თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ ქართული წელსაკიდი დანა

პოსტის ავტორი: gorda Apr 21 2010, 23:23

გამარჯობა!

ცალკე ვხსნი ამ თემას, მიზეზთა გამო, ბევრი მითი და ლეგენდა შეიქმნა ამ ბოლო დროს, და იმედი მაქვს ეს თემა დაგვეხმარება სინათლე მოვფინოთ ამ ამბავს!...

მოკლედ 2 თამამი განცხადების გაკეთება მინდა:

1. ქართული დანა (ტრადიციული, ხახლური და ა.შ.) შემოინახა დღემდე.

2. მეც ვაკეთებ მას, და საკმაოდ კარგათაც.....

მაინტერესებს, რა სმენია საზოგადოებას ამ (ქართული ტრადიციული) დანის შესახებ.

სურათები და კიდევ რაღაც-რუღაცეები ცოტა მოგვიანებით!

პატივისცემით ი. ბ.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 21 2010, 23:29

სიმართლე ითქვას..არაფერი მსმენია...თუმცა საკმაოდ დამაინტერესდა. ეგ რას ნიშნავს???...ხანჯალი და ხმალი გამიგია..მაგრამ ქართული დანა???. რა ფორმის არის... რა დანიშნულების(წელსაკიდს ვგულისხმობ) ანუ ხანჯლის დანიშნულება არ აქვს და კიდე სხვა რამეა???... ალბათ უფრო მონადირული??.. ან რამე ისტორიული წყაროები არსებობს..რომ ქართულია?.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 21 2010, 23:33

gorda
სურათი ხომ არ გაქვს რო დადო და ცოტა წარმოდგენა შეექმნას ხალხს თორე ქართული დანა ცოტა ზოგადი ნათქვამია

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 21 2010, 23:34

ციტატა(gorda @ Apr 22 2010, 00:23) *
გამარჯობა!

ცალკე ვხსნი ამ თემას, მიზეზთა გამო, ბევრი მითი და ლეგენდა შეიქმნა ამ ბოლო დროს, და იმედი მაქვს ეს თემა დაგვეხმარება სინათლე მოვფინოთ ამ ამბავს!...

მოკლედ 2 თამამი განცხადების გაკეთება მინდა:

1. ქართული დანა (ტრადიციული, ხახლური და ა.შ.) შემოინახა დღემდე.

2. მეც ვაკეთებ მას, და საკმაოდ კარგათაც.....

მაინტერესებს, რა სმენია საზოგადოებას ამ (ქართული ტრადიციული) დანის შესახებ.

სურათები და კიდევ რაღაც-რუღაცეები ცოტა მოგვიანებით!

პატივისცემით ი. ბ.


მეც არ გამიგია მასეთი რაღაცა, ძალიან საინტერესოა.
სატევარი ვიცი და ქართული დანა არ გამიგია, იქნება აგვიხნათ ჯერ რას წარმოადგენს, რა განსხვავებაა სხვა დანებთან და რაც მთვარაია რატომაა ქართული ?????????

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 22 2010, 00:34

გამიგია ქართული დანის შესახებ და ისიც მსმენია რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის სხვადასხვა დამახასიათებელი გეომეტრიის პირი ქონდაო ამდანებსო, ნახვით არ მინახია რაც ვიცი ესაა მარტო კარგი იქნება თუ გავაცოცხლებთ და დავიწყებას არ მივმცემთ ასეთ დანებს ისე ერთ ეგეთს მეც დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი თუნდაც იმიტომ რომ ქართული ქვია იქნებ ფოტოები მოგვაშველო გორდა ძამიკო და ცოტა ჩვენც მოგვითხრო ამდანის შესახებ.

პოსტის ავტორი: შალვა Apr 22 2010, 14:28

იმერეთში ცნობილია [b]გიორგაძის [/b]დანები, რამოდენიმე მაქვს რაიონში, დღესაც კარგი ფხა აქვთ, დიზაინი... დანაა რა.

პოსტის ავტორი: gorda Apr 28 2010, 22:21

ციტატა(შალვა @ Apr 22 2010, 15:28) *
იმერეთში ცნობილია [b]გიორგაძის [/b]დანები, რამოდენიმე მაქვს რაიონში, დღესაც კარგი ფხა აქვთ, დიზაინი... დანაა რა.



უკაცრავად, რომ დავიკარგე, უბრალოდ ძალიან დაკავებული ვიყავი!


ბ-ნო შალვა, მართალია, "გიორგაძის დანა" კარგი მაგალითია, თუმცა ქართული დანა გაცილებით უფრო დიდი საკითხია ვიდრე გიორგაძის დანა. ნებისმიერ რუსულ საიარაღო ფორუმზე რომ შეხვიდეთ, ე. წ. "რუსულ დანაზე", რომლის დამზადების უწყვეტი ტრადიცია არ არსებობს, გვერდებია გავსებული...

ჩვენთან კი... "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო...."

რაც შეეხება დანის "დიზაინს", ქართული დანის ფორმა სადა და ლამაზია, თუმცა სოფელში, რომ მჭედელს კაპიკებს უხდიდნენ ცხადია, დიზაინის დარდი ნაკლებად ჰქონდა. XX საუკუნეში ქართული წელსაკიდი დანა უკვე ძალიან დაკნინებული მოვიდა,მარა იმის წელში გამართვა ჩვენზეა დამოკიდებული, მთავარია, რომ იგი ა რ ს ე ბ ო ბ ს ! ! ! დანარჩენი პატარა მონდომების და დიდი შრომის ამბავია!

დასაწყისისთვის მოვიყვან ჩემს სტატიას ჟურნალიდან არსენალი (2007 წლის ივნისი) სამწუხაროდ ამ დროისთვის ეს ერთადერთი პუბლიკაციაა, რომელიც მთლიანად ქართულ წელსაკიდ დანას ეძღვნება:

(სტატიის სკანი შეინახეთ და ჩვეულებრივად კომპში გახსენით,ზომა საკმარისად დიდია წასაკითხად!)

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ამ დღეებში ხალხური ოსტატების დანებს ცჰემი კოლექციიდან გადავიღებ და დავდებ!

პოსტის ავტორი: gorda Apr 28 2010, 23:11

ჯერ-ჯერობით კი რამდენიმე ჩემი დანა:

დანები ჩემი ნაჭედია, უმრავლესობა ლეგირებული ფოლადის ლ ა მ ი ნ ა ტ ე ბ ი ა !!! (ეტყობა რომელიც), რაც ჩემი გამოცდილებით ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ქართული დანის (სიტყვამ მოიტანა და ისევე როგორც სკკანდინავიურის!!!)

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მითითებული საიტი ჩემია, მარა ჯერ არ დამიკიდია.. მალე ამასაც ვიზავ!

პოსტის ავტორი: დიტო Apr 28 2010, 23:25

ძალიან კარგი ნამუშევრებია,ურსა მეც გამიგონია და მინდოდა დამეწერა პასუხი თქვენს კითხვაზე მაგრამ ცოტა მოგვიანებით ვნახე,ისე რას ფასობს თქვენი ნაჭედი დანები ძალიან მომეწონა ბოლო სურათები

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 28 2010, 23:40

gorda
ძალიან კარგი ნამუშევრები კი არა.....აი მაგარი აღფრთოვანებული ვარ. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif newsmile027.gif ძალიან მომეწონა. ეგ დანები თქვენი ნამუშევრებია????.... ძალიან მაინტერესესბ ტექნოლოგია. ეგ ამოტვიფრა რა მეთოდით ხდება??... ქართული დანა...ეგ სტილია???...ძალიან სადა და დახვეწილია.

პოსტის ავტორი: gorda Apr 28 2010, 23:42

ფასები ძირითად ფოლადიდან გამომომდინარეობს, საშუალო პირის მქონე დანა (11-12 სმ-ის პირით) 100-350 როგორც წესი 100-350 დოლარამდე ჯდება. ლეგირებული ფოლადის ლამინატები ყველაზე ძვირია, შემდეგ მოდის ნახშირბადოვანი ფოლადის ლამინატები, შემდეგ ლეგირებული და არალეგირებული ერთფენები.. ვცდილობ გავაკეთო ძალიან სუფთად, მაგრამ მინიმალური ''ფინტიკლუშკებით".. მთავარია კი ფ ხ ა ჰქონდეს..

პ.ს. მადლობთ.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 28 2010, 23:44

ციტატა(gorda @ 29th April 2010 - 00:11) *
დანები ჩემი ნაჭედია,

უჰ..ეს ეხლა შევამჩნიე. გეტყობათ მხატვარი ხართ....აშკარად ჩანს ძლიერი ხელი.(პროფესიონალიზმი)

პოსტის ავტორი: gorda Apr 28 2010, 23:48

გმადლობ. ამოტვიფრას რაც შეეხება, ხელით ვწერ ტექსტს და მჟავას ვაჭმევ ფონს.
თუმცა, ჩემთვის ეგ მხოლოდ ლამაზი დასასრულია newsmile05.gif მთავარია დანა კარგად გაიჭედოს, ფენები შეიჭედოს და კარგად იწრთოს, მოეშვას და ქვაზე გამოილესოს! მჭედლის ხელოვნება სწორედ ეს არის newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 28 2010, 23:49

gorda
ამ დანის ქართულობა რაშI გამოიხატება?

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 28 2010, 23:52

დიდიებული ნამუშევრებია

პოსტის ავტორი: gorda Apr 28 2010, 23:53

ციტატა(ლევანი @ Apr 29 2010, 00:44) *
უჰ..ეს ეხლა შევამჩნიე. გეტყობათ მხატვარი ხართ....აშკარად ჩანს ძლიერი ხელი.(პროფესიონალიზმი)



მხატვარი არ ვარ newsmile05.gif ისტორიკოსი ვარ, იარაღის მკლევარი და მჭედელი newsmile05.gif

პ.ს. ფორუმზე გავიგე რომ გრავირებაზე მუშაობთ, სამწუხაროდ სურათები ვერ ვიპოვე :(

ციტატა(BEK_M @ Apr 29 2010, 00:49) *
gorda
ამ დანის ქართულობა რაშI გამოიხატება?



სტატია წაიკითხეთ?!

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 28 2010, 23:54

უმაგრესია! მაგარი მომეწონა დახვეწილი და გემოვნებიანი ნამუშევრებია, თან ქართული! აღფრთოვანებული ვარ იმედია ერთი ეგეთი როდესმე იქნება ჩემ საკუთრებაში! ლამინატი ლამაზია!

პოსტის ავტორი: gorda Apr 28 2010, 23:57

ციტატა(hunter777 @ Apr 29 2010, 00:54) *
ლამინატი ლამაზია!


და გამძლე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 28 2010, 23:58

gorda
არა

პოსტის ავტორი: gorda Apr 29 2010, 00:00

BEK_M ჰოდა წაიკითხეთ!

თუ სტატიამ არ დაგაკმაყოფილათ, შეკითხვები მომწერეთ, ბევრი მიძებნია ამ სფეროში და რაც შემეძლება გიპასუხებთ..

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 29 2010, 00:04

gorda
რო მდომოდა ხო წავიკითხავდი თუ პასუხის გაცემა არ გინდა არაა პრობლემა

პოსტის ავტორი: gorda Apr 29 2010, 00:13

ციტატა(BEK_M @ Apr 29 2010, 01:04) *
gorda
რო მდომოდა ხო წავიკითხავდი თუ პასუხის გაცემა არ გინდა არაა პრობლემა


უკეთესი პასუხი რაღა უნდა იყოს, დაწვრილებით წერია ყველაფერი! იგივეს წერას აქვს აზრი?!

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 29 2010, 00:16

ბოლო ფოტოზე რო დანებია ორი ერთად წარწერით ესეთი რა დამიჯდება თავისი არაჩვეულებრივი ქარქაშით გორდა ძამიკო ეგ მითხარი ეგენი ხო ლეგირებული ,, გამდიდრებული,, ფოლადის ლამინატებია???? დაშენი დამღა ზაქრო ნონიკაშვილის დამღას წააგავს? მე მაქვს ზაქროს ტიგელური დნობით მიღებული 12 კომპონენტიანი ბულატი უძაანმაგრესი რამეა. მოკლედ ეგეთი ფორმის ზომის დანა რაც ბოლო ფოტოზეა რა დაჯდება??

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 29 2010, 00:23

gorda
newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ძალიან წვრილად წერია და მაგიტომ ვერ წავიკითხე თორე შენი სტატიის ჯინი კი არ მაქ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gorda Apr 29 2010, 00:24

200-300 დოლარი. გააჩნია "კომპლექტაციას" და ზომას.

სტატიის სკანი შეინახეთ და ჩვეულებრივად კომპში გახსენით,ზომა საკმარისად დიდია წასაკითხად!

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 29 2010, 00:30

ციტატა(BEK_M @ Apr 29 2010, 01:23) *
gorda
newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ძალიან წვრილად წერია და მაგიტომ ვერ წავიკითხე თორე შენი სტატიის ჯინი კი არ მაქ newsmile05.gif

ჰოო ვერც მე ვკითულობ წვრილი შრიფტია! და რა იგულისხმება კომპლექტაციაში??

გორდა რამე საკონტაქტო დადე რა ფორუმზე თუ გინდა ამავე თემაში რო დაკავშირება შევძლოთ დაინტერესებულმა ხალხმა!

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 29 2010, 00:30

ციტატა(gorda @ 29th April 2010 - 00:53) *
ისტორიკოსი ვარ, იარაღის მკლევარი

პირადად თქვენთან მქონია საქმე.. თქვენ ნარიყალაზე ხომ არ მუშაობთ..დანებთან დაკავშირებით???...
ციტატა(gorda @ 29th April 2010 - 00:53) *
ფორუმზე გავიგე რომ გრავირებაზე მუშაობთ, სამწუხაროდ სურათები ვერ ვიპოვე

სურათები არ დამიდია არსად. ისე გაჩვენებთ...(ნატურში)

პოსტის ავტორი: gorda Apr 29 2010, 00:36

1.პირის მასალა (ლეგირებული ფოლადის ლამინატი, ნახშირბადოვანი ფოლადის ლამინატი, ერთფენა ფოლადი და ა.შ.)

2. ტარის მასალა (კამეჩის რქა, ხე, შერეული)

3. ვადა, ყაწიმები (ქარქაშის მოსართავი) ვერცხლი, თითბერი

4. ღარი, წარწერა და სხვ...

სტატიის სკანი შეინახეთ და ჩვეულებრივად კომპში გახსენით,ზომა საკმარისად დიდია წასაკითხად!

ციტატა(ლევანი @ Apr 29 2010, 01:30) *
პირადად თქვენთან მქონია საქმე.. თქნენ ნარიყალაზე ხომ არ მუშაობთ დანებთან დაკავშირებით???...


არა, ეთნოგრაფიული მუზეუმის სამჭედლოში (კუს ტბასტან)

ციტატა(hunter777 @ Apr 29 2010, 01:30) *
გორდა რამე საკონტაქტო დადე რა ფორუმზე თუ გინდა ამავე თემაში რო დაკავშირება შევძლოთ დაინტერესებულმა ხალხმა!


baqradzesmithy@yahoo.com (q-თი)

899 74 20 94 ირაკლი ბაქრაძე

(ისე რამდენიმე დანა მზად მაქ და შემიძლია დავდო უახლოეს ხანში).

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 29 2010, 01:01

დადე ვნახოთ ჩვეენც! სტატია წავიკითხე საინტერესოა, კარგია რომ არ დაკიარგება ქართული დანის დამზადების ტრადიცია და თვითონ ქართული დანაც არ მიეცემა დავიწყებას!

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 29 2010, 01:35

სხვათაშორის..როგორც გავარკვიე...ქართული დანა მქონია. დაახლოებით 25 წელია უკვე. იმერეთიდან არის...როგორც სტატიაში ამოვიკითხე "ღორის დანა". მაგრამ დამღა არ მახსოვს აქვს თუ არა.(სოფელშია) ჩამოვიტან და სურათებსაც დავდებ. ისე განსაკუთრებულად მჭრელი კი არის. ეგ თუ ქართული იყო..ნამდვილად არ ვიცოდი. აწი განსაკუთრებით მივხედავ.

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 29 2010, 01:42

ლევანი აუ ღორის დანაზე გამახსენდა ეხლა ვაიმე ეგეტი დანა მეცმაქ newsmile035.gif newsmile035.gif ოღონს ძველი ვარიანწი გრავირებით არაა მარა მაგრად ჭრის მეც განახებთ სურათებს სოფელ/სი რომ ჩავალ წამოვიღებ

პოსტის ავტორი: gorda Apr 29 2010, 01:51

ციტატა(ჯეკო @ Apr 29 2010, 02:42) *
ლევანი აუ ღორის დანაზე გამახსენდა ეხლა ვაიმე ეგეტი დანა მეცმაქ newsmile035.gif newsmile035.gif ოღონს ძველი ვარიანწი გრავირებით არაა მარა მაგრად ჭრის მეც განახებთ სურათებს სოფელ/სი რომ ჩავალ წამოვიღებ



+ newsmile05.gif ტრადიციებს მოფრთხილება უნდა newsmile05.gif

მომდევნო პოსტებში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ დეტალებზე რითაც ქართული დანა სხვა დანებისგან გამოირჩევა და რა განსხვავებაა "ქართულ დანასა" და ქართველის მიერ დამზადებულ დანებს შორის, გმადლობთ!

პატივისცემით ი. ბ.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 29 2010, 02:08

ციტატა(gorda @ 29th April 2010 - 02:51) *
რა განსხვავებაა "ქართულ დანასა" და ქართველის მიერ დამზადებულ დანებს შორის

ჩემი დანის შემთხვევაში....მგონი სწორედ ქართულ(და არა უბრალოდ ქართველის მიერ დამზადებულ) დანასთან უნდა გვქონდეს საქმე. ზუსტად ეგეთია სურათებზე რომ არის. ვადაც ზუსტად ეგეთი აქვს..თითბერის გადაკეცილი ფირფიტებით. ფორმაც ზუსტად ეგ არის. და მგონი დამღაც უნდა ქონდეს(როგორც ვიხსენებ) მამაჩემს აჩუქეს 2 ცალი...ერთი ცოტა მოზრდილი..მეორე წვრილი. მაგრამ ფორმა ორივეს იდენტური აქვს.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 29 2010, 08:51

ციტატა(BEK_M @ 29th April 2010 - 00:49) *
ამ დანის ქართულობა რაშI გამოიხატება?

gorda
ძალიან გხოვთ ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი, მე პირადად მაქვს სურვილი ამ დანის შეძენის . ძალიან საინტერესო ნამუშევრებია.
აბა ველი თქვენს კომენტარს.

პოსტის ავტორი: Shooter Apr 29 2010, 12:58

ციტატა(ჯეკო @ Apr 29 2010, 00:52) *
დიდიებული ნამუშევრებია



კლასიკური ფინკაა.

პოსტის ავტორი: sabo73 Apr 29 2010, 13:03

ღმერთმა დაგლოსცოთ და გაგაძლიეროთ ასეთი ნამუშევრებისათვის და ქართული საქმის პოპულარიზაციითვის.

პოსტის ავტორი: შალვა Apr 29 2010, 13:14

gorda
თუ შესაძლებელია თქვენი ნამუშევარი დანების ფოტოებთან ერთად ,მათი პარამეტრები და საბოლოო ფასები მიუთ
ითოთ და სად შეიძლება მათი შეძენა, პატრიოტი კი ვარ მაგრამ თუ ქართული დანის ფასად არანაკლები ხარისხის და დიზაინის 2 იაპონური, ფინური ან შვედური დანის შეძენის საშუალება მექნება არც დავფიქრდები და უცხოურს შევიძენ! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 29 2010, 13:14

Bonehill
სტატიაში, საკმაოდ კარგად ეწერა ყველაფერი. ზოგადად კავკასიური სტილი ყოფილა...მაგრამ უფრო ქართული აქცენტებით.

პოსტის ავტორი: gorda Apr 29 2010, 14:30

ციტატა(Shooter @ Apr 29 2010, 13:58) *
კლასიკური ფინკაა.


''ფინკა'' და მითუმეტეს კლასიკური არანაერად არ არის, უამრავი თვისობრივი სხვაობაა, ისე ეთნოდანებს მსგავსება ახასიათებს, ეს ზოგადად ხალხურის რეწვის ეხება!

ციტატა(Bonehill @ Apr 29 2010, 09:51) *
gorda
ძალიან გხოვთ ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი, მე პირადად მაქვს სურვილი ამ დანის შეძენის . ძალიან საინტერესო ნამუშევრებია.
აბა ველი თქვენს კომენტარს.


ყველასთან დიდი თხოვნა მექნება, სტატია წაიკითხეთ, თუ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩება დამატებით შეკითხვებს სიამოვნებით ვუპასუხებ!

ციტატა(შალვა @ Apr 29 2010, 14:14) *
gorda
თუ შესაძლებელია თქვენი ნამუშევარი დანების ფოტოებთან ერთად ,მათი პარამეტრები და საბოლოო ფასები მიუთ
ითოთ და სად შეიძლება მათი შეძენა, პატრიოტი კი ვარ მაგრამ თუ ქართული დანის ფასად არანაკლები ხარისხის და დიზაინის 2 იაპონური, ფინური ან შვედური დანის შეძენის საშუალება მექნება არც დავფიქრდები და უცხოურს შევიძენ! newsmile045.gif


იაპონურის ვერა, მაგრამ სკანდინავიური დანის დაამზადება ნორვეგიაში ვისწავლე, იქაურ ცნობილ ხელოსანთან ბიორნ ოლაფთან, ქართული დანის დამზადებას თუ 10 დღემდე ვუნდები (უქარქაშოდ) სკანდინავიურს 2-3 დღეში ვამთავრებდით!!! დასკვნები თავად გამოიტანეთ! ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები!

ვინაიდან ე. წ. ფინკაზე ბევრი შეკითხვები გაჩნდა ამ დღეებში პატარა მიმოხილვას გავაკეთებ

ქართული VS სკანდინავიური!

ციტატა(sabo73 @ Apr 29 2010, 14:03) *
ღმერთმა დაგლოსცოთ და გაგაძლიეროთ ასეთი ნამუშევრებისათვის და ქართული საქმის პოპულარიზაციითვის.


გაიხარე!!!

პოსტის ავტორი: შალვა Apr 29 2010, 15:02

ველოდები ფასებს! მერე გამოჩნდება რას გადავწყვიტავ newsmile093.gif

პოსტის ავტორი: Shooter Apr 29 2010, 15:31

ციტატა
''ფინკა'' და მითუმეტეს კლასიკური არანაერად არ არის, უამრავი თვისობრივი სხვაობაა, ისე ეთნოდანებს მსგავსება ახასიათებს, ეს ზოგადად ხალხურის რეწვის ეხება!



იხ ბინ სორი მაგრამ მგონო ძალიან გავს



პოსტის ავტორი: nihontoman Apr 29 2010, 16:28

Shooter
ნუ რაღაც -რაღაცეებით გავს, მარა ძაან ბევრ რამეში არ გავს. იგივე სპუსკები სულ სხვა და სხვაა...ტარის ფორმა, მასალა და ა.შ.


თორე მასე ფინკები იაპონურ სანადირო დანებსაც გავს და რომელმა მოიპარა დიზაინი... მარტო სურათებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არ სეიძლება....

gorda
დამზადების ტექნოლოგია მაინტერესებს ძაან! მითუმეტეს მაინტერესებს ფოლადის მარკა და ემცველობა.... აი მაშინ კი შესაძლებელი იქნება შედარება მოვახდინოთ იგივე ფინკებთან, იაპონურებთან და ა.შ.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 29 2010, 16:57

ციტატა(Shooter @ 29th April 2010 - 16:31) *
მგონო ძალიან გავს

ძალიან გავსო???.... what.gif ის ძალიან სადა და დახვეწილია. სასიამოვნო შესახედაობა აქვს. ეგ რაღაც მუტანტია. უხეში ბლაგვი ტარით.

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 29 2010, 19:32

ლევანი
+1
საერთო კონცეპტი ერთია, მარა განსხვავებულია მართლაც ბევრ ასპექტში!

პოსტის ავტორი: Davitus Apr 29 2010, 20:08

gorda

მე დიზაინი ძალიან მომეწონა, ფასი თუ იქნება ხელმისაწვდომი, აუცილებლად შევიძენ... კაი საქმეს აკეთებ, წარმატებები მინდა გისურვო, იმდენი შესაძლებლობა გვქონოდეს ქართველებს, 2-3 ეგეთი დანა რომ უპრობლემოდ გვეყიდოს...


P.S. სტატია წავიკითხე და მომეწონა, მაინტერესებს სად შეიძლება ვნახო დაღესტნური სერიული წარმოების დანები, თუ გაქვს ლინკი დადე, შედარება მაინტერესებს

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 29 2010, 20:28

რა განაპირობებს ესეთ მაღალ ფასს? მეძვირება!!

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 30 2010, 00:47

ციტატა(NNN-504 @ 29th April 2010 - 21:28) *
რა განაპირობებს ესეთ მაღალ ფასს? მეძვირება!!

მაგ შემთხვევაში ალბათ თვითონ ავტორი გაგცემს პასუხს..მაგრმამ ჩემ შემთხვევაში(ჩემ საქმეს ვგულისხმობ) არ ღირს სხვანაირად და ეგ არის... ფასს.განაპირობებს...კარგი ხარისხი. რომელსაც ბევრი შრომა ჭირდება. დიდხანს და ბევრს კი არავინ იშრომებს ცოტა ფულისთვის. ცოტა ფული..მარტივ სამუშაოებზეც შეიძლება იშოვნოს კაცმა(შტამპით და ა.შ...)

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 30 2010, 01:25

ციტატა(Shooter @ Apr 29 2010, 16:31) *
იხ ბინ სორი მაგრამ მგონო ძალიან გავს


მგონი მარტო იმით გავს რომ ორივე დანაა და ორივეს ქარქაში აქვს სხვა ვერაფერი ვნახე მსგავსება, ის ბევრად უკეთესად გამოიყურება მოგინდენა რომ შენი იყოს და ამან ვარანაირასდ ვერ ამაღელვა.

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 30 2010, 01:53

ციტატა(ლევანი @ Apr 30 2010, 01:47) *
მაგ შემთხვევაში ალბათ თვითონ ავტორი გაგცემს პასუხს..მაგრმამ ჩემ შემთხვევაში(ჩემ საქმეს ვგულისხმობ) არ ღირს სხვანაირად და ეგ არის... ფასს.განაპირობებს...კარგი ხარისხი. რომელსაც ბევრი შრომა ჭირდება. დიდხანს და ბევრს კი არავინ იშრომებს ცოტა ფულისთვის. ცოტა ფული..მარტივ სამუშაოებზეც შეიძლება იშოვნოს კაცმა(შტამპით და ა.შ...)

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ საქართველოში ყველაფრის ფასი ნამეტანი გაზვიადებულია...

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 30 2010, 02:56

ციტატა(NNN-504 @ 30th April 2010 - 02:53) *
ნამეტანი გაზვიადებულია...

ეგრეა იტალიაშიც..ფერარი ძვირი ღირს და ფიატი იაფი. არადა ყველაფერი მარტივად არის. აი პატარა მაგალითს მოვიყვან. წეღან დამირეკა კაცმა...გრავირება მინდა თოფზეო. როგორც აღმოჩნდა.. მთელი კალაპოტის გრავირება უნდოდა...(სულ დაჩუქურთმება) მე ვუთხარი..ეგ ეგრე მარტივი არ არისთქო... 100 ლარში ვერ ჩავეტევიო???.... გამოდის...რომ მე..2 თვე უნდა ვიმუშაო.... და იმან 100 ლარი გადაიხადოს. კიმარა..მერიას რო დავეღრიჭო და დამლაგებლად დავიწყო ქუჩაში მუშაობა..მეტი ხელფასი არ გამომივა??... რატო ონდა ვითხარო თვალები??? იმისთვის..რომ იმან მოჩუქურთმებული თოფით ინადიროს??... ან გრავიროვშიკის ხელობა...მეეზოვის ხელობაზე ნაკლებია???.... კარგი...რთული შესაქმნელია და ამიტომ ძვირი. იაფად..შტამპოვკის მეტი რა არის. ისიც დანებია და მოუჩუქურთმებელი თოფიც ისვრის.

განა ფასებია გაზვიადებული...

ხელობას არ აქვს ფასი. იმიტომ რომ..გადამხდელს არ აქვს ფული.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 30 2010, 09:02

ეეხ ლევან შენ მგონია მართლა დაბერდი! ხელობას ფასი ყოველთვისა აქვს და ექნება სხვანაირად შედევრები არ შეიქმნებოდა, უბრალოდ გადამხდელს არა აქვს ფული და სურვილი კიდე ნამეტანიდიდი გვაქვს , ხო იცი ქართველები გემოვნებას არ უჩივით ამიტომ მართალია ფული არა გვაქვს მაგრამ ვცდილობთ იქნებ გამოვიდეს და ხელოსანს რო უღირს 300 მწვანე იქნებ 200 GEL ად გამოვიყვანოთო და ცდილობს ცდა კიდე ბედის მონახევრეაო ხო გაგიგია აქ მოხელესა და მომხმარებელს შორის მიდის ჭიდილი. სასურველი და ძვირფასი იაფად უნდა ყველას ეს ბუნებრივია, თორე გრავირება რომ მძიმე სამუშოა და ძვირი სიამოვნება მაგი მგონი ჩემმა რეიმაც იცის.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 30 2010, 10:11

hunter777
მართალი ხარ..მეც მაგას ვჩივი. ზუსტად.

ციტატა(irakli fofxadze @ 30th April 2010 - 10:02) *
ხელობას ფასი ყოველთვისა აქვს და ექნება სხვანაირად შედევრები არ შეიქმნებოდა,

აი ზუსტად ეგ უშლის ხელს...თორემ შედევრები მერე გენახა. დღეს..მაგაზე ტვინის ჭყლეტვას აზრი არ აქვს.

პოსტის ავტორი: შალვა Apr 30 2010, 11:53

ფასს წარმოქმნის ბაზარი და არა ხელობაზე დახარჯული: დარო , ცოდნა და ენერგია (სამწუხაროდ) მასე ნიკალა, ვანგოგი, აგული ერისთავი და სხვანი და სხვანი ცხოვრებაში მილიონერები იქნებოდენ (ყველამ 100 წელი იცოცხლეთ) , რაც შეეხება ,,მყიდველს ფული არ ააქვს და ამიტომ ვერ ყიდულობს"-ზე ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ მყიდველებს კიდევ ერთი უპირატესობა გვააქვს...... დიდი არჩევანი ანუ ბაზარი, რაც ხელოვანის მიერ აუცილებლად გათვალიწინებული უნდა იყოს.
დიდი პატივისცემით, მცირე რაოდენობის კოლექციის მქონე blashe.gifშალვა.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 30 2010, 12:14

ციტატა(shalva @ 30th April 2010 - 12:53) *
მყიდველებს კიდევ ერთი უპირატესობა გვააქვს...... დიდი არჩევანი ანუ ბაზარი,

როდესაც ეგ ბაზარი...მისაღები გახდება ავტორებისთვის... მერე ნახავ რას შეეძლო ეარსება მაგ ბაზარზე და არ არსებობს დღესდღეობით.
ციტატა(shalva @ 30th April 2010 - 12:53) *
რაც ხელოვანის მიერ აუცილებლად გათვალიწინებული უნდა იყოს.

სულაც არ არის ვინმე ვალდებული რამე გაითვალისწინოს. თუ უღირს გააკეთებს თუ არა და არა. ამ შემთხვევაში პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა... არც შენ წახვალ ვინმეს დაუბარო 2 ჰექტარი ნაკვეთი 50 ლარად.

პოსტის ავტორი: შალვა Apr 30 2010, 12:17

ციტატა(levani @ 30th April 2010 - 13:14) *
არც შენ წახვალ ვინმეს დაუბარო 2 ჰექტარი ნაკვეთი 50 ლარად

თუ მჭირდება 50 ლარი დედასაც მოვუ....მ! newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 30 2010, 12:20

სხათაშორის მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ახლობელს მეზობელი მიადგა..."ძმურად ერთი კონდახი გამიკეთე"-ო. ამან უპასუხა... "ეგ 1 კვირიანი საქმეა, მე კუმისში ვარ ასასვლელი..მისახედი მაქვს იქაურობაო. შენ ადი... ერთი კვირა მიხედე იქაურობას...რო დაბრუნდები..კონდახს გაკეთებულს დაგახვედრებო".. ამანაც აღშფოთებულმა უპასუხა.."შენ შ... ხო არ გაქვს..ერთი კვირა სად მცალიაო"........ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(shalva @ 30th April 2010 - 13:17) *
თუ მჭირდება 50 ლარი დედასაც მოვუ....მ!

მაგას "ავადმყოფი ლოგინში უნდა მოტ***"..ქვია.... ეგრე შედევრემდე ვერ მიხვალ. თუ ეგ 50 ლარი დამჭირდა..მეეზოვედ ვიმუშავებ.

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 30 2010, 13:13


ლევანი-ეტყობა მე დაშენ სხვადასხვა ქვეყანაზე ვლაპარაკობთ.... მე ვთქვი რომ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ყველაფერს გაზვიადებული ფასი აქვს თქო(ნებისმიერი სფეროდან დაწყებული ნებისმიერი პროდუქტით დამთავრებული!)... თორე ფერარი რომ ფიატზე ძვირია მაგი ბებიაჩემმაც იცოდა newsmile090.gif .... მე მაინტერესებდა კონკრეტულად ეს დანა რატო ღირდა ასე ძვირი თუმცა პასუხი ვერ მივიღე.... ნეტავ ეგეთი დანები რევოლუციამდელ საქართველოში რა ღირდა? newsmile045.gif რაც შეეხება დიდ ხელოვნებს -საჭმელშიც კი გაუცვლიათ თავიანთი შედევრები და თუ არ ვცდები გოგენმა(ან ვან გოგმა, სკლეროზის ბრალია newsmile01.gif ) მთელს თავის სიცოცხლეში სულ 2 ნახატი გაყიდა... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 30 2010, 13:31

ვანგოგმა ბრაატ ვანგოგმა, newsmile090.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 30 2010, 13:37

კიდე კარგი ეგეც(ვანგოგი) მქონდა მიწერილი თორე თავი სად გამომეყო newsmile01.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 30 2010, 14:10

ორივე "მხარე" მართალია, ორივეს გეთანხმებით, მარა მე როგორც რიგირთ მომხმარებელს მირჩევნია ფასები ნაკლები იყოს (ვის არ ურჩევნია, მარა მაინც)


რომ ამბობენ რომ მაგ დანის ფასად სხვას ვიყიდეო, ვერც გაამტყუნებ. რატო უნდა ამოვირჩიო ერთი და იგივე თვისებების და ღირებულების მქონე დანებიდან ორჯერ ძვირი ვარიანტი? რაღაც განსაკუთრებული მიზეზი უნდა არსებობდეს.

ეს პრობლემა უფრო ზოგადად საქართველოსი არსებულმა ბაზარმა შექმნა, მოთხოვნა ქართულ დანაზე (და საერთოდ დანაზე) არის ძალიან მცირე, ამიტომაც მწარმოებელს უჭირს მცირე ფასი დაადოს თავის ნაწარმს - მოგება კი არა წაგებაზე მოუწევს მუშაობა და დებილი არავინ არაა წაგებაზე იმუშაოს....

ქართულ დანებზე რომ მეტი მოთხოვნილება იყოს, მაშინ ოსტატებიც მეტს გააკეთებენ, მეტი სემოსავალი ექნებათ და ფასებიც შემცირდება. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ბაზარია შესაცვლელი...

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 30 2010, 14:14

ან ბაზარია შესაცვლელი ან ბაზრის დირექტორი! bliadzl.gif newsmile035.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 30 2010, 14:15

hunter777
newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

მარა პრობლემაა ისაა, რომ ამ ბაზრის დირექტორები ისევ ჩვენ ვართ....

მე კი გადადგომას არ ვაპირებ! newsmile087.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 30 2010, 15:07

nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 1 2010, 00:24

ციტატა(NNN-504 @ 30th April 2010 - 14:13) *
მე მაინტერესებდა კონკრეტულად ეს დანა რატო ღირდა ასე ძვირი თუმცა პასუხი ვერ მივიღე..

იმიტომ..რომ არის კარგი და ეგ ადამიანი..მაგ დანის დამზადებას..10 დღე უნდება. აკეთებს დაჭედვით, ფენებად და მთელი პროცედურების გავლით. სამაგიეროდ იღებს საუკეთესო ხარისხს. ფორმა აქვს ძალიან ლამაზი თანაც წარწერებით...მოკლედ...მაგარი ქართული შესახედაობის არის. შესრულებული არის მაღალ დონეზე.(დამუშავებას ვგულისხმობ) ტარიც ძალიან მაგარი ქონდა..ნარევი კომპონენტებით(რქა..ხე და ა.შ.) მოკლედ..მაგას ყველა ვერ აკეთებს და რთული შესაქმნელია. რომელიც დროს მოითხოვს. აი მაგიტომ ღირს მაგდენი. ამ დროს..თუ ადამიანის შრომა დღეზე გადავამრავლებთ..საკმაოდ იაფიც გამოდის. დღეში 20 ლარი. ტაქსისტიცმეტს აკეთებს და ვულკანიზატორიც. აი მაგას ვამბობდი ზუსტად. დღეს..საქართველოში... ხელოვნება ნაკლებად ფასობს...საჭიროებაზეა ბაზარი მორგებული.

ციტატა(irakli fofxadze @ 30th April 2010 - 15:14) *
ან ბაზარია შესაცვლელი ან ბაზრის დირექტორი!

ბაზარი შეცვლილია...ბაზრის დირექტორი წავიდა სააააა....ხლშიიიიი... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეხლა გადახურვას გამოუცვლიან...რემონტს გაუკეთებენ..ვირთხებს გაყრიან და კარგი ბაზარი გვექნება... ashh.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 May 1 2010, 01:06

ციტატა(ლევანი @ May 1 2010, 01:24) *
იმიტომ..რომ არის კარგი და ეგ ადამიანი..მაგ დანის დამზადებას..10 დღე უნდება. აკეთებს დაჭედვით, ფენებად და მთელი პროცედურების გავლით. სამაგიეროდ იღებს საუკეთესო ხარისხს. ფორმა აქვს ძალიან ლამაზი თანაც წარწერებით...მოკლედ...მაგარი ქართული შესახედაობის არის. შესრულებული არის მაღალ დონეზე.(დამუშავებას ვგულისხმობ) ტარიც ძალიან მაგარი ქონდა..ნარევი კომპონენტებით(რქა..ხე და ა.შ.) მოკლედ..მაგას ყველა ვერ აკეთებს და რთული შესაქმნელია. რომელიც დროს მოითხოვს. აი მაგიტომ ღირს მაგდენი. ამ დროს..თუ ადამიანის შრომა დღეზე გადავამრავლებთ..საკმაოდ იაფიც გამოდის.

კიდევ ერთი კითხვა:თუ იცი, დაახლოებით რომელ მარკას შეესაბამება ამ დანის გამოჭედილი ლითონი?

პოსტის ავტორი: ლევანი May 1 2010, 01:56

ციტატა(NNN-504 @ 1st May 2010 - 02:06) *
დაახლოებით რომელ მარკას შეესაბამება ამ დანის გამოჭედილი ლითონი?

არ ვიცი..ეგ ავტორს ეცოდინება. მე ის ვიცი..რომ ეგეთი დანის გაკეთება..მაგარი რთულია. (გამიკეთებია დაახლოებით მაგდაგვარი)

პოსტის ავტორი: NNN-504 May 1 2010, 04:54

ალბათ სირთულე განსაზღვრავს ხარისხს .. newsmile045.gif კიდევ ერთი კითხვა: გრავირება მჟავით უფრო ძნელი გასაკეთებელია თუ რაიმე სხვა ხერXით?

პოსტის ავტორი: hunter777 May 1 2010, 10:00

არცერთია ადვილი და არც მეორე მაგრამ რაიმე სხვა ხერხით უფრო რთული დ შრომატევადია ასე მგონია მე!

პოსტის ავტორი: nihontoman May 1 2010, 12:40

NNN-504
მჟავით გრავირების გაკეYთება ყველაზე ადვილი რამაა, მთავარია ტრაფარეტი გამოჭრა და მერე დუცველ უბნებს თვითონ ამოჭამს მჟავა...

უფრო რთული არის კვეთა....

პოსტის ავტორი: ლევანი May 1 2010, 14:04

ციტატა(NNN-504 @ 1st May 2010 - 05:54) *
გრავირება მჟავით უფრო ძნელი გასაკეთებელია თუ რაიმე სხვა ხერXით?

რათქმაუნდა კვეთით....უბრალოდ შტრიხელებით ამოკვეთილი და დაჩუქურთმებული...ბევრად ძვირი სიამოვნებაა...ვიდრე 200 ლარია. და ეგ არც 10 დღეში ესწრება... შეიძლება 2 თვეც დაჭირდეს.
შტრიხელით კვეთა..რუსეთში 50 დოლარი ღირს..კვადრატული სანტიმეტრი.... ევროპაში 100დან 150 ევრომდე. ბულინო.500 ევრო კვადრატული სანტინეტრი.(თუ სწორად მახსოვს)

პოსტის ავტორი: hunter777 May 2 2010, 12:25

ციტატა(ლევანი @ Apr 30 2010, 11:11) *
hunter777
მართალი ხარ..მეც მაგას ვჩივი. ზუსტად.

აი ზუსტად ეგ უშლის ხელს...თორემ შედევრები მერე გენახა. დღეს..მაგაზე ტვინის ჭყლეტვას აზრი არ აქვს.

რას ამბობ კაცო შედევრის შექმნას არა აქვს აზრიი??? ხო კარგადა ხარ რავქნა?? შენადა მართლა დაბერებულხარ კაცო შენა!

პოსტის ავტორი: ლევანი May 2 2010, 15:32

ციტატა(irakli fofxadze @ 2nd May 2010 - 13:25) *
შედევრის შექმნას არა აქვს აზრიი??
შედევრის შექმნას კი აქვს აზერი მაგრამ დღევანდელ ვითარებაში.. როდესაც არავის უნდა მაგაში ფული გადახდა...ტვინის ჭყლეტვას არ აქვს აზრი...
ციტატა(irakli fofxadze @ 2nd May 2010 - 13:25) *
ხო კარგადა ხარ რავქნა??

რაგინდა???...

ციტატა(irakli fofxadze @ 2nd May 2010 - 13:25) *
შენადა მართლა დაბერებულხარ კაცო შენა!

რას ქვია დავბერებულვარ???...რაო...ჩემი აზროვნება არ გევასა და სიბერეს მიაწერე??...

პოსტის ავტორი: hunter777 May 2 2010, 16:11

არა კაცო რაღაც ყურებჩამოყრილი საუბრობ და შემართება და ენთუზიაზმი აკლია შენ ნათვამებს! შედევრი თუ ნიჭი გაქ და საშუალება უნდა სექმნა მერე რა რო ვიღაცას მგაში ფულის გადახდა არ უნდა ტო შედევრი მუდამ შედევრად დარჩება შედევრი შედევრად აკეთე და ბაზარი რასაც ითხოვს ის კიდე იმათთვის შექმენი, სახელია საუკუნო რა ხელმა გაგაკეთაო ასი და მეტი წლის შემდეგ იტყვის ხალხი.

პოსტის ავტორი: ლევანი May 2 2010, 16:21

hunter777
ეგ კი მართალია...მაგრამ შედევრებზე მუშაობა რო დავიწყო...ოჯახი მშიერი დამეხოცება. newsmile035.gif
ისე ჩემი ოცნებაა(ბავშვობიდან) ანგარიშზე მედოს თანხა და ის მაკეთებინა..რაც მე მაქვს სულში.

პოსტის ავტორი: შალვა May 2 2010, 16:27

ციტატა(levani @ 2nd May 2010 - 17:21) *
გ კი მართალია...მაგრამ შედევრებზე მუშაობა რო დავიწყო...ოჯახი მშიერი დამეხოცება.

ესე რომ ეფიქრა ვაჟა-ფშაველას ნეტა დღეს გვეცოდინებოდა რამე ამ გენიოსის შესახებ?

პოსტის ავტორი: ლევანი May 2 2010, 19:03

ციტატა(shalva @ 2nd May 2010 - 17:27) *
ესე რომ ეფიქრა ვაჟა-ფშაველას ნეტა დღეს გვეცოდინებოდა რამე ამ გენიოსის შესახებ?

ვაჟა ფშაველა...წერაში მეტს შოულობდა..ვიდრე თოხით იშოვნიდა.. newsmile035.gif newsmile035.gif გარდა მაგისა სულ სხვა რამეა....იმისი მართლა გენიალური ნაწარმოებები...მთელ ერზე(და ქვეყნის გარეთაც) ვრცელდებოდა...ჩემი ნაწვალები კი ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა უნდა ისერგებლოს...ხოდა ნამდვილად არ მაქვს სურვილი....შევეწირო ზვარაკად ვიღაცის სიამოვნებას. და მე რომ მომიწოდებ პატრიოტიზმისკენ....

ციტატა(shalva @ 29th April 2010 - 14:14) *
თუ ქართული დანის ფასად არანაკლები ხარისხის და დიზაინის 2 იაპონური, ფინური ან შვედური დანის შეძენის საშუალება მექნება არც დავფიქრდები და უცხოურს შევიძენ!

ეს პოსტი შენ არ გეკუთვნის???.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 2 2010, 21:41

ლევან ძამიკო იცი რომ პატივს გცემ და ვიცი რომ ნიჭი გაქ და მე ის მედარდება ეს ნიჭი ისე არ გაიფლანგოს რომ რამე ღირებულები არ შექმნას ეს ღირებულებები საერთო ჯამში შენიც იქნება ჩემიც და სრულიად ქართველი ხალხის, ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო,, შედევრი უკვდავია და ყოველთვის ამაღელვებელი მე ეს მიდა ვთქვა ძამიკო თორე ვიღაც ინგლისში ან ავსტრიაში რომ რამეს შექმნის თუ არა ის ნაკლებად მაღელვებს მაგათმა ბარე 100 საუკუნით გაგვიწრეს ამ სფეროში.

პოსტის ავტორი: ლევანი May 3 2010, 09:33

hunter777
მაგ ყველაფერში რათქმაუნდა გეთანხმები. თუ დამიჯერებ...ჩემი ყველაზე დიდი სურვილი..ზუსტად ეგ არის...დამაჯინა და ის მაკეთებინა რაც მე მინდა. მართლა ზედ გადავყვებოდი.. თან მაგას ნამდვილად არ გავაკეთებდი ფულის გულისთვის....შეიძლება სულ საჩუქრებაად დამერიგებინა........მაგრამ....... დღეს ეგ, ვერანაირად ვერ გამომივა. ეგ ჩემი და ჩემი ოჯახის გაწირვას ნიშნავს. მომავალში თუ ღმერთმა ქნა და ეგრე დამიდგა საქმე....ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ერთცალზე და განუმეორებელზე(რა გამომივა მეორე საკითხია) მაგრამ მე მართლა შევეცდებოდი. ისე ამ ქართულმა დანამ... მაგარი მუზა გამიღვიძა(ძალიან მომეწონა სისადავე და დახვეწილობა) ალბათ ერთ ჩემეულ ვერსიასაც შევქმნი. newsmile05.gif

ციტატა(irakli fofxadze @ 2nd May 2010 - 22:41) *
იცი რომ პატივს გცემ და ვიცი რომ ნიჭი გაქ და მე ის მედარდება ეს ნიჭი ისე არ გაიფლანგოს

ამისთვის რათქმაუნდა დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: შალვა May 3 2010, 12:24

ციტატა(levani @ 2nd May 2010 - 20:03) *
ეს პოსტი შენ არ გეკუთვნის???...

ახლაც იგივე აზრზე ვარ, რაოდენობაზე ვამახვილებ აქ ყურადღებას ძმობილო.

პოსტის ავტორი: ლევანი May 3 2010, 12:40

ციტატა(shalva @ 3rd May 2010 - 13:24) *
ახლაც იგივე აზრზე ვარ, რაოდენობაზე ვამახვილებ აქ ყურადღებას ძმობილო.

რაოდენობა და შტამპი..რაღა შედევრია შეკაცო. კარგი ის არის..კაცი რო ჩაუჯდება და გულიანად გააკეთებს ერთცალს.(ყველა დაცული პარამეტრით) ეგრე არც იაპონური შტამპოვკაა დიდი შედევრი.
ეხლა მაგ მხრივ..რო ვიჩაგრებით მაგაზე 2 აზი არ არის....სანამ საქართველოს წარმოებას ეძინა(უძრაობის ხანა) იქ...ისე განვითარდა ტექნოლოგიები..მაგათი დამწევი...ცხოვრებაში ვეღარ გავხდებით. ამიტომ ყოველთვის მოგვიგებენ ფასებით და დამზადების ხარისხით(რაოდენობას ვგულისხმობ) ამიტომ...ფული რომც მქონდეს...მაგის წარმოებას არც დავიწყებდი.(ზარალ) ხელნაკეთის კეთება კიდე არ ღირს...(ძცირი ჯდება და გადამხდელი..ნაკლებია დღეს..საქართველოში) ხოდა ვართ ჩვენთვის გამოჭყლეტილი. ვისაც შეგვიძლია..ჩვენთვის კი დავიმზადებთ განსაკუთრებულს..მაგრამ...წარმო
ების და მომხმარებლის რა მოგახსენო.

პოსტის ავტორი: შალვა May 3 2010, 12:49

შენ მე რაც შემპირდი ის გამიკეთე თორემ იცოდე არ მოგასვენებ newsmile01.gif newsmile035.gif

ლევანი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 3 2010, 12:56

რადგან აოფებთ მეც გავაოფებ
შალვა
ის დანა კიდე არ გაუკეთებია?? newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
ლევანი
ნწუ ნწუ ნწუ

პოსტის ავტორი: შალვა May 3 2010, 13:00

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 3rd May 2010 - 13:56) *
ის დანა კიდე არ გაუკეთებია??

არა ნიკუშ ,,ვერ მოიცალა" newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 3 2010, 13:03

ციტატა(shalva @ 3rd May 2010 - 13:49) *
შენ მე რაც შემპირდი ის გამიკეთე თორემ იცოდე არ მოგასვენებ

მაგას რათ უნდა ბაასი. რაქენი...სატარე მასალა რო უნდა ჩამოეტენათ???...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 3 2010, 13:05

შალვა
მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო არა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 3 2010, 13:05

T A M P L I E R
რავქნა კაცო.....ერთი ამოისერინე ჩემთან.....გასაკეთებალი ნივთების რიგი მინდა გაჩვენო. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 3 2010, 13:12

ლევანი

ციტატა(levani @ 3rd May 2010 - 14:05) *
რიგი მინდა გაჩვენო

ჩემს მერე ვინ არიან რიგში, უნდა მაინტერესებდეს? newsmile035.gif მე პირველი ვარ!! blashe.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 3 2010, 13:37

ციტატა(shalva @ 3rd May 2010 - 14:12) *
მე პირველი ვარ!!

მერე ამომიტანე ის სანაქებო მასალა(ჩრდილოური) შენი მომავალი დანა..ისეთი რამეა...მაგას რამდენიმე თვე მოვუნდები..და ფარჩაკ მასალაზე შრომას აზრი არ აქვს. თუ ვაკეთებთ...უნდა გამოვიდეს მართლა შედევრი. თან აქვე...სამჭედლოს მივაგენი. მგონი ერთად დავსცხებ ჩემ დანასაც და შენსასაც.

პოსტის ავტორი: შალვა May 3 2010, 13:51

ლევანი

ციტატა(levani @ 3rd May 2010 - 14:37) *
ერთად დავსცხებ ჩემ დანასაც და შენსასაც.

დავცხოთ ია ზა! ჩრდილოეთმა მემგონი დაყვინა, სხვარაღაცაა მოსაძებნი! ოფებისთვის დიდ ბოდიშს გიხდით

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 3 2010, 13:55

შალვა
რამე კაი მასალას უმიზნებ საჩხერიდან?

პოსტის ავტორი: Nukry Max May 3 2010, 14:31

gorda
კარგი წამოწყებაა,კარგი ნამუშევრებია და გაგრძელებაც კარგი ექნება ღვთის წყალობით!!!

პოსტის ავტორი: შალვა May 3 2010, 15:11

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 3rd May 2010 - 14:55) *
რამე კაი მასალას უმიზნებ საჩხერიდან?

საჩხერე დასავლეთით არის ჩრდილოეთში რუსეთს ვგულისხმობდით(ზღვის ლომის ეშვი)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 3 2010, 16:06

ციტატა(gorda @ Apr 29 2010, 00:11) *
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


სერიოზული ნამუშევრებია. small3d018.gif

პოსტის ავტორი: Levan.B May 4 2010, 09:48

Gorda.
ეს კაცი ეწევა ძალიან კარგ საქმეს და კარგადაც გამოსდის, იმიტომ რომ ამ საქმის პროპესიონალია. ამ რამოდენიმე ხნის წინ შევიძინე ერთ-ერთი მისი ნამუშევარი და აღფრთოვანებული დავრჩი მისი ნამუშევრით,ხარისხით და თავის საქმისადმი დამოკიდებულებით.
აქ იყო ნახსენები იმის თაობაზე რომ, ძალიან ძვირია ეს დანები, ვინმე თუ ნახავს მის ნამუშევარს მიხვდება რომ მისი ხელნაკეთი ალბათ გირს ის ფასი -შეიძლება ეტიც.
ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებაა მეტი არაფრი, ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს.

პოსტის ავტორი: nihontoman May 5 2010, 14:51

ბევრი ფული რომ მქონდეს ვიყიდიდი, vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ლეკი May 5 2010, 14:58

ციტატა(Levan.B @ May 4 2010, 10:48) *
Gorda.
ვინმე თუ ნახავს მის ნამუშევარს მიხვდება რომ მისი ხელნაკეთი ალბათ გირს ის ფასი -შეიძლება მეტიც.

+100 ბოლოსდაბოლოს ქართული ხელოვნების ნიმუშია.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 5 2010, 23:52

ციტატა(leki_gio @ 5th May 2010 - 15:58) *
ბოლოსდაბოლოს ქართული ხელოვნების ნიმუშია..

მართლა მაგარი ფორმა აქვს. რო ვუყურებ...ძალიან მშობლიურად გამოიყურება. ძალიან მომეწონა ქარქაშში განთავსების სტილიც. აი გამოთქმა რომ არის..."ყველაფერი გენიალური მარტივია"-ო..ზუსტად მაგასთან გვაქვს საქმე.

პოსტის ავტორი: jagermeister May 6 2010, 00:08

მართლა ძალიან მაგარი დანებია !!!
ამ შემთხვევაში იმის თქმა თუ ამ ფასად რას იყიდიდი და იქედან ამის შეფასაბა ელემენტარული შეცდომა და უხამსობაა !


პოსტის ავტორი: შალვა May 6 2010, 12:40

jagermeister

ციტატა(jagermeister @ 6th May 2010 - 01:08) *
ამ შემთხვევაში იმის თქმა თუ ამ ფასად რას იყიდიდი და იქედან ამის შეფასაბა ელემენტარული შეცდომა და უხამსობაა

მე აქ რაღაც რაღაცეები შევაფასე და მოწოდებულ ფასით სხვა დანების (რაოდენობა) ყიდვაზეც გავამახვილე ყურადღება! შეიძლება ეს ,, ელემენტარული შეცდომა" იყოს, ბატონო ჩემო ეს ,,უხამსობა" ჩემზე მივიღო თუ სხვა რამე გქონდათ მხედველობაში?

პოსტის ავტორი: jagermeister May 6 2010, 12:57

ციტატა(შალვა @ May 6 2010, 13:40) *
jagermeister

მე აქ რაღაც რაღაცეები შევაფასე და მოწოდებულ ფასით სხვა დანების (რაოდენობა) ყიდვაზეც გავამახვილე ყურადღება! შეიძლება ეს ,, ელემენტარული შეცდომა" იყოს, ბატონო ჩემო ეს ,,უხამსობა" ჩემზე მივიღო თუ სხვა რამე გქონდათ მხედველობაში?

პიროვნულ შეურაწყოფა არც მიფიქრია და რომც მეფიქრა ფორუმზე ამის წერას ნამდვილად არ დავიწყებდი..
ზოგადად ვთქვი რომ ხელნაკეთი კარგი დანა რო განისაზღვროს იმით თუ რამდენ სერიულ დანას გამოიწერ ამაზონიდან და თუ მეტს გამოიწერ მაშინ არ ვარგა, მიმაჩნია შეცდომად.
ჩვენი შვილიშვილების დროს ამ დანას ბევრად მეტი ფასი ექნება ვიდრე სერიულ გერბერის ნებისმიერ დანას და თან მგონია რომ ეს ის შემთხვევა არ არის როდესაც ერთი დანა უნდა იყიდოს კაცმა და ფასით აარჩიოს.
მიმაჩნია რომ ადეკვატური ფასია.
და თან ეს ყველაფერი იმიტომ რომ ეს დანები კონკრეტულად ძალიან მომეწონა, თორემ არიან აქ სვხა ოსტატებიც და არასდროს კომენტარი არ გამიკეთებია მათ ნამუშევრებზე...
ასე რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და წყენა არ უნდა მოყვეს ამას არანაირად.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით არასწორი კუთხიდან დანახვაა საკითხის, ნამუშევრის ფასიდან გამომდინარე შეფასება, მითუმეტეს როდესაც ავტორს მიმართავ(სწორედ ეს კი უხამსობად მიმაჩნია)
პატივისცემით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 6 2010, 13:01

jagermeister
ვატყობ ჩემი შეკითხვა კარგად ვერ გაიგეთ

ციტატა(shalva @ 6th May 2010 - 13:40) *
,უხამსობა" ჩემზე მივიღო?


პოსტის ავტორი: jagermeister May 6 2010, 13:19

ციტატა(შალვა @ May 6 2010, 14:01) *
jagermeister
ვატყობ ჩემი შეკითხვა კარგად ვერ გაიგეთ

ვგონებ თავად ვერ გაიგეთ newsmile035.gif
არ მაინტერესებს პიროვნული მიმართვა ამ შემთხვევაში და არც ეგოს დაკმაყოფილება არავის..
ზოგადად თემას თვალი გადავავლე და იმ ტენდენციაზე გავამახვილე ყურადღება რაც თვალში მომხვდა.
და თუ "კი"-ს ან "არა"-ს ითხოვთ ჩემგან, ჯერ ჩემი თხოვნა იქნება რო ნუ ითხოვთ newsmile045.gif
ნოლი ინტერესი მაქვს აქ ვინმეს შეურაწყოფის !
შეცდომას და უხამსობას ამ ტენდენციას ვუწოდებ და არა რომელიმე ფორუმელის მისამართით ვისვრი ამ სიტყვებს..

პოსტის ავტორი: შალვა May 6 2010, 13:48

კარგი! ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს აქ საჯაროდ რაიმე დავის წარმოების, მაგ ასაკიდან კარგა ხანია გამოვედი, უბრალოდ ერთს ვიტყვი როდესაც ხელოვანს თავისი ნამუშევრის გაყიდვა უნდა მას ეს ნივთი გასაყიდათ გამოაქვს, რასაც ვაჭრობა ქვია(პირდაპირი გაგებით) გამყიდველი შეგუებული უნდა იყოს იმაზე რომ ზოგ მყიდველს მისი ფასი გადამეტებულად მოეჩვენება და შეევაჭრება, რასაც უხამსობასთან არანირი კავშირი არა აქვს, მემგონი სიტყვა ვერ შეარჩიეთ სწორედ. ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმულირებებით ფორუმზე გამოთქმული სხვისი აზრები არ უნდა შეფასდეს, ეს უკვე ზრდილობის საქმეა.

პოსტის ავტორი: jagermeister May 6 2010, 14:00

ციტატა(შალვა @ May 6 2010, 14:48) *
მემგონი სიტყვა ვერ შეარჩიეთ სწორედ

შეიძლება..

ციტატა(შალვა @ May 6 2010, 14:48) *
ეს უკვე ზრდილობის საქმეა.

ეს კი შეურაწყოფაა !

პოსტის ავტორი: შალვა May 6 2010, 14:48

ციტატა(jagermeister @ 6th May 2010 - 15:00) *
ეს კი შეურაწყოფაა !

უკაცრავად თუ უნებურად გაწყენინე.

პოსტის ავტორი: ლევანი May 6 2010, 23:49

ვაააა..აქ რა ამბები ყოფილა.... ეგეთებს არ ვიყოთ. მაგაზე ექსკლუზივი..მარტო მე და ნოსოს გვაქვს. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ამიტომ თუ არ მიწყენთ და თქვენის ნებართვით....ჩვენს ღტმადპატივცემულ მოდერატოს ვთხოვ...გზას გაუყენოს მთელი ოფები(ამ პოსტის ჩათვლით მხოლოდ აქამდე.)
ეს თემა..ჩემი აზრით...ნამდვილად იმსახურებს... თემატურად აგუგუნებას. მე პირადად..ერთი სული ამქვს..როდის მოვხვდები სოფელში..რომ ჩემი დანები წამოვიღო და სურათები დავდო. ბევრი კი არაფერია(არანაირი გაფორმება) მაგრამ......ფორმა ნამდვილად ეგ არის. შევეცდები ჩემი ვარიანტიც მელე მდონდეს. შეიძლება სხვასაც ქონდეს გადანახული ძველი ნამუშევრები.....ძალიან გამეხარდება...თუ "ქართული წელსაკიდი დანა" ჩვენი ფორუმის მეშვეობით... მეტად პოულარული გახდება. მე ვაღიარებ..ნამდვილად არ ვიცოდ ეგეთი დანის არსებობის შესახებ(მიუხედავად იმისა..რომ სახლში მედო)

პოსტის ავტორი: bardazana May 31 2010, 23:07

ეს თემა რო გავხსენი რაღაც კაი მახსოვს მაგრამ ბუნდოვნად newsmile035.gif იმდენჯერ შეიცვალა სასაუბრო თემა აქ რომ სუ დამავიწყდა რას ვკითხულობდი newsmile035.gif

თემის ავტორს
ბატონო ირაკლი შორიდან გიცნობთ, სტატიაში გიგას დანაც ვიცანი. კარგი ნამუშევრები გაქვთ newsmile05.gif
მე გიგას და ვალერის მეგობარი ვარ და ზაქრო ნონიკაშვილის მოსწავლე, ალბათ მალე პირადადაც გავიცნობთ ერთმანეთს.

პატივისცემით ჯაბა კოპალეიშვილი

პოსტის ავტორი: o.cho Sep 20 2010, 16:26

მართლაც ძალიან კარგი თემაა და ძალიან დასაფასებელი მე პირადად ჩემს აზრს გაგაცნობთ ამ ხელოვნების ნიმუშების მიმართ ვთვლი რომ რასაც ეს ხალხი აკეთებს ეს მხოლოდ დანები არაა ეს არის ისტორია რომელიც მხოლოდ დღევანდელობით და ფასებით არ უნდა შეფასდეს ეს ჩემი აზრით არის სუ სხვა რაღაც და არ შეილება თუნდაც ერთი ამ დანათაგანის რამოდენიმე დაშტამპულთან შედარება ან გაჯიბრება თუნდაც ერთი ვაგონი იყოს შამპოვკების რაოდენობა ეს ხელით შექმნილია და რაც გინახავს ვეღან ნახავ ანუ სხვას ასეთს მეორეს საშვალება რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მათ კოლექციას დიდი პატივის ცემით.
რაც შეეხება ბატონი გიგას დანას მაქვს სიამოვნება მას როცა მომინდება მაშინ შევეხო და ძალიანაც მეამაყება ძალიან მაგარია და ძვირფასი ნივთია ჩემთვის newsmile05.gif ეს ჩემი პირადი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ შემომედავებით. გაუმარჯოს ყველას თავის გზაზე და გადაწყვეტილებაში. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: სანდრიკა Oct 7 2010, 20:58

small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 3 2011, 13:47

http://www.kizlyarextreme.ru/nozhi-kizliar/abkhazskii-sriednii

ვინ იბრალებს

პოსტის ავტორი: შალვა Sep 3 2011, 20:08

ციტატა(nika @ 3rd September 2011 - 14:47) *
ვინ იბრალებს

Абхаз вор не бивает! бандит пожалуста! bliadzl.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 3 2011, 22:16

შალვა
ი???

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 4 2011, 00:23

აბხაზებს რა ჭირთ დასაბრალებელი. ფარნავაზიდან მოყოლებული..1993(ქრისტეს შობიდან) წლამდე ჩვეულებრივი დე ფაქტო საქართველო იყო..ხოდა რა არის გასაკვირი ეგ დანა მაგათთანაც თუ არის??.. ისე უმაგრესი ფორმაა...მაგ უმარტივესი..მაგრამ გენიალური ფორმის ფანი ვარ. აუცილებლად დავიმზადებ ჩემთვის 1 სუპერვარიანტს.

პოსტის ავტორი: gel2001 Sep 4 2011, 10:25

მეც მაქ ერთი ეგეთი დანა ბაბუაჩემის დატოვებული იძახოდა სამეგრელოსი მაქვს ნაყიდიო,სოფელში მაქვს და მეც დავდებ ფოტოებს.საინტერესო კი არის ეს თემა,თან დანის მკეთებელიც რო არის ეს ხო საერთოდ.ვფიქრობ მეც შევიძენ ერთ დანას.გასაღების ბაზარი რო შეიქმნება მოხმარებელიც მოიმატებს და ტრადიციაც არ დაიკარგება. thinking.gif

პოსტის ავტორი: shoshia Jul 18 2013, 03:29

_________________________________________________________

პოსტის ავტორი: shoshia Jul 18 2013, 03:40

როცა რაღაც კეთდება გათვლილია მომხმარებლის გარკვეულ ჯგუფზე...
რაც ამ 1 წლის განმავლობაში გავერკვიე ჯგუფები ასეთია:
0. რეპლიკა დეკორატიული..ფოლადს არ ექცევა ყურადება(როგორც წესი ნერჯავიკები)
1. ახლგაზრდები/კემპინგი/ბუნებაში გასვლა...მაგ. გერბერის დანების ნაწილი. საშუალო ფოლადი.მსუბუქი დატვირტვისთვის.(ნერჯავიკები)
2. სანადრო ფუნქციონალური..ზედმეტი "პრიბამბასების გარეშე".(O1, D2, დამასკი, მაღალკარბონიანი ოღOნდ მოკლე,ვირთხისკუდით)
3. მძიმე სამUშაოსთვის..დეკორაციების გარეშე...ხშირად მხოლოდ პირია (სრული ენა)..ეწ. თვითგადარჩენის დანები..აქცენტია ფოლადზე და გეომეტრიაზე(D2,
მაღალკარბონიანი,
დამასკი ).
4. ეზოში/სამეირნეოა მუშაობისთვის (მაჩეტე, მსუბუქი საშუალო ფასის ხმლები რომელიც არ დაგენანება ტოტის მოსაჭრელად)(საშუალო კარბონიანი)
5. რეპლიკა+კარგი ფილადი+მხატრვრული გაფორმება---ანუ რეალური ძვირფასი იარაღი. გათვლილი თვეში მინიმუმ 5000$ შემოსავლიანი კოლექციონერისთვის newsmile05.gif
(მაღალი და საშუალოკარბონი)
6. მანაკებისთვის(ვისაც უნდა თმაც გაპარსოს და 200კგ დატვირტავს გაუძლოს თან რკინას უნდა ჭრიდეს newsmile05.gif ) აქ ყურადღება მყიდველის მხრიდან ფოლადს და მჭედლობას
ექცევა და არა ხელოვნებას და ოქრომჭედლობას

რომელ სეგმენტზეა გათVლილი ქართUლი წარმოების იარაღი? (ელიავა რუსტაველზე რაც არის + ოსტატების აქ გამოქვეყნებული ძვირფასი დანები)?
ელიავაზე რაცაა ალბათ ტურისტებისთვის როემლსაც ალუმინ-ნიკელიანი ხმალი შეიძლება მატარებლის რრესორის მასალისგან დმაზადებულ ხმალად შეიძლება შეასაღო.

ეს ძვირფასი პატარა დანები კი N5 კატეგორიისთვის...რუსული დანებიც იგივეა დიდი ნაწილი...იაფები რაცაა არ მომეწონა...იაფია კია ვითომ მაგრამ მაინც ძვირია..ამიტომ ჩინელები იტვისებენ აქ დარჩენილ ნაწილს...

გასაღების ბაზარი აქ საკმარისად არის..უბრალოდ მწარმოებლებს არ აქვთ სწორი ორიენტაცია..მხოლოდ ბრიყვ ტურისტებზე და მდიდარ კოლექციონერებზე ორიენტაცია არასწორია...ეს შეიძლება დიდ ქვეყანაში სადაც ბევრი ბრიყვი ტურისტი და ბევრი მდიდარი კოლექციონერია newsmile05.gif...

სწორი ბიზნესის კარგი მაგალითია ნეპალის კუკრიჰაუსი....ყველაზე ძვირი ფუნქციონალური დანა 200$ 1.6 კგ. ეწ. რესორის ფოლადით...დიდი კუკრი... ასეთი დანა აშშ რომ დაამზადონ და გაყიდონ ალბათ 450$ იაფი არ იქნება..

პაკისტანური დანები O1,D2,დამასკი 35-300$ იშვიათAდ 400-500$ (ხმალი)...აქ რომ კეთდებოდეს ვიყიდდით და არ გამოვიწერდით..ასე არაა?

პოსტის ავტორი: Don-G Jul 18 2013, 04:47

თემის ავტორთან ვინმე ხართ კავშირზე? კვლავაც ამზადებს დანებს? ვცადე მაგრამ ეტყობა საიტი ჯერაც არ გაუკეთებია.

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 27 2013, 21:55

არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობთ ქართველ ხელოსნებზე და ვერც იმას მივხვდი რატომ გგონიათ, რომ საქართველოში წარმოებული იარაღი მხოლოდ ბრიყვ ტურისტებზე და მდიდარ კოლექციონერებზეა ორიენტირებული?

რა ორიენტაცია არ გვაქვს ქართველ მწარმოებლებს? რით დარჩით უკმაყოფილო?
საქართველოში რამდენიმე კარგი მჭედი მოღვაწეობს. ნებისმიერი დიზაინის, ფორმის და დანიშნულების დანას აკეთებენ. შემკვეთის სურვილისამებრ. თქვენ რომელი ორიენტაცია არ მოგწონთ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 27 2013, 22:49

ხანჯალა
არ ვიცი რას უპასუხე ამ პოსტით მაგრამ ერთ ვიტყვი!
ჩვენი პროდუქცია იმდენად ფასობს რომ ქართველი მომხმარებელი ვერ წვდება მას!ამიტომაც ხარისხიანი ტავარი უფრო ტურისტებზე და ფულიან ხალხზეა გათვლილი!
თუ გადახედავ თემებს ყველა იმას ამბობს რო რატომ გადავიხადო ჯიგრიან ქართულ დანაში 300-400 ლარი როცა წავალ და იაპონელი ხელოსნის ნამუშევარს ჩამოვიტანო.

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 27 2013, 23:04

კაცია და გუნება. ზოგს რა მოსწონს და ზოგს რა.

მაგრამ საქართველოში საკმაოდ კარგი ხარისხი მზადდება. თანაც ნებისმიერი ესკიზით დამკვეთის გემოვნებისამებრ. დანარჩენი გემოვნების და შესაძლებლობის საკითხია.
რაც კარგია ძვირია.
მაგრამ არასწორი ორიენტაცია რას ნიშნავს? ვაჩუქოთ ნამუშევრები? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 27 2013, 23:05

უი ზემოთ რამხელა პოსტი ყოფილა!

ციტატა(ხანჯალა @ 28th July 2013 - 00:04) *
მაგრამ საქართველოში საკმაოდ კარგი ხარისხი მზადდება. თანაც ნებისმიერი ესკიზით დამკვეთის გემოვნებისამებრ. დანარჩენი გემოვნების და შესაძლებლობის საკითხია.

დასტურ

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 28 2013, 18:58

ხანჯალა
არა უბრალოდ ჩემნაირი ხალხისათვის ძნელია ვთქვათ 500 ლარის გადახდა ქართულ დანაში, როცა იგივე ხარისხის შეიძლება 200-ად ჩამოვიტანო.

არ გეწყინოთ არავის, მარა ქართული დანები რაც მომეწონა, ისინი იმდენი ღირს, რომ ფასით უცხოურ ხელნაკეთებს არ ჩამოუვარდება, უფრო იაფიანები კიდე დაახლოებით იმ დონეზეა, რაც ჩინური დანები...

პოსტის ავტორი: Guga Sep 22 2013, 20:43


http://postimg.cc/image/agx2nq4yd/

ესეთი დანის პიქრი მაქვს და ''წარმოადგენს რამეს'' ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 4 2013, 13:36

Guga
რას უნდა წარმოადგენდეს!თუ ასეთია ესეიგი ქართული დანაა!
აბა სურათები დადე ვნახოთ

პოსტის ავტორი: ilara Oct 4 2013, 13:45

სადრაც მაქვს წაკითხული ადრე რომ ბაწრისებური ჭედვა ფოლადის ქართული ჭედვის ნაირსახეობაა ერთერთი რაც ფოლადს სიმთკიცეს მატებს.ძალძე საინთერესო დასამზადებელი და გამოსაწრთობი იყო ახსნაც ეჭერა როგორ ამზადებდნენ.ისე თბილისში მუშაპბენ ძველ ქართულ დანა ხანჯლებზე აქსესუარებზე,ოღონდ სად არის სამჭედლო ზუსტად არ ვიცი ადრე ბარათი მქონდა მისამართი და ტელ ნომერი ეწერა.შეილება მაგის გაგება თუ ვინმეა დაინტერესებული ამ ამბით.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 4 2013, 13:48

ilara
კი "ბაწარაული" ჰქვია!
მაგით მე როგორც ვიცი მხოლოდ თათეშვილი ერთობოდა!
ეხლა რასაც ვუყურებ ყველა ქართველი მჭედელი ან დამასკოზეა გადასული ან ბულატზე!

ეს თEმა კი კონკრეტულად ქართულ წელსაკიდ დანაზეა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)