თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ პირველი სასწრაფო დახმარება საველე პირობებში

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 22:08

ამ თემაში შოთა03-ის და საკუთარი გამოცდილების დახმარებით
განვიხილავთ პირველი დახმარების მოკლე და ეფექტურ გზებს.

საველე პირობებში (გარდა საომარისა) იშვიათია ექიმისა და ყველა
საჭირო ფარმაკოლოგიური თუ აპარატული საშუალების ხელთ არსებობა.

პირადათ მე გაგიზიარებთ რამოდენიმე ეფექტურ საშუალებას:

კუჭის წყლული ან გამჭოლი ტრავმა, ხასიათდება სისხლიანი პირღებინებითა
და მაღალი რისკით. სოფლის პირობებში (ახლო მახლო) საშოვნელია
რამოდენიმე კვერცხი, ჯამი და ჩანგალი (სუფთა).
კვერცხის ცილებს უნდა გააცალოთ ყვითრი, ცილები კარგად ათქვიფეთ
ბეზეს მომზადების კონდიციამდე. ეს აქაფებული მასა მიეცით დაზარალებულს
საჭმელად, რაც უზრუნველყობს პერფორირებლი ორგანოს და სისხლძარღვების
სწრაფ შეხორცებას და სისხლდენის შეჩერებას. ცილის დადება შეიძლება
აგრეთვე მუცლის გარედან პერფორაციის არეზე.

პერფორაცია - გახეთქვა, ხვრელი.

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 23:00

ტახზე ნადირობისას ყველაზე ხშირი ტრავმა-
მუცლის ფარის გაგლეჯვა.

ღმერთმა დაგვიფაროს!
მაგრამ... თუ ასეთი რამ მოხდა და ტახმა ვინმეს ნაწლავები ამოუყარა...
ამ შემთხვევაში:
1. არავითარ შემთხვევაში არ ვაბრუნებთ ნაწლავებს უკან მუცლის ღრუში!
2. ვიღებთ სტერილურ ბინტებს და ვფუთავთ გამოვარდნილ ნაწლავს ან ნაწლავებს.
3. თუ საავადმყოფომდე გზა დიდ დროს იკავებს, შეფუთვამდე ნაწლავებს ვაყრით
ანტიბიოტიკის მშრალ ფხნილს.
4. გზაში ე.წ. არტაშანს ვნამავთ ფიზიოლოგიური ხსნარით ( ანუ სუფრის მარილის
სუსტი ხსნარით).
5. თუ არ შეინიშნება ნწლავური სისხლდენა, შეიძლება ანტიბიოტიკის ინიექციის გაკეთება
კუნთში და ანალგინისმაგვარი ტკივილგამაყუჩებლის მიცემა.
6. ანტიბიოტიკზე ალერგიის არსებობის გაგება შეკითხვის მეშვეობით. ტესტის ჩატარებაზე არ ვისაუბრებ.


7. თუ ნაწლავი გაგლეჯილია და ვხედავთ განავალის მასებს, ნაწლავის 2-ვე ბოლო უნდა მოვაქციოთ
რეზინის ხელთათმანში. ამისათვის - ვიკეთებთ ხელთათმანებს, ვიკავებთ ნაწლავის ბოლოს ერთ ხელში
და მე2 ხელით ვიხსნით ხელთათმანს ისე, რომ მოხსნილი ხელთათმანი ჩამოეცვას ნაწლავს რის შემდეგ
ბინტის მეშვეობით ვამაგრებთ ხელთათმანს ნაწლავზე.

8. არავითარ შემთხვევაში არ ატიალოთ ნაწლავები საჭისებურად.
9. დროზე მიიყვანეთ დაზარალებული საავადმყოფოში, თქვენზე ბევრია დამოკიდებული.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 6 2009, 23:19

ციტატა(Gigs13 @ 7th October 2009 - 12:00 AM) *
3. თუ საავადმყოფომდე გზა დიდ დროს იკავებს, შეფუთვამდე ნაწლავებს ვაყრით
ანტიბიოტიკის მშრალ ფხნილს.

ანუ? ნებისმიერი აბის დაფხვნაზეა საუბარი თუ სპეციალური ანტიბიოტიკია რაიმე

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 23:43

ვიტო
ნებისმიერი გავრცელებული:
პინიცილინი, ამპიოქსი (ეს შუშებში რომ არის).

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 8 2009, 10:38

ციტატა(Gigs13 @ 7th October 2009 - 12:43 AM) *
კუჭის წყლული ან გამჭოლი ტრავმა, ხასიათდება სისხლიანი პირღებინებითა

ამას დავამატებ, რომ კუჭის წყლულის დროს, პერფორაციის შემთხვევაში, დიდი შანსია იყოს მელენა. ანუ შავი ფერის განავალი, კუპრივით შავი, მუცელი მტკივნეულია, არტერიული წნევა დაქვეითებული.

პოსტის ავტორი: 919 Oct 8 2009, 17:32

შოთა.03
დროა მე და შენ სამედიცინო ინტერნეტ-ინსტიტუტი დავაარსოდ
და დიპლომებიც დავურიგოთ ოჩოპინტრელებს! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
" ზ'ე ოჩომედ ჰაისქულ" იეს!!!

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 8 2009, 18:52

სულხან კვრნაძის სახელობის ინსტიტუტი?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: chubo1 Dec 21 2010, 01:16

ისე ალეკო კვერნაძის ხომ არ ჯობია newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: 33 Dec 23 2010, 08:32

ისე ურიგო არ იქნება ვისაც სამედიცინო განათლება აქვს შევიკრიბოთ და ერთი მასტერ კლასი ჩავატაროთ რას იტყვით ჰა?
მემგონი ცუდი აზრი არ არის.

პოსტის ავტორი: Davitus Dec 23 2010, 20:42

033

ნამდვილად კარგი აზრია, ორგანიზება უნდა ოღონდ ბევრ რამეს, ერთმანეთზე ხომ არ ჩავატარებთ newsmile05.gif მულაჟია საჭირო, იმისდამიხედვით თუ რის მასტერკლას ვატარებთ და რაში, პროგრამაა შესამუშავებელი და ა.შ.

პოსტის ავტორი: 33 Dec 23 2010, 20:54

დიახ პროგრამა დასამუშავებელია მაგრამ თუ ჩვენ ვისაც აქვს მედიცინაში გამოცდილება შეგვიძლია თითო თემა დავამუშაოთ და ისე ჩავატაროთ. ელემრნტარული ნაკბენი გველის და ამას მოყვეს თემა რა შეიძლება გაკეთდეს გადარჩენისთვის. ეს თემა ერთმა პიროვნრბამ აიღოს თავის თავზე და სრული ინფო ქონდეს და შემდეგ ავიღოთ მოტეხილობა, მოწამვლა, და ა.შ. ყოველმა პირმა ვისაც აქიმობა შეუძლია და ამის უფლება აქვს გადავინაწილით თემები და დავამუშაოთ აი ეს არის ჩემი აზრი და ამის შემდეგ ყველას გავაცნოთ. მასტერკლასიც გამოვა
აბა რას იტყვით?

პოსტის ავტორი: Davitus Dec 23 2010, 20:56

033

კარგს იზამ, მე ლიცენზია არ მაქვს, ასე რომ ოფიციალურად და ღიად მასტერკლასის ჩატარება არ შემიძლია, უფლება არ მაქვს

პოსტის ავტორი: 33 Dec 23 2010, 21:11

სამწუხაროდ მეც არ მაქვს ლიცენზია მაგრამ მასტერ კლასის ჩატარებაში თანაც პირველადი დახმარებისთვი მეგონი არ საჭიროებს ლიცენზიას. თუ არა და ლიცენზირებულებსაც მოვნახავთ თუ ეს საჭირო იქნება

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 24 2010, 00:38

უკაცრავად რის ლიცენზიაზეა ლაპარაკი? საექიმო საქმიანობის ლიცენზიაზე თუ მასტერ კლასის ჩატარების ლიცენზიაზე ? მე მაქვს საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება საველე პირობებში მიშაობის

პოსტის ავტორი: 33 Dec 24 2010, 05:20

ციტატა(ჩუბო @ Dec 24 2010, 01:38) *
უკაცრავად რის ლიცენზიაზეა ლაპარაკი? საექიმო საქმიანობის ლიცენზიაზე თუ მასტერ კლასის ჩატარების ლიცენზიაზე ? მე მაქვს საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება საველე პირობებში მიშაობის

საექიმო ლიცენზიაზეა საუბარი, თუმცა მე მქვს ბლს-ის სერთიფიკატი და ვარ პროვაიდერი გაქაჩავს?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 24 2010, 18:05

კაცო 03ელებო რა გჭირთ?
მასპის კი იცნობთ ორივე და კი იცით რაო მაგასაც არააქვს ლიცენზია, მარა ქე კითხულობს ღუდუშაურში 911 ის ლექციებს....
ანუ ეგ ლიცენზია სრულიად არაა პრობლემა!!!

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 24 2010, 23:39

რეალური პრაქტიკა თუ გაქვს? ბლს ის სერტიფიკატი გაქვს ტუ ინსტრუქტორი ხარ?

არც ჩოჩიას არ აქვს მაგრამ ..........

მასპი კი დირექტორი კაცია უკვე newsmile05.gif))))

პოსტის ავტორი: 33 Dec 28 2010, 05:41

მერე თუ არაფერია საჭირო გარდა წაკითხვისა დაე გაკეთდეს ერთი მასტერ კლასი ჰა?

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 12:16

კუჭის წყლულიდან ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ანდ გამჭოლი ჭრილობის დროს, მითუმეტეს პირღებინების არსებობისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ დაზარალებულს საჭმელი

შინაგანი სისხლდენის დროს საუკეთესო დახმარება არის პაციენტის სწრაფი და კომფორტული ტრანსპორირება უახლოეს კლინიკაში რომელსაც აქვს ქირურგიული განყოფილება.

მუცლის ღუს დიდი დაზიანებისას ნაწლავების ღრუდან გამოსვლის შემთხვევაში, ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერიულური არამჭდიდრო ნახვევი და სწრაფი ტრანსპორტირება, ინექციების კეთება პრეჰოსპიტალურ დონეზე არასამედიცინო პერსონალის მიერ დაუშვებელია

რაც შეეხება ლიცენზიებს, ლექციის არაოფიციალურ წაკითხვას არანაირი ლიცენზია არ სჭირდება newsmile05.gif ოფიციალურ ლექციას კი შესაბამისი ინსტრუქტორის (არა პროვაიდერის) სერთიფიკატი რა საკითხშიც კითხულობს ლექციას

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 16 2016, 12:27

ავადმყოფს რომელსაც აქვს გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში ან სხვა მიზეზით გამოწვეული პროფუზული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან , ამავდროულად იმყოფება დასახლებული პუნქტიდან მოშორებით და ტრანსპორტიც არ გვყავს, მობილური კავშირი კი არ არის. მის დასამშვიდებლად მისივე თანხმობით ლოცვის წარმოთქმა მაინც თუ შეიძლება?

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 12:42

შეიძლება

პოსტის ავტორი: ჯოლა Mar 16 2016, 12:43

ციტატა(უიარაღო @ Mar 16 2016, 13:27) *
ავადმყოფს რომელსაც აქვს გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში ან სხვა მიზეზით გამოწვეული პროფუზული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან , ამავდროულად იმყოფება დასახლებული პუნქტიდან მოშორებით და ტრანსპორტიც არ გვყავს, მობილური კავშირი კი არ არის. მის დასამშვიდებლად მისივე თანხმობით ლოცვის წარმოთქმა მაინც თუ შეიძლება?

ხმადაბლა კი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)