თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ ცეცხლის დანთება ექსტრემალურ პირობებში

პოსტის ავტორი: ვიტო May 18 2009, 17:35

ეს არის მაგნეზიუმის სანთებელა, ექსტრემალურ პირობებში კარგი რაღაცაა,
რესურსი არის 12 000 გაკვრა, თითო გაკვრაზე 5 000 ნაპერწკალი




პოსტის ავტორი: geojorjika May 18 2009, 19:26

ვიტო
კარგი რამეა , უნდა ვიყიდო ამაზონზე ეგ 960-smile.gif , კსტაწი მაგის გარეშე , მშრალი ხის და დანის საშიალებითაც გადასარევად ვანთებ ცეცხლს 960-smile.gif , ჰო კიდევ შნური ან რაიმე მაგარი თოკი ან ყვასი ქვრილი ნაჭერია საჭირო 960-smile.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 18 2009, 21:48

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 18th May 2009 - 05:26 PM) *
მშრალი ხის და დანის საშიალებითაც გადასარევად ვანთებ ცეცხლს

ეგ როგორ, პირველყოფილი თემური წყობილების დროს რომ ანთებდნენ? 960-smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 18 2009, 21:55

ვიტო
დაახლოვებით ეგრე ცოტა უკეთესი ტექნოლოგიაა 960-smile.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 18 2009, 22:21

geojorjika
...გვითხარი შე კაცო, გვიმალავ??.......

,,,,ვააახ, ეხლა კიდევ თავიდან რა დაწერს ჩემი ცეცხლის დანთების სტილს და შეხედულებებს ჰააა??.......

...მოკლედ ჩამოვაყალიბებ რაზე იყო საუბარი სანამ თემა წაიშლებოდა: იყო საუბარი ჯინსის შარვალზე როელიც უნდა დაიძენძოს და ისე დაანთო ცეცხლი, მაგრამ ამას პროტესტი მოჰყვა ეგრე ციხეში აკეთებენო, კიდევ იყო საუბარი ასანთის ღერების შესანახ კონტეინერზე რომელიც ადვილადმოპოვებადია, ეს არის ფოტოლენტის ჩასადები პლასტმასის მრგვალი ყუთი, ასევე: სანთელში ამოვლებული ასანთის ღერები, რეზინი, ,,გუბკა,, მშრალი სპირტი, მეტი აღარ მახსოვს. ეხლა გაგაცნობთ ჩემს ხერხს ცეცხლის დანთების:

.... აუცილებელია გაზეთი, რაც მეტი მით უკეთესი, გაზეთს ვიღებთ, ვჭმუჭნით :(რა მაგარი სიტყვაა: ვჭმუჭნი ) და გუნდებს ვაკეთებთ, შემდეგ უნდა მოვიძიოთ გამხმარი ბალახი, ანუ თივა და გამხმარი პატარა და წვრილი ტოტები, ამის შემდეგ ვეძებთ შედარებით მშრალ ადგილს სადაც ცეცხლს ვანთებთ, ეს იმ შემთხვევაში თუ წვიმა ან თოვლია, მერე ვდებთ გაზეთის გუნდებს და ვალაგებთ თივას ზემოდან, მაგრამ ისე რომ ერთი მხარე მაინც ჩანდეს გაზეთის რომ შემდგომში ასანთი მივცეთ და ავაგუგუნოთ, თივას ზემოდან ვალაგებთ უკვე გამხმარ, წვრილ ტოტებს და მერე უკვე შეშასაც რაც მოვიპოვეთ, მერე გავკრავთ ასანთს და მოვუკიდებთ გაზეთის გუნდას, ცოტა რომ მოეკიდება ფრთხილად ვუბერავთ ერთი მიმართულებით, რათა მალე არ ჩაიწვას ეს ჩვენი გუნდები, შებერვა იძლევა პარის ეფექტს და ადვილად აშრობს სველ ტოტებს და კარგადაც ეკიდება ცეცხლი, მერე შამფურზე ვაგებთ ხორცს, ვწვავთ და ვეპატიჟებით ჩელეს, რადგან ასე კარგად გვასწავლა ცეცხლის დანთება...........

პოსტის ავტორი: ვიტო May 18 2009, 22:24

ჩელე
აი ყველაფრის მომცველი პოსტი

პოსტის ავტორი: ჩელე May 18 2009, 22:29

ვიტო



13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif 13539-bow.gif ....................

...შენ კი გაქვს გამოცდილი ჩემი ცეცხლის დანთება 1 ასანთის ღერით..........

პოსტის ავტორი: ვიტო May 18 2009, 22:34

ჩელე
აჰა

ჩელე არის უნიკალური კაჩიგარი, ერთხელ რაჭაში შაორთან ნაწვიმარზე, ბალახზე, იმენნა არფერი არიყო,
რავი რა დააგროვა, ან მშრალი ფიჩხი სად იპოვა, 1 ცალი ასანთის ღერი გვქონდა, გაბედა და დაანთო და ესე
ხდება ყოველთვის, უბედურობა ხარ მოკლედ რა,მოკლედ მაგარია 16165-muscle.gif

პოსტის ავტორი: levani May 19 2009, 00:24

კონკრეტულად გაგვიზიარეთ გამოცდილება, დანა და ხეც საინტერესოდ მომეჩვენა, იქნებ აგვიხსნათ რა... ან თუ გქონიათ ვინმეს შემთხვევა, პრაქტიკულად წარმოუდგენელ სიტუაციაში ცეცხლი მოპოვების????(უცნაური მეთოდით)

პოსტის ავტორი: ჩელე May 19 2009, 00:30

levani
....მე მსგავსი ჯერ არ მქონია და ვერაფერს გეტყვით, ალბათ უმჯობესია პოსტის ავტორმა გაგვათვითცნობიეროს, მე რაც ვიცოდი დავწერე უკვე...... newsmile01.gif

პოსტის ავტორი: levani May 19 2009, 01:14

რამდენჯერმე მაქვს ნაცადი მშვილდით რო ხერხავენ ის მეთოდი, მაგრად ხურდება ბოლიც ბლომად დავაყენე, მაგრამ თვითონ ცეცხლი ვერ ავანთე, მანდ რაღაც ნიუანსებს უნდა ცოდნა.. მგონი გვერდებზე რაღაცეებს უწყობენ თან სულს უბერავენ.... კაროჩე არ გამოდის ჩემგან წესიერი კაჩიგარი.. newsmile01.gif newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 19 2009, 01:32

აბა ეს ნახე რუსულად ის მატერია არის стальная шерсть


პოსტის ავტორი: ჩელე May 19 2009, 02:38

levani

ციტატა(levani @ 19th May 2009 - 02:14 AM) *
რამდენჯერმე მაქვს ნაცადი მშვილდით რო ხერხავენ ის მეთოდი, მაგრად ხურდება ბოლიც ბლომად დავაყენე, მაგრამ თვითონ ცეცხლი ვერ ავანთე, მანდ რაღაც ნიუანსებს უნდა ცოდნა.. მგონი გვერდებზე რაღაცეებს უწყობენ თან სულს უბერავენ.... კაროჩე არ გამოდის ჩემგან წესიერი კაჩიგარი..


...მაგას ,,აბედი,, უნდა......... რამდენადაც ვიცი........

პოსტის ავტორი: hunter777 May 19 2009, 18:27

...
ერთო ოპერატორი და შემიძლია მარტო ხეების დახმარებით ( ხეს გააჩნია ყველა ხის ჯიში არ გამოდგება) გავაკეტოთ ვიდეო როგორ უნდა დაინთოს ცეცხლი ყოველგვარი ჟულიკობის გარეშე მარტო იმ მასალით რასაც ბუნებაში მოიპოვებ, რამდენიმე ვარიანტი არსებობს ჩვენ პირობებში. აღსანიშნავია ისიც თუ როგორ ადგილას იმყოფები! წიწვიან ტყეში სხვა მეთოდებია საჭირო ფოთლოვანში და მინდვრის პირობებში სხვა! ასევე ცეცხლის გადატანა შორ მანძილზე ცეხლის შენახვა და თვითონ კოცონის დანთების წესი და სახეობები ეს დიდი თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი მონადირისათვის იმიტომ რომ ცეცხლი არა ,არტო ანათებს ათბობს და საჭმლის დამზადების საშუალებას იძლევა, ცეცხლი აგრეთვე ადამიანს იმედს და მხნეობას მატებს და უბედურ შემთხვევის დროს ადვილად აღმოსაჩენს ხდის მაშველებისთვის!

პოსტის ავტორი: ჩელე May 19 2009, 18:40

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 19th May 2009 - 07:27 PM) *
ერთო ოპერატორი და შემიძლია მარტო ხეების დახმარებით


...რაღაც ვერ მივხვდი, ერთო ოპერატორი რას ნიშნავს?........

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 19 2009, 23:48

იკა ჯერ ერთი თუ თვლი რომ ეს დიდი თემაა გავხსნათ ახალი თემა და შეუბეროთ და ოპერატორს რაც შეეხება მაგის მეტი რა არის ჩვენ საძმოში

ხო ხედავ სანდრომ შეურაწყოფად მიიღო (მე აქ ვარ და შენ ოპერატორს ეძებო?? :newsmile041: :newsmile090: )

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 00:50

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 20th May 2009 - 12:48 AM) *
ხო ხედავ სანდრომ შეურაწყოფად მიიღო (მე აქ ვარ და შენ ოპერატორს ეძებო?? :newsmile041: newsmile090.gif )



...არა ძმაო, რა შეურაცხყოფა, თვითონ სიტყვის მნიშვნელობა ვერ გავიგე, საერტოდ ვერ მივხვდი რა შუაში იყო ცეცხლი და ოპერატორი........... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2009, 00:56

მე ვფიქრობ გულისხმობდა ადამიანს.. ვინც გადაიღებს ცეცხლის დანთების კადრებს... სხვადასხვა საშუალებით, რომელსაც განვათავსებთ აქ.
ისე მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა და დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ცსცხლის დანთებას ყველა მეთოდით.... საჭიროა ნამდვილად....

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 01:01

ლევანი
......ხოოო ეგრე ხოოო, ეხლა მივხვდი რაშიც არის საქმე, მაგას მომზადება სჭირდება, მარტო ერთ ვარიანტს ხომ არ გადაიღებ არა? 2-3 მაინც ხომ უნდა იყოს?.......

პოსტის ავტორი: ვიტო May 20 2009, 01:21

აი ეს მაგრა მომეწონა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif



პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2009, 01:35

ვიტო
მართლა მაგარია.. პრეზერვატივით თუ ცეცხილის დანთება შეიძლებოდა მაგას ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი.. მაგიტომ ასწორებს ეს თემა.. რამდენ სიახლეს იგებ... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 20 2009, 01:43

ლევანი
ვაფშეტა პრეზერვატივი პახოDში მაგარი გამოსადეგია, 1 ლიტრ წყალს იტევს საჭიროების შემთხვევაში

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 01:48

ვიტო

ციტატა(vito @ 20th May 2009 - 02:43 AM) *
ვაფშეტა პრეზერვატივი პახოDში მაგარი გამოსადეგია


.....ხოოო მართალი ხარ, თუ ლამაზმანი გახლავს მითუმეტეს......... მაგარი ვიდეოა, არც მე ვიცოდი ეგ ამბავი რომ პრეზოთი ცეცხლი დაენთებოდა.....

პოსტის ავტორი: ვიტო May 20 2009, 01:54

ავგერ კიდე, მაგრამ ცოტა ძვირი შეიძლება დაგიჯდეს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 02:38

ვიტო
.....თუ სხვა გამოსავალი არ არის კიიი, მაგრამ სროლის დროს წნევა აქეთ-იქით ყრის ყველაფერს და სიმწრით შეგროვებული ნაფოტები სად უნდა კრიფო მერე?.........

პოსტის ავტორი: ROVER May 20 2009, 12:01

ხალხნო, არაფრის გარეშე როგორ დავანთო? კრონის ტარებას ერთ სანთებელას ვატარებ არ ჯობია? newsmile019.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 20 2009, 15:40

ციტატა(ჩელე @ May 19 2009, 06:40 PM) *
hunter777



...რაღაც ვერ მივხვდი, ერთო ოპერატორი რას ნიშნავს?........

რო გადაიღოს რა! და მერე რო დაიდოს ფორუმზე!

ციტატა(ROVER @ May 20 2009, 12:01 PM) *
ხალხნო, არაფრის გარეშე როგორ დავანთო? კრონის ტარებას ერთ სანთებელას ვატარებ არ ჯობია? newsmile019.gif

ეგრეა დავით სანთებელა და მისი ჯანი ტოო განა ქვის ხანაა მაგის დედაც!!!!

პოსტის ავტორი: ჩიქო May 20 2009, 16:06

ვიტო

ეს ხომ იგივე გამადიდებელი შუშაა ანუ ლუპა, ხოდა ეგ წაიღე რაღა პრეზერვატივს ატარებ???????და კიდევ ის ერთი ლიტრა წყალი რო პრეზერვატივში არ ჩაასხა,დასალევად გამოიყენებ.ეგრე არ არის?????? newsmile042.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 18:16

ჩიქო

ციტატა(giorgi chiqobava @ 20th May 2009 - 06:50 PM) *
ბიჯო შენ გამაგიჟებ მე ,სანადიროდ მიდიხარ და იქ ქალს რა უნდა?


.......ოცდამეერთე საუკუნეა, რა იცი რა ხდება? ........ თან პრეზერვატივი დრეკადია და იმის საშიშროება არ არის რომ გაგიტყდეს, ლუპასთან შედარებით, მაგრამ ერთი პრობლემაა: წყალი რომ ვერ იშოვო?.............

პოსტის ავტორი: ჩიქო May 20 2009, 18:20

გეიხარე ჩელე, თუ მაგარი დაღლილი ხარ და დათვი ქალად მოგეჩვენა კი იცი რა გჭირს(დათვზე მოგიწევს პრეზერვატიმის მიცემა) newsmile090.gif newsmile090.gif მაგაში გეთანხმები ლუპის გატყდომა სარისკოა მარა ასე რაგაც მინუსი ყველაფერსაააქვს დააააააააა აბა არ წასულა ხალხი სანადიროდ და ეგაააააააააა newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 18:38

ჩიქო

ციტატა(giorgi chiqobava @ 20th May 2009 - 07:20 PM) *
(დათვზე მოგიწევს პრეზერვატიმის მიცემა

.
..მერე უმტკიცე იმ დათვს პიდარასტი არ ვარო.........

ნოსო
ციტატა(giorgixomeriki @ 20th May 2009 - 07:29 PM) *
ხო რავიცირავიცი,მაგრამ დაუშვად შეგხვდა პალიასტომის კუნძულზე ქალთევზა,ახლა მაინც უნდა გქონდეს რა



......სწორი შენიშვნაა........... newsmile035.gif

ჩიქო
...ერთ რამეში გეთანხმები: ყველაფერს თავისი მინუსი და პლიუსი აქვს, მაგრამ მაშინ ყველანაირი მოწყობილობა უნდა წაიღო და მაგდენის თრევა, ცოტა არ იყოს ძნელია, მითუმეტეს სანადიროდ თუ ხარ, მაგრამ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო კაცმა...........

პოსტის ავტორი: ნოსო May 20 2009, 18:55

მეც ძალიან კარგი რაღაცა მაქ ერთი ახოტნიჩი ასანთი და მეორე ზიპო მაქ მისი საწვავიტ სულ ჩანტანში, ამის გარდა ლუპაც მაქ სახლში და ასე რომ არა ფრობლემა.

ახლა რაც შეეხება ქალთევზას არაა პრობლემაა მაგრამ თუ შეხვდრაზეა მე მაინც თევზქალას ვისურვებ ეგ უფრო მოსახერხებელია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 21 2009, 00:45

ჩიქო

ციტატა(giorgi chiqobava @ 20th May 2009 - 02:06 PM) *
ვიტო

ეს ხომ იგივე გამადიდებელი შუშაა ანუ ლუპა, ხოდა ეგ წაიღე რაღა პრეზერვატივს ატარებ???????და კიდევ ის ერთი ლიტრა წყალი რო პრეზერვატივში არ ჩაასხა,დასალევად გამოიყენებ.ეგრე არ არის??????

კაცო მე ეგ ვიდეო შემეცნების ამბავში დავდე, და რახან მაცვებიტ თავსაც გავიმართლებ.....
ჯერ ერთი რომ პრეზერვატივი უმფრო მჩატე ვიდრე ლუპა და თან არ გატყდება, მეორე ის რომ ექტრემალურ პირობებში შეიძლება ისე მოხდეს რომ წყალთან მთელი დღე ვერ იყო, ამიტომ რაღაცაში ხომ უნდა დააგროვო? ხოდა თუ ბაკლაშკა და ვედრო არ გაქვს, პრეზერვატივი აიღებს ამ მისიას თავზე, ვააააააააააააააა

კაროჩე რააააა, შენ და გიგი მე ბოლოს მომიღებთ newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 21 2009, 08:06

კიბატობო ლუპაზე მსუბუქია და არ გატყდება მაგრამ გაიჩვრიტება და რომელი უფრო რეალურია ეხლა პახოდში ხარ და პრეზერვატივის ტარება თუ მა
თარის?? და კიდე ერთი ეხა პრეზერვატივიდან რო წყალი არ სვა ფუი ბლიად!! მაგას ნაგდად ვერ ვიზამ!!!! ბუშტი უფრო სქელი არაა ბუშტი თქვით რა!!!! ეხა განდონიდან წყლის დალევა ფუი ბლიად კაი რა! newsmile042.gif newsmile042.gif newsmile039.gif newsmile055.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 21 2009, 10:52

hunter777
ბაზარი არ არის ბუშტი იყოს, მარა ბუშტში წყალს ვერ დააგროვებ, უფრო მკვრივი რეზინაა, განდონი კიდენა იწელება,
რა დაგემართათ ტო, ეს საუბარია ექსტრემლურ პირობებზე, ანუ უკიდურეს აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს მაგის გამოყენება

პოსტის ავტორი: hunter777 May 22 2009, 07:35

ისე არ გიფიქრიათ როგორი მოუხერხებელი იქნება მაგ პრეზერვატივით წ -ყლის newsmile015.gif ტარება მანძილზე და ან დალევა?? დრეკადია და ჟელესავიტ გახდება წყალს რო ჩაასამ შიდ! კავკასიონზე 3200 მეტრზე ვიყავი სანადიროთ რათქმაუნდა და იქა მაქვს ნანახი პოლიეთილენის ბოთლი ნაპოვი ფანტის და ეხა სად უნდა მოხვდე რო ვერაფერი ვერ ნახო წყლის ჩასასხმელი???

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 23 2009, 23:54

მე ვიცი ბამბუკით ცეცხლის დანთება თუ მოვახერხე გადავიგებ ვიდეოს და ავტვირთავnewsmile027.gif


პოსტის ავტორი: ჩელე May 24 2009, 00:39

ლევანა90
......ისეც გვითხარი შე კაცო.......... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2009, 00:55

ბამბუკით???? ეგ მართლა საინტერესოა...( რაიცი იქნებ ტროპიკულ ტყეში ხვდები კაცი)

პოსტის ავტორი: ჩელე May 24 2009, 01:25

ლევანა90
.......მართლა საინტერესოა და აბა შენ იცი, დაგვიწერე ,,დასკანალნა,,........

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 24 2009, 02:28

ლევანი
ტროპიკეპში სანამ მივალთ აგე გვაქ გურიაში პატარა ტყე სულ ბამბუკებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 24 2009, 02:53

ესეიგი სანამ მე გადავიგებ მანამდე ამას დავდებ ზუსტად იგივეს ჩალიჩობს. მე discovery ზე ვისცავლე რა იკ ვნახე ეხლა youtubeზეც მოვიძიე

პოსტის ავტორი: ჩელე May 24 2009, 21:47

..........ვააა მაგადია, მაგრამ ჩვენ ტყეებში სად ვეძებო მე ბამბუკი???............... მაგრამ სანამ დაანთებ, შენი დაგემართება......

პოსტის ავტორი: ლევანი May 26 2009, 01:47

მართლა მაგარია... მართალია ბამბუკი დასავლეთ საქართველოში არის, მაგრამ შეიძლება მად დაჭირდეს ადამიანს... ისე მაგარი მეთოდია...10 ქულა ჩემგან...

პოსტის ავტორი: ჩელე May 26 2009, 02:46

ლევანი
........ უბრალოდ მაგარი საჩალიჩოა, თორე კარგი კი არის, სანამ დაანთებ დაგცხება კიდეც და მერე ცეცხლი რაღად გინდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 29 2009, 00:16

ისე... მე მქონდა შემთხვევა, თბილისის ზღვაზე...ასანთი გაგვითავდა, მანქანის "ზაჟიგალკა" არ მუშაობდა და სიგარეტს ვერ უკიდებდით, კინაღამ გადავირიეთ.. არა და ქალაქამდე წამოსვლაც გვეზარებოდა, ამოვიღე ცოტა ბენზინი(კარბურატორის შლანგიდან ჩამოვასხი) ვიპოვნე რაღაც სეტკის მავთული და აკუმულატორით გაუნაპერწკლე... დავანთე ცეცხლი და უკიდებდით იქედან სიგარეტს... newsmile090.gif newsmile090.gif მანქანა რომ არ გვყოლოდა თან და ბამბუკის ანკესი ქონოდა ვინმეს ნაღდად დაუჭრიდი.... იმ ანეგდოტის არ იყოს რთულია სიგარეტი გქონდეს და ასანთი არა... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: mamon Jul 2 2009, 00:03

პახოდზე ყოველთვის თან უნდა გქონდეს ერთი ბოთლი კოქტეილი ... მოლოტოვის კოქტეილი ...
გამოყენების წესი მარტივია : დადგები ტყისპირას ქარის მხარეს და უახლოეს ხეს ააგიზგიხებ ...

პ.ს. სახლში წასვლის წინ არ დაგავიწყდეთ ჩაქრობა ...

კიდე ქარიან ამინდში და ნესტიან გარემოში (შემოდგომა-ზამთარი) შველის კაუჩუკის , მანქანის კამერის , ტოლის (მეზობლის სახურავიდან ...) ნაჭრები ... არ დაგამძიმებთ და კოცონის დანთებაში კი დაგეხმარებათ

კოცონის სახეებზეც ვიცოდი მარა დამავიწყდა ... სიბერეს რა ვუთხარი ... newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 2 2009, 00:16

ციტატა(mamon @ 2nd July 2009 - 01:03 AM) *
პახოდზე ყოველთვის თან უნდა გქონდეს ერთი ბოთლი კოქტეილი ... მოლოტოვის კოქტეილი ...
გამოყენების წესი მარტივია : დადგები ტყისპირას ქარის მხარეს და უახლოეს ხეს ააგიზგიხებ ...

ეგ მეთოდი..რამდენჯერმე გამოიყენა ვიღაც კაცამ ამერიკაში(კალიფორნიის შტატი) და დასვეს კიდეც დენის სკამზე...ასე რომ მავნებელია ჯანმრთელობისათვის...ჩვენთან ალბათ ადგილობრივები დასვავენ ეგეთ ადამიანს სხვა რამეზე...

პოსტის ავტორი: mamon Jul 2 2009, 20:08

small3d018.gif ხო კიდე კამერის დაწვა არ შეიძლება - უნდა გადავამუშაოდ მეორადი საბურავებისთვის ...

პ.ს. როცა გცივა ცხენს მოკლავ და შიგნეულობით გათბები

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 3 2009, 00:44

mamon
მაგ ყუმბარით სიარულს პახოდებში ქვეყანა სხვა საშუალებაა ცეცხლის ასანთებათ,

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 3 2009, 00:48

mamon
მოლოტოვის კოქტეილის პროპაგანდა სანთებელას ჯობია თუ როგორ არის საქმე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: mamon Jul 3 2009, 21:10

კოქტეილი მრავალმიზნობრივი იარაღია ... ისევე როგორც ცეცხლი ,დანა, თოკი და იუმორის გრძნობა ...


პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 12:45

ერთხელ ესეთი წიგნი (უფრო სამახსოვრო) ჩამივარდა ხელში: გადარჩენის ხელოვნება newsmile05.gif

ხოდა ეხლა რა ეწერა ამ სამახსოვროში ექსტრემალურ სიტუაციაში ცეცხლის დანთების შესახებ:

1) აიღეთო ტილოს ნაჭერი (ნუ ტილოს კი მოძებნი რამეს კაცი)
2) დაასველეთო ბენზინში (ანუ ესეიგი ბენზინი თან უნდა მქონდეს)
3) დადეთ მიწაზე და დაადეთ ფიჩხებიო

ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო:
4) აიღეთო ორი ცალი მავთული (!!!!!! ანუ მავთულიც თან მაქვს. ესეიგი, შანსი არაა მე დილას სახლიდან გამოვიდე და მობილური, ლაპატნიკი და ორი მავთული თან არ მქონდეს !!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif )

და მთავარი:

5) შეართედ აკუმულატორზე newsmile015.gif newsmile015.gif და ბენზინიან ტილოსთან მიეცითო ნაპერწკალი

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ანუ ვაკეთებ შემდეგ დასკვნას, ვარ მნქანით, ბენზინი ბაკში მაქვს, აკუმულატორი დამჯდარი არ არის... თან პლუს რაღაც რუღაც კაბელებიც მიყრია newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
და ექსტრიმი რაში გამოიხატება ??? ასანთი რომ დამრჩა ???? newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 11 2009, 00:52

გიორგი

გადარჩენის ხელოვნება აწერია? პატარა წიგნია, არც ავტორი აწერია და არც არაფერი newsmile05.gif

მე გადაკითხული მაქვს და კაი რაღაცეებიც წერია მარა ნათარგმნია უნიჭოდ
და ყველაზე მაგრა ის მიტყდება რომ ნიანგებზე და ტროპიკულ პირობებში გადარჩენაზე წერია,
ისე ძალიან საინტერესო რაღაცეებიც ბევრი წერია

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 11 2009, 09:31

კი ვიტო ეგ წიგნია newsmile05.gif კაი რაღაცეები კი წერია, მაგრამ "გადარჩენის" კუთხით თუ წაიკითხავ, ცოტა არარეალური რაღაცეებიც ურევია newsmile05.gif ან მავთული უნდა გქონდეს თან, ან ბრტყელტუჩა ("პლასკაგუბკი") ან კიდე რამე ისეთი რაც იდეაში თან არ გექნება, სპეციაულურად თუ არ მიდიხარ მსგავს სიტუაციაში მოსახვედრათ newsmile05.gif

რაღაც უცხოური ლიტერატურიდან იქნება თარგმნილი, რაც ძალიან ხშირად, არსებითად განსხვავდება ქართული რეალობისაგან.



პოსტის ავტორი: ჩელე Jul 11 2009, 17:33

გიორგი
თუ ყველაფერი თან მაქვს, აბა ეგ წიგნი რაღად მინდა, ასანთს ვერ გავკრავ თუ რააა???............ არა, რაღაცეები ისეთები წერია, რომელსაც გამოიყენებ, მაგრამ უნდა გადმოაქართულო რააა............ :0

პოსტის ავტორი: შალვა Jul 11 2009, 20:51

მე პირადად ექსტრემალურ პირობებში ცეცხლი რომ დამჭირდება... ვიღებ ჯიბიდან ასანთს და ................

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 11 2009, 22:26

გიორგი
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

ისე ხახუნის მეთოდით და თივით თუ დაგინთიათ ვინმეს ცეცხლი? ეგ არის ნამდვილი ექსტრიმი

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 11 2009, 22:30

გრიზლი
მე მასე ჯერ არ გამჭირვებია, 1 ღერი ასანთი ყოვეთვის მქონია........... newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 11 2009, 23:42

ზიპოს სანთებელაც მშვენიერია ეგეთ პორობებში ქამარში გასაკეთებელი ჩასადებით.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 11 2009, 23:56

ციტატა(chele @ 11th July 2009 - 11:30 PM) *
მე მასე ჯერ არ გამჭირვებია, 1 ღერი ასანთი ყოვეთვის მქონია...........

თუ ის ღერიც დაგისველდა და თან არც "ზიპო" აღმოგაჩნდა რას იზავ???

ისე ცაცხლის ანთებაშიც უნად ჩავატაროთ ხოლმე პატარა კონკურსები(გასვლების დროს) ხახუნის ძალით ცეცხლის ანთებას დავამუღამებთ...რაიცი ვის როდის დაგვჭირდეს...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 12 2009, 00:21

ციტატა(ლევანი @ Jul 12 2009, 12:56 AM) *
თუ ის ღერიც დაგისველდა და თან არც "ზიპო" აღმოგაჩნდა რას იზავ???

ისე ცაცხლის ანთებაშიც უნად ჩავატაროთ ხოლმე პატარა კონკურსები(გასვლების დროს) ხახუნის ძალით ცეცხლის ანთებას დავამუღამებთ...რაიცი ვის როდის დაგვჭირდეს...


კარგი აზრია newsmile035.gif newsmile035.gif ისე ფილმებში რომ მინახავს არ მჯერავს, მაგრამ მეუბნებიან მართალიაოოოოოოოოო რავი აბა, მე მგონია რო მაქედან არაფერი არ გამომივა newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 12 2009, 00:29

ლევანი
newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif რაღა დროს ჩვენი ხახუნში ვარჯიშია შე კაცო,

ისე საინტერესო იქნება ასანთის და სანთებელას გარეშე ცეცხლის დანთება.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2009, 12:07

ციტატა(zaxara @ 12th July 2009 - 01:29 AM) *
რაღა დროს ჩვენი ხახუნში ვარჯიშია შე კაცო,

ხახუნში ვარჯიში წაქცევამდეა...სანამ სული უდგას ადამიანს.... newsmile090.gif newsmile090.gif რაც შეეხება ცეცხლის ანთებას..მაგ მეთოდით პირველყოფილი ადამიანები ანთებდნენ და ოცდამეერთე საუკუნეში როგორ ვერ უნდა დავამუღამოთ....რითივართ იმათზე ნაკლები... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 12 2009, 12:28

ლევანი
ისე ინტერესის გულისთვის მართლა მაინტერესებს თუ გამოგივათ ვინმეს ხახუნით დანთება

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2009, 16:26

ეგ სულ მაინტერესებდა...რამდენჯერმე მაქვს ნაცადი, მაგრამ ძირითადად...მაგარ ბოლს ვაყენებ ხოლმე..ცეცხლი ვერცერთხელ ვერ ავანთე...რაღაც ნიუანსი ვერ ვიცი...მაინც ავანთებ!!!!.....

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Sep 15 2009, 09:46

მოგესალმებით რაც შეეხება ცეცხლის დანთებას, მაგის პრობლემა არ უნდაყოს სანადიროთ მარტო იშვიათად დადის ვინმე,სიგარეტს 95% ეწევა,უმანქაოთ გამორიცხულია ვინმე ნადირობდეს,მობილურიც ყველას აქვს რომელსაც საკმაოდ ძლიერი აკუმულატორი აქვს და რაც მთავარია თოფი და ტყვია წამალი გაგაჩნიათ

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 15 2009, 09:54

ვიტო
მე ვიცი ხახუნით ცეცხლის დანთება , მხოლოდ ხეს უნდა შერჩევა , ყველა ხე არ გამოდგება ,აუცილებლად კარგად გამხმარი და გამომშრალი უნდა იყოს , მასალად გამოდგება ფიჭვი, კედარი დასხვა ადვილად აალებადი ,მსუბუქი მერქანის მქონე ხეები.

პოსტის ავტორი: ბესო Sep 24 2009, 01:38

ბამბუკი არის ამ საქმისთვის იდეალური მასალა... რატომ არ ვცხოვრობ დასავლეთში... newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 24 2009, 08:10

ბესო
მერე თქვით მეთოდი და რამდენიც გინდათ იმდენს ჩამოვითან ბამბუკს!!!

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 27 2009, 12:32

ჰოო, პრეზერვატივს რაც შეეხება, ერთი ცალი სულ დამაქვს ხოლმე, მართლა newsmile05.gif

geojorjika
ვიტო


მაშინაც მქონდა, მანგლისთან რომ გავედით newsmile035.gif


პირველ პოსტში რომ აქვს ვიტოს ვიდეო გადაღებული, მაგ ხელსაწყოს მეც ვიყენებ, საკმაოდ კარგი რამეა სხვათა შორის newsmile05.gif წვიმაში, გამყინვარებაშიც კი ანთებს ცეცხლს. ქაღალდს უკეთესად ეკიდება ცეცხლი, თუ ფენა-ფენა დავშლით, ხელსაწმენდები ძირითადად 2-4 ფენაა ხოლმე, დაშლი, ცოტას დაანაკუწებ და 1-2 გაკვრის მერე უკვე ცეცხლი ეკიდება newsmile05.gif
თან იაფი ღირს ეგ ხელსაწყო და წლობით გამოგადგებათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Sep 28 2009, 10:09

ვიტო
ვიტო ეს ხელსაწყო პირველ პოსტში რაც გამოიყენე თბილისში იშოვება სადმე? მაგარი რამეა, პირველად ვნახე თან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 28 2009, 10:11

მაჭარა
მე კაბელადან მაქვს გამოწერილი, აქაც მინახია "გეოშტურმში" ელბაქიძეზე

პოსტის ავტორი: o.cho Aug 31 2010, 03:50

მე პირადად სანთლის პატარა ნაჭერი დამაქვს ხოლმე და ცეცხლის მაგითი მოპოვების რა მოგახსენოთ მარა სველი სშეშის ქვეშ რომ შეუდგამ და ცეცხლს გაუკიდებ დიდხანს იწვის აშრობს შეშას და ცეცხლას მეტი შანსი აქვს კარგად ანთების

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 14 2010, 02:11

მე კიდე გუდვილში ვიყიდე სუპერ სუხოის სპირტი 2010 სპეცომ ფორ ზი შეშა !!! ხოდა ძაან მაგარია რამეა ბაბუ.... ლამის არის ნედლი შეშა რომ დაუდო მაინც ააგიზგიზებს....

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 29 2010, 00:52

გიორგი
სურათები გვაჩვენე აბა newsmile05.gif

თორემ იმენი მშრალი სპირტებია მანდ...

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 7 2010, 21:37

Power_VANO

სუხოი სპირტივითაა ოღონდაც დიდ ყუთშია და ოდნავ ნამიანი... თუ არ დამავიწყდა გადავუღებ სურათს და დავდებ

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 7 2010, 23:18

რასა წვალობთ ბიჯო რა გჭირთ კაცო აიღე სანთებელა ან ასანთი მოაჭერი რეზინის ჩექმას ცოტა რეზინი თუ ეგრე აუცილებელია რო ცეცხლი დაანთო გაიმეტებ იმ ჩექმასაც და ისე ეკიდება ცეცხლი მგონი მთელი ახანძრრო ეკიპაჟები დასჭირდეს მაგის ჩაქრობას!
თუ სველია ტყე კიდე აიღე ერტი სველი ტოტი ჩამოათალე რამდენიმე მილიმეტრი სველი ქქერქი და მშრალია მერე იქ!
ართი მოეკიდეს და მერე თვითონ იცის ცეცხლმა! სად იყო სუხოი სპირტი და სანთებელა ან ასანთი კაცო კვეს-აბედი და მისი ჯანი!
აბედა სოკო კიდე!
ერთი მოუკიდე და მერე თუ გინდა ათას კილომეტრზე ატარე თან ,აღარ ჩაქრება მაგი! სამი ფოტოაპარატის ლენტის კოლოფში ჩადებული მოსანთლული ასანთი დამაქ სანადიროდ ერთი ზურგჩანთაში მიდევს ერთი შარვლის ჯიბეში და ერთიც ზემოთ ქურთუკის ჯიბეში და გარდა ამისა ერთი სანთებელაც თან მაქვს ხოლმე! ეგაა ა ეგ პრობლემა მოხსნილია!.

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 8 2010, 16:39

ციტატა(ვიტო @ Oct 8 2010, 17:19) *
hunter777
ისე ადრე მშვილდებით და შუბებით ნადირობდნენ

მერე რაა ცუდი ვაჟკაცები იყვნენ როო?
მიდი აბა და ინადირე ხოხობზე ან კაკაბზე მშვილდით newsmile090.gif აქ იმაზე უნდა იყოს საუბარი თუ როგორ დაანთო ცცხლი თუ არა გაქვს სუხოი სპირტი ასანთი მაგნეზიუმის ასანთი და ეგეთი ოხრობები მაგია საინტერესო! გააქვს თოფი ვაზნები რაც გაცვია ტანზე დანა და მიდი და დაანთე ცცხლი. დაანთებს ვინმე ეგრე ნუუ ბუნებრივი რესურსის გამოყენება შეუზღუდავად შეგიძლია. ვოტ!
წამოაყენეთ თქვენი ვერსიები!

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 8 2010, 21:58

ციტატა
გააქვს თოფი ვაზნები რაც გაცვია ტანზე დანა და მიდი და დაანთე ცცხლი.


newsmile035.gif newsmile035.gif კაცო, სადაც თოფი, ტყვია, ჩექმა, მობილური, სიგარეტი და ზაჟიგალკა არ დაგავიწყდა - 1 სუხოი სპირტი რა გახდა რომ წაიღო ??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 8 2010, 22:36

ბჯო კიარ დამავიწყდა მქონდა და სანთებელა დავკარგე დათვი რო მომდევდა მაშინ ასანთი დასველდა ოფლისგან და აღარ ვარგა დათვი რო გამოგეკიდება გამოგივა ოფლი მა რა ჯანდაბა იქნება ხოდა!
მოხდა სასწაული და ამ დაჭრილ დათვს ინფაქტი მოუვიდა და გარდაიცვალა ხოდა დარჩი ეგრე რას აპირებ?????? დაღამდა და მგლებიც აყმუვლდნენ ცეცხლი აუცილებლად გჭირდება რო გათბე გაგინათოს იმ დატვის ჯიგარი ხო უნდა შეწვა და ჩაახრამუნო და ბოლო ბოლო ხალისზე და იმედზე მოყავხარ ცეცხლს ჰა!
როგორი კაზუსი მივეცი???? newsmile035.gif მობილური, ჯიპიესი, ბუჩქებთან მიყენებული მანქანა და ვერტმფრენი დაივიწყეთ რა!

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 8 2010, 22:43

ისე მე თავიდან ეს კითხვა რომ დავსვი...იქ ნამტანი რთული პირობები მქონდა აღწერილი(სულ პირველი პოსტი) საინტერესოა(ღმერთმა ყველა დაიფაროს...პირი ქვისკენ მიქნია დაა..) თუ მთაში წასულ მონადირეს.(რომელსაც მანქანა 20 კილომეტრში ყავს დატოვებული) ფეხი დაუცდა მთის დაქანებულ პატარა მდინარეზე გადასვლისას...დაკარგა თოფი..დაუსველდა ვაზნები..ასანთიც.. და სანთებელაც არ წაუღია სახლიდან.. წყალმა წაართვა ზურგჩანთა... ანუ ყველაფერი დაკარგა და წელზე ერთი დანაღა შემორჩა(არ ვიქნები ბოლომდე ბოროტი) newsmile035.gif newsmile035.gif ამ დროს კი თოვს..ქარია.. ზამთარია და მონადირეც სველი თავიდან ფეხებამდე.....აი მაშინ რა უნდა ქნას?? აი ეგ არის საინტერესო თორე ასანთი თუ გაქვს..და ბუხართან ზიხარ...მაშინ კი მოუკიდებ სიგარეტს რაფერმე.. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 8 2010, 22:55

ციტატა(ლევანი @ Oct 8 2010, 23:43) *
ისე მე თავიდან ეს კითხვა რომ დავსვი...იქ ნამტანი რთული პირობები მქონდა აღწერილი(სულ პირველი პოსტი) საინტერესოა(ღმერთმა ყველა დაიფაროს...პირი ქვისკენ მიქნია დაა..) თუ მთაში წასულ მონადირეს.(რომელსაც მანქანა 20 კილომეტრში ყავს დატოვებული) ფეხი დაუცდა მთის დაქანებულ პატარა მდინარეზე გადასვლისას...დაკარგა თოფი..დაუსველდა ვაზნები..ასანთიც.. და სანთებელაც არ წაუღია სახლიდან.. წყალმა წაართვა ზურგჩანთა... ანუ ყველაფერი დაკარგა და წელზე ერთი დანაღა შემორჩა(არ ვიქნები ბოლომდე ბოროტი) newsmile035.gif newsmile035.gif ამ დროს კი თოვს..ქარია.. ზამთარია და მონადირეც სველი თავიდან ფეხებამდე.....აი მაშინ რა უნდა ქნას?? აი ეგ არის საინტერესო თორე ასანთი თუ გაქვს..და ბუხართან ზიხარ...მაშინ კი მოუკიდებ სიგარეტს რაფერმე.. newsmile035.gif newsmile035.gif

ჰაი დედასა რა რთულად აღწერა კაცოო!
ემაშინ ბიჯო კიუნდა გედეიჭრა ვენები და დელოდე მიქელას !
რავი თუ ამოვიდა იმ თაში კლდეში და ოხრობაში და არ დეეზარა ქე გეშველება და თუარდა უნდა იწამო და იწვალო კაი ხანს! ან მგელი შეგჭამს მაშინ და ან კიდე დათვი! ზედმეტად დრამატული ხარ ლევანიკა!

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 9 2010, 00:15

ციტატა(irakli fofxadze @ 8th October 2010 - 23:55) *
ზედმეტად დრამატული ხარ ლევანიკა!

რატომ ვარ კაცო დრამატული... ეგეთი შემთხვევა....სულ თავისუფლად შეიძლება დაემართოს ნებისმიერ მონადირეს(ისევ ღმერთმა ყველა დაიფაროს და ისევ პირი ქვისკენ მიქნია) რა არის მანდ გასაკვირი...კაცი რომ მთაში წავა....და მანქანის გზა აღარ არის.. ბოლო სოფელში დატოვებს და საცალფეხო ბილიკებით გააგრძელებს გზას...... გაივლის ოციოდე კილომეტრს და მდინარის გადალახვისას....ფეხის დაცურება გასაკვირია??... ხოდა მთის მდინარე კიდე ყველაფერს აართმევს...ეგ არის გასაკვირი???... მე დაჟე(ზედმეტად დრამატული რომ არ ვყოფილიყავი კაკრას) იოლად გამოვაძვრინე მონადირე თორე.... ის მდინარე რა დღეში ჩააგდებს..და ქვებზე ახათქუნებს...ეგ აღარ დავწერე...(ანუ ჯანმრთელ მდგომარეობაში დავტოვე) newsmile035.gif newsmile035.gif თან დანა დავუტოვე...(ქამარზე რომ ეკეთა) ხოდა მანდ "ნეუჟელი" გამოსავალი არ არის??... მართლა მიქელას ხო არ დაელოდება კაცი??.. ეგ არის გადარჩენის ხელოვნება...თორემ... აგერ თითი თუ გავიჭერი..ბამბა და იოდი სად მაქვს ოჯახში კი ვიცი..(ცოლის გამოძახებაც) newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 9 2010, 00:52

ხოდა წარმოიდგინეთ..რომ მაგ მონადირეზე მხოლოდ რჩევების მიცემა შეგვიძლია....(შორიდან) რას ურჩევდით???.. რა უნდა გააკეთოს რომ გადარჩეს და ცოცხალმა მოაღწიოს ცივილიზაციამდე.
ჩემი აზრით...პირველ რიგში....უნდა იმოძრაოს მაქსიმალურად(რომ არ გაიყინოს) და შეეცადოს ცეცხლის ანთებას... დანა ხომ აქვს... ხოდა უნდა მოძებნოს გამხმარი..მაგრამ თოვლჭყაპის გამო გარედან დასველებული ტოტები....გათალოს მშრალ დონემდე(როგორც ჰანტერამ ბრძანა) მერე გააკეთოს მშვილდი...ქამრის ტყავისგან ჩამოჭრილი ღვედით...და დაანთოს ცეცხლი...ველურების მეთოდით...გაშრეს...მერე ის დანა მიამაგროს გრძელ ჯოხს..იმავე ღვედით..(დაამზადოს შუბი) თუ რამეა და მგლების მოსაგერიებლად გამოადგება..და დააწვეს პირდაპირ სოფლისკენ... მერე ქე უშველიან. newsmile035.gif newsmile035.gif
hunter777
აჰაა..ხომ გადავარჩინე..შენ კიდე მიქელაო....ვენევის გადაჭრაო....ხოდა ვინ არის ეხლა ზედმეტად დრამატული??..

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 9 2010, 01:06

ერთი რო გნახამ არაა უნდა დანა მოგცე და ტყავის ქამარი და ტოტებიც და ხეებიც და ერთი ცეცხლი არ დაგინთიაა. ბიჯო ზეპირსიტყვიერება მაგარია მარა ამ გაყინულ კაცს რო ერთი დანის ამარა ტოვებ ამ სიცივე ყინვაში სველს და გაბლიკნულს არ გცხვენია ჰა?
ან გაყინული ხელებით რომელი ტყავი უნდა ჩამოჭრას ან რა ცეცხლი უნდა დაანთოს გიფიქრია მაგაზე?
ის ზურგჩანთაც რო წყალს გაატანე იქვე მაინც გაგეჭედა ქვებს შორის რო ეპოვა მაგ საცოდავ გადარეულ და შენგან უმოწყალოდ გაწირულ მონადირეს ჰა? არა რა!
დათვებისკენ უფრო ხარ შენა რა!

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 9 2010, 01:32

ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
ერთი რო გნახამ არაა უნდა დანა მოგცე და ტყავის ქამარი და ტოტებიც და ხეებიც და ერთი ცეცხლი არ დაგინთიაა

ხოო..მაგაში გეთანხმები..ეგ არცერთხელ არ გამომივიდა(არადა რამდენჯერმე მაქვს ნაცადი) ხოდა მაგიტომ უნდა ისწავლოს ყველა მაგარმა მონადირემ ეგეთი კვერცხული მეთოდით ცეცხლის ანთებაც...(მაგაზეა დამოკიდებული ეგეთ დროს სიკვდილ-სიცოცხლე დაა)
ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
ბიჯო ზეპირსიტყვიერება მაგარია მარა ამ გაყინულ კაცს რო ერთი დანის ამარა ტოვებ ამ სიცივე ყინვაში სველს და გაბლიკნულს არ გცხვენია ჰა?

მცხვენია...მაგრამ ეგ თვითონ განგებამ ინება. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
ან გაყინული ხელებით რომელი ტყავი უნდა ჩამოჭრას ან რა ცეცხლი უნდა დაანთოს გიფიქრია მაგაზე?

მაშინ მთლიანად მიამაგროს...წაპლიკული ხელები კი უნდა გაითბოს ერთმანეთზე ხახუნით....მოძრაობა-ხტუნაობის პარალელურად..
ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
დათვებისკენ უფრო ხარ შენა რა!

კაცო..მე დათვებისკენ კი არ ვარ...იქნება და რამე გონივრული რჩევები დაწეროს ხალხმა...მერე კიდე ისეთმა წაიკითხოს..რომელსაც მაგისი გამოცდილება არ აქვს...თორემ..შარშან სვანეთში.....ორი მონადირე გაიყინა და სიცივით მოკვდა....მაშინ..როდესავ თოფებიც თან ქონდათ....ვაზნებიც და ასანთიც...თან ნანადირევიც.... ეგეც მე ვიყავი???... ეგეთი უტვინობები მართლა ხდება ხოლმე და გაუშვი....თეორიულად მაინც გამოითქვას აზრი და იქნებ ვინმემ ეგ თეორია პრაქტიკაში გამოიყენოს.....შეიძლება მაგან..სიცოცხლეც შეუნარჩუნოს.

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 9 2010, 01:58

ისე სხვათაშორის...ნამდვილად კარგი იქნება...თუ მაგ მონადირეს...სხვადასხვა ურთულეს სიტუაციებში მოვახვერდებთ...მერე ის მოსაზრებებიც წამოვა..თუ როგორ შეიძლება მაგ ვითარებიდან გამოძრომა. მე პირადად..დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი სხვების აზრსა თუ გამოცდილებას. იაიცი რა ხდება...სწავლა სიბერემდეა.

პოსტის ავტორი: Davitus Oct 9 2010, 02:04

ციტატა(levani @ 9th October 2010 - 02:58) *
.ორი მონადირე გაიყინა და სიცივით მოკვდა....მაშინ..როდესავ თოფებიც თან ქონდათ....ვაზნებიც და ასანთიც...თან ნანადირევიც.... ეგეც მე ვიყავი???.


თოფებზე და ცეცხლის ქონაზე არ არის მანდ ჩემო ლევან, მანდ კაცმა არ იცის რა მოხდა... საერთოდ სიცივეში ისე სეიძლება ჩაგეძინოს და ვერ გაგეღვიძოს, როგორც თბილ ოთახში იავნანას ქვეშ




და ეს თემა საერთოდ ძალიან უცნაურად და ტექნიკურად გაოფდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 9 2010, 23:58

ციტატა(Davitus @ 9th October 2010 - 03:04) *
საერთოდ სიცივეში ისე სეიძლება ჩაგეძინოს და ვერ გაგეღვიძოს, როგორც თბილ ოთახში იავნანას ქვეშ

დავით..ჯარში კომი ასსრ-ში ვიყავი..ეგ არის ყველაზე ჩრდილოეთი ურალის თავზე(პოლარული წრის იქით) მანდ..3 თვე ციოდა...ხოლო დანარჩენი 9 თვე..ძალიან ციოდა. ბევრჯერ ვმდგარვარ 45 გრადუსიან ყინვაში პოსტზე..3 საათით.. მინახავს 62 გრადუსი ყინვა.....50 ხშირად. 35 გრადუსზე...ბუშლატის გარეშე გამოვდიოდი კაზარმიდან მოსაწევად. რამდენჯერმე მაქვს მოყინული ცხვირი(იოლ ფოემრბში მარტო კანს რომ იცვლი მაგის მერე) რამდენჯერმე ხელის და ფეხის თითები....ძილიც მომრევია და სასწაროდ წამოუდგივარ და ძალით ვურბენინებივარ..იქაურ ძმაკაცებს... და....ეგ თუ აღარ ვიცი.....რა ემართება ადამიანს ყინვაში..მაშინ რაღა ვიცი??... სწორედ მაგიტომ არის კარგი...სხვამაც იცოდეს(ვისაც ჯერ არ გამოუცდია რა არის ყინვა) რა საფრთხეს შეიძლება ეგ წარმოადგენდეს..და რატომ უნდა იცოდეს..ყველა არსებული მეთოდით ცეცხლის დანთება. თუ ბუნებასთან გაქვს ადამიანს საქმე....ნაღდად არ არის ზედმეტი.

პოსტის ავტორი: სანდრიკა Oct 12 2010, 13:57

მე მაქ ისეთი ასანთი რო სველიც ენთება დიდი არაფერია მაგრამ გამოსადეგარია

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 12 2010, 15:29

ციტატა(sandrika @ 12th October 2010 - 14:57) *
მე მაქ ისეთი ასანთი რო სველიც ენთება დიდი არაფერია მაგრამ გამოსადეგარია

მეც მაქვს...მონადირულის ვარიანტშია..თან თითოეული ღერი..ცელოფანშია ჩაწეპებული თავის რკინის გასაკრავთან.(სამხედრო ვარიანტია) ყოველთვის მიგდია გულის ჯიბეში... მაგარი რამეა.

პოსტის ავტორი: სანდრიკა Nov 4 2010, 21:39


პირამიდა

http://pix.ge/


შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.

პოსტის ავტორი: სანდრიკა Nov 4 2010, 21:55

ჭა

http://pix.ge/

შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.



ვარსკვლავი

http://pix.ge/

ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.


ტყე

http://pix.ge/

არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.


მონადირეული

http://pix.ge/


ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.


ღობე

http://pix.ge/


მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი-სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები. კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის გასაშრობად


ბუხარი

http://pix.ge/


ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.


სამი მორი


http://pix.ge/


ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.


გისოსი

http://pix.ge/


ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.

სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.


ორმო

http://pix.ge/


ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.


ტრანშეა

http://pix.ge/


გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.


ბოლი

http://pix.ge/


კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე (სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.


რჩევები


კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.

კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.

კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.

თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.

კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.

თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებს.


მასალა გადმოკოპირებულია საიტიდან ucnauri.com

პოსტის ავტორი: Rider Man Mar 23 2012, 01:40

ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ხერხია ესე ცეცხლის დანთება და ზედ ადვილად და თავისუფლად საჭმლის თუ სასმელის მომზადება


პოსტის ავტორი: Rider Man Mar 23 2012, 08:09

ეს არის ტანსაცმლის საკიდით და სხვა ნივთებისგან გაკეთებული ცეცხლის სანთები მოწყობილობა ადვილი გასაკეთებელია ძალიან ასანთები ხის მასალა კარგია ფიჭვი და კედარი


პოსტის ავტორი: MIMINO Mar 23 2012, 09:03

ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 02:40) *
ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ხერხია ესე ცეცხლის დანთება და ზედ ადვილად და თავისუფლად საჭმლის თუ სასმელის მომზადება




მაგარია მაგრამ ტყეში დრუჟბის წაღებას ზედადგარი წაიღო არ ჯობია? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 23 2012, 09:40

Rider Man

მაგ ლეღვობა ვიდეოების ყურებას, ჯობია მამაპაპაურად ისწავლო ცეცხლის დანთება, ეგ უფრო გამოგადგება, ვიდრე მაგ დებილი ბურჟუების ვითომ ეფექტური ვიდეოები.

იმდენი არაპრაკტიკული რაღაცეებია მაგ იუთუბის ბევრ ვიდეოებში, შეიძლება გამოასირონ ისეთი ადამიანი, ვინც ვერ აზროვნებს ლოგიკურად

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 23 2012, 10:04

ის პირველი ვიდეო მაგა ღლეობაა მეორე ს არაუშავს ვეშოლკა დასაკეცი სკამი დანა და ვენოკი თუ მაქ ასანთი რაღა გახდა მაგის დედაც

პოსტის ავტორი: Rider Man Mar 23 2012, 11:20

გამოუვალ სიტუაციაში არც ასანთია და არც ვეშოლკა მაგარ ტოტს მოჭრი ფეხსაცმლის თასმებს შეაბავ და ეგაა დაანთებ ეს ვიდეო უბრალოდ როგორ კეთდება დეტალურადაა აღწერილი და იმითომ დავდე თორემ არაა აუცილებელი ვეშოლკები და გარდერობები რაც შეეხება მეორე ვიდეოს სრულიად მისაღებია მარტო ტოტებით ხომ არ ინთება ცეცხლი რომ შენარჩუნდეს უნდა მორები დაპობილი და ახლა ერთი ხმელი ხე რომ მოჭრა და ეგრე გააკეთო არ სჭირდება ბენზოხერხი "დრუჟბა" ვფიქრობ გასაგებად დავწერე

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 23 2012, 11:57

ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 12:29) *
Davitus
26 წლის ვარ ღიმილი რა შუაშია?და ასაკიანებმა რა თქვეს რო წამადგეს? სანთებელა სანთებელაო გაიძახის აქ ხალხი და ექსტრემალურ სიტუაციაში სანთებელა თუ მიგყვა ბანაკამდე კი ბატონო მოკლედ რა მაგარი წუნია და პრეტენზიული საიტია რა ნუ ხალხიც საწყენად არ ვამბობ



ძამიკო რა რჩევას მოგცემ და გასანთლე ასანთის ღერები გოგირდიანი მხარე და მოათავსე ფოტოაპარატის ფირი რომელ კოლოფშიც დევს იქ თავის გასაკრავთან ერთად ერთი ზურგჩანთაში შეინაზე ერთი ასეთივე კოლოფი ტანსაცმლის შიდა ჯიბეში და ერთიც სადმე სხვაგან მე მაგალითად თოფის კონდახის ღრუში მაქვს შენახული, და მორცენილი საქმეა არც ,,ვეშოლკა,, დაგჭირდება და არც გრდემლი, ცეცლის ასანთებად მსუბუიქია, პატარა და ფუნცციური, აღარაფერს ვამბობ მაგნეზიუმის სანთებალას და გაზის სანთებელაზე, იქვე ზურგჩანთაში თუ პატარა ნაჭერ რეზინსაც მოათავსებ ცეცლის ანთებას აღარაფერი უნდა შეშის გარდა.

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 23 2012, 12:15

ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 13:07) *
hunter777
გმადლობ რჩევისთვის
მაგრამ თემის გამო დავდე ეს ვიდეოები და არა გინდა თუარა ესე დაანთეთ ცეცხლითქო რავი რა კაის გავაკეთებ ვორნიო არ ვიცოდი რაღაცეეები ამ ფორუმზე "საიტზე" სწორედაც და ვორნიო რავი ვფიქრობ რამდენიმე იუზერიდან უფროა ნაგლობა და დამცირება ადამიანების ვიდრე ჩემი რაღაც ვიდეოებით



ნუ გაბაზდები უაზრობაა, აქ არავინ არავის ებრძვის ძამიკო ცოტა ხანში თვითონ დარწმუნდები რო უმრავლესობა კარგი ხლხია ამ ფორუმზე, ცეცხლს ვინ როგორ და სად დაანთებს მაგი საჩხუბარი და საკამათო არაა, უბრალოდ პრაქტიკულობოდან გამომდინარე ზოგისთვის მიუღებელი აღმჩნდა ცეცხლის დანთების ეგ ფორმა მიუხედვად იმისა რომ არა გვაქვს ისეთი ტაიგა და უდაბნო ჩვენ რო დკარგულმა კაცმა ერთ დღეში ცივილიზაციამდე ვერ მიაღწიო თუ გინდა რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 23 2012, 12:18

ამ თემიდან ლამის 60 ოფტოპიკი წავშალ ახლა, ნუღარ გააოფებთ

Rider Man

არავინ არ მოგსდევს შენ უსამართლოდ, ნუღარ გავაგრძელებთ აქ, ან შესაბამის თემაში ან PM

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 28 2012, 12:24

მე.. მაგალითად არაფერს არ ვერჩი მაგ ვიდეოებს. ნამდვილად არ დავუწყებ ტყეში ვეშოლკას ძებნას..მაგრამ ის კი გავიგე..რომ თურმე იმ ნახახუნები ჩამონაფხვენით უნდა აანთო ცეცხლი. აქამდე რაც მე ნახახუნები მაქვს და არაფერი გამომივიდა...მაგას ვინ მოთვლის. D.gif (თან სულ გიჟს ვგავდი..პირველყოფილებს რომ გამოსდიოდათ და 21-ე საუკუნის ადამიანს არა) უბრალოდ მუღამის ამბავია..თორემ ასანთი და სანთებელა რომ უნდა გვედოს ჯიბეში...არამგონია ვინმემ არ ვიცოდეთ. ეგ კი არადა მანქანებიც კი გვიყენია იქვე თავისი ფეჩით და სიყვარულობით.

პოსტის ავტორი: Gcckoka Mar 16 2015, 16:21

ვიდეოსაც გადავიღებ მაგრამ შევეცდები სიტყვებით და თეორიულად ავხსნამ სანამ ეგ იქნება)



ცეცხლის დანთება მშვილდით

პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ სათანადო მასალა და ამისთვის უნდა დავიცვათ შემდეგი პირობები არ უნდა იყოს გამხმარი ხე და არ უნდა იყოს ძალიან ნედლი, არ უნდა იყოს მაგარი ხე , გვჩირდება რბილი რომ გავარჩიოთ ჯოხს მოვაცლით კანს , ავათლით პატარაზე და დავაჭერთ ფრჩხილს თუ რაიმე დავატყვეთ ზნაჩიტ გვაწყობს .

მშვილდი:

თუ გვაქვს ფუფუნება და არის თხილის ჯოხი კარგი და თუ არა უნდა მოვძებნოთ დაახლოებით მაჯის სისქეზე ცოტა პატარა მყარი მოღუნული ტოტი დაახლოებით ესეთი

თავებზე ამოვაჭრათ თოკის დასამაგრებელლი ადგილი , თოკი ყველაზე კარგია ე.წ პარაშუტის თოკი თუარადა სხაც გამოდგება მტავარია გაუძლოს ზეწოლას, შემდეგ ვამაგრებთ თოკს და უნდა გავაკეთოთ ცოტათი მოშვებულად ანუ ამ თოკში ჯოხს რომ გავუყრით ხელს რომ გავუშვებთ უნდა დატრიალდეს და ისე მოძვრეს უნდა ცადოთ რამოდენიმეჯერ რომ არც ძალიან დაჭიმული იყოს და არც მოფანფალებული,
შემდეგ უნდა გავაკეთოთ ხელში დასაჭერი ხის ნაჭერი რომელსაც ამოვაჭრით ცენტრში ცოტას აი ესეთი რაღაც უნდა მივიღოთ მოკლედ :


შემდეგ გვჭირდება დაახლოებით იდაყვის სიგრძე სწორი ჯოხი ზემოთ მითითებული პრინციპით არჩეული რომელსაც წვრილ თავს გავუთლით და გავუკეთებთ წვეტს და მეორე ბოლოს მოვუმრგვალებთ და მივიღებთ შემდეგნაირ რამეს:



შემდეგ გვჭირდება ე.წ ცეცხლის დაფა რომელიც უნდა იყოს ზევით მითითებული პრინციპით არჩეული და უნდა იყოს დაახლოებით იდაყვის სიგრძე და სატიალებელ ჯოხზე მინიმუმ ორჯერ სქელი , უნდა ავუთალოთ ორი გვერდი ერთმანეთის პარალელურად და ერთ ბოლოში დაფის ცენტრში უნდა ამოვჭრათ ცოტა დაახლოებით ესეთი რამე უნდა მივიღოთ:


შემდეგ მშვილდს ვუკეთებთ ჯოხს ვდებთ ერთ ბოლოს ამ ამოჭრილში ისე რომ წვეტიანი მხარე იყოს ზევით და წვეტიან მხარეს ვადებთ იმ ხის ნაჭერს ხელში დასაჭერად რომელიც გამოვთალეთ ამოჭრილში ვათავსებთ წვეტს და ვატრიალებთ , თუ ცოტა ხანში ბოლმა არ გაუშვა ესეგი რომელიმე მასალა უნდა გამოვცვალოთ , თუ გამოუშვა ამის შემდეგ დაახლოებით 45 გრადუსს ვაჭრით ამ დაფას და მივიღებთ აი ესეთ რამეს:



შემდეგ ვიღებთ ან დიდ ფოთოლს ან ფურცელს თუ გვაქ ან ხის ქერქს და ვდებთ ამ დაფის ქვევით , საბოლოოდ ამ ყველაფერს რომ გავაკეთებთ უნდა მივიღოთ ასეთი რამ



შემდეგ ვატრიალებთ და ვატრიალებთ სანამ ბოლი ისე არ ამოვა რომ რო შევწყვეტთ ტრიალს ისევ უნდა ამოდიოდეს ბოლი , შემდეგ ქვევით შეფენილი ფოთლით ვიღებთ ამ ნახშირს რომელიც ჩამოიყარა და ვდებთ მანამდე გამზადებულ ძალიან მშრალი ბალახის ან ხის ჩამონათალების კონაში და ვუბერავთ სულს არც ნელა რომ ჩაქრეს და არც ჩქარა რომ გადავარდეს ნახშირი და ეგაა ყველაფერს თუ სწორად ვიზავთ დაინთება ცეცხლი და ამ ცეცხლმოკიდებულ ბალახს ვდებთ სამკუთხედის სტილში დალაგებულ ჯოხებში ეგაა და ეგ


რაღაცეები ვიბოდიიალე ტერმინოლოგია რო არ არსებობს ქართულად ამის ჩემით ვიჩალიჩე და მემგონი გასაგებად დავწერე მაგრამ რამეს თუ ვერ გაიგებთ აგერ ვარ და მკითხეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: minchanin Mar 16 2015, 20:00

ციტატა(Gcckoka @ Mar 16 2015, 17:21) *
ვიდეოსაც გადავიღებ მაგრამ შევეცდები სიტყვებით და თეორიულად ავხსნამ სანამ ეგ იქნება)



ცეცხლის დანთება მშვილდით

პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ სათანადო მასალა და ამისთვის უნდა დავიცვათ შემდეგი პირობები არ უნდა იყოს გამხმარი ხე და არ უნდა იყოს ძალიან ნედლი, არ უნდა იყოს მაგარი ხე , გვჩირდება რბილი რომ გავარჩიოთ ჯოხს მოვაცლით კანს , ავათლით პატარაზე და დავაჭერთ ფრჩხილს თუ რაიმე დავატყვეთ ზნაჩიტ გვაწყობს .

მშვილდი:

თუ გვაქვს ფუფუნება და არის თხილის ჯოხი კარგი და თუ არა უნდა მოვძებნოთ დაახლოებით მაჯის სისქეზე ცოტა პატარა მყარი მოღუნული ტოტი დაახლოებით ესეთი

თავებზე ამოვაჭრათ თოკის დასამაგრებელლი ადგილი , თოკი ყველაზე კარგია ე.წ პარაშუტის თოკი თუარადა სხაც გამოდგება მტავარია გაუძლოს ზეწოლას, შემდეგ ვამაგრებთ თოკს და უნდა გავაკეთოთ ცოტათი მოშვებულად ანუ ამ თოკში ჯოხს რომ გავუყრით ხელს რომ გავუშვებთ უნდა დატრიალდეს და ისე მოძვრეს უნდა ცადოთ რამოდენიმეჯერ რომ არც ძალიან დაჭიმული იყოს და არც მოფანფალებული,
შემდეგ უნდა გავაკეთოთ ხელში დასაჭერი ხის ნაჭერი რომელსაც ამოვაჭრით ცენტრში ცოტას აი ესეთი რაღაც უნდა მივიღოთ მოკლედ :


შემდეგ გვჭირდება დაახლოებით იდაყვის სიგრძე სწორი ჯოხი ზემოთ მითითებული პრინციპით არჩეული რომელსაც წვრილ თავს გავუთლით და გავუკეთებთ წვეტს და მეორე ბოლოს მოვუმრგვალებთ და მივიღებთ შემდეგნაირ რამეს:



შემდეგ გვჭირდება ე.წ ცეცხლის დაფა რომელიც უნდა იყოს ზევით მითითებული პრინციპით არჩეული და უნდა იყოს დაახლოებით იდაყვის სიგრძე და სატიალებელ ჯოხზე მინიმუმ ორჯერ სქელი , უნდა ავუთალოთ ორი გვერდი ერთმანეთის პარალელურად და ერთ ბოლოში დაფის ცენტრში უნდა ამოვჭრათ ცოტა დაახლოებით ესეთი რამე უნდა მივიღოთ:


შემდეგ მშვილდს ვუკეთებთ ჯოხს ვდებთ ერთ ბოლოს ამ ამოჭრილში ისე რომ წვეტიანი მხარე იყოს ზევით და წვეტიან მხარეს ვადებთ იმ ხის ნაჭერს ხელში დასაჭერად რომელიც გამოვთალეთ ამოჭრილში ვათავსებთ წვეტს და ვატრიალებთ , თუ ცოტა ხანში ბოლმა არ გაუშვა ესეგი რომელიმე მასალა უნდა გამოვცვალოთ , თუ გამოუშვა ამის შემდეგ დაახლოებით 45 გრადუსს ვაჭრით ამ დაფას და მივიღებთ აი ესეთ რამეს:



შემდეგ ვიღებთ ან დიდ ფოთოლს ან ფურცელს თუ გვაქ ან ხის ქერქს და ვდებთ ამ დაფის ქვევით , საბოლოოდ ამ ყველაფერს რომ გავაკეთებთ უნდა მივიღოთ ასეთი რამ



შემდეგ ვატრიალებთ და ვატრიალებთ სანამ ბოლი ისე არ ამოვა რომ რო შევწყვეტთ ტრიალს ისევ უნდა ამოდიოდეს ბოლი , შემდეგ ქვევით შეფენილი ფოთლით ვიღებთ ამ ნახშირს რომელიც ჩამოიყარა და ვდებთ მანამდე გამზადებულ ძალიან მშრალი ბალახის ან ხის ჩამონათალების კონაში და ვუბერავთ სულს არც ნელა რომ ჩაქრეს და არც ჩქარა რომ გადავარდეს ნახშირი და ეგაა ყველაფერს თუ სწორად ვიზავთ დაინთება ცეცხლი და ამ ცეცხლმოკიდებულ ბალახს ვდებთ სამკუთხედის სტილში დალაგებულ ჯოხებში ეგაა და ეგ


რაღაცეები ვიბოდიიალე ტერმინოლოგია რო არ არსებობს ქართულად ამის ჩემით ვიჩალიჩე და მემგონი გასაგებად დავწერე მაგრამ რამეს თუ ვერ გაიგებთ აგერ ვარ და მკითხეთ newsmile05.gif

კარგადაა დაწერილი. თანაც საკმაოდ საჭიროა მაგის ცოდნა. რადგან არავინ იცის როდის გამოადგება. ცეცხლი კი ზოგჯერ სიცოცხლის ფასია მონადირისთვის. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Mar 16 2015, 20:07

ციტატა(minchanin @ Mar 16 2015, 21:00) *
კარგადაა დაწერილი. თანაც საკმაოდ საჭიროა მაგის ცოდნა. რადგან არავინ იცის როდის გამოადგება. ცეცხლი კი ზოგჯერ სიცოცხლის ფასია მონადირისთვის. newsmile027.gif


მადლობა , ნამდვილად საჭიროა და ერთერთი ყველაზე ეფექტური newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 16 2015, 23:23

Gcckoka

შენ სრვაივოლოგი ხომ არ ხარ პროფესიით newsmile05.gif

კარგად არის დაწერილი, რისფექთ!

ერთს მომენტს "ჩავასწორ-განვავრცობდი" უბრალოდ.
მაბრუნებელი მშვილდის გაკეთებისას, უბჯობესია, თოკი მივაბათ მშვილლდის ბოლოში, მერე გავუკეთოთ მარყუჟი საბრუნებელ ჯოხს და უკვე ამის შემდეგ მივაბათ მშვილდის მეორე ბოლოს, დარჩენილი თოკი. ამით ზუსტი ზომის მორგება ბევრად გაგვიადვილდება და საწვალებელი და მრავალჯერ დასაშლელ-ასაწყობი არ იქნება. ეს პირადი გამოცდილებიდან.

პოსტის ავტორი: Gcckoka Mar 16 2015, 23:58

Davitus

მართალი ხარ , ბევრჯერ მაქ ეს გაკეთებული და რატომღაც არ მომსვლია ეს თავში ნამდვილად გაადვილებს ! newsmile027.gif
არა პოფესიით სტუდენტ-ბიზნესმენი ვარ newsmile05.gif
ისა და სრვაივოლოგი რას ნიშნავს ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 16 2015, 23:58

ამდენი თუ ვიჩალიჩე ხო ხელებზე მომეკიდა ცეცხლი ხალხო D.gif D.gif
ეს ხუმრობით მადლობა Gcckoka
იმედია არ დამჭირდება ამიტომ დამაქ 2 ასანთი წამლის პაკეტში გახვეული ერთი ჩანთაში და ერთი კურტკაში კიდე სანთებელა სიგარეტთან. მაგნეზიუმიც მაქვს გერბერის მაგრამ არ დამაქვს

პოსტის ავტორი: Davitus Mar 17 2015, 11:25

Gcckoka

survive და logos )))) არც არაფერს არ ნიშნავს, ამ ჯასთ ქიდინგ ))))

პოსტის ავტორი: Gcckoka Mar 17 2015, 12:20

Davitus
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: maxo06 May 11 2015, 12:48

ეს განცხადება მოლაშქრეთა ფედერაციამ გაავრცელა,ვფიქრობ საგულისხმოა ყველასთვის ამისგან თავის არიდება




მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის განცხადება:
სალაშქრო სეზონის გახსნის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია სამართალდამცველების მიერ მოლაშქრეთა დაჯარიმების ფაქტებმა ცივი იარაღის ტარების გამო.
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ფედერაციაში შემოსულია ინფორმაცია დაჯარიმების ათეულობით შემთხვევის შესახებ. სოლიდური ჯარიმა 200 ლარს შეადგენს.
გაცნობებთ, რომ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელიც აღნიშნულ თემასთან კავშირშია და ცივი იარაღის ტარების აუცილებლობიდან გამომდინარე ვეძებთ ოპტიმალურ გამოსავალს.
მანამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, გთხოვთ ცივი იარაღი შეინახოთ ზურჩანთაში.
დაუშვებელია ცივი იარაღის სხეულზე ან ჩანთაზე მიმაგრება (თუნდაც ქარქაშით)
გთხოვთ გაავრცელოთ განცხადება!

პოსტის ავტორი: Gcckoka May 11 2015, 13:38

ეგ რათქმაუნდა ეგრეა აბა ეხლა რახან სალაშქროდ ვარ გამოწყობილი ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ დავიკიდო ჩემი 10 სმ პირიანი დანა ქამარზე და ქალაქში ვიმოძრაო , ჩანთAში უნდა გედოს სანამ არ მიხვალ ადგილამდე და ქალაქში ჩანთAს არავინ არ გაგიჩხრიკავს newsmile027.gif

და თუ მოგთხოვს კიდე ვინმე გაუტრაკებ და არ გააჩხრეკინებ newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: megreli May 11 2015, 13:40

ზურგჩანთაში შენახვა არ არის აუცილებელი,მთავარია არ უნდა ჩანდეს დანა...ზოგი ჯიბეზე იმაგრებს და ზოგი გარედან ჩანთაზე ან სხვა რამეზე... ჯიბეში თუ გეტევა ჩაიდევი და მორჩა...ჩხრეკის უფლება კიდე არც აქვთ როგორ ვიცი,თუ არაფერი შეიცვალა მას მერე...

ისე რა სასაცილოა...

ციტატა(maxo06 @ 11th May 2015 - 13:48) *
ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, გთხოვთ ცივი იარაღი შეინახოთ ზურჩანთაში.

როგორ დამიმტკიცებენ რომ იმ დასახლებულ პუნქტში,იმ მომენტში როცა დანით მნახეს,თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი ?
ვიტყვი არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და ხელთან ახლოს მაქვს დანა...

ერთხელ ისიც გვითრეს რომ მანქანაში როცა გიდევთ დანაო,ცელოფანში უნდა იყოსო... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 21 2015, 23:39

ვინც იცის ინგლისური წაიკითხოს კარგი ინფორმაციაა ჩემი დაწერილი , ჩემ ბლოგზე როგორ გადავაკეთოთ ფეხსაცმელი ცეცხლის დასანთებ ნაკრებად newsmile05.gif

http://hfsurvivalschool.wix.com/blog#!How-to-make-fire-with-a-shoe-DIYSurvival-Fire-Kit/cmbz/55d779d90cf2c407285e58c6

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 22 2015, 12:57

ჩაიდგდე რა ერთი სანთებელა ჯიბეში ერთიც ზურგჩანთაში!

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 22 2015, 13:12

ციტატა(Gcckoka @ Aug 22 2015, 00:39) *
ვინც იცის ინგლისური წაიკითხოს კარგი ინფორმაციაა ჩემი დაწერილი , ჩემ ბლოგზე როგორ გადავაკეთოთ ფეხსაცმელი ცეცხლის დასანთებ ნაკრებად newsmile05.gif

http://hfsurvivalschool.wix.com/blog#!How-to-make-fire-with-a-shoe-DIYSurvival-Fire-Kit/cmbz/55d779d90cf2c407285e58c6

ჩემ თავზე გამოვცადე ეგ. დაღესთანში ვიყავით კალმახზე სათევზაოდ. მდინარის პირას ლეკებს ჰქოჰდათ ცხ**ის ბინა. როგორც მთის წესია დაგვპატიჟეს. ცხ**ის ყველის თავი დაგვიჭრეს როგორც საზამთრო, იმხელა ნაჭრებად. არაყი გვქონდა ბლომად და ერთი 9 მდე ავედი. შემდეგ გავაგრძელეთ თევზაობა. სასროლი ბადე დაგვეხა და დაკერება დაიწყეს, მე კი იქვე სიპ ქვაზე მივწექი, მზე ისე საამურად აცხუნებდა ამ სიცივეში რომ ჩამეძინა . რომ გავიღვიძე ერთ ფეხზე ჩექმა მეცვა, მეორეზე კალოში. ბიჭებს ცეცხლის დანთება მოსდომებიათ და ასეთ შემთხვევაში რეზინს რა შეედრება. რადგან თავიანთი ჩექმის გაფუჭება არ უნდოდათ ჩემ ჩექმას მიადგნენ. რომ გავიღვიძე ვეჩხუბე ორივეზე რატომ თანაბრად არ მოაჭერით მეთქი D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 22 2015, 13:26

უიარაღო

D.gif
კი მაგრამ ამ ვარიანტში სულ რო მთლიანი თოკი და მთლიანი ფითილი ამოიღო გარეკანი მაინც გრჩება შნუროკად ასერომ ფეხსაცმელი უვნებელად გამოდის newsmile05.gif


HUNTER FREDY

რაიცი რახდება დამატებითი ცეცხლის დასანთები გარანტირებული საშუალება გაწყენს ? newsmile05.gif
გამონათქვამიც არის Two is one , one is none. ორი არის ერთი , ერთი არის არცერთი.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 22 2015, 19:44

ციტატა(Gcckoka @ Aug 22 2015, 14:26) *
უიარაღო

D.gif
კი მაგრამ ამ ვარიანტში სულ რო მთლიანი თოკი და მთლიანი ფითილი ამოიღო გარეკანი მაინც გრჩება შნუროკად ასერომ ფეხსაცმელი უვნებელად გამოდის newsmile05.gif


HUNTER FREDY

რაიცი რახდება დამატებითი ცეცხლის დასანთები გარანტირებული საშუალება გაწყენს ? newsmile05.gif
გამონათქვამიც არის Two is one , one is none. ორი არის ერთი , ერთი არის არცერთი.


ჰოდა სამი სანთებელა დაგამძიმებს? რაც მაგ მოწყობილობის გამართვას დრო ნერვები და ინსტრუმენტები უნდა სამი სანთებელა რაგახდა? ამოყარე ვაზნიდან დენთი მოუყარე მშრალ ფიჩხს და მიუნდე სანთებელა, ერთი არ ივარბეს მეორე სანთებელა სცადე მეორე არ ივარგებს და დარწმუნებული იყავი მესამე აანთებს. გაზი რომც არ იყოს ძლიერი პიეზო ელემენტი ან მექანიკური კაჟიანი სანთებელა ფანრის ელემენტი და სიგარეტის ფოლგა ძალიან ადვილად აალებს დენთს საკუტარი გამოცდილებიდან გეუბნები. იმდენი მაქ ტყეღრეში ნაბოდიალები და იმდენი ღამე ნათენები მგას არაფერი ჯობია დამიჯერე! ,,სკრიპკის დაკვრას,, ასე ქვია ცეცხლის მაგ მეტოდით მოპოვებას რომელიც ზემოთაა არწერილი, ორი სანთებელა ჯობია! newsmile045.gif

იმასი კი გეთანხმები რომ ორი არის ერთი ერთი არის არცერთი ხოდა სამი დამაქ და კიდე ერთი გერმეტულად დახურილი გასანთლული ასანთი მიდევს თოფის კონდახში ასე რომ ორი არის ერთი ერთი არის არცერთი მაგრამ ოთხი არის გრანტირებული ცეცხლი ცხელი ჩაი და კაი კტაცუნა კოცონი ტყეში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 4 2015, 01:15



ესეც ვიდეო ქართულად როგორ დავანთოთ ცეცხლი

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 4 2015, 10:00

ცეცხლის დანთება ლოგინში D.gif . ცალკე თემა ხომ არ გავეხსნა D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 4 2015, 10:41

ციტატა(uiaragho @ 4th September 2015 - 11:00) *
ცეცხლის დანთება ლოგინში . ცალკე თემა ხომ არ გავეხსნა

არამარტო ლოგინში, უკანა სიდენიაზეც და ჟურნალეიბის მაგიდაზეც D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 4 2015, 14:29



წინას ლინკი შეეცვალა და აი აგერ ხელახლა ვდებ

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 28 2015, 20:20

აი როგორ დავანთოთ ცეცხლი მაგნეზიუმის ასანთით (ქართულად)


პოსტის ავტორი: ძირულა Sep 29 2015, 19:01

ციტატა(Gcckoka @ Sep 28 2015, 21:20) *
აი როგორ დავანთოთ ცეცხლი მაგნეზიუმის ასანთით (ქართულად)


სალამი სად შეიძლება მაგ რაგაცის შეძენა და რაა ფასი თუ საიდუმლო არაა.

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 29 2015, 23:32

ინტერნეტში ყრია , გამოწერა შეიძლება დაახლოებით 10-15$ ღირს

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 30 2015, 12:24

ძირულა

აი აქ შეგიძლია შეძენა
http://www.amazon.com/Friendly-Swede-Magnesium-Emergency-Improved/dp/B00LO1GWR4/ref=sr_1_sc_1?ie=UTF8&qid=1443605011&sr=8-1-spell&keywords=friendly+swiede+fire+starter

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 30 2015, 16:13

მორას დანებს მოყვება მგონი ეგ ასანთი. ამაზონზე დანა+ასანთი 18 დოლარი ღირდა.

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 30 2015, 17:39

უიარაღო
კი არის ეგეთი მოდელიც Mora Light My Fire ქვია და 26$ ღირს.

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 23 2016, 07:01

ერთხელ ზამთარში წყალში ჩავვარდი. თოვლი იყო, მაგრად ციოდა. მე და მეგობარმა ჩალები მოვაგროვეთ, რაკი ასანთი არცერთს არა გვქონდა 16 კალიბრის ვაზნა დავშალე, პიჟად გამოყენებულ ქაღალდზე თოფისწამლის ნახევარზე ცოტა მეტი დავყარე, დანარჩენი წამალი ნაწილი ლულაში ნაწილი ვაზნაში გავანაწილე და ვისროლე. ცეცხლის ასანთებად ერთი ვაზნა მეყო.

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 30 2016, 20:32


პოსტის ავტორი: assassin29 Jul 30 2016, 22:47

Gcckoka
მალადეც კაი ვიდეოა მაგრამ სკამი აუცილებელია? ანუ მაგის გარეშე ვერ გადავრჩებით? D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 31 2016, 08:12

assassin29

ეს ვიდეო თვითგადარჩენისთვის Nაკლებადაა მე ტყეში დავდივარ საცხოვრებლად და ერთი კვირა იქ რომ Xარ დიდად არც ბევრი საქმე გაქ და სკამიც რომ გაქვს Aსწორებს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)