თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ საჭმელი და სამკურნალო მცენარეები

პოსტის ავტორი: bego Oct 19 2009, 07:30

არა მგონია რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შიმშილით სიკვდილი გემუქრებოდეთ, მაგრამ დამიჯერეთ რომ ბუნებაში ბევრია მცენარეები რომლებიც არა მარტო სასარგებლოა არამედ გემრიელიცაა.
ლელქაში (рогоза) წყლის კაკალი, დუმფარა, ამარანტა, ბაბუაწვერა, ჭინჭარი, მოლოქა, დანდური, წიწმატურა, კენკრა, სოკო და ასე შემდეგ. თუ გაინტერესებთ დამაცადეთ და ყველას ჩამოვწერ ოღონდ არ ვიცი სურათები როგორ გადმოვიტანო. თუ მასწავლით მადლობელი ვიქნები.

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 19 2009, 12:53

bego
გვითხარი ჩვენც შე კაცო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 19 2009, 14:19

მაგალითად ვირისტერფა, მგლის კენკრა, ძურწა, კიტრანა და მრავალი სხვა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 19 2009, 15:33

bego

ციტატა(besiki @ 19th October 2009 - 08:30 AM) *
დამიჯერეთ რომ ბუნებაში ბევრია მცენარეები რომლებიც არა მარტო სასარგებლოა არამედ გემრიელიცაა.

კიმარა მარტო ამ წინადადებით შემოიფარგლე? newsmile05.gif
თან გაგვანათლე.......

პოსტის ავტორი: Maverick Oct 19 2009, 15:45

მე მხოლოდ ის ვიცი რომ მრავალძარღვა კარგია ჭრილობის შეხორცებისთვის, ასევე ბაბუაწვერას დანაყილი, უკიდურეს შემთხვევაში დაღეჭილი ტკივილგამაყუჩენბელი და ანტისეპტიკურია

ქრისტესისხლაც კარგი ანტისეპტიკიაოო, მაგრამ ვეჭვობ ბუნებაში ვიცნო ეს მცენარე

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 19 2009, 15:57

Maverick
არაფერი რთული არ არის........

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ქრისტესისხლას ახასიათებს ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი შედის მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში.
ქრისტესისხლას სპაზმოლიზური აქტივობა გამოწვეულია მასში შემავალ ალკალოიდ ხელიდონინით, რომელსაც ამის გარდა გააჩნია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება, რის გამოც იგი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს. ხელიდონინის გავლენით ადგილი აქვს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, დოზის გადიდებისას ეს ეფექტი გადადის ნარკოზში.
ალკალოიდი ჰომოგელიდონინი ხასიათდება საანესთეზიო მოქმედებით, თუმცა ამ მიზნით არ იყენებენ, ვინაიდან მისი მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს კრუნჩხვებს.
ალკალოიდ სანგვინარინს ახასიათებს ანტიქოლინესთერაზული მოქმედება რის გამოც მისი ზემოქმედებით ძლიერდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქცია და ნერწყვის გამოყოფა. ქრისტესისხლას ფესურაში აღმოჩენილი ალკალოიდი ბერბერინი ფლობს ქოლერეტულ აქტივობას. ალკალოიდი პროტოპინი კი ზრდის საშვილოსნოს კუნთების ტონუსს.
ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლა გამოიყენება უძველესი დროიდან. მცენარის მიწისზედა ნაწილის წვენი გამოიყენება მეჭეჭების, კოჟრების, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად; ასევე კანის ტუპერკულოზის დროს, ძნელად შეხორცებად ჭრილობების ეპითელიზაციის დასაჩქარებლად.
ქრისტესისხლას ნახარში ბულგარული მედიცინის მიერ მოწოდებულია როგორც დიურეზული საშუალება ასციტის დროს, რომელიც დამახასიათებელია ღვიძლის ციროზისათვის.
ზოგიერთ ქვეყანაში ალკალოიდ ხელიდონინს იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პაპავერინის ნაცვლად, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმური ხასიათის ტკივილებისას.
საოჯახო პირობებში ქრისტესისხლას გამონაწვლილს შემდეგნაირად ამზადებენ. 1 სუფრის კოვზ ნედლეულს ასხამენ 0,5ლ მდუღარეს და დააყენებნ 1სთ-ით თავდახურულად. შემდეგ გადაწურავენ და ღებულობენ 100 გრამის ოდენობით დღეში 3-ჯერ.
გახსოვდეთ! ქრისტესისხლას ალკალოიდები ხასიათდებიან ტოქსიკურობით ამიტომ ამ ნედლეულის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
რეკომენდირებულია ქრისტესისხლას გამოყენება ექიმის დანიშნულებით

პოსტის ავტორი: 919 Oct 19 2009, 16:18

ჩელე

აქ სათოხლაო მცენარეებზეა საუბარი newsmile045.gif და არა ვენაში გასაშვებზე newsmile035.gif

ისე, მე პირადად ვგიჟდები ჭინჭრის ფხალზე და ბაბუაწვერას ფოთლისგან
დამზადებულ სალათაზე... იფ-იფ!!! ხომ მენდობით ?
ისე ტყვეში კიდევ იჭმევა: თხილი, მაყვალი, ჟოლო, მარწყვი, პანტა, ტყემალი,
ფშატი, შინდი, სამოთხის ვაშლი და მრავალი სხვა რამ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 19 2009, 16:38

919
საჭმელი და სამკურნალო მცენარეებიო..... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 19 2009, 17:01

მე მიყვარს მინდვრის ფხალი, მოლოქო და ია-იასგან აკეტებენ იმერეში, ნიგვზით კმაზავენ, ცივ მჭადთან ერთად ორგაზმივით არის newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 19 2009, 17:23

მაშინ ეს ყველაფერი ან კულინარიაში უნდა გადავახარისხოთ
ან და საკვები საერთოდ ამოვაგდოთ! იმჰო....

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 19 2009, 20:36

919
რა ვიცი კაცო რაც გინდათ ის უქენით, თემის ავტორი არ ჩანს და რაც მავერიკს დააინტერესა ის დავდე უბრალოდ, ეგ არის და ეგ............ დანარჩენი თქვენ იცით newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: bego Oct 19 2009, 23:56

ციტატა(ვიტო @ Oct 19 2009, 04:33 PM) *
bego

კიმარა მარტო ამ წინადადებით შემოიფარგლე? newsmile05.gif
თან გაგვანათლე.......

მაცალეთ ცოტა, შემთხვევით გურული ხომ არ ბრძანდებით?

პოსტის ავტორი: bego Oct 20 2009, 00:38

ციტატა(Maverick @ Oct 19 2009, 04:45 PM) *
მე მხოლოდ ის ვიცი რომ მრავალძარღვა კარგია ჭრილობის შეხორცებისთვის, ასევე ბაბუაწვერას დანაყილი, უკიდურეს შემთხვევაში დაღეჭილი ტკივილგამაყუჩენბელი და ანტისეპტიკურია

ქრისტესისხლაც კარგი ანტისეპტიკიაოო, მაგრამ ვეჭვობ ბუნებაში ვიცნო ეს მცენარე

სხვათა შორის წითელი შხამა სოკო мухамор კარგი სტიმულიატორია (3-4 ცალი). მთელი დღე ისე ივლი დაღლას ვერ იგრძნობ. ოღონდ არ გადააჭარბოთ

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 20 2009, 00:40

bego
ვა, ეგეთი რამე საჭიროა ხოლმე დალნი რეისებში newsmile05.gif რედ ბულის მაფიასავით არის?

პოსტის ავტორი: Davitus Oct 20 2009, 03:00

bego
მუხამორები ძალიან საშიში სოკოებია, ძალიან ცოტა სახეობა თუ იჭმევა, ისიც მცირედი ჰალუცინოგენური ეფექტი აქვს...

ნიდაი ბოგ შეგეშალოს newsmile05.gif მუხამორების ბევრი სახეობა შეიცავს (ალფა ამანიტინს) ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიური ნივთიერებაა სოკოებში მისი LD50 ანუ საშუალო ლეტალური დოზა შეადგენს 0.1მგ/კგ-ზე

საშინელი სურათია მოწამვლისას... ფაქტიურად იწვევს ღვიძლის შეუქცევად დესტრუქციას, 10 დღის განმავლობაში შეიძლება იცოცხლოს მოწამლულმა, ისიც კომატოზურ მდგომარეობაში, და ძირითადი გამოსავალი ღვიძლის და თირკმლების უკმარისობაა... პირადად მინახია ეგეთი პაციენტი და მტერს არ ვუსურვებ... newsmile038.gif

პოსტის ავტორი: bego Oct 20 2009, 11:48

ციტატა(Davitus @ Oct 20 2009, 04:00 AM) *
bego
მუხამორები ძალიან საშიში სოკოებია, ძალიან ცოტა სახეობა თუ იჭმევა, ისიც მცირედი ჰალუცინოგენური ეფექტი აქვს...

ნიდაი ბოგ შეგეშალოს newsmile05.gif მუხამორების ბევრი სახეობა შეიცავს (ალფა ამანიტინს) ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიური ნივთიერებაა სოკოებში მისი LD50 ანუ საშუალო ლეტალური დოზა შეადგენს 0.1მგ/კგ-ზე

საშინელი სურათია მოწამვლისას... ფაქტიურად იწვევს ღვიძლის შეუქცევად დესტრუქციას, 10 დღის განმავლობაში შეიძლება იცოცხლოს მოწამლულმა, ისიც კომატოზურ მდგომარეობაში, და ძირითადი გამოსავალი ღვიძლის და თირკმლების უკმარისობაა... პირადად მინახია ეგეთი პაციენტი და მტერს არ ვუსურვებ... newsmile038.gif

მე ვიგულისხმე წითელი თეთრი კოპლებით. ტაიგაში ჩვენთან "პრომისლავიკებში" ეს სოკო და ლიმონიკი(წითელი კენკრაა,შინდს ჩამოგავს) ჩვენი ერთადერთი ენერგეტიკული სტიმულიატორი იყო. ჩვენ ხშირად გვიწევდა 20-70 კმ.-ს გავლა დღის განმავლობაში. გამისინჯია 100-300 გრამიც შემწვარი, მაგარი "პრიხოდი" იცის სამაგიეროდ საშინელი პახმელია დიარეა და ღებინება 2-3 დღე. არ გირჩევთ.

ციტატა(ვიტო @ Oct 20 2009, 01:40 AM) *
bego
ვა, ეგეთი რამე საჭიროა ხოლმე დალნი რეისებში newsmile05.gif რედ ბულის მაფიასავით არის?

რედ ბული ტუფტაა. თუ სერიოზული გაინტერესებს ეს "პეპიტოა" 25მგ. ეფედრინი 200მგ. კოფეინი -1 ლიტრ წყალში

ციტატა(ვიტო @ Oct 20 2009, 01:40 AM) *
bego
ვა, ეგეთი რამე საჭიროა ხოლმე დალნი რეისებში newsmile05.gif რედ ბულის მაფიასავით არის?

რედ ბული ტუფტაა. თუ სერიოზული გაინტერესებს ეს "პეპიტოა" 25მგ. ეფედრინი 200მგ. კოფეინი -1 ლიტრ წყალში დღის განმავლობაში.

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 20 2009, 13:04

bego

ციტატა(besiki @ 20th October 2009 - 01:38 AM) *
სხვათა შორის წითელი შხამა სოკო мухамор კარგი სტიმულიატორია (3-4 ცალი). მთელი დღე ისე ივლი დაღლას ვერ იგრძნობ. ოღონდ არ გადააჭარბოთ


მემგონი არ ღირს ტყეში მაგ სოკოს გასინჯვა ენერგიის მოსამატებლად newsmile05.gif
ვინც იცის კიდე ხო... ისე მე რომც ვიცოდე მაინც არ გავრისკავდი.ვეღარც გამოასწრებ ალბათ ტყიდან

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)