თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ მიმართულების პოვნა

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 7 2009, 15:19

მოგაწოდებთ პატარა განმანათლებელ ექსკურსს მხარეების პოვნის შესახებ, იმედია არ
დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც იცოდეთ, რაიცი რა ხდება newsmile05.gif

მასალა ამოკრეფილია წიგნიდან "გადარჩენის ხელოვნება" ავტორის სახელი არ აწერია....


უხეშად რომ ვთქვათ, მზე ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის ჩრდილოეთში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში,
შუადღისას მზე ზუსტად სამხრეთითაა: სამხრეთ ნახევარსფეროში პირიქით - იგი ზუსტად ჩრდილოეთით იქნება.
ნახევარსფერო აღინიშნება ჩრდილის მოძრაობის მიხედვით: ჩრდილოეთში ჩრდილი მოძრაობს საათის ისრის
მიმართულებით, სამხრეთში - საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ჩრდილის მომცემი ჯოხის მეთოდი
მოათავსეთ 1მ სიგრძის ჯოხი ვერტიკალურად, ბრტყელ ზედაპირზე, აღნიშნეთ სად ეცემა ჩრდილის წვერი,
დაიცადეთ 15 წუთი და არნიშნეთ ახალი ჩრდილის წვერი, შეაერთეთ ეს 2 წერტილი და მიიღებთ მიმართულებას
აღმოსავლეთი - დასავლეთი (პირველი ნიშნული არის დასავლეთი) ამ ხაზის მართი კუთხით გადაკვეთაზე
იქნება ჩრდილოეთი - სამხრეთი.

მიმართულების პოვნა საათის მიხედვით
ტრადიციულ ისრებიან საათს შეუძლია მიმართულების ჩვენება, თუ დაწმუნებულები ხართ, რომ იგი დაყენებულია
ზუსტ ადგილობრივ დროზე (მიუხედავად იმისა, თუ რომელ პირობით დროის სარტყელში იმყოფებით,
დამოუკიდებლად ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევისა). რაც ახლოს ხართ ეკვატორთან, მით ნაკლებ სანდოა ეს მეთოდი.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საათი გეკავოთ ჰორიზონტალურად. საათის პატარა ისარი მზეს. შუაზე გაყავით
კუთხე საათის ისარსა და ციფრ 12-ს შორის; მიიღებთ მიმართულებას ჩრდილოეთი - სამხრეთი.
სამხრეთ ნახევარსფეროში, საათი გეკავოთ ჰორიზონტალურად. მიუშვირეთ ციფრი 12 მზეს. შუა
წერტილი 12-სა და საათის პატარა ისარს შორის გიჩვენებთ მიმართულებას ჩრდილოეთი - სამხრეთი.

იმპროვიზირებული კომპასები:
რკინის (რკინოვანი ლითონის) მავთული ან უმჯობესიასაკერავი ნემსი რამდენჯერმე ერთი და იგივე მიმართულებით
გაუსვათ აბრეშუმის ნაჭერზე. იგი დამაგნიტდება და ჩამოკიდებულ მდგომარეობაში აჩვენებს ჩრდილოეთს.
მაგნიტზე ან აბრეშუმზე გაუსვით ნემსის წვერი რბილად, ერთი ბოლოდან მეორესკენ, სულ ერთი და იმავე
მიმართულებით. ჩამოკიდეთ ძაფის მარყუჟში გაყრილი ნემსი გაწონასწორებულად.ძაფი არ ნდა იყოს ზედმეტად
გადაგრეხილ-გადაკვანძული.
მოტივტივე ნემსი შეიძლება გამოვიყენოთ ისევე, როგორც ჩამოკიდებული. დადეთ ნემსი ქაღალდის ფურცელზე,
ხის ქერქზე ან ქაღალდზე და ჩაუშვით წყალში.

მიმნიშნებელი მცენარეები
მცენარეებს შეუძლიათ მიგანიშნონ ჩრდილოეთი და სამხრეთი. ისინი იზრდებიან მზის მხარეს, ასე რომ
ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში მცენარე ყვავილებს იკეთებს და უფრო გაშლილია სამხრეთისაკენ, ხოლო სამხრეთ
ნახევარსფეროში - ჩრდილოეთისკენ. ამავე მხარეს იზრდება უფო მწვანე და ფუმფულა ხავსი ხეებზე.
თუ ხე მოჭრილია, რგოლების ნახაზი მის გადაჭრილ ნაწილზე უფრო ფართოდ არის განლაგებული ეკვატორისკენ
მიმართულ მხარეს.

ქარის მიმართულება
თუ იცით მთავარი ქარის მიმართულება, ეს შეგანარჩუნებინებთ თქვენს მიმართულებას. იქ სადაც ძლიერი ქარი
ყოველთვის ერთი მხრიდან უბერავს მცენარეები ქარის მიმართულებით იქნება გადახრილი. ჩიტები და მწერები,
ჩვეულებრივ, ბუდეებს იშენებენ იმ მხრიდან, საითაც ქარი უბერავს.

მიმართულების დადგენა ციური სხეულების მიხედვით
მთვარე: რადგანაც მთვარე დედამიწის გარშემო შემოვლას 28 დღეს ანდომებს, მისი ფორმა იცვლება ადგილმდებარეობის
მიხედვით. როცა ის იმავე მხრიდან ადგას დედამიწას, საიდანაც მზე, მზიდან შუქი არ აირეკლება: ეს არის ახალი მთვარე, შემდეგ იგი
ირეკლავს შუქს თავისი ხილული ზედაპირის მარჯვენა მხრიდან და ეს არეალი თანდათან იმატებს მთვარის დაბერებასთან ერთად.
სავსე მთვარის დროს ეს არეალი იმყოფება დედამიწასთან მზის მოპირდაპირე მხარეს. შემდეგ იგი ილევა, ამრეკლავი ზედაპირი
მცირდება ვიწრო ზოლამდემთვარის ხილული ზედაპირის მარცხენა მხარეს.

თუ მთვარე მზის ჩასვლამდე ამვიდა, განათებული მხარე იქნება დასავლეთი, თუ ის ნაშუაღამევს ამოვიდა,
განათებული მხარე იქნება აღმოსავლეთი. ასე რომ, მთვარე იძლევა აღმოსავლეთ - დასავლეთის დაახლოებით მითითებას.

ვარსკვლავები
ვარსკვლავები ერთმანეთის მიმართ უცვლელ პოზიციას ინარჩუნებენ. ისინი გაივლიან ჰორიზონტის ხაზს ზემოთ ყოველ
ღამით 4-4 წუთით ადრე. ეს იძლევა თვეში 2 საათის განსხვავებას.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვარსკვლავთა ჯგუფების დანახვა შეიძლება მთელი რამის განმავლობაში. ისინი მოძრაობენ
წრიულად ერთი ვარსკვლავის გარშემო - ის ერთადერთია, რომელიც თითქმის არ მოძრაობს. ეს არის პოლარული ვარსკვლავი
(ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ნიშანი ნავიგაციისას - იგი განლაგებულია თითქმის ზუსტად პოლარული
ჩრდილოეთის თავზე).


ილუსტრაციებ მერე დაგიდებთ თუ არ დამეზარა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 8 2009, 12:48

რაცხა ვერ გაქაცა ამ თემამ თუ მომეჩვენა? newsmile05.gif

კარგით, აბა ამინდსაც გაგიკეთებთ და ის ვნახოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 8 2009, 12:53

ინფორმაცია სასარგებლოა, მაგრამ ამდენი რამის დამახსოვრებას მგონი ერთი პატარა კომპასის თან ტარება ჯობს newsmile05.gif მე პირადად ერთი მანქანაში მაქვს, ერთი ზურგჩანთაში ერთიც ტელეფონს აქვს ელექტრონული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სანდრიკა Oct 10 2010, 18:28

საჭიროა ამის ცოდნა

პოსტის ავტორი: Maverick Oct 10 2010, 18:41

ციტატა(ვიტო @ Oct 7 2009, 16:19) *
მო

უხეშად რომ ვთქვათ, მზე ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის ჩრდილოეთში.

ილუსტრაციებ მერე დაგიდებთ თუ არ დამეზარა newsmile05.gif


კი გაქაჩავს ეს თემა აბა რას იზამს, შევარდნაძის დროს ვიცოდი რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, მერე სკოლაში მასწავლეს რომ აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთოთ ჩადისო, ეხლა კიდენა შენა ამბობ რომ ჩრდილოეთით ჩადისო, მოკლედ სწავლა სიბერემდეაო ამბობენ და მართალიც არის newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 10 2010, 19:57

ციტატა(გურგენა @ Oct 8 2009, 13:53) *
ინფორმაცია სასარგებლოა, მაგრამ ამდენი რამის დამახსოვრებას მგონი ერთი პატარა კომპასის თან ტარება ჯობს newsmile05.gif მე პირადად ერთი მანქანაში მაქვს, ერთი ზურგჩანთაში ერთიც ტელეფონს აქვს ელექტრონული newsmile05.gif

გურგენ რამ შეგაშინა, ეტყობა ხშირად იკარგები?
მიმართულების ნუ გეშინია, მთავარია გასაღები არ დაკარგო newsmile015.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Feb 8 2015, 00:29

ესეც ჩემი ვიდეო როგორ ვიპოვოთ ჩრდილოეთი ნემსით და საწრუპით newsmile027.gif გთხოვთ ვისაც იუთუბი გაქვთ subscribe გამიკეთოთ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 8 2015, 00:43

Gcckoka
საინტერესოა. ერთი რამე ვერ გავიგე ინგლისურის არ ცოდნის გამო. ის დამაგნიტებული ნემსი.. სქელი..აუნუ მძიმე მხრით დგება ჩრდილოეთისკენ?..

პოსტის ავტორი: Gcckoka Feb 8 2015, 00:50

ლეონ-ბლექი
ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ ჩემი მცდელობებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრა რო თავი საითაცააქ წვრილი (რითითაც ვუყრით ნემსს ) იქით არის ჩრდილოეთი მინიმუმ 15ჯერ გავაკეთე ორი ნემსით და შედეგი ყველამ ერთიდაიგივე მაჩვენა.
საითაც ჩრდილოეთია იმ მიმართულებითაც დავდევი რო სქელი ნახ**ეტიანი მხარე ქონოდა და მაინც შემოტრიალდა და წვრილი თავით დადგა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 8 2015, 01:37

Gcckoka
გასაგებია. მადლობა. საინტერესოა. ეგეთი რაღაცეები..კი უნდა იცოდეს კაცმა. მონადირემ განსაკუთრებით.

პოსტის ავტორი: Gcckoka Feb 8 2015, 12:07

ლეონ-ბლექი
გეთანხმები უნდა იცოდეს და მომავალში მექნება ბევრი საინტერესო ვიდეოები

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 8 2015, 13:04

ნემსი და საწრუპი თუ არ გაქვს ხელთ რას აკეთებ ამ დროს ? newsmile05.gif

ხომ არ ჯობია რამე ისეთი ვიდეო გააკეთო მაგალითად ტყეში დაიკარგე და როგორ გამოძვრე იქიდან ? newsmile05.gif

ბუნების მასალა რომ გამოიყენო სავით ?newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Gcckoka Feb 8 2015, 13:26

ალთაზარ
იქნება ეგეც გაწერილი მაქ ყველაფერი newsmile045.gif newsmile027.gif
ნემსის ქონაა მარტო საჭირო ტყეში თუ ხარ არაა აუცილებელი საწრუპი ისეთი რამე უნდა იპოვო რო იყოს მჩატე და არ იძირებოდეს newsmile05.gif
მოკლედ იქნება რა ყველაფერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 8 2015, 13:55

Gcckoka
ხოკეი ველით ველით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Feb 8 2015, 14:08

ხის ქერქიც გამოდგება .

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 8 2015, 20:50

ციტატა(jola @ 8th February 2015 - 16:08) *
ხის ქერქიც გამოდგება .

ფოთოლოც. გადასარევად ტივტივებს წყლის ზედაპირზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)