ეს დანა გამოვიწერე
http://www.radikal.ru
ისე რა მაგარი ვინმე ხარ რა , ამდენი დანა გაქვს და ყველა ფუნქციური, ყოჩაღ შენ, გილოცავ, მალე სმიტ ვესონის ნაჯახი მომელოცოს
შარკი
თუ შეიძლება მითხარი, როგორ გამოიწერე? იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იწერს ხოლმე ამაზონიდან რაგაცეებს და დანაზე უტხარი, მერე შეამოწმა და მითხრა რომ უარი მოვიდაო, რაგაც სია მანახა რისი გამოწერაც არ შეიძლებოდა და მათ შორის დანებიც იყო
გრიზლი
დიტო
[quote name='შარკი' date='Jun 9 2009, 12:50 PM' post='6051']
აი ამ დანას ველოდები ეხლა ამაზონკომიდან.
ვარგა, როგორ ფიქრობთ?!
როგორც უწერია, აქვს კომპასი, საკმაოდ მძიმეა და 38 სმ-ია სიგრძეში.
სადღაც 50-55 ლარამდე დაჯდა ჩამოტანით.
დანების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ დამევასა რაღაც და...
პახოდებში დავდივარ და გამომადგება-თქო ვიფიქრე
ამერიკული ხიშტ დანააქ მაღაზია გლოკში დევს!! კარგად ჭრის მძიმეა. მლასტიკის ქარქაში აქვს და საკვნეტელადაც კეთდება
დიტო
შარკი
და ესეიგი კიდევ დამატებითი ფასია ხო გადასახდელი? ანუ პროდუქტის ღირებულება, სჰიპინგი, ცჰამოტანა და კიდევ ცჰამომტანის ანუ რეალური შემკვეთის ფულიც ხო?
რამე საიტი აქვთ თუ ოფისი ანუ როგორ გამოვიწერო?
ეხლა ვნახე მაგათი საიტი და დაუკავშირდები
აი ეს დანა მინდა მაგრად ჩამოვატანინო
http://www.amazon.com/Schrade-Hunter-Knife-Fixed-Blade/dp/B000IE7QQY/ref=sr_1_29?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1244826386&sr=8-29
მე მგონი არ უნდა იყოს ცუდი, საკაიფო დისქაუნთი აქვს რქის ტარი, თან ბრენდიც კარგია
დაახლოებით +50% და სახლში მოგიტან
ეგრე თუა მაგრად მაწყობს!
გრიზლი
დიტოს აქვს დანის ჩამოტანის გამოცდილება, წალკაშიც ქონდა წამოღებული, გეტყვის ალბათ თბილისამდე რამდენი დაჯდება თვითღირებულების ზევით
გრიზლი
ზუსტად ეგ დანა მინდოდა რო ჩამომეტანა და რატომღაც ამერია,ისე 10 დოლარი ამახიეს ზედმეტად ადგილზე და პლიუს ჩამოტანა 9 ლარი,2 კვირაში აქ იქნება ბარამის მისამართზე მიტანიდან 22H CRAIGWOOD RD
AVENEL, NJ 07001-2239
United States ეს არის მისამართი ბარამის ოფისის ამერიკაში
დიტო
ანუ მე ბარამს უბნდა შეუკვეთო ხო, ამაზონში რასაც ვნახავ? და ფულს ბარამს უხდი?
კი,უფრო სწორად ამაზონს უკვეთავ და უთითებ ბარამის იმ მისამართს ზემოთ რო მოგწერე,შემდეგ მოგივა მეილზე რო მიიტანეს მისამართზე და ამის მერე იხდი ჩამოტანის ფულს ბარამის ანგარიშზე
ხო მართლა ბარამს უხდი მარტო ჩამოტანის ფულს,ყიდვის ფულს იხდი ამაზონზე კარტიდან,მე მაგალითად ორანჯ ბარათიდან ვიხდი ეგრევე გამოწერისას
დიტო
გაიხარე ძმაო დიდი მადლობა
გრიზლი
ბარამს ააფერს არ უკვეთავ. შედიხარ ამაზონზე, რეგისტრირდები(ნაღდი ფოსტა მიუთითე) და ეძებ რაც გინდა. როცა პოულობ, აგდებ კალათაში და ჩეკაუთის პროცესს აკლიკავ. კრედიტკა უნდა გქონდეს ან კლასიკი, ან ელექტრონი, მაგრამ ყველა ელექტრონი არ მიდის, მაგალითAდ საქბანკის სახელფასო ვიზა ელექტრონი მიდის. შიპინგის და ბილინგის მისამართს უთითებ ბარამისას. მანდვე გიჩვენებს რად დაჯდება ბარამის ამერიკულ ოფისში შენი ნივთის მიტანა და რამდენი დღე მოუნდებაიან ამას. ჯობია სტანდარტ-შიპინგი აირჩიო. 4-8 დღე გამოდის. როცა ამაზონი შენ ტავარს გააგზავნის, შენი შეკვეთების გვერდზე გაძლევს ტრეკინგ-კოდს. როცა ნივთი ბარამის ამერიკულ ოფისში ჩაბარდება, ეს ტრეკინგკოდი გამოჩნდება ბარამის საიტზე ტრეკინგ-კოდების გვერდზე და იქვე იქნება მითითებული რამდენი უნდა გადაუხადო ბარამს თბილისში ჩამოტანაში. გადაიხდი ამ თანხას საქბანკში(დანიშნულებაში ტრეკინგკოდი მიუთითე აუცილებლად). და როგორც კი მასა იზამ, შენი ნივთი ავენელიდან წავა ჯერ ნიუიორკში და მერე თბილისში. ამ ყველაფერს ბარამის ტრეკინგკოდის გვერდზე ნახავ. თბილისი რო დაეწერება მიხვალ და აიღებ. ეგაა.
nihontoman
გრიზლი
გაიხარე, შენ რომელი გინდა ლინკი დააგდე რა
ვიტო
საგოლ ვიტო მაგარი დანააა
http://spyderco.com/catalog/details.php?product=353
ამ დანაზე ისე არ ვიტყოდი უარს
შარკი
კაია, ახლა ის თქვი ჩამოტანის სერვისი რა დაჯკდა?
nihontoman
იქნებ დამაკვალიანოთ მეც მინდა ზუსთად ეს,რაღაც ბავშვობაში მაბრუნებს რემბოს დანას გავს
გილოცავ მეგობარო
ნოსო
შარკი
რეგისტრაცის გავივლი,მაგრამ ეგისტრაცია ბარატს ითხოვს?მე ფირადად არა ამქ მაგრამ დედაჩემისას გამოვიყენებ შემდგმი პროცედურა მაინტერესებს
ნოსო
შეიძლება სხვისიც გამოიყენო. ბარათის მითითება მგონი მერეც შეიძლება, მაგრამ მე ატვიდანვე მივეცი.
მოკლედ რა ხდება. სარჩევის მიხედვით იპოვი სასურველ ნივთს ან შეგიძლია პირდაპირ სერჩში აკრიფო ნივთის სახელწოდება და თუ ყიდის ვინმე, ამოაგდებს.
მოკლედ, როცა იპოვი, სურათს გაადიდებ, დაათვალიერებ, სხვა მყიდველების გამოხმაურებებს წაიკითხავ, მსგავს ნივთებსაც ნახავ, რომელსაც სხვა მწარმოებლები გთავაზობენ და გადაწყვეტილებას მიიღებ, დაკლიკაც კნოპკაზე Add to Cart-ანუ კალათაში ჩამატება. შემდეგ Process to Checkout - ყიდვის პროცესი. ამ ეტაპზე უნდა აირჩიო მოწოდების მისამართი - Shipping address. თუ მანამდე ადრესბუქში შეტანილი არ გაქვს ბარამის ამერიკული მისამამართი, მაშინ უნდა მიუთითო ასე:
კარტის მფლობელის სახელი და გვარი(ისე როგორც კარტას აწერია!)
22H CRAIGWOOD RD
AVENEL, NJ 07001-2239
United States
Phone: (+1)718 934 1700
თუ შეყვანილი გყავს, მაშინ თვითონ გამოიტანს და შენ უნდა დაკლიკო Ship to this address. ამ მისამართზე გამომიგზავნეო ანუ.
ამის შემდეგ აირჩიე მეთოდი, ანუ ბარამის ამერიკულ ოფისში რამდენ დღეში გინდა რომ მივიდეს შენი ბანდეროლი. მე სტანდარტულ მეთოდს ვირჩევ ხოლმე, რომელიც 3-6 სამუშაო დღეს გულისხმობს.
როცა ამასაც აარჩევ და Next-ს დაკლიკავ, გადაგიყვანს შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც მარჯვნივ ზემოთ კუთხეში დაინახავ შენი შეკვეთის Order Summary-ის ანუ შეკვეთAს საბოლოო სახოთ. მანდვე იქნება მითითებული რამდენი ჯდება მწარმოებლის მიერ ბარამის ამერიკულ ოფისში შენი ბანდეროლის მიტანა.
მაგალითად ამ წამს ვყიდულობ სათვალეს და მიწერს ასე:
Order Summary
Items: $33.38
Shipping & Handling: $7.95
Total Before Tax: $41.33
Estimated Tax:* $0.00
----------------------------------
Order Total: $41.33
მგონი გასაგებია, ხო? ხოდა მანდ ქვევით Continue-ს რომ დაკლიკავ, გამოგიტანს კიდევ ერთ გვერდს - Please review and submit your order, ანუ გადახედე ბოლოჯერო. კარგად დაფიქრდი და შემდეგ დაკლიკე კნოპკას Place your Order, იმიტომ, რომ მერე უკვე ვეღარაფერს შეცვლი - ეს არის შეძენის ბოლო ეტაპი. ყოდვის პროცესი დასრულებულია.
ამის მერე, როგორც კი მწარმოებელი იწყებს შენი შეკვეთის შესრულებას. შენ შედიხარ ექაუნტში და იქ ნახავ გრძელ ყვითელ კნოპკას სადაც შენს შეკვეთებს გიჩვენებს. შეკვეთAს რომ დაკლიკავ, გიჩვენებს რა ეტაპზეა შეკვეთა. Deliverred რომ დაგიწერს მწვაბედ ესე იგი ბარამის ამერიკულ ოფისში მიიტანეს. მანდევ იქნება ეგრეთ წოდებული Tracking Code.
ეს არის შენი ბანდეროლის საძიებო კოდი ბარამის საიტზე აქ http://www.barami.us/trackinginfo.php
ამ კოდის მიხედვით მოძებნი შენს ბანდეროლს და მის გასწვრივ მარცხნივ ეწერება მისი წონა და ფასი, რომლიც უნდა გადაუხადო ბარამს. მარჯვნივ ბოლოში კი ადგილმდებარეობა. თAვიდან ეწერება Avenell.
როგორც კი ამ თანხას შეიტან ბარამის ანგარიშზე საქბანკში საქართველოს ბანკი შ.პ.ს. ,,ბარამი” ანგარიშის ნომერი 123355500(ოღონს დანიშნულებაში ტრეკინგკოდი ჩააწერინე მოლარეს თორე ისე ბარამი ვერ მიხვდება რაში უცდი ფულს და პლატიოჟკა შეინახე!!!) ბანდეროლი წავა ჯერ ნიუიორკში და მერე დაეწერება - ტრანზიტი.
თბილის რო დაიწერება, მიხვალ ბარამის უბანძეს ოფისში წინამძღვრისშვილის ქუჩაზე და პლაწიოჟკით მიიღებ შენ ნივთს.
მოკედ შეძენიდან 2 კვირა უნდა რა.
შარკი
გაიხარე, ახლა ვამუგამო
ნოსო
КАА
არა მე მეგონა ეგ რომ იყო, საკუთარი სახელის დაწერისას შემეშალა
ეჰჰჰ, მეც მასე ვიყავი სულ პირველი დანა რო ვიყიდე spyderco police ss. (თბილისში ძვირი დამიჯდა-350 ლარი (რაზეც ნერვები მეშლება) ყველა მეუბნებოდა საბოლოოდ გამოშტერდი, ამ რკინაში როგორ აძლევ ამდენ ფულსო. სულ გადაირივნენ მილიტარი რო ვიყიდე 450 ლარად და ერთი ორმა მაგრად დამცინა, მარა არ შევიმჩნმიე
ახლა მეც მკიდია რას იტყვიან და სხვასაც კიდია რას ვიყიდი, როგორც იქნა ავუხსენი რატო ღირს ასეთი ძვირი.
ერთი კარგი სებენზა მეც მაგარა მინდა, უბრალოდ ინტერესი მკლავს რა დანაა ასეთი, ყველა რო ამას ამბობს :
nihontoman , советую меньше смотреть на снимки рокстида, иначе придется продавать квартиру и покупать его.. после покупки рокстида может немного денег как раз на кику и останется (для справки: ножи рокстид стоят в среднем 3000 $USA, но есть модели и намного дороже.. например, Нож туристический GI за 5000 баксов (мелочь не считаем )
ძლიან მომწონს ეს დანა მაგრამ ამაზონზე ვერ ვნახე სამწუხაროდ ფასი იაფია სადღაც 70$-მდე
HELLE EGGEN
geojorjika
მრე შენც რაღა ამაზონზე გინდა იყიდო, იყიდე ამ საიტიდან:
http://newgraham.com/store/
http://www.knifecenter.com/
http://yourcornerstore.com/
ამ ბოლოში ყველაზე დაბალი ფასებია... ყველა მოიტანს ბარამამდე და მერე მაგათი ჯანი...
ისე, მე მაგ დანის შემცვლელად გირჩევდი ამას:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM151P საკმაოდ ნორმალური სანადირო დანაა, პრემიუმ ხარისხის ფოლადით და ეს კონკრეტული მწარმოებელიც ცნობილია საკმაოდ კარგი პროდუქციის გამოშვებით.
ან ამას: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=SWEDF1EK ეს შვედურია საუკეთესო ხარისხის დანებია როგორ ცამბობენ...
სულ გადაირივნენ მილიტარი რო ვიყიდე 450 ლარად და ერთი ორმა მაგრად დამცინა, მარა არ შევიმჩნმიე
რომელი მილიტარი იყიდე? ფოტო არ გაქვს?
lasharela_ava
მილიტარყ ვიყიდე ჩვეულებრივი, ანუ შავი G10 სახელურით და არადაფერილი არასერეიტორიანი s30v პირით. აი ასეთი: http://www.militaria.pl/upload/wysiwyg/gfx/produkty/noze/Spyderco/Military/Spyderco_Military_Plain_NEW_w.jpg
სურათი ჩემი არაა, ინეტიდან ვდებ.
მეც მაქვს ეგეთი მილიტარი ოღონდ ცპმ 440ვ ფოლადით. ამ ფოლადით ძალიან ცოტა ხანს გამოდიოდა და როგორც ამბობენ დაზგების ცვეთის გამო გააჩერეს საუკეთესო ჭრა აქვს და დანის ფორმაც ფრაქტიკულია. ერთია უკანა ტარის მხარე მოვაკელი ცოტათი (ზედმეტი იყო) მილიტარი რატომ ქვია მაგის ისტორია იცით?
lasharela_ava
ეგეთი არაფერი მსმენია. ვითომ ესეთი ცნობილი ფირმა ვიღაც ტიპს სიტყვაზე ენდო და სამხედროებისათვის დაამზადა დანები? არამგონია ეგრე გაბრიყვებულიყო და "ზეგ გამოვივლი" ან რამე მსგავს წინადადებაზე დათანხმებულიყო ყოველგვარი გარანტიის გარეშე.
დანის ახალი დიზაინის შექმნა და მისი გატესტვა ხომ ყველაზე ძვირადღირებული ფროცესია წარმოებაში...
მე როგორც ვიცი სპაიდერკოს დიზაინერს ჟურნალისტებმა მსგავსი კითხვა დაუსვეს.
- იმ შემთხვევაში თუ მისი შვილი ომში წავიდოდა რომელ მის მიერ დაპროექტებულ დანას გაატანდა თან. დიზაინერმა ფიქრის შემდეგ უპასუხა რამდენიმე თვე მომეცით და მე ეგეთ დანას გამოუშვებო... ამიტომაც აწერია დანას "მილიტარი" სინამდვილეში მას არავითარი კავშირი აქვს სამხედროებთან...
გორში რომ ვიბოდიალე მამაჩემმა მაჩუქა ეს დანა და თითქოს ისტორია განმეორდაო
თუმცა 2-3 თვეში ამ ფოლადის წარმოება შეწყდა რადგან დიდ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული - დაზგებს ცვითავდა იმდენად მტკიცეა
ამიტომაც იშვიათობაა ამ ფოლადის მილიტარის შეხვედრა...
geojorjika
VG-10 არის იაპონური პრემიუმ ფოლადი. v-gold steel თუ რაღაც. სპაიდერკო მაქ მაგი ფოლადით და მომწონს ძაან, ადვილად გავლესე და ძნელად ბლაგვდება....
გუშინ აღმოვაჩინე რომ Spyderco Tenacious მომწონს.
რასიტყვით ამ დანაზე .? .. http://yourcornerstore.com/index.php?main_page=product_info&products_id=8715
ან ამ საიტიდან ჩამოტანა მთლიანობაში რა დაჯდება .?
GIO-85
რას ვიტყვი? ნუ რა უნდა ვთქვა, მაგარი რამეა. იყიდე.
ეგ საიტი კი ყველაზე უფრო იაფი ამერიკული დანების საიტია რაც მინახავს , თან საკმაოდ საიმედო და დიდი არჩევანიც აქვთ.
მთლიანობაში რა დაგიჯდება და მაგას დაამატე შიპინგი 7 დოლარი (სეიძლება უფასოც იყოს) და თუ გადამზიდავის მეშვებპბით იწერ კიდევ სადღაც 10 ლარი.
ეხ;ლავე გეტყვი ღირს მართლა.
ერთადერთი "პრობლემა" რაც მე მაგ დანას ვუნახე როცა ხელში ვათამაშებდი იყო ის, რომ ნამეტნავად ადვილად იხსნება, ანუ ის მრგვალი შარიკი რაც ცაკეტილ მდგომარეიობაში ტოვებს არასაკმარისად აწვება... ნუ ეს ჩემი გემოვნებისათვის, თორე ზოგს კიდეც მოსწონს ძალიან რომ არ იჭერს პირს ჩაკეტილ მდგომარეობაში....
პირი რა ფოლადია ამ დანის? ZDP-189 ა ???
hunter777
მომინდომე ეხლა 30 დოლარიან დანაში ZDP-189...
GIO-85
არაფერს. ეხლა გამახსენდა, არის ამისი უმცროსი ბიძაშვილი, ქვია persistence რომელიც იგივე დანაა ფაქტიურად, უბრალოდ უფრო პატარა და ერთი პლიყუსი აქვს დიდთან შედარებით - ჩაკეტილ მდგომარეობაში პირი ტარში უფრო მყარად რის დამაგრებული...
ხო, მართლა, ნება მიბოძე გირჩიო ალტერნატივა, რომელიც ჩემი აზრით უფრო ლამაზი, დახვეწილი და არანაკლებ ფუნქციონალურია, ყოველგვარი ტაქტიკური ელფერის გარეშე. ეს არის ბოკერ ექსკალიბური. ამ მოდელთან მიმართებაში ძალიან დიდი ინტერესი გამიჩნდა, რადგან ყველა ამბობს, რომ ძალიან მაღალი ხქარისხის დანაა მიუხედავად იმისა რომ ჩინეთშია დამზადებული. ამბობენ, რომ იგივე შეგრძნებას ტოვებს რასაც მისი ძვირიანი custom წინაპარი. აი ლინკი:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BO01BO001
მართალია 20 დოლარით უფრო მეტი ღირს, მაგრამ მგონი ამ ფასადაც კი ფასი/ხარისხის შეფარდება უფრო მეტი აქვს ბოკერს სპაიდერკოსთან შედარებით (განსაკუთრებით tenacious-ს ვგულისხმობ, რომელიც ზედმეტად ცელქია და შეიძლეა დაგჭრას)
აი ვიდეო განხილვა:
აი ურალო განხილვა :
http://www.bladeforums.com/forums/showthread.php?t=713893
ნუ ამ დანის კიდევ ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ ყველაზე უფრო "მშვიდობისმოყვარე" სპაიდერკომაც შეიძლება შეაშინოს ხალხი. არ ვიცი ეს რატო ხდება, ალბათ უჩვეულო (თუმცა ძალზედ ერგონომიული) დიზაინი და დიდი დაჭყეტილი თვალები რაღაც სისხლისმსმელის ასოციაციას იწვევს, როცა ეს ბოკერი ძალიან მეგობრული რამეა, არავის არ შეეშინდება. ეს ძალიან დიდი პლიუსია , მითუმეტეს თუ აპირებ დანის ყოველდღიურად ხმარებას.
მოკლედ შენი გადასაწყვეტრია. ორივე ძალიან კარგი რამეა, უბრალოდ მე ბოკერს ავიღებდი...
nihontoman
მადლობთ რჩევისთვის.!!
ის პატარა პირიანი სპაიდერკო მაინცდამაინც არ მომეწონა. Spyderco Tenacious ფორევერ.
არა რააა, ნაღდად ჯობია დანის შეკვეტა, დღეს ვიყავი მეგალაინში ხოდა ქოულდსთილის პროდუქცია იყო სამმაგ ფასებში. ჰატამოტო 1400 ლარი ღირდა, არადა ეგ სემიზლია 300 დოლარად ანუ უხეშად 550 ლარად გამოვიწერო ამერიკიდან 9ნუ განბაჟება პლიუს 18 %) მარა ხომ არის მაინც განსხვავება?
230 ლარი ღირდა კიდე 5ო დოლარიანი სპარტანელი....
მოკლედ რა....
მემგონი კარგი ონლაინ მაღაზია ვიპოვე
http://www.knivesshipfree.com/pages/Sharpening-Videos
http://www.bladeplay.com/cat--Home--82
GIO-85
პირველოს არჩევანი პატარაა, მეორე კი რავი ნორმალური ცანს.....
მე ისევ ამაზონს და knifecenter-ს მივაწვებოდი....
ბიჭებო ამ საიტიდა შეილება გამოწრაა?
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=4021&st=15
თუნდაც ამის?
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB1795
დაახლოებით რა დაჯდება ამ დანის ჩამოტანა ?
ხარისხი ფასთან მიმართებაში ნორმალური იქნება
ისე ეს როგორი შტუკაა?
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB000751
Forrest Gump
რა დაჯდება და სულ მთლიანი გზით სადღაც 30 დოლარამდე მაქსიმუმ. იდეაში თავის ფასად კარგი რამე უნდა იყოს,
Geoჟორჟიკა
ახალი რამეა, მარა კარგი რაღაც ცანს დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ამას თან ტყეში.... ეს ბარონას უნდა ანახო
+
ესენი
nihontoman
რამდენ ხანში ჩამოდის ?
Forrest Gump
გააჩნია. თუ სტოკში იქნება რასაც შეუკვეთავ, მაშინ შეკვეთიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გაუშვებენ ამერიკაში გადამზიდავტან, ხოლო მერე გადამზიდავი გამოაგზავნის აქეთ და ერთ კვირაში ან კვირანახევარში ჩამოვა. თუ ყველაფერი კარგად დაემთხვა ერთმანეთს, მაშინ გამოწერიდან ორ კვირაში აქაა. თუ არ დაემთხვა, მასინ სამ კვირაში.
ხოლო თუ სტოკში არაა და კაცისშვილმა არ იცი როდის იქნება, მაშინ ჩემსავით მოგიწევს 3 თვე ლოდინი. (ბოკერის ორი დანა გამოვიწერე, ახალი მოდელები, ხოდა იმის მერე ველოდები და ველოდები...:()
Forrest Gump
არა. საკმარისი არ აქვთ გაკეთებული თუ რარაც. მე კი არსად მეჩქარება, ვიცოდი კიდეც, ახალ პროდუქციას რო უკვეთავ სულ ეგრე ხდება, რამდენიმე თვე გიწევს ლოდინი.....
აი თურმე რატომ ღის ეს გერბერი ასეთი იაფი
"Specifications
Blade Length: 4.00"
Overall Length: 8.56"
Nylon Sheath Included
Made in China"
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB1795
მაინც ღირს ყიდვა ?
cipo
ჯერ ეგ ერთი, ორივე სპაიდერკოს "ფლაგმანი: მოდელია. საკულტო მოდელებია პრინციპში, დელიკასთან და პოლისთან ერთად.
მე მქ მილიტარი სწორედ მაგ S30V ფოლადში. რა უნდა გითხრა? მგონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დანაა რაც ოდესმე შექმნილა და ეს გადაჭარბება ნაღდად არ იქნება. მისი ხელში ჭერაც კი ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგად გაკეთებული უმაღლესი ხარისხის რამეა. დიდია და ამასთანავე ჯიბეში არ იგრძნობა! მსუბუქია და გამძლე, პირი ძალიან კარგი "სლაისერია". ორი წლის წინ როგორც იყო ღერძი, ისევ იმ დონეზეა, არ მოშვებულა და დარეგულირებაც არ დამჭირვებია. S30V მაგარი მომეწონა, მართლაც კარგი უჟანგავი თვისბებით გამოირჩევა, ასევე ძალიან ბასრია. საშვილიშვილო რამეა მოკლედ. ამერიკაშია გაკეთებული ეს მოდელი, გოლდენში, კოლორადოს შტატში.
ენდურა არ მქონია, მარა ხელში მჭერია და ეგეც საკმაოდ კარგი რამეა.საქმისთვის შექმნილი დანაა. პირის ფორმა ამ ფოლადიან ენდურებს განსხვავებული აქვს "ჩვეულებრივი" ენდურებისაგან. ეს ეგრეთწოდებული Flat Grind არის ჩვეულებრივი კი Low Hollow grind. სურათებით უკეთესი მიხვდები:
http://images.knifecenter.com/knifecenter/spyderc/images/10pbk4.jpg
http://images.knifecenter.com/knifecenter/spyderc/images/SP10PGREa.jpg
ეს ფოლადი მგონი დღეს-დღეისობით ყველაზე უფრო "მაგარი" ფოლადია, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ნახშირბადის შემცველობა არის 3.0% (ძალიან ბევრია, ძალიან. მაღალ ნახშირბადიანი სუპერ-ფოლადებში 1.4-1.9 პროცენტი ნახშირბადია, აქ კი მთელი 3%!) შედეგად, ეს ფოლადი იწრთობა 65-67 ერთეულზე როკველის შკალით. სიბასრეს ძალიან დიდხანს ინარჩუნებს, ძალიან, მარა რო დაბლაგვდება დიდხანს მოგიწევს ლესვა (ონანიზმია მაგარი, განსაკუთრებით კარგი სალესავები თუ არ გაქვს ). ფოლადი იდეაში უჟანგავია, 20% ქრომის შემცველობის გამო, მარა მე მაინც ყურედღებას მივაქცევდი
(ყურადღების მიქცევაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ მარილიან წყალში ჩაგივარდა, ან ოფლიანი ხელებით "ეფერებოდი" გარეცხო და გაამშრალო...)
საბოლოო ჯამში შენი გადასაწყვეტია, მე ორივეს ავიღებდი, ოღონდ გადამყიდველისგან და არა პირდაპირ სპაიდერკოს საიტიდან. მიზეზი ამისა არის ის, რომ იქ სადღაც 40%-ით იაფია....
http://www.knifecenter.com/ -ამ საიტს გირჩევ. საკმაოდ კარგი ფასებია და არცევანიც არის. ასევე ნორმალური საიტია აი ეს: http://yourcornerstore.com/ - აქ ყველაზე იაფია როგორც ვატყობ, ერთი პრობლემა ისაა, რომ ნავიგაცია ცოტა ძნელია საიტზე და ხშირად პროდუქცია სტოკში არაა.
მოკლედ მთელი ამ პოსტის შემაჯამებელი პოსტი ეს იქნება:
1: ჭრაში ორივე კარგია, თითქმის იდენტური იქნება (ვგულისხმობ პირის გეომეტრიას და სიბასრეს)
2: ორივეს შეკვეთას გირჩევდი
3: ორივე ძალიან კარგი ფოლადია. S30V პირადად გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ZDP-189 იდეაში ყველაზე მყარი ფოლადია და საკმაოდ ეგზოტიკური რამეა. სიბასრეს ძალიან დიდხანს შეინარჩუნებს.
4: არსებობს თუ არა სპაიდერკოებში საუკეთესო ჭრის დანა - ამის შეკითხვა, ცოტა არ იყოს ნიტოა. ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი რომ საუკეთესო თეორიულად მაინც გამოარჩიო (ამას კი ავხსნიდი ნაწილობრივ, მარა ძალიან დიდი ხანი მოუნდება და ერთი საკუთარი თემა ეკუთვნის....) კითხვას მე ასე დავსვამდი - რომელია შენი უსაყვარლესი სპაიდერკო? იმიტომ რომ საუკეთესო მხოლოდ სუბიექტური მცნებაა - როგორც იტყვიან, ზოგს მღდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი
პ.ს. დანების "მცოდნე" ნამდვილად არ ვარ. უფრო მოყვარული ან რამე....
პ.პ.ს. დარწმუნებული ვარ უკვე ავღნიშნე სადღაც, მარა მაი8ნც გავიმეორებ: ორივე იყიდე!
+
nihontoman
ისეთ დანაში როგორიცა სპაიდერკოა ეგრეც იქნება, უბალოდ ჩემთვის ეგეთი უფრო მოსახსერხებელია
Forrest Gump
ჩინეთში ძალიან კარგ დანებს ამზადებენ, თუ კარგი კომპანია აკეთებს. იმ ფასად რც ღირს, ნამდვილად კარგი რამეა. ფიქსატორია, მად ძალიან ცუდ ხასიათძე უნდა იყოს ჩინელი მუშა და ზედამხედველიც პახმელიაზე უნდა იყოს, რომ რამე ბრაკი გამოიპაროს
ამ დანას ვიყიდიდი და მაგარს ვიხმარდი. დარწმუნებული ვარ, არ მიღალატებდა....
მეტი რაღა ვთქვა
nihontoman
სწორია
ევროპისთვის მშვენიერი საქონელი აქვთ ჩინელებს
მართლა კაი სახმარი რამეა
http://pix.ge/
ამ დანის შეძენა მინდა, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ყიდვა და რომელ გადამზიდავ კომპანიას მოაქვს დანები?
წინასწარ დიდი მადლობა!
levan81
http://www.knifecenter.com/
აქ ნახე აბა
levan81
დანა იქნებ ამაზონზე ნახო და ცჰამოტანით ჯეოსელის ხალხმა გააკეთა კომპანია და 1 კგ-ს ჩამოტანა 9$ ჯდება. მე ჩამომიტანეს ეგრე. სამწუხაროთ ვინც გამომიწერა აქ არ არის და მე უფრო ზუსტი კოორდინატები არ მაქვს
levan81
ეგ დანა არის Spyderco Rocksalt H1 სპაიდერკოს და ინდივიდუალური დანების ოსტატ ედ შემპის ტანდემით შექმინილი
კუკრის სტილის ტაკტიკური დანა, მაგრამ მაგის ფასს რომ გაიგებ მეეჭვება ჩამოტანის სურვილი გაგიჩნდეს
Davitus
კი ვიპოვე მისაღებ ფასსში, მაგრამ სამწუხაროდ აღარ ქონიათ :(
http://www.outdoorpros.com/Prod/Spyderco-FB20PBK-Rock-Salt-Black-FRN-Handle-Plain-Kydex-Sheath/14140/Cat/19
levan81
125$ + შიდა შიპინგი მინიმუმ 5$ + ტრანსპორტირება მინიმუმ 5$ = 135$ ამას მისარებ ფასს ეზახი, მაგ დანის დანიშნულებას თუ დაუკვირდება, ფასი ძალიან ძვირია მაგისთვის
სამარიაჟოდაც არ გამოდგება მგონი, იმიტომ რომ მაგის ტარება ცოტა სარისკოა
Davitus
nihontoman
რა ფოლადია ეგენი?
http://www.thekhukurihouse.com/catalog/product.php?id=323135fc812
ეს მომეწონა , ამის ჩმოტანა ერთი 100$ კი დაჯდება და რითი ჯობია ეხლა ეს 25 $-იან ქოლდ სტილის კუკრის?
Geoჟორჟიკა
ვიზუალით და პრაკტიკულობით, შედარებოთ მოხერხებული ტარი აქვს, და ბალანსიც გადანაწილებული ექნება. მეტალზე არაფერს ვამბობ
levan81
ჯერ ამის ჩამოტანა გირჩევნია, ნახავ რა ხილია და მერე უფრო ძვირიანი ცადე
Davitus
ვიცი ეგ კუკრი შენც გაქვს, გიგასაც და ვანოსაც , ტარი აქვს საშინელი უხეშI მასალის + ცოტა მჩატეა და ვერც ვიზუალურად იმსახურებს დიდ აღფრთოვანებს ისე რა ღირს ეგენი?
http://www.amazon.com/Cold-Steel-Gurkha-Kraton-Handle/dp/B001PYSNAO/ref=sr_1_4?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1287437106&sr=8-4
ეუფ
nihontoman
Geoჟორჟიკა
მაგ დანით პრო...ის ჩიჩქვნას რომ მორჩები, შეგიძლია მერე ჟოხი გათალო, კარტოფილი გაფცქვნა და ა.შ.
ანუ უტილიტარული დანაა...
მაგ კონკრეტულ ქოლდსთილს რაც შეეხება: მაგის ხარისხი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მარა უცხოურ ფორუმებზე აძაგებენ პირის გეომეტრიას და ბალანსს. ფასი სან-მაი ფოლადის პონტში აქვს დადებული..... მე მაინც ნეპალურს ავირებდი რამე რომ იყოს, აი ამას:
http://www.thekhukurihouse.com/catalog/product.php?id=313630f65111
დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის. იქნებ ისიც მითხრათ რომელ გადამზიდავ კომპანიას ჩამოაქვს დანები?
levan81
რავი, მე usa2georgia-თი ჩამომაქ, მაგათ უპრობლემოდ ჩამოაქვთ.
ჩამოქონდა მულტიექსპრესს, მარა ის მემგონი აღარ მუშაობს....
მოკლედ ერთი ყველასათვის საინტერესო პოსტი:
knifecenter-მა მასიამოვნა მოკლედ. მშვენიერი სერვისი აქვთ კლიენტებისათვის. დღეს სადრაც 4 საათი იქნებოდა, რომ ყელში ამომივიდა დანების ლოდინი და მივწერე წერილი იქნებ რომელიც სტოკშია ის ცალკე გამოუშვათ მეთქი და მეორეს არაუშავს დაველოდები მეთქი... 3 საათის შემდრეგ მომივიდა წერილი მაგათგან, ბაზარი არაა გამოვუშვებთ ეხლავეო და ფული უკვე ჩამომაჭრეს ხვალ შიპინგის ტრეკინგი მომივა. ასეთი სწრაფი რწაგირება ძალიან სასიამოვნო იყო.
ვისაც დანის შეკვეთა გინდათ მოკლედ, მე ამ კომპანიას დიდ რეკომენდაციებს გავუწევ....
Forrest Gump
ფასები 1-2% მეტია ყველაზე იაფიან საიტზე რაც კი ვიცი და ეს საიტია yourcornerstore.com, მარა knifecenter მაინც უკეთესია ნავიგაციის მხრივ და ზოგადად არჩევანი უფრო აქვთ. მერე ალბათ ამ იაფიანსაც ვცდი, რა გამოვა
ხო, მართლა, რომელი დანა გინდა შენ? ბეარ გრილსის გერბერი ხომ? ეგ იქნება 2011 წლის თებერვალში, მარა თუ ისე წავიდა საქმე როგორც ზოგადად მიდის ხოლმე, მაშინ თებერვალში კი არა და შეიძლება აპრილ-მაისამდე გაიწელოს. რაც არ უნდა იყოს, გეუბნები რომ შენიტ გირცევნია ჩამოტანა, უადვილესი პროცედურაა, პირველი ჯერი უნდა გადალახო და მეორეზე უკვე კაკ პა მასლუ წავა ყველაფერი
ააა, ტუ საჩუქრად უნდა მშინ ხოოო
დანას არაუშავს, ყოველშემთხვევაში, იხმარებ და აიტანს. ეგაა მთავარი....
არამგონია რო დაიწყებ დასრულება შეზლო....
ამაზონზე დევს დამასკოს ფოლადის დანები,მაგრამ როგორც ვიცი,მაგ ფოლადის ღირებულება საკმაოდ დიდია,ამაზონით ჩამოტანა კი არც ისე ძვირი ჯდება.მე მაინტერესებს ტქვენი აზრი მაგ მასალასთან დაკავშირებით.ანუ შეიძლება რომ ეგ მართლა დამაკო იყოს?
mona-dire
დამასკოს ფილადზე ეტყობა, დამასკო ან არის, ან არ არის
გვანახე ლინკი და გიპასუხებთ
http://www.amazon.com/Damascus-hunting-knife-Tsuchime-Ichiago/dp/B0042UA5EA/ref=sr_1_22?ie=UTF8&qid=1295383985&sr=8-22
როგორც გავიგე არსებობს დამასკოს იმიტაციები და არ მინდა შევცდე...
mona-dire
ობიეკტურად რომ გითხრა მაგ სურათზე ვერაფერს ვერ ვარჩევ, ისე დამასკოს საზღვარგარეთულ ფასს მეტნაკლებად შეესაბამება
ანუ წესით ეგ უნდა იყოს...კაი,მადლობა...
mona-dire
რავიცი აბა რა გითხრა, მწარმოებელი არ მეცნობა, ვერც იმას გეტყვი შენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, გარისკვად და ნახვად ღირს თქო ეგ ფასი
არც რევიუები არა აქვს და...
როგორც მივხვდი (გამომდინარე ბიუჯეტიდან) არ ღირს რისკი.ისევ ჯობია ადგილზე ვიყიდო მაგ ფასის ფარგლებში რამე კაი ფოლადი...კაი ნაჭედის შოვნა გაჭირდება მაგ ფასში.
ეგ ტიპი ყალბია. არ არსებობს არავითარი იაპონელი მჭედელი იზუმი იჩიაგო, რომელიც მასეთი ტიპის დანებს აკეთებს და ამაზონზე ყიდის - უბრალოდ ჩინური ვარიანტია. ედ მაჰონის პონტია, ვითომამერიკელი მჭედელის, რმელიც სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს
იაპონელების გაკეთებული მასეთი ტიპის და პარამეტრების დანები, გაცილებით ძვირი ღირს. თუ მაინცა და მაინც იაპონური დანა გინდა თან "დამასკო" მაშინ ეს საიტი გადაათვალიერე:
http://japaneseknifedirect.com/
mona-dire
არაა აუცილებელი დამასკოს დანა ღირდეს ძვირი, ბევრად უფრო იაფადაც შეხვდები ამაზონზე და არანაირი იმიტაცია არ იქნება, იქნება ის რასაც ეძახიან დამასკოს, ფენებიანი ფოლადი, მაგრამ დამასკოცაა და დამასკოც რა. ანუ არ გეგონოს რო რახან დამასკოა ესეიგი უეჭველი რაღაც დედის#$%ა დანა იქნება
nihontoman
ეგრე ვერ გაიგებ არსებობს თუ არ არსებობს. ეგენი იმდენი არიან ვინმე უბრალო მასტი რო იყოს და ამაზონის გარდა ნეტში არსად რო არ ჩანდეს ეგრე ვერ გაიგებ არსებობს მართლა თუ არ არსებობს. საქართველოშიც კი იმდენი მეიარაღეა რომელის ხსენებაც არ ყოფილა ინტერნეტში არასდროს რომ გაგიკვირდება, მეც მიკვირს... მაგი რომ არსებობდეს არაა გამორიცხული. იქნება ვინმე აჩერედნოი ჩინელი პადზელშიკი, გინდაც ამერიკელი, ან ამერიკაში მაცხოვრებელი ჩინელი, შეიძლება ქართველიც იყოს ვინმე და თავს ასაღებს იაპონელად
რას გაიგებ
ამ დანას გამოვიწერ მალე(იმედია)
http://www.amazon.com/Cold-Steel-Kraton-Handle-Concealex/dp/B000BSY9AS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1295686919&sr=8-1
nihontoman
SPEC
ქოლდ სტილს სულ ეგეთი რეკლამები აქვს, მაგრამ მაინც ის არ არის რაც უნდა იყოს
nihontoman
მეც მაგას ვამბობ ზუსტად. მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ მაგათმა რო დაიწყონ ისეთი რეკლამების კეთება სადაც რელურად რთული შესასრულებელი ტესტები იქნება დანისთვის, ის ნაკლებად სანახაობრივი იქნება და გაყიდვების %-ც მოიკლებს.
კარგდანაა კა ხანია მომწონს, და რაჯდება ხო ვერ მეტყვით აქამდე რო ჩამოვიდეს?
hunter777
კონკრეტულად რომელი?
SRK მეინტერესება უფრო
hunter777
VG-1 ფოლადით აქ ჩამოტანით დაგიჯდება 120 დოლარამდე სადრაც, ხოლო AUS-8 ფოლადიანი სადღაც 90 დოლარამდე.
ბარამის გლდანის ფილიალში გამომიცხადეს დანები აღარ ჩამოგვაქვსო. ან თუ ჩამოგიტანთ საბაჟოსთან თქვენთვითონ გაარკვიეთ ურთიერთობებიო. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს დანების ჩამოტანას შეეშვითო. რაიყო დანებზეც ემბარგოა-? ან რავქნა როგორ ჩამოვიტანო -?
PREDATOR
usa2geirgia-თი ცადე, ჯერ პროლემა არ ყოფილა და მერე არ ვიცი, სანამ არ მიუღიათ გამკაცრებები, დრო იხელთე
ისე -KNIFECENTER COM- ზე დარეგისტრირების და შეკვეთის მანუალს თუ დადებთ ვინმე დიდად მადლობლები დაგრჩებით
მოკლედ, რაკი ასე დანის გამოწერის გრეშე ძნელია კარგი მანუალის დადება სურათებით და ა.შ. თვის ბოლოს დავდებ დანის გამოწერის შესახებ სრულ ინსტრუქციას სურათებით - დანის გამოწერის პროცესისას შედგენილს.
ვიწერ აი ამ დანას:
nihontoman
შენ ჯობია ქართული აღწერები გააკეთო დანების მაგაზე კარგს ვერაფერს იზავ თან პირველი იქნები და ერთადერთი
T A M P L I E R
+1
ჰაჰა, გავითვალისწინებ მაგას. ეგეც ალბათ თებერვლიდან დაიწყება, როცა დავბრუნდები თბილისში
ბიჭებო დამეხმარეთ ეს ზემოთ რაც დავდე არის ექსრემა რაციოს ფირმის მაჩეტე მაგრად მევასება და ხო ვერ გამიგებთ რა დაჯდება ამის გამოწერა აქამდე რო ჩამოვიდეს წინასწარ მადლობა
მაგარი ფორმა აქ მევასა მაგრად რა
hunter777
http://www.edenwebshops.co.uk/en/pt/-extrema-ratio-kl.htm
გაიხარ ენიკოლოზ
ზვირი ყოფილა ტო:(
მაშ
hunter777
ექსტრემა რაციო ძვირი სიამოვნებაა. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მაგათ http://www.edenwebshops.co.uk/en/pt/-extrema-ratio-bf3-dark-talon.htm მაგრამ ფინანსების სიმწირის გამო ეგ კარგა ხანი არ მოხდება ალბათ...
თუ მაინცადამაინც იაფიანი მაჩეტე გინდა, ქოლდსტილი მშვენიერ მაჩეტეებს აკეთებვს იაფად, მაგალითად ნახე არჩევანი რამხელაა:
http://www.coldsteel.com/machetes.html
http://www.coldsteel.com/junglemachete.html
http://www.coldsteel.com/kopismachete.html
http://www.coldsteel.com/cutlassmachete.html
ამ საიტზე რა ფასებიცაა დაწერილი დილერთან მაგის 50-60 % ეღირება, ასე რომ სადღაც 30 დოლარამდე კარგ მაჩეტეს ითრევ თავისი გამოგზავნით...
მადლობა გაიხარე კარგებია კი ჯგლ მაჩეტე და მეორე უცნაური ტარიტ როა მხრილი ის მომეწონა მაგრამ სქსრემა რაციოს დაველოდები მგონი რავი ნახოთ
hunter777
უბრალოდ მაჩეტე თუ გინდა, მაგაში 300+ დოლარი არ მგონია გამართლებული ხარჯი... რავი, თუ გულით გინდა ეგ მოდელი და მოგწონს, მაშინ შეიძლება 1000 დოლარიც გადაიხადო კაცმა, მაგრამ მაჩეტეს ბუნებიდან გამომდინარე რავი....
ესე ამხელა სხვაობა რატომ არის ფასებში?
SEBENZA KNIFE
http://www.ebay.com/sch/i.html?_odkw=sebenza&_osacat=0&_from=R40&_trksid=p2045573.m570.l1313&_nkw=sebenza+knife&_sacat=0
http://www.aliexpress.com/wholesale?SearchText=sebenza+d2&catId=0&manual=y
STRIDER KNIFE
http://www.ebay.com/sch/i.html?_odkw=strider+knife&_osacat=0&_from=R40&_trksid=p2045573.m570.l1313&_nkw=Strider+Knives&_sacat=0
http://www.aliexpress.com/wholesale?SearchText=strider+knife+D2&catId=0&manual=y
PREDATOR
იმიტომ რომ ზოგი ორიგინალია და ორიგინალი ფასად იყიდება, ზოგი ყალბია და მაინც ორიგინალის ფასად იყიდება, ზოგი კიდე ყალბია და ორიგინალზე გაცლებიტ ნაკლები ღირს. სულ ეგაა ნამდვილი სებენზა სადღაც 400-500 დოლარი ღირს დიდი მოდელი, პატარა 350 მგონი. ასევე სტრაიდერი, სადღაც 500 დოლარი ღირს დიდი SMF, შედარებით ნაკლები უფრო პატარა SNG და კიდევ უფრო ნაკლები სულ პატარა PT მოდელი...
ალიექსპრესსზე იყიდება ყალბები, იბეიზე ორივე, მარა იშვიათია მად ყალბები, მითუმეტეს სელერი თუ იცი რომ ნორმალური დილერია...
მე ყველაფერს რისი ფასი აღემატება 150 დოლარს მივყევარ ოსტატთან და შეკვეთით დამზადებულ დანასთან.
მაჩეტეს რაც ეხება. ონტარიოს მაჩეტეები არის ძალიან კარგი. მე მაქვს ასეთი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
გაითვალისწინეთ ზომები და წონა. დიდი არ არის ყოველთვის კარგი. თუ ფიზიკურად არ ხარ ძალიან ძლიერი გრძელი მაჩეტეს (22 ინჩი) ყიდვას აზრი არ აქვს. ჩემი აზრით 12 ინჩიანი არის საკმარისი უმეტესი სიტუაციისთვის საქართველოში სადაც შეიძლება მაჩეტე მოინდომო.
ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხელოსნების დამზადებული დანების ფასები. მე იზრაელიდან მივიღე ჩემი ესკზების მიხედვით დამზადებული დანა ფიქისირებული პირით (14 სმ), ფიოლადი დ 2, ტარი მიკარტა. ტყავის შესანიშნავი ქარქაშით დამიჯდა სულ 150 დოლარი. რახან დამიგივიანა ცოტათი ფასი გადმოგზავნით 120 დოლარი გამოციდა და აქ რაღაც მოსკვიჩიის რესორისგან დამზადებულებში მთხოვენ 300 ლარს და მეტს...
Shooter
ფიქსირებული ტარით დაჟე 100 დოლარადაც შეიძლება, თუნდაც სნოდის ბოსი, მარა დასაკეცი დანა მაგ ფასად... მე აქამდე არ შემხვედრია პრინციპში ერთადერთი რაც ვნახე, არის აი ეს:
მარა ეს ისეთი პატარაა, რომ რავი...
მაჩეტეს რაც შეეხება, მაგაზე გეთანხმები. ჯობია შენზე იყოს მორგებული და შეგეძლოს საათობით იქნიო, ვიდრე რამდენიმე დუიმით გრძელი იყოს და 15 წუთში ქანცი გაგაძროს... თუმცა, ჩვენთან მაჩეტეს რამდენად აქვს პრაქტიკული გამოყენება, არ ვიცი. ჩვენთან ან ძალიან სქელი და მოკლე მაჩეტე, ან სულაც ნაჯახი იქნება უკეთესი...
Shooter
აქ ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მხოლოდ ხელნაკეთ დანებს ვიხმარდი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მასე არ შემიძლია (ფინანსურად, თორე მორალურად მზად ვარ )
http://www.amazon.com/Pilot-Survival-Thermorun-Handle-Sheath/dp/B001JA9Y66/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1365418881&sr=8-2&keywords=fallkniven ამ დანის შეკვეთას ვაპირებ და რამდენად შესაძლებელია ჩინური გამოდგეს? როგორ გავიგო?
REZI 444
http://www.knifeworks.com/fallknivenf1swedishmilitarylaminatedvg10satinbladezytelsheath.aspx
უფრო იაფია და გარანტირებული ხარ რომ ორიგინალია.
Fallkniven საკმაოდ სერიოზული შვედური ბრენდია და ძალიან სერიოზულ სკანდინავიური დანებს აკეთებს, ფასებიც სერიოზული აქვს შესაბამისად
REZI 444
გრანტირებული იმიტომაა, რო ეგ კომპანია არის ერთ-ერთი უმსხვილესი დანების დილერი და ყალბ რამეებს არ ყიდის. ამაზონზე სელერები სხვადასხვაა და ყოფილა შემტხვევები ყალბი პროდუქციის გაპარებისა...
nihontoman
მითითებული საიტიდან შეიძლება გამოწერა? თქვენ გამოგიწერიათ?
temoo90
გამოწერა შეიძლება როგორც ვიცი, მაგრამ მე ჯერ არ გამომიწერია ამ კონკრეტულიდან.
მაჩეტე არამგონია აქ გამოდგეს.
მე მომწონს ქოდ სტეელ 2 ხელიანი კატანა მაჩეტე(კაგი ფოლადია..მაგნუმში იყო(საიტზე უდევთ) და აღარაა..70ლ) და ვინდლასის ხმლის ტიპის მაჩეტე (სქელია და ფართო). ორივე კარგი ფოლადია..ფატიურად ხმლებია..ოOღნდ მაჩეტე ქვია..ფასებიც კარგი აქვს.
პირდაპირ საიტიდან(მაგ. ქოლდსტილის..ანუ ისეთი საიტიდან რაც უსა2ჯორიის ცამონატვალში არაა) გამოწერა უსა2ჯორია მისამართზე გიცდიათ ვინმეს? თუ უსა2 ჯორჯიასტან დაკავშირება და მოლაპარაკებაა აუცილებელი?
shoshia
გამოდგება, ოღონდ მძიმე მაჩეტე...
გამარჯობათ.....
ამ დანის გამოწერა მინდა და მაინტერესებს თუ გამომაწერიებთ და რა ჯდება ......
http://knife.kasumi.ru/katalog/dlya_ovochey_i_fruktov/?PAGEN_1=8
5 232 მანეთი აწერია......თუ არ ვცდები რუსული საიტია....
http://japaneseknifedirect.com/
http://www2.knifecenter.com/kc_new/store_store.html?ttl=Kitchen%20Japanese%20Style%20Knives&b=sushi&
http://www.chefknivestogo.com/
რუსეთიდან ნუ გამოიწერ ამ სამიდან ნებისმიერიდან შეგიძლია ცადო
nihontoman
რამე კარგი კუხონნიკი მეც მინდა მომავალში და ტარის გარეშე რო იყოს და ეფათ ხომ არ გეგულება რამე
და სავარაუდოდ რამდენის დამატებამოუწევს....ვთქვათ 150 დოლარი აწერია დანას....რამდენი ემატება დაახლოებით...არაფერი არ გამომიწერია არასდროს და ვერ ვერკვევი საერთოდ.....
T A M P L I E R
არ ვიცი სიმართლე გითხრა, მოსაძებნია...
dudia
ზომას გააჩნია. დიდ კუხნის დანასაც ჰაჰა 10-15 ლარი დაემატოს ჩამოტანის. მთავარია 300 ლარს არ გადაცდეს მისი ღირებულება თორე მოგიწევს საერთო ღირებულების 18%-ის დამატება...დოლარის კურსი ახლა ისეწ, რომ 150$-იანის ჩამოტანას არ გავრისკავდი მე პირადად...
უი მეტი არ ემატება? ანუ თუ 300 ლარამდე აქვს ფასი 15 ლ არ გადასცდება დანამატი......ხო ეგ დოლარის კურსი მეც მეფიქრება, დაველოდები, იქნებ გვეშველოს და ცოტა დაიკლოს, მეც მერე გამოვიწერ სად მეჩქარება, მარტში უნდა მეუღლეს რომ მიყიდოს დაბ-დღისთვის.....და ერთი კითხვა კიდევ თუ არ შეგაწუხეთ ძალიან.... ამ საიტიდან შევუკვეტავ მე თვითონ თუ უნდა მივიდე სადმე, რაღაც ოფისები ხომ არის ამ გამოწერების.....და სად ჩამოდის ნივთი....
dudia
გამოწერა ხდება შემდეგნაირად:
გამოწერით ჯობია თქვენ თვითონ გამოიწეროთ. ამისათვის საჭიროა საკრედიტო ბარატი ზედ შესაბამისი თანხით (ვიზა მაგალითად) და გადამზიდავი კომპანიის მისამართი (ხდება რეგისტრაცია და ამერიკაში გენიჭებათ საკუთარი ვირტუალური მისამართი, რაზე მისული ნებისმიერი ამანათი მერე უკვე საქართველოში ჩამოდის თქვენს სახელზე). მარტივია გამოწერა და არ წარმოადგენს სირთულეს. გამოწერისას შესაბამისი ინფორმაციის მითითება ხდება საიტებზე (მისამართი ამერიკაში, გადახდის მეთოდი და ინფორმაცია). მოვა დასტურივით და გამოიგზავნება ნივთი ამერიკულ მისამართძე გადამზიდავთან. გადამზიდავთან მისვლისას მოხდება დეკლარირება (რაც ასევე მარიტივია და კომპიუტერში რამდენიმე დაწკაპუნებაა) და ამანათი ჩამოდის უკვე აქ, საქართველოში პატრონის სახელზე. გამოტანა გადამზიდავის ოფისებში. სხვა ფორუმიდან დავდებ ლინკს, თუმცა ძალიან კარგი აღწერაა მთლიანი პროცესის, შესაბამისად არ მიწყენს ალბათ არავინ რომ დავაგდო:
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=989
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)