ვატყობ რომ მაგრა მომარტყავს ეს სენი, რამე თავის დანებების საშუალება თან ეფექტური ხომ არ იცით,
სერიოზულად უნდა მოვკიდო ამ საქმეს ხელი
მარკ ტვენმა თქვა:
''თამბაქოზე თავის დანებებაზე ადვილი არაფერია, 1000-ჯერ მაინც მექნება თავი დანებებული''
და 1000-ჯერვე ხელახლა დაიწყო
Maverick
ჭკვიანი კაცი ყოფილა
Maverick
მაგ მეც ქე ვიცი, ნახევარი საქმეა დანებებ და ნახევარი თავიდან რომ არ დაიწყებ, მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორო, თან სიმართლე რომ
გითხრა ნებისყოფაც მომიკოჭლებს და მიყვარს კიდევაც მოწევა მარა როდემდე უნდა ვიშხამო თავი, ფულს იხდი სიცოცხლის სეკვესტრში
ბედნიერი კაცი ვარ, აი მე ვეწევი ჯამთელ ცხოვრებას
4 თვეა რაც თავი დავანებე, მაგარი გახარებული ვარ, ვიტო ნებისყოფა არაფერ შუაშია დამიჯერე, უბრალოდ უნდა გინდოდეს დანებება და დაანებებ 100%- ით, 29 წელიწადი სერიოზულად ვიშხამავდი თავს, სულ მინდოდა დანებება მაგრამ 16 თებერვალს 18 საათზე ნაყიდი სიგარეტი ,,ბარდაჩოკში " რომ შევაგდე იმის მერე იქ აგდია, მაგრა ასწორებს თუ დამიჯერებთ და დაანებებთ თავს ბევრს მოიგებთ! !თამბაქო მართლა კლავს!
ეჰ......
მეც მინდა დანებება...
შოთა.03
შენადა ის მისაკრავები არაფერს არ შვება? უკვე მაგრა მაწუხებს, დაჟე ზიზღი მაქვს მარა ნარკოტიკივით არის რა
ნებისყოფა უნდა მაგას პირველ რიგში, 2-ჯერ დავანებე 1 წელი და 2 თვე ერთხელ და 1 წელი და 5 თვე მეორედ, მაგრამ ეხლა უკვე ვეGარ ვქაჩავ, ანუ ნებისყოფა ქესტუმეს.............
მეც დავანებე ერთხელ მთელი 4 დღე... კინაღამ კედელზე გავედი.. ვერ ვანებებ და რავქნააა...
მე 4 წელი მქონდა თავი დანებებული, დიდი მარხვის დროს დავანებე თავი მაგრამ მერე არ ვიცი რა ეშმაკმა შემიკიკინა
ამ თემის წაკითხვისას კაკ რაზ გამახსენდა სიგარეტი და გავაბოლე კიდეც
უცებ აიგო და დაანებო არამგონია ჩემი აზრით ნელ ნელა და ეტაპ ეტაპ აკონტროლო უნდა ყოველი მოწეული ღერი ყოველ დგე რო თითო ღერით ნაკლები მოწიოთ უკეთესი იქნება
მე არც სიგარეტის პრობლემა მაწუხებს და არც კალორიების სრულიად ჯანმრთელი ვარ
ანეგდოტს მოგიყვებით მაგაზე!!!
-ექიმო სიგარეტს როგორ დავანებო თავიო?!
-პაჩკიდან სიგარეტის ღერს რომ ამოიღებ,ჯერ უკან გაიკვეტე და მოწევას რომ დააპირებ,შეგზიზღდება და ვეღარ მოწევო...ყოველ ღერ სიგარტეზე მასე ქენიო!!!
ერთი თვის მერე ხვდება ექიმი და ეკითხება:
-რა ქენი,გადაეჩვიე სიგარეტსო?
-სიგარეტს კი გადავეჩვიე,მაგრამ უკან გაკვეტებულს მივეჩვიე,ახლა მაგაზე მიშველეო!!!
აბა ესაა ბიჭებო საქმეე?
ვისაც დანებება უნდა უნდა თქვას და დაანებოს.. ნელ-ნელა და მიპარვით არ გამოვა...
თუ იცით ვინც დაანება ყველამ მოიმატა წონაში? მე დანებება რომ დავაპირე მაგარი ავკრიფე წონა,
მეც ვცადე დანებება, მაგრამ ისეთი აგრესიული ვიყავი (შარიანი) სახლში მთხოვეს ჯობია მოწიო რამეს გაიჩალიჩებო.მეტი არც მიცდია.
მე დზმებო ვცადე დანებება მაგრამ არ გამომივიდა დღეში 1 ბლოკი არ მყოფნის ოღონდ მე ნოსოსავით არმწეველი კიარვარ
ჩემი აზრით მთავარი ნებისყოფაა!!! არასოდეს მომიწევია, ნაფაზიც კი არ დამირტყავს და ჩემ გამოცდილებასაც ვერ გაგიზიარებთ.
კუდიგორელი
ბედნიერი კაციხარ არც გაეკარო.
შალვა
სეზონზე იმდენს გატარებ -30 გაწყობს?
ვიტო
მე დანებებული მაქვს უკვე 4 წელია. ვეწევი იშვითად ძვირიან სიგარებს.
დაელოდეთ 1 იანვარს და ახალი წლიდან დაანებეთ, ოღონდ იცოდეთ
90%-ში გასუქდებით ჩემსავით +15, 20კგ წელიწადში...
საჭმეზი მოიმარაგეთ, ყველი და ნიგოზი (ყველი ჰოლანდიური, მომწარო)
ნიგოზიც მომწარო.
სულ მაინტერესებდა, რატომ ეწევიან, თან ზოგი ამდენს, რა მუღამია მეთქი. შესაბამისად, გამისინჯავს რამდენჯერმე, მაგრამ რავი, მაინც ვერ მივხვდი რა მუღამით ეწევიან ხოლმე, არ გამჩენია სურვილი ნამდვილად
ვიტო
მამაჩემი ეწეოდა სტუდენტობიდან, ესე 20 წლიდან. 1959-შია დაბადებული. ჰოდა 97-ში თუ 98-ში დაანება თავი, ახალ წელს. მახსოვს მოყვა, ღამე გავედი გარეთო, მოწევა მომინდაო. ჰოდა რატომღაც დავფიქრდი, რამდენი მეხარჯებოდა სიგარეტში დღეში, კვირაში, თვეშიო... თან მაშინ ჭირდა ცხოვრება. ჰოდა რომ დათვალა კაცმა, რაღა თავი ვიწამლო და თან ამაში სხვას ვაძლიო ფულიო. მაშინ გაანება თავი და აღარ ეწევა იმის მერე
შენც ეგრე ქენი, აიღე რამე ღირშენანიშნავი თარიღი, ვთქვათ შენი დაბ. დღე, მეუღლის დაბ. დღე, ან ახალი წელი. და გადააგდე. თან დაითვალე რამდენს დაზოგავ იმ ფულით შეგიძლია მერე შენთვის იყიდო რამე ან ვინმეს უყიდო - ფსიქოლოგიურად დაიკმაყოფილო მოთხოვნილება, რომ თავის მოწამვლის მაგივრად იმ ფულით უკეთესი რამე გამოვიდა.
ისე, ერთი კარგი მოთხრობა მაქვს წაკითხული სიგარეტზე, თუ ვიპოვნე ახლა კომპში, ავტვირთავ
აჰა, ვიპოვნე: http://www.link.ge/file/285530/Stephen-King---Night-Shift---Quitters.pdf.html
ავადმყოფობის დროსაა ადვილი დანებება. მაგალითად გრიპი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება. ღმერთმა ავად არ გაგხადოთ, მაგრამ თუ მაინც გახდით და განებებაც გინდათ - ისარგებლეთ მომენტით!
ღირშესანიშნავ თარიღებსაც არაუშავს, მაგრამ მთავარია ფსიქოლოგიური მომზადება, განებებაზე მტრკიცე გადაწყვეტილება და სიღრმისეული შეგნება იმკისა, რომ მოწევა ვნებს თქვენს ჯანმრთელობას.
უბრალოდ საჭიროა ნებისყოფა მეტი არაფერი , მე მაგალითად არასდორს არ მომდომებია რომ სიგარეტისთვის თავი სამუდამოდ დამენებებინა , აი მაგალიტად ვიტყვი ეხლა ერთი 6 თვე მოვწევ და ვეწევი შემდეგ ერთი წელი თავს დავანებებ და ვანებე ისე რომ Dღეს 2 პაჩკა რომ მოვწიო და ხვალ ვთქვა ვსიო ერთი წელი არ ვეწევი მეთქი არც მომინდება მოწევა
geojorjika კარგი ნებისყოფა გქონია
არ ვეწევი და არც მოვწევ!!!
ყველაზე კარგი რასაც შეიძლება "ეწეოდე" ეს არის ჯამთელი ცხოვრება!!!:)
geojorjika
გიო რასაც შენ ამბობ მაგაში თუ გინდა გამოგიჭერ ეხლავე, ან უახლოეს მომავალში
მართალია--მთავარი მონდომებაა...ერთხელაც ვთქვი აღარ მინდა და 4 წელია აღარ ვეწევი.
ძაან მაგარი ნებისყოფის პატრონი უნდა იყო თავი რომ გაანებო მეც გამინებებია მარა მაინც დამიწყია მოწევა და რავიცი რა გითხრათ ისე ვისაც შეულია უეჭველი უნდა გაანებოს თავი ბოლო ბოლო დურნაია პრივიჩკაა მარა ძნელი გადასაჩვევი.
მე სისტემატიურად ვანებებ მოწევას 1 წლით, მერე ისევ ვიწყებ თავიდან და ვარ ესე
4 წელიწადის განმავლობაში არ მომიწევია !
ეხლა ისევ ვეწევი მომილოცეთ
Bonehill
ყოჩაღ. მაღარიჩი შენზეა!
5 წელია წვეთი აღარ დამილევია, ვაჯობე და მოვერიე ჩემს თავს, ე.ი. ნებისყოფა მქონია!
მაგრამ ამ დაწყევლილს, სიგარეტს, 30 წელია ვეწევი და მისთვის თავის დანებება ჩემს ძალას და ნებისყოფას აღემატება!
თუ მოინდომებს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სიგარეტზე თავის დანებება. მე თვითონ ვეწეოდი 3-4 წელი და დავანებე, აღარ ვეწევი - მთავარია მონდომება (ოღონდ თავის დანებების პროცესში არ უნდა დათვრე) თორემ მთვრალი დაიკიდებ და ისევ - ,,გააბოლებ და დარდებს გააყოლებ"
ესეიგი რახდება ადრე თუ გვიან ყველა დანებებული ხო იწყებს მოწევას ისევ (მე სამჯერ დავანებე ) მერე იწყება ნერვიულობა რატო დავიწყე თავიდანო და უფრო მეტს ეწევა კაცი ნერვიულობის ნიადაგზე. ხოდა დასკვნა არ დავანებოთ თავი და უფრო ცოტას მოვწევთ
მოკლედ შევიძინე ე.წ. "გრინ სმოუქის" მინი ჩილიმი, იგივე ელ სიგარეტი. მეორე დღეა მაგას ვექაჩები და ჯერ სურვილი არ მაქვს პაპიროზისკენ გახედვის. ვნახოთ სანამდე გავქაჩავ.
საბო
ექიმები უწევენ რეკომენდაციას? დაწერე შიგადაშიგ როგორი შედეგი ექნება
რატომ ანებებთ თავს?.. მოწიეთ..მოწიეთ.. სიგარეტს რომ თავი დავანებო რაღა უნდა ვაკეთო?..
ლეონ-ბლექი
assassin29
ავად გახდომაც არ მშველის მე :( ახლა ისე ვარ გაციებული ყელგამოჭრილი ნადირივით ვხროტინებ მარა 1 პაჩკას მაინც ვამარცხებ ყოველდღე
მოუკიდეთ გააბოლეთ და დარდები გააყოლეთ !
საბო
ანუ რაღაცეები მოუგონეს მაგ გრინ სმოუქს ადრე და ვიფიქრე დაზუსტებით კომპეტენტური ხალხის პასუხი ხო არ იცი მეთქი.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)