თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ როგორ დავამზადოთ ტაქტიკური "კატანა"

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2010, 08:16

მოკლედ, ბევრი ვიწვალე გუშინ და როგორც იქნა ავტვირთე ეს ვიდეო.

ამ ვიდეოში აღწერილია ცნობილი ამერიკელი ოსტატის Wally Hayes-ის მეთოდები კატანის დასამზადებლად. ეს მეთოდები გამოდგება არა მარტო ხმლის, არამედ პატარა ზომის დანის დასამზადებლად.

საკმაოდ ფართოდაა აღწერილი მთლიანი პროცესი, პირის დამზადებიდან დაწყებული, ფურნიტურის დამზადებით და საბოლოო აწყობით დამთავრებული. განსაკუთრებით საინტერესოა ტარის დამზადების მეთოდები.

მოკლედ ისიამოვნეთ.

ესეც http://allshares.ge/download.php?id=929C89EE13

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 21 2010, 12:33

აბა ლინკი????? ატვირთე რა მაინტერესებს?

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2010, 12:40

რო მიწერია სუ ბოლოსჰი, ესეც ლინკი მეთქი. თან ლინკი ინგლისურადაა და ხაზიცააქვს გასმული, მაშ ის რა არის? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 21 2010, 13:00

ვაახ!! ვერ მივხვდი!
ჯიგარი ხარ! ეხლავე ვნახავ!
და ერთი რამ უნდა გკითხო? შენ ხო ნონიკაშვილთან ხარ ბრატ? ჩემი დანა (ზაქროს ნაჭედი ბულატია)მინდა ამოვიტანო უზორის აღდგენა და ალესვა მინდა და შესადზლებელია? და რა დაჯდება ეგ მომსახურება? ავლესე მე და აპრიალდა და ნახატი გადიშალა და მაგარი გული მწყდება? შესაძლებელია უზორის აღდეგნა ხო?

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2010, 14:09

hunter777
ისა, მე არავისთან არ ვარ... newsmile090.gif
სერიოზულად, არავისი მოწაფე შეგირდი და ა.შ. არ ვაკეთებ დანების რესტავრაციას, არ ვამზადებ და ა.შ.

ერთი მოყვარული ვარ, რომელსაც ხან და ხან თავისუფალი დრო წვეტიანი და ბასრ საგნებთან ურთიერთობაში გაჰყავს....

ისე კი კაი იქნებოდა, რომ ვსწავლობდე მაგ ხელობას, მარა ცოტა არ იყოს და დროში გავიჭედებოდი, თან უნივერსიტეტი, სამსახური და მოკლედ....

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2010, 15:19

დავამატებ კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც ეხლა ხანს ავტვირთე. ეს არის ციტადელის ძველი ვიდეო (მას შემდეგ ბევრი რა მ შეცვალეს, უკეთესობისაკენ) სადაც ნაჩვენებია როგორ აკეთებენ ხმალს. არავინ არაფერს არ ხსნის, მარა ვიდეო მაინც კარგია. ხო, ის ბექის სიმღერა ვირაც ფილიპინელი თუ მალაიზიელი ქალი რომ მღერის ჩემი დადენული არაა!

http://allshares.ge/download.php?id=D359A5A926

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)