაგრამ..ხეზე გრძელი ტოტები..ნამდვილად კარგი ორიენტირია. იზრდება მზის მხარეს და ვერანაირი ტბა..გუბე და მდინარე გავლენას ვერ ახდენს. საითაც გრძელი ტოტები აქვს..იქით არის სამხრეთი..ხოლო საითაც მოკლე..იქით ჩრდილოეთი. მაიდანაც შიძლება გამოთვლა. თუ არადა ისევ დანით მოგიწევთ ხის მოჭრა..ან ღამის გათევა სველ ტყეში. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 25 2011, 10:29

ციტატა(ლევანი @ Apr 25 2011, 01:11) *
ეგ კი ჯობია..მაგრამ მაგას ჯობია..ერთი კომპასი გეგდოს ჯიბეში და გაიგებ საით იარო..ხოდა აღარც ღამის თავა მოგიწევს ნისლით და წვიმით გაჟღენთილ ტყეში. მოკლედ..კომპასი მართლა საჭირო ნივთია მომენტში. ისე თუ არ აღმოგაჩნდათ ეგეთ დროს...მაინც შეიძლება რამის მოხერხება. როგორც აღმოჩნდა..ხავსი ვერ ყოფილა სანდო ორიენტირი..მაგრამ..ხეზე გრძელი ტოტები..ნამდვილად კარგი ორიენტირია. იზრდება მზის მხარეს და ვერანაირი ტბა..გუბე და მდინარე გავლენას ვერ ახდენს. საითაც გრძელი ტოტები აქვს..იქით არის სამხრეთი..ხოლო საითაც მოკლე..იქით ჩრდილოეთი. მაიდანაც შიძლება გამოთვლა. თუ არადა ისევ დანით მოგიწევთ ხის მოჭრა..ან ღამის გათევა სველ ტყეში. newsmile035.gif newsmile035.gif



+100% ....... vetanxmebi.gif ძალიან ხშიდაგ გადაურჩენივარ ხავსსაც და ხის ტოტებსაც ....... კომპასის გამოყენება კი ჩემი აზრით ყველა მონადირემ და ექსტრიმის მოყვარულმა უნდა იცოდეს ....... ვისაც ჰქონია კომპასთან შეხება ვთხოვ დავწეროთ და ავხსნათ მისი გამოყენება და გამოყენების ზოგადი წესები........


პოსტის ავტორი: baxi Apr 25 2011, 13:41

ციტატა(ბესო @ Apr 23 2011, 09:16) *
ხე თუ გადაჭერი და "დრუჟბა" თუ გაქვს თან მხარზე გადაკიდებული იმ სიშორეზე ვერ წახვალ ტყეში, რომ დაიკარგო newsmile035.gif newsmile035.gif
და თუ მანქანის გზა არის მაშიინ იმ გზას გაყვები უკაბ და ეგაა...

ეგ უნდა ნახო ხის გადანაჭრელ კუნძზე უბრალოდ და არც იდეალურად სწორედ გადაჭრა და თარაზოში გასწორება არ უნდა და ზოლების სიახლოვით კი ნამდვილად არკვევენ მიმართულებას... newsmile05.gif




საღოლ ამაზე ვიღადავე მაგრად newsmile035.gif:D


დრუჟბა თუ გაქ იმსიშორეზე ვერ შეხვაალო newsmile035.gif:D:D:D ravari-misca.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 26 2011, 00:49

ხოოო, კომპასზე მეც მაინტერესებს. აზრზე არ ვარ როგორ ვიხმარო, არც მქონია შეხება პრინციპში და ამიტომაც არ ვიცი. ჰოდა კეთილ ბიძიებს ვთხოვ განმანათლონ. მე ძირითადად ადგილებს ვიმახსოვრებ ხოლმე, უკან ვიყურები ხშირად და განვლილ გზას გავყურებ და თუ რამეა მერე ამ დამახსოვრებული კადრებით ვიღდგენ გზას და მივდივარ საჭირო ადგილამდე. ისე კი ჯერ არსად არ დავკარგულვარ....

პოსტის ავტორი: Davitus Apr 26 2011, 02:47

დავხატავ და ავხსნი როგორც შემიძლია... აბა ახლა ინსტრუკტაჟს გამოძახებით ვერ ჩავატარებ newsmile05.gif რაც ვიცი, ჩემი თავი გენაცვალოთ, როგორც ბურჟუები იტყვიან ხოლმე: ნოუ პრობლემ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Ika Exs Oct 8 2015, 09:17

ერთი რამ ვიცი ძველი მონადირეებიდან და ყველა ერთი და იგივეს ამბობს.
_ტყეში საიდანაც შევდივართ, უკან იმ გზით არასდროს არ გამოვსულვართო (ეს იმ შემთხვევაში თუ ბილიკი ან გზა არ არის გაკვალული თავიდან ბოლომდე)

ტყეში თუ დაიკარგე დათვის თანავარსკვლავედით იღებენ ორიენტაციას, თუ მოღრუბლულია და უბედურობაა მაშინ შესვლისას ხეებს ნიშნავენ ყოველ რამოდენიმე მეტრში ხის იმ მხრიდან საიდანაც დაბრუნებისას ნიშანს ნახავენ.

და დასავლეთის ტყეებში არამგონია ვინმე დაიკარგოს ეხლა უკვე თანამედროვე ტექნიიკების გამო )

ისე ერთი ადგილია აქეთ დამპალ ტყეს ეძახიან, ვინც მანდ შევიდა უკან არავინ გამოსულაო და რა ვიცი რა ვიცი, მუღამი კი მაქვს ისე )))

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 8 2015, 09:34

ციტატა(ლევანი @ Apr 25 2011, 00:53) *
ეგ თუ კარგი ხილვადობაა.. ეგეთ პირობებში გზა..ცხოვრებაში არ ამბნევია.(არადა ბევრგან ვარ ნამყოფი) აი მაშინ რას იზავ....მაგარი ნისლი რომ ჩამოწვება და 4-5 მეტრის იქით არაფერი ჩანს??... რომელ დამახსოვრებულ მთას გახედავ ერთი.


მე შემემთხვა ასეთი ისტორია. დაღესტანში ვიყავით ალპურ ზონაში და ღამე კარვიდან გამოვედი ასე ოციოდ მეტრში ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად D.gif ისეთი ნისლი იყო 4-5 მეტრი კი არა თვალთან მიტანილი თითი არ ჩანდა (არ ვაზვიადებ) ბევრი ბოდიალის შემდეგ კი შემრცხვა მაგრამ მაინც დაძახება მომიწია ხმაზე რომ მიმეგნო კარვისათვის.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Oct 9 2015, 01:34

ციტატა(iraklibai @ 8th October 2015 - 11:17) *
ერთი ადგილია აქეთ დამპალ ტყეს ეძახიან, ვინც მანდ შევიდა უკან არავინ გამოსულაო

მართლა კაი დამპალი ტყე ყოფილა. D.gif
ციტატა(uiaragho @ 8th October 2015 - 11:34) *
ბევრი ბოდიალის შემდეგ კი შემრცხვა მაგრამ მაინც დაძახება მომიწია ხმაზე რომ მიმეგნო კარვისათვის.

მეც მქონია ეგეთი შემთხვევა. ერთხელ კიდე..სოფელი მანავის მინდვრებში..ნახირი დავკარგე. D.gif საერთოდ სხვა მიმართულებით მიძებნია..ნისლი რომ აიყარა..მერე დავიანეხე. სადღან 1 კილომეტრით ვიყავი აცილებული.

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 9 2015, 11:50

Ika Exs
სა არის ეგ დამპალი ტყე? ასეთები არიან შეიძლება მანდ D.gif http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: Ika Exs Oct 9 2015, 12:17

ბლექ-ხასან
kardinal84

კი, კაი დამპალი ტყეა )))

ასეთები რო იყვნენ მანდ ტანკით შესვლაც არ მომინდება )))

უბრალოდ დამპალია ყველაფერი და ოდნავ არასწორი ნაბიჯი და კაცი არაა შენი მშველელიო ))) იხვები იქ იქნება თუ იქნება )))

გნელოი ლესს ეძახიან აქეთ სადღაც ტორფიანკის უკან არისო და ვუყვარვარ ეტყობა ხალხს და მაგიტომ არ მაჩვენებენ ზუსტ ადგილმდებარეობას )))

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Oct 9 2015, 16:08

ციტატა(iraklibai @ 9th October 2015 - 14:17) *
უბრალოდ დამპალია ყველაფერი და ოდნავ არასწორი ნაბიჯი და კაცი არაა შენი მშველელიო ))

თითქმის ეგ არის ტაიგაც. ყველგან ხავსია და ძალიან ბევრგან..ჭაობია ხავსის ქვეშ. მაგარი საშიშია.

პოსტის ავტორი: Ika Exs Oct 9 2015, 17:45

ციტატა(levani @ 9th October 2015 - 17:08) *
მაგარი საშიშია.


ხო, მაგრამ რამდენადაც საშიშია მით უფრო მაგრად მაინტერესებს )))

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Oct 10 2015, 02:43

ციტატა(iraklibai @ 9th October 2015 - 19:45) *
ხო, მაგრამ რამდენადაც საშიშია მით უფრო მაგრად მაინტერესებს )

newsmile05.gif საშიში იმიტომ კი არ არის..რომ იქ ავი სულები და მოჩვენებებია. ძალიან მარტივად არის საქმე. სქელ ჭაობებს..თავზე ედება ხავსი და როგორც სქელი ხალიჩა ისეთი ხდება. ისეთ სისქეს იჭერს..ადამიანს ზედ გავლა შეუძლია. უბრალოდ ნელნელა ატორტმანდება და ფეხქვეს ყველაფერი ქანაობას იწყებს. აქვს შედარებიტ თხელი ადგილებიც. რომელიც ჩაიხევა ხოლმე. ხოდა იქანა მთავრდება მისი სიცოცლეი. D.gif მოკლედ..ჭაობია და მეტი არაფერი.. მოერიდე..ეგრე აჯობებს. არავითარი ეგზოტიკადა მაგაში არ არის. ვმდგარვარ ეგეთზე და ვერც გავიაზრე რა ხდებობა. მერე რომ მითხრეს.. მერე გამისკდა გული. ჩვენთან არ ვიცი და რუსეთის ტაიგაში..ძალიან დიდი ჭაობებია მაგ ვარიანტში. ერთხელ ტრაქტორი ჩაეძირათ.. იმსიღრმეზე ჩავიდა.. გრძელი ჭოკიც ვერ ჩააწვდინეს. მოკლედ..მაგარი ხათაბალა რამეა.

პოსტის ავტორი: Ika Exs Oct 10 2015, 11:50

ბლექ-ხასან

მოჩვენებები და ჩუპაკაბრები რო არ არის ეგ მეც ვიცი, უბრალოდ მაინტერესებს როგორიათქო ))))

კარგი სასურათე ადგილები იქნება D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Oct 10 2015, 23:53

ციტატა(iraklibai @ 10th October 2015 - 13:50) *
მაინტერესებს როგორიათქო ))))

როგორც ბატუტზე სიარული. თუ იცი ქვეშ რაც ხდება..მაშინ დიდი ადრენალინის თანხლებით. D.gif

პოსტის ავტორი: Ika Exs Oct 11 2015, 07:21

ბლექ-ხასან

უბედურებაა ეს ადრენალინი D.gif D.gif D.gif D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)