თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ ცივი იარაღი და საქართველოს კანონმდებლობა

პოსტის ავტორი: mamon Feb 4 2013, 20:19

მაინტერესებს არის თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ცივი იარაღის ტარება და რა ნორმებია ამ საკითხთან დაკავშირებით.
თუ ვინმე ერკვევა ამ საკითხში დამდეთ პატივი და მიბრძანეთ სად შემიძლია მოვიძიო ინფორმაცია ამ თემაზე...

პ.ს. ვეძებე 'ყველგან' მაგრამ ძირითადად ყველას სატკაცუნოების ტარება უნდათ და თემებიც, შესაბამისად, მხოლოდ ამ უკანასკნელზეა გახსნილი.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 4 2013, 20:42

ჯერ ჯერობით ეს მოვიძიე

http://www.tabula.ge/article-22015.html

დანარჩენს თუ რამეს მოვნახავ დავწერ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: mamon Feb 4 2013, 21:58

"...კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­ჩებ­ში,სტა­დი­ო­ნებ­ზე, პარ­კებ­სა და სკვე­რებ­ში ცი­ვი ია­რა­ღის ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი პი­როვ­ნე­ბა 500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა."

საინტერესო პროექტია. თუკი მიიღეს ცივი იარაღის ტარება მარტო ველურ ბუნებაში შეგვეძლება და იქამდეც, სავარაუდოდ, დაშლილ მდგომარეობაში უნდა მივიტანოთ... bliadzl.gif






ძალიან პაცეფისტები არაიან ინ ქვეყნის კვალობაზე რომელსაც ტეროტორიის 30% დაკარგული აქვს უგზო-უკვლოდ
მე 'მწამდა' რომ აკრძალვა,თუკი ასეთი იქნებოდა, გავრცელდებოდა კონკრეტული სახეობის ან პარამეტრების მქონე დანებზე.

პ.ს. თუკი ვინმე აგურით/ქვით თუკი გამოასალმებს სიცოცხლეს თანამოქალაქეს ამ უკანასკნელსაც "აკრძალავენ"?

და დასასრულ დავძენ რომ : "Муж в ходе возникшей в машине ссоры задушил жену ремнем безопасности в ЮКО"
დაწვრილებით - http://newskaz.ru/incidents/20120504/3084012.html

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 4 2013, 22:28

ბოლო მაგარი იყო D.gif
ეგეც რომ აკრზალონ უსაფრთხოების მიზნით D

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 22:36

ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;
პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის
დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

ეს არის ჩვენი კანონი

პოსტის ავტორი: mamon Feb 5 2013, 15:54

ციტატა(gagrinski @ Feb 4 2013, 23:36) *
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის
დამზადება და ტარება


ცივი იარაღის დ ა მ ზ ა დ ე ბ ა ს რას ერჩიან ვერ ვხვდები newsmile056 (1).gif

ვა ტამპლერ სად დაიკარგე ვეგარ გხედავ ამ ბოლო დროს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 5 2013, 16:26

იარაღის შესახებ კანონი მოძველებულია და მე მაგას არ ვუჯერებ. სისხლის კოდექსში ჩაიხედეთ - იქ წერია, რომ 21 წლამდე არ შეიძლება და ჯარიმაა 2000 ლარი, 2 წლიდან და ზემოთ ატარე ნა ზდაროვიე. ამასთან, ცივი იარაღი საერთოდ რა არის არაა განმარტებული არცერთ კანონში და არც კლასიფიკაციაა მიცემული სხვადასხვა ნიშნების მიხედვით (პირის ზომა, ჩამკეტი ან გამხსნელი მექანიზმი და ა.შ.) შესაბამისად, შესაძლებელია 21 წლის პირმა ატაროს მაგალითად საბრძოლო ნაჯახი, ხმალი და ა.შ.

მოკლედ დაიკიდეთ რა, ის ინიციატივა კი ჯერ არ დამტკიცებულა და იმედია არც დაამტკიცებენ...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 5 2013, 17:13

mamon

ციტატა(mamon @ 5th February 2013 - 16:54) *
ვა ტამპლერ სად დაიკარგე ვეგარ გხედავ ამ ბოლო დროს

არ ამოგივედი ყელში ჯერ!? D.gif D.gif D.gif

შენ რათ გინდა დანა მაინც არ შეგატანინებენ სამსახურში და

პოსტის ავტორი: mamon Feb 5 2013, 18:01

ციტატა( T A M P L I E R @ Feb 5 2013, 18:13) *
შენ რათ გინდა დანა მაინც არ შეგატანინებენ სამსახურში და

დავუტოვებ ხოლმე D.gif


რა დროს ყელში ამოსვლაა.. პირიქით newsmile05.gif

ნეტა რა ბედი ეწევა კანონპროექტს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 5 2013, 18:08

მოგენატრე ბაბა newsmile05.gif
კანონპროექტს რაც შეეხება ძალიან მეეჭვება კარგა ხანი რამე მიეხედოს!(როგორც უეტეს საჩვენო კანონებს)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)