თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ დანის მოვლა

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 14:18

მოოკლედ, ასე თუ ისე კარგი ხარისხის დანებზე გადავედი და შესაბამისად, მოვლის ტექნოლოგიებმაც დამაინტერესა.


პირველი, რაც მაინტერესებს, რა ზეთს იყენებთ დანებისთვის?

+ როგორი ზეთები გამოიყენება (ტოქსიკური/არატოქსიკური), როგორ ვაშორებთ ზეთს მარტივად და ხარისხიანად - სიტყვაზე, ხორცი უნდა დაჭრა იმ დანით, ამ ხორცის კი - ჭამას აპირებ, თავებს ხო არ დავიწამლავთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Aug 5 2010, 15:02

დანის მექანიზმი (თითო წვეთი გაწმენდის შემდეგ) შეიძლება ჩვეულებრივი იარაღის საზეთი საშუალებებით დაამუშაო, პირი თუ უჟანგავია მაშინ არც ზეთი არ ჭირდება, საწინაარმდეგო შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები ზეთი, გარეცხვის შემდეგ თითით წაუსვი დანის პირზე და შემდეგ ნაჭრით გაამშრალე, დიდი ხნის განმავლობაში დანის პირი არ დაიჟანგება.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 15:11

შალვა

გმადლობთ გამოხმაურებისთვის newsmile05.gif

ორი დანა მაქვს ახლა:
Gerber Big Rock და Gerber Gator II. პირველს 410A ფოლადის პირი აქვს, მეორეს 420. ორივეს უწერია რომ უჟანგავია. ე.ი. შემიძლია ზეთი საერთოდ არ ვიხმარო ამ დანებზე?

Gator II დასაკეცია და ალბათ მექანიზმში ხანდახან იარაღის ზეთის ჩაწვეთება მაინც კარგი იქნება. (?)


პოსტის ავტორი: შალვა Aug 5 2010, 15:17

ციტატა(Power_VANO @ 5th August 2010 - 16:11) *
შემიძლია ზეთი საერთოდ არ ვიხმარო ამ დანებზე?

დანის პირზე შეგიძლია არ იხმარო.[quote name='Power_VANO' date='5th August 2010 - 16:11' post=100232]
დასაკეცია და ალბათ მექანიზმში ხანდახან იარაღის ზეთის ჩაწვეთება მაინც კარგი იქნება.
წყალთან შეხების შემდეგ გაამშრალებ და მექანიზმში ერთ წვეთ ზეთს ჩააწვეთებ... იქნება და იქნებააააა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 15:26

შალვა

ციტატა(shalva @ 5th August 2010 - 16:17) *
დანის პირზე შეგიძლია არ იხმარო.
დასაკეცია და ალბათ მექანიზმში ხანდახან იარაღის ზეთის ჩაწვეთება მაინც კარგი იქნება.
წყალთან შეხების შემდეგ გაამშრალებ და მექანიზმში ერთ წვეთ ზეთს ჩააწვეთებ... იქნება და იქნებააააა.

აჰაა, გასაგებია, დიდი მადლობა newsmile05.gif


ზეთების ამბავი რადგან გავარკვიე, ახლა გალესვის საკითხიც მაინტერესებს.
რითი ლესავთ ხოლმე დანებს? სპეც. სალესებით? ამაზონზე, Knifecenter-ზე ოხრად სხვადასხვა ტიპის სალესები ვნახე, მაგრამ იმდენია, დაიბნევი გამოუცდელი კაცი newsmile05.gif
ახლა დაკვეთას მოყვება ეს სალესი: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB4307 უფასოდ გერბერის Promo კოდით, მაგრამ როგორც ვხვდები, ეს უფრო მინიატურული რამეა, უკვე გალესილ-მოვლილი დანა რომ სადმე წასვლის წინ გაატარ გამოატარო 1-2-ჯერ.

უფრო მაინტერესებს რომელი სალესის აღება სჯობს ესე 20$-ის ფარგლებში, თუნდაც 30-ში... კარგადაც რომ ლესავდეს და ნორმ. ფასიც ჰქონდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Aug 5 2010, 15:35

ხოოო!!! ეგრეც ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა newsmile035.gif აქ რჩევა გამიჭირდება(მე თვითონ ძიება ექსპერიმენტებში ვარ newsmile01.gif )

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 15:45

newsmile035.gif

ჰოო, მაშინ დაველოდოთ სხვებსაც აბა, სხვა რა გზაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 5 2010, 22:41

Power_VANO
სპაიდერკო შარფმეიქერი იყიდე, ყველაზე ნაღდი ეგაა, ბევრი პატარა სალესი კი სიაფანდი მგონია სიმართლე რომ გითხრა.....

50 მწვანე ღირს სადღაც, მარა როგორც ვიცი ღირს მაგდენი....

ან შეიძლება ლანსკის სისტემა აიღო, ისიც კარგია.


ისე კი, დანებთან კიდევ მარტივია საქმე, როდესაც უბრალოდ მეორადი ანუ ბასრი სპუსკის ალესვა გინდა, მარა კარგი სალესები ძალიან ძვირია თუ 20-სმ-ზე გრძელი რამის გალესვა გაპრიალება გინდა. კარგი ქვვა (მე ვამბობ ასე თუ ისე ხელმისაწვმდომზე) 80-100 დოლარი ღირს ერთი ნომერი....


ეს შენ რომ გამოიწერე კი ავი, ზალიან ხშირად უნდა იხმარო, რომ საქმეს ტავი გაართვას... სერიოზულად დაბლაგვებულს ამით ვერაფერს უშველი...


ისე კი დანის მოვლაზე რამდენიმე წესს ვიტყვი:

1: დანები შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა გაილესოს. თუ მიუშვი პირი და დააბლაგვე, მერე გალესვა ძნელია...

2: საკეც მექანიზმიანი დანები თუ დასველდა მარილიან წყალში, გაიჭუჭყა, ტალახსი ჩაგივარდა და ა.შ. უნდა დაშალო, გარეცხო, გაწმინდო და მერე ოდნავ შეზეთო შაიბები...

3: რაც უფრო ბასრია დანა, მით უფრო უსაფრთხოა მისი ხმარება.... ასე რომ დანა არ მიუშვა და არ დააბლაგვო...

4: სულ მთლად უჟანგავი ფოლადი მხოლოდ ერთია და მას სპაიერკო ხმარობს ზოგიერთ მოდელებში. ამ ფოლადსი ნახშირბადი მთლიანად სეცვლილია აზოტით. ყველა სხვა დანარჩენი დანა იჟანგება, განსხვავება ისაა თუ რამდენს უძლებს ესა თუ ის ფოლადი. ოფლიანი ხელებით ფოლადზე შეხება პირველი მტერია. ასევე მარილიანი წყალი. თუ დანა ასეთ წყალში ჩაგივარდა, უნდა გაწმინდო, საკეცის სემთხვევაში კი დაშალო, გარეცხო და მერე გაწმინდო. ისე კი, უჟანგავ ფოლადზე ზეთის ხმარება არაა საჭირო....



პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 23:20

nihontoman
ჰოო, იასნა... ოპტიკასავით ყოფილა... მაგრამ მაინც ჭირს სალესში 50 მწვანის მიცემა newsmile05.gif

აი ამათზე რას მეტყვი, რამდენად კარგებია?

ეს: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB41846

და ეს: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=GB41847

ციტატა(nihontoman @ 5th August 2010 - 23:41) *
კარგი სალესები ძალიან ძვირია თუ 20-სმ-ზე გრძელი რამის გალესვა გაპრიალება გინდა. კარგი ქვვა (მე ვამბობ ასე თუ ისე ხელმისაწვმდომზე) 80-100 დოლარი ღირს ერთი ნომერი....

ჰო, ვნახე ეგ სპეც. ქვებიც knifecenter-ზე, აშკარად კარგი რამეებია, მაგრამ ფასი...

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 5 2010, 23:35

Power_VANO
აუ როგორ გითხრა.... არ არის ის რაც უნდა იყოს.... მაგეებში 20-30 დოლარის მიცემას ჯობია მართლა ნაღდ და გამოცდილ პროდუქტში 50 გადაიხადო ედა ეგაა რა....

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2010, 23:50

nihontoman
ჰოო, გეთანხმები, გმადლობ რჩევებისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 6 2010, 00:02

არაფერს. მართალია სალესავია და ასე თუ ისე ზერელედ უყურებ, მარა რაც მე სალესავებზე პრობლემა მაქვს შევ ვერ წარმოიდგენ. აქ რამდენი ქვა და რამე ვიყიდე, ვერც ერთმა ნაკაწრი ც კი ვერ დაადო სპაიდერკოს. ნერვებს მიშლიან, ისეთი უხარისხო სალესავებია, რომ მოინდომო კარგი დანით ნაჭრებს ჩამოაჭრი ჰალვასავით....

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 2 2010, 14:33

რამდენიმე დღის წინ ჩავატარე ექსპერიმენტი და შევეცადე სპაიდერკო მილიტარი გამელესა უბრალოდ სამზარეულოს დანის სალესავით, გუდვილში ნაყიდით. სალესავი არის კლასიკური, პირს რომ ჩადებ შიგნით და გამოსწევ, იქ კი ამ დროს ერთმანეთტან მიმაგრებული ოდნავ დახრილი ორი დისკი "ცდილობს" დანის გალესვას....










მოკლედ რა აღმოვაჩინე:

ეს ორი კერამიკის (ალბათ კერამიკაა) დისკი საკმაოდ აგრესიული აღმოჩნდა. S30V ფოლადს ნაღდად მიირთმევს (ნუ, ზედ არ ეფხვნება ყოველ შემთხვევაში)

მართალია კერამიკის დისკები ასატანი ხარისხისაა, თვითონ მოწყობილობა ერთიანობაში მაგარი ნაგავია. დისკები ისე ჯდება ბუდეში, რომ დანის პირის ორივე მხრიდან ერთი და იგივე კუთხით არ ედება, შედეგად ასიმეტრიულ პირს ვიღებთ. მე კი ასიმეტრიულობა არ მიყვარს :(

აღმოვაჩინე, რომ თვითონ ამ დისკს აქვს გარეთა მხრიდან ორი "არამუშა" ზედაპირი, რომელიც საკმაოდ სწორია.





სწორი ზედაპირი, რომელზედაც მე ვლაპარაკობ სწორედ ისაა, რაც ბოლო სურათზე ზედხედიდან ჩანს.


გადავწყვიტე ეს სალესავი ისე მეხმარა, როგორც წესით არავინ იხმარდა. ანუ ამოვიღე ეს კერამიკის დისკი და მაგითი გავლესე დანა. თუმცა აქ ერთი დიდი პრობლემა იმალებოდა, კერძოდ კი აი ეს:



ვინც ვერ მიხვდა იმათთვის: ეს დისკი არის ძალიან პატარა! დიამეტრი სულ რარაც 20 თეთრიანის ხელა იქნება. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, შუაში რაღაც თეთრი პლასტმასის ყლინჯი აქვს და ამ პლასტმასის ყლინჯის კიდიდან 2-2.5მმ-ის რადიუსში ჩაღრმავებაა. სწორი ზედაპირიდან რჩება მხოლოდ 5მმ სისქის წრეწირი.

მოკლედ ეშმაკს შევაფურთხე და საქმეს შევუდექი newsmile035.gif

დანის გალესვა რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი ორი ეტაპი (ეს ორი ეტაპი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე შრომისტევადიც) სწორედ ამ დისკის მეშვეობით განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოხდა პირის კუთხის დადგენა და ამ კუთხის "დამუშავება". ეს დისკი ისე მეჭირა, როგორც ზემოთა სურათზეა ნაჩვენები, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში, დისკი მარჯვენა ხელში იყო და არა მარცხენაში. დანა მეჭირა მარცხენა ხელში და პირის სიგრძეზე ნაზი, თუმცა მყარი მოძრაობით ვატარებდი ამ დისკს. შედეგად მივიღე თავდაპირველზე უფრო ბლაგვი, თუმცა სწორი და ერთგვაროვანი გეომეტრიის მქონე პირი, ჰორიზონტალური ნაკაწრებით. ამ საფეხურს კარგა ხანი მოვუნდი, ალბათ სადღაც 1 საათი ორივე მხარეს.


სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ გადავედი მეორე ეტაპზე. ამ ეტაპზე, ჰორიზონტალური "ნაკაწრები" უნდა გადამექცია ვერტიკალურ ნაკაწრებად, ანუ უნდა შემექმნა პირზე "მიკრო ხერხი"ისევე როგორც წინა დროს, ახლაც სალესავი დისკი და დანა იგივენაირად მეჭირა ხელში. დისკის სასაცილო ზომები გამო, მიწევდა საკმაოდ უხერხული მოძრაობების შესრულება მიზნის მისაღწევად. ეს მოძრაობები არაფრით განსხვავდება ვიდეოზე ნაჩვენებისგან, გარდა ორი რამისა:

- სალესავი რა თქმა უნდა მეჭირა სხვანაირად;
- მოძრაობა მიდიოდა არა პირის გაყოლებაზე, არამედ მის მართობულად ("მიკრო ხერხის" შესაქმნელად).



ხვდებიტ ალბათ როგორი ონანიზმი მომიწია. პროცესი დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა (ერთი 15 წუთიანი შესვენების ჩათვლით) newsmile035.gif განსაკუთრებით ძნელი იყო სწორი კუთხის შენარჩუნება, თუმცა საქმეს თავი მაინც გავართვი და ღმერთს მადლობა ცუდი არაფერი მომხდარა newsmile05.gif

ამ ეტაპის დასასრულს, მივიღე საკმაოდ წმინდა მიკრო ხერხი, მთელს პირზე. ხერხი საკმაოდ აგრესიული იყო და ხელზე ბალანსაც მშვენივრად პარსავდა. თუმცა, მე ამ ეტაპზე არ შევჩერებულვარ. მინდოდა ამ ხერხის კიდევ უფრო შემცირება ზომებში, რატა კიდევ უფრო ბასრი და გამძლე პირი მიმეღო (რაც პატარაა ეს მიკრო ხერხი, მით ძნელია პირის დაბლაგვება. მიზეზი ამისა ძალიან ძნელი ასახსნელია და შეიძლება ცოტა მოსაწყენიც იყოს... პლიუს ამას ბევრი წერაც მეზარება newsmile035.gif)

ზემოთხსენებული ხერხის შესამცირებლად საჭირო იყო უფრო წმინდა აბრაზივი. ასეთი კი არც ქვა მე არ მქონდა და არც ზუმფარის ქაღალდი. სამაგიეროდ, მქონდა აი ეს: http://www.inforeloj.com/spa/item/poliwatch_puli.html

ეს მართალია სულ სხვა დანიშნულების პროდუქტია, თუმცა, ამ შემთხვევაში თავი საქმეს მშვენივრად გაართვა. ვისაც გაინტერესებთ, იგი წარმოადგენს მაჯის საათის მინის საპრიალებელ პასტას, ნაკაწრების მოსაშორებლად.... ეს პასტა ავიღე, წავუსვი გრაფიტის ჯოხს და პირზე ისე ვიხმარე, როგორც ყასბები ლესავენ ხოლმე თავიანთ დანებს მასათით. პასტა საკმაოდ აგრესიული და მუშა აღმოჩნდა, ცოტა ხნის მუშაობის შემდეგ საკმაოდ გააპრიალა პირი და თვითონ პასტა გაშავდა მეტალის მიკრონაწილაკებისაგან, რომელიც პირს მოაშორა.

ეს ეტაპი საკმაოდ სასიამოვნოდ და სწრაფად ჩატარდა, ასე 15-20 წუთი მოვუნდი ორივე მხარეს. შედეგად მივიღე სამართებელივით ბასრი პირი, რომლიტაც კაცი წვერსაც გაიპარსავდა გაჭირვებაში newsmile035.gif



შედეგით კმაყოფილი დავრჩი. თუმცა პრიოცესმა დამტანჯა. სამი-ოთხი დღის მანძილზე ორივე ხელზე ყველა თითი მტკიოდა. თვითონ პროცესი დიდხანს გაიწელა და საკმაოდ რთული საკონტროლებელი იყო. ერთი სიტყვით ახალბედა ენთუზიასტის კოშმარი გამოვიდა.

ყური უგდეთ ჩემს რჩევას: თუ არ გინდათ ჩემსავიტ დაიტანჯოთ, იშოვეთ ნორმალური სალესი სისტემა. ახალბედებისათვის ჯობია ისეთი სისტემა, რომელიც კუთხეს თავისით ადგენს (მაგალიტად სპაიდერკო შარფმეიკერი, ლანსკის სისტემები და ა.შ.), რათა დანის პირი არ გააფუჭოთ. ხოლო უკვე გამოცდილი ხალხისათვის, ვისაც მეტი თავისუფლება ხიბლავთ, კარგი ბრტყელი ქვა მშვენიერი არჩევანი იქნება ( DMT, სპაიდერკო, ლანსკი და ა.შ. კერამიკის და ალმასის ქვები).

მესმის, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირია, ნორმალური სალესავი სისტემა 50-60 დოლარიდან იწყება და რამდენიმე ასეულ დოლარს აღწევს. თუნდაც იგივე DMT-ის ალმასის 6 დუიმიანი ბრტყელი ქვა, თვითო ღირს 40 დოლარი. ასეთი კაკმინიმუმ სამი გჭირდება (coarse, fine, extra fine). უფრო დიდი ზომის (10 დუიმი) კი სადრაც 70-80 დოლარი ღირს. მარა ხარისხი ყოველთვის ძვირი ღირს.

იმის არგუმენტად, თუ რატომ არ უნდა იყიდო ელიავაზე ან სხვა ადგილობრივ ბაზარზე 5-6 და 10-12 ლარადაც დიდი "მამა-პაპური" ქვები, გამოდგება ის, რომ ასეთი ქვა დაუდგენელი წარმოშობისაა. შესაძლოა ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს. ამასთან, მათი ხარისხი ძალზედ დაბალია. რამდენი ასეთი ქვა მქონია და ყველა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ქვიშა აიღესო და ზემოდან წებო დაასხესო. ქვა ვერ უძლებს 3-4 გალესვასაც კი, ეგრევე იცვლის ფორმას და მისი ზედაპირი ძალიან, ძალიან არაერთგავროვანი ხდება. აი მაგალითიც:








ატყობთ რა იდეალური გეომეტრიული ფორმები აქვს newsmile035.gif ეს ყველაფერი კი სულ რაღაც სამი სამზარეულოს დანის შემდეგ (სპაიდერკოს ეს უბრალოდ დაკაწრავს და ეგაა).

ასეთი სალესავით დანის გალესვა არ შეიძლება უბრალოდ. ასე რომ ვისაც თქვენი დანები გიყვართ, იყიდეთ კარგი სალესავი, ან იტანჯეთ ჩემნაირად newsmile035.gif მე ამ მაზოხიზმს მეორედ არარ გავიმეორებ. უბრალოდ სხვა გზა არ იყო, თორემ.... რამე ნორმალურ ქვებს გამოვიწერ ალბათ ინეტიდან.

ეს ყველაფერი კი აქ იმიტომ დავწერე, რომ წარმოდგენა შეგექმნათ (იმათ ვინც გამოუცდელია ამ საკითხში) რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დანის გალესვა.



პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 2 2010, 14:52

აუ დეპრესია დამეწყო
რა იყო ეს ა??
ვიზიარებ შენ მწუხარებას

მე ჩემ კერშავზე ეგრე წვალება არ დამჭირდა ამოტრიალებულ ტაჩილაზე ხის დისკი და ზედ სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდი
შემდექ მამაპაპური ზელიონკა და ტყავზე დამდენიმე გატარებA

დაპარსული მაქვს მთელი ხელი

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 2 2010, 15:01

T A M P L I E R
ტაჩილა და კარგი ცხოვრება სადაა.... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 2 2010, 16:38

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 2 2010, 15:52) *
მამაპაპური ზელიონკა და ტყავზე დამდენიმე გატარებA

ამას რა ფუქცია აქვს ნიკუშ?? აპრიალებს ფოლადს? თუ..

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 2 2010, 17:09

აპრიალებს კიდეც და ფინიშის ფუნქცია აქვს რა ნოლი პირი

პოსტის ავტორი: სანდრიკა Oct 9 2010, 10:38

ჩემი აზრით ქვაზე გალესვა ჯობია

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 9 2010, 11:41

სანდრიკა
აბა რაზელესავენ შენი აზრით დანას ზოგადად?

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 9 2010, 11:42

Geoჟორჟიკა შკურკაზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 9 2010, 11:43

ციტატა(ჯეკო @ Oct 9 2010, 12:42) *
Geoჟორჟიკა შკურკაზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ნუ მაგას ტამპლიერას მეტი არავინ არ აკეთებს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 9 2010, 12:57

შკურკა მშვენიერი ალტერნატივაა სხვა თა შორის, ძალიან კარგი, ოღონდ ეს შკურკა რამე მყარ ზედაპირზე უნდა მიამაგრო, მაგალითად ხის სწორ ნაჭერზე. გამოდის ქვასავით ზედაპირის მქონე სალესავი. ეხლა აი ეს შკურკებიტაა გალესილი და რა არის დასაცინი:

http://www.arscives.com/bladesign/Images/pinkparacord1086.jpg

ჰა, როგორია? newsmile029.gif

ისე კი, ფული იყოს და შკურკის დედაც:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=DMTD10E
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=DMTD10F
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=DMTD10C

და მექნებოდა მშვენიერი ნაბორი დანების სალესად. ერთადერთი ალბათ ცალკე სპაიდერკო შარფმეიქერი დამჭირდებოდა სერეიტორებზე....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 10 2010, 12:22

Geoჟორჟიკა

ციტატა(geojorjika @ 9th October 2010 - 12:43) *
ნუ მაგას ტამპლიერას მეტი არავინ არ აკეთებს newsmile035.gif

ჩემო პატარა ჟორჟიკა ერთი შენი განალესი დანა მანახე რითი ლესავ და მერე თუ გინდა შევაჯიბროთ ერთმანეთს(მიუხედავათ იმისა რომ არ მიყვარს მიტოლებები)

ერთი ლევანამ შემოიხედოს აქ და მერე განახებთ შკურკის ძალას

კაცი იარაღზე გრავიურას აკეთებს და რა გგონიათ რაზე ლესავს შტრიხერს შკურკაზე(არ მახსოვს ქართულად)

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 10 2010, 14:03

T A M P L I E R
dastur.gif შკურკა კარგია გეთანხმები, ნულევოის რო ეძახიან იმითი ვლესავ მეე დაა თან კარგადაც აპრიალებს

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 10 2010, 14:14

T A M P L I E R
ზუმფარის ქაღალდია ქართულად.

კარგი ზუმფარის ქარალდი ძალიან კარგი რამეა, სილიკონ-კარბიდის.

ჩიქო
ეგრეთწოდებული ნულევოი იგივე 600 ნომერია ხომ? 600 კარგია, მარა კიდევ უფრო წმინდათი თუ გააგრძელებ კიდევ უკეთეს სედეგს მიიღებ. მაგალითად 2000 ნომერი შკურკა სარკესავით პირს გაუკეთებს, წვერს გაიპარსავ ისეთს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Oct 10 2010, 14:38

ხო რავი რაც არიიი ძაან პრიალაა ზედაპირი აქ მემგონი 2000-ია, მაგარი რაგაცააა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 10 2010, 17:02

600-იც საკმაოდ პრიალაა, 2000 კი სარკეა. თან ჩვენთან 2000-იანი იშვიათად გვხვდება..

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 10 2010, 22:16

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 10th October 2010 - 18:02) *
600-იც საკმაოდ პრიალაა, 2000 კი სარკეა. თან ჩვენთან 2000-იანი იშვიათად გვხვდება..

ელიავაზე დაშლილებში როგორც კი შედიხარ, მანქანების ნაწილები სადაც იწყება, მარჯვნივაა პირველი დახლთან კაცი. შკურკები აქვს ყველა ნომერი. 2000-იანებიც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 10 2010, 22:21

დანას ტარი რისგან შეიძლება რო გავუკეთო? ან როგორ? (წებოთი დავამაგრო თუ ...) თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ... ehh.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 11 2010, 17:47

ციტატა(Power_VANO @ Oct 10 2010, 23:16) *
nihontoman

ელიავაზე დაშლილებში როგორც კი შედიხარ, მანქანების ნაწილები სადაც იწყება, მარჯვნივაა პირველი დახლთან კაცი. შკურკები აქვს ყველა ნომერი. 2000-იანებიც newsmile05.gif

დას ისტ საინტერესო. 3000-იანებიც არის? მე მოშნად მინდა, თვითო ნომერი დაწყებული 600-დან 3000-ითთ დამთავრებული თვითო კვადრატული მეტრა (იმისათვის, რისთვისაც მინდა, ამდენია საჭირო და არ დაიწყოთ ეხლა სახლში უნდა გააკრაო და ღადაობები newsmile035.gif)

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 11 2010, 17:56

nihontoman
3000 არამგონია რომ ჰქონოდა. მგონი 2000 ქონდა მაქს. თუმცა გაიარე და ნახე.

ზომები აქვს სადღაც A4 ფურცელზე ოდნავ დიდად დაჭრილი.

და აქვს 2-ნაირები, 50 თეთრიანები და ლარიანები newsmile05.gif ნუ ხარისხშია განსხვავება, როგორც ხვდები.

პოსტის ავტორი: სანდრიკა Oct 11 2010, 20:39



აბა ჭიქის ძირზე ვის გაულესია დანა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 12 2010, 12:45

იდეაში ჭიქა ხო კერამიკაა. კერამიკის ქვებიც კი გვინახავს სალესად. შესაბამისად, კერამიკის ჭიქა სალეს ქვად გამოდგება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: სანდრიკა Oct 12 2010, 13:52

newsmile05.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 12 2010, 14:44

საინტერესოა, მარა ხშირად მაგის გაკეთება დანის პირს ბოლოს მოუღებს და პროფილის შექმნა ახლიდან გახდება საჭირო IMHO

პოსტის ავტორი: giuna Mar 30 2012, 21:07

კაი გამარჯობა ტქვენი,ბიჭებო იქნებ რამე მირჩიოთ შვლის ფეხისგან გაკეტებული დანა მაჩუქეს რითი დავამუშავო რო ბეწვის ცვენა ანკიდევ ჩრჩილი არგაუჩნდეს დაზღვეული როვიკო,ყველაფერს მოვლა და გაფრთხილება უნდა ხოიციტ არაა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)