თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ დანების განხილვა

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 26 2012, 14:17

მოგესალმებით ყველას

დანა საქართველოში თითქმის ყველა კაცს უყვარს. დგეს უამრავ არჩევანს გვთავაზობენ ამ სფეროში. როგორ შევარჩიოთ დანა?
გამოუშვით ვინ რა კრიტერიუმებით არჩევთ დანას და რომელი ფორმის დანას რა დანიშნულებით ხმარობთ. სატყავებელი, დასაკლავი ასაკუწი, მგლის მოსაკლავი newsmile05.gif დათვის მოსაკლავი newsmile05.gif და სხვა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 26 2012, 14:22

თავად რას იტყვი ამ საკითხზე!

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 26 2012, 14:25

ციტატა( T A M P L I E R @ Jul 26 2012, 15:22) *
თავად რას იტყვი ამ საკითხზე!

მირჩევნია გამოცდილმა ხალხმა დაიწყოთ
http://www.radikal.ru
ამ დანის ფორმაზე რას იტყვით გამოცდილი ხალხის აზრი მაინტერესებს. როგორც სატყავებელი როგორია?

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 26 2012, 14:32

სანადიროდ მე პირადად მოხერხებული გამძლე მალე არ დაბლაგვებადი აუცილებლად რამდენიმე ფუნქციას უნდა ითავსებდეს


ჯიბისა კიდე აუცილებლად მსუბიქი და აუცილებლად სწრაფგასახსნელი კაგი ფოლადით.


სხვა რავი რავთქვა გამძლე რო უნდა იყოს ეს ისედაც ნათელია

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 26 2012, 14:49

ზარმაცები ხართ რაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 26 2012, 14:55

nihontoman
ზარმაცი რო არ ვარ იმიტომ არ დავწერე არაფერი და ეხლა მეზარება წერა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 26 2012, 15:15

T A M P L I E R
D.gif D.gif D.gif


ხომ არის ეგეთი თემა გახსნილი?

ხანჯალა
დანის პირი მომწონს, საერთოდ მიყვარს ფართე პირიანი დანები. სანადირო ობიექტის მიხედვით ვარჩევ რომელი დანა წავიღო. დანების სურათები "ჩვენი დანების სურათებში" დევს. სხვა წვრილმანებზე დანების საჭორაოში წერენ

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 26 2012, 15:18

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8463 ეს თემა, ამ თემისგან რამით განსხვავდება?

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 26 2012, 15:56

ციტატა(ჩელე @ Jul 26 2012, 16:18) *
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8463 ეს თემა, ამ თემისგან რამით განსხვავდება?

ვიფიქრე ამ თემაში უფრო ფართოდ განვიხილავდით თითოეული დანის როგორც გეომეტრიულ ფორმას, (მისი დანიშნულებიდან გამომდინარე) ასევე მეტალის დამზადების მეთოდებს. ანუ მჯედლები დაწერდნენ რომელი ფოლადი და როგორი დამუშავებული რა შედეგს იძლევა. და აქედან გამომდინარე რომელს რა უპირატესობა აქვს. დანის რომელი პროფილი რა უპირატესობას იძლევა. განვიხილავდით ვინ რა გატესტვის მეთოდებს იყენებს.
თუ ეს თემა ზედმეტად გავხსენი ადმინს ვთხოვ წაშალოს.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 27 2012, 08:25

ხანჯალა

არა წაშლა არა მგონია საჭირო იყოს. უბრალოდ მე ვერ ვერკვევი დანებში და მის ტექნოლოგიებში და ვიფიქრე 2 იდენტური თემის არსებობა რა საჭიროა- მეთქი. მეტი პრეტენზია არ გამაჩნია newsmile05.gif თუ რამეა და გადავიტანთ ზემოთ ხსენებულ თემაში.

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 27 2012, 09:26

თუ აქ დაიდება დანების განხილვები, მაშინ ჯობია რომ იყოს არა ერთ თემაში, არამედ გაკეთდეს ცალკე განყოფილება, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თემებს დანების ვრცელი განხილვებით. ერთ თემაში განხილვების ჩამოწერა ძალიან მოუხერხებელი იქნება იფორმაციის მოძიების თვალსაზრისით, ცალკე თემებში კი ყველას თავისათვის საინტერესო მოდელზე ექნება ადვილად ხელმისაწვდომი ინფო...

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 27 2012, 10:02

კარგი აზრია. ცოტაც დამაცადეთ და კაი ინფოებს დავყრი. newsmile05.gif ვფიქრობ ყველას მოგეწონებათ.

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 27 2012, 10:10

ციტატა(ხანჯალა @ Jul 27 2012, 11:02) *
კარგი აზრია. ცოტაც დამაცადეთ და კაი ინფოებს დავყრი. newsmile05.gif ვფიქრობ ყველას მოგეწონებათ.


ეგ კარგი და თხოვნა მაქვს შენი ნამუშევრების ფოტოებიც დადო სადმე ხანჯალა უკეთ გაეცნობაყველა შენ შემოქმედებას ფორუმიც გამდიდრდება და ამ თემის აქქმეც წაიწევს წინ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 27 2012, 10:32

ჯერ არავითარი განყოფილება არ არის საჭირო!
გახსენით თემები რაც გინდათ და მერე მოვიფიქრებ საჭიროა თუ არა და გავაკეთებ წესიერად

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 27 2012, 13:34

ხანჯალა
მილოცვაბში არ სემოხვედი და აქ გილოცავ დაბადების დღეს მაშინ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ხანჯალა Jul 27 2012, 14:00

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 27 2012, 14:34) *
ხანჯალა
მილოცვაბში არ სემოხვედი და აქ გილოცავ დაბადების დღეს მაშინ newsmile05.gif

მადლობთ გაიხარეთ.
ჯერ კარგად არ ვიცი ფორუმის განყოფილებები და მაგის ბრალია :-)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 27 2012, 14:03

ხანჯალა
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=97&st=5700&start=5700

პოსტის ავტორი: ხანჯალა Aug 1 2012, 12:09

T A M P L I E R

უ-13 ისგან და ნიკელისგრას რას მოელი? რა უპირატესობას მოგცემს ასეთი დამასკო? თან ნიკელი სუფთა სახით? ძალიან ძნელი საშოვარია და დამაინტერესა რა უპირატესობა ექნება ასეთ დამასკოს სხვა დამასკოსგან, ან ლეგირებული ნაჭედი ფოლადისგან?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 1 2012, 12:13

ხანჯალა
დიახ?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 1 2012, 12:24


მაქვს ეს რკინის ნაგლეჯი და მინდა რომ ტარი დავუგო როგორ რანაირად ეგ არ ვიცი ოღონდ აქ მემგონი უკეთ ჩანსს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 1 2012, 12:30

სასწაული სურათია D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 1 2012, 12:31

ტელეფონი მეტს არ ქაჩავს და უფს სორი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 1 2012, 12:34

ყველაზე მართივი გზა:
უკეთებ ნახ**ეტებს
უსმევ ებოქსიტს ან რამე დაგვარ წებოს
აქეთ იქიდან ადებ რამე მასალის(ან ხის ან ებონიტის)ფირფიტებს
ურტყავ ზაკლოპკას
ამუშავებ შკურკაზე
აპრიალებ
და ხარ ბედნიერი

გზა მეორე
უწვრილებ სატარე ადგილს
ლატუნის ფირფიტისგან უკეთებ ვადას
იხებ სასურველ მასალას
უკეთებ ღრუს
ასხავ წებოს
ჩადებ დანას
დებ ზაჟიმში
შრება
იღებ
ტარს აძლევს სასურველ ფორმას
და ხმარობ დიიიიიდ ხანს

პოსტის ავტორი: ხანჯალა Aug 1 2012, 12:36

აქ როგორც ჩანს ასეთ ტარზე მხოლოდ მოქლონებიანი ტარი წავა. კაკლის ფესვი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მასალაა ამ საქმისთვის. ტარი ცოტა დიდი მეჩვენება. არაპროპორციულია პირთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში აქ ეგრე ჩანს. სხვა დანარჩენი კარგი ფორმაა. ზომები რა აქვს? და რა მასალაა?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 1 2012, 13:09

T A M P L I E R
გაიხარე
მე 1 ვარიანს ვფიქრობ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 1 2012, 13:10

მე კი მეორე ვარიანტი მევასება უფრო

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 1 2012, 13:29

ხო მაგრამ არ მაქვს ლატუნის ფირფიტა და ბევრი რამ კიდე და რავი ის უფრო მიადვილდება
დანის სიგრძე 21 სანტიმეტრი
დანის პირის სიგრძე 11.5 სანტიმეტრი
ლითონი უჟანგავია

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 1 2012, 13:33

ხო რავი შენ იცი
მე დრო რომ მქონდეს და სახელოსნოც არ დაენგრიათ კი მოგეშველებოდი მაგრამ ჯერ ახალში ვერ დავლაგდი

ლატუნის ფირფიტა შემიძლია მოგცე
მაგრამ ოქრომჭედელი ან მარჯვე ხელები მაინც გინდა რომ მოგირგოს ვადა პირზე

პოსტის ავტორი: ხანჯალა Aug 1 2012, 13:52

მაგ მასალას ბურღი ერევა? გახ**ეტა თუ შეგიძლია გახ**იტე და შოჩკები დააყენე. ანუ გვერდებიდა ორი ფირფიტა დაამაგრე ზაპლოპკებით. ალუმინის ზაპლოპკა ჯობია თუ პირველად აკეთებ. სხვა მაგარმა მეტალის მოქლონმა შეიძლება ტარი გაგიხეთქოს. მერე შკურკით დაამუშავებ შენს გემოზე. მანამდე პირი გააპრიალე და ტარი ცოტა დააპატარავე. სიგრძეში და სიგანეში საჩვენებელ თითთან. მე ესე მოვიქცეოდი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 1 2012, 13:55

ბურღი ერევა კი უკანა მხარეს გაცხელებულია და დარბილებული
ნელნელა დავიწყებ ცოტახანში იმედი რამე გამოვა

პოსტის ავტორი: ხანჯალა Mar 23 2013, 21:19

http://www.youtube.com/watch?v=77fM-lbcq1M

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 4 2013, 17:42

მეგობრებო Helle-ს დანებზე რა აზრის ხართ?

http://helle.com/

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 19:04

ციტატა(temoo90 @ Apr 4 2013, 18:42) *
მეგობრებო Helle-ს დანებზე რა აზრის ხართ?

http://helle.com/


ნორვეგიული დანები ზოგადად ძალიან მომწონს ფოლაცის კრაგ აქვტ დიზაინიც და პრაქტიკულებიცაა

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 4 2013, 19:13

HUNTER FREDY

მე რომლებიც მომეწონა Helle-ს მოდელები, 110-140 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ფასს რამდენად ამართლებს ეს მაინტერესებს თქვენი აზრით

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 20:54

მე მაქვს Helle Fjellkniven და არასდროს მინანია გადახდილ ფულზე თან მაგათ თავიანთი სამშრიანი მეტალი აქვთ Triple layered laminated stainless steel გარეთა ორი ფენა უჯანგავი ფოლადია შიგნით მაღალნახშირბადოვანი არ იჟანგება და ძალიან ბასრია თან გალესვაც მარტივია ჩემი აზრით ფასს ამართლებს

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 21:24

კიი ფასს მართლებს კარგი დანებია

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 4 2013, 21:36

temoo90

ციტატა(temoo90 @ 4th April 2013 - 18:42) *
მეგობრებო Helle-ს დანებზე რა აზრის ხართ?


მე მაქვს მეგობარო, ნორვეგიიდან გამომიგზავნა ბიძაშვილმა. ფასი არ ვიცი , მაგრამ ძალიან მომწონს.
როგორც აღნიშნეს მართლაც უჯანგავია და ადვილადაც ილესება ( შესაბამისათ შედარებით მალე ბლაგვდება) , მსუბუქია და სიმპათიური. პატრონტაჯზე რო დავკიდე აგერ მეხუთე წწელია არ მომიხსნია. ნუ გააჩნია მოდელსაც ალბათ.

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 4 2013, 21:38

T.levin
რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არ არის?

ზოგი არის Laminated Stainless Steel და ზოგი უბრალოდ Stainless Steel, ამათ შორის რა განსხვავებაა, ერთი პრიალაა და მეორე არა, თუ კიდევ რაიმე სხვა?

LeoTaso

გასაგებია და შენი რომელი მოდელია?
იმიტომ ვკითხულობ რომ ამ ბრენდის არაერთი მოდელი მომეწონა და თქვენი რჩევა ურიგო არ იქნებოდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 21:52

ან ეწერება Laminated Stainless Steel ან Stainless Sandvik 12c27 ან უბრალოდ Hige carbon მარტო Stainless Steel რომ ეწეროს ეგეთი არ მაქ ნანახი ლინკი დადე აბა და ვნახავ. მე ჩემი დანა 85$ დამიჯდა ამაზონიდან და ეხლა 10$ მოუმატია ფასს

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 4 2013, 21:55

T.levin

კი ასე აწერია ზუსტად Sandvik 12C27 stainless steel (სრულად აღარ დავწერე უბრალოდ) და განსხვავება რა არის ხომ არ იცით ამ ორ ფოლადს შორის?

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 22:04

ის სხვა მარკის ფოლადია ის სხვა განსხვავება ფოლადის შემადგენლობაშია დაწვრილებით არ ვიცი სენდვიკს ლამინირებული ჯობია თან ისე ილესება წვერს გაიპარსავ უპრობლემოდ D.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 4 2013, 22:08

ჰო სხვათაშორის ვიდეოებშიც ვნახე უკვე გაპარსვის წარმატებული მცდელობები newsmile05.gif

სენდვიკს ე.ი არ ახასიათებს ძალიან ბასრი პირი?

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 22:18

თუ კარგად გალესავ ისიც ძალიან ბასრია მაგრამ იქამდე ვერ ქაჩავს საერთოდ მაღალნახშირბადოვანი ფოლადები უფრო მაღალ სიბასრემდე ილესება მაგრამ მალე იჟანგება მაგიტომააქვს გარედან უჟანგავი ორი შრე თან სკანდინავიური პირი აქვს რაც გალესვას მაგრად ამარტივებს

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 22:21

სენდვიკ ნიშნავს იგივე სენდვიჩი ანუ სამფენოვანი ფოლადი შუაში ნახშირბადოვანი მყიფე ფოლადია და გვერდებიდან კი რბილი დრეკადი ფოლადი ამით მიღწევა ის რომ დანა უძლებს დიდ დატვირთვებს და ამასთან ერთად ინარჩუნებს სიბასრეს იმიტომ რომ ნახსირბადოვანი ფოლადი მედეგია და მალე არ ბლაგვდება სისალე მეტი აქვს ხოკო გვერდითა ფოლადი კი დრეკადია და არ ტყდება ანუ სიმყიფე არააქ

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 22:27

სენდვიკის პირიანი დანაც მაქვს მაგრამ ისეთ სიბასრემდე მე იმას ვერ ვლესავ როგორც ჰელეს

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 4 2013, 22:29

HUNTER FREDY

გასგაბია, ანუ სენდვიკის დადებითი მხარეა გამძლეობა ძლიერი დატვირთვების მიმართ, ხოლო ლამინირებულის კი ის, რომ მარტივად ილესება და თან ძალიან ბასრია?
და კომპრომისი? საბოლოო ჯამში სუბიექტური შეხედულებებით აირჩევა რომელიმე, თუ მაინც ხდება რაიმე ობიექტური დასკვნის გამოტანა და რომელიმესთვის კონკრეტულად უპირატესობის მინიჭება?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 22:29

ვერ ლესავ ეტყობა ისე როგორც საჭიროა! სენდვიჩი კიარა ბულარი და ZDP-189 ილესება სენდვიჩი რაგახდა

რითი ლესავ??? რა ქვებს ხმარობ?

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 22:55

ლანსკით ვლესავ გალესვით როგორ არ ილესება მაგრამ ისე ვერ გავლესე რომ თმის ღერს თლიდეს

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 23:01

პირადად მე ჰელეს ლამინირებული ფოლადი მირჩევნია ჩემი შეხედულებებით ჯობია

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 23:03

ციტატა(T.levin @ Apr 4 2013, 23:55) *
ლანსკით ვლესავ გალესვით როგორ არ ილესება მაგრამ ისე ვერ გავლესე რომ თმის ღერს თლიდეს


რამდენ გრადუსიანი კუთხით ლესავ?? და ბოლოს რომელ ქვას ხმარობ?ტყავზე გამოგყავს ნალესი ბოლოს??

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 23:07

20 გრადუსზე ვლესავ ალმასის ქვებით არა უბრალოები რომაა ის კომპლექტი მაქვს ტყავზე აუცილებლად ჯერ შავ პასტაზე და მერე თეთრზე გამომყავს

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 23:16

კარგია კუთხც და პოლო ეტაპიც მეტი დაბალი კუთხე სანადირო ფიქსედებზე არარეკომენდირებულია თმის გათლას რაც შეეხება კიდე სანადირო დანას მაინცდამაინც ნუმოსთხოვ მაგას აზრი არააქ,

მე მაინც მგონია რო რომელიმე ეტაბს არასრილსფასოვნად ნაცქარევად ამავრებ ლესვისას ფაინის შემდეგ ულტრა ფაინი 2000 იანი ქვა იხმარე და მერე პასტაზე გამოიყვანე პირი თუ მაინცდამაინც ბეწვი გინდა გათალოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 4 2013, 23:19

რას ერჩით სენდვიკს - ერთ-ერთი ყველაზე "ბასრი" ფოლადია, პროსტო მალევე ბლაგვდება...

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 23:22

ციტატა(nihontoman @ Apr 5 2013, 00:19) *
რას ერჩით სენდვიკს - ერთ-ერთი ყველაზე "ბასრი" ფოლადია, პროსტო მალევე ბლაგვდება...


მე რას ვერჩი კაცო პირიქით ბეწვს არ თლისო მეგობარმა და ვასწავლე ჭეშმარიტი გზა ბეწვის თლამდე, ის კი ვერგავიგე სანადირო ფიქსედმა მაინცდამაინც ბეწვი რატო უნდა გათალოს?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 23:34

მე მაინცდამაინც თმის თლას არ მოვითხოვ ყველა დანას ვლესავ ერთნაირად თორე წვერის საპარსად კი არ ვიყენებ D.gif ბიგი და მისი ჯანი D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 23:35

ციტატა(T.levin @ Apr 5 2013, 00:34) *
მე მაინცდამაინც თმის თლას არ მოვითხოვ ყველა დანას ვლესავ ერთნაირად თორე წვერის საპარსად კი არ ვიყენებ D.gif ბიგი და მისი ჯანი D.gif


ჰო რა ეგ თვი შენ D.gif

არ იდარდო კარგი დანა გაქვს მერე რა რო ბეწვს არ თლის სხვა რამეებს ხო ჭრის და დაანებეთავი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T.levin Apr 4 2013, 23:48

არ ვდარდობ მე ჩემი დანების სიბასრე საკმარისზე მეტად მყოფნის უბრალოდ შედარება გავაკეთე რომ პირადად მე ერტი მირჩევნია მეორეს მეტი არაფერი newsmile045.gif ნეტა დანის სიბასრეზე მეტი სადარდებელი არ გვქონდეს წარმოიდგინე რა მაგრად ვიქნებოდით D.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 4 2013, 23:50

D.gif ეეგც მართალია აბა ბიჯოს D.gif


პოსტის ავტორი: temoo90 Apr 5 2013, 08:46

გასაგებია მეგობრებო, მადლობთ ყურადღებისთვის. საკმარისად არის ერთის და მეორე ვარიანტის დადებითი მხარეებიც.
ამიტომ ვფიქრობ ის უნდა შევარჩიო რომელიც ვიზუალურად მომეწონება newsmile05.gif
რადგან, გამომდინარე იქიდან რომ შეხება არ მქონია არცერთთან, დასკვნა ვერ გამომაქვს რომელიმეს სასარგებლოდ.

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 20:07

temoo90

ესენი მაქ მე უკვე 10 წელია, ქვემითა ცოტა მისახედია, გამიფუჭეს.
ვიდზე დიდი არაფერი მაგრამ როგორც გითხარი მსუბუქი და პრაქტიკულია ყოველდღიურობისთვის. ( ნაჩუქარი ცხენის ვარიანტია რა newsmile05.gif )

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 20:22

LeoTaso

გასაგებია. ისე მართალი გითხრა, სკანდინავიური დანები ამ ბოლოს ძალიან მომწონს.
ყურადღება მივაქციე Helle-ს რამდენიმე მოდელს, მათ შორის ყველაზე მეტად http://www.helle.no/products/knives/brakar/ http://www.helle.no/products/knives/futura/ და http://www.helle.no/products/knives/75-ars-jubileum/
აგრეთვე ძალიან მომწონს Karesuando-ს ფირმის რამოდენიმე მოდელი, განსაკუთრებით http://shop.textalk.se/en/article.php?id=5583&art=905989 და http://shop.textalk.se/en/article.php?id=5583&art=16211743

მგონი არაუშავთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 6 2013, 20:39

Helle ის მოდელი და EKA მომწონს ზალიან newsmile05.gif კარგი ნორვეგიული ფიქსედია დიდი სიამოვბნებიტ ვატარებდი სანადიროდ

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 20:45

HUNTER FREDY

რას გულისხმობ? Eka როგორც ჩემთვის ცნობილია არის ცალკე ბრენდი http://www.eka-knivar.se/en და არა Helle-ს რომელიმე მოდელი

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 20:47

temoo90

ესეთი მქონდა ზუსტად (დავკარგე) მაგრა მომწონდა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

გადახედე ამ ბრენდსაც

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 20:50

LeoTaso
კიი Brusletto-ც ძალიან მომწონს მაგრამ სამწუხაროდ დიდი არჩევანი არაა ისეთ საიტებზე ასეთი დანების საიდანაც გამოწერა შეიძლება.
ხომ ვერ მეტყვი ეგ რომელი მოდელია მეორე სურათზე?

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 20:58

temoo90

საუტს ვერ გეტყვი.

სამივე "ნორვეგიელი" ოსლოდან გამომიგზავნა ბიძაშვილმა ბარე 10 წელია.

მოდელი არ ვიცი, უყუთოთ მოხვდა ჩემთან და არც ზედ აწერია არცერთს მოდელი

ისე შენ რო მოდელები დადე მომეწონა

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 21:01

LeoTaso

აი ვნახე ეგ მოდელი http://www.casstrom.co.uk/Brusletto-Norgekniven-knife და ძალიან მომწონს, 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
როგორც ვნახე პირი არის 9.5 სმ და კარგად იყენებდი? ცოტა პატარა ხომ არ იყო პირი?

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 21:13

temoo90

ციტატა(temoo90 @ 6th April 2013 - 22:01) *
და კარგად იყენებდი? ცოტა პატარა ხომ არ იყო პირი?


იხვზე ვიყავი გურიაში, ტყეში ნოყოს (ტყის ღელეს ეძახიან გურულები) მივადექი და ხიდის პონტში მაჯის სისქო "ხე" უცებ დავაგდე და გავედი სამშვიდობოს.

მართლა პატარაა, მაგრამ ნახე რა წონა აქვს? სატყავებლად მისწრებაა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 6 2013, 21:29

ციტატა(temoo90 @ Apr 6 2013, 21:45) *
HUNTER FREDY

რას გულისხმობ? Eka როგორც ჩემთვის ცნობილია არის ცალკე ბრენდი http://www.eka-knivar.se/en და არა Helle-ს რომელიმე მოდელი


ჰო ჰელის ეს მოდელი და ეკა უნდა დამეწერა ჩავასწორე

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 21:33

LeoTaso
ამ მოდელს არ ვიცი რა წონა აქვს, თუმცა ვიცი რომ ძალიან კომფორტულია ხელში, ერთადერთი რაც მაფიქრებს, პირის სიგრძეა, ვისურვებდი 11 სმ მაინც რომ იყოს, 12-13 იდეალური იქნებოდა. ახლა ვიცი რომ Helle-ს ერთი მოდელი უდევთ ქარავანში და სხვაგან ხომ არ გეგულებათ სკანდინავიური დანები გასაყიდი რომ კარგად ვნახო, ასე სურათებით არაა მარტივი შეფასება.

HUNTER FREDY ჰო ახლა გასაგებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 22:02

temoo90

ციტატა(temoo90 @ 6th April 2013 - 22:33) *
Helle-ს ერთი მოდელი უდევთ ქარავანში და სხვაგან ხომ არ გეგულებათ სკანდინავიური დანები გასაყიდი რომ კარგად ვნახო,


მეც მანდ ვნახე.

http://www.magnum.ge -ზე შეიხედე აბა

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 22:39

LeoTaso
გადავათვალიერე და სკანდინავიური Marttini-ს ბრენდი აქვთ, რომელიც დიდად არ მომწონს მართალი გითხრა

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 22:48

temoo90

მწირია ჩვენი ბაზარი მაგ სფეროში სამწუხაროდ :(

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 6 2013, 22:56

200$ აქდ ხელნაკეთ ხელითნაჭედ ძალიან ლამაზ მოსახერხებელ და ნებისმიერი ფორმის დანას დაამზადებინებ აქ ჩვენთან ქართველ მჭედლებს თავისი ტყვაის ქარქაშით და მეტალის შერჩევით

ჩემი ზარით აქ ჯობია დაუკვეთო თან აქაურ წარმოებას წაადგებ საქმეში და თან სასურველ დანას შეძენ ექსკლუზიურს შესაბამისი სამახსოვრო წარწერით მაღალ დონეზე მაქვს საუბარი

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 22:56

LeoTaso
არაუშავს, რამეს შევარჩევ, ჯერ მაინც არ ვჩქარობ, მთავარია გეზი ავიღე, მგონი ვიცი უკვე რა მინდა newsmile05.gif
მადლობთ მეგობრებო რჩევებისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 6 2013, 22:59

temoo90


ჰანთერამ მაგარი რაღაც გირჩია და დაფიქრდი მაგაზე!

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 6 2013, 23:00

HUNTER FREDY

ციტატა(irakli fofxadze @ 6th April 2013 - 23:56) *
ჩემი ზარით აქ ჯობია დაუკვეთო თან აქაურ წარმოებას წაადგებ საქმეში და თან სასურველ დანას სეზენ სესაბამისი სამახსოვრო წარწერით მაღალ დონეზემაქვს საუბარი


გეთანხმები ორივე ხელით, მე ვაპირებ ახლო მომავალში დაკვეთას და შენ როგორც მაგ საქმეში კომპეტენტურს "შეგაწუხებ" კაი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Apr 6 2013, 23:01

არაა პრობლემა როცა გინდა
მეც ვაპირებ ვნახოთ ფინანსების საქმე როგორიქნება
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 6 2013, 23:12

HUNTER FREDY
ძალიან მიმზიდველი შემოთავაზებაა, მაგრამ მე 100 დოლარს ვვარაუდობდი და 200 ნამეტანია ახლა ჩემთვის თორემ მაგაზე მართლაც არ ვიტყოდი უარს,
ექსკლუზიური დანა, ფოლადიც, ფორმაც და ტარიც თუ ჩემი გემოვნებით იქნება, ეს საერთოდ იდეალური ვარიანტია, მაგრამ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Apr 7 2013, 21:00

საკმაოდ საინტერესო ვიდეოაააააა.......

20 ყველაზე გამორჩეული დანაა, რომელიც სასურველია რომ შეიძინო.......

http://www.youtube.com/watch?v=lEuxHaE9SIA

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 7 2013, 21:19



უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)