თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ Benchmade NRA Steigerwalt

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2010, 09:54

მოგესალმებით ყველას
მაინტერესებს თუ ვინმეს ჰქონია ეს დანა გვითხრას როგორია და რა არის
ამხელა ინტერნეტ სივრცეში ერთი ორი საიტი თუ მოიძებნება რო ამ დანაზე ჰქონდეთ საუბარი
ერთერთ რუსულ საიტზე ოპინელს შეადარეს რაც მე ძალიან მახარებს რადგან ძალიან მომწონს ოპინელის პირი მაგრამ
საჩემოდ ბევრი ნაკლი აქვს ,მაგალითად:პირი იცვლის ფერს.მაგის მაიმუნი საკეტი არ მომწონ ძალიან(ერთი ხელით ვერ გახსნი დანას(და თუ დასველდა ძალიან ვერც ორი ხელით))

ეს დანები წარმოებიდან მოხსნილია (ანუ აღარ გამოდის) გამოდიოდა ორი სახის ფოლადისგან 440c და D2
ეს უკანასკნელი თავისი თვისებებით ძალიან მომწონს
მე მინდა მომავალში ამ დანის შეძენა და მაინტერესებს ყველაფერი დეტალებში



აი ისიც
http://pix.ge/


http://www.britishblades.com/forums/showthread.php?64925-NRA-Steigerwalt-12400-pic-heavy

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 25 2010, 13:25

ბენჩმეიდი არის ამერიკის ყველაზე სერიოზული დანების მწარმოებელი სპაიდერკოსთან ერთად (ლაპარაკი მაქვს გამოსაყენებელ მაღალი კლასის დანებზე და არა ხელოვნების ნიმუშებზე და ა.შ.).

მათი ხარისხი არის სტანდარტი. მასალები რისგანაც ეს დანა კეთდება არის პრემიუმ მასალები, ფოლადი D-2 მიკარტა, ბრონზის (თუ სწორად მახსოვს) შაიბები და ა.შ. ჩამკეტი ბექლოქი (ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და საიმედო) კარგია, თუმცა ლაინერლოქისაგან განსხვავებით შედარებით ძნელი სახმარია (არ გეგონოს ძნელია, უბრალოდ ლაინერი ოდნავ უფრო მეტად მოსახერხებველია ერთი ხელით ოპერაციების ჩასატარებლად).

სახსნელი thumb stud (ქართულად რა ქვია ისე?) კარგი ფორმისა ჩანს. თითებს არ დაგიჩხვლეტავს და არ გატკენს, მარა საკმარისი მოჭიდება ექნება და გასახსნელად კარგი იქნება. კონსტრუქცია ტარის არის ღია და დაშლაც შეიძლება, ასე რომ გაწმენდა და დანის პირის სვლის დარეგულირება (სიმჭიდროვე ასე ვთქვათ...) პრობლემა არ იქნება.

ტარის მასალა როგორც გარეგნულად მშვენიერია და თვითონ მასალა არის ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი. ამ მასალას ბევრი აძინოჩკა ოსტატი იყენებს თავისი მრავალ ასეულ დოლარიანი დანების ტარის გასაკეთებლად.

პირის ფორმა მშვენიერია ყოველდღიური ხმარებისათვის (ქაღალდის დაჭრა, ყუთების და სხვა დქ სხვა უპაკოვკების გახსნა, პროდუქტების დაჭრა, ხესთან მუშაობაც). პირს საკმარისი მუცელი აქვს, არის full flat grind ტიპის "სპუსკებით". ასე რომ კარგი სლაისერი იქნება და კარაქსაც ადვილად წაუსვამ პურზე. წვერიც საკმარისად ბასრი ჩანს. ტანტოს ტიპის წვერივით გამძლე ნაღდად არ იქნება, მარა თუ მანქანის კაპოტების სახვრეტად არ გინდა და ბრონირებული ადამიანების დასახოცად, მაშინ ესეც საკმარისად გამძლეა (IMHO).

მე მაგალითად მომწონს დიდი ვარიანტი, საკმაოდ უნივერსალური რამე ჩანს. ყოველდღიური ხმარებასთან ერთად საკმაოდ კარგად გაართმევს თავს თავდაცვის სიტუაციებს (ღმერთმა დაგიფაროთ დანით თავის დაცვა დაგჭირვებოდეთ...). მას ამისათვის საკმარისად ძლიერი ჩამკეტი მექანიზმი და მდგრადი კონსტრუქცია გააჩნია.

მოკლედ 80 დოლარად მაგარი კარგი რამეა, მე ვიყიდიდი, ოღონდ D-2 ფოლადით. კარგი იქნებოდა ამ ფოლადის გატესტვა ქართულად newsmile05.gif

მოკლედ იყიდე რა და ეგაა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2010, 13:35

nihontoman
გაიხარე .კარგი იყო.
როგორც ვუყურებ გაიკასავით არაფერი აქვს რო დაშალო.მგონი შტამპოვკაა არა

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 25 2010, 13:45

პირიქით. მგონი იშლება. ტარი მთლიანად შურუპებზეა აწყობილი, ამიტომ შანსი არაა თვითონ ღერძი შურუპზე არ იყოს. მეორე მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს ფიფქისთავიანი შურუპი. ასე რომ შტამპოვკა არაა და დარეგულირებაც შეიძლება.

ეხლა ვნახე და სურათებზე რომ ვუყურებ არა აქვს. საკმაოდ უაზროა ასეთი ტარის კონსტრუქცია გააკეთო და მერე ღერძი შტომპოვკით დაამაგრო. მდააა. დანა კარია მართლა, მარა ეს არარეგულირებადი ღერძი პონტია.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2010, 14:13

ხო რო ვნახე მეც გამიკვირდა მარა ეგრე ჩანს სურათზენეტა ვინმეს მაინც ჰქონდეს ვნახავდი რა

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 25 2010, 15:47

რავი მგონი არაა საჭირო ლაივში ნახვა, ეგრე იქნება რაც მაგ საიტზეა. ტეხავს. საკეც დანებში ვამჯობინებდი ღერძი რეგულირებადი იყოს. რომ მოარყევ დაშტამპულს ვეღარ გაამაგრებ ისევ.

დაიცა ალტერნატივას მოგიძებნი (არა სპაიდერკოს newsmile05.gif )


ა ვიპოვე.





http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BO01BO001

ბოკერ პლუსი, ტაივანში გაკეთებული ( ყველა აქებს ტაივანურ ბოკერებს, ასევე სპაიდერკოებს, ამბობენ ეხლა ტაივანი ისეთ დანებს აკეთებს როგორც იაპონიაო )

არის ძალიან ლამაზი და საკმაოდ ელეგანტური, არავინ დაფრთხება ამის დანახვაზე და საქმესაც გააკეთებს. მოსახერხებელი რამე ჩანს. პირი ნორმალური ფოლადია, სახელურები G-10 თან ეს 100-იანი ვიცი რომ რეგულირებადი ღერძითაა და დაშტამპული არაა. აი ვიდეო:



მე მომწონს. ტიტანის ფერადი ლაინერები ძალიან უხდება newsmile05.gif

მართლა, ასეთივე დანა ახლახანს გამოუშვეს ოღონდ ტარზე არის კაკლის ხის მასალა:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BO01BO004



ნახე ესეც:

http://www.boker.de/us/pocket-knife/boker-plus/tactical-knife/01BO330.html

ასევე ეს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BOP560

ესეც:

http://www.boker.de/us/pocket-knife/boker-plus/outdoor-knife/01BO410.html

ბოკერს იმიტომ გთავაზობ, რომ საკმაოდ მომწონს მათი ტაივანური ნაწარმი დანები და ყველა აღნიშნავს, რომ ფასი ხარისხის შეფარდება არის ძალიან მაღალი! მე სულ პირველი ეხსკალიბური მომწონს ყველაზე მეტად, რაღაც დახვეწილია და ელეგანტური, ეტყობა კარგი დიზაინერის ნამუშევარი რომაა newsmile05.gif

გაითვალისწინე, რომ ბოკერის საიტზე ფასები არის ასე 20-40 პროცენტით უფრო მაღალი, ვიდრე გადამყიდველების საიტებზზე.

ეს კიდე კოლუმბია რაღაცა რაღაცა დანა:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=CRK455TXP

ფასი დიდია შედარებით, მარა რა აქვს ამ დანას პლიუსი: შაიბების მაგივრად გამოყენებულია პატარა ბურთულები, ასე რომ ძალიანაც რომ მოუჭირო ღერძს, პირი ისევ ისრიალებს რადგან შაიბებისგან განსხვავებით მოჭერისას ხახუნის ძალა არ იზრდება. ძალიან მაგარი და ინოვაციური სისტემაა. დიზაინი თვითონ ამ დანის ეკუთვნის კენ ონიონს. ტარი ტიტანი, ჩამკეტი ფრეიმ ლოქი (ისევე ძლიერი და საიმედო როგორც ბექლოქი, შეიძლება კიდევ უფრო ძლიერიც. პირი არის იაპონური acuto+ ფოლადი, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ძალიან მაღალი კლასის ფოლადია.

მშვენიერი დიზაინი:






აი განხილვა:
http://www.bladeforums.com/forums/showthread.php?t=750783

მესმის, საკმაოდ ფასი ადევს, მარა მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი ეხლა საკეცი დანა რომ მინდოდეს. ფრეიმლოკი და ტიტანი + შაიბების მაგივრად ეს სისტემა და ამას ყველაფერს კენ ონიონის დიზაინი არის იდეალი საკეც დანებში.

არის კიდევ უფრო პატარა მოდელი, უფრო იაფად მარა რავი მე დიდი ზომისას ვარჩევდი :

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=CRK450TXP

ეს პატარა 115 ღირს 150-ის ნაცვლად, მარა რავი...

მოკლედ შენი საქმისა შენ იცი. ისე მე ყველაზე მეტად ბოკერ ეხკალიბური და ეს CRK&T მომწონს.

მოკლედ რაც არ უნდა გადაწყვიტო, წარმატებები.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2010, 17:16

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 25th June 2010 - 16:47) *
დაიცა ალტერნატივას მოგიძებნი (არა სპაიდერკოს

მაინც გამახსენე ხო newsmile05.gif რავქნა ბენჩმეიდმა დაიპყრო ჩემი გული და მაგის მერე სპაიდერკოს ვერ უყურებ

ეს KRKT ეროსი კაია მაგრამ KRKT რიპლი2 უფრო მომეწონა
თან ყველაზე დიდი მინუსი ყველა 440ც სგანაა დამზადებული შტეიგერვალტი კი დ2სგან

შენ პრაქტიკაში როგორ გქონია მალე იწყებს ყანყალს დანა??
ისიც გაითვალისწინე რო თუ შტამპოვკაა ესეიგი ხოდიც არ ექნება რო მოეშვას


პოსტის ავტორი: nihontoman Jun 25 2010, 17:45

ესეიგი, მაქვს ერთი შტამპოვკა, ეს არის სპაიდერკო პოლიციის მოდელი, რკინის. რო ვიყიდე გვერდითი თამაში არ ქონია. დიდი ხნის ხმარების შემდეგ არ გასჩენია, ან თუ გაუჩნდა ვერ შევამჩნიე (რისი შანსი არის ძალიან მცირე, ყოველ დღე ვათამაშებ პოლიციას ხელში და ვამოწმებ, ვერ ვიტან როცა დანა თამაშობს ან ცენტრირება არ არის იდეალური როცა დაკეტილია და ა.შ.)

ასე 2-3 თვის ხმარების შემდეგ დამივარდა ასე ორი მეტრი სიმაღლიდან გრანიტზე. დავარდა პირით, გვერდულად. შედეგად გაუჩნდა მცირე ყანყალი, ძალინ მცირე, რომელსაც ვერაფერი ვუშველე. ეს რომ ყოფილიყო ვინტზე, ავდგებოდი და მოვუჭერდი, მარა ამას ვერაფერს ვშველი. შტამპოვკა ადვილად არ ეშვება, მარა თუ დაეშვა ვსიო, მთEლი ცხოვრება ნერვებს უნდა გიშლიდეს!

ყველა დანარჩენი დანა რაც მაქვს არის ვინტზე. ძალიან ბევრს ვხმარობ, მაგრამ არ დაშვებულა. ზატო როცა დაზეთვა დასჭირდა შაიბებს, ადვილად დავუშვი, გემრიელად დავზეთე და ისევ იმ დონეზე დავაყენე როგორც იყო. ადვილად ვხსნი ცერა თითის მარტივი მოძრაობით, მარა გვერდიტი თამაში არც ერთც არ აქვს (გარდა ბერ ჰოკბილისა, რომელსაც რაღაც დავუზიანე და იმის შემდეგ ვეღარ ვარეგულირებ ისე რომ ადვილად იხსნებოდეს და არ ყანყალებდეს :( )

რაც შეეხება 440C ფოლადს. მაგას ნუ უყურებ, იგივე ბოკერ ექსკალიბურს 440C ყელში ამოსდის. ძალიან კარგი ფოლადია, ევროპელები სულ მაგას იყენებენ. საერთოდ ფოლადის მარკა გადამეტებულად არის წარმოჩენილი. მართალია კარგია სუპერ-დუპერ ფოლადი, მაგრამ იმდენი განსხვავება არაა, რაც ზოგიერთს გონია. მე მაგალითად თუ დანა მართლა მომწონს ფოლად სნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მთავარია 420 ან კიდევ უფრო უარესი ფოლადი არ იყოს და დანარჩენი უკვე შეფარდებითია.

crkt დანებიდან რიპლი კი მოგეწონა, მარა რიპლიზე იყო რაღაც განხილვები, და ამბობდნენ თავისი მინუსები აქვსო, აი ეროსს კი მინუსები საერთოდ არ აქვს. თან დიდი ზომის ეროსი 1.4 უნციაა, როცა პატარა რიპლი არის 2.4 უნცია. გეუბნები, არც ერთია დიდი წონა და არც მეორე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეული გრამი! ეს ორივე ისეთი დანებია, რო ყოველდღიურად ჯიბით უნდა ატარო. წარმოიდგინე ისე ხარ გამოწყობილ, რომ შარვალს ჯიბეები არ აქვს, დანა კი პერანგის ჯიბეში გიდევს. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მსუბუქია ნივთი, მით ნაკლებად დისკომფორტს შექმნის იგი გულის ჯიბეში. პატარა წონა მიიღწევა საკმაოდ კარგად გააზრებული დიზაინით და გამოყენებული მასალით. ტიტანი საკმაოდ მსუბუქია, ეროსი ტიტანისგანაა გაკეთებული. აი რიპლი კი ფოლადია. არ ვიცი როგორ გადმოვცე, ცოტა ძნელია, მარა ფოლადის დანები პატარა ზომაში დიდ წონას იკავებენ. იგივე სპაიდერკლო პოლისი ძალიან ცუდ შეგრძნებას ტოვებს ჯინსის ჯიბეშიც კი, მარტო იმიტომ, რომ მიუხედავად მისი თხელი ფორმატისა, საკმაოდ მძიმეა და რატომრაც პატარას და მძიმეს ფეხი აღიქვამს როგორც ძალიან უსიამოვნო საგანს. მილიტარყ უფრო სქელია და დიდი, მარა შედარებით მსუბუქია და ჯიბით რომ ატარებ საერთოდ ვერ გრძნობ. ამ შემთხვევაშიდაც დარწმუნებული ვარ ასე იქნება, ეროსი ჯიბეში გაცილებით შეუმჩნეველი და სასიამოვნო იქნება, ვიდრე რიპლი.


ხო, მართლა, ბენჩმეიდმა თუ დაიპყრო შენი გული, მაშინ ეს საერთოდ გულს მოგიკლავს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM741

დიდი მოშნი და უტილიტალური პირი. ცნობილი აქსის ლოქ მექანიზმი, რომელიც განთქმულია თავისი მუშაობის სიზუსტით და სირბილით (ასევე მაღალი საიმედოობითაც. ადრე ერთ-ერთი ბენჩმეიდი მეჭირა ხელში ამ ტიპის ჩამკეტით და იმის მერე კარგა ხანი ბექლოქისაკენ გახედვა აღარ მინდოდა...), CPM 154 CM ფხვნილოვანი ფოლადი (არის ასევე არაფხვნილოვანი 154 CM ფოლადებიც, თუმცა ფხვნილოვანი უფრო პრესტიჟულად ითვლება), G-10-ის ტარი.

დიზაინი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ბობ ლამს, ძალიან მაგარ დიზაინერს და ოსტატს. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მისი ნებისმიერი დიზაინის დანას, განსაკუთრებით ამას და კიდევ seki cut მიერ დამზადებულ encounter.

პროსტო მონსტრია და ჯიბითაც ატარებს კაცი (გულის ჯიბით ვერა ოღონდ, მარა შარვალში პრობლემა არ იქნება. მილიტარის ხელაა დაახლოებით, იმას კიდევ უყვარს ჯიბეში ყოფნა newsmile05.gif ) ფასი არის 150 დოლარი. ჩeმი აზრით ღირს, ნამდვილად ღირს.


ბევრი არ იფიქრო გეუბნები, აირჩიე რომელიმე. თუ მაინც და მაინც ბენჩმეიდის მურამი გაქვს, მე ამას გირჩევდი. თუ ამდენის გადახდა არ გინდა, მაშIნ ექსკალიბური ძაან მაგარი რამეა. მოკლედ რავი, მე მეტი რაღა ვქნა, აწი შენზეა. newsmile035.gif

ვამატებ ვიდეოს:


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2010, 22:05

nihontoman
ეს მოდელი და 740 DejaVoo თავიდანვე ძალიან მომეწონა თან უახლესი მოდელებია ხო მგონი
მაგრამ ცოტა დიდებია და ფასიც კაი დიდები აქვთ

შტეიგერვალტი იმიტომ მომეწონა რომ თხელი პირი აქვს მეტალიც კარგი აქვს და საერთოდ სადა დანაა და ფუნქციური
რუსულ ფორუმზე ოპინელს შეადარეს რამაც ძალიან გამახარა .იტოგში ის არის რაც მინდა მაგრამ შენი არგუმენტებიც მართალი და უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.
რო გითხრა მეჩქარება და გავრბივარ საყიდლათთქო არარის ეგრე მაგრამ მინდა რო დროზე ავარჩიო რამე
თუ შეგიძლია მირჩიე მაგ სტილში რა შეიძლება რო ვნახო

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 25 2010, 22:48

740-ე მოდლი არაა უახლესი, საკმაოდ ძველია, ასე 5-6 წლის მგონი. ეს 741-ია მგონი და ეს 2010 წლის მოდელია. მე ეს მირჩევნია, 740-ს აქვს თავისი მინუსები, რაც ამას არ აქვს, თან ამას უფრო მეტი "ხასიათი" აქვს თითქოს...

ნუ რაც შეეხება სადა მუშა დანას გირჩევდი:

ბოკერ ექსკალიბური. უკვე გითხარი ძალიან მაგარია როგორც ამბვობენ, ვიდზეც მომწონს და რავი მგონი საკმაოდ კარგი ფუნქციონალური რამეა. ფასი დაახლოებით 50 დოლარია, რაც საკმაოდ კარგი ფასია მაგ ხარისხის დანისათVის.


ასევე მომწონს http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1745

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 25 2010, 22:58

nihontoman
გმადლობ რჩევისთვის

ეშჩო პადუმაიუ

პოსტის ავტორი: Davitus Jun 26 2010, 00:52

T A M P L I E R

შენ რომ მოგწონს იმ სტილში, ასეთი მომწონს ბენჩმეიდის

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM890

ეგეთი კომბო ეიჯითაც აქვთ, მაგრამ ეს ორლესულები არ მევასება

აი ფასიდან გამომდინარე ამ ჰეკლერკოხის დათრევაც მინდა, ტანტოს სტილში

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BMHK14351BT

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 08:02

Davitus
არა ეგეთი მსხვილ პირიანი არმიზიდავს ეს შტეიგერვალტი იმიტომ მომეწონა რო თხელი პირი აქვს და თვითონაც მჩატეა

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 26 2010, 09:13

ალბათ ყურადღება არ მივაქციე წვრილ პირიანი რომ მოგწონს. აბა მაშინ ეს ნახე:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1530

პირი ამაზე წვრილი აღარ არსებობს ბნებაში newsmile05.gif თან 20 დოლარი ღირს და მაგ ბენჩმეიდის ნაცვლად 4-ს იყიდი ...

ფოლადი მომწონს, კარგი სახმარია და რო გალესავ, საკმაოდ ბასრი შეგიძლია გახადო (დაჟე ერთხელ წვერიც გავიპარსე სპაიდერკო ბერდით ამ ფოლადისგან რომაა). სახელური G-10 არის, რომელი საუკეთესო ხარისხის ნამდვილად ვერ იქნება, მარა მაინც G-10 და არა უშავს. კონსტრუქცია იშლება, ადვილად სახმარი ლაინერ ლოქი ჩამკეტი აქვს. მოკლედ კარგი რამეა მითუმეტეს ამ ფასად.

უი, კიდევ ერთი გამახსენდა, ბენჩმეიდის ნაგარა, მაგარი რამეა:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM13740

ეხლა ჰარლი დევიდსონის სახელით თუ გამოდიოდა არ ვიცოდი... მოკლედ ფოლადი საშუალო კლასის (იგივე რაც წინას) ტიტანის და ფოლადის სახელური, მშვენიალური წვრილი და ელეგანტური პირი. ტიტანი არის მოლურჯო, მონაცრისფრო ფერის. მოდიფიცირებული ლაინერ ლოქი ჩამკეტი. ყველა ამბობს რომ ძალიან მაგარი დანააო, არ ჩამოუვარდება ბენჩმეიდიდს უმაღლესი კჯლასის წარმომადგენლებსო ხარისხში.


დასლა ამისიც შეიძლება.


ვიდეო:



აი კიდევ წვრილპირიანი ბოკერი:

http://www.boker.de/us/pocket-knife/boker-plus/tactical-knife/01BO055.html

ესეც კარგი რამე ჩანს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=CR1053W

სურათი:




ტარი G-10 და ხეა, ლამაზი რაღაც |ჩანს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 09:30

ეგრე რა მაგარია მაგრად მომეწონა.მგონი ზუსტად შტეიგერვალტის ნაირი პირი აქვს არა?მაგრამ სლიშკამ იაფი არ გეჩვენება??


პოსტის ავტორი: Davitus Jun 26 2010, 09:42

მეც მომეწონასავით მაგრამ რაღაც ფასი მაეჭვებს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 09:46

ეეე მაინც დავიციკლე რა ისევ შტეიგერვალტისკენ მიმიწევს გული

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 26 2010, 10:04

T A M P L I E R
Davitus
რომელის ფასი გაეჭვებთ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 13:32

პირველის

http://i2.guns.ru/forums/icons/forum_pictures/002354/2354395.jpg

ამაზე რა აზრის ხარ

http://www.google.ge/imgres?imgurl=http://www.bladehq.com/images/knives/kershaw/kershaw_G-10_HAWK_1530_open.jpg&imgrefurl=http://www.bladehq.com/item--Kershaw-G10-Hawk-Manual--5284&usg=__6uTJGa86UCmsJ-7pjYsFioeMigM=&h=450&w=400&sz=26&hl=ka&start=1&um=1&itbs=1&tbnid=AM_jMlxzHqGgLM:&tbnh=127&tbnw=113&prev=/images%3Fq%3DKershaw%2BG10%2BHawk%26um%3D1%26hl%3Dka%26client%3Dopera%26sa%3DN%26rls%3Dru%26tbs%3Disch:1

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 26 2010, 14:05

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 26 2010, 14:32) *
პირველის

http://i2.guns.ru/forums/icons/forum_pictures/002354/2354395.jpg

ამაზე რა აზრის ხარ

http://www.google.ge/imgres?imgurl=http://www.bladehq.com/images/knives/kershaw/kershaw_G-10_HAWK_1530_open.jpg&imgrefurl=http://www.bladehq.com/item--Kershaw-G10-Hawk-Manual--5284&usg=__6uTJGa86UCmsJ-7pjYsFioeMigM=&h=450&w=400&sz=26&hl=ka&start=1&um=1&itbs=1&tbnid=AM_jMlxzHqGgLM:&tbnh=127&tbnw=113&prev=/images%3Fq%3DKershaw%2BG10%2BHawk%26um%3D1%26hl%3Dka%26client%3Dopera%26sa%3DN%26rls%3Dru%26tbs%3Disch:1



ანუ პირველის კერშოსი გაეჭვებს ფასი? ბენჩმეიდის კლასის დანა ნამდვილად ვერაა და თვითონ როგორც კერშოა მოდელი საბაზისოა, თუმცა ბევრი აქებს.

ხოლო რაც შეეხება ბენჩმეიდ 710 მოდელს, ეგ მაგარი რამეა. ადრე მეჭირა ეგ და საკაიფოა, თხელია, სწრაფი და ელეგანტური. პირი ასე 4 დუიმი აქვს და ადრე M2 ფოლადიგან იყო, მერე D2 და ეხლა სიმართლე გითხრა არ ვიცი საერთოდ რა ფოლადი გამოიყენება (მარა კაი რაღაც არის, პრემიუმ მასალებით აწყობდნენ ყოველთვის და ახლაც ფოლადზე არ მოჟოშკავდნენ).

ამბობენ ჯიბეში სიარული უყვარსო, თან ბენჩმეიდია რა, კარგი რამე იქნება.

მოკლედ შენ ეხლა მაგარი აირევი... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 16:08

nihontoman
ავირიე უკვე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 26 2010, 17:16

მოდი კიდევ უფრო კარგად რომ აირიო ასეთ რამეს გავაკეთებ, დავწერ ჩემს რჩეულებს წსხვა და სხვა სიტუაციების გათვალისწინებით:

მაქვს ფული და იმენა ბენჩმეიდი მინდა :

1-მოდელი 741 (აი ის მონსტრი წინა გვერდზე რომაა)
2-მოდელი 710

მაქვს ფული და უბრალოდ კარგი დანა მინდა:

1-ისევ ბენჩმეიდ მოდელი 741
2-ეროსი 3 დუიმიანი
3-ერთი კაი ჯიგრული სპაიდერკო newsmile035.gif , მაგალიტად ეს: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=SP135GP

არა მაქვს იმდენი რომ დანაში 150 მივცე და მინდა 100-ის ექვემოთ დავრჩე:

1-ბოკერ ექსკალიბური ან ეხკალიმური (G-10 ან კაკლის ხის ტარით)
2-ბენჩმეიდის ნაგარა
3- ან სპაიდერკო მანიქსი 9თავს ვერ ვიკავებ newsmile035.gif)

არ მაქვს 100 დოლარი დანაში მისაცემი და მინდ ა ასე 50-60 დოლარში ჩავეტიო:

1-ისევ ბოკერ ექსკალიბური (მომწონს და რა ვქნა?)
2-კერშო ENER-G დიდი ვარიანტი
3-რაიმე სტილნი crkt, თუნდაც ისევ ის წინა გვერდზე რომ იყო ხის და G-10-ის კომბინირებული ტარით.

ჰა აბა ხო დაიბენი კიდევ უფრო მაგრად?

პ.ს. შენი ტავდაპირველი რჩეული ზალიან მომწონს, მარა არ მიყვარს შტამპოვკა, ამიტომ საერთოდ ამოვაგდე სიიდან...
პ.პ.ს. ზემოთ გაკეთებულ რეიტინგში ასე თუ ისე გათვალისწინებულია შენი სურვილი წვრილი დანებისა (ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასე არაა)


პ.პ.პ.ს. აი ეს ვნახე ეხლახანს :

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BU486BKS
ეს იმ კერშოს ვარიანტია, ფასი რომ არ მოგეწონა. კარგი რამე უნდა იყოს წესით, სახმარად ვირი იქნება. "მაღალი კლასის" რა თქმა უნდა არაა (მე მაგალიტად დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ასეთს, ისე, სამუსაოდ)

იგივე დანა ლამაზ ნარინჯისფერ ფერებში, რო არ დაგეკარგოს:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BU486ORSBC

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 22:47

nihontoman
რა გინდა რას მერჩი newsmile040.gif newsmile05.gif ამ სპაიდერკოს პროპაგანდას მაინც არ ეშვები არა newsmile045.gif newsmile029.gif
იტოგში რა მოდი ესე ვქნათ ჯერ დავითრევ კერშოს რადგან ეფია
ვნახავ რა როგორ არის (დარწმუნებული ვარ არ მომეწონება.განა იმიტომ რო არ ივარგებს,უბრალოდ შტეიგერი მიზის გულში)
და მერე ვნახოთ იქნებ უფრო მსხვილფასიანზეც ვიფიქრო
მაგალითად
http://retrothing.typepad.com/photos/uncategorized/2008/05/22/benchmade.jpg

http://www.northwestfirearms.com/forum/showthread.php?t=13383

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 27 2010, 10:44

T A M P L I E R
ხო რავი ვერ ვეშვები, სპაიდერკოები არც მე მომწონდა თავიდან, მარა ხელში რომ დავიჭირე და ვიხმარე ერთ დღEსაც, მეორე დღეს გავიქეცი და ვიყიდე newsmile05.gif

რომელ კერშოს აპირებ? 20 დო,არიანს თუ იმას, 60 დოლარი რომ ღირს?
თუ 60-იანზე ამბობ, მე მაგას ბოკერს ვამჯობინებდი, ექსკალიბურს, მარა ეგ უკვე გემოვნებაზეა.

მოკლედ იყიდე და დაპოსტე მერე რამდენიმე სურათი პატარა განხილვით.....

პოსტის ავტორი: Davitus Jun 27 2010, 11:32

T A M P L I E R


რომელს აპირებ ამას? http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1530


ერთად დავითრიოთ მაშინ, მეც მაინტერესებს ხმარებაში როგორია, მერე უკვე ფოლადის ხარისხზე გავაკეთებ ორიენტაციას




პოსტის ავტორი: nihontoman Jun 27 2010, 11:38

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS3410

ესეც მაგ მოდელის პონტია და ესეც 20 დოლარი ღირს. ვარიანტად გამოდგება

ვიდეო:



ეს მეორე დანა:




რავი კარგი რამე იქნება ტავის ფასად მეტს ვერ მოთხოვ....

პოსტის ავტორი: Davitus Jun 27 2010, 11:44

მეორეც მომწონს, პირის გახსნა უფრო პრაკტიკულად არის რეალიზებული ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 27 2010, 12:01

Davitus
კაკრას, მეორეს უფრო კარგი და ადვილი გასახსნელი აქვს. ტუ პირველ ვიდეოს უყურე, ამბობს კიდევაც ტიპი რომ გახსნა ცოტა ძნელიაო.....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 27 2010, 19:37

Davitus
კი ვაპირებ კიარადა გადაწყვეტილი მაქვს
მაგრამ აი ჩამოტანისა კი რა გითხრა,დავიხმარებ დიდი სიამოვნებით ვინმეს

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 29 2010, 15:03

T A M P L I E R

არაფერი არაა ჩამოტანა, Davitus დაგეხმარება ერთად თუ ჩამოიტანთ ბოლო ბოლო. რომელი გინდა ამ ორიდან? პირველი თუ მეორე?

მოკლედ რომ ჩამოიტანთ პატარა სურათები დ განხილვა გააკეთეთ, კარგი იქნება.


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 29 2010, 15:09

დეივიიიიდ სად ხაააარ?
აი მოვიდეს დავითა და ვნახოთ მე პირველი მომწონს ბევრად

პოსტის ავტორი: შალვა Jun 29 2010, 15:48

knifecenter.com იცოცხლე მაგრად მომეწონა (არ ვიცოდი მადლობა) მაგრამ რამდენი დანა მომეწონა ან ჩინურია ან ტაივანის გამოშვება, ყველა ესეა? თუ მე არ მიმართლებს? newsmile040.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 29 2010, 16:08

შალვა
შენ ეძებ ცუდად. თუ გინდა ეხლავე 500 დოლარიან კრის რივის ქასტომ 2010 წლის მოდელის ლინკს დავდებ, რომელზეც ძალიან ვაფრენ, მარა 500$ დანაში ჯერ მაქამდე არ მივსულვარ, მილიონერი რო გავხდები მაშინ ბაზარი არაა.

აი ვნახელინკი, ეს ისე ყოველი შემთხვევისათვის:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=CRKTILOCK

მერეც მეორე, ჩინური და მითუმეტეს ტაივანური არ ნიშნავს ცუდს, ტაივანში ამ ბალო დროს ისეთი ხარისხის დანებს აკეთებენ როგორც იაპონიაში, ჩინეთშიც კარგი ხარისხის დანებია, მთავარია რომელი კომპანია აწარმოენს და ხარისხის კონტროლი როგორია.

T A M P L I E R
ხო, მე ორივე მომწონს, მარა პირველს მართლა აქვს რაღაც ესთეტიური ხიბლი, რაც მეორე არ აქვს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 29 2010, 22:57

დემეხმარეთ ბიძიებო ჩამოტანაში

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 30 2010, 20:16

T A M P L I E R
სიამოვნებით დაგეხმარებოდი, მარა სხვა რარაცეებიც ცამომაქ და მერე განბაჟებას რომ აცდება უკვე თავის ტკივილია.....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 30 2010, 20:23

nihontoman
გაიხარე.
იქნებ დევიდასაც უნდოდეს და ერთად შეუკვეთავთ

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 30 2010, 22:04

T A M P L I E R
ვერ მიხვდი შენ, დაგეხმარებოდი, თუმცა არ შემიძლია, იმიტომ რომ უკვე რაღაცეები მაქ გამოწერილი და კიდევ რამე რომ დავამატო უკვე განბაჟებაში ვვარდები, აი ეგ პროცედურა კი არ მხიბლავს მაინც და მაინც... newsmile019.gif

ისე, ნამდვილად არაა ძნელი, მართლა ადვილი პროცედურაა. მეზობელ ფორუმზე არის ძალიან კარგი მანუალი იმისა თღუ როგორ უნდა გამოიწერო ინეტიდან და თუ წესებს არ დავარღვევ დავდებ ლინკს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 1 2010, 00:01

nihontoman
კი კაცო როგორ ვერ მივხვდი რა პრობლემაა ოღონდაც გააჩერე ეგ იარაღი თორე ვეღარ ვიხედები თვალში ისეთ კვამლი დადგა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 1 2010, 02:04

T A M P L I E R

რომელი გადაწყვიტე ბოლო-ბოლო, მე მაინც პირველი მომწონს http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KS1530 დიზაინით, მეორე უფრო პრაკტიკულია, მაგრამ დიზაინი ვერ ქაჩავსსავით


nihontoman

მაგ საიტიდან შეგიკვეთია? ჩვეულებრივ იწერ როგორც ამაზონიდან? შიპინგი რამე აქვს?

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 1 2010, 09:18

T A M P L I E R
აააა, გასაგებია.
იარაღს რაც შეეხება, თუ პრობლემას ქმნის საიტის ჩატვირთვაში, ან თვალებს აჭრელებს და უსიამოვნოა, შემიძლია გადავაყეენო.
(პისტოლეტი არის Beretta 92FS, დაგრძელებული ლულით, ხომ მაგარია? )newsmile035.gif

Davitus
კი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიწერე აი ეს ორი და ველოდები:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BO02BO270

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BO02BO271


ორივე ახალი მოდელია და როგორც კი in stock გახდება ერთერთი, ეგრევე out of stock -ად გადაიქცევა, ცხელი ღვეზელებივით იყიდება. მე კიდე ორივე ერთი დაკვეთით რომ გამოვიწერე, ორივე ერთად თუ იქნება სტოკში არ გამოუშვებენ ცალკე ერთ-ერთს (ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა) ამიტომ ველოდები....

ამაზონიდან დაკვეთას უფრო ნაკლებად გავს, 6pm.com თუ იცი იმას უფრო გავს (ანუ ბილინგ მისამართში საკრედიტო ბარათზე არსებულ მისამართს ვერ მიუთითებ რომს გინდოდეს, რადგან საიტი შტატს და ზიპ კოდს ითხოვს....). პრობლემა არაა, რადგან ამ ფორუმზეც იყო მგონი ვიღაც ადრე რომ ამბობდა ამ საიტიდან დანა გამოვიწერეო და ჩამოუვიდა....



პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 1 2010, 09:34

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 1st July 2010 - 10:18) *
იარაღს რაც შეეხება, თუ პრობლემას ქმნის საიტის ჩატვირთვაში, ან თვალებს აჭრელებს და უსიამოვნოა, შემიძლია გადავაყეენო.
(პისტოლეტი არის Beretta 92FS, დაგრძელებული ლულით, ხომ მაგარია? )

ვიხუმრე შეკაცო ვიხუმრე newsmile015.gif newsmile015.gif newsmile035.gif newsmile035.gif

Davitus
ხო პირველზე ვამბობ .რავი მე ეგ მომეწონა
შენ რას ფიქრობ??

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 1 2010, 15:52

T A M P L I E R


ხო დიზაინი მართლა პირველის უფრო მიმზიდველია და უფრო სერიოზული..... რავი იყიდეთ და პრობლემა არ უნდა იყოს, კაი დანებია როგორც ამბობენ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)