თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ დანის შეკვეთა

პოსტის ავტორი: ვიტო May 22 2009, 13:23

ეს დანა გამოვიწერე

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bonehill May 23 2009, 21:56

ისე რა მაგარი ვინმე ხარ რა small3d018.gif , ამდენი დანა გაქვს და ყველა ფუნქციური, ყოჩაღ შენ, გილოცავ, მალე სმიტ ვესონის ნაჯახი მომელოცოს newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 9 2009, 13:25

შარკი

თუ შეიძლება მითხარი, როგორ გამოიწერე? იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იწერს ხოლმე ამაზონიდან რაგაცეებს და დანაზე უტხარი, მერე შეამოწმა და მითხრა რომ უარი მოვიდაო, რაგაც სია მანახა რისი გამოწერაც არ შეიძლებოდა და მათ შორის დანებიც იყო

პოსტის ავტორი: შარკი Jun 9 2009, 14:01

გრიზლი

ციტატა(grizli @ 9th June 2009 - 02:25 PM) *
შარკი

თუ შეიძლება მითხარი, როგორ გამოიწერე? იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იწერს ხოლმე ამაზონიდან რაგაცეებს და დანაზე უტხარი, მერე შეამოწმა და მითხრა რომ უარი მოვიდაო, რაგაც სია მანახა რისი გამოწერაც არ შეიძლებოდა და მათ შორის დანებიც იყო


შპს ბარამის მეშვეობით. მათ ამერიკულ მისამართს ვუთითებ და ნიუჯერსიში მიაქვთ. მერე იქიდან მე მიგზავნიან.
დანა პირველად ვიყიდე და არა მგონია პრობლემა იყოს იმიტომ, რომ ბარამის ამერიკულ ოფისში უკვე მიიტანეს
და საიტზეც ტრეკინგკოდი უკვე გამოჩნდა. ანუ, ტრანსპორტირების თანხა უკვე უნდა გადავიხადო.

გამოდის, რომ პრობლემა არაა.

გრიზლი
Bonehill
ციტატა(niko @ 9th June 2009 - 02:27 PM) *
მაგარი რამეა ე.წ. "რემბოა" თუ არ ვცდები. 'პიველი სისხლი' ქვია კიდევ მეორე სახელი


რემბო არ ვიცი, მარა რაცხა სერიოზულად რო გამოიყურება, ფაქტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შარკი Jun 9 2009, 14:17

დიტო

ციტატა(dimitri @ 9th June 2009 - 02:30 PM) *
როგორც ვიცი იარაღიც


დაჟე იარაღიც?!

რა საინტერესოა, ტრებუჩეტი რო ვიყიდო ჩამომივა?
კავკაზუსის ოფისს მინდა მივაყენო და დავცხო! newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2009, 15:19

[quote name='შარკი' date='Jun 9 2009, 12:50 PM' post='6051']




აი ამ დანას ველოდები ეხლა ამაზონკომიდან.
ვარგა, როგორ ფიქრობთ?!

როგორც უწერია, აქვს კომპასი, საკმაოდ მძიმეა და 38 სმ-ია სიგრძეში.
სადღაც 50-55 ლარამდე დაჯდა ჩამოტანით.

დანების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ დამევასა რაღაც და... newsmile05.gif
პახოდებში დავდივარ და გამომადგება-თქო ვიფიქრე newsmile05.gif
ამერიკული ხიშტ დანააქ მაღაზია გლოკში დევს!! კარგად ჭრის მძიმეა. მლასტიკის ქარქაში აქვს და საკვნეტელადაც კეთდება

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 12 2009, 20:09

დიტო
შარკი

და ესეიგი კიდევ დამატებითი ფასია ხო გადასახდელი? ანუ პროდუქტის ღირებულება, სჰიპინგი, ცჰამოტანა და კიდევ ცჰამომტანის ანუ რეალური შემკვეთის ფულიც ხო?

რამე საიტი აქვთ თუ ოფისი ანუ როგორ გამოვიწერო?

ეხლა ვნახე მაგათი საიტი და დაუკავშირდები

აი ეს დანა მინდა მაგრად ჩამოვატანინო

http://www.amazon.com/Schrade-Hunter-Knife-Fixed-Blade/dp/B000IE7QQY/ref=sr_1_29?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1244826386&sr=8-29

მე მგონი არ უნდა იყოს ცუდი, საკაიფო დისქაუნთი აქვს რქის ტარი, თან ბრენდიც კარგია

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 12 2009, 20:11

დაახლოებით +50% და სახლში მოგიტან

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 12 2009, 20:14

ეგრე თუა მაგრად მაწყობს!

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 12 2009, 20:37

გრიზლი
დიტოს აქვს დანის ჩამოტანის გამოცდილება, წალკაშიც ქონდა წამოღებული, გეტყვის ალბათ თბილისამდე რამდენი დაჯდება თვითღირებულების ზევით

პოსტის ავტორი: დიტო Jun 13 2009, 00:09

გრიზლი
ზუსტად ეგ დანა მინდოდა რო ჩამომეტანა და რატომღაც ამერია,ისე 10 დოლარი ამახიეს ზედმეტად ადგილზე და პლიუს ჩამოტანა 9 ლარი,2 კვირაში აქ იქნება ბარამის მისამართზე მიტანიდან 22H CRAIGWOOD RD
AVENEL, NJ 07001-2239
United States ეს არის მისამართი ბარამის ოფისის ამერიკაში

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 13 2009, 09:42

დიტო

ანუ მე ბარამს უბნდა შეუკვეთო ხო, ამაზონში რასაც ვნახავ? და ფულს ბარამს უხდი?

პოსტის ავტორი: დიტო Jun 13 2009, 11:20

კი,უფრო სწორად ამაზონს უკვეთავ და უთითებ ბარამის იმ მისამართს ზემოთ რო მოგწერე,შემდეგ მოგივა მეილზე რო მიიტანეს მისამართზე და ამის მერე იხდი ჩამოტანის ფულს ბარამის ანგარიშზე

ხო მართლა ბარამს უხდი მარტო ჩამოტანის ფულს,ყიდვის ფულს იხდი ამაზონზე კარტიდან,მე მაგალითად ორანჯ ბარათიდან ვიხდი ეგრევე გამოწერისას

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 13 2009, 18:30

დიტო

გაიხარე ძმაო დიდი მადლობა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შარკი Jun 16 2009, 11:04

გრიზლი


ბარამს ააფერს არ უკვეთავ. შედიხარ ამაზონზე, რეგისტრირდები(ნაღდი ფოსტა მიუთითე) და ეძებ რაც გინდა. როცა პოულობ, აგდებ კალათაში და ჩეკაუთის პროცესს აკლიკავ. კრედიტკა უნდა გქონდეს ან კლასიკი, ან ელექტრონი, მაგრამ ყველა ელექტრონი არ მიდის, მაგალითAდ საქბანკის სახელფასო ვიზა ელექტრონი მიდის. შიპინგის და ბილინგის მისამართს უთითებ ბარამისას. მანდვე გიჩვენებს რად დაჯდება ბარამის ამერიკულ ოფისში შენი ნივთის მიტანა და რამდენი დღე მოუნდებაიან ამას. ჯობია სტანდარტ-შიპინგი აირჩიო. 4-8 დღე გამოდის. როცა ამაზონი შენ ტავარს გააგზავნის, შენი შეკვეთების გვერდზე გაძლევს ტრეკინგ-კოდს. როცა ნივთი ბარამის ამერიკულ ოფისში ჩაბარდება, ეს ტრეკინგკოდი გამოჩნდება ბარამის საიტზე ტრეკინგ-კოდების გვერდზე და იქვე იქნება მითითებული რამდენი უნდა გადაუხადო ბარამს თბილისში ჩამოტანაში. გადაიხდი ამ თანხას საქბანკში(დანიშნულებაში ტრეკინგკოდი მიუთითე აუცილებლად). და როგორც კი მასა იზამ, შენი ნივთი ავენელიდან წავა ჯერ ნიუიორკში და მერე თბილისში. ამ ყველაფერს ბარამის ტრეკინგკოდის გვერდზე ნახავ. თბილისი რო დაეწერება მიხვალ და აიღებ. ეგაა.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 16 2009, 11:23

ციტატა
ამდენი დანა რათ გინდა?

რას ამბობ კაცო, დანა არასოდეს არ არის ბევრი, ან ზედმეტი....... newsmile041.gif
შეიძლება კაცს არ სჭირდებოდეს, მარა უნდოდეს და იმიტო აგროვებდეს!
გილოცავვიტო მაგარი დანაა. ფოლადი თუ არ ვცდები aus-8 არის ხომ?
ისე, ვიდზე მართლა სანადირო დანას გავს და პრაქტიკული დანიშნულება რომ აქვს ეტყობა პირველივე შეხედვისას...
მოკლედ გაიხარე და ეგრე გააგრძელე-კიდე უფრო კარგები გეშოვოს და დიდი კოლექცია შეგეგროვებინოს, ოღონდ
ახლა უკვე უფრო სერიოზული მწარმოებლების (benhmade, spyderco, koji hara, kiku matsuda, takeshi saji, tak fukuta, rockstead, kershaw, cold steel, seizo imai, CRK, fallkniven) და სხვა მრავალის დანები შეგეძინოს და რაც მთავარია სიამოვნება მიგეღოს მაგათი ფლობით.....

ასევე გისურვებ რაც ვთქვი იმისი არა მარტო სურვილი არამედ შესაძლებლობაც გქონოდეს...

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 16 2009, 14:10

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 16th June 2009 - 09:23 AM) *
CRK

ეს მაქვს newsmile05.gif

რაც შეხება ფოლადს, აღნიშვნა ვერ ვიპოვე და ყუთი გუშინვე გადავაგდე დ ვეღარ ვიპოვი, თუ რამეა მოვიძიებ,
თითონ პირზე აწერია 154 CM და ვერ მივხვდი რა არის, ლითონის მარკა მგონია, ხომ ვერ დამეხმარები მაგის გაგებაში

სოგის და პუმას დანებზე რას იტყვი, მგონი მაინც სახარბილო კლასი არ არის არა?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 16 2009, 14:52

გრიზლი
გაიხარე, შენ რომელი გინდა ლინკი დააგდე რა

პოსტის ავტორი: ბექარი19 Jun 16 2009, 14:53

ვიტო
საგოლ ვიტო მაგარი დანააა newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 17 2009, 12:04

http://spyderco.com/catalog/details.php?product=353

ამ დანაზე ისე არ ვიტყოდი უარს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 17 2009, 12:08

ციტატა(nihontoman @ Jun 17 2009, 11:50 AM) *
რა არი ფოლადია თუ სპილენძი? ერთი მხრივ სანადიროდ კარგია ეგეთი რბილი დანა-რო დაგჭირდება მართლა მოსახერხებელია მაგის გალესვა, თორე ქვაზე მტკიცე ფოლადს გალესავ კი არა ზოგიერთი ისეთი მტკიცეა, ჩვეულებრივი კერემიკული სალესავებით უჭირს ხალხს გალესვა...

მივხვდი, თუ ესტეთიური მიზნებისთვის გინდა კიდე შეიძლება, მარა დამიჯერე როდესაც ფუნქციითაა ნაკარნახები დანის ფორმა, რომელიც თავიდან შეიძლება მახინჯიც მოგეჩვენოს(მაგალითად სპიდერტოს დანები), ხელში რო დაიჭერ მაგაზე მეტ კაიფს ვერ მიიღებ-შენ უბრალოდ ხვდები, რომ ამ დანის დიზაინზე მრავალმა გამოჩენილმა დიზაინერმა დიდხანს იმუშავა, ბევრი ტესტი ჩაატარა და ყველა წვრილმანი გაითვალისწინა. ამ კაიფს მასეთ ფასიანი დანა უბრალოდ ვერ მოგცემს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში სურათებზე ვიდზე ეგ უფრო ლამაზია, ვიდრე ნებისმიერი Fallkniven-ის დანა, თუმცა ალბათ ნათელია რომელი ჯობია.... ხარისხიან დანებს თავისებური აუხსნელი შინაგანი სითბო აქვთ-ეს ჩინური ტავარისთვის უცხო რამააა....


აზრზე არ ვარ, ფოლადია რა თქმა უნდა, ოზურგეთში მაქვს ეგ დანები დატოვებული, ამ ზაფხულს ჩავალ და ფოტოებს გადაუღებ და დავაგდებ

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 22 2009, 16:15

შარკი
კაია, ახლა ის თქვი ჩამოტანის სერვისი რა დაჯკდა?

პოსტის ავტორი: შარკი Jun 22 2009, 16:58

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 22nd June 2009 - 05:15 PM) *
შარკი
კაია, ახლა ის თქვი ჩამოტანის სერვისი რა დაჯკდა?


10$.

ეს ეხლა დიდი ძვირფასი დანა არ არის. უბრალოდ მოშნია და მაგიტომ დამევასა. თან მამაჩემს ჰქონდა ეგეთი დანა და ბავშვი რომ ვიყავი ისე ვუყურებდი, როგორც რაღAც საოცრებას. newsmile05.gif კომუნისტების დროს ეგეთი დანები იშვიათობა იყო. მოკლედ, გარკვეული ნოსტალგიის გამოც ვიყიდე newsmile05.gif

გრიზლი
ციტატა(grizli @ 22nd June 2009 - 05:13 PM) *
გილოცავ, გილოცავ, უკეთესები შეგეძინოს


გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 22 2009, 18:08

იქნებ დამაკვალიანოთ მეც მინდა ზუსთად ეს,რაღაც ბავშვობაში მაბრუნებს რემბოს დანას გავსnewsmile05.gifnewsmile05.gif


გილოცავ მეგობაროnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შარკი Jun 22 2009, 18:46

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 22nd June 2009 - 07:08 PM) *
იქნებ დამაკვალიანოთ მეც მინდა ზუსთად ეს,რაღაც ბავშვობაში მაბრუნებს რემბოს დანას გავს

რა პრობლემაა newsmile05.gif

ამაზონზე დარეგისტრირებული ხარ?
და საკრედიტო ბარათი თუ გაქვს? სასურველია კლასიკი.
მაგრამ ზოგიერთი ვიზა ელექტრონიც ქაჩავს.

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 22 2009, 18:48

შარკი
რეგისტრაცის გავივლი,მაგრამ ეგისტრაცია ბარატს ითხოვს?newsmile05.gifმე ფირადად არა ამქ მაგრამ დედაჩემისას გამოვიყენებnewsmile05.gif შემდგმი პროცედურა მაინტერესებსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შარკი Jun 22 2009, 19:25

ნოსო

შეიძლება სხვისიც გამოიყენო. ბარათის მითითება მგონი მერეც შეიძლება, მაგრამ მე ატვიდანვე მივეცი.

მოკლედ რა ხდება. სარჩევის მიხედვით იპოვი სასურველ ნივთს ან შეგიძლია პირდაპირ სერჩში აკრიფო ნივთის სახელწოდება და თუ ყიდის ვინმე, ამოაგდებს.
მოკლედ, როცა იპოვი, სურათს გაადიდებ, დაათვალიერებ, სხვა მყიდველების გამოხმაურებებს წაიკითხავ, მსგავს ნივთებსაც ნახავ, რომელსაც სხვა მწარმოებლები გთავაზობენ და გადაწყვეტილებას მიიღებ, დაკლიკაც კნოპკაზე Add to Cart-ანუ კალათაში ჩამატება. შემდეგ Process to Checkout - ყიდვის პროცესი. ამ ეტაპზე უნდა აირჩიო მოწოდების მისამართი - Shipping address. თუ მანამდე ადრესბუქში შეტანილი არ გაქვს ბარამის ამერიკული მისამამართი, მაშინ უნდა მიუთითო ასე:

კარტის მფლობელის სახელი და გვარი(ისე როგორც კარტას აწერია!)
22H CRAIGWOOD RD
AVENEL, NJ 07001-2239
United States
Phone: (+1)718 934 1700

თუ შეყვანილი გყავს, მაშინ თვითონ გამოიტანს და შენ უნდა დაკლიკო Ship to this address. ამ მისამართზე გამომიგზავნეო ანუ.

ამის შემდეგ აირჩიე მეთოდი, ანუ ბარამის ამერიკულ ოფისში რამდენ დღეში გინდა რომ მივიდეს შენი ბანდეროლი. მე სტანდარტულ მეთოდს ვირჩევ ხოლმე, რომელიც 3-6 სამუშაო დღეს გულისხმობს.

როცა ამასაც აარჩევ და Next-ს დაკლიკავ, გადაგიყვანს შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც მარჯვნივ ზემოთ კუთხეში დაინახავ შენი შეკვეთის Order Summary-ის ანუ შეკვეთAს საბოლოო სახოთ. მანდვე იქნება მითითებული რამდენი ჯდება მწარმოებლის მიერ ბარამის ამერიკულ ოფისში შენი ბანდეროლის მიტანა.

მაგალითად ამ წამს ვყიდულობ სათვალეს და მიწერს ასე:


Order Summary

Items: $33.38
Shipping & Handling: $7.95

Total Before Tax: $41.33
Estimated Tax:* $0.00
----------------------------------
Order Total: $41.33

მგონი გასაგებია, ხო? ხოდა მანდ ქვევით Continue-ს რომ დაკლიკავ, გამოგიტანს კიდევ ერთ გვერდს - Please review and submit your order, ანუ გადახედე ბოლოჯერო. კარგად დაფიქრდი და შემდეგ დაკლიკე კნოპკას Place your Order, იმიტომ, რომ მერე უკვე ვეღარაფერს შეცვლი - ეს არის შეძენის ბოლო ეტაპი. ყოდვის პროცესი დასრულებულია.

ამის მერე, როგორც კი მწარმოებელი იწყებს შენი შეკვეთის შესრულებას. შენ შედიხარ ექაუნტში და იქ ნახავ გრძელ ყვითელ კნოპკას სადაც შენს შეკვეთებს გიჩვენებს. შეკვეთAს რომ დაკლიკავ, გიჩვენებს რა ეტაპზეა შეკვეთა. Deliverred რომ დაგიწერს მწვაბედ ესე იგი ბარამის ამერიკულ ოფისში მიიტანეს. მანდევ იქნება ეგრეთ წოდებული Tracking Code.

ეს არის შენი ბანდეროლის საძიებო კოდი ბარამის საიტზე აქ http://www.barami.us/trackinginfo.php
ამ კოდის მიხედვით მოძებნი შენს ბანდეროლს და მის გასწვრივ მარცხნივ ეწერება მისი წონა და ფასი, რომლიც უნდა გადაუხადო ბარამს. მარჯვნივ ბოლოში კი ადგილმდებარეობა. თAვიდან ეწერება Avenell.

როგორც კი ამ თანხას შეიტან ბარამის ანგარიშზე საქბანკში საქართველოს ბანკი შ.პ.ს. ,,ბარამი” ანგარიშის ნომერი 123355500(ოღონს დანიშნულებაში ტრეკინგკოდი ჩააწერინე მოლარეს თორე ისე ბარამი ვერ მიხვდება რაში უცდი ფულს და პლატიოჟკა შეინახე!!!) ბანდეროლი წავა ჯერ ნიუიორკში და მერე დაეწერება - ტრანზიტი.

თბილის რო დაიწერება, მიხვალ ბარამის უბანძეს ოფისში წინამძღვრისშვილის ქუჩაზე და პლაწიოჟკით მიიღებ შენ ნივთს.
მოკედ შეძენიდან 2 კვირა უნდა რა.

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 22 2009, 21:27

შარკი
გაიხარე, ახლა ვამუგამოnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შარკი Jun 23 2009, 10:39

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 22nd June 2009 - 10:27 PM) *
გაიხარე, ახლა ვამუგამო


ეხლა ზუსტად აღAრ მახსოვს როგორაა და თუ კარტა რეგისტრაციის დროს არ მოგთხოვა ან შენ თვითონ არ მიუთითე, მაშინ შეკვეთის რომელიღაც ეტაპზე მოგთხოვს. როგორც მახსოვს, Ship to this address-ს რომ დაკლიკავ მერე.

გარდა ამისა მოგთხოვს Billing Address-ის მითითებას, ანუ გადახდის მისამართი მომეციო. აქაც ბარამის მისამართი მიუთითე.

მაგრამ ეს მხოლოდ ამაზონზე გაგივა. სხვა საიტებზე ბილინგის მისამართში უნდა მიუთითო ის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც კარტაზეა დაფიქსირებული. ანუ საქართველოში ნამდვილი მისამართი.

თუ ასე არ იზამ, მაშინ საიტი არ მიიღებს შენს შეკვეთას. მაგალითAდ, მე ვრანგლერის საიტმა დამიქენსელა შეკვეთა იმიტომ, რომ ბილინგის მისამართში ბარამის კოდი მივუთითე და ვრანგლერმა კარტაზე სხვა მისამართი რომ დაინახა, შეკვეთაზე უარი მითხრა. კაბელასმა საერთოდ გამაგიჟა. 8 წერილის მიწერა დამჭირდა იმის ასახსნელად, თუ რატომ განსხვავდებოდა ჩემი რეალური საცხოვრებელი მისამართი, ანუ ბილინგის მისამართი ჩემი შიპინგის(ბარამი) მისამართისგან. მთელი არზები მივწერე, ავუხსენი, რომ ყოფილ სსრკ-ში ვცხოვრობ და არა ჯორჯიაში, რომ ბარამი გადამზიდავი კომპანიაა და კავკასიაში აგზავნის ამანათებს და ა.შ. ბოლოს დამიჯერეს და და გააგზავნეს ბარამის მისამართზე, თორემ თAვიდან პირდაპირ საქართველოში მიგზავნიდნენ და ხო აზრზე ხარ რა დამიჯდებოდ, თუ საერთოდ ჩამოვიდოდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2009, 16:21

QUOTE
ახლა უკვე უფრო სერიოზული მწარმოებლების (benhmade, spyderco, koji hara, kiku matsuda, takeshi saji, tak fukuta, rockstead, kershaw, cold steel, seizo imai, CRK, fallkniven)
ისე, კიკუ და განსაკუთრებით როკსტიდი მაგარი იყო newsmile05.gif.. როცა ამდენი ფული მეკნება, რომ რამდენიმე როკსტიდი ვიყიდო, ცხოვრება ისე მაგრა აწყობილი მექნება, რომ ერთ 20 ფორუმელს პროსტო ვაჩუქებდი რამე ნორმალურ დანას..
QUOTE
nihontoman
QUOTE
ციტატა(nihontoman @ 16th June 2009 - 09:23 AM)
CRK

ეს მაქვსnewsmile05.gif
ვაა, თბილისში არის დანა, დამზადებული კრის რივის სამჭედლოში???
ვიტო , და რომელი მოდელია? და იქნებ ერთხელ შეხვედრაზე წამოიღო, მინდა დავათვალიერო.. დიდი ხანია რაც მომწონს კრის რივის ნაწარმები, მაგრამ მინდა ჟერ ვნახო, რაში იხდის ხალხი ასეთ ფულს newsmile045.gif..

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 16:46

КАА
არა მე მეგონა ეგ რომ იყო, საკუთარი სახელის დაწერისას შემეშალა

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2009, 17:12

QUOTE (ვიტო @ Oct 5 2009, 05:46 PM) *
КАА
არა მე მეგონა ეგ რომ იყო, საკუთარი სახელის დაწერისას შემეშალა

Не проблема, бывает newsmile05.gif
Я удивился чему - когда я купил эндуру3 за 85 баксов, друзья сказали, что я немного того newsmile045.gif.. А когда я сказал, что хочу купить еще пару-тройку ножиков, они вообще подумали, что я сошел с ума newsmile05.gifnewsmile05.gif..
Потому я и обрадовался, прочитав, что у кого то есть нож от Chris Reeves Cutlery..
Средняя цена ножей у этого мастера - 450 баксов,
а если они сделаны из редкой стали (в данном случае БГ42)
,
или по другому оформлены

то к цене без проблем добавляются 100-150 долларов.. Правда, те у кого эти ножи есть, говорят, что если есть Себенза, другой складной нож уже не нужен newsmile045.gif.. представь. какая экономия newsmile05.gif.. А с учетом того, что я на ножи потратил уже больше половины цены Себензы, начинаю думать, что это действительно так.. поскольку в планах еще несколько ножиков сидит..

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 5 2009, 17:22


ეჰჰჰ, მეც მასე ვიყავი სულ პირველი დანა რო ვიყიდე spyderco police ss. (თბილისში ძვირი დამიჯდა-350 ლარი (რაზეც ნერვები მეშლება) ყველა მეუბნებოდა საბოლოოდ გამოშტერდი, ამ რკინაში როგორ აძლევ ამდენ ფულსო. სულ გადაირივნენ მილიტარი რო ვიყიდე 450 ლარად და ერთი ორმა მაგრად დამცინა, მარა არ შევიმჩნმიე newsmile091.gif

ახლა მეც მკიდია რას იტყვიან და სხვასაც კიდია რას ვიყიდი, როგორც იქნა ავუხსენი რატო ღირს ასეთი ძვირი.

ერთი კარგი სებენზა მეც მაგარა მინდა, უბრალოდ ინტერესი მკლავს რა დანაა ასეთი, ყველა რო ამას ამბობს :

ციტატა
если есть Себенза, другой складной нож уже не нужен

მარა ფასი ნამეტანი დიდია, . ისე ოცნების პონტში ძაან მინდა კიკუს დიდი ფიქსირებული მონსტრი, OU-31-ისგან და საფირმო მწვანე მიკარტით newsmile029.gif მინდა rokstead მარა ეგ ვაბშე მგონი სებენზაზე უფრო ძვირი ღირს... არადა ამ სურათს რო შევხედავ ერთი ნახევარი საათი ნერწYვი მდის მარა როგორც იტყვიან "თუ ოცნებაა ოცნება იყოს!"
КАА

თუ გქონია შეხება ამ საიტთან? http://japaneseknifedirect.com/ უბრალოდ კარგი ფასებია და თან იაპონური დანები ჩემი სისუსტეა...

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2009, 19:20

nihontoman , советую меньше смотреть на снимки рокстида, иначе придется продавать квартиру и покупать его.. после покупки рокстида может немного денег как раз на кику и останется newsmile05.gif (для справки: ножи рокстид стоят в среднем 3000 $USA, но есть модели и намного дороже.. например, Нож туристический GI за 5000 баксов (мелочь не считаем newsmile045.gif)

QUOTE
КАА

თუ გქონია შეხება ამ საიტთან? http://japaneseknifedirect.com/ უბრალოდ კარგი ფასებია და თან იაპონური დანები ჩემი სისუსტეა...
Лично я не имел, только смотрю и облизываюсь.. Но в России народ хвалит - работают четко и доставка дешевая.. мне кстати тоже нравятся ножи от Мацуда, особенно KM-590 Kiku Kiba, думаю неплох будет и KM-580 Kiku Fisherman Knife, но я все жду когда у них появится Г.Сакай.. Уже больше полугода висит надпись "Coming soon!!"

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 6 2009, 10:30

ციტატა
(для справки: ножи рокстид стоят в среднем 30 000 $USA, но есть модели и намного дороже.. например, Нож туристический GI за 50000 баксов (мелочь не считаем )
newsmile054.gif small3d011.gif რაააააა? მე ეგ მეგონა სულ რაღაც 1000 დოლარამდე ფასები ქონდა, იტალიელს საიტზე http://www.coltelleriacollini.com/rockstead/index.html ყველაზე ძვირი უდევს ფასი 2000+ ევრო, მარა დასაკეცები 500-დან 1000 ევრომდე მერყეობს.

P.S. იტალიელის საიტზე გამახსენდა, ამ პატარებზე რა ზრის ხარ? http://www.coltelleriacollini.com/extremaratio/index.html განსაკუთრებით აი ეს მომწონს: მანქანაც და დანაც newsmile090.gif მარა რა ფოლადია ვერ გავიგე მაინც და მაინც, თან თუ ღირს ამდენი მაგასაც ვერ ვხვდები....

პოსტის ავტორი: КАА Oct 6 2009, 19:49

QUOTE
რაააააა? მე ეგ მეგონა სულ რაღაც 1000 დოლარამდე ფასები ქონდა, იტალიელს საიტზე http://www.coltelleriacollini.com/rockstead/index.html ყველაზე ძვირი უდევს ფასი 2000+ ევრო, მარა დასაკეცები 500-დან 1000 ევრომდე მერყეობს.
я извиняюсь, получил на 0 больше при переводе валют.. кКонечн оже 3000 и 5000 баксов..
А ножи Экстрема Ратио - ет конечно сильная вещь.. Вот хороший http://knifelife.ru/reviews_EDC_ot_Extrema_Ratio.htm складного ножа от этой конторы

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 6 2009, 20:13

ძლიან მომწონს ეს დანა მაგრამ ამაზონზე ვერ ვნახე სამწუხაროდ ფასი იაფია სადღაც 70$-მდე

HELLE EGGEN



პოსტის ავტორი: nihontoman Oct 7 2009, 13:57

geojorjika
მრე შენც რაღა ამაზონზე გინდა იყიდო, იყიდე ამ საიტიდან:
http://newgraham.com/store/
http://www.knifecenter.com/
http://yourcornerstore.com/
ამ ბოლოში ყველაზე დაბალი ფასებია... ყველა მოიტანს ბარამამდე და მერე მაგათი ჯანი...

ისე, მე მაგ დანის შემცვლელად გირჩევდი ამას:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM151P საკმაოდ ნორმალური სანადირო დანაა, პრემიუმ ხარისხის ფოლადით და ეს კონკრეტული მწარმოებელიც ცნობილია საკმაოდ კარგი პროდუქციის გამოშვებით.
ან ამას: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=SWEDF1EK ეს შვედურია საუკეთესო ხარისხის დანებია როგორ ცამბობენ...

პოსტის ავტორი: lasharela_ava Oct 10 2009, 18:20

სულ გადაირივნენ მილიტარი რო ვიყიდე 450 ლარად და ერთი ორმა მაგრად დამცინა, მარა არ შევიმჩნმიე




რომელი მილიტარი იყიდე? ფოტო არ გაქვს?


პოსტის ავტორი: nihontoman Oct 12 2009, 10:38

lasharela_ava
მილიტარყ ვიყიდე ჩვეულებრივი, ანუ შავი G10 სახელურით და არადაფერილი არასერეიტორიანი s30v პირით. აი ასეთი: http://www.militaria.pl/upload/wysiwyg/gfx/produkty/noze/Spyderco/Military/Spyderco_Military_Plain_NEW_w.jpg
სურათი ჩემი არაა, ინეტიდან ვდებ.

პოსტის ავტორი: lasharela_ava Oct 14 2009, 10:35

მეც მაქვს ეგეთი მილიტარი ოღონდ ცპმ 440ვ ფოლადით. ამ ფოლადით ძალიან ცოტა ხანს გამოდიოდა და როგორც ამბობენ დაზგების ცვეთის გამო გააჩერეს newsmile035.gif საუკეთესო ჭრა აქვს და დანის ფორმაც ფრაქტიკულია. ერთია უკანა ტარის მხარე მოვაკელი ცოტათი (ზედმეტი იყო) მილიტარი რატომ ქვია მაგის ისტორია იცით?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 14 2009, 10:57

lasharela_ava

ციტატა(lasharela_ava @ 14th October 2009 - 11:35 AM) *
მილიტარი რატომ ქვია მაგის ისტორია იცით?

მოგვიყევი აბა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 14 2009, 12:18

ციტატა
მეც მაქვს ეგეთი მილიტარი ოღონდ ცპმ 440ვ ფოლადით. ამ ფოლადით ძალიან ცოტა ხანს გამოდიოდა და როგორც ამბობენ დაზგების ცვეთის გამო გააჩერეს საუკეთესო ჭრა აქვს და დანის ფორმაც ფრაქტიკულია. ერთია უკანა ტარის მხარე მოვაკელი ცოტათი (ზედმეტი იყო) მილიტარი რატომ ქვია მაგის ისტორია იცით?

კარგია, ტარისგან რა გინდოდა არ მესმის, მშვენიერი ტარია როგორც შიშველი ხელებისთივის, ისე ხელთათმნიანი ხელებისთვის.

ისტორია კი მართლა მაგარია, მოკლედ რო გამოვიდეს, ვიღაც ტიპი ეკაიფა სპაიდერკოს, რომ სამხედროების წარმომადგენელი იყო და ვითომ სპეციალურად მათთვის უნდოდათ, რომ სპაიდერკოს ახალი დიზაინი გაეკეთებინათ, ამათაც გააკეთეს და ის "შემკვეთი" აღარ გამოჩნდა, ამათ დაარქვეს მილიტარი, ანუ სამხედრო და გაუშვეს პროდუქციაში, რადგან ბენჩმეიდის რომელიღაც მოდელისთვის კონკურენცია გაეწია.
დანარჩენი მოყვეს lasharela_ava -მ

პოსტის ავტორი: lasharela_ava Oct 19 2009, 19:24

ეგეთი არაფერი მსმენია. ვითომ ესეთი ცნობილი ფირმა ვიღაც ტიპს სიტყვაზე ენდო და სამხედროებისათვის დაამზადა დანები? არამგონია ეგრე გაბრიყვებულიყო და "ზეგ გამოვივლი" ან რამე მსგავს წინადადებაზე დათანხმებულიყო ყოველგვარი გარანტიის გარეშე.
დანის ახალი დიზაინის შექმნა და მისი გატესტვა ხომ ყველაზე ძვირადღირებული ფროცესია წარმოებაში...

მე როგორც ვიცი სპაიდერკოს დიზაინერს ჟურნალისტებმა მსგავსი კითხვა დაუსვეს.
- იმ შემთხვევაში თუ მისი შვილი ომში წავიდოდა რომელ მის მიერ დაპროექტებულ დანას გაატანდა თან. დიზაინერმა ფიქრის შემდეგ უპასუხა რამდენიმე თვე მომეცით და მე ეგეთ დანას გამოუშვებო... ამიტომაც აწერია დანას "მილიტარი" სინამდვილეში მას არავითარი კავშირი აქვს სამხედროებთან...

გორში რომ ვიბოდიალე მამაჩემმა მაჩუქა ეს დანა და თითქოს ისტორია განმეორდაო newsmile035.gif

თუმცა 2-3 თვეში ამ ფოლადის წარმოება შეწყდა რადგან დიდ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული - დაზგებს ცვითავდა იმდენად მტკიცეა
ამიტომაც იშვიათობაა ამ ფოლადის მილიტარის შეხვედრა...

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 19 2009, 22:47

ციტატა(nihontoman @ Oct 7 2009, 02:57 PM) *
geojorjika
მრე შენც რაღა ამაზონზე გინდა იყიდო, იყიდე ამ საიტიდან:
http://newgraham.com/store/
http://www.knifecenter.com/
http://yourcornerstore.com/
ამ ბოლოში ყველაზე დაბალი ფასებია... ყველა მოიტანს ბარამამდე და მერე მაგათი ჯანი...

ისე, მე მაგ დანის შემცვლელად გირჩევდი ამას:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM151P საკმაოდ ნორმალური სანადირო დანაა, პრემიუმ ხარისხის ფოლადით და ეს კონკრეტული მწარმოებელიც ცნობილია საკმაოდ კარგი პროდუქციის გამოშვებით.
ან ამას: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=SWEDF1EK ეს შვედურია საუკეთესო ხარისხის დანებია როგორ ცამბობენ...


გაიხარე გადავხედავ, ისე ჰელეზე რას მეტყვი? და საერთოდ ეს VG10 როგორი ფოლადია?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 20 2009, 11:13

geojorjika
VG-10 არის იაპონური პრემიუმ ფოლადი. v-gold steel თუ რაღაც. სპაიდერკო მაქ მაგი ფოლადით და მომწონს ძაან, ადვილად გავლესე და ძნელად ბლაგვდება....

ციტატა
ეგეთი არაფერი მსმენია. ვითომ ესეთი ცნობილი ფირმა ვიღაც ტიპს სიტყვაზე ენდო და სამხედროებისათვის დაამზადა დანები? არამგონია ეგრე გაბრიყვებულიყო და "ზეგ გამოვივლი" ან რამე მსგავს წინადადებაზე დათანხმებულიყო ყოველგვარი გარანტიის გარეშე.
დანის ახალი დიზაინის შექმნა და მისი გატესტვა ხომ ყველაზე ძვირადღირებული ფროცესია წარმოებაში...

მე როგორც ვიცი სპაიდერკოს დიზაინერს ჟურნალისტებმა მსგავსი კითხვა დაუსვეს.
- იმ შემთხვევაში თუ მისი შვილი ომში წავიდოდა რომელ მის მიერ დაპროექტებულ დანას გაატანდა თან. დიზაინერმა ფიქრის შემდეგ უპასუხა რამდენიმე თვე მომეცით და მე ეგეთ დანას გამოუშვებო... ამიტომაც აწერია დანას "მილიტარი" სინამდვილეში მას არავითარი კავშირი აქვს სამხედროებთან.

რავი მე ეგრე ვიცი. აი შენი ამბავზე კი ის ვიცი, რომ როცა ჟურნალისტმა კითხა ეგ, მაშინ უპასუხა სალმა რომ მე მილიტარის გავატანდიო.

პოსტის ავტორი: GIO-85 Jul 11 2010, 23:20

გუშინ აღმოვაჩინე რომ Spyderco Tenacious მომწონს.

რასიტყვით ამ დანაზე .? .. http://yourcornerstore.com/index.php?main_page=product_info&products_id=8715







ან ამ საიტიდან ჩამოტანა მთლიანობაში რა დაჯდება .?

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 12 2010, 00:26

GIO-85
რას ვიტყვი? ნუ რა უნდა ვთქვა, მაგარი რამეა. იყიდე.
ეგ საიტი კი ყველაზე უფრო იაფი ამერიკული დანების საიტია რაც მინახავს , თან საკმაოდ საიმედო და დიდი არჩევანიც აქვთ.

მთლიანობაში რა დაგიჯდება და მაგას დაამატე შიპინგი 7 დოლარი (სეიძლება უფასოც იყოს) და თუ გადამზიდავის მეშვებპბით იწერ კიდევ სადღაც 10 ლარი.

ეხ;ლავე გეტყვი ღირს მართლა.

ერთადერთი "პრობლემა" რაც მე მაგ დანას ვუნახე როცა ხელში ვათამაშებდი იყო ის, რომ ნამეტნავად ადვილად იხსნება, ანუ ის მრგვალი შარიკი რაც ცაკეტილ მდგომარეიობაში ტოვებს არასაკმარისად აწვება... ნუ ეს ჩემი გემოვნებისათვის, თორე ზოგს კიდეც მოსწონს ძალიან რომ არ იჭერს პირს ჩაკეტილ მდგომარეობაში....

პოსტის ავტორი: GIO-85 Jul 12 2010, 12:46

ციტატა(nihontoman @ Jul 12 2010, 01:26) *
GIO-85
რას ვიტყვი? ნუ რა უნდა ვთქვა, მაგარი რამეა. იყიდე.
ეგ საიტი კი ყველაზე უფრო იაფი ამერიკული დანების საიტია რაც მინახავს , თან საკმაოდ საიმედო და დიდი არჩევანიც აქვთ.
მთლიანობაში რა დაგიჯდება და მაგას დაამატე შიპინგი 7 დოლარი (სეიძლება უფასოც იყოს) და თუ გადამზიდავის მეშვებპბით იწერ კიდევ სადღაც 10 ლარი.
ეხ;ლავე გეტყვი ღირს მართლა.
ერთადერთი "პრობლემა" რაც მე მაგ დანას ვუნახე როცა ხელში ვათამაშებდი იყო ის, რომ ნამეტნავად ადვილად იხსნება, ანუ ის მრგვალი შარიკი რაც ცაკეტილ მდგომარეიობაში ტოვებს არასაკმარისად აწვება... ნუ ეს ჩემი გემოვნებისათვის, თორე ზოგს კიდეც მოსწონს ძალიან რომ არ იჭერს პირს ჩაკეტილ მდგომარეობაში....


OK. დიდი მადლობა .!!!

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 12 2010, 12:58

პირი რა ფოლადია ამ დანის? ZDP-189 ა ???

პოსტის ავტორი: bardazan Jul 12 2010, 13:52

ციტატა(hunter777 @ Jul 12 2010, 13:58) *
პირი რა ფოლადია ამ დანის? ZDP-189 ა ???

8CR13MoV

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 12 2010, 15:46

hunter777
მომინდომე ეხლა 30 დოლარიან დანაში ZDP-189...

GIO-85
არაფერს. ეხლა გამახსენდა, არის ამისი უმცროსი ბიძაშვილი, ქვია persistence რომელიც იგივე დანაა ფაქტიურად, უბრალოდ უფრო პატარა და ერთი პლიყუსი აქვს დიდთან შედარებით - ჩაკეტილ მდგომარეობაში პირი ტარში უფრო მყარად რის დამაგრებული...



ხო, მართლა, ნება მიბოძე გირჩიო ალტერნატივა, რომელიც ჩემი აზრით უფრო ლამაზი, დახვეწილი და არანაკლებ ფუნქციონალურია, ყოველგვარი ტაქტიკური ელფერის გარეშე. ეს არის ბოკერ ექსკალიბური. ამ მოდელთან მიმართებაში ძალიან დიდი ინტერესი გამიჩნდა, რადგან ყველა ამბობს, რომ ძალიან მაღალი ხქარისხის დანაა მიუხედავად იმისა რომ ჩინეთშია დამზადებული. ამბობენ, რომ იგივე შეგრძნებას ტოვებს რასაც მისი ძვირიანი custom წინაპარი. აი ლინკი:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BO01BO001

მართალია 20 დოლარით უფრო მეტი ღირს, მაგრამ მგონი ამ ფასადაც კი ფასი/ხარისხის შეფარდება უფრო მეტი აქვს ბოკერს სპაიდერკოსთან შედარებით (განსაკუთრებით tenacious-ს ვგულისხმობ, რომელიც ზედმეტად ცელქია და შეიძლეა დაგჭრას)

აი ვიდეო განხილვა:



აი ურალო განხილვა newsmile035.gif :

http://www.bladeforums.com/forums/showthread.php?t=713893

ნუ ამ დანის კიდევ ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ ყველაზე უფრო "მშვიდობისმოყვარე" სპაიდერკომაც შეიძლება შეაშინოს ხალხი. არ ვიცი ეს რატო ხდება, ალბათ უჩვეულო (თუმცა ძალზედ ერგონომიული) დიზაინი და დიდი დაჭყეტილი თვალები რაღაც სისხლისმსმელის ასოციაციას იწვევს, როცა ეს ბოკერი ძალიან მეგობრული რამეა, არავის არ შეეშინდება. ეს ძალიან დიდი პლიუსია , მითუმეტეს თუ აპირებ დანის ყოველდღიურად ხმარებას.

მოკლედ შენი გადასაწყვეტრია. ორივე ძალიან კარგი რამეა, უბრალოდ მე ბოკერს ავიღებდი...

პოსტის ავტორი: GIO-85 Jul 13 2010, 18:46

nihontoman

მადლობთ რჩევისთვის.!!
ის პატარა პირიანი სპაიდერკო მაინცდამაინც არ მომეწონა. Spyderco Tenacious ფორევერ.

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 14 2010, 23:24

არა რააა, ნაღდად ჯობია დანის შეკვეტა, დღეს ვიყავი მეგალაინში ხოდა ქოულდსთილის პროდუქცია იყო სამმაგ ფასებში. ჰატამოტო 1400 ლარი ღირდა, არადა ეგ სემიზლია 300 დოლარად ანუ უხეშად 550 ლარად გამოვიწერო ამერიკიდან 9ნუ განბაჟება პლიუს 18 %) მარა ხომ არის მაინც განსხვავება?

230 ლარი ღირდა კიდე 5ო დოლარიანი სპარტანელი....

მოკლედ რა....

პოსტის ავტორი: GIO-85 Sep 6 2010, 09:25

მემგონი კარგი ონლაინ მაღაზია ვიპოვე

http://www.knivesshipfree.com/pages/Sharpening-Videos

http://www.bladeplay.com/cat--Home--82

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 6 2010, 20:46

GIO-85
პირველოს არჩევანი პატარაა, მეორე კი რავი ნორმალური ცანს.....

მე ისევ ამაზონს და knifecenter-ს მივაწვებოდი....

პოსტის ავტორი: გურიკა Oct 2 2010, 17:18

ბიჭებო ამ საიტიდა შეილება გამოწრაა?

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=4021&st=15
თუნდაც ამის?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 2 2010, 20:01

ციტატა(გურიკა @ Oct 2 2010, 18:18) *
ბიჭებო ამ საიტიდა შეილება გამოწრაა?

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=4021&st=15
თუნდაც ამის?



ანუ საიდან რისი გამოწერა? მგონი რაღაც ვერ მივხვდი.... newsmile058.gif

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 6 2010, 20:28

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB1795

დაახლოებით რა დაჯდება ამ დანის ჩამოტანა ?

ხარისხი ფასთან მიმართებაში ნორმალური იქნება


პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 6 2010, 21:07

ისე ეს როგორი შტუკაა?

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB000751




პოსტის ავტორი: nihontoman Oct 6 2010, 21:33

Forrest Gump
რა დაჯდება და სულ მთლიანი გზით სადღაც 30 დოლარამდე მაქსიმუმ. იდეაში თავის ფასად კარგი რამე უნდა იყოს,


Geoჟორჟიკა
ახალი რამეა, მარა კარგი რაღაც ცანსnewsmile035.gif დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ამას თან ტყეში.... ეს ბარონას უნდა ანახო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 6 2010, 21:40

+

ესენი




პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 6 2010, 22:59

nihontoman

რამდენ ხანში ჩამოდის ?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 6 2010, 23:15

Forrest Gump
გააჩნია. თუ სტოკში იქნება რასაც შეუკვეთავ, მაშინ შეკვეთიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გაუშვებენ ამერიკაში გადამზიდავტან, ხოლო მერე გადამზიდავი გამოაგზავნის აქეთ და ერთ კვირაში ან კვირანახევარში ჩამოვა. თუ ყველაფერი კარგად დაემთხვა ერთმანეთს, მაშინ გამოწერიდან ორ კვირაში აქაა. თუ არ დაემთხვა, მასინ სამ კვირაში.

ხოლო თუ სტოკში არაა და კაცისშვილმა არ იცი როდის იქნება, მაშინ ჩემსავით მოგიწევს 3 თვე ლოდინი. (ბოკერის ორი დანა გამოვიწერე, ახალი მოდელები, ხოდა იმის მერე ველოდები და ველოდები...:()

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 6 2010, 23:23

ციტატა(nihontoman @ 7th October 2010 - 00:15) *
გააჩნია. თუ სტოკში იქნება რასაც შეუკვეთავ, მაშინ შეკვეთიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გაუშვებენ ამერიკაში გადამზიდავტან, ხოლო მერე გადამზიდავი გამოაგზავნის აქეთ და ერთ კვირაში ან კვირანახევარში ჩამოვა. თუ ყველაფერი კარგად დაემთხვა ერთმანეთს, მაშინ გამოწერიდან ორ კვირაში აქაა. თუ არ დაემთხვა, მასინ სამ კვირაში.


გასაგებია

ციტატა(nihontoman @ 7th October 2010 - 00:15) *
ხოლო თუ სტოკში არაა და კაცისშვილმა არ იცი როდის იქნება, მაშინ ჩემსავით მოგიწევს 3 თვე ლოდინი. (ბოკერის ორი დანა გამოვიწერე, ახალი მოდელები, ხოდა იმის მერე ველოდები და ველოდები...:()


ვა ეგენი კიდე არ ჩამოსულა ?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 6 2010, 23:26

Forrest Gump
არა. საკმარისი არ აქვთ გაკეთებული თუ რარაც. მე კი არსად მეჩქარება, ვიცოდი კიდეც, ახალ პროდუქციას რო უკვეთავ სულ ეგრე ხდება, რამდენიმე თვე გიწევს ლოდინი.....

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 7 2010, 17:08

აი თურმე რატომ ღის ეს გერბერი ასეთი იაფი

"Specifications
Blade Length: 4.00"
Overall Length: 8.56"
Nylon Sheath Included
Made in China"

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB1795

მაინც ღირს ყიდვა ?

პოსტის ავტორი: cipo Oct 7 2010, 19:10

ციტატა(nihontoman @ Oct 7 2010, 00:26) *
Forrest Gump
არა. საკმარისი არ აქვთ გაკეთებული თუ რარაც. მე კი არსად მეჩქარება, ვიცოდი კიდეც, ახალ პროდუქციას რო უკვეთავ სულ ეგრე ხდება, რამდენიმე თვე გიწევს ლოდინი.....

მეგობარო და მეგობრებო: ერთი რჩევა მჭირდება ......რას იტყვი spyderco militari CPM S30 V-ზე და spyderco endura ZDP-189-ზე.......


http://www.youtube.com/watch?v=nxKl97uCaGg

http://www.youtube.com/watch?v=4lOfebIpqzE

გასაგებია რომ 2 სხვადასხვა ხარისხის დანაა და სწორედ ეს მაინტერესებს ხარისხით ჭრაში რომელი უფრო კარგი მჭრელია? და რომლის შეკვეთას მირჩევდით? ამ 2 სახის ფოლადიდან რომელი უკეთესია და თუ არის spyderko-ებში უკეთესი ჭრის დანა?......წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 7 2010, 19:42

cipo

ჯერ ეგ ერთი, ორივე სპაიდერკოს "ფლაგმანი: მოდელია. საკულტო მოდელებია პრინციპში, დელიკასთან და პოლისთან ერთად.

მე მქ მილიტარი სწორედ მაგ S30V ფოლადში. რა უნდა გითხრა? მგონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დანაა რაც ოდესმე შექმნილა და ეს გადაჭარბება ნაღდად არ იქნება. მისი ხელში ჭერაც კი ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგად გაკეთებული უმაღლესი ხარისხის რამეა. დიდია და ამასთანავე ჯიბეში არ იგრძნობა! მსუბუქია და გამძლე, პირი ძალიან კარგი "სლაისერია". ორი წლის წინ როგორც იყო ღერძი, ისევ იმ დონეზეა, არ მოშვებულა და დარეგულირებაც არ დამჭირვებია. S30V მაგარი მომეწონა, მართლაც კარგი უჟანგავი თვისბებით გამოირჩევა, ასევე ძალიან ბასრია. საშვილიშვილო რამეა მოკლედ. ამერიკაშია გაკეთებული ეს მოდელი, გოლდენში, კოლორადოს შტატში.

ენდურა არ მქონია, მარა ხელში მჭერია და ეგეც საკმაოდ კარგი რამეა.საქმისთვის შექმნილი დანაა. პირის ფორმა ამ ფოლადიან ენდურებს განსხვავებული აქვს "ჩვეულებრივი" ენდურებისაგან. ეს ეგრეთწოდებული Flat Grind არის ჩვეულებრივი კი Low Hollow grind. სურათებით უკეთესი მიხვდები:

http://images.knifecenter.com/knifecenter/spyderc/images/10pbk4.jpg

http://images.knifecenter.com/knifecenter/spyderc/images/SP10PGREa.jpg

ეს ფოლადი მგონი დღეს-დღეისობით ყველაზე უფრო "მაგარი" ფოლადია, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ნახშირბადის შემცველობა არის 3.0% (ძალიან ბევრია, ძალიან. მაღალ ნახშირბადიანი სუპერ-ფოლადებში 1.4-1.9 პროცენტი ნახშირბადია, აქ კი მთელი 3%!) შედეგად, ეს ფოლადი იწრთობა 65-67 ერთეულზე როკველის შკალით. სიბასრეს ძალიან დიდხანს ინარჩუნებს, ძალიან, მარა რო დაბლაგვდება დიდხანს მოგიწევს ლესვა newsmile035.gif (ონანიზმია მაგარი, განსაკუთრებით კარგი სალესავები თუ არ გაქვს newsmile035.gif). ფოლადი იდეაში უჟანგავია, 20% ქრომის შემცველობის გამო, მარა მე მაინც ყურედღებას მივაქცევდიnewsmile035.gif
(ყურადღების მიქცევაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ მარილიან წყალში ჩაგივარდა, ან ოფლიანი ხელებით "ეფერებოდი" გარეცხო და გაამშრალო...)


საბოლოო ჯამში შენი გადასაწყვეტია, მე ორივეს ავიღებდი, ოღონდ გადამყიდველისგან და არა პირდაპირ სპაიდერკოს საიტიდან. მიზეზი ამისა არის ის, რომ იქ სადღაც 40%-ით იაფია....

http://www.knifecenter.com/ -ამ საიტს გირჩევ. საკმაოდ კარგი ფასებია და არცევანიც არის. ასევე ნორმალური საიტია აი ეს: http://yourcornerstore.com/ - აქ ყველაზე იაფია როგორც ვატყობ, ერთი პრობლემა ისაა, რომ ნავიგაცია ცოტა ძნელია საიტზე და ხშირად პროდუქცია სტოკში არაა.


მოკლედ მთელი ამ პოსტის შემაჯამებელი პოსტი ეს იქნება:
1: ჭრაში ორივე კარგია, თითქმის იდენტური იქნება (ვგულისხმობ პირის გეომეტრიას და სიბასრეს)
2: ორივეს შეკვეთას გირჩევდი newsmile035.gif
3: ორივე ძალიან კარგი ფოლადია. S30V პირადად გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ZDP-189 იდეაში ყველაზე მყარი ფოლადია და საკმაოდ ეგზოტიკური რამეა. სიბასრეს ძალიან დიდხანს შეინარჩუნებს.
4: არსებობს თუ არა სპაიდერკოებში საუკეთესო ჭრის დანა - ამის შეკითხვა, ცოტა არ იყოს ნიტოა. ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი რომ საუკეთესო თეორიულად მაინც გამოარჩიო (ამას კი ავხსნიდი ნაწილობრივ, მარა ძალიან დიდი ხანი მოუნდება და ერთი საკუთარი თემა ეკუთვნის....) კითხვას მე ასე დავსვამდი - რომელია შენი უსაყვარლესი სპაიდერკო? იმიტომ რომ საუკეთესო მხოლოდ სუბიექტური მცნებაა - როგორც იტყვიან, ზოგს მღდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი newsmile035.gif




პ.ს. დანების "მცოდნე" ნამდვილად არ ვარ. უფრო მოყვარული ან რამე....
პ.პ.ს. დარწმუნებული ვარ უკვე ავღნიშნე სადღაც, მარა მაი8ნც გავიმეორებ: ორივე იყიდე! newsmile035.gif

პოსტის ავტორი: cipo Oct 7 2010, 21:02

ციტატა(nihontoman @ Oct 7 2010, 20:42) *
cipo

ჯერ ეგ ერთი, ორივე სპაიდერკოს "ფლაგმანი: მოდელია. საკულტო მოდელებია პრინციპში, დელიკასთან და პოლისთან ერთად.

მე მქ მილიტარი სწორედ მაგ S30V ფოლადში. რა უნდა გითხრა? მგონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დანაა რაც ოდესმე შექმნილა და ეს გადაჭარბება ნაღდად არ იქნება. მისი ხელში ჭერაც კი ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგად გაკეთებული უმაღლესი ხარისხის რამეა. დიდია და ამასთანავე ჯიბეში არ იგრძნობა! მსუბუქია და გამძლე, პირი ძალიან კარგი "სლაისერია". ორი წლის წინ როგორც იყო ღერძი, ისევ იმ დონეზეა, არ მოშვებულა და დარეგულირებაც არ დამჭირვებია. S30V მაგარი მომეწონა, მართლაც კარგი უჟანგავი თვისბებით გამოირჩევა, ასევე ძალიან ბასრია. საშვილიშვილო რამეა მოკლედ. ამერიკაშია გაკეთებული ეს მოდელი, გოლდენში, კოლორადოს შტატში.

ენდურა არ მქონია, მარა ხელში მჭერია და ეგეც საკმაოდ კარგი რამეა.საქმისთვის შექმნილი დანაა. პირის ფორმა ამ ფოლადიან ენდურებს განსხვავებული აქვს "ჩვეულებრივი" ენდურებისაგან. ეს ეგრეთწოდებული Flat Grind არის ჩვეულებრივი კი Low Hollow grind. სურათებით უკეთესი მიხვდები:

http://images.knifecenter.com/knifecenter/spyderc/images/10pbk4.jpg

http://images.knifecenter.com/knifecenter/spyderc/images/SP10PGREa.jpg

ეს ფოლადი მგონი დღეს-დღეისობით ყველაზე უფრო "მაგარი" ფოლადია, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ნახშირბადის შემცველობა არის 3.0% (ძალიან ბევრია, ძალიან. მაღალ ნახშირბადიანი სუპერ-ფოლადებში 1.4-1.9 პროცენტი ნახშირბადია, აქ კი მთელი 3%!) შედეგად, ეს ფოლადი იწრთობა 65-67 ერთეულზე როკველის შკალით. სიბასრეს ძალიან დიდხანს ინარჩუნებს, ძალიან, მარა რო დაბლაგვდება დიდხანს მოგიწევს ლესვა newsmile035.gif (ონანიზმია მაგარი, განსაკუთრებით კარგი სალესავები თუ არ გაქვს newsmile035.gif). ფოლადი იდეაში უჟანგავია, 20% ქრომის შემცველობის გამო, მარა მე მაინც ყურედღებას მივაქცევდიnewsmile035.gif
(ყურადღების მიქცევაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ მარილიან წყალში ჩაგივარდა, ან ოფლიანი ხელებით "ეფერებოდი" გარეცხო და გაამშრალო...)


საბოლოო ჯამში შენი გადასაწყვეტია, მე ორივეს ავიღებდი, ოღონდ გადამყიდველისგან და არა პირდაპირ სპაიდერკოს საიტიდან. მიზეზი ამისა არის ის, რომ იქ სადღაც 40%-ით იაფია....

http://www.knifecenter.com/ -ამ საიტს გირჩევ. საკმაოდ კარგი ფასებია და არცევანიც არის. ასევე ნორმალური საიტია აი ეს: http://yourcornerstore.com/ - აქ ყველაზე იაფია როგორც ვატყობ, ერთი პრობლემა ისაა, რომ ნავიგაცია ცოტა ძნელია საიტზე და ხშირად პროდუქცია სტოკში არაა.


მოკლედ მთელი ამ პოსტის შემაჯამებელი პოსტი ეს იქნება:
1: ჭრაში ორივე კარგია, თითქმის იდენტური იქნება (ვგულისხმობ პირის გეომეტრიას და სიბასრეს)
2: ორივეს შეკვეთას გირჩევდი newsmile035.gif
3: ორივე ძალიან კარგი ფოლადია. S30V პირადად გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ZDP-189 იდეაში ყველაზე მყარი ფოლადია და საკმაოდ ეგზოტიკური რამეა. სიბასრეს ძალიან დიდხანს შეინარჩუნებს.
4: არსებობს თუ არა სპაიდერკოებში საუკეთესო ჭრის დანა - ამის შეკითხვა, ცოტა არ იყოს ნიტოა. ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი რომ საუკეთესო თეორიულად მაინც გამოარჩიო (ამას კი ავხსნიდი ნაწილობრივ, მარა ძალიან დიდი ხანი მოუნდება და ერთი საკუთარი თემა ეკუთვნის....) კითხვას მე ასე დავსვამდი - რომელია შენი უსაყვარლესი სპაიდერკო? იმიტომ რომ საუკეთესო მხოლოდ სუბიექტური მცნებაა - როგორც იტყვიან, ზოგს მღდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი newsmile035.gif




პ.ს. დანების "მცოდნე" ნამდვილად არ ვარ. უფრო მოყვარული ან რამე....
პ.პ.ს. დარწმუნებული ვარ უკვე ავღნიშნე სადღაც, მარა მაი8ნც გავიმეორებ: ორივე იყიდე! newsmile035.gif







უღრმესი მადლობა ამ ამომწურავი პასუხისათვის....სავარაუდოდ ჯერ მილიტარის s30v-ს შევიძენ და მერე ენდურას ZDP-189......

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 7 2010, 21:17

+

ციტატა
Spyderco Military CPM S30 V



უფრო სწრაფი და მოსახერხებელია გასახსნელად

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 7 2010, 21:50

ციტატა(Forrest Gump @ Oct 7 2010, 22:17) *
+




უფრო სწრაფი და მოსახერხებელია გასახსნელად


რარაც მხრივ მართალი ხარ, საკეტი სისტემა მილიტარის ზოგადად უფრო "სწრაფი' აქვს, მარა სპაიდერკოს ზალიან კარგი ბექლოქები აქვს, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ და სწრაფად იხსნება (პოლისზე ბექლოქია, ისევე როგორც ენდურაზე და პოლისის გახსნის სისწრაფეს ნაღდად არ ვუჩივი newsmile035.gif)

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 7 2010, 21:53

nihontoman

ისეთ დანაში როგორიცა სპაიდერკოა ეგრეც იქნება, უბალოდ ჩემთვის ეგეთი უფრო მოსახსერხებელია

ციტატა(Forrest Gump @ 7th October 2010 - 18:08) *
აი თურმე რატომ ღის ეს გერბერი ასეთი იაფი

"Specifications
Blade Length: 4.00"
Overall Length: 8.56"
Nylon Sheath Included
Made in China"

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB1795

მაინც ღირს ყიდვა ?


ამაზე რას იტყვი ?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 7 2010, 22:00

Forrest Gump
ჩინეთში ძალიან კარგ დანებს ამზადებენ, თუ კარგი კომპანია აკეთებს. იმ ფასად რც ღირს, ნამდვილად კარგი რამეა. ფიქსატორია, მად ძალიან ცუდ ხასიათძე უნდა იყოს ჩინელი მუშა და ზედამხედველიც პახმელიაზე უნდა იყოს, რომ რამე ბრაკი გამოიპაროს newsmile035.gif
ამ დანას ვიყიდიდი და მაგარს ვიხმარდი. დარწმუნებული ვარ, არ მიღალატებდა....
მეტი რაღა ვთქვა newsmile035.gif










პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 7 2010, 22:14

nihontoman

სწორია

ევროპისთვის მშვენიერი საქონელი აქვთ ჩინელებს

მართლა კაი სახმარი რამეა newsmile035.gif


პოსტის ავტორი: levan81 Oct 18 2010, 19:41

http://pix.ge/
ამ დანის შეძენა მინდა, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ყიდვა და რომელ გადამზიდავ კომპანიას მოაქვს დანები?
წინასწარ დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 18 2010, 19:43

levan81

http://www.knifecenter.com/

აქ ნახე აბა

პოსტის ავტორი: ღლიღვა Oct 18 2010, 19:45

levan81
დანა იქნებ ამაზონზე ნახო და ცჰამოტანით ჯეოსელის ხალხმა გააკეთა კომპანია და 1 კგ-ს ჩამოტანა 9$ ჯდება. მე ჩამომიტანეს ეგრე. სამწუხაროთ ვინც გამომიწერა აქ არ არის და მე უფრო ზუსტი კოორდინატები არ მაქვს

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2010, 19:56

levan81

ეგ დანა არის Spyderco Rocksalt H1 სპაიდერკოს და ინდივიდუალური დანების ოსტატ ედ შემპის ტანდემით შექმინილი

კუკრის სტილის ტაკტიკური დანა, მაგრამ მაგის ფასს რომ გაიგებ მეეჭვება ჩამოტანის სურვილი გაგიჩნდეს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: levan81 Oct 18 2010, 20:06

Davitus
კი ვიპოვე მისაღებ ფასსში, მაგრამ სამწუხაროდ აღარ ქონიათ :(

http://www.outdoorpros.com/Prod/Spyderco-FB20PBK-Rock-Salt-Black-FRN-Handle-Plain-Kydex-Sheath/14140/Cat/19

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2010, 20:11

levan81

125$ + შიდა შიპინგი მინიმუმ 5$ + ტრანსპორტირება მინიმუმ 5$ = 135$ ამას მისარებ ფასს ეზახი, მაგ დანის დანიშნულებას თუ დაუკვირდება, ფასი ძალიან ძვირია მაგისთვის


სამარიაჟოდაც არ გამოდგება მგონი, იმიტომ რომ მაგის ტარება ცოტა სარისკოა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 Oct 18 2010, 20:22

Davitus

ციტატა(Davitus @ 18th October 2010 - 21:11) *
ფასი ძალიან ძვირია მაგისთვის

ხომ ვერ მეტყვი საშუალოდ რა ღირს კუკრის სტილის კარგი დანები? ამ სფეროში ნაკლებად ვერკვევი და არ მინდა ფულის ტყუილად გადაყრა

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 18 2010, 23:13

ციტატა(levan81 @ Oct 18 2010, 21:22) *
Davitus

ხომ ვერ მეტყვი საშუალოდ რა ღირს კუკრის სტილის კარგი დანები? ამ სფეროში ნაკლებად ვერკვევი და არ მინდა ფულის ტყუილად გადაყრა



ნუ რაში უნდა გამოიყენო, ეგაა მთავარი პრობლემა newsmile035.gif თორე კუკრის სტილის დანები კარგი თან ძალიან განსხვავდება ფასებში....

არსებობს ნეპალური კომპანია, კუკრი ჰაუსი მგონი, რომელიც აკეთებს მშვენიერ ტრადიციუ;ლ კუკრის და ფასევი 40-80 დოლარებში მერყეობს, (არის უფრო ძვირფასებიც მგონი...) თუმცა ჩამოტანა კიდევ ერთი 40 დოლარი ჯდება ნეპალიდან ამერიკაში და იქიდან საქართველოში.....

http://www.thekhukurihouse.com/

ალბათ თუ კუკრი გინდა, ისევ ტრადიციული გაკეთებული ჯობია ყველას, კუკრის სამშობლოში გაკეთებული. თან მაგ საიტზე ძალიან დუიდი არჩევანია დიზაინების...

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 19 2010, 00:08

nihontoman
რა ფოლადია ეგენი?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 19 2010, 00:10

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Oct 19 2010, 01:08) *
nihontoman
რა ფოლადია ეგენი?

spring steel, ქართულად რესორი newsmile035.gif

კაკრას კუკრისთვის იდეალური ფოლადია...

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 19 2010, 00:15

http://www.thekhukurihouse.com/catalog/product.php?id=323135fc812

ეს მომეწონა , ამის ჩმოტანა ერთი 100$ კი დაჯდება და რითი ჯობია ეხლა ეს 25 $-იან ქოლდ სტილის კუკრის? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 19 2010, 00:22

Geoჟორჟიკა

ვიზუალით და პრაკტიკულობით, შედარებოთ მოხერხებული ტარი აქვს, და ბალანსიც გადანაწილებული ექნება. მეტალზე არაფერს ვამბობ


levan81

ჯერ ამის ჩამოტანა გირჩევნია, ნახავ რა ხილია და მერე უფრო ძვირიანი ცადე

ციტატა(Power_VANO @ Sep 13 2010, 17:23) *


ესეც Cold Steel Kukri Machete, ალესილი. ალესვითი სამუშაოები შესრულებულია T A M P L I E R-ის მიერ, რისთვისაც კიდევ დიდი მადლობა მას newsmile05.gif


ანუ ყველა Cold Steel Kukri Machete ყიდვისას მოდის აულესავი, მთლიანად შავად დაფერილი.


პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 19 2010, 00:24

Davitus
ვიცი ეგ კუკრი შენც გაქვს, გიგასაც და ვანოსაც , ტარი აქვს საშინელი უხეშI მასალის + ცოტა მჩატეა და ვერც ვიზუალურად იმსახურებს დიდ აღფრთოვანებს newsmile05.gif ისე რა ღირს ეგენი?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 19 2010, 00:25

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Oct 19 2010, 01:15) *
http://www.thekhukurihouse.com/catalog/product.php?id=323135fc812

ეს მომეწონა , ამის ჩმოტანა ერთი 100$ კი დაჯდება და რითი ჯობია ეხლა ეს 25 $-იან ქოლდ სტილის კუკრის? newsmile035.gif



იმითი რომ:
1: კეთდება ტრადიციულად ყველა ასპექტში. კეთდება ნეპალში, ტრადიციული ტექნოლოგიებით, ტრადიციული მასალით.
ასევე, მისი ფრომაც და პირის გეომეტრიაც ტრადიციულია 9ღაც ძალიან კარგია და იგივე ქოლდსტილის კუკრის ეგ არ გააჩნია. მარტო პირის სისქე ამ კუკრის აქვს მგონი სამჯერ მეტი ვიდრე ქოლდსტილის მაცეტეს, პირის სისქე კი ძალიან მნიძვნელოვანია.

2: ეს კუკრები გაცილებით გამძლე იქნება და ამასთან, ესთეტიურად მეტი ღირებულება ექნება, ვიდრე იმ ქოლდსტილის შავ პლასტმასისა და რკინის ნაჭერს....


3: დამუშავების ხარისხი გაცილებით მაღალია ვიდრე ქოლდსტილისა.


4: მოყვება ტრადიციული პატარა დანა, რაც ქოლდ სტილს არ აქვს.


5: ეს ნამდვილი კუკრია, ის კიდე კუკრის სტილში გაკეთებული მაჩეტე....

საკმარისი მიზეზრებია?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 19 2010, 00:27

http://www.amazon.com/Cold-Steel-Gurkha-Kraton-Handle/dp/B001PYSNAO/ref=sr_1_4?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1287437106&sr=8-4

ეუფ

nihontoman

ციტატა
მოყვება ტრადიციული პატარა დანა, რაც ქოლდ სტილს არ აქვს


ეგ პრო..ის საჩIჩქნი დანა საერთოდ რა დანიშნულების არის? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 19 2010, 00:34

Geoჟორჟიკა
მაგ დანით პრო...ის ჩიჩქვნას რომ მორჩები, შეგიძლია მერე ჟოხი გათალო, კარტოფილი გაფცქვნა და ა.შ.

ანუ უტილიტარული დანაა...


მაგ კონკრეტულ ქოლდსთილს რაც შეეხება: მაგის ხარისხი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მარა უცხოურ ფორუმებზე აძაგებენ პირის გეომეტრიას და ბალანსს. ფასი სან-მაი ფოლადის პონტში აქვს დადებული..... მე მაინც ნეპალურს ავირებდი რამე რომ იყოს, აი ამას:

http://www.thekhukurihouse.com/catalog/product.php?id=313630f65111

პოსტის ავტორი: levan81 Oct 19 2010, 08:52

დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის. იქნებ ისიც მითხრათ რომელ გადამზიდავ კომპანიას ჩამოაქვს დანები?

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 19 2010, 14:36

levan81
რავი, მე usa2georgia-თი ჩამომაქ, მაგათ უპრობლემოდ ჩამოაქვთ.

ჩამოქონდა მულტიექსპრესს, მარა ის მემგონი აღარ მუშაობს....

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 21 2010, 20:49

მოკლედ ერთი ყველასათვის საინტერესო პოსტი:


knifecenter-მა მასიამოვნა მოკლედ. მშვენიერი სერვისი აქვთ კლიენტებისათვის. დღეს სადრაც 4 საათი იქნებოდა, რომ ყელში ამომივიდა დანების ლოდინი და მივწერე წერილი იქნებ რომელიც სტოკშია ის ცალკე გამოუშვათ მეთქი და მეორეს არაუშავს დაველოდები მეთქი... 3 საათის შემდრეგ მომივიდა წერილი მაგათგან, ბაზარი არაა გამოვუშვებთ ეხლავეო და ფული უკვე ჩამომაჭრეს ხვალ შიპინგის ტრეკინგი მომივა. ასეთი სწრაფი რწაგირება ძალიან სასიამოვნო იყო.
ვისაც დანის შეკვეთა გინდათ მოკლედ, მე ამ კომპანიას დიდ რეკომენდაციებს გავუწევ....

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 21 2010, 20:54


ციტატა(nihontoman @ 21st October 2010 - 21:49) *
მე ამ კომპანიას დიდ რეკომენდაციებს გავუწევ....


ნამდვილად კარგი საიტი გამოდგა

ფასებიც მშვენიერია

იმ გერბერის ჩამოტანა გადავწივიტე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძმაკაცს ველოდები ჩამოგიტანო დამპირდა

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 21 2010, 21:13

Forrest Gump
ფასები 1-2% მეტია ყველაზე იაფიან საიტზე რაც კი ვიცი და ეს საიტია yourcornerstore.com, მარა knifecenter მაინც უკეთესია ნავიგაციის მხრივ და ზოგადად არჩევანი უფრო აქვთ. მერე ალბათ ამ იაფიანსაც ვცდი, რა გამოვა newsmile035.gif

ხო, მართლა, რომელი დანა გინდა შენ? ბეარ გრილსის გერბერი ხომ? ეგ იქნება 2011 წლის თებერვალში, მარა თუ ისე წავიდა საქმე როგორც ზოგადად მიდის ხოლმე, მაშინ თებერვალში კი არა და შეიძლება აპრილ-მაისამდე გაიწელოს. რაც არ უნდა იყოს, გეუბნები რომ შენიტ გირცევნია ჩამოტანა, უადვილესი პროცედურაა, პირველი ჯერი უნდა გადალახო და მეორეზე უკვე კაკ პა მასლუ წავა ყველაფერი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 21 2010, 21:55

ციტატა(nihontoman @ 21st October 2010 - 22:13) *
ხო, მართლა, რომელი დანა გინდა შენ?


http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB1795

აი ეს

პროფაილი

ციტატა(nihontoman @ 21st October 2010 - 22:13) *
რაც არ უნდა იყოს, გეუბნები რომ შენიტ გირცევნია ჩამოტანა, უადვილესი პროცედურაა, პირველი ჯერი უნდა გადალახო და მეორეზე უკვე კაკ პა მასლუ წავა ყველაფერი


გასაგებია, უბრალოდ ძმაკაცი საჩუქრად დამპირდა ჩამოტანას

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 21 2010, 22:29

ააა, ტუ საჩუქრად უნდა მშინ ხოოო newsmile035.gif

დანას არაუშავს, ყოველშემთხვევაში, იხმარებ და აიტანს. ეგაა მთავარი....

პოსტის ავტორი: Forrest Gump Oct 21 2010, 22:36

ციტატა(nihontoman @ 21st October 2010 - 23:29) *
დანას არაუშავს, ყოველშემთხვევაში, იხმარებ და აიტანს. ეგაა მთავარი....


ხო ჯერ მაგ დანით დავიწყებ

შემდეგ

ამით გავაგრძელებ

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KA5018

და ბოლოს ამით დავასრულებ

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=CS38CK

ehh.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 21 2010, 22:39

არამგონია რო დაიწყებ დასრულება შეზლო.... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: mona-dire Jan 18 2011, 23:45

ამაზონზე დევს დამასკოს ფოლადის დანები,მაგრამ როგორც ვიცი,მაგ ფოლადის ღირებულება საკმაოდ დიდია,ამაზონით ჩამოტანა კი არც ისე ძვირი ჯდება.მე მაინტერესებს ტქვენი აზრი მაგ მასალასთან დაკავშირებით.ანუ შეიძლება რომ ეგ მართლა დამაკო იყოს?

პოსტის ავტორი: Davitus Jan 18 2011, 23:49

mona-dire

დამასკოს ფილადზე ეტყობა, დამასკო ან არის, ან არ არის

გვანახე ლინკი და გიპასუხებთ

პოსტის ავტორი: mona-dire Jan 18 2011, 23:54

http://www.amazon.com/Damascus-hunting-knife-Tsuchime-Ichiago/dp/B0042UA5EA/ref=sr_1_22?ie=UTF8&qid=1295383985&sr=8-22

როგორც გავიგე არსებობს დამასკოს იმიტაციები და არ მინდა შევცდე...

პოსტის ავტორი: Davitus Jan 18 2011, 23:57

mona-dire

ობიეკტურად რომ გითხრა მაგ სურათზე ვერაფერს ვერ ვარჩევ, ისე დამასკოს საზღვარგარეთულ ფასს მეტნაკლებად შეესაბამება

პოსტის ავტორი: mona-dire Jan 18 2011, 23:58

ანუ წესით ეგ უნდა იყოს...კაი,მადლობა...

პოსტის ავტორი: Davitus Jan 18 2011, 23:59

mona-dire

რავიცი აბა რა გითხრა, მწარმოებელი არ მეცნობა, ვერც იმას გეტყვი შენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, გარისკვად და ნახვად ღირს თქო ეგ ფასი

არც რევიუები არა აქვს და...

პოსტის ავტორი: mona-dire Jan 19 2011, 00:09

როგორც მივხვდი (გამომდინარე ბიუჯეტიდან) არ ღირს რისკი.ისევ ჯობია ადგილზე ვიყიდო მაგ ფასის ფარგლებში რამე კაი ფოლადი...კაი ნაჭედის შოვნა გაჭირდება მაგ ფასში.

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 20 2011, 01:20

ეგ ტიპი ყალბია. არ არსებობს არავითარი იაპონელი მჭედელი იზუმი იჩიაგო, რომელიც მასეთი ტიპის დანებს აკეთებს და ამაზონზე ყიდის - უბრალოდ ჩინური ვარიანტია. ედ მაჰონის პონტია, ვითომამერიკელი მჭედელის, რმელიც სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს newsmile035.gif

იაპონელების გაკეთებული მასეთი ტიპის და პარამეტრების დანები, გაცილებით ძვირი ღირს. თუ მაინცა და მაინც იაპონური დანა გინდა თან "დამასკო" მაშინ ეს საიტი გადაათვალიერე:

http://japaneseknifedirect.com/


პოსტის ავტორი: bardazan Jan 21 2011, 22:00

mona-dire
არაა აუცილებელი დამასკოს დანა ღირდეს ძვირი, ბევრად უფრო იაფადაც შეხვდები ამაზონზე და არანაირი იმიტაცია არ იქნება, იქნება ის რასაც ეძახიან დამასკოს, ფენებიანი ფოლადი, მაგრამ დამასკოცაა და დამასკოც რა. ანუ არ გეგონოს რო რახან დამასკოა ესეიგი უეჭველი რაღაც დედის#$%ა დანა იქნება newsmile045.gif

nihontoman
ეგრე ვერ გაიგებ არსებობს თუ არ არსებობს. ეგენი იმდენი არიან ვინმე უბრალო მასტი რო იყოს და ამაზონის გარდა ნეტში არსად რო არ ჩანდეს ეგრე ვერ გაიგებ არსებობს მართლა თუ არ არსებობს. საქართველოშიც კი იმდენი მეიარაღეა რომელის ხსენებაც არ ყოფილა ინტერნეტში არასდროს რომ გაგიკვირდება, მეც მიკვირს... მაგი რომ არსებობდეს არაა გამორიცხული. იქნება ვინმე აჩერედნოი ჩინელი პადზელშიკი, გინდაც ამერიკელი, ან ამერიკაში მაცხოვრებელი ჩინელი, შეიძლება ქართველიც იყოს ვინმე და თავს ასაღებს იაპონელად newsmile035.gif newsmile035.gif
რას გაიგებ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: SPEC Jan 22 2011, 12:06

ამ დანას გამოვიწერ მალე(იმედია)
http://www.amazon.com/Cold-Steel-Kraton-Handle-Concealex/dp/B000BSY9AS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1295686919&sr=8-1

პოსტის ავტორი: შალვა Jan 22 2011, 12:13

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 20th January 2011 - 02:20) *
მაშინ ეს საიტი გადაათვალიერე:

http://japaneseknifedirect.com/

newsmile090.gif მაგ საიტის ნახვის შემდეგ მივხვდი რომ ჯობია ცოტა მაგრამ კარგი ხარისხის დანები გქონდეს! კიდევ ერთხელ მადლობა(/japaneseknifedirect.com/) საიტის მოწოდებისთვის! newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 22 2011, 13:06

SPEC

ქოლდ სტილს სულ ეგეთი რეკლამები აქვს, მაგრამ მაინც ის არ არის რაც უნდა იყოს

პოსტის ავტორი: bardazan Jan 27 2011, 23:26

ციტატა(Davitus @ 22nd January 2011 - 14:06) *
ქოლდ სტილს სულ ეგეთი რეკლამები აქვს, მაგრამ მაინც ის არ არის რაც უნდა იყოს

ისე მე თუ მკითხავ არც ეგ რეკლამებია ის რაც უნდა იყოს, მაგრამ სანახაობრივი და ნაკლებად მცოდნე ხალხის გამაოცებელი ეფექტი აქვს. ჩემი პირადი აზრია რო მაგ რეკლამებში თითქმის არცერთი არაა რეალურად დანის ტესტი.

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 31 2011, 22:29

ციტატა(bardazan @ Jan 28 2011, 00:26) *
ისე მე თუ მკითხავ არც ეგ რეკლამებია ის რაც უნდა იყოს, მაგრამ სანახაობრივი და ნაკლებად მცოდნე ხალხის გამაოცებელი ეფექტი აქვს. ჩემი პირადი აზრია რო მაგ რეკლამებში თითქმის არცერთი არაა რეალურად დანის ტესტი.



მაგ რეკლამებზე მე ასეთი აზრი მაქ:

ბაზარი არაა, საინტერესოა რომ დანებს ამდენის გაძლება შეუძლია, მარა რა ფეხებად დავიწყებ დანით მანქანის კაპოტების ჭრას?

პოსტის ავტორი: bardazan Feb 7 2011, 00:37

nihontoman
მეც მაგას ვამბობ ზუსტად. მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ მაგათმა რო დაიწყონ ისეთი რეკლამების კეთება სადაც რელურად რთული შესასრულებელი ტესტები იქნება დანისთვის, ის ნაკლებად სანახაობრივი იქნება და გაყიდვების %-ც მოიკლებს.

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 7 2011, 10:40

კარგდანაა კა ხანია მომწონს, და რაჯდება ხო ვერ მეტყვით აქამდე რო ჩამოვიდეს?

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 7 2011, 14:11

hunter777
კონკრეტულად რომელი?

პოსტის ავტორი: SPEC Feb 7 2011, 15:19

ციტატა(Davitus @ Jan 22 2011, 14:06) *
SPEC

ქოლდ სტილს სულ ეგეთი რეკლამები აქვს, მაგრამ მაინც ის არ არის რაც უნდა იყოს

მე ვმერყეობ SRK-სა და KA-BAR-ს შორის და მათი შედარება მიანტერესებს,უცხოელები კომენტარებში SRK-ს აქებენ უფრო

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 7 2011, 15:41

SRK მეინტერესება უფრო

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 11 2011, 13:26

hunter777
VG-1 ფოლადით აქ ჩამოტანით დაგიჯდება 120 დოლარამდე სადრაც, ხოლო AUS-8 ფოლადიანი სადღაც 90 დოლარამდე.

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 14 2011, 09:35

ბარამის გლდანის ფილიალში გამომიცხადეს დანები აღარ ჩამოგვაქვსო. ან თუ ჩამოგიტანთ საბაჟოსთან თქვენთვითონ გაარკვიეთ ურთიერთობებიო. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს დანების ჩამოტანას შეეშვითო. რაიყო დანებზეც ემბარგოა-? ან რავქნა როგორ ჩამოვიტანო -?

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 14 2011, 09:39

ციტატა(PREDATOR @ 14th November 2011 - 10:35) *
რაიყო დანებზეც ემბარგოა-?

იმ დღე სტელევიზორში ამბობდნენ , რომ მემგონი გაამკაცრებენ კანონს დანებთან დაკავშირებით(ტარება შეძენაზე) , სტატისტიკურად ძალიან ბევრი შემთხვევა არის დაფიქსირებული მკვლელობა დაჭრაზე (უმეტესად თინეიჯერებში )
შეიძლება მაგიტომ გააჩერეს შემოტანა .

პოსტის ავტორი: Davitus Nov 14 2011, 12:31

PREDATOR

usa2geirgia-თი ცადე, ჯერ პროლემა არ ყოფილა და მერე არ ვიცი, სანამ არ მიუღიათ გამკაცრებები, დრო იხელთე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 26 2011, 12:39




ისე -KNIFECENTER COM- ზე დარეგისტრირების და შეკვეთის მანუალს თუ დადებთ ვინმე დიდად მადლობლები დაგრჩებით



პოსტის ავტორი: nihontoman Dec 26 2011, 17:44

ციტატა(PREDATOR @ Dec 26 2011, 13:39) *



ისე -KNIFECENTER COM- ზე დარეგისტრირების და შეკვეთის მანუალს თუ დადებთ ვინმე დიდად მადლობლები დაგრჩებით





დარეგიტრირება ისე ხდება როგორც ნებისმიერ სხვა საიტზე - ტვიტონვე ზალიან ნათლად არის გაკეთებული დარეგისტრირების მექანიზმი, მად შეცდომის დასვება ფაქტიურად გამორიცხულია...

რაც შეეხება შეკვეთას - იგივეა რაც ამაზონზე. არაფერი განსხვავებული არაა. თუ მაინც ფიქრობ, რომ გჭირდება (გარწმუნებ არ გჭირდება) ავდგები და დღეს დავდებ სურათებს სად და როგორ....

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 27 2011, 16:46

ციტატა(nihontoman @ Dec 26 2011, 18:44) *
დარეგიტრირება ისე ხდება როგორც ნებისმიერ სხვა საიტზე - ტვიტონვე ზალიან ნათლად არის გაკეთებული დარეგისტრირების მექანიზმი, მად შეცდომის დასვება ფაქტიურად გამორიცხულია...

რაც შეეხება შეკვეთას - იგივეა რაც ამაზონზე. არაფერი განსხვავებული არაა. თუ მაინც ფიქრობ, რომ გჭირდება (გარწმუნებ არ გჭირდება) ავდგები და დღეს დავდებ სურათებს სად და როგორ....



ძალიან დამავალებ თუ დადებ ამ მანუალს და სხვებსაც დაეხმარები დარწმუნებული ვარ. KERSHAW SKYLINE შევუკვეთე უკვე და ONTARIO RAT 1 იც მინდა KNIFE CENTER COM ზე კი როგორც აღნიშნე ყველაზე მეტი არჩევანია. მე ინგლისურში მაინცდამაინც ვერვერკვევი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 27 2011, 16:50

ციტატა(PREDATOR @ 27th December 2011 - 17:46) *
ONTARIO RAT

ეს მეც მომეწონა და შეიძლება შევუკვეთო მეც

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 5 2012, 02:25

მოკლედ, რაკი ასე დანის გამოწერის გრეშე ძნელია კარგი მანუალის დადება სურათებით და ა.შ. თვის ბოლოს დავდებ დანის გამოწერის შესახებ სრულ ინსტრუქციას სურათებით - დანის გამოწერის პროცესისას შედგენილს.

ვიწერ აი ამ დანას:


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 5 2012, 10:27

nihontoman
შენ ჯობია ქართული აღწერები გააკეთო დანების მაგაზე კარგს ვერაფერს იზავ თან პირველი იქნები და ერთადერთი

პოსტის ავტორი: Davitus Jan 5 2012, 11:43

T A M P L I E R

+1

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 5 2012, 22:56

ჰაჰა, გავითვალისწინებ მაგას. ეგეც ალბათ თებერვლიდან დაიწყება, როცა დავბრუნდები თბილისში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 22 2012, 11:29



ბიჭებო დამეხმარეთ ეს ზემოთ რაც დავდე არის ექსრემა რაციოს ფირმის მაჩეტე მაგრად მევასება და ხო ვერ გამიგებთ რა დაჯდება ამის გამოწერა აქამდე რო ჩამოვიდეს წინასწარ მადლობა


მაგარი ფორმა აქ მევასა მაგრად რა


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 22 2012, 11:35

hunter777
http://www.edenwebshops.co.uk/en/pt/-extrema-ratio-kl.htm

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 22 2012, 11:39

გაიხარ ენიკოლოზ
ზვირი ყოფილა ტო:(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 22 2012, 11:41

მაშ

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 22 2012, 20:54

hunter777
ექსტრემა რაციო ძვირი სიამოვნებაა. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მაგათ http://www.edenwebshops.co.uk/en/pt/-extrema-ratio-bf3-dark-talon.htm მაგრამ ფინანსების სიმწირის გამო ეგ კარგა ხანი არ მოხდება ალბათ...

თუ მაინცადამაინც იაფიანი მაჩეტე გინდა, ქოლდსტილი მშვენიერ მაჩეტეებს აკეთებვს იაფად, მაგალითად ნახე არჩევანი რამხელაა:

http://www.coldsteel.com/machetes.html

http://www.coldsteel.com/junglemachete.html
http://www.coldsteel.com/kopismachete.html
http://www.coldsteel.com/cutlassmachete.html

ამ საიტზე რა ფასებიცაა დაწერილი დილერთან მაგის 50-60 % ეღირება, ასე რომ სადღაც 30 დოლარამდე კარგ მაჩეტეს ითრევ თავისი გამოგზავნით...

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 22 2012, 21:58

მადლობა გაიხარე კარგებია კი ჯგლ მაჩეტე და მეორე უცნაური ტარიტ როა მხრილი ის მომეწონა მაგრამ სქსრემა რაციოს დაველოდები მგონი რავი ნახოთ

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 23 2012, 00:28

hunter777
უბრალოდ მაჩეტე თუ გინდა, მაგაში 300+ დოლარი არ მგონია გამართლებული ხარჯი... რავი, თუ გულით გინდა ეგ მოდელი და მოგწონს, მაშინ შეიძლება 1000 დოლარიც გადაიხადო კაცმა, მაგრამ მაჩეტეს ბუნებიდან გამომდინარე რავი....

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 23 2012, 09:16

ციტატა(nihontoman @ Mar 23 2012, 01:28) *
hunter777
უბრალოდ მაჩეტე თუ გინდა, მაგაში 300+ დოლარი არ მგონია გამართლებული ხარჯი... რავი, თუ გულით გინდა ეგ მოდელი და მოგწონს, მაშინ შეიძლება 1000 დოლარიც გადაიხადო კაცმა, მაგრამ მაჩეტეს ბუნებიდან გამომდინარე რავი....



მართალი ხარ ისე კი გული დამწყდა ასე ზვირს რო ფასობს

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 16 2013, 17:16

ესე ამხელა სხვაობა რატომ არის ფასებში?

SEBENZA KNIFE

http://www.ebay.com/sch/i.html?_odkw=sebenza&_osacat=0&_from=R40&_trksid=p2045573.m570.l1313&_nkw=sebenza+knife&_sacat=0

http://www.aliexpress.com/wholesale?SearchText=sebenza+d2&catId=0&manual=y

STRIDER KNIFE

http://www.ebay.com/sch/i.html?_odkw=strider+knife&_osacat=0&_from=R40&_trksid=p2045573.m570.l1313&_nkw=Strider+Knives&_sacat=0

http://www.aliexpress.com/wholesale?SearchText=strider+knife+D2&catId=0&manual=y

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 16 2013, 18:05

PREDATOR
იმიტომ რომ ზოგი ორიგინალია და ორიგინალი ფასად იყიდება, ზოგი ყალბია და მაინც ორიგინალის ფასად იყიდება, ზოგი კიდე ყალბია და ორიგინალზე გაცლებიტ ნაკლები ღირს. სულ ეგაა D.gif ნამდვილი სებენზა სადღაც 400-500 დოლარი ღირს დიდი მოდელი, პატარა 350 მგონი. ასევე სტრაიდერი, სადღაც 500 დოლარი ღირს დიდი SMF, შედარებით ნაკლები უფრო პატარა SNG და კიდევ უფრო ნაკლები სულ პატარა PT მოდელი...

ალიექსპრესსზე იყიდება ყალბები, იბეიზე ორივე, მარა იშვიათია მად ყალბები, მითუმეტეს სელერი თუ იცი რომ ნორმალური დილერია...

პოსტის ავტორი: Shooter Feb 18 2013, 16:05

მე ყველაფერს რისი ფასი აღემატება 150 დოლარს მივყევარ ოსტატთან და შეკვეთით დამზადებულ დანასთან.

მაჩეტეს რაც ეხება. ონტარიოს მაჩეტეები არის ძალიან კარგი. მე მაქვს ასეთი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

გაითვალისწინეთ ზომები და წონა. დიდი არ არის ყოველთვის კარგი. თუ ფიზიკურად არ ხარ ძალიან ძლიერი გრძელი მაჩეტეს (22 ინჩი) ყიდვას აზრი არ აქვს. ჩემი აზრით 12 ინჩიანი არის საკმარისი უმეტესი სიტუაციისთვის საქართველოში სადაც შეიძლება მაჩეტე მოინდომო.



ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხელოსნების დამზადებული დანების ფასები. მე იზრაელიდან მივიღე ჩემი ესკზების მიხედვით დამზადებული დანა ფიქისირებული პირით (14 სმ), ფიოლადი დ 2, ტარი მიკარტა. ტყავის შესანიშნავი ქარქაშით დამიჯდა სულ 150 დოლარი. რახან დამიგივიანა ცოტათი ფასი გადმოგზავნით 120 დოლარი გამოციდა და აქ რაღაც მოსკვიჩიის რესორისგან დამზადებულებში მთხოვენ 300 ლარს და მეტს...

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 18 2013, 16:31

Shooter
ფიქსირებული ტარით დაჟე 100 დოლარადაც შეიძლება, თუნდაც სნოდის ბოსი, მარა დასაკეცი დანა მაგ ფასად... მე აქამდე არ შემხვედრია პრინციპში newsmile05.gif ერთადერთი რაც ვნახე, არის აი ეს:



მარა ეს ისეთი პატარაა, რომ რავი...

მაჩეტეს რაც შეეხება, მაგაზე გეთანხმები. ჯობია შენზე იყოს მორგებული და შეგეძლოს საათობით იქნიო, ვიდრე რამდენიმე დუიმით გრძელი იყოს და 15 წუთში ქანცი გაგაძროს... თუმცა, ჩვენთან მაჩეტეს რამდენად აქვს პრაქტიკული გამოყენება, არ ვიცი. ჩვენთან ან ძალიან სქელი და მოკლე მაჩეტე, ან სულაც ნაჯახი იქნება უკეთესი...

პოსტის ავტორი: Shooter Feb 18 2013, 16:58

ციტატა(nihontoman @ Feb 18 2013, 17:31) *
Shooter
ფიქსირებული ტარით დაჟე 100 დოლარადაც შეიძლება, თუნდაც სნოდის ბოსი, მარა დასაკეცი დანა მაგ ფასად... მე აქამდე არ შემხვედრია პრინციპში newsmile05.gif ერთადერთი რაც ვნახე, არის აი ეს:


დასაკეცი დანის ხელოსანთან გაკეთების აზრს მე პირადად ვერ ვხედავ (თუ იგულისხმება დანის მეტ ნაკლებად ხშირად გამოყენება), გამომდინარე მოდელების სიმრავლიდან. ანუ უტილიტარულ დასაკეც დანას 500 დოლარად ალბათ არავინ არ იყიდის პახოდებში სათრევად. ჩემ აზრს თავზე არავის არ ვახვევ უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგი დანებია ძალიან კარგ ფასად და თუ იხდი მეტს მაშინ ჯობია მიმართო ოსტატს და შენი გემოვნების და მოთხიოვნების მიხედვით გააკეთოს. სამართლიანია ფიქსირებულ პირიანი დანების შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 18 2013, 22:34

Shooter
აქ ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მხოლოდ ხელნაკეთ დანებს ვიხმარდი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მასე არ შემიძლია (ფინანსურად, თორე მორალურად მზად ვარ D.gif )

პოსტის ავტორი: REZI 444 Apr 8 2013, 14:17

http://www.amazon.com/Pilot-Survival-Thermorun-Handle-Sheath/dp/B001JA9Y66/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1365418881&sr=8-2&keywords=fallkniven ამ დანის შეკვეთას ვაპირებ და რამდენად შესაძლებელია ჩინური გამოდგეს? როგორ გავიგო?

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 8 2013, 14:25

REZI 444
http://www.knifeworks.com/fallknivenf1swedishmilitarylaminatedvg10satinbladezytelsheath.aspx

უფრო იაფია და გარანტირებული ხარ რომ ორიგინალია.

პოსტის ავტორი: REZI 444 Apr 8 2013, 14:30

ციტატა(nihontoman @ Apr 8 2013, 15:25) *
REZI 444
http://www.knifeworks.com/fallknivenf1swedishmilitarylaminatedvg10satinbladezytelsheath.aspx

უფრო იაფია და გარანტირებული ხარ რომ ორიგინალია.

და გარანტირებული რატოა? ე.ი ამაზონზე ვერ გავიგებ სანამ არ ჩამოვა?

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 8 2013, 15:45

Fallkniven საკმაოდ სერიოზული შვედური ბრენდია და ძალიან სერიოზულ სკანდინავიური დანებს აკეთებს, ფასებიც სერიოზული აქვს შესაბამისად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 8 2013, 16:27

REZI 444
გრანტირებული იმიტომაა, რო ეგ კომპანია არის ერთ-ერთი უმსხვილესი დანების დილერი და ყალბ რამეებს არ ყიდის. ამაზონზე სელერები სხვადასხვაა და ყოფილა შემტხვევები ყალბი პროდუქციის გაპარებისა...

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 8 2013, 16:44

nihontoman
მითითებული საიტიდან შეიძლება გამოწერა? თქვენ გამოგიწერიათ?

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 8 2013, 18:22

temoo90

გამოწერა შეიძლება როგორც ვიცი, მაგრამ მე ჯერ არ გამომიწერია ამ კონკრეტულიდან.

პოსტის ავტორი: shoshia Jul 18 2013, 03:02

მაჩეტე არამგონია აქ გამოდგეს.
მე მომწონს ქოდ სტეელ 2 ხელიანი კატანა მაჩეტე(კაგი ფოლადია..მაგნუმში იყო(საიტზე უდევთ) და აღარაა..70ლ) და ვინდლასის ხმლის ტიპის მაჩეტე (სქელია და ფართო). ორივე კარგი ფოლადია..ფატიურად ხმლებია..ოOღნდ მაჩეტე ქვია..ფასებიც კარგი აქვს.
პირდაპირ საიტიდან(მაგ. ქოლდსტილის..ანუ ისეთი საიტიდან რაც უსა2ჯორიის ცამონატვალში არაა) გამოწერა უსა2ჯორია მისამართზე გიცდიათ ვინმეს? თუ უსა2 ჯორჯიასტან დაკავშირება და მოლაპარაკებაა აუცილებელი?

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 18 2013, 12:36

shoshia
გამოდგება, ოღონდ მძიმე მაჩეტე...

პოსტის ავტორი: dudia Jan 29 2015, 17:03

გამარჯობათ.....
ამ დანის გამოწერა მინდა და მაინტერესებს თუ გამომაწერიებთ და რა ჯდება ......
http://knife.kasumi.ru/katalog/dlya_ovochey_i_fruktov/?PAGEN_1=8
5 232 მანეთი აწერია......თუ არ ვცდები რუსული საიტია....

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 29 2015, 18:15

http://japaneseknifedirect.com/

http://www2.knifecenter.com/kc_new/store_store.html?ttl=Kitchen%20Japanese%20Style%20Knives&b=sushi&

http://www.chefknivestogo.com/

რუსეთიდან ნუ გამოიწერ newsmile05.gif ამ სამიდან ნებისმიერიდან შეგიძლია ცადო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 29 2015, 21:02

nihontoman
რამე კარგი კუხონნიკი მეც მინდა მომავალში და ტარის გარეშე რო იყოს და ეფათ ხომ არ გეგულება რამე

პოსტის ავტორი: dudia Jan 29 2015, 21:22

და სავარაუდოდ რამდენის დამატებამოუწევს....ვთქვათ 150 დოლარი აწერია დანას....რამდენი ემატება დაახლოებით...არაფერი არ გამომიწერია არასდროს და ვერ ვერკვევი საერთოდ.....

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 30 2015, 00:12

T A M P L I E R
არ ვიცი სიმართლე გითხრა, მოსაძებნია...

dudia
ზომას გააჩნია. დიდ კუხნის დანასაც ჰაჰა 10-15 ლარი დაემატოს ჩამოტანის. მთავარია 300 ლარს არ გადაცდეს მისი ღირებულება თორე მოგიწევს საერთო ღირებულების 18%-ის დამატება...დოლარის კურსი ახლა ისეწ, რომ 150$-იანის ჩამოტანას არ გავრისკავდი მე პირადად...

პოსტის ავტორი: dudia Jan 30 2015, 19:42

უი მეტი არ ემატება? ანუ თუ 300 ლარამდე აქვს ფასი 15 ლ არ გადასცდება დანამატი......ხო ეგ დოლარის კურსი მეც მეფიქრება, დაველოდები, იქნებ გვეშველოს და ცოტა დაიკლოს, მეც მერე გამოვიწერ სად მეჩქარება, მარტში უნდა მეუღლეს რომ მიყიდოს დაბ-დღისთვის.....და ერთი კითხვა კიდევ თუ არ შეგაწუხეთ ძალიან.... ამ საიტიდან შევუკვეტავ მე თვითონ თუ უნდა მივიდე სადმე, რაღაც ოფისები ხომ არის ამ გამოწერების.....და სად ჩამოდის ნივთი....

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 30 2015, 23:25

dudia

გამოწერა ხდება შემდეგნაირად:

გამოწერით ჯობია თქვენ თვითონ გამოიწეროთ. ამისათვის საჭიროა საკრედიტო ბარატი ზედ შესაბამისი თანხით (ვიზა მაგალითად) და გადამზიდავი კომპანიის მისამართი (ხდება რეგისტრაცია და ამერიკაში გენიჭებათ საკუთარი ვირტუალური მისამართი, რაზე მისული ნებისმიერი ამანათი მერე უკვე საქართველოში ჩამოდის თქვენს სახელზე). მარტივია გამოწერა და არ წარმოადგენს სირთულეს. გამოწერისას შესაბამისი ინფორმაციის მითითება ხდება საიტებზე (მისამართი ამერიკაში, გადახდის მეთოდი და ინფორმაცია). მოვა დასტურივით და გამოიგზავნება ნივთი ამერიკულ მისამართძე გადამზიდავთან. გადამზიდავთან მისვლისას მოხდება დეკლარირება (რაც ასევე მარიტივია და კომპიუტერში რამდენიმე დაწკაპუნებაა) და ამანათი ჩამოდის უკვე აქ, საქართველოში პატრონის სახელზე. გამოტანა გადამზიდავის ოფისებში. სხვა ფორუმიდან დავდებ ლინკს, თუმცა ძალიან კარგი აღწერაა მთლიანი პროცესის, შესაბამისად არ მიწყენს ალბათ არავინ რომ დავაგდო:


http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=989




უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)