თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ სატარე მასალები

პოსტის ავტორი: შალვა Jun 18 2009, 20:21

lasharela_ava
სპილო , მამონტი ან ზღვის ცხოვ. ეშვის მასალის გაყიდვის მსურველი იცი ვინმე?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 18 2009, 22:59

lasharela_ava

ციტატა(lasharela_ava @ 18th June 2009 - 12:31 PM) *
თხოვნა მექნება მოდერთან მე ყველა ჩემს ნაკეთობას გაყიდულია თუ არა იმის მიუხედავად ამ თემაში დავდებ (უკეთ აღსაქმელი იქნება) უბრალოდ გასაყიდებს ფასებსაც მივაწერ ხოლმე...

დაე ასრულდეს შენი თხოვნა newsmile05.gif

და კიდევ თხოვნა მექნება პოსტს როცა ალურჯებ ბოლდიც დაუმატე თორე ძნელად იკითხება newsmile05.gif

წარმატებებს გისურვებ

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 20 2009, 11:44

lasharela_ava

ციტატა(lasharela_ava @ 19th June 2009 - 12:26 PM) *
(სპილოს ძვლით ვაჭრობა კანონით აკრძალულია)

ვა ეს საინტერესოა, და ჩვენთან რატოა შეზღუდვა, აფრიკაში ხომ არ ვართ, ან რამ ჩააწერინათ ეგ კანონში

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 20 2009, 13:30

ალბათ ჩვენთანაც აკრძალულია, წეღან ვიყავი მშრალ ხიდზე(სხვათაშორის დათო ბუ შემხვდა) იქ ვიღაც მასტი მარტორქის რქის ნაჭერს ყიდიდა..საიდუმლოდ(ჯიბიდან) პატარა იყო თორემ კარგი დანის ტარი გამოვიდოდა....

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jun 20 2009, 15:36

ციტატა(vito @ 20th June 2009 - 11:44 AM) *
ვა ეს საინტერესოა, და ჩვენთან რატოა შეზღუდვა, აფრიკაში ხომ არ ვართ, ან რამ ჩააწერინათ ეგ


სპილოს რქით ვაჭრობა აკრძალულია რადგან ის ავტომატურად იწვევს მის პოპულაციის განადგურებას. სამაგიეროდ ლეგალური მასალაა მამონტის ეშვი (გასაგები მიზეზების გამო მისით ვაჭრობა არ გამოიწვევს მამონტების პოპულაციის განადგურებას) newsmile035.gif

საინტერესოა რა ფასში ყიდიდა მარტორქის რქას და იყო თუ არა მართლა ის მასალა...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 21 2009, 17:04

რამდენ საინტერესო რამეს არ გაიგებს კაცი, სპილოს ძვალი გინდა არ გინდა მაინც პოპულარულია, მაგრამ მაგის ყელსაბამებით ხომ სავსეა ყველაფერი? რავი აბა არ მგონია მაგაზე აკრძალვა იყოს

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jun 21 2009, 18:02

ლევანი
მე ვიცი ,რომ მარტორქის რქა თმოვანი წანაზარდია.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 21 2009, 18:15

დათო ბუ
კი, ეგრეა, ანუ ჩათვალეთ რომ ფრჩხილია, მეც ეგრე ვიცი, ფრჩხილი და თმა ერთი და იგივე ქიმიური კომპონენტებისგან შედგება, ატომების წყობაა განსხვავებული

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 21 2009, 18:21

ქიტინი ქვია მაგას ბრატ!!

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 21 2009, 18:46

კიი..რაღაც მაგდაგვარია(ყოველ შემთხვევაში ბატონი ჯონ ჰანტერი ეგრე აღწერს) მე რომ ვნახე უფრო ეშვს გადვდა ოღონდ ირმის რქასავით დაღარული იყო..რავიცი..სიმართლე ითქვას მარტორქის რქა არ მაქვს ნანახი..იმან კი ეგრე თქვა და....რავიცი..რავიცი...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 21 2009, 19:31

მე ვიცი (სატელევიზიო გადაცემებიდან) რომ მარტორქის რქა კილოობით იყიდება და საკმაოდ ძვირიც ღირს, თუ არ ვცდები 700 $ ასევე ეგ რქა მხოლოდ მედიცინაში გამოიყენებაო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 21 2009, 23:28

მედიცინას რაც შეეხება.. მაგაზეც უწერია ბატონ ჯონ ჰანტერს..გავრცელებულა ხმა, რომ მარტორქის რქის ფხვნილი გამოიყენებოდა პოტენციის ასამაღლებლად..თან ამბობს ეგ ტყუილიაო(ეტყობა სინჯა და ფიასკო განიცადა) newsmile035.gif newsmile035.gif მაგრამ მარტორქები კი მიუყვანია გადაშენების პირას...ისე როგორც სატარე მასალა არ აქებენ..მიუხედავად იმისა რომ თითქმის გაქვავებულია..მაინც რაღაც ძარღვიანია და იშლება(დანის ტარზე მაქვს ნანახი..ოღონდ ის შავი იყო.შეიძლება შეღებილიც)

პოსტის ავტორი: შალვა Jun 22 2009, 12:10

გრიზლი
მარტო მედიცინაში არა, აფრიკის რომელიღაც(ვერ გავიხსენე) მე მგონი იემენში თუ სუდანში ხანჯლის ნაირი(უშნოდ მოღუნული) იარაღის
ტარად იყენებენ.

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 22 2009, 13:28

ხო პოტენციას რაც შეეხება მეც გასმიგია, მაგრამ აი დავარჩენი არ ვიცი, ერთი ის ვიცი რომ სპილოს ძვალზე და ეშვზე ძვირია

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 22 2009, 14:31

სპილოს ძვალს ჯობა დანისათვის უფრო პრაქტიკული და გაცილებით ხელმისაწვდომი G 10, Micarta, ან საერთოდ ნახშირბადოვანი ბოჭკო..

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 22 2009, 15:10

nihontoman

ეგ რა არის?

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 22 2009, 16:19

აი ეს ნახეთ:
http://en.wikipedia.org/wiki/Micarta
http://www.polymerplastics.com/composite_g10.shtml
http://en.wikipedia.org/wiki/Carbon_fiber

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jun 23 2009, 09:04

ბოჭკოვანი მეტალოიდი კარგია მაგრამ სად სპილოს ძვალი და სად ეგ... სულ სხვა კლასია... მე გთავაზობ ჯერ დანის პირი გააკეთებინო და როგორი გამოვა მას შემდეგ გადაწყვიტავ რა მასალა ღირს და უხდება... სპილოს ძვალს გარწმუნებ ფორუმებში ვერ იშოვნი, ისეც ძალიან გაგიჭირდება და ბევრი დაგიჯდება. ჯობს ალტერნატივაზე იფიქრო. ირემი. ლოსი. კამეჩი,ბოჩკოვანი(თუ პირის ფორმა შესაბამისია)....

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 24 2009, 11:50

lasharela_ava
კი ვიცი, კლასით უფრო მაღალია სპილოს ძვალი, მარა მოდერნი ძალიან მხიბლავს, თან სპოილოს ძვალზე უფრო პრაქტიკული და ადვილი დასამუშავებელი ნებისმიერი...
ეხლა მე ნებისმიერ სპილოს ეშვს ეს მირჩევნია:

ნახეთ რა ლამაზია, ნეფრიტს გავს...
ან ეს

დამასკუსის ფოლადს გავს ზოლებით...
თან მაგარი საკაიფო სახმარია ეს მასალები, ძალიან დაბალი თბოგამტარობა, მაღალი გამძლეობა, ქიმიური რეაგენტების მიმართ გამძლეობა და ა.შ.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 25 2009, 20:38

nihontoman
აქ სპილოს ძვალზე გართულება კი არ არის, უბრალოდ ტარი იქნება ფრინველის ფიგურით და მინდა ნატურალური ღია ფერის მაგარი მასალისგან იყოს დამზადებული.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 25 2009, 23:45

შალვა
ირმის რქაც უნდა წავიდეს.. დათოს არაფერი უთქვავს?????

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jun 25 2009, 23:50

მოვიტან ხვალ.

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 30 2009, 12:51

შალვა

რა ქენი? იშოვე ბოლობოლო სატაერე მასალა რამე?

პოსტის ავტორი: შალვა Jun 30 2009, 13:07

გრიზლი
დათო ბუმ მომიტანა ირმის რქა მაგრამ მგონია რომ არ წავა იმ საქმეზე, ასე რომ ვაგრძელებ ძებნას, მეგობარი შემპირდა ზღვის ლომის ეშვს, ჩამოგიტანო და ვნახოთ რას იზამს.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 1 2009, 01:21

ოოოო..ეგ სერიოზული მასალაა...მაგით მართლა მაგარი გამოვა.

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 6 2009, 21:44

შალვა

მოკლედ გბალეშიკობ რა! newsmile05.gif


ისე რა ვიცი რამე სისულელის თქმა არ გამომივიდეს, მაგრამ იყიდება სპილოს ძვლის მძივები და ბროსები, ზოგი კაი დიდი ნაჭერია და ხო არ გამოვიდოდა იქიდან რამე? ან ნაჭრებით ხო არ აიწყობოდა?

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 6 2009, 22:44

გრიზლი
არა..ეგეთი რამე არ გამოდგება...მაგას მთლიანი მასალა ჭირდება...პრაქტიკულად პატარა ქანდაკება უნდა იყოს...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 10 2009, 22:26

აუფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ! ეგ ნამეტანი გაჭირდება მაგის შოვნა

პოსტის ავტორი: ProFessoR Feb 18 2011, 20:08

სპილოს ეშვს ვყიდი მთიანს დამირეკე 897989889

პოსტის ავტორი: ხანჯალა Aug 1 2012, 11:59

ციტატა(შალვა @ Jun 25 2009, 21:38) *
nihontoman
აქ სპილოს ძვალზე გართულება კი არ არის, უბრალოდ ტარი იქნება ფრინველის ფიგურით და მინდა ნატურალური ღია ფერის მაგარი მასალისგან იყოს დამზადებული.


დამაინტერესა ამ დანამ. ბოლოს როგორ დამთავრდა? თუ შეგიძლია სურათები დადე რა დანა იყო ასე რომ გაგაწვალა ტარის არჩევაზე. ალბათ რამე მაგარი დანა იყო newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შალვა Aug 1 2012, 20:45

ისევ პროექტის დონეზეა.... newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ხანჯალა Aug 2 2012, 14:43

რა გიშლის ხელს? სურათები დადე იქნებ რამით დაგეხმარო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 8 2013, 17:00

მეგობრებო მაინტერესებს თუ შეიძლება კარელიური არყის ხისგან დამზადებული ტარის შეფერვა? თვითონ ტარი ძალიან ღიაა, როცა ამზადებენ როგორც ვიცი უსმევენ ტარზე რაღაცას, მე ვერ ვერკვევი, არ ვიცი რას. და მხედველობაში მაქვს შეიძლება თუ არა აწ უკვე ყოველივე პროცედურა ჩატარებული ტარის შეფერვა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 17:13

temoo90
შენ რასაც ტარის შეფერვას ეძახი(იმჰო)არ არის ეგრე ადვილი პროცედურა!
მაგაზე მთელი დისერტაცები მაქვს დაცული!

მოკლედ თუ ლაითად მივუდგებით ასე შეიძლება დაფერვა მაგრამ კარგი არ იქნება!

გაამზადე ტარი დააგე დანაზე და შემდეგ ან ბაიცი ან ფერიანი ლაქით დაამუშავე!
აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფინიში (ლაკის მაგვარი რამე)თორემ ფერსაც დაკარგავს და გაუბედურდება დანა!

პოსტის ავტორი: შალვა Apr 8 2013, 17:20

..temoo90
კარელიურის ბაიცით დაფარვა ცოდოა, მას ღია ფერის სტრუქტურა აქვს და დამუშავების შემდეგ ოდნავ ოქროსფერს უნდა ურტყამდეს, ამისათვის სელის (ან სხვა) ზეთში რამოდენიმეჯერ ჩაშვება შემდეგ ბუნებრივად გაშრობა შალით გაპრიალება ისევ ჩაშვება და ა. შ. სანამ საჭირო ფერზე არ დადგება.

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 8 2013, 17:23

T A M P L I E R
მე საუბარი მაქვს უკვე დამზადებულ დანაზე თავის ტარით და ყველაფრით, საქმე იმაშია რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა მუქი ფერი, თორემ თუ ეგეთი წვალება ჭირდება და მითუმეტეს თუ მაგ პროცედურით გაკეთებული მთლად კარგიც არ იქნება გამოდის რომ ტყუილად ვიკითხე newsmile045.gif

შალვა
დიახ კარელიურზე მაქვს საუბარი და როგორც ვატყობ მართლაც არ ღირს. მე ჯერ-ჯერობით არ მაქვს ეს, სანამ მექნებოდა უბრალოდ წინასწარ მინდოდა გამეგო რამდენად იქნებოდა შესაძლებელი newsmile05.gif

მადლობა მეგობრებო ინფორმაციისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 17:26

temoo90
ზოგადად კითხვა უაზროდ არასდროს არის!

ისე სურათი დაგედო რაზეა საუბარი უფრო კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: შალვა Apr 8 2013, 17:31

temoo90
კარელიური არყის ხისგან დამზადებული ავეჯის სურათები მოიძიე და ნახავ, რომ დამუშავების შემდეგ ზღაპრული ფერი მიიღება (უნიკალური მასალაა)

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 8 2013, 17:33

T A M P L I E R
შალვა

Helle Jegermester-ზე მაქვს საუბარი




პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 17:34

შალვა
შალვა მთლად ეგრე არ არის!ის კარგი მასალა როა ის უნდა იყოს კაპისგან ან სუველისგან!
სხვანაირად ჩვეულებრივი ერფეროვანი მასალაა

temoo90
ჩემი უდიდესი ვარაუდით ეგ ტარი უკვე სტაბილიზირებულია და სულ რომ დააკვდე ზედ ფერებში ჭყუმპალაობით მაინც ვერ შეაწოვინებ ფერს!

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 8 2013, 17:36

Helle-ს სხვა მოდელებიც მომწონს ტარის ჩემთვის უფრო მისაღები ფერით, მაგრამ რატომღაც ეს მოდელი მომწონს სისადავით, პირის ფორმით და განსაკუთრებით ზომით!
ამიტომ დავინტერესდი, ერთადერთი ტარის ფერი არ მომწონს და ისიც სურათებში, რეალურად შეიძლება სულ სხვანაირი შთაბეჭდილება შემექმნას, მაგრამ თბილისში არ ვიცი არის თუ არა სადმე ასეთი გასაყიდი, რომ თავად დავრწმუნდე როგორია. ხომ გესმით რასაც ვგულისხმობ?!

პოსტის ავტორი: შალვა Apr 8 2013, 18:04

T A M P L I E R
მე მზა დანის ტარზე თუ იყო საუბარი არ ვიცოდი. ხამი მასალის დამუშავება მეგონა იყო საჭირო.|
დანარჩენზე რათქმაუნდა გეთანხმები.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 8 2013, 18:08

ჰელა ბანძი ფირმა არ არის და არამგონია რომ დაუშვას ტარის წყლით გაჟღენთვა

პოსტის ავტორი: ghost1911 Jan 12 2015, 21:32

სელის ზეთი ხო არ იცით მეგობრებო სად ვიშოვო. ტარის გასაჟღენთად მინნდა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 12 2015, 21:48

ghost1911
დიდ სუპერმარკეტებშიც იყიდება და სამხატვრო სალონებშიც

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 13 2015, 03:14

ციტატა(giorgi11 @ 12th January 2015 - 23:32) *
სელის ზეთი ხო არ იცით მეგობრებო სად ვიშოვო.

გუდვილში..პირდაპირ დახლზეა გამოფენილი.

პოსტის ავტორი: დაქსი Jan 13 2015, 03:18

მაჰაგონი არ ვარგა სატარე მასალად????? thinking.gif thinking.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 13 2015, 06:56

დაქსი
ვარგა

პოსტის ავტორი: ghost1911 Jan 13 2015, 16:39

ციტატა(დაქსი @ Jan 13 2015, 04:18) *
მაჰაგონი არ ვარგა სატარე მასალად????? thinking.gif thinking.gif

ძალიან ლამაზი ფაქტურა აქვს, და მაგარი ხეა

პოსტის ავტორი: დაქსი Jan 13 2015, 19:45

ბზასთან ერთად მინდა გამოვიყენო შაიბებად რომ ავკინძო თხელი ფირფიტებით და ერთმანეთთან კავშირი მეეჭვება როგორი ექნება, ბზაც და მაჰაგონიც წებოს ნაკლებად იჭერენ , ეპოქსიდით ვცდი და ვნახოთ შედეგი.

პოსტის ავტორი: ghost1911 Jan 13 2015, 19:55

ციტატა(დაქსი @ Jan 13 2015, 20:45) *
ბზასთან ერთად მინდა გამოვიყენო შაიბებად რომ ავკინძო თხელი ფირფიტებით და ერთმანეთთან კავშირი მეეჭვება როგორი ექნება, ბზაც და მაჰაგონიც წებოს ნაკლებად იჭერენ , ეპოქსიდით ვცდი და ვნახოთ შედეგი.

ეპოქსიდი საუკეთესოა ჩემი გამოცდილებიდან, ნებისმიერ ხეს აწეპებს

პოსტის ავტორი: დაქსი Jan 13 2015, 20:05

ghost1911

ციტატა(giorgi11 @ 13th January 2015 - 20:55) *
ეპოქსიდი საუკეთესოა ჩემი გამოცდილებიდან, ნებისმიერ ხეს აწეპებს


გაიხარე, დიდი მადლობა რჩევისთვის, მეც მაგას ვფიქრობდი, ან ეპოქსიდი ან AB. მიმიხვდი ალბად რომელ წებოსაც ვგულისხმობ
newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ghost1911 Jan 13 2015, 20:23

ვერ მიგიხვდი newsmile05.gif არვიცი რომელია. მარა მაინც ეპოქსიდს გირჩევ მაგ საქმისთვის . ოღონდ სარკესავით ნუ გააპრიალებ დასაწეპებელ ადგილებს და ყველაფერი იქნება OK newsmile05.gif დადე მერე სურათი აპა რა გამოგივა.

ჰო დამავიწყდა. ტისკში ან რამეში ჩაატანებიე უკეთესად დაწეპდება. ერთმანეთს რო დაეჭირონ ფენები, ხო ხვდები? და ერთი დღე ჭირდება ოთახის ტემპერატურაზე ეპოქსიდს გასაშრობად.

პოსტის ავტორი: დაქსი Jan 13 2015, 20:24

ghost1911

ციტატა(giorgi11 @ 13th January 2015 - 21:20) *
დადე მერე სურათი აპა რა გამოგივა

აუცილებლად. იმ წებოს ფოტოსაც დავდებ მერე newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ghost1911 Jan 13 2015, 20:29

ოკ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 4 2016, 13:57

დანისთვის სატარე მასალას ვეძებ. თუიცით გამომშრალ მასალას თუ ყიდიან სადმე -მუხა რცხილა ალუბალი ჭანჭური ბალი კაკლის ფესვი ზეთისხილი წითელი ხე სანდალოზის ხე და რამე კარგი ხეები მაინტერესებს ძაან....!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 4 2016, 14:03

კომშიც კარგია და ეგეც მინდა

პოსტის ავტორი: Gcckoka Jan 4 2016, 14:32

ციტატა(PREDATOR @ Jan 4 2016, 14:57) *
დანისთვის სატარე მასალას ვეძებ. თუიცით გამომშრალ მასალას თუ ყიდიან სადმე -მუხა რცხილა ალუბალი ჭანჭური ბალი კაკლის ფესვი ზეთისხილი წითელი ხე სანდალოზის ხე და რამე კარგი ხეები მაინტერესებს ძაან....!!!!!!!!!!!!


მეც მაინტერესებს...

პოსტის ავტორი: ghost Apr 6 2016, 22:47

ხომ არ იცით კამეჩის რქა სად ვიშოვო თბილისში?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 7 2016, 08:06

სავარაუდოდ მშრალ ხიდზე.....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 7 2016, 09:06

PREDATOR

ავჭალაში გოგიას საწყობი რომ არის, ხის მასალის დიდი ასორტიმენტი აქვს
იქვე ამუშავებენ სახერხს და ატხოდებიც ბლომად აქვთ
დანას კი უნდა ეყოს

პოსტის ავტორი: ghost Apr 7 2016, 14:28

ნუკრიMax
რამდენჟელაც ვიყავი არ ქონდათ , დეფიციტური მასალაა.... ეგ გოგიას საწყობი სადარი კონკრეტულად რომ მიმასწავლო , და რა ხის მასალები აქვთ ხომ არ იცი, ბზა , კაკალი და რამე ეგზოტიკური აქვთ?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 7 2016, 14:50

ghost
ავჭალის ბოლოშია, ვისაც არ უნდა კითხო ყველა გეტყვის.
ეგზოტიკური ხეები თუ გინდა, კარფურის მოპირდაპირე მხარეს, გზის გადაღმა 2 სართულიანი შენობაა,
მანდ ქონდათ ხოლმე-----

პოსტის ავტორი: ghost Apr 7 2016, 17:05

ნუკრიMax
ხის მასალა იყიდება პირდაპირ თუ ეგეც საწარმოს პონტია?

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 7 2016, 17:37

ნუკრიMax დიდი მადლობა. ვიშოვე უკვე.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 8 2016, 09:01

ghost

მასალების საწყობია, იყიდება...
თან საწარმოც აქვს, ამზადებენ რაღაცეებს

ცოტა მეძვირეა, მაგრამ შენ იმდენი რა უნდა დაგჭირდეს
ავჭალის ბოლოში რომ გახვალ, მანდ იკითხე, მარჯვნივაა ასახვევი და იქვეა

პოსტის ავტორი: ghost Apr 8 2016, 15:58

ნუკრიMax
აჰაა მადლობა newsmile05.gif იმედია კაკალი და ბზა ექნებათ. და კარფურის მოპირდაპირე მხარეს არის ეგზოტიკური ხეებიო , და იქ რა პონტია, იქაც იგივე სიტუაციაა როგორც ავჭალაში??? ან როგორ ვიკითხო , რა ქვია?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 8 2016, 16:44

გზის მეორე მხარეს იყვნენ, ანუ ქალაქში რომ შემოდიხარ..
მანდ ქონდატ აფრიკული და ეგეთი ეგზოტიკური მასალები
ეხლა ნამდვილად არ ვიცი კიდე თუ არიან
ფეიქრების ქუჩაზე ინსტრუმენტალურის ეზოშიც ქონდათ ეგ მასალები

პოსტის ავტორი: ghost Apr 8 2016, 19:05

ნუკრიMax
მადლობაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: sairme Apr 14 2016, 18:12

ghost
კაკალს თუ გინდა მე მოგცემ თუ მოგეწონება.

ზესტაფონში მომცეს კაკლის საწარმოში, ერტი სამი წლის წინ

პოსტის ავტორი: ghost Apr 14 2016, 22:42

sairme
მადლობა newsmile05.gif კაკალი მეც ვიყიდე ახლა ძაან მაგარი მასალაა , მუქი ფერის(მარგანეცის მარილები ამუქებს ხოლმე რაც მიანიშნებს რომ მთაში გაზდილია)... მე ახლა მიმასწავლეს რომ ეგზოტიკური მასალები იშვება კარფურის მოპირდაპირე მხარეს და "აირონ ვუდს" ვუმიზნებ newsmile05.gif))) ეტყობა ძაან ოპტიმისტი ვარ newsmile01.gif ხო კიდე , ანუ დეზერტირების ბაზართან შეიძლება რომ ვიშოვო კამეჩის რქები?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)