გამარჯობა!
ცალკე ვხსნი ამ თემას, მიზეზთა გამო, ბევრი მითი და ლეგენდა შეიქმნა ამ ბოლო დროს, და იმედი მაქვს ეს თემა დაგვეხმარება სინათლე მოვფინოთ ამ ამბავს!...
მოკლედ 2 თამამი განცხადების გაკეთება მინდა:
1. ქართული დანა (ტრადიციული, ხახლური და ა.შ.) შემოინახა დღემდე.
2. მეც ვაკეთებ მას, და საკმაოდ კარგათაც.....
მაინტერესებს, რა სმენია საზოგადოებას ამ (ქართული ტრადიციული) დანის შესახებ.
სურათები და კიდევ რაღაც-რუღაცეები ცოტა მოგვიანებით!
პატივისცემით ი. ბ.
სიმართლე ითქვას..არაფერი მსმენია...თუმცა საკმაოდ დამაინტერესდა. ეგ რას ნიშნავს???...ხანჯალი და ხმალი გამიგია..მაგრამ ქართული დანა???. რა ფორმის არის... რა დანიშნულების(წელსაკიდს ვგულისხმობ) ანუ ხანჯლის დანიშნულება არ აქვს და კიდე სხვა რამეა???... ალბათ უფრო მონადირული??.. ან რამე ისტორიული წყაროები არსებობს..რომ ქართულია?.
gorda
სურათი ხომ არ გაქვს რო დადო და ცოტა წარმოდგენა შეექმნას ხალხს თორე ქართული დანა ცოტა ზოგადი ნათქვამია
გამიგია ქართული დანის შესახებ და ისიც მსმენია რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის სხვადასხვა დამახასიათებელი გეომეტრიის პირი ქონდაო ამდანებსო, ნახვით არ მინახია რაც ვიცი ესაა მარტო კარგი იქნება თუ გავაცოცხლებთ და დავიწყებას არ მივმცემთ ასეთ დანებს ისე ერთ ეგეთს მეც დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი თუნდაც იმიტომ რომ ქართული ქვია იქნებ ფოტოები მოგვაშველო გორდა ძამიკო და ცოტა ჩვენც მოგვითხრო ამდანის შესახებ.
იმერეთში ცნობილია [b]გიორგაძის [/b]დანები, რამოდენიმე მაქვს რაიონში, დღესაც კარგი ფხა აქვთ, დიზაინი... დანაა რა.
ჯერ-ჯერობით კი რამდენიმე ჩემი დანა:
დანები ჩემი ნაჭედია, უმრავლესობა ლეგირებული ფოლადის ლ ა მ ი ნ ა ტ ე ბ ი ა !!! (ეტყობა რომელიც), რაც ჩემი გამოცდილებით ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ქართული დანის (სიტყვამ მოიტანა და ისევე როგორც სკკანდინავიურის!!!)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მითითებული საიტი ჩემია, მარა ჯერ არ დამიკიდია.. მალე ამასაც ვიზავ!
ძალიან კარგი ნამუშევრებია,ურსა მეც გამიგონია და მინდოდა დამეწერა პასუხი თქვენს კითხვაზე მაგრამ ცოტა მოგვიანებით ვნახე,ისე რას ფასობს თქვენი ნაჭედი დანები ძალიან მომეწონა ბოლო სურათები
gorda
ძალიან კარგი ნამუშევრები კი არა.....აი მაგარი აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მომეწონა. ეგ დანები თქვენი ნამუშევრებია????.... ძალიან მაინტერესესბ ტექნოლოგია. ეგ ამოტვიფრა რა მეთოდით ხდება??... ქართული დანა...ეგ სტილია???...ძალიან სადა და დახვეწილია.
ფასები ძირითად ფოლადიდან გამომომდინარეობს, საშუალო პირის მქონე დანა (11-12 სმ-ის პირით) 100-350 როგორც წესი 100-350 დოლარამდე ჯდება. ლეგირებული ფოლადის ლამინატები ყველაზე ძვირია, შემდეგ მოდის ნახშირბადოვანი ფოლადის ლამინატები, შემდეგ ლეგირებული და არალეგირებული ერთფენები.. ვცდილობ გავაკეთო ძალიან სუფთად, მაგრამ მინიმალური ''ფინტიკლუშკებით".. მთავარია კი ფ ხ ა ჰქონდეს..
პ.ს. მადლობთ.
გმადლობ. ამოტვიფრას რაც შეეხება, ხელით ვწერ ტექსტს და მჟავას ვაჭმევ ფონს.
თუმცა, ჩემთვის ეგ მხოლოდ ლამაზი დასასრულია მთავარია დანა კარგად გაიჭედოს, ფენები შეიჭედოს და კარგად იწრთოს, მოეშვას და ქვაზე გამოილესოს! მჭედლის ხელოვნება სწორედ ეს არის )
gorda
ამ დანის ქართულობა რაშI გამოიხატება?
დიდიებული ნამუშევრებია
უმაგრესია! მაგარი მომეწონა დახვეწილი და გემოვნებიანი ნამუშევრებია, თან ქართული! აღფრთოვანებული ვარ იმედია ერთი ეგეთი როდესმე იქნება ჩემ საკუთრებაში! ლამინატი ლამაზია!
gorda
არა
BEK_M ჰოდა წაიკითხეთ!
თუ სტატიამ არ დაგაკმაყოფილათ, შეკითხვები მომწერეთ, ბევრი მიძებნია ამ სფეროში და რაც შემეძლება გიპასუხებთ..
gorda
რო მდომოდა ხო წავიკითხავდი თუ პასუხის გაცემა არ გინდა არაა პრობლემა
ბოლო ფოტოზე რო დანებია ორი ერთად წარწერით ესეთი რა დამიჯდება თავისი არაჩვეულებრივი ქარქაშით გორდა ძამიკო ეგ მითხარი ეგენი ხო ლეგირებული ,, გამდიდრებული,, ფოლადის ლამინატებია???? დაშენი დამღა ზაქრო ნონიკაშვილის დამღას წააგავს? მე მაქვს ზაქროს ტიგელური დნობით მიღებული 12 კომპონენტიანი ბულატი უძაანმაგრესი რამეა. მოკლედ ეგეთი ფორმის ზომის დანა რაც ბოლო ფოტოზეა რა დაჯდება??
gorda
ძალიან წვრილად წერია და მაგიტომ ვერ წავიკითხე თორე შენი სტატიის ჯინი კი არ მაქ
200-300 დოლარი. გააჩნია "კომპლექტაციას" და ზომას.
სტატიის სკანი შეინახეთ და ჩვეულებრივად კომპში გახსენით,ზომა საკმარისად დიდია წასაკითხად!
1.პირის მასალა (ლეგირებული ფოლადის ლამინატი, ნახშირბადოვანი ფოლადის ლამინატი, ერთფენა ფოლადი და ა.შ.)
2. ტარის მასალა (კამეჩის რქა, ხე, შერეული)
3. ვადა, ყაწიმები (ქარქაშის მოსართავი) ვერცხლი, თითბერი
4. ღარი, წარწერა და სხვ...
სტატიის სკანი შეინახეთ და ჩვეულებრივად კომპში გახსენით,ზომა საკმარისად დიდია წასაკითხად!
დადე ვნახოთ ჩვეენც! სტატია წავიკითხე საინტერესოა, კარგია რომ არ დაკიარგება ქართული დანის დამზადების ტრადიცია და თვითონ ქართული დანაც არ მიეცემა დავიწყებას!
სხვათაშორის..როგორც გავარკვიე...ქართული დანა მქონია. დაახლოებით 25 წელია უკვე. იმერეთიდან არის...როგორც სტატიაში ამოვიკითხე "ღორის დანა". მაგრამ დამღა არ მახსოვს აქვს თუ არა.(სოფელშია) ჩამოვიტან და სურათებსაც დავდებ. ისე განსაკუთრებულად მჭრელი კი არის. ეგ თუ ქართული იყო..ნამდვილად არ ვიცოდი. აწი განსაკუთრებით მივხედავ.
ლევანი აუ ღორის დანაზე გამახსენდა ეხლა ვაიმე ეგეტი დანა მეცმაქ ოღონს ძველი ვარიანწი გრავირებით არაა მარა მაგრად ჭრის მეც განახებთ სურათებს სოფელ/სი რომ ჩავალ წამოვიღებ
ღმერთმა დაგლოსცოთ და გაგაძლიეროთ ასეთი ნამუშევრებისათვის და ქართული საქმის პოპულარიზაციითვის.
gorda
თუ შესაძლებელია თქვენი ნამუშევარი დანების ფოტოებთან ერთად ,მათი პარამეტრები და საბოლოო ფასები მიუთ
ითოთ და სად შეიძლება მათი შეძენა, პატრიოტი კი ვარ მაგრამ თუ ქართული დანის ფასად არანაკლები ხარისხის და დიზაინის 2 იაპონური, ფინური ან შვედური დანის შეძენის საშუალება მექნება არც დავფიქრდები და უცხოურს შევიძენ!
Bonehill
სტატიაში, საკმაოდ კარგად ეწერა ყველაფერი. ზოგადად კავკასიური სტილი ყოფილა...მაგრამ უფრო ქართული აქცენტებით.
ველოდები ფასებს! მერე გამოჩნდება რას გადავწყვიტავ
Shooter
ნუ რაღაც -რაღაცეებით გავს, მარა ძაან ბევრ რამეში არ გავს. იგივე სპუსკები სულ სხვა და სხვაა...ტარის ფორმა, მასალა და ა.შ.
თორე მასე ფინკები იაპონურ სანადირო დანებსაც გავს და რომელმა მოიპარა დიზაინი... მარტო სურათებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არ სეიძლება....
gorda
დამზადების ტექნოლოგია მაინტერესებს ძაან! მითუმეტეს მაინტერესებს ფოლადის მარკა და ემცველობა.... აი მაშინ კი შესაძლებელი იქნება შედარება მოვახდინოთ იგივე ფინკებთან, იაპონურებთან და ა.შ.
ლევანი
+1
საერთო კონცეპტი ერთია, მარა განსხვავებულია მართლაც ბევრ ასპექტში!
gorda
მე დიზაინი ძალიან მომეწონა, ფასი თუ იქნება ხელმისაწვდომი, აუცილებლად შევიძენ... კაი საქმეს აკეთებ, წარმატებები მინდა გისურვო, იმდენი შესაძლებლობა გვქონოდეს ქართველებს, 2-3 ეგეთი დანა რომ უპრობლემოდ გვეყიდოს...
P.S. სტატია წავიკითხე და მომეწონა, მაინტერესებს სად შეიძლება ვნახო დაღესტნური სერიული წარმოების დანები, თუ გაქვს ლინკი დადე, შედარება მაინტერესებს
რა განაპირობებს ესეთ მაღალ ფასს? მეძვირება!!
ეეხ ლევან შენ მგონია მართლა დაბერდი! ხელობას ფასი ყოველთვისა აქვს და ექნება სხვანაირად შედევრები არ შეიქმნებოდა, უბრალოდ გადამხდელს არა აქვს ფული და სურვილი კიდე ნამეტანიდიდი გვაქვს , ხო იცი ქართველები გემოვნებას არ უჩივით ამიტომ მართალია ფული არა გვაქვს მაგრამ ვცდილობთ იქნებ გამოვიდეს და ხელოსანს რო უღირს 300 მწვანე იქნებ 200 GEL ად გამოვიყვანოთო და ცდილობს ცდა კიდე ბედის მონახევრეაო ხო გაგიგია აქ მოხელესა და მომხმარებელს შორის მიდის ჭიდილი. სასურველი და ძვირფასი იაფად უნდა ყველას ეს ბუნებრივია, თორე გრავირება რომ მძიმე სამუშოა და ძვირი სიამოვნება მაგი მგონი ჩემმა რეიმაც იცის.
hunter777
მართალი ხარ..მეც მაგას ვჩივი. ზუსტად.
ფასს წარმოქმნის ბაზარი და არა ხელობაზე დახარჯული: დარო , ცოდნა და ენერგია (სამწუხაროდ) მასე ნიკალა, ვანგოგი, აგული ერისთავი და სხვანი და სხვანი ცხოვრებაში მილიონერები იქნებოდენ (ყველამ 100 წელი იცოცხლეთ) , რაც შეეხება ,,მყიდველს ფული არ ააქვს და ამიტომ ვერ ყიდულობს"-ზე ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ მყიდველებს კიდევ ერთი უპირატესობა გვააქვს...... დიდი არჩევანი ანუ ბაზარი, რაც ხელოვანის მიერ აუცილებლად გათვალიწინებული უნდა იყოს.
დიდი პატივისცემით, მცირე რაოდენობის კოლექციის მქონე შალვა.
სხათაშორის მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ახლობელს მეზობელი მიადგა..."ძმურად ერთი კონდახი გამიკეთე"-ო. ამან უპასუხა... "ეგ 1 კვირიანი საქმეა, მე კუმისში ვარ ასასვლელი..მისახედი მაქვს იქაურობაო. შენ ადი... ერთი კვირა მიხედე იქაურობას...რო დაბრუნდები..კონდახს გაკეთებულს დაგახვედრებო".. ამანაც აღშფოთებულმა უპასუხა.."შენ შ... ხო არ გაქვს..ერთი კვირა სად მცალიაო"........
ლევანი-ეტყობა მე დაშენ სხვადასხვა ქვეყანაზე ვლაპარაკობთ.... მე ვთქვი რომ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ყველაფერს გაზვიადებული ფასი აქვს თქო(ნებისმიერი სფეროდან დაწყებული ნებისმიერი პროდუქტით დამთავრებული!)... თორე ფერარი რომ ფიატზე ძვირია მაგი ბებიაჩემმაც იცოდა .... მე მაინტერესებდა კონკრეტულად ეს დანა რატო ღირდა ასე ძვირი თუმცა პასუხი ვერ მივიღე.... ნეტავ ეგეთი დანები რევოლუციამდელ საქართველოში რა ღირდა? რაც შეეხება დიდ ხელოვნებს -საჭმელშიც კი გაუცვლიათ თავიანთი შედევრები და თუ არ ვცდები გოგენმა(ან ვან გოგმა, სკლეროზის ბრალია ) მთელს თავის სიცოცხლეში სულ 2 ნახატი გაყიდა...
ვანგოგმა ბრაატ ვანგოგმა,
კიდე კარგი ეგეც(ვანგოგი) მქონდა მიწერილი თორე თავი სად გამომეყო
ორივე "მხარე" მართალია, ორივეს გეთანხმებით, მარა მე როგორც რიგირთ მომხმარებელს მირჩევნია ფასები ნაკლები იყოს (ვის არ ურჩევნია, მარა მაინც)
რომ ამბობენ რომ მაგ დანის ფასად სხვას ვიყიდეო, ვერც გაამტყუნებ. რატო უნდა ამოვირჩიო ერთი და იგივე თვისებების და ღირებულების მქონე დანებიდან ორჯერ ძვირი ვარიანტი? რაღაც განსაკუთრებული მიზეზი უნდა არსებობდეს.
ეს პრობლემა უფრო ზოგადად საქართველოსი არსებულმა ბაზარმა შექმნა, მოთხოვნა ქართულ დანაზე (და საერთოდ დანაზე) არის ძალიან მცირე, ამიტომაც მწარმოებელს უჭირს მცირე ფასი დაადოს თავის ნაწარმს - მოგება კი არა წაგებაზე მოუწევს მუშაობა და დებილი არავინ არაა წაგებაზე იმუშაოს....
ქართულ დანებზე რომ მეტი მოთხოვნილება იყოს, მაშინ ოსტატებიც მეტს გააკეთებენ, მეტი სემოსავალი ექნებათ და ფასებიც შემცირდება. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ბაზარია შესაცვლელი...
ან ბაზარია შესაცვლელი ან ბაზრის დირექტორი!
hunter777
მარა პრობლემაა ისაა, რომ ამ ბაზრის დირექტორები ისევ ჩვენ ვართ....
მე კი გადადგომას არ ვაპირებ!
ალბათ სირთულე განსაზღვრავს ხარისხს .. კიდევ ერთი კითხვა: გრავირება მჟავით უფრო ძნელი გასაკეთებელია თუ რაიმე სხვა ხერXით?
არცერთია ადვილი და არც მეორე მაგრამ რაიმე სხვა ხერხით უფრო რთული დ შრომატევადია ასე მგონია მე!
NNN-504
მჟავით გრავირების გაკეYთება ყველაზე ადვილი რამაა, მთავარია ტრაფარეტი გამოჭრა და მერე დუცველ უბნებს თვითონ ამოჭამს მჟავა...
უფრო რთული არის კვეთა....
არა კაცო რაღაც ყურებჩამოყრილი საუბრობ და შემართება და ენთუზიაზმი აკლია შენ ნათვამებს! შედევრი თუ ნიჭი გაქ და საშუალება უნდა სექმნა მერე რა რო ვიღაცას მგაში ფულის გადახდა არ უნდა ტო შედევრი მუდამ შედევრად დარჩება შედევრი შედევრად აკეთე და ბაზარი რასაც ითხოვს ის კიდე იმათთვის შექმენი, სახელია საუკუნო რა ხელმა გაგაკეთაო ასი და მეტი წლის შემდეგ იტყვის ხალხი.
hunter777
ეგ კი მართალია...მაგრამ შედევრებზე მუშაობა რო დავიწყო...ოჯახი მშიერი დამეხოცება.
ისე ჩემი ოცნებაა(ბავშვობიდან) ანგარიშზე მედოს თანხა და ის მაკეთებინა..რაც მე მაქვს სულში.
ლევან ძამიკო იცი რომ პატივს გცემ და ვიცი რომ ნიჭი გაქ და მე ის მედარდება ეს ნიჭი ისე არ გაიფლანგოს რომ რამე ღირებულები არ შექმნას ეს ღირებულებები საერთო ჯამში შენიც იქნება ჩემიც და სრულიად ქართველი ხალხის, ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო,, შედევრი უკვდავია და ყოველთვის ამაღელვებელი მე ეს მიდა ვთქვა ძამიკო თორე ვიღაც ინგლისში ან ავსტრიაში რომ რამეს შექმნის თუ არა ის ნაკლებად მაღელვებს მაგათმა ბარე 100 საუკუნით გაგვიწრეს ამ სფეროში.
hunter777
მაგ ყველაფერში რათქმაუნდა გეთანხმები. თუ დამიჯერებ...ჩემი ყველაზე დიდი სურვილი..ზუსტად ეგ არის...დამაჯინა და ის მაკეთებინა რაც მე მინდა. მართლა ზედ გადავყვებოდი.. თან მაგას ნამდვილად არ გავაკეთებდი ფულის გულისთვის....შეიძლება სულ საჩუქრებაად დამერიგებინა........მაგრამ....... დღეს ეგ, ვერანაირად ვერ გამომივა. ეგ ჩემი და ჩემი ოჯახის გაწირვას ნიშნავს. მომავალში თუ ღმერთმა ქნა და ეგრე დამიდგა საქმე....ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ერთცალზე და განუმეორებელზე(რა გამომივა მეორე საკითხია) მაგრამ მე მართლა შევეცდებოდი. ისე ამ ქართულმა დანამ... მაგარი მუზა გამიღვიძა(ძალიან მომეწონა სისადავე და დახვეწილობა) ალბათ ერთ ჩემეულ ვერსიასაც შევქმნი.
შენ მე რაც შემპირდი ის გამიკეთე თორემ იცოდე არ მოგასვენებ
ლევანი
რადგან აოფებთ მეც გავაოფებ
შალვა
ის დანა კიდე არ გაუკეთებია??
ლევანი
ნწუ ნწუ ნწუ
T A M P L I E R
შალვა
მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო არა
T A M P L I E R
რავქნა კაცო.....ერთი ამოისერინე ჩემთან.....გასაკეთებალი ნივთების რიგი მინდა გაჩვენო.
ლევანი
ლევანი
შალვა
რამე კაი მასალას უმიზნებ საჩხერიდან?
gorda
კარგი წამოწყებაა,კარგი ნამუშევრებია და გაგრძელებაც კარგი ექნება ღვთის წყალობით!!!
T A M P L I E R
Gorda.
ეს კაცი ეწევა ძალიან კარგ საქმეს და კარგადაც გამოსდის, იმიტომ რომ ამ საქმის პროპესიონალია. ამ რამოდენიმე ხნის წინ შევიძინე ერთ-ერთი მისი ნამუშევარი და აღფრთოვანებული დავრჩი მისი ნამუშევრით,ხარისხით და თავის საქმისადმი დამოკიდებულებით.
აქ იყო ნახსენები იმის თაობაზე რომ, ძალიან ძვირია ეს დანები, ვინმე თუ ნახავს მის ნამუშევარს მიხვდება რომ მისი ხელნაკეთი ალბათ გირს ის ფასი -შეიძლება ეტიც.
ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებაა მეტი არაფრი, ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს.
ბევრი ფული რომ მქონდეს ვიყიდიდი,
მართლა ძალიან მაგარი დანებია !!!
ამ შემთხვევაში იმის თქმა თუ ამ ფასად რას იყიდიდი და იქედან ამის შეფასაბა ელემენტარული შეცდომა და უხამსობაა !
jagermeister
jagermeister
ვატყობ ჩემი შეკითხვა კარგად ვერ გაიგეთ
კარგი! ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს აქ საჯაროდ რაიმე დავის წარმოების, მაგ ასაკიდან კარგა ხანია გამოვედი, უბრალოდ ერთს ვიტყვი როდესაც ხელოვანს თავისი ნამუშევრის გაყიდვა უნდა მას ეს ნივთი გასაყიდათ გამოაქვს, რასაც ვაჭრობა ქვია(პირდაპირი გაგებით) გამყიდველი შეგუებული უნდა იყოს იმაზე რომ ზოგ მყიდველს მისი ფასი გადამეტებულად მოეჩვენება და შეევაჭრება, რასაც უხამსობასთან არანირი კავშირი არა აქვს, მემგონი სიტყვა ვერ შეარჩიეთ სწორედ. ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმულირებებით ფორუმზე გამოთქმული სხვისი აზრები არ უნდა შეფასდეს, ეს უკვე ზრდილობის საქმეა.
ვაააა..აქ რა ამბები ყოფილა.... ეგეთებს არ ვიყოთ. მაგაზე ექსკლუზივი..მარტო მე და ნოსოს გვაქვს. ამიტომ თუ არ მიწყენთ და თქვენის ნებართვით....ჩვენს ღტმადპატივცემულ მოდერატოს ვთხოვ...გზას გაუყენოს მთელი ოფები(ამ პოსტის ჩათვლით მხოლოდ აქამდე.)
ეს თემა..ჩემი აზრით...ნამდვილად იმსახურებს... თემატურად აგუგუნებას. მე პირადად..ერთი სული ამქვს..როდის მოვხვდები სოფელში..რომ ჩემი დანები წამოვიღო და სურათები დავდო. ბევრი კი არაფერია(არანაირი გაფორმება) მაგრამ......ფორმა ნამდვილად ეგ არის. შევეცდები ჩემი ვარიანტიც მელე მდონდეს. შეიძლება სხვასაც ქონდეს გადანახული ძველი ნამუშევრები.....ძალიან გამეხარდება...თუ "ქართული წელსაკიდი დანა" ჩვენი ფორუმის მეშვეობით... მეტად პოულარული გახდება. მე ვაღიარებ..ნამდვილად არ ვიცოდ ეგეთი დანის არსებობის შესახებ(მიუხედავად იმისა..რომ სახლში მედო)
ეს თემა რო გავხსენი რაღაც კაი მახსოვს მაგრამ ბუნდოვნად იმდენჯერ შეიცვალა სასაუბრო თემა აქ რომ სუ დამავიწყდა რას ვკითხულობდი
თემის ავტორს
ბატონო ირაკლი შორიდან გიცნობთ, სტატიაში გიგას დანაც ვიცანი. კარგი ნამუშევრები გაქვთ
მე გიგას და ვალერის მეგობარი ვარ და ზაქრო ნონიკაშვილის მოსწავლე, ალბათ მალე პირადადაც გავიცნობთ ერთმანეთს.
პატივისცემით ჯაბა კოპალეიშვილი
მართლაც ძალიან კარგი თემაა და ძალიან დასაფასებელი მე პირადად ჩემს აზრს გაგაცნობთ ამ ხელოვნების ნიმუშების მიმართ ვთვლი რომ რასაც ეს ხალხი აკეთებს ეს მხოლოდ დანები არაა ეს არის ისტორია რომელიც მხოლოდ დღევანდელობით და ფასებით არ უნდა შეფასდეს ეს ჩემი აზრით არის სუ სხვა რაღაც და არ შეილება თუნდაც ერთი ამ დანათაგანის რამოდენიმე დაშტამპულთან შედარება ან გაჯიბრება თუნდაც ერთი ვაგონი იყოს შამპოვკების რაოდენობა ეს ხელით შექმნილია და რაც გინახავს ვეღან ნახავ ანუ სხვას ასეთს მეორეს საშვალება რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მათ კოლექციას დიდი პატივის ცემით.
რაც შეეხება ბატონი გიგას დანას მაქვს სიამოვნება მას როცა მომინდება მაშინ შევეხო და ძალიანაც მეამაყება ძალიან მაგარია და ძვირფასი ნივთია ჩემთვის ეს ჩემი პირადი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ შემომედავებით. გაუმარჯოს ყველას თავის გზაზე და გადაწყვეტილებაში.
http://www.kizlyarextreme.ru/nozhi-kizliar/abkhazskii-sriednii
ვინ იბრალებს
შალვა
ი???
აბხაზებს რა ჭირთ დასაბრალებელი. ფარნავაზიდან მოყოლებული..1993(ქრისტეს შობიდან) წლამდე ჩვეულებრივი დე ფაქტო საქართველო იყო..ხოდა რა არის გასაკვირი ეგ დანა მაგათთანაც თუ არის??.. ისე უმაგრესი ფორმაა...მაგ უმარტივესი..მაგრამ გენიალური ფორმის ფანი ვარ. აუცილებლად დავიმზადებ ჩემთვის 1 სუპერვარიანტს.
მეც მაქ ერთი ეგეთი დანა ბაბუაჩემის დატოვებული იძახოდა სამეგრელოსი მაქვს ნაყიდიო,სოფელში მაქვს და მეც დავდებ ფოტოებს.საინტერესო კი არის ეს თემა,თან დანის მკეთებელიც რო არის ეს ხო საერთოდ.ვფიქრობ მეც შევიძენ ერთ დანას.გასაღების ბაზარი რო შეიქმნება მოხმარებელიც მოიმატებს და ტრადიციაც არ დაიკარგება.
_________________________________________________________
როცა რაღაც კეთდება გათვლილია მომხმარებლის გარკვეულ ჯგუფზე...
რაც ამ 1 წლის განმავლობაში გავერკვიე ჯგუფები ასეთია:
0. რეპლიკა დეკორატიული..ფოლადს არ ექცევა ყურადება(როგორც წესი ნერჯავიკები)
1. ახლგაზრდები/კემპინგი/ბუნებაში გასვლა...მაგ. გერბერის დანების ნაწილი. საშუალო ფოლადი.მსუბუქი დატვირტვისთვის.(ნერჯავიკები)
2. სანადრო ფუნქციონალური..ზედმეტი "პრიბამბასების გარეშე".(O1, D2, დამასკი, მაღალკარბონიანი ოღOნდ მოკლე,ვირთხისკუდით)
3. მძიმე სამUშაოსთვის..დეკორაციების გარეშე...ხშირად მხოლოდ პირია (სრული ენა)..ეწ. თვითგადარჩენის დანები..აქცენტია ფოლადზე და გეომეტრიაზე(D2,
მაღალკარბონიანი,
დამასკი ).
4. ეზოში/სამეირნეოა მუშაობისთვის (მაჩეტე, მსუბუქი საშუალო ფასის ხმლები რომელიც არ დაგენანება ტოტის მოსაჭრელად)(საშუალო კარბონიანი)
5. რეპლიკა+კარგი ფილადი+მხატრვრული გაფორმება---ანუ რეალური ძვირფასი იარაღი. გათვლილი თვეში მინიმუმ 5000$ შემოსავლიანი კოლექციონერისთვის
(მაღალი და საშუალოკარბონი)
6. მანაკებისთვის(ვისაც უნდა თმაც გაპარსოს და 200კგ დატვირტავს გაუძლოს თან რკინას უნდა ჭრიდეს ) აქ ყურადღება მყიდველის მხრიდან ფოლადს და მჭედლობას
ექცევა და არა ხელოვნებას და ოქრომჭედლობას
რომელ სეგმენტზეა გათVლილი ქართUლი წარმოების იარაღი? (ელიავა რუსტაველზე რაც არის + ოსტატების აქ გამოქვეყნებული ძვირფასი დანები)?
ელიავაზე რაცაა ალბათ ტურისტებისთვის როემლსაც ალუმინ-ნიკელიანი ხმალი შეიძლება მატარებლის რრესორის მასალისგან დმაზადებულ ხმალად შეიძლება შეასაღო.
ეს ძვირფასი პატარა დანები კი N5 კატეგორიისთვის...რუსული დანებიც იგივეა დიდი ნაწილი...იაფები რაცაა არ მომეწონა...იაფია კია ვითომ მაგრამ მაინც ძვირია..ამიტომ ჩინელები იტვისებენ აქ დარჩენილ ნაწილს...
გასაღების ბაზარი აქ საკმარისად არის..უბრალოდ მწარმოებლებს არ აქვთ სწორი ორიენტაცია..მხოლოდ ბრიყვ ტურისტებზე და მდიდარ კოლექციონერებზე ორიენტაცია არასწორია...ეს შეიძლება დიდ ქვეყანაში სადაც ბევრი ბრიყვი ტურისტი და ბევრი მდიდარი კოლექციონერია ...
სწორი ბიზნესის კარგი მაგალითია ნეპალის კუკრიჰაუსი....ყველაზე ძვირი ფუნქციონალური დანა 200$ 1.6 კგ. ეწ. რესორის ფოლადით...დიდი კუკრი... ასეთი დანა აშშ რომ დაამზადონ და გაყიდონ ალბათ 450$ იაფი არ იქნება..
პაკისტანური დანები O1,D2,დამასკი 35-300$ იშვიათAდ 400-500$ (ხმალი)...აქ რომ კეთდებოდეს ვიყიდდით და არ გამოვიწერდით..ასე არაა?
თემის ავტორთან ვინმე ხართ კავშირზე? კვლავაც ამზადებს დანებს? ვცადე მაგრამ ეტყობა საიტი ჯერაც არ გაუკეთებია.
არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობთ ქართველ ხელოსნებზე და ვერც იმას მივხვდი რატომ გგონიათ, რომ საქართველოში წარმოებული იარაღი მხოლოდ ბრიყვ ტურისტებზე და მდიდარ კოლექციონერებზეა ორიენტირებული?
რა ორიენტაცია არ გვაქვს ქართველ მწარმოებლებს? რით დარჩით უკმაყოფილო?
საქართველოში რამდენიმე კარგი მჭედი მოღვაწეობს. ნებისმიერი დიზაინის, ფორმის და დანიშნულების დანას აკეთებენ. შემკვეთის სურვილისამებრ. თქვენ რომელი ორიენტაცია არ მოგწონთ?
ხანჯალა
არ ვიცი რას უპასუხე ამ პოსტით მაგრამ ერთ ვიტყვი!
ჩვენი პროდუქცია იმდენად ფასობს რომ ქართველი მომხმარებელი ვერ წვდება მას!ამიტომაც ხარისხიანი ტავარი უფრო ტურისტებზე და ფულიან ხალხზეა გათვლილი!
თუ გადახედავ თემებს ყველა იმას ამბობს რო რატომ გადავიხადო ჯიგრიან ქართულ დანაში 300-400 ლარი როცა წავალ და იაპონელი ხელოსნის ნამუშევარს ჩამოვიტანო.
კაცია და გუნება. ზოგს რა მოსწონს და ზოგს რა.
მაგრამ საქართველოში საკმაოდ კარგი ხარისხი მზადდება. თანაც ნებისმიერი ესკიზით დამკვეთის გემოვნებისამებრ. დანარჩენი გემოვნების და შესაძლებლობის საკითხია.
რაც კარგია ძვირია.
მაგრამ არასწორი ორიენტაცია რას ნიშნავს? ვაჩუქოთ ნამუშევრები?
უი ზემოთ რამხელა პოსტი ყოფილა!
ხანჯალა
არა უბრალოდ ჩემნაირი ხალხისათვის ძნელია ვთქვათ 500 ლარის გადახდა ქართულ დანაში, როცა იგივე ხარისხის შეიძლება 200-ად ჩამოვიტანო.
არ გეწყინოთ არავის, მარა ქართული დანები რაც მომეწონა, ისინი იმდენი ღირს, რომ ფასით უცხოურ ხელნაკეთებს არ ჩამოუვარდება, უფრო იაფიანები კიდე დაახლოებით იმ დონეზეა, რაც ჩინური დანები...
http://postimg.cc/image/agx2nq4yd/
ესეთი დანის პიქრი მაქვს და ''წარმოადგენს რამეს'' ?
Guga
რას უნდა წარმოადგენდეს!თუ ასეთია ესეიგი ქართული დანაა!
აბა სურათები დადე ვნახოთ
სადრაც მაქვს წაკითხული ადრე რომ ბაწრისებური ჭედვა ფოლადის ქართული ჭედვის ნაირსახეობაა ერთერთი რაც ფოლადს სიმთკიცეს მატებს.ძალძე საინთერესო დასამზადებელი და გამოსაწრთობი იყო ახსნაც ეჭერა როგორ ამზადებდნენ.ისე თბილისში მუშაპბენ ძველ ქართულ დანა ხანჯლებზე აქსესუარებზე,ოღონდ სად არის სამჭედლო ზუსტად არ ვიცი ადრე ბარათი მქონდა მისამართი და ტელ ნომერი ეწერა.შეილება მაგის გაგება თუ ვინმეა დაინტერესებული ამ ამბით.
ilara
კი "ბაწარაული" ჰქვია!
მაგით მე როგორც ვიცი მხოლოდ თათეშვილი ერთობოდა!
ეხლა რასაც ვუყურებ ყველა ქართველი მჭედელი ან დამასკოზეა გადასული ან ბულატზე!
ეს თEმა კი კონკრეტულად ქართულ წელსაკიდ დანაზეა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)