თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ კოცონის ნაირსახეობები

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 8 2009, 14:24

პირამიდა



შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.

ჭა



შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.

ვარსკვლავი



ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.

ტყე



არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.

მონადირული



ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.

ღობე



მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი-სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები. კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის გასაშრობად

ბუხარი



ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.

სამი მორი



ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.

გისოსი



ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.

სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.

ორმო



ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.

ტრანშეა



გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.

ბოლი



კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე (სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.

რჩევები

კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.

კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.

კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.

თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.

კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.

თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებს.

დაკოტა



პლუსები:

1). არ ჩანს ცეცხლი.
2). ხის ფოთლები და ტოტები ახდენენ კვამლის გაფანტვას.
3). მარტივად შეიძლება როგორც საჭმლის გაცხელება და მომზადება, ასევე ტანსაცმლის გაშრობა.

წყარო: http://www.aisiforce.org/

-----------------------
-----------------------
მგონი სწორ ადგილას გავსენი თემა (??)
ამ ფორუმის რეკონსტრუქცია გადალაგებაში სულ ავიბენ-დავიბენი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 8 2009, 16:19

საღოლ ვანო კარგი თემაა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 8 2009, 16:58

Power_VANO
დიდი მადლობა საინტერესო ინფოსთვის :0

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 8 2009, 22:58

ესეთ თემ ხომ გვქონდა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 8 2009, 23:07

რაღაც იდუმალი ძალით აღარ გვაქ

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Dec 8 2009, 23:09

ყოჩაღ საინტერესო თემაა

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 9 2009, 00:34

T A M P L I E R
geojorjika
FISHING CLUB
გმადლობთ newsmile05.gif

წყარო ჩავასწორე და ერთი კოცონი დავამატე კიდევ ბოლოში newsmile05.gif

ვიტო

ციტატა(vito @ 8th December 2009 - 23:58) *
ესეთ თემ ხომ გვქონდა?

რავიცი აბა ვიტო, ვერ ვიპოვნე, გადარჩენის ხელოვნებაში არაა, აქ არ იყო და ზურგჩანთაში მოვათავსე. აი მონადირის ზურგჩანთაში ცეცხლი რატომ ანთია ეგ სხვა საქმეა newsmile035.gif
რომ მოვიცლი მერე უნდა დავუჯდე ფორუმს და შევისწავლო ხელახლა სად რა თემებია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 11 2010, 11:12

მოვაგენი როგორც იქნა ამ განყოფილებას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gurika Jan 13 2010, 06:38

მართლაც კაი თემაა, ეს იმდღეს იყო ,,ახოთა ი რიბალკაზე" და იქაც ასე ანთებდა მრავალ ნაირად ცეცხლს newsmile071.gif newsmile045.gif vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 16 2010, 15:05

საღოლ!! მართლა კარგი თემაა. small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Jan 16 2010, 20:28

თქვენის ნებართვით ერთს დავამატებ, რომ არასოდეს არ დაანთოთ ცეცხლი დათოვლილი ტოტების ქვეშ, იმიტომ, რომ კოცონის სიმხურვალე მოადნობს თოვლს, ერთბაშად ჩამოცვივა ტოტებიდან და დარჩები ცეცხლის გარეშე vot-tak.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 20 2010, 19:17

ციტატა(korakap @ 16th January 2010 - 21:28) *
დარჩები ცეცხლის გარეშე

+ დაგვემხობა თოვლი თავზე და გავიყინებით newsmile035.gif

პოსტის ავტორი: პაპა Mar 20 2010, 15:07

კოცონის დანთება მთელი მეცნიერეებაა საჭირო ინპორმაციაა

პოსტის ავტორი: 919 Mar 20 2010, 19:55

პაპა

ხო და ხომ მიიღეთ ეს ინფორმაცია?! ზნაჩით კოცონის დანთების აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ვართ უკვე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jun 10 2010, 23:38

მთავარი შეშა იყოს ხმელი დანარჩენი ცეცხლმა იცის რაქნას

პოსტის ავტორი: Davitus Jun 10 2010, 23:47

ხმელი შეშის არსებობა აუცილებელი არ არის, ნახევრად გამომშრალი შეშაც საკმაოდ წარმატებულად იწვის, თუ საკმარისი ტემპერატურაა ნედლსაც მშვენივრად ინელებს

პოსტის ავტორი: სანდრიკა Dec 24 2010, 21:53

ეს კოცონები მე დავდე და კიდეც დევს მაგრამ მაინც კარგია ცეცხლის დანთება ეხტრემალურ პირობებსჰი მანდ დავდე მე

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 7 2012, 18:07


პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 7 2012, 18:45

გიორგი
ოხუიტელნო!!!!
ძაან მომეწონა!

პოსტის ავტორი: iorama2 Mar 28 2014, 18:11

ციტატა(Power_VANO @ 8th December 2009 - 15:24) *
სამი მორი



ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.

გავაღვიძებ ამ თემას და მე როგორც ვიცი ეს ცეცხლი ინთება ფიჭვის მორებისაგან. საინტერესოა სხვა ხე თუ გამოდგება. ალბათ წავა ყველა წიწვოვანი?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)