თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ბაზიერობა _ ბაზიერობა

პოსტის ავტორი: aragveli Aug 7 2009, 21:18

აბა დავწეროთ ვინ რა ვიცით. ეს თემა არ გვაწყენს

პოსტის ავტორი: aragveli Aug 14 2009, 07:50

ბაზიერთა პირველი კლუბი ინგლიში ჩამოყალიბდა. როგორც მე ვიცი სანადიროდ იყენებენ .მიმინოს, ქორს,შევარდენს,არწივს.ისიც გარკვეულ ეგზემპლიარებს ყველა არ გამოდგება. არწივს ძირითადად დიდი ზომის ცხოველებზე სანადიროდ იყენებენ.მგელი, ტურა, მელა. ჩვენში ძირითადად მიმინოთი მწყერზე ნადირობენ. მიმინოს დასაჭერად სატყუარად პატარა ჩიტს ღაჟოს იყენებენ. და ბადეში ხლართავენ. დაჭერილს ამოწმებენ და მხოლოდ იმ წლის ნაზარდი თუა მაშინ იტოვებენ რომელსაც ნარდს ეძახიან. ასაკიანი კაპუეტები არ გამოდგება. შემდეგ წვრთნიან და ასწავლიან იჩვევენ. ამის შემდეგ კი გამოჰყავთ სანადიროდ

პოსტის ავტორი: el'mose Sep 9 2009, 14:42

საქართველოშიც გვაქვს საკმაოდ ძლიერი ბაზიერთა კლუბი..თუ ვინმე დაინტერესდება ამ თემით შეუძლია მომმართოს და დავაკვალიანებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 10 2009, 15:42

ძალიან საინტერესოა მე ბავშობიდან მიტაცებდა ეს საქმე მყავდა ქორის ბარტყი გავზარდე და თოფით მომიკლეს newsmile038.gif მყავდა 2 ჯერ მიმინო მარა არაფერი არ გამომივიდა მიმნო ვერ შევიჩვიე .. სად არის ეს კლუბი და სად შეიძლება შეისწავლო ბაზიერობა ?

პოსტის ავტორი: el'mose Sep 10 2009, 18:53

ბაზიერთა კლუბის პრეზიდენტია ბ-ნი გოჩა კვანტალიანი, მისი ახალი კოორდინატები სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია გავუკეთო შეხვედრას ოგანიზება...ძალიან საინტერესო სფეროა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 10 2009, 22:30

მაგაში გეტანხმები მართლაც საინტერესოა ამ კვირაში მე და ნოსო ვაპირებტ ფოთში მიმინოს დაჭერის კადრები გადავიღოთ და ტუ მოხერხდა ასევე ნადირობის გადაღება .. ალბათ ძაან საინტერესო იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 5 2009, 22:28

როგორ იქნა მოვახერხე და სულ შემთხვევით დავიჭირე მიმინო რომელიც აღმოჩნდა წლევანდელი ანუ დასაგეშად ვარგისი .. მაქვს ესეთი თხოვნა , რადგან მე ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ მაქ და მინდა შევისწავლო ეს სფერო მაღალ დონეზე იქნებ არის ჩვენ ფორუმზე ისეთი ხალხი ვინც დამეხმარება newsmile05.gif

ესეც ჩემი "მიმი " რომელიც დღეს დავიჭირე http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 22:29

ლევანა90
საღოლლევან, შენ თუ მაგას მოაბი თავი კარგი იქნება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 5 2009, 22:36

სეზონი ისე ცუდად მიმდინარეობს ჩვენთან რო რაღაც მოდუნებული ვიყავი ამან კი დამქოქა. ვკითხულობ ლიტერატურას და ვნახოთ ალბათ გამომივა newsmile05.gif იმედი მაქ აქაც დამეხმარებიან ლიტერატურით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 5 2009, 23:44

ლევანა90
ვააა, საღოლ ლევან, როგორ დაიჭირე?

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 6 2009, 00:56

გალიაში ამოყო თავი და მეც არ დავაყონლე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბექარი19 Oct 6 2009, 04:21

რა გიჟი ძმა მყავს newsmile090.gif ხალხი მთელი დღეები უზის რო დაიჭიროს და ამას გალიაში დახვდა newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 6 2009, 10:21

საღოლ ლევან .აუცილებლად გამოჩნდება ვინმე და დაგაკვალიანებს

პოსტის ავტორი: Maverick Oct 6 2009, 10:42

ციტატა(ლევანა90 @ Oct 5 2009, 11:28 PM) *
როგორ იქნა მოვახერხე და სულ შემთხვევით დავიჭირე მიმინო რომელიც აღმოჩნდა წლევანდელი ანუ დასაგეშად ვარგისი .. მაქვს ესეთი თხოვნა , რადგან მე ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ მაქ და მინდა შევისწავლო ეს სფერო მაღალ დონეზე იქნებ არის ჩვენ ფორუმზე ისეთი ხალხი ვინც დამეხმარება newsmile05.gif

ესეც ჩემი "მიმი " რომელიც დღეს დავიჭირე http://www.radikal.ru

ლევან დაუკავშირდი www.bazieri.ge-ზე ადმინს ჩემი სახელით და დაგეხმარება, რაც მაგ კაცს ვიცნობ, სულ მიმინოებს და შევარდენებს დასდევს

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 6 2009, 11:33

უი ხო, მანდ არიან ბაზიერები, იქნებ დაგეხმარნონ

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 6 2009, 19:59

დიდი მადლობა ბიჭებო . იმ კაცსაც მივწერ newsmile05.gif

ხო ისე დღეს პროგრესიც მქონდა ჩემ ხელზე შეჭამა საჭმელო ისე დიდი ხანი კი უყურებდა მაგრამ მერე შემეგუა და შეჭამა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 6 2009, 21:14

ლევანა90 898-79-27-19 მურთაზი ქვია ამ კაცს და გოჩა კვანტალიანის სახელით დაურეკე და ყველაფერს დაგაკვალიანებს

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 3 2009, 09:36



ეს ვიდეო ვნახე შეჯიბრის თემაში და... ესეთი რამე არც კი წარმომედგინა, რას უშვება არწივი მგლებს...

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 22 2009, 22:14

ამ ვიდეოთი ისწავლით როგორ გაწვრთნათ მიმინო. თუ რამეში გამოგადგათ მოხარული ვიქნები








პოსტის ავტორი: maxara Jan 1 2010, 12:48

მოგესალმებით .კარგია მტაცებელიუ ფრინველიდ ნადირობა მაგრამ დიდ დროს მითხოვს მითუმეტეს ძალიან ძნელია როცა მუშაობ.მე მყავს მარჯანი და იმისთვის ვერ მოვიცალე ერთი ბეღურა მოვუკლა გასკდა ფილტვის ჭამიდ.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 4 2010, 17:23

maxara
გამარჯობა .. გეთანხმები იმაში რომ დიდი დრო უნდა დღეში 5 საათი უნდა მაგ ამბავს რაც საკმაოდ დიდი დროა იმ ადამიანისთვის ვინც მუშაობს მაგრამ მტაცებელი ფრინველით ნადირობას თავისი ეშხი აქვს და მუღამი ..

შენ მარჯანს ხომარ გვანახებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 21 2010, 22:11

დაიწყო სეზონი როცა ყველა ის ადამიანი ვისაც მტაცებელი ფრინველით ნადირობა უყვარს იწყებს მტაცებელი ფრინველის დაგესვას ნადირობისთვის ,, არც მე ვარ გამონაკლისი და წელს უკვე მე2 მიმინო მყავს სამწუხაროდ პირველი მიმინო არ გამომადგა ჯიუტი აგმოჩნდა "კაპუეტი"იყო ანუ 1 წელზე მეტის ... გაუშვი მე4 დგეს ...
შემდეგ დღეს დილიტ მეგობარმა მიშოვა მიმინო ამჯერად "ნარდი" ანუ წლევანდელი და დგესვე მივხდი რომ ამ მიმინოსგან გამოვა რამე newsmile05.gif მიმინო დედალია ალბათ ბევრმა ვიცით რომ მტაცებელ ფრინველებში დედლები უფო დიდები არიან ვიდრე მამლები,, დგეისთვის პირველი გაკვეთილი იყო ხელზე ჯდომა და ხელზე ჭამა რაც ჩემა მიმინომ პრიადზე შეასრულა აი ვიდეოც [ ისე ადმინისტრაციას ვთხოვ ბაზიერობას ცალკე განყოპილება გაუხსნან მთავარ გვერდზე .. რატომ ?? იმიტომ რომ ფრინველით ნადირობა საქარტველოში ოდიდგანვე მოდის და ეს განყოპილება ქვე განყოფილებად არ უნდა იყოს !!!


პოსტის ავტორი: ვიტო Sep 22 2010, 09:37

ლევანა90
ლეო თევზაობის განყოფილებები გვაქვს ჩატეხილი და ამავე ნადირობაში კიდევ რაღაც განყოფილებები,
ბაზიერობა თავფურცელზე როგორ გავიტანოთ აბა? თან 2 თემის გულისთვის არც ღირს და არც ისეთი პოპულარულია,
არც დამწერი არ გვყავს ამ საკითხებში, ჯერ ეგრე არ გამოვა, თუ რაიმე ცვლილებები იქნება და
განყოფილებამ რეიტინგები მოხსნა მერე დავფიქრდეთ ამაზე newsmile045.gif

ძაღლი შეჩვია?

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 22 2010, 22:19

კი ძაღლს რაზეც ვეტყვი არ შეილება მერე არ აქცევს ყურადღებას ერტი რო წამომცდეს მიდიტკო რო ეცემა მოგირბენინებს ხელებთან .. აი მიმინო ცოტა ნიტოდ უყურებს ძარლი რო უახლოვდება ფრთებს უშლის და ნერვიულობს ... რაც შეეხება დღევანდელ დღეს დიდი პროგრესია ჩემდამი შიში გაუქრა აგარ გამიტბის და არ მკბენს ხელზეც კარგად ზის .. მივედი ერთ აბხაზ ბაზიერთან და გაუკვირდა საგოლო რორგორ მოახერხეო მეტკი მტელი დგეა ხელზე მიზის ხოო ეგრე თუა გასაგებია კარგიაო ასე რომ თვის ბოლომდე თუ გავმართე სრულყოპილად მერე იმედია მწყერი იკნება აგმოსავლეთში და განახებთ კლას ,, დაჯე ბეკასზეც და კვათარზე გაიწევს და დაიჭერსო ..

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 23 2010, 09:35

ლევანა90
მწყერი რატომ, ქედანი და გვრიტებიც ხომ იქნება?

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 23 2010, 14:37

ხო ეგ თოფზე კი ბატონო მე მიმინოტი მიდა წაუნადირო და ეგ ამბვი ძაღლის სტოიკის გარესჰე არ გამოვა და გვრიტი და მტრედი არ მიგიშვებს ახლოს ...

პოსტის ავტორი: ლევანა90 Nov 8 2010, 11:16




პოსტის ავტორი: feroni Nov 8 2010, 22:55

ლევან შეგიძლია ინადირო თურქული მეთოდით, სხვანაირად მიმინო ბეკას ვერ დაიჭერს, ის კი არა თურქული მეთოდითაც გაუჭირდება, მოკლედ ვინც არ იცის თურქული მეთოდი რა არის ვხსნი
მიმინო გიჭირავს შუბივით ფრთებში და ფეხებში ერთდროულად, ფრინველის ამოფრენის თანავე მიმინოს შუბივით ესვრი, ეს მეტად წარმატებული მეთოდია რადგან მიმინოსთვის ხელით მიცემული საწყისი სეჩქარე ერთი ორად ამაღლებს დაჭერის შანს.
რაც შეეხება ქედანს არც უნდა ვიოცნებოთ რო მიმინოთი შევძლებთ ესეთი სწრაფი და ძლიერი ფრინველის მონადირებას, ქედანძე ნადირობა შეიძლება ქორით ისიც თუ ქორი ხელსაყრელ პოზიციაში ახმოჩნდა საჭირო ადგილას საჭირო დროს, მოკლედ თუ ქედანის მტაცებელი ფრინველით მონადირება ქსურთ არსებობს ერთად ერთი ვარიანტი, შავარდენი
შავარდენი კიდევ აი ეს არის ჩემს ავატარზე რა სურათიც დგას
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლევანა90 Nov 9 2010, 11:35

თურქული მეთოდით შანსი იზრდება მაგრამ მინუსებიც აქვს ამ მეთოდს , პირველ რიგში მიმინოს ბუმბული იმდენად უფუჭდება რომ ბოლოს მიმინო უარგისი ხდება მე ეგ მეთოდი არ მომწონს მიმინო ზიანდება , ეს კი ცუდია :(

კარგი დედალი შევარდენი ჩანს .. ეს ეხლა გყავთ თქვენ ?

პოსტის ავტორი: feroni Nov 10 2010, 00:25

ეხლა ჩემს მეგობარს ყავს, ბინაში ცოტა ძნელია ფრინველის მოვლა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Nov 10 2010, 09:24

დიახ ბინაში ძნელია ,, შევარდენისნაირნი კიდე ხო მაგრამ ,, აი ქორი ან მიმინო შეუძლებელია .. თქვენი სახელი თუ შეიძლება .. . newsmile05.gif

პოსტის ავტორი: shavlego Dec 22 2010, 22:11

14 წლის ვიყავი მაგთიკომის ჟურნალში რომ წავიკითხე სტატია ბაზიერებზე. იქ დეტალურად იყო აღწერილი მიმინოს შეჩვევა/აღზრდის წესები. მაგრად დამაინტერესა ამ საქმემ. მას შემდეგ დავიწყე მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება და ბაზიერობაზე წიგნების ძებნა. მალევე გავაკეთე ტყავის თასმები და ჩაჩი მიმინოსთვის. ვიყიდე ბადე და დიდი გულით ველოდებოდი გაზაფხულის მოსვლას, სოფელში რომ წავსულიყავი და მიმინო დამეჭირა.
გაზაფხული მოვიდა, ალბათ ასე 5-ჯერ მაინც გავედი დილაუთენია ჩემი პატარა ბეღურით მიმინოზე სანადიროდ, მაგრამ ფრინველი არა და არ გამოჩნდა. თითქოს ჩემ ჯინაზე შეიკრესო პირი...
თბილისში რომ ჩამოვედი მამა მითხრა ჩვენს აივანზე რაღაც მტაცებელი ჩიტის ბარტყებიაო. სიხარულისგან ეგრევე აივანზე გავვარდი და სადარბაზოს ამოშენებულ კედელსა და ჩემს აივანს შორის სამი მობუზული ფრინველი დავინახე. უცბად საიდანღაც უფრო დიდი მოფრინდა, მაგრამ როგორც კი დამინახა შეტრიალდა. ბარტყებმა ჩხავილი გააყოლეს დედას..
კურადღებით ვადევნებდი თვალს ბარტყებს და როცა წამოიზარდნენ ერთი ბარტყი ამოვიყვანე ბუდიდან..

შემდეგ დაიწყო 2 თვიანი არდადაგები სოფელში. ალბათ 300 ჩიტი მაინც მოვუკალი კისტის თოფით იმ ზაფხულს. ჩიტი ნელ-ნელა შემეჩვია. 30-40 მეტრის მანძილიდან მოდიოდა ხელზე. დამყავდა სათიბში, ტყეში...
ერთ მშვენიერ დღეს ახლობელმა მთხოვა შენი მიმინო მანახეო. მეც სიამაყით გამოვიყვანე ფრინველი ოთახიდან, შემოვსვი ქანდარაზე და ხელზე მოსვლის ტრიუკი უნდა გამემეორებინა : )) მიმინო გამოფრინდა, მომიახლოვდა, მაგრამ გვერდი მაქცია და აიჭრა ცაში.. ნელ-ნელა გადაეფარა გორას, ის უცხო ხალხმა დააბნია...
გავყევი ბილიკებს იმ მიმართულებით, საითაც ფრინველმა გადაიფრინა, ზემოდან შემოვუარე გორას, ვიფიქრე გზას მოვუჭრი-თქო. ვიცოდი, რომ შორს არ გაფრინდებოდა და იქვე ხეზე დაჯდებოდა სადმე. არაფერს არ ვწელავ და ვაგანიერებ, ალბათ კილომეტრი მაინც გავიარე გორამდე, ყურდღებით შემოვუარე პატარა ტყეს, რომელიც ამ ბორცვზე იყო, მაგრამ ვერასად ვერ ვნახე ჩემი მიმინო.
ასე და ამგვარად ხელჩაქნეული მოვდიოდი სახლში და თან ჩემ ნათესავს ვლანძღავდი გულში, რომელმაც მიმინო გამომაყვანინა გარეთ. ტყეში ნიავი ამოვარდა და თან ზარების ხმა მოჰყვა. ძალიან სუსტად მოდიოდა ზანზალაკების ხმა. გაოცებით და დიდი სიხარულით მივაყურადე და ეგრევე ვიცანი ზარების ხმა, რომლებიც მიმინოს ფეხზე შევაბი დაჭერის თანავე..
მალევე მივაგენი მას. სოფლის სატელევიზიო ანძების კენწეროში შემომჯდარიყო და ნიავს ეჭიდავებოდა. ქარი ხან აქეთ გადმოსწევდა ხან იქეთ. დავინახე თუ არა, მარცხენა ხელი მაღლა ავწიე და დავუშტვინე ჩიტს. მიმინომ ცოტა ხანი მიყურა და ჩამოხტა ანძიდან, ფრთები დაკეცა და უყოყმანოდ დამაჯდა ხელზე..

აღტაცებული დავბრუნდი სახლში, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხაროდა ეს ამბავი.

მიმინოს შეჩვევას დიდ მონდომება უნდა. ფრინველთან მინიმუმ 3-4 საათი მაინც უნდა გაატაროთ დღეში. უნდა გყავდეთ ბნელ ოთახში და აჭამოთ სულ ახალი ხორცი, სასურველია მომცრო ჩიტების.. მიმინო წყალს არ სვავს, ამიტომ ხორცი უნდა იყოს სისხლიანი, რაც შეიძლება ახალი.. და წარმოუდგენელია მისი გაზრდა ქალაქში...


საბოლოოდ ეს ფრინველი კირკიტა აღმოჩნდა, მაგრამ მოჩვევა და მოთვინიერება ზუტად იგივე წესით ხდება, როგორც მიმინოსი თუ სხვა ფრინველების..

ეს ფოტო მე გადავუღე ჩემი ზენიტით : ))))

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 22 2010, 22:14

shavlego ყველაფერი გულდასმით და მთელი ემოციებით წავიკითხე და მეც გამიცარდა რომ დაიბრუნეთ მიმინო მაგრამ, ერთ რამესი უნდა შეგისწოროთ. თქვენ იძახიტ რომ მიმინოს წყალი არუნდაო, რაც მცარია წყალი უნდ და თანაც დიდი ჭერჭელით. ის სვავს კიდეც იმ წყალს და ბანაობს კიდეც ბუმბულს ილამაზებს და ალაგებს. ეს საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით მეც მყავდა 2 ჯერ მიმინო

პოსტის ავტორი: shavlego Dec 22 2010, 23:04

ხო.. მე არ ვიცოდი...

ჩემ ფრინველს მართლა არასოდეს ჰქონია მაგის ფუფუნება...

ნუ პრინციპში წყალი არ დაულევია არასოდეს...

მარა თბილისში რომ ჩამოვიყვანე დასველებულ ხორცს ვაჭმევდი, სითხე უნდა რომ გადაამუშაოს საქონლის ხორცი.. აბა აქ ჩიტები სად მეხოცა..

პოსტის ავტორი: ლევანა90 Feb 7 2011, 12:20

წყალი მართლაც რომ უნდა თან ჯამით ,, როგორც ჯეკომ აღნიშნა იგი თან სვამს და თან იბანს ... და ბუმბულს ილამაზებს ..

პოსტის ავტორი: monadire -1981 Apr 15 2011, 15:24

ბაზიერებს გაუმარჯოს,ტემებს რო გადავხედე დზალიან ცოტა რამ წერია ბაზიერობაზე,მტაცებელ ფრინველებზე მიმინოზე მარჯანზე სჰევარდენზე გავაზე და ქორზე(ბალაბანი)ეს საქმიანობა უდზველესი დროიდან არის დასავლეტ საქრტველოსჰი გავრცელებული,რომელიც მსოფლიო ცჰემპიონატბზე დიდი წარმატებები ქონიატ მიგწეული დზველი დროის ბაზიერებს,დგესაც დზალიან პოპულიარობიტ სარგებლობს მტაცებლებიტ ნადირობა(ბაზიერობა)და მიხარია რო ტაობები და ტაობები გასცემენ ერტმანეტს,,1 ეტაპზე იჯერ მახრას,აკეტებ გალიას რომელსაც გააცჰნია ერტი სჰესასვლელი ტავზე ზამბარისებული რკალი გადაჯიმული და სჰესასვლელტან ჯვარისებული ჯოხი ჯოხზე სატყუარად გადებილი მაზე,სჰემდეგ მახრას ვაბნევტ უკანა მხრიდან დზაფს და წინა ფეხებიტ ვკიდებტ მახესჰი რატა წიან ფეხბიტ იმოდზროს და ღაჯოსტვის შესამცჰნევი იყოს,ის ნებისმიერი მხრიდან მიუდგება და რატა დაიჯიროს მახრას,სჰედის გალიასჰი ფეხის სჰეხებისას მახე ტავსისებურად იხურება სწარფად(ეს მახრას ფუნქცია)სჰემდეგ გამოქყავს ღაჯო ახვევ ისე რო ფრტა და კუდი არ დაუზიანდეს,აბნევ ეგრედ წოდებულ პაიჯებს დზაბიტ დსაწყისტვის მოკლე დზაფიტ სწორ ჯოხზე გაომუცობტ ოდნავ მოსჰორებიტ საქარულ ადგოლას,სჰემდეგ ტუ ღაგომ კარგად სჰეტვისა ჯოხს(ანუ გარგანს)და დაიწყო გაწევა მაგლლა და მაგლა ესეიგი კარგი მონაცემები აქვს,ამის ჰემდეგ ზოგი ეგრევე ეუფლება ჯამს ზოგიც ჯიუტობს უკრავ ცჰვეულებრივ ცჰიტის ხორცს საქოლნის მხოლოდ უმარილოს,მერე ნელა ნელა ასწავლი მარჯვენა მარცხენა გაყოლა ჯოხისკენ მერე უფრო და უფრო უმალავ რატა მოდზებნოს და გაყვეს კარგად,ტუ აგარ გაყვა და დზირს დაიწყო დაქაცჰვა ეს უკვე მინუსია ღაჯოს და ესე ტუ გაგრდზელა სულ უნდა გაუსშვა,სხვა უნდა ედზიო,და ტუ კარგად დაეუფა მიყვა გარგანს და პეპელასავედ დაიწყო ფარფატი მაგლა აწევიტ უკვე მზადა რო (დაისშაფხოს პატრა ტყავსი სატვალებიტ რომლეიც მარტო უნდა ხედავდეს ჯოხს(გარგანს)ამასცა ტავსი პროცედურები აქვს,დასჰაფხულმა ღაჯომ ტუ გასწია სიმაგლისკენ ესეიგი მაზად საქოხეზე წასყვანად და მიმინოს დასაჯერად,დანარცჰენს მერე გავაგრდზელებ,ანუ ბადის აგება ქოხის გაკეტება ადგილის ჰრცჰევა როგორ გაუტამსჰოდ და ასე სჰემდეგ.დროის სიმცირისგამო ვერ გავგრდზელე ბოდისჰი ვინც წაიკიტხავს.გარდზელება იქნება აუცილებლად.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 15 2011, 16:55

monadire -1981

უმორჩილესად გთხოვ, პოსტს სანამ გამოაქვეყნებ გადახედე ხოლმე, თორემ სკაიპში ლათინურად წერას მიჩვეული ადამიანისთვის, ძნელია ერთ ჯერზე იუნიკოდში დაწერილ პოსტში შეცდომები არ დაუშვას

უბრალოდ ამხელა და ასეთი არაკორეკტული სიტყვებისგან შემდგარი პოსტის წაკითხვა არავის არ მოუნდება

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
სჰევარდენზე

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
უდზველესი

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
საქრტველოსჰი

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
ცჰემპიონატბზე

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
გააცჰნია

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
სჰესასვლელი

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
სჰემდეგ

ციტატა(irakli_1981 @ 15th April 2011 - 16:24) *
სჰეხებისას



უამრავია კიდევ

პოსტის ავტორი: monadire -1981 Apr 16 2011, 20:36

ხო შეცდომრბი დამიშვია წერასში ვჩქარობდი და მაგიტომ,რაზედაც დიდ ბოდისშს ვიხდი,,რაც სშეხება გაგარდზელებას,ადგილს ვარჩევტ საქოხესტვის წინა გასშლილ ადგილს საიდანაც კარგად ჩანს მიმინოს მოდზრაობა,ქოხის რამოდენიმე სახეობებია,დასავლეტსში კერდზოდ აჭარასში დაახლოებიტ 1,50სმ სიმაგლემდე სშექხვდება განიერი და მოხერხებულად გატვლილი მტლიანად გადახურულ ფორმიტ ან ნახევრად გადახურული ფორმიტ,ქოხს საყრდენი სარი ეგრედ წოდებული(ლარი)უნდა იყოს მყარად ჩასობილი ტან უკეტდება სატვლყურო ფროტოჩკები მაქსიმუმ 3 ცალი,,,,,შემდეგ ბადე ქვხდება სამკუტხედი ფორმის,აუცილებლად უნდა ქონდეს სშუა გული ღრმა(უბე)კიდე ქხვდება ტურქული ტიპის ბადე ოტხკუტხა ესეტივე ღრმა(უბიტ) მიმინოს დაჭერის პროცედურა 1)ღაჯოს გატამაშება მაღლა რომ მიმინოსტვის იყოს სშესამჩნევლად ბადესტან 25 30 სმ დასჰორებიტ.2)მიმინოს წამოსვლისას ღაჯოს ვაჟენტ გარგანზე (ვეცადოტ ზურგის მახარიტ)და ნელა ნელა ვუტრიალებტ ფეხსში გარგანს,ღაჯო გარაგნს ეჯიდება და სშლის ფრტებს სწრაფად,ასეტ სატყუარს ფიტი ქვია.3)მიმინოს ბადესტან მოახლოების დროს არ ვაჩერებტ ფიტის მიცემას რაც უფრო მეტად იქცევს მიმინოს ყურადგებას,სანამ მოვხვდება მიმინო ბადეში ღაჯოს სწრაფად ვუქცევტ წინა(ესეც ერეტრტი ხერხია მიმინოს დაჯერის,გონია რომ გამექცევაო და უფრო მეტად და დიდი სჰიჩქარიტ ხვდება ბადესში)და ნაკლები სშანსია რო ღაჯო მოკლას ბადეში ვარდნისას,მოხვედრის დროს ეხვევა ბადესჰი (უბეში)აუცილებელია ფრტხილად გამოვიყვანოტ ბადედან რომ კუდი არ დაუზიანდეს და კლანჭი.იხვევა რბილ ქსოვილსში(გაკონდახვა)კისრიდა
ნ ფეხის ბოლომდე იკვრება. არა ვცი აქ რამდენად დამეტანხმებიტ რაც მე დავწერე ღაჯოს მოვალეობა,, დაჭერის მანერა,,მიმინოს სატყუარა მოდზრაობები მაგრამ მე დზალიან ბევრი მიმინო დამიჭერია ასეტი მანერიტ და ნამდვილად კარგი ხერხია,ეგ ყველაფერი ჩვენი დზველი ბაზიერებისგან მისწავლია აჭარაში.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 16 2011, 20:59

საინტერესოა და საინტერესოდ იკითხება newsmile045.gif კითხვები მაქვს: გარგანი რა არის? ფიტი თუ ფითი? გაკონდახვა რას ნიშნავს ზუსტად? ღაჯო რომ ღაჟოა ჩემით მივხვდი.

პოსტის ავტორი: monadire -1981 Apr 17 2011, 19:44

შადი შამოდი,,ფითი ნისშნავს მიმინოს წამსლვლის დროს ბადის სშუა ცენტრსში ღაჯოს გარგანზე ანუ ჯოხზე ტამაშს,(გაკონდაზვა)ნისჰანს დაჯერილი მიმინოს ან რაჯოს სშეკვრას სშეფუტვას newsmile045.gif

ქარტული სშრიფტიტ ვერ ვწერ გარკვეულად რაზეც ბოდიშს გიხდი.

პოსტის ავტორი: feroni Oct 16 2013, 00:43

ძველი ვიდეობი ვიპოვე, ხარისხისთვის ბოდიში ტელეფონის კამერით შავარდენის დევნა ცოტა რთული საქმეა, დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნებათ როგორ დაფრინავს!



პოსტის ავტორი: feroni Oct 16 2013, 01:12

აჰა ესეც ვიპოვე შარშანდელია, ლისის ტბაზე ვავარჯიშებდით ხოხობზე, ოღონდ ეს შავარდენი არ არის, ქორია. კაი გიჟი ვინმეა newsmile05.gif


ვიდეო ჩემი დამონტაჟებულია და გადაღებული, მაგიტომაც არის "სუპერ" ხარისხი D.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 16 2013, 22:06

ესეც "ჯემალა" თუ "ჯუმბერა" რავი რას არ უძახით ამ უბედურს, კურდღლებსაც გემრიელად ეტანება
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ლევანა90 Feb 16 2015, 23:26

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/



ქართველი ბაზიერები საერთაშორისო არენაზე

პოსტის ავტორი: საბო Feb 16 2015, 23:39

ლევანა90


ყოჩაღ კარგია. არ ვიცი ზუსტად რა შედეგით დამთავრდა ეს დათვალიერება, მაგრამ უკვე კარგია მონაწილეობა რომ მიიღე. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 16 2015, 23:54

ლევანა90
ცოტა განავრცე newsmile05.gif newsmile045.gif

ონჯღორე ვა გიჩქუნო წიე ? D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)