თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო დანები და ნაჯახები _ დანების საჭორაო

პოსტის ავტორი: ბესო Jun 17 2009, 23:55

მგონი მეზობელი მეიარაღეების ფორუმიდან უნდა მახსოვდე newsmile05.gif კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე. თუ არ დაგეზარება, მაღლა განყოფილებებში გამოკითხვა გვაქვს ვინ საიდან შეიტყო ამ ფორუმის შესახებ და მიიღე მონაწილეობა. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 18 2009, 00:00

lasharela_ava

გაუმარჯოს ახალ წევრს
გასაყიდი თუ გექნება რამე ამ განყოფილებაში შეაგდე რა http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=29


შეკვეთებზე მუშაობ თუ პირდაპრ შენი ინიციატივით აკეთებ პირის გეომეტრიას, მასალას და ტაებს?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 18 2009, 01:16

ვააა მაგარია...მაგარი ნამუშევრებია..კარგი იქნება თუ გავიცნობთ ერთმანეთს...ეგეთ რაღაცეებს მეც ვაკეთებ(ოღონდ დაკვეთებზე არ ვმუშაობ) ისე უბრალოდ(მხატვარი ვარ)

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 18 2009, 11:16

lasharela_ava
გაგიმარჯოს, კეთილი იყოს შენი ფეხი.
რა მაინტერესებს, რო დაგიკვეთო დანა, ყველანაირ სტილისას აკეთებ? ასევე მაინტერესებს თუ შეგიძლია ლამინირებული ფოლადის დამზადება მაგალითად ძველი იაპონური san mai ტექნოლოგიით?
შეგიძლია ასეთი ფორმის დანა გააკეთო:

ოღონდ ისე, რომ იგივე ტექნოლოგიები გამოიყენო რასაც ნამდვილებში იყენებენ(ფოლადის დაკეცვა ფენებად, ლამინირება, თიხით გამოწრთობა)
თუ შეგიძლია რა დაჯდება დაახლოებით და იქნებ ისიც თქვა კონკრეტულკად რა ფოლადის მარკებზე მუშაობ?

პოსტის ავტორი: შალვა Jun 18 2009, 12:36

lasharela_ava
მე მჭირდება სპილოს ან მამონტის ეშვის მასალა სატარედ, თუ გაქვს გაყიდი? და რამდენად?

პოსტის ავტორი: Hubert Jun 18 2009, 12:42

ლაშა კეთილი იყოს ძმა შენი ფეხი ამ ფორუმზე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 18 2009, 13:13

ვააააააააააააააააააააააააა

სასიამუვნოა ამის ხილვა ფორუმზე, იმის გაგება უფრო მესიამუვნა საქართველოსი ასეთი ოსტატები რომ ყოფილან, ღმერთმა გამრავლოთ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 18 2009, 15:05

ლაშა ეხლა რაცა გაქვს გასაყიდი იმათო ფოტოებიც დადე და ფასებიც მიაწერე რაა! ვიცი სენი ნამიშევრები მომწონს და მინდა ან შეკვეთა გავაკეთ

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 18 2009, 16:12

მართლა მაგარია! small3d018.gif კარგი ხელი გქონია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max Jun 18 2009, 16:19

ლაშა გამეხარდა ასეთი თემის გახსნა,კეთილი იყოს შენი ფეხი ფორუმზე!!!
იქნებ შენი ნამუშევრების ფოტოები თავისი ფასებით დადო (არ დაგავიწყდეს ზომების მიწერა)!!!

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 18 2009, 17:33

ციტატა
რაც შეეხება იაპონურ დანას ლამინატის პირით ერთს ვიტყვი - ნურასდროს მოსთხოვ რიგით იაპონელს დაუკრას ტამტამი შავკანიანზე უკეთ და პირიქით... ანუ ქართველს არასდროს გამოუვა იაპონური დანის ზუსტი ანალოგი, მაინც თავისას ჩასდებს რაღაცას
არც ლამინატს აღვიქვავ რაღაც მოვლენად. თუ სერიოზულად ხარ დაინტერესებული რომ საქართველოში დავამზადოთ ტატნო გეტყვი რომ ცდა ბედის მონახევრია, თანაც მისი ჩემებური ვერსია დამზადებულიც მაქვს... უბრალოდ ძვირი დაგიჯდება საკმაოდ

ჩინელებს გამოდით და საკმაოდ იაფად და ხარისხიანად:

შენც გამოგივიდოდა უფრო უკეთესიც პროსტო ტექნოლოგიის ცოდნა და შესაბამისი(საქართველოში არსებული) ინსტრუმენტებია საჭირო.
შენებური ვერსია კარგია, ეტყობა რომ ეცადე-გეომეტრიის სწორად გამეორება ბევრს არ გამოსდის. პირზე ჰამონი(წრთობის ხაზი) ნამდვილი არ არის-კოსმეტიკურია, თუმცა მინდა გითხრა საკმაოდ ლამაზი და ნამდვილსაც გავს...
მხატვარი ხარ და ვიცი რო შენს ქმნილებას შენი რაღაცაც გაერევა, მაგრამ ეგ კარგიცაა- კულტურების სინთეზი საკმაოდ ეფექტურია ხოლმე, როდესაც საქმე დიზაინზე მიდგება.
მოკლედ წარმატებებს გისურვებ და კიდევ ერთხელ:კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე...

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 18 2009, 19:37

lasharela_ava
ყველაზე ჩვეულებრივი, მაგრამ რათქმაუნდა ხარისხიანი სანადირო დანის ფასი რა არის თქვენთან?

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 18 2009, 20:04

გაიხარე ლაშა ნამდვილად კარგი ხელი გქონია სამომავლოდ შეკვეთეზე ვიფიქრებ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 19 2009, 16:00

და პირი რო გამოაწრთო მაშინ რა დაჯდება?

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jun 19 2009, 18:27

ციტატა(nihontoman @ 19th June 2009 - 04:00 PM) *
და პირი რო გამოაწრთო მაშინ რა დაჯდება?


ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 20 2009, 00:12

lasharela_ava

მართლა მაგარი ხალი გაქვს small3d018.gif და კარგი პროფესიას მიყვები

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 8 2009, 15:01

მიდი გვითხარი აბა, დიდი სიამოვნებით დავხედავდი ხელთქმნილებებს newsmile05.gif
ყოველ დღე იქნები თუ კონკრეტულ დღეს გამოგიყოფენ და მარტო მაშინ უნდა მოვიდეთ?

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 10 2009, 22:29

ვაააააააა საინტერესო იქნება small3d018.gif

პოსტის ავტორი: 919 Jul 28 2009, 22:23

არ დალეულა ოსტატი მარჯვეთა ხელით ქართული! newsmile05.gif
სასიამოვნოა ამისთანა ადამიანის გაცნობა small3d018.gif

ბოდიში, ბლა-ბლა-ბლა .... ქართველი!

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2009, 15:28

Ва, как я раньше не увидел эту тему..
Оч симпатичные ножики, обработка - вполне на уровне, в украшательстве чувствуется вкус и мера newsmile05.gif..
Хотелось бы поподробнее узнать:
1.

QUOTE
პირის მასალად ვიყენებ მზა ფოლადის პირფიტებს ნფტ რ6მ5 რ6ამ5...
Значит все ножи ржавеют?
2.
QUOTE
მათი სიმტკიცე მერყეობს 58-63 ერთეულებში როკველის შკალით. (ფოლადის შესაბამისად) ფოლადს თერმულად არ ვამუშავებ (ჭედვა წრთობა)
я правильно понял, что при изготовлении этих ножей производится только мех. обработка материала без последующей термообработки? Т.е., твердость клинка будет не выше (а может и ниже), чем твердость исходного материала? Интересно, как достигаются 63 по Роквеллу..

Остальное напишу в http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=105&pid=33903&st=90&#entry33903newsmile045.gif

პოსტის ავტორი: lasharela_ava Oct 10 2009, 18:28

გაუმარჯოს. ბოდიში ქართულად უნდა გიპასუხო...

კი ეგ ფოლადის მარკები ყველა ჟანგვადია. მაგრამ არა კატასტროფულად. სამაგიეროდ უკეთესი ჭრა აქვს უმეტეს უჟანგავ ფოლადებთან შედარებით.

ფოლადს თერმულად არ ვამუშავებ ანუ ვიღებ ნაწრთობ ნამზადს და მისგან მაკეთებ სასურველი ფორმის დანას.

ნფტ - სიმტკიცე როქველებში სახელმწიფო სტანდარტით (გოსტ) 58 ერთეულია
რ6მ5 - ის კი 63 ერთეულამდე შესაბამისად ჩემი დანების იგივე სიმტკიცისაა...

სხვა შეკითხვებიც თუ გაქვს არ მოგერიდოს შევეცდები ყველას უპასუხო

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 10 2009, 21:56

კაია ძმაო კაი,ღმერთმა ხელი მოგიმართოს! მართლა კაი ხელი გქონია! კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვევნ ფორუმზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: laval Oct 15 2009, 17:12

გამარჯობა ლაშა

1. სად შეიძლება შენი ნამუშევრების ნახვა ???
2. სახელოსნო თბილიში გაქვს ??


პოსტის ავტორი: lasharela_ava Oct 19 2009, 20:14

გაუმარჯოს. კარგი ნიკი გაქვს. ლავალ (ლ.ავალIANI) ეგ ნიკი მინდოდა ჩემთვის მაგრამ ამ სახელით ვარ სხვა ფორუმებზეც და ისევ ეს გადავწყვიტე. შენ საიდან მიხვედი მაგ სახელამდე?

სახელოსნო თბილისში მაქვს (სახელოსნო რა 8 სართულიანის მიშენებაში ხდება ყველაფრის დამზადება) დანების უმრავლესობა მიდევს რკინის რიგში გალერეა კამეა (საბილიარდო აკურა, ლონდონ ფაბი, კლუბი ზენი... მათ შორის)

პოსტის ავტორი: nadiroba-tevzaoba Oct 28 2009, 17:11

გმარჯობა! მართლა კარგი დანები გაგიკეთებიათ, კარგი იქნება საშუალო ფასებს თუ მიაწერ, ან პირადად ვნახოთ შენი შემოქმედება.

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 29 2009, 21:56

უფ შენ შემოგევლე, მაგის ფასი თქვი რაა არი აბა?newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 29 2009, 22:40

მაგარია მომეწონა! საღოლ! ისა და რამე ქართული ორმანენტი არ გიცდია არასდროს? ბორჯღალი ვაზი ან რამე ეგეთი ჰა ნიკუშ?? მაგრი ხელი გაქ და გამოგივა მაგარი რამე იქნება მე მგონია ქართული სულისა და ხასითისა! ესეც მაგარია ბაზარი არაა!

პოსტის ავტორი: გოგა Dec 29 2009, 22:41

ციტატა(irakli fofxadze @ 29th December 2009 - 23:40) *
ისა და რამე ქართული ორმანენტი არ გიცდია არასდროს?

ისე კარგი აზრია ხო იცი,უნდა შეუკვეთო ერთი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 29 2009, 22:47

hunter777
დანაზე არ მიცდია და ისე თოიძე მაქვს დამთავრებული და მაგის მეტს კი არაფერს ვაკეთებდი,ვნახოთ მომავალში რა იქნება

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 30 2009, 07:23

T A M P L I E R
კაია ხო იცი

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 30 2009, 12:11

T A M P L I E R
ჩემი ნიჭიერ !
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 30 2009, 12:47

T A M P L I E R
მაგარი გამოსულა საღოლ დერსუ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

გისურვებ ჩემთვისაც გაგეკეტებინოს ეგეთი მაგარი ნივთები newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 30 2009, 13:21

დამსახურება უნდა ყველაფერს newsmile087.gif

პოსტის ავტორი: შალვა Dec 30 2009, 17:20

ვააა! მალადეც ძმობილო კაი ხელი გაქვს ანუ მარჯვენა!!!! სხვა რამეში არ მოაცდინო newsmile090.gif !!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 30 2009, 17:34

შალვა
newsmile01.gif newsmile01.gif newsmile089.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 31 2009, 10:15

შალვა

ციტატა(shalva @ 30th December 2009 - 18:20) *
სხვა რამეში არ მოაცდინო

გადაფიჩინების სმაილიკი newsmile05.gif


T A M P L I E R
ქარქაშს რას უშვები?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 31 2009, 10:59

ვიტო

ციტატა(vito @ 31st December 2009 - 11:15) *
T A M P L I E R
ქარქაშს რას უშვები?

არ ვიცი ჯერ ორი ქარქაში უნდა გავუკეთო,ერთი სატარებელი ტყავის და მეორე რქისგან უნდა გავაკეთო იგივე ჩუქურთმებით

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 11 2010, 21:52

ფასი რა აქვს ამ საოცრებას და რა მეტალია მჭრელი პირი??

პოსტის ავტორი: ბესო Jan 11 2010, 23:42

lasharela_ava

კარგი დანაა.

პოსტის ავტორი: Hubert Jan 13 2010, 16:27

მშვენიალურია ლაშ!

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jan 13 2010, 16:29

გაიხარეთ. პირი ნფტ მასალითაა და დასრულებამდე გაყიდული იყო უკვე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 14 2010, 01:22

მაგარია ვაღირაებ მაგარი ნაკეთობაა დახვეწილი და გემოვნებიანი ნამუშევარია და რას ფასობს ეგეთი ქმნილება ჯიგარო? მინდა რომ მქონდეს ოღონდ ჩემი ინიციალებით და რა დამიჯდება?????

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jan 19 2010, 16:20

მსგავსი დანა 600 დოლარი ეღირება...

პოსტის ავტორი: bardazan Jan 19 2010, 16:30

ლაშა მაგრად მომწონს თქვენი საკეცი დანები, დანა და ნახათი მაგრად ჯდება ერთმანეთში და თან რა მაგ რად ხატავს ის დალოცვილი.
შენი შედარება მახსენდება სერიოზულ საათთან დაკავშირებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Jan 24 2010, 16:18

lasharela_ava

ციტატა(lasharela_ava @ 19th January 2010 - 17:20) *
მსგავსი დანა 600 დოლარი ეღირება...

ცოტა ხელმსისწვდომი ფასები არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 25 2010, 16:29

Akop
თითონ დანების სურათები ხომ არ გაქვს დიდი პლანით? საინტერესოა დიზაინები.......



ციტატა(BEK_M @ 24th January 2010 - 17:18) *
ცოტა ხელმსისწვდომი ფასები არ შეიძლება?

კარგი კითხვაა, და კიდევ კითხვა მაქვს, მართლა რატომ არის ეს დნები ამხელა ფასიანები,
კონკრეტულად შეგიძლია რომ გვითხრა მაგალითად ამ დანას რითი ჯობია იმის არდა რომ ექსკუზივია,
არ გეგონოს რომ რაიმე ირონია იდოს ამაში, ამას 3 ხბო ყავს გატყავებული და დამუშავებული თავის
ძვლებში რახუნიანად, თან ისე რომ კიდევ აიტანდა 2 ცალს მინიმუმ და სალეზე არ ამიყვანია,
მართლა მაინტერესებს ისეთი რა არის ეგეთი რომ მონადირეს შენი დანის ყიდვა ერჩივნოს
ვიდრე მაღაზიიდან?

http://www.radikal.ru

ეხლა თვალი გადავავლე შენ ნამუშევრებს და შემიძლია ვთქვა რომ 1 ცალს ავარჩევდი მხოლოდ ესე სურათიდან,
ისიც დარწმუნებული არ ვარ პრაქტიკაში სახმარად ივარგებს თუ არა, დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგრამ დანების ხმარების
ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ხმარებაში ნაღდად შემიძლია შევაფასო რამდეად გამოდგება, ყველაზე დიდი მინუსი
რაც შევამჩნიე ის არის რომ ხის ტარებს ერიდები რატომღაც.

2 სიტყვით გეტყვი როგორც მონადირე, დანა უნდა იყოს პრაქტიკული და არა ლამაზი, სილამაზეც კარგია
მაგრამ არა უმთავრესი, სახმარად უნდა გამოგადგეს, ხელში კარგად უნდა იჯეს და მჭრელი მახასიათებლების
განვრცობაზე აღარ შევჩერდები, ასე მგონია რომ რაიმე გარკვეული ხაზი არგაქვს არჩეული და ფასებიც ცოტა ძვირი მეჩვენება....

მე პირადად და ბევრი ფორუმელი 100-150 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიდა ნებისმიერ დანაში რომელიც მოეწონება, მაგრამ
ნაღდად ვერ ვხედავ ეგეთებს, იქნება და ორიენტაცია აირო ჩვენზეც newsmile05.gif

პ.ს. კომერციის ამბავი არ ვიცი, თუ შენთვის ეგრე თვლი რომ უკეთესია კი ბატონო, მიაწექი

პატივისცემით.............

პოსტის ავტორი: bala Jan 25 2010, 17:11

T A M P L I E R
საღოლ ძმა უძლიერესი ნაშრომია მე ვამაყობ შენით

პოსტის ავტორი: Akop Jan 25 2010, 18:03

ვიტო.....!!! აქ ნახეთ.... !!!! http://knife.com.ua/galery/galery.htm

პოსტის ავტორი: შალვა Jan 25 2010, 18:20

Akop
კარგი დანებია, რამოდენიმე ძალიან მომეწონა და ერთი შეკითხვა გამიჩნდა, ზემოთ ვიტოს პოსტს თუ ნახავ(მე-60 პოსტ) ფასებზე წერს(100% ვეთანხმები) მაქეთ რა ხდება საშუალო ფასები რა აქვს თვითნაკეთ დანებს? აქ ყიდვას იაპონიიდან ჩამოტანა მირჩევნია თან 3 - 4 ცალი მოვა 600 დოლარად კარგი ფოლადით და ოსტატის სახელიც რაღაცას ნიშნავს ბოლობოლო.

პოსტის ავტორი: Akop Jan 25 2010, 18:31

100 % გეთანხმები...!!! შალვა სჯობს იაპონიდან ჩამოტანა.....

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jan 26 2010, 00:36

ვიტო დარწმუნებული ვარ რომ დანებთან დაკავშირებით კარგი გამოცდილება გექნება მაგრამ მაინც ვერ დაგეთანხმები რომ არაფრაქტიკული დანები მაქვს. ამ ფორუმზე საკმაოდ მცირე ნაწილი მაქვს ჩვენი დანებისა და ვეცდები უფრო გავამდიდრო მაგრამ ერთს ვიტყვი ჩემი დანები ბევრ აქტიურ მონადირის ხელშია ნამყოფი და არაპრაქტიკულობაზე დაწუნება ჯერ არ მომისმენია. (არ ვთვლი წმინდა საკაბინეტო დანებს) ფოტოზე მართლაც რთულია დანის აღქმა და შენთვის მოსახერხებელი დანის სტილიც არ ვიცი...
ფასებს რაც შეეხება 600 დოლარი მართლაც ძვირია საქართველისთვის მაგრამ ეგ დანა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა შეიძინა ამ ფასად და ალბათ მისთვის არც ის წარმოადგენდა სირთულეს იაპონიიდან გამოეწერა 2-3 დანა მაგ ფასად... მაგრამ "რატომღაც" ჩვენი ექსკლუზივი არჩია. ასეთ ფასს კი განაპირობებს: ფოლადის სიმტკიცე (უაღრესად რთულად დასამუშავებელია) ჩვენი დაკეცვის სისტემა რომელსაც ანალოგი არ გააჩნია არც იაპონიაში და არც არსად. ხელნაკეთი დასაკეცი დანა 2 ცალ მატორზე და 1 სვერლოზე რომ იქმნება მგონი ესეც კარგი არგუმენტია. ასევე გრავირება რომელზეც საუკეთესო ოსტატი მუშაობს...
მე ჩემს დანებს არავის ვაძალებ და არც დილიდან გავყვირივარ საქვეყნოდ ცნობილი ისტატების დანებს ვეჯიბრები თქო. უბრალოდ ვაკეთებ რაც მიყვარს და არც ამით გამდიდრებას ვაპირებ. ჩემი დანები კი (საშუალო ფასით 300 ლარი)მეტნაკლებად ყველაზე მისაღებ ფასებშია ქართულ ბაზარზე (თუ ვინმეს საკმაო გამოცდილება აქვს დამეთანხმება)

ხეს რაც შეეხება მაინც რქა მირჩევნია ბოლომდე დაზღვეული ვარ რომ წვიმაში რამე ფრობლემა არ შეექმნება და ბევრად უპრეტენზიოა, თუმცა ბევრ ხის ტარიანსაც ვაკეთებ. პრაქტიკული დანა თუ ლამაზიცაა მგონი არაფერი დაშავდება.

კი მესმის რათქმაუნდა გინდათ კარგი დანა 100 ლარად იყიდებოდეს, უკეთესი იქნება უმაღლესი ხარისხის ფოლადით, ოსტატმა მასზე 2 კვირა თუ იმუშავა კარგია. სატარე თუ ბუნებრივი მასალებია მაგას რა ჯობს, თუ ხელით შესრულებული გრავირება და თქვენი ინიციალები ექნება გადასარევი. ტყავის ქარქაში რომლის შეკვეთაც ცალკე 20 ლარი ღირს უნდა მოყვებოდეს... მაგრამ როგორც ხედავთ თუმცა ალბათ თქვენც კარგად ხედავთ

პატივისცემით იაპონელი ვერა მაგრამ ქართველი დანის მოყვარული

პოსტის ავტორი: kastila Jan 27 2010, 02:29

lasha ravaxar chemi dzma? va es ra magari danebi gagiketebia to.vicodi ro aketebdi magram esti magrebi tu iyo ver carmovidgendi.sagol magari kacixar dzaan.shemexmiane chemi nomeri xo gaqvs newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Akop Jan 27 2010, 14:10

lasha ....!!! მეც მომეწონა თქვენი დანები.... !!!

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 27 2010, 21:53

lasharela_ava
ფასებზე რა თქმა უნდა მეც მირჩევნია, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს მარა ერთი კია: ქართველის ოსტატების და იაპონელების ერთ დონეზე დაყენება ძალიან არასამართლიანია. იაპონელებს იმხელა ფორა აქვთ განვითარებული ინდუსტრიის სახით, რომ ქართველი უბრალოდ ვერ შესძლებს ტავისი ფასები დაამთხვიოს იაპონელისას. ამას კარგა დრო და მონდომება დასჭირდება.

პოსტის ავტორი: შალვა Jan 28 2010, 12:17

nihontoman
მეც მაქ ვარ 100%

პოსტის ავტორი: ბესო Jan 28 2010, 12:24

nihontoman
შალვა

ხო მაგრამ ეს ფასთა სხვაობა რაღაც ზომის და ნორმის ფარგლებში უნდა იყოს, რომ სურვილი გაგიჩნდეს ადგილობრივი წარმოების იყიდო/დაეხმარო/წაუკრა ხელი. და როდესაც ადგილობრივის ფასად 3-4 იაპონური (ალბათ უკეთესი) ინსტრუმენტის ყიდვა შეიძლება მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეროვნულობის შეგრძნებამ გადაწონოს არჩევანის გაკეთების დროს!

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 28 2010, 12:34

ბესო
მაგაშიც გეთანხმები 100%-ით, ამიტომ მე არასოდეს ვიყიდი აქაურ დანას 600$-ად, როცა შენი თქმის არ იყოს უკეთეს იაპონურს ვითრევ ერთი-ორს მაინც და თუ ერთი დანა იყიდე 600$-ად, მაშინ ძალიან მაგარს. ვაბშეც 600$-ად აი ამას ვიშოვი: xoshian.gif





ეს იმხელა "დანაა" მაგეთი 10 გამოიჭრება newsmile090.gif vot-tak.gif

ოღონდ არავის ეწყინოს, მე უბრალოდ ჩემი ფულის დახარჯვაზე რომ მიდგება საქმე, ნამეტანი პრაქტიკული ვხდები და ეროვნულობის შეგრძნება ჩემთანაც მეორე პლანზე გადაიწევს ხოლმე....

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 29 2010, 00:13

lasharela_ava
სრულიად გეთანხმები...

ციტატა(lasharela_ava @ 26th January 2010 - 01:36) *
კი მესმის რათქმაუნდა გინდათ კარგი დანა 100 ლარად იყიდებოდეს, უკეთესი იქნება უმაღლესი ხარისხის ფოლადით, ოსტატმა მასზე 2 კვირა თუ იმუშავა კარგია. სატარე თუ ბუნებრივი მასალებია მაგას რა ჯობს, თუ ხელით შესრულებული გრავირება და თქვენი ინიციალები ექნება გადასარევი.

აქ განსაკუთრებით... მეც მაგიტომ არ ვიღებ შეკვეთებს გრავირებაზე... რატომღაც ყველას უნდა თოფი მოუჩუქურთმო 100 ლარად... არადა 2 თვის სამუშაოა... გამოდის რო დღეში 1.5 ლარზე უნდა ვიმუშაო... newsmile035.gif newsmile035.gif ყველაზე დაბალანაზღაურებად დამლაგებელსაც კი მეტი გამოდის ხელფასი....თან ყველა პერდეს დონეს ითხოვს... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 29 2010, 07:09

ლევანი
კაი რა ლევან, საერთოდ ჩუქურთმის გრეშე დანებზე ვილაპარაკოთ და მათ ფასებზე

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 30 2010, 00:30

ციტატა(vito @ 29th January 2010 - 08:09) *
, საერთოდ ჩუქურთმის გრეშე დანებზე ვილაპარაკოთ და მათ ფასებზე

ეგეთი პურის დანები იყიდება მაღაზიებში და ძეხვს ეგენიც ჭრიან... თან ლარი და ორმოცადაც იშოვნი... მაგრამ რადგან ადამიანები (ძირითადად) უკეთესს ეძებენ ხოლმე..და დიზაინსაც დიდ ყურადღებას უთმობენ.... ესეიგი არის სხვაობები ხო... ხოდა წესით კარგი(და ლამაზი) ძვირი უნდა ღირდეს...იმიტომ რომ რთულია იმისი დამზადება...არა ლამაზი შტამპითაც კეთდება და უფრო იაფი ჯდება....მაგრამ ექსკლუზიური აღარ არის...ექსკლუზივს კი სხვა ეშხი აქვს... მითუმეტეს თუ ძლიერი ოსტატის ნამუშევარია...ეგ უკვე ხელოვნებაა..და ფასეულიც...

მითუმეტეს..ეს თემა სწორეს საავტორო და ექსკუზიურ ნამუშევრებზეა... უბრალო პურის დანები რა შუაშია??..

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jan 30 2010, 10:32

აკორ ეგ დანა მომეწონა... დაზგებზეც თვალები დამჩა newsmile045.gif უკანა საკიდი კარგადაა მოფიქრებული.

ამაზე ლაპარაკი უკვე სისულელედ მიმაჩნია და ამიტომ დანის დასებზე ალბათ უკანასკნელად დავწერ...

მესმის. ვიმეორებ მესმის რომ კარგი იქნებოდა კარგი დანა იაფი ღირდეს მაგრამ რა არის ბუნებაში ეგრე რომ დანა იყოს.
არც 600 დოლარზეა ამდენი სალაპარაკო. ეგ კონკრეტული დანა ღირს მაგდენი და არა ყველა ჩემი დანა.

იაპონურ ხმალს და დასაკეც დანას რომ ადარებთ კიდევ მგონი არც ეგ არის მიზანშეწონილი. არც დიდიზე და პატარაზეა საქმე და რამდენი რკინა დაიხარჯა. ფაბერჟეს კვერცხი პატარაა მაგრამ რამდენი ღირს ყველამ ვიცით...
თუ ჩემი დანები არ მოგწონთ ეგ სხვა საქმეა და მაგაზე ვერაფერს ვიტყვი - ვისაც მოსწონს იმან შეიძინოს...

ჩემი თხოვნაა ნურასდროს შეადარებთ ხელნაკეთ დანას ქარხნულ დანასთან და ნუ იტყვით რომ ის უფრო პრაქტიკულია და ხელნაკეთი ნაგავია... ჩინური კერამიკის ვაზები უძვირფასესია მაგრამ ყვავილის ჩასარგავად 3 ლიტრიანი ბანკა ჯობს- არც დაგენანება, წყალსაც არ გააპარებს და ადვილად ირეცხება. ანუ ბანკა ჯობია???

ლევანი შენც ხელოვანი კაცი ხარ და მიმიხვდი რაზეც ვლაპარაკობ. არა მარტო ჩუქურთმაზეა ეგრე და თუ ვინმეს მართლა მოუნდა დანების შეჯიბრება ჩემს ფოლადსაც წამოვიგებ და ვნახოთ ვინ ვის...

არ გეგონოთ რამე მეწყინა ან თავს ვიცავდე. უბრალოდ არაა მაგდენი ფასზე სალაპარაკო იმიტომ რომ დანის გაკეთება ეგრე ჯდება და არა მხოლოდ თვითღირებულების გამო. მსოფლიოში ხელნაკეთი დანების ფასების (დასაკეცი განსაკუთრებით)გაცნობა თუ გინდათ http://www.knifeart.com/ საშუალო სიძვირის საიტია ფასები შეათვალიერეთ newsmile045.gif

პატივისცემით

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 30 2010, 12:17

ციტატა(lasharela_ava @ 30th January 2010 - 11:32) *
ლევანი შენც ხელოვანი კაცი ხარ და მიმიხვდი რაზეც ვლაპარაკობ. არა მარტო ჩუქურთმაზეა ეგრე და თუ ვინმეს მართლა მოუნდა დანების შეჯიბრება ჩემს ფოლადსაც წამოვიგებ და ვნახოთ ვინ ვის...

რათქმაუნდა ვხვდები...და არც მარტო ჩუქურთმაა რათქმაუნდა... უბრალო ნივთის(ნებისმიერი..მათ შორის დანის) მოჩუქურთმება არც ღირს... ჯერ ბაზაა საჭირო..ღირებული და მერე შეიძლება დამშვენდეს შესაბამისი გრავირებით.... და ამის მერე რათქმაუნდა ფასიც შესაბამისია... მაგალითად მე..ეხლა ვიწყებ ერთი დანის დამზადებას..... მაგ დანას საერთოდ არ გავყიდი..მაგრამ თუ დავაფასებდი..1000 დოლარზე ქვევით არ გავყიდიდი... აი 900 ად არ მივცემ..... რო დავამთავრებ დავდებ სურათს(თუმცა ჯერ კაი ხანი დამჭირდება მანამდე..ჯერ ესკიზებს ვამუშავებ..ჭედვამდეც არ მივსულვარ)

პოსტის ავტორი: bardazan Jan 30 2010, 19:04

ვერ მივხვდი საერთოდ რაზეა საუბარი, იმაზე რომ ლაშას დანები არაა პრაქტიკული თუ იმაზე რომ ძვირია?
ეგ ორი სხვადასხვა რამეა და ერთმანეთთან დაკავშირებული არაა.... საქართველოში უამრავი არაპრაქტიკული დანა კეთდება და კეთდებოდა, რომელიც სარკისებრი სიპრიალით ჭრიდა "მაგარ მედანეებს" თვალს და იმაზე მეტს იხდიდნენ (ახლაც ბევრია მასეთი) რაც რეალურად ღირდა (სხვათაშორის ეგ რეალური ფასი ჩემი შეფასებული არაა)... და იმ ფასად ლაშას რამოდენიმე დანას იყიდდა კაცი.


მე ვთვლი რომ საკმაოდ პრაქტიკულია ლაშას დანები, შეიძლება ყველა არა, და არცაა ყველა რა თქმა უნდა, დანას რომ სადგამს უკეთებ და კაბინეტში, სერვანში დასადებად აკთებ იმის პრაქტიკულობა ისაა რომ მოუხდეს იქაურობას და გაალამაზოს ნებისმიერი კუთხე და "მოჭრას" თვალი მნახველს... მე პირადად მაქვს ლაშას ერთ-ერთი დანა და საკმაოდ პრაქტიკულია თავისი დანიშნულებისთვის....

და საერთოდ არაა მგონი საჭირო რომელიმე საგნის მოხმარების "მეფე" იყო რომ იმ აზრამდე მიხვიდა: არ არსებობს უნივერსალური არაფერი.!!!!!


კიდევ ერთი ჭეშმარიტება: ყველა ნივთი ღირს იმდენი რამდენსაც მასში ვინმე გადაიხდის! მიხვდებით ალბათ რას ვგულისხმობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jan 30 2010, 23:35

ეხლა თქვენ საუბარი მიგყავთ იქეთკენ საითაც გაწყობთ და ესე არ გამოვა. ჩვენ რაც ვთქვით ის თუ არ გესმით მაშინ ხელმეორედ განმეორებასაც არ აქვს აზრი!

პოსტის ავტორი: ბესო Jan 30 2010, 23:53

Akop

დანის დიზაინი (პირის ფორმა) და ზომა კარგად არის შერჩეული!!!

ნაღდად სანადირო დანაა!

პოსტის ავტორი: bardazan Jan 30 2010, 23:58

ბესო

ამიხსენი საით მიმყავს მე საუბარი და რა მაწყობს????


და რომც რამე მაწყობდეს რატო არ უნდა დავიცვა ჩემი ინტერესები და რატო უნდა დაგიხარო თავი? რა ლოგიკააა მაგაში?? დიქტატურაა?





პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2010, 00:02

bardazan

ამ შემთხვევაში ეს ეხებოდა ლევანის და ლაშას, მაგრამ თუ მათ პოზიციას იზიარებ, მაშინ გადაიკითხე ჩემი, ვიტოს, შალვას, ნიჰოტომანის და ა.შ. წინა პოსტები და მიხვდები რაზეც ვსაუბრობთ!

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 31 2010, 00:25

ერთი შეკითხვა მაქვს ხელოსნებთან ვიცი რომ შრომატევადი სამუშაოა ექსკლუზიური დანის კეთება თან ისეთის თქვენ რომ ამზადებთ კარგია, ლამაზია, მდიდრულიცაა და საცალო ნაკეთებია ბოლო -ბოლო, მაგრამ რა მინდა გკითხოთ რომ არა დანის მკეთებელი ხელოსნების დეფიციტი ანუ კონკურენციის არარსებობა როგორ გგონიათ იგივე ფასად გაიყიდებოდა თქვენი დანები??? იმიტომ რომ მართლა ძვირი სიამოვნებაა 600$ მე არასდროს არ გადავიხდი დანაში მაგხელა თანხას თუნდაც იმ დანში რომელიც გაიყიდა გასაგებია რომ დაკვეთით მუშაობთ მაგრამ მაქსიმუმ 300 ლარი ისიც თუ ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ 300ლარად ძალიან კარგი მეტალის დანის ყიდვა შეიძლება,

პოსტის ავტორი: bardazan Jan 31 2010, 00:25

ბესო
მადლობთ, კითხვა ვიცი და "გადავიკითხე" კიდეც newsmile045.gif მაგრამ მგონი საპასუხო პოსტებიც საკმარისი დაიწერა და ვერ ვხვდები რა არ გამოვა ან რატო არ გამოვა იმით რომ ადამიანი თავის ინეტრესებს იცავდეს. ბოდიშს ვიხდი ოფისთვის....


ლაშა იმედია არ გეწყინება:
სიმართლე ითქვას (ითქვა უკვე და უნდა მიგექციათ ყურადღება) ეს ყველაფერი მოყვა იმ 600$-ს, ლაშამ გარკვევით დაწერა ვინც იყიდა ის დანა და რახან იყიდა იმ კაცმა ესეიგი უღირდა რა..... გეთანხმებით რომ ძვირია, არც მე გადავიხდი და მგონი არც ლაშა გადაიხდის მაგდენს, მაგრამ იმას უღირს, ჯერ ერთი რომ ის კაცი როგორც ლაშამ თქვა სხვა "ლიგაშია" ფინანსური მხრივ და რა გასაბრაზებელია ეხლა ის რომ ადამიანმა 600$-ად მიყიდოს დანა ასეთ ადამიანს, პირიქით მისალოცია მგონი newsmile05.gif ვიცნობ ხალხს რომლებსაც "საყვარელი" მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებზე გაცილებით მეტად მიუყიდიათ დანები, ხანჯლები.... გაცილებით მეტში დაახლოებით ერთი ნულით მეტს ვგულისხმობ და ეს არაა ჩემი მოგონილი. სიმართლეა....

პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2010, 00:37

ციტატა(bardazan @ Jan 31 2010, 01:25) *
ბესო
მადლობთ, კითხვა ვიცი და "გადავიკითხე" კიდეც newsmile045.gif მაგრამ მგონი საპასუხო პოსტებიც საკმარისი დაიწერა და ვერ ვხვდები რა არ გამოვა ან რატო არ გამოვა იმით რომ ადამიანი თავის ინეტრესებს იცავდეს. ბოდიშს ვიხდი ოფისთვის....


ლაშა იმედია არ გეწყინება:
სიმართლე ითქვას (ითქვა უკვე და უნდა მიგექციათ ყურადღება) ეს ყველაფერი მოყვა იმ 600$-ს, ლაშამ გარკვევით დაწერა ვინც იყიდა ის დანა და რახან იყიდა იმ კაცმა ესეიგი უღირდა რა..... გეთანხმებით რომ ძვირია, არც მე გადავიხდი და მგონი არც ლაშა გადაიხდის მაგდენს, მაგრამ იმას უღირს, ჯერ ერთი რომ ის კაცი როგორც ლაშამ თქვა სხვა "ლიგაშია" ფინანსური მხრივ და რა გასაბრაზებელია ეხლა ის რომ ადამიანმა 600$-ად მიყიდოს დანა ასეთ ადამიანს, პირიქით მისალოცია მგონი newsmile05.gif ვიცნობ ხალხს რომლებსაც "საყვარელი" მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებზე გაცილებით მეტად მიუყიდიათ დანები, ხანჯლები.... გაცილებით მეტში დაახლოებით ერთი ნულით მეტს ვგულისხმობ და ეს არაა ჩემი მოგონილი. სიმართლეა....


რას ქვია ვინმე თავის აზრს/ინტერესს არ იცავდეს. მგონი ამ ფორუმზე მსგავსი არაფერი მომხდარა ჯერ და არც არავისთვის არ აგვიკრძალავს არაფრის პროპაგანდა და აგიტაცია (გამონაკლისი კანონდარღვევებია)!

გარდა ამისა, ლაშას ხელობა მისასალმებელია და 600$-ად კი არა 6,000-დაც რომ გაყიდოს მხოლოდ მივულოცავთ. აქ საუბარი იყო (და არაერთხელ განმეორდა "მახვილი თვალისთვის") მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენს შემთხვევაში, მონადირეების უმეტესობა იყიდის ბიუჯეტურ დანას და არა ადგილობრივ ძვირიანს (თუნდაც უფრო ლამაზს). და იმისათვის, რომ ადგილობრივებზე გაკეთდეს აქცენტი, უნდა მოხდეს ადგილობრივი და უცხოური ფასების მეტ-ნაკლებად დაახლოება! და იმიტომ, რომ ვიღაცას ეს "ეწყინება" ამ აზრს არავინ ჩაიკლავს თავის-თავში და მაინც გამოთქვავს ღიად!!!!


ბონე განყოფილება დაასუფთავე მერე ოფებისგან!

პოსტის ავტორი: bardazan Jan 31 2010, 00:47

ბესო
დაახლოებაში რას გულისხმობ? უფრო იაფი უნდა იყოს აქ გაცილებით და მართლა 100-150 ლარი უნდა ღირდეს?
მგონი უფრო საინტერესო იქნება რომ სხვა ქვეყნების ხელნაკეთი დანების ფასები დაიდოს, ჩვეულებრივი სანადირო დანების და არა ზიზილპიპილოებიანის და გამოვიყვანოთ საშუალო არითმეტიკული. უფრო კარგი იქნებოდა იმ სხვა ქვეყნების ხელნაკეთ დანებთან რომ შეხება ქონოდა ვინმეს და გამოცდილი ქონოდა მაგრამ სამწუხაროდ ვატყობ არავინაა აქ ეგეთი და რეალურ შედეგზე და ფასზე საუბარიც ძალიან ძნელი იქნება...
ექსკლუზივზეა აქ ლაპარაკი, შეკვეთაზე, შენი გემოვნებით გაკეთებულ დანაზე..... და არა ამაზონზე ნაყიდ 40 დოლიან გერბერზე ან ვენგერზე.


მახვილ თვალს (და არა მარტო თვალს) რაც შეეხება ზუსტად რომ 600 დოლს მოყვა ამხელა კამათი.

პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2010, 08:02

ციტატა(hunter777 @ Jan 31 2010, 01:25) *
ერთი შეკითხვა მაქვს ხელოსნებთან ვიცი რომ შრომატევადი სამუშაოა ექსკლუზიური დანის კეთება თან ისეთის თქვენ რომ ამზადებთ კარგია, ლამაზია, მდიდრულიცაა და საცალო ნაკეთებია ბოლო -ბოლო, მაგრამ რა მინდა გკითხოთ რომ არა დანის მკეთებელი ხელოსნების დეფიციტი ანუ კონკურენციის არარსებობა როგორ გგონიათ იგივე ფასად გაიყიდებოდა თქვენი დანები??? იმიტომ რომ მართლა ძვირი სიამოვნებაა 600$ მე არასდროს არ გადავიხდი დანაში მაგხელა თანხას თუნდაც იმ დანში რომელიც გაიყიდა გასაგებია რომ დაკვეთით მუშაობთ მაგრამ მაქსიმუმ 300 ლარი ისიც თუ ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ 300ლარად ძალიან კარგი მეტალის დანის ყიდვა შეიძლება,


+1

ციტატა(Jaba Kopaleishvili @ 31st January 2010 - 01:47) *
დაახლოებაში რას გულისხმობ?


იმას,
ციტატა(Beso @ 28th January 2010 - 13:24) *
რომ სურვილი გაგიჩნდეს ადგილობრივი წარმოების იყიდო/დაეხმარო/წაუკრა ხელი. და როდესაც ადგილობრივის ფასად 3-4 იაპონური (ალბათ უკეთესი) ინსტრუმენტის ყიდვა შეიძლება მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეროვნულობის შეგრძნებამ გადაწონოს არჩევანის გაკეთების დროს!


და იმას რაც ზევით იკამ დაწერა!

და საერთოდ აქ საუბარი გვაქვს მონადირეებისთვის ანუ ჩვენთვის რა არის მისაღები და არა კოლექციონერებისთვის!

ლაშა მეგობარო პირადად არანაირად არ გეხება! ზოგადად არის ესეთი სიტუაცია ქართულ ბაზარზე, რომ აქ ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს ევროპასთან შედარებით და არა მარტო დანა ან ჩანგალი! უბრალოდ შენს კონკრეტულ შემთხვევას მოყვა ეს საუბარი!

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 31 2010, 11:58

ციტატა(Beso @ 31st January 2010 - 00:35) *
ეხლა თქვენ საუბარი მიგყავთ იქეთკენ საითაც გაწყობთ და ესე არ გამოვა. ჩვენ რაც ვთქვით ის თუ არ გესმით მაშინ ხელმეორედ განმეორებასაც არ აქვს აზრი!

ციტატა(Beso @ 31st January 2010 - 01:02) *
ამ შემთხვევაში ეს ეხებოდა ლევანის და ლაშას,

ბესო...კიმარა საით მიგვყავს საუბარი???...ან რა გგონია რამეში მჭირდება ეგ???...საერთოდ არასწორად ადარებ ყველაფერს....არ არის საჭირო ეროვნულ ნიუანსებზე აქცენტების გაკეთება... "ქართულის შევიძენდი ფასებში რო არ უბერავდნენ" კიმარა იქაური ხელნაკეთი დანებიი რა ღირს???... 1 ნულით მეტი... ის..კი რაც ამაზონზეა...შტამპია... აი როცა ჩვენთანაც მიაღწევს ტექნოლოგია მაგ დონეს..რომ შტამპით დამზადდება..აგათივე დონის დანები..სერიულად მერე შეეძლება საქართველოს კონკურენციის გაწევა იმათთვის. და მერე შეგეძლებათ იაფად იყიდოთ ქართული ნაწარმი... მე კი საერთოდ არ ვეკარები მაგას...და სხვა საშუალება გამოვნახე თავის შესანახად...იმიტომ რომ არ ღირს!... ეგ კი ჩემი უფლებაა... არ მესმის რატო უნდა ვაკეთო მთელი თვე რამე და გავყიდო იაფად???... ისე კი რო იცოდა..ძვირიანი და ხელნაკეთი დანები..საკმაოდ იყიდება...დიდი წარმატებით გადის ძვირფას საჩუქრებად... (ბევრს უყვარს და ყველას ვერ აჩუქებ იაფიანს)

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 31 2010, 14:20

მაიცა, მაიცა სულ სხვა რამეზე გადადიხართ ეხლა და არ შემიძლიოა არ ჩავება newsmile090.gif

ცნობისათვის, 600 დოლარად გავაკეთებინებ საკმაოდ კარგ და ლამაზ დანას, ძალიან ცნობილი ოსტატისას გინდა ამერიკელის, გინდა იაპონელის. შეკვეთითაც კი შეიძლება კარგი რამე შეუკვეთო, აი ლაშას შემთხვევაში არ წამიკითხია, შეკვეთით იყო დამზადებული თუ უბრალოდ დამზადდა ეს დანა და მერე ვიღაცას მოეწონა და იყიდა?

ძალიანაც მომწონს, რომვითარდება დანების დამაზადების ხელოვნება საქართველოში, არ გეწყინოთ არავის, ოღონდ, ორივე შემთხვევაში ეგ დანა მაგდენად არ ღირს, უკეთესის შოვნაც შეიძლება მაგ ფასად და არა დაშტამპულის, არამედ მართლა ხელნაკეთის. აი რო ადარებთ იმ რამდენიმე ათას დოლარიან დანებს, ეგ უკვე ზედმეტია, ლაშას დანა მაგ დონის არაა და რა ვქნა....

ძაან მაგარი დანაა ისე კი ეგ და ვიცი რა ძნელი გასაკეთებელიცაა, თუმცა მე როგორც უბრალო მომხმარებელი ნამეტანი პრაგმატული ვარ ასეთ საკითხებში და ვცდილობ ყველაფრის ობიექტურად შეფასებას.
ლაშას გაუმართლა ასე ვთქვათ, თავისი დანა მართლა კარგ ფასად გაყიდა.... თუმცა ლაშას რომ პირობები ქონდეს, უფრო უკეთესებს გააკეთებდა და უფრო ხელმისაწვდომ ფასებად შეეძლებოდა გაკეთება...

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 31 2010, 14:58

აი ეს მესმიისს!! newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 31 2010, 15:24

ნახეეთ ravari-misca.gif vot-tak.gif lotebo.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 31 2010, 17:07

რამდენი ადმიანიც არის იმდენი აზრია.

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 31 2010, 17:46

რათქმაუნდა ეგრეა..მაგრამ რაცხა არასწორად მიდის მსჯელობა....დანა რათქმაუნდა უნდა შეესაბამებოდეს ღირებულებას...არც ხელნაკეთია კრედო..და არც არაფერი... ეგრე ჩემი სიმამრიც აკეთებს ხოლმე ღორის დასაკლავ დანებს...ერთი ტაჩილა აქვს და მიდი მოვდივარ..ეგენც ხელნაკეთებია...დანას რო შეხედავ იგრძნობ მაგდენი ღირს თუ არა...შეიძლება ზოგს არ მოწონს რომელიმე დანა..მაგრამ ვინმეს დორბლი მოადგეს იგივე დანის დანახვაზე....ასე რომ...ყველას თავისი გემოვნება აქვს... ლაშას კიდე თუ ეყიდება დანები მაგ ფასად..ესეიგი ყოლია დამფასებელი... მეტი რა.

პოსტის ავტორი: Hubert Jan 31 2010, 18:25

ლაშ კარგია ძმაო ეს მშვენიერიც რო გაყიდე small3d018.gif და ერთი თხოვნა მექნება შენთან, იმ დანების სურათები დადე რა მე რო გთხოვე 20 დანა როა.

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 31 2010, 20:17

lasharela_ava
bardazan
აქ როგორც ვხვდები პირადად მიიღეთ ჩემი გამონათქვამი და ტყუილად ეგრე არ იფიქროთ, ზოგადსაკოცბიო თემაა newsmile05.gif

ხალხო კიდევ გავმეორდები, აქ არც პროპაგანდა იზღუდება საკუთარი ნაწარმის და არც გამიზნული კრიტიკა არ მიდიდს,
უბრალოდ ფორუმია რომელიც ნადირობასთან კავშირშია და მაგის მიხედვით იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ........

გავიმეორებ ჩემ კითხვას ცოტა გავრცობილად, "ოხოტა ი რიბალკის" არხზე ვნახე რომ ვიღაც რუსი ოსტატის
გაკეთებული დანით გატყავეს შველი, სანამ ბოლომდე გაატყავებდნენ სალესზე აიყვანეს ერთხელ.......
მე ვიყიდე თბილისის სამონადირეო მაღაზიაში 100 თუ 120 ლარად რაღაც დანა რომლის გეომეტრიაც, ზომაც, წონაც
და დიზაინიც მომეწონა, ხოდა ამ დანით სოფელში გავატყავე და დავამუშავე ძვლებიანად 3 ხბო ზედიზედ, ისე რომ ქვაზე
დანა არ გამისვია და სავარაუდოდ კიდევ აიტანს დატვირთვებს, ეხლა მითხარით თქვენიც იგივეს იზავს? თუ კი, მაშინ მითხარით
დედამიწაზე 1 ცალი რომ არის იმიტომ უნდა გადავიხადო ხელმოცარულმა მონადირემ 3-10-მაგი ფასი? მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი
პატრიოტულ ნაწარმს თუ ის დააკმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნებს, მაგრამ არ აკმაყოფილებს ფასის მიედვით, ეხლა ისეთი დეგენერატიც არ ვარ
რომ ჩემ მოთხოვნებში 3 ლარიანი დანა შედიოდეს და თან გლიჯავდეს.

აი ლაშას ვთხოვ თავისი დანებიდან აარჩიოს ისენი რომლებიც მონადირეს გამოადგება და შემდეგ პოსტში დაყაროს თავისი ფასებიანად,
რათქმა უნდა იმ დანებზე ვამბობ რომლებიც ამ ფორუმზე უკვე დევს და თითონ მიაჩნია რომ მონადირისთვის კარგია......

წინა პოსტშიც ავღნიშნე, ჩვენ არ ვეძებთ სუპერ დანას რომელიც პულტით ხახვს დაჭრის და სჭიროების შემთხვევაში გაიხსნება და თავსით
გადაუჭრის თოკს პარაშუტისტს, ჩვენ გვინდა ის დანა რომელსაც დავიკიდებთ ქამარზე და იმას იზავს რაც ჩვენ მოთხოვნილებებშია.......

რაც შეეხება გრავირებას, მაგისი დრო წავიდა უკვე კაი ხანია (ხეს ვგულისხმობ), ეხლა "სტანოკზე" ბევრად უფრო სუფთას გაგიკეთებენ
ვიდრე ხელი იზავს, თან ბევრად სწრაფად (ანუ 10-ჯერ) და უფრო იაფად...

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jan 31 2010, 20:39

აქ ჩემი დანების 50 ფოტოა ჰუბერტ... წლები დასჭირდა ამათ დამზადებას...


http://files.ge/file/462832/dasakeci-rar.html

პოსტის ავტორი: Hubert Jan 31 2010, 20:59

გაიხარე ლაშა მადლობა აქედან ბევრი წამეშალა და...

პოსტის ავტორი: bardazan Jan 31 2010, 21:02

ვიტო
ცდები #1: შენი ნათქვამი არ მიმიღია პირადად.
ვისიც მივიღე ავღნისნე კიდეც. და მიზეზი იყო "რაც მაწყობს" და ვერ მივხვდი მე რა მაწყობს. ცნობისთვის დავწერ და არც გამეორება მეზარება (თუმცა ხშირად ერთი და იმავეს გამეორება მოსაბეზრებელია) რომ მე დანა არც გამიყიდია და არც მცდელობა მქონია მაგის.

ცდები #2: ხელით გაკეთებულ გრავირებას "სტანოკი" ხშირად გაიმეორებს, მაგრამ იმ იშვიათს რასაც ვერ გაიმეორებს ან გინდაც გაიმეოროს, ძალიან ძვირი დაჯდება და როგორც ვიცი არც საქართველოშია ამის საშუალება, ასეთი "სტანოკები" აქ არ არის, რომც იყოს ფასიც "სასტანოკე" newsmile035.gif ექნება ... კერძოდ ამ იშვიათ შემთხვევებში ვგულისხმობ არათანაბარი სიღრმის, მომრგვალებული ფორმების ამოტვიფრას და სხვა...


რაც შეეხება შენს დანას, როგორც ფოტოებიდან მახსოვს ეგ დანა არის ხ12მფ (ფოლადი), დიდი მოწონებით სარგებლობს რუსეთში და არა მარტო, მეც საკმაოდ მსმენია მაგ ფოლადის და მგონი მაგ კონკრეტული დანის შესახებ, ახლობელს ქონდა ყვებოდა და დაკარგა, ქარქაში მაქვს ნანახი და ზუსტად ეგეთი იყო. მოკლედ კარგი დანაა ძალიან.
რაც შეეხება ახოტა ი რიბალკაზე ნანახ დანას, არ ვიცი იქ ვისი დანა იყო, და არც მქონია შეხება რუსი ოსტატების დანებთან, ერთის გარდა და ისიც საკმაოდ და მგონი ყველაზე ცნობილია მაგ არხზე (შედეგებზე შეგნებულად არ დავწერ არაფერს "ნდობის" გამო, თუ ვინმეს აინტერესებს ჩამოიტანოს გატესტოს, მოიხმაროს და თვითონ ნახოს newsmile045.gif ). ბევრი ფოლადისგან შეიძლება დანა გააკეთონ მათ, მე პირადად ვაღიარებ რუსების ხელნაკეთ დანებს როგორც ყველაზე დახვეწილს გეომეტრიებით და დეტალებით, არც პუტინის ახლობელი ვარ და არცერთი წვეთი სისხლი არ მაქ სლავური newsmile045.gif მაგრამ ფოლადი.... ლამაზი არ ნიშნავს ჭრას.



და მაინც ისე დაისევ ქარხნული დანების და ხელნაკეთი დანების შედარებაზე მიდის ლაპარაკი. ჩემი პირადი აზრია რომ არაა სწორი ამ ორის შედარება. იმიტომ რომ სანადიროდ მოსახმარი დანა 100 გელაზე ნაკლებადაც შეიძლება იყიდოს ადამიანმა. აი მაგალითად ერთ ერთ წევს ჩამოუვიდა ახლახანს გერბერი (მეზობელ თემაში დაიდო ფოტოები) მშვენიერი დანაა, ხელში კარგად ზის და ასე შემდეგ.


თუ მაინც და მაინც საქართველო-უცხოეთის ფასებს ვადარებთ ხელნაკეთების მაინც შევადაროთ, იქნება მცირეც და დიდი გასხვავებაც.... ძალიან დიდიც..... ვიზუალურ ასპექტშიც იქნება ხშირად ამაღლებული ის დიდი ფასები.

მაგრამ არ შემიძლია სატკივარს არ შევეხო ამ შემთხვევაში... მარტო გრინდერი, ხელსაწყო რემელიც უბრალოდ მოყვარულ მედანეებსაც აქვტ იგივე რუსეთში, აქ ჯერ ერთი არ იშოვება და რომ ჩამოიტანო სახელოსნოსთვის გამოსადეგი ვარიანტი 4000მდე ჯდება, თან არა ეროვნული გელა.... newsmile038.gif
ჩვენი ქვეყნის განვითარების დაბალი დონე როგორც ყველა სფეროს ისევე ამ სფეროსაც უშლის ხელს, ნაკლებად ხელმისაწვდომია ნედლეული, თუ არის ერთეული, არჩევანი არ არის და ძვირი ღირს....

შორს რომ არ წავიდეთ იარაღების თემას შეადარეთ, გინდაც ვაზნების, არჩევანის საშუალება არ არის და თუ არის ისიც მწირეა და ისიც რუსული და არც ისე იაფი და უცხოური და იმდენად ძვირი რომ უბრალო მოკვდავი ვერ გაწვდება.....


პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2010, 22:17

ციტატა(levani @ 31st January 2010 - 12:58) *
"ქართულის შევიძენდი ფასებში რო არ უბერავდნენ" კიმარა იქაური ხელნაკეთი დანებიი რა ღირს???... 1 ნულით მეტი


1 არა 9 ნულით მეტი. თუ 600 დოლარია მაინცა და მაინც პანაცეა. მაგ თანხად დამასკოს ხელნაკეთ დანას იყიდი ნებისმიერ ქვეყანაში! და დამასკოს დანის პირებს კი 150 დოლარად იყიდი ვაგონებით!

კარგად იცი, რომ შენს საქმიანობას პატივს ვცემ და არაერთხელ აღმინიშნავს, რომ განსაკუთრებული ხელი გაქვს, მაგრამ არ არის ესე, რომ "რა უნიკალურია ქართული ნახელავი" და "ანალოგი არ აქვს გალაქტიკაში" და "უნდა ღირდეს სხვაზე ათჯერ ძვირი, - იმიტომ, რომ ცისფერსისხლიანის გაკეთებულია" და ა.შ. რა თქმა უნდა პერდეს დონის გრავირება არ უნდა ღირდეს 100 ლარი, მაგრამ არც პერდეზე ძვირი არ უნდა ღირდეს მგონი დამეთანხმები newsmile05.gif

სხვა ქვეყნებსაც აქვს ექსლუზივები და იმის, გამო, რომ იქ ამ საქმით საუკუნეები არიან ინტენსიურად დაკავებულები (სუბიექტური თუ ობიექტური ხელშემწყობი მიზეზების გამო) - ბევრად წინაც არიან წასულები!

გააკეთე და მილიონად გაყიდე მარტო დანის პირები - იცი, რომ მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ იმას ნუ იტყვი, რომ იგივე ღირებულების იაპონურ ანალოგებს კარაქივით გაჭრისო! (არ მითხრა ოღონდ შევძლებ, მაგრამ მილიონი ეღირებაო newsmile035.gif ) ან სხვა რამეში აჯობებს? (პირიქით კი მოხდება სავარაუდოდ)! ეს ეხლა მწირი ტექნოლოგიური შესაძლებლობების ბრალია თუ სხვა რამის ეგ მეორე საკითხია!
ეს "ქართული ყველაფერი გალაქტიკის დონის არის" - "აფორიზმი" სასაცილოც აღარ არის უკვე!

ციტატა(lasharela_ava @ 31st January 2010 - 17:27) *
3 დღის წინ ეს დანა გაიყიდა 850 ლარად (650+30%) იყიდა იტალიის მოქალაქემ...


გილოცავ ლაშა მალე 1 ნოლიც მიგეწეროს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bardazan Jan 31 2010, 22:52

ბესო ჯიგარო, დამასკოს დანასთან გქონია შეხება? გამოგიყენებია როგორც სანადირო დანა, ან საკლავი თუ გაგიტყავებია და დაგიმუშავებია. დიდი ეჭვი მაქვს რომ არა. მაგრამ დამიჯერე არაფერი დაგიკარგავს მაგით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2010, 23:08

ციტატა(bardazan @ Jan 31 2010, 23:52) *
ბესო ჯიგარო, დამასკოს დანასთან გქონია შეხება? გამოგიყენებია როგორც სანადირო დანა, ან საკლავი თუ გაგიტყავებია და დაგიმუშავებია. დიდი ეჭვი მაქვს რომ არა. მაგრამ დამიჯერე არაფერი დაგიკარგავს მაგით newsmile045.gif


არა. ძმაკაცი მპირდება ეხლა რაღაც მსგავსის გაკეთებას და რომ გადმომცემს - გავსინჯავ newsmile05.gif
მე დამასკო მოვიყვანე მაგალითად იმიტომ, რომ დიზაინის კუთხით - ამ თემაში და ჩვენს დანებში წარმოდგენილ ყველა ეგზემპლარს დამასკო მირჩევნია ვიზუალურად. დიზაინის მხრივ ასევე ძალიან მომწონს ბორის თათეშვილის (ბაწარაული) დანები.
ხოლო სანადირო დანად ისევ ბიუჯეტურ მოდელებს ვამჯობინებ სხვადასხვა სამონადირეო მაღაზიების ასორტიმენტიდან!

პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2010, 23:39

ბ-ნო ბონე - იქნებ ამ თემის გადატანა ქართულ იარაღში ჯობდეს?

პოსტის ავტორი: bardazan Feb 1 2010, 00:38

ბესო
ანუ დამასკოს დანის გაკეთებას? თვითონ აკეთებს დამასკოს?


აი ლასამ ზემოთ ლინკი დადო თავისი დანების სურათების, იქ არის დამასკოებიც, გადაათვალიერე კაი რაღაცეებია.

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 1 2010, 00:50

ბესო
კაი რა ბესო... არ ვიცი..რას იყიდი რამდენად...მარა ფირმაში..(ევროპა) უბრალო კრანის შეცვლა ღირს 150-ზე ძვირი...და მეეჭვება დამასკო ვინმემ გამოგიჭედოს..მაგ ფასად... და გინდაც ეგრე იყოს კიდე....ეტყობა უღირთ იმ ხალხს მაგისი კეთება...(აქვთ ალბათ მაგისი დანადგარები და გასაქანი) პირადად ჩემთვის ეგ ძნელია და დიდი ხნის საჩალიჩო... ამიტომ არ მიღირს..ხოდა საერთოდაც არ ვაკეთებ... ფულის შოვნა სხვა საშუალებითაც შეიძლება...(უფრო მისაღებით) ისე კი არც ეგრეა საქმე... მაღაზიებში ბლომად იყიდება რუსული სანადირო დანები..300-400 ლარად... ეგ დანები...ჩვეულებრივი გალვანიკით არის დამუშავებული...(ნახატის ფონი კისლატით არის ამოღებული) ეგეთების დამზადება..ნამდვილად შეიძლება უფრო იაფად....თუ ეგ არის მონადირისთვის ყველაზე მისაღები დანა.. მე რაზეც ვსაუბრობ...ის სხვა რამეა...და იმას ვერცერთი სტანოკი და ვერც კისლატა ვერ დაგიმზადებს.. თუ დაამზადებინებ კიდე სტანოკს..ათჯერ ძვირი დაგიჯდება..იმიტომ რომ რამდენიმე მატრიცის დამზადება მოგიწევს და ის შედეგი მაინც არ გექნება... აქ..ვიტო საუბრობდა...მონადირისთვის მთავარია კარგი მონადირული დანაო...ეგ შეიძლება ბევრი მონადირისთვის(მათ შორის ვიტოსთვის) იყოს ეგრე..მაგრამ ისეთებიც არიან..ვისაც განსაკუთრებული ევასება???... ზოგი ფულს გადაიხდის მაგარ ნამუშევარში და ზოგსაც შინაურობაში დავუმზადებ მე პირადად(შალვას)..

პოსტის ავტორი: Akop Feb 1 2010, 04:46

ციტატა(lasharela_ava @ Jan 30 2010, 11:32) *
[color="#0000FF"]აკორ ეგ დანა მომეწონა... დაზგებზეც თვალები დამჩა newsmile045.gif უკანა საკიდი კარგადაა მოფიქრებული.

..... მადლობთ .....!!!

პოსტის ავტორი: შალვა Feb 1 2010, 12:14

ლევანი

ციტატა(levani @ 1st February 2010 - 01:50) *
ზოგსაც შინაურობაში დავუმზადებ მე პირადად(შალვას)..

მერე რაგიშლის ხელს შე ოჯახ აშენებულო დაუმზადე რაღა! ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 1 2010, 18:37

ციტატა(shalva @ 1st February 2010 - 13:14) *
მერე რაგიშლის ხელს შე ოჯახ აშენებულო დაუმზადე რაღა!

ტარის მასალას ველოდები რუსეთის ყველაზე გაყინული კუთხიდან... vot-tak.gif elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ბესო Feb 1 2010, 22:23

ლევანი

ევროპაში ონკანის გამოცვლა 150 დოლარი ღირს - მაგ ზღაპრებს შეეშვი. ევროპის 100 თუ არა 90% ნამყოფი ვარ თავისი რეგიონებიანად და მაგას არავინ ჭამს!

აქ რომ ჩამოდიან იმაზე სლევდებიან ეს ფასები საიდან მოგაქვთო!!! იქ ძვირი რაც ღირს ის უსერიოზულესი ხარისხისაა და ჩვენთან იგივე ფასი ნაგავი ღირს როგორც წესი თურქეთიდან ან ჩინეთიდან შემოთრეული!
vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 1 2010, 22:37

ციტატა(Beso @ 1st February 2010 - 23:23) *
ევროპაში ონკანის გამოცვლა 150 დოლარი ღირს - მაგ ზღაპრებს შეეშვი. ევროპის 100 თუ არა 90% ნამყოფი ვარ თავისი რეგიონებიანად და მაგას არავინ ჭამს!

ვაა..ევროპაში მარტო შენ კი არ ხარ ნამყოფი...ჩემ ძმაკაცს.. მანქანა აჩუქეს(გეტმანიაში)..უკან ქონდა მინარტყამი....პროფილაკტიკაში რო შევიდა გული შემოეყარა...ისეთი კატასტროფული ფასები აქვს ხელობას..... ძვირია იქ ხელობა...დამიჯერე...ეგ მაღაზიაში გამოყრილი და ჩაწოლილი საქონელია იაფი... ეგრე რო არ იყოს...პერეგონშიკები თურქეთში კი არ გააკეთებინებდნენ მანქანებს... იქვე მოაწესრიგებდნენ და წამოვიდოდნენ ღიღინით. vot-tak.gif თუ კაია..

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 2 2010, 00:29

lasharela_ava
bardazan
არ ვიცი რა ბიჭებო, შეიძლება ვერ სწორედ ვთქვი ის რაც მინდოდა,
იმედია მალე მეცმექნება რაიმე ხელნაკეთი დანა და გავტესტავ, რეპორტი ჩემზეა
ოღონდ როდის არ ვიცი newsmile05.gif

აი მითხარით რა, თუ შევძლებ თქვენი მეშვეობით პატრიოტული დანის ყიდვას
150 ლარის ფარგლებში, არავითარი გრავირება 9ისედაც არ მომწონს გრავირება(არაპრაქტიკულია)
არ მჭირდება, არც ტარი, მხოლოდ პირის ყიდვა მგონი უნდა იყოს შესაძლებელი და თან კარგის მგონი,
არ მინდა ლითონების ვარიაციების ჩამოთვლა, გამიკეთეთ საუკეთესო რაც მაგ ფასში ჩაჯდება
და ვიყიდი, ან თუ უკვე გაქვთ სურათები დაყარეთ რომ პირის გეომეტრია
შევაფასო ჩემთვის...... მეტი რა ვთქვა, პირობას ვდებ რომ ობიექტურად შევაფასებ
და თან შევადარებ ჩემ ხელთ არსებულ და უკვე აღარ არსებულ დანებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bardazan Feb 2 2010, 00:40

ვიტო
ცნობისთვის დავწერ და არც გამეორება მეზარება (თუმცა ხშირად ერთი და იმავეს გამეორება მოსაბეზრებელია) რომ მე დანა არც გამიყიდია და არც მცდელობა მქონია მაგის.




ეს სიტყვები მიწერია წინა გვეღდზე შენი პოსტის პასუხად კაკრაზ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 2 2010, 01:04

bardazan
წავიკითხე და გავიგე კიდევაც და არც მაგ დანის გაყიდვაზე მაქვს ლაპარაკი, უბრალოდ
ხომ ტრიალებ იმ ხალხთან ვინც ყიდის, აგერ ლაშა ყიდის კიდევ ხოდა თქვენ თითონ გადამიწყვიტეთ
ლითონის მარკაც და როქველის შკალაც, ისე რომ 150 გელაში ჩავეს არისჯდე, მეც გავიმეორებ რომ
არ მინდა არც ტარი, არც გრავირება, არც ქარქაში, მარტო გეომეტრია ამარჩევინეთ პირის, სასურველია 22-24 გრადუსზე
იყოს აყვანილი...... ეს არის თხოვნა მეტი არაფერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bardazan Feb 2 2010, 18:12

ვიტო
გასაგებია სენ რისთვისაც გინდა. მე ჩემი გეგმა მაქ მაგ ამბის და ცოტა დრო დაჭირდება ამის (ჩემი გეგმის) შესრულებას, მერე არ მოგიწევს ყიდვა გასატესტად newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 3 2010, 03:30

bardazan
არა ტო, რაის გასატესტად, ნაღდად მინდა რომ დაემატოს ჩემ მწირ კოლექციას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 1 2010, 01:58

T A M P L I E R-დანის პირი რა მასალაა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 1 2010, 02:01

პადშიბნიკის(ვეღარ გავიხსენე ქართულად) ბურთულა

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 1 2010, 02:39

ალბათ საკისარი? ზემოდან რითია დაფარული?მე ტეპლავოზის(თბომავალი?) კლაპანი ვიცოდი....ისე რა უჩალიჩიათ ბურთულის გაპრტყელებაnewsmile05.gif საღოლ ვუთხარი ხელოსანს! გრუზინულია ხო ალბათ?

პოსტის ავტორი: Shooter Apr 1 2010, 09:14

მე ფინკა გამიკეთა იზრელში ერთ ერთმა ოსტატმა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთი სერიის სულ ათი დანა აქვთ ერთ ერთი ფორუმის წევრებს. დ2 ფოლადი გამოიყენა და იშვიათი ჯიშის ხის ტარი აქვს. იგივიე ხელოსანი ეხლა მე მიმზადებს ტომ ბრაუნის ტრეკერის კოპიას ჰორიზონტალური ქარქაშით. ეგ დანა უფრო ცნობილია როგორც ფილმის the Hunted ერთ ერთი გმირი. კიდე დედაჩემს ვაჩუქე ამერიკაში ერთ ერთი ოსტატის გაკეთებული ნაჭედი სამზარეულოს დანა, იაპონურ სტილში შესრულებული.

პრინციპში მე მაქვს ჩემი შეხედულება რომ შეკვეთით დანის დამზადებას აქვს აზრი თუ შემკვეთი თავად იღებს მონაწილეობას დანის დიზაინის შემუშავებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ დანას განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება არ აქვს მისი ყიდვა უაზროა, იმიტომ რომ სულ უბრალო დანაც რომ იყოს ძალიან ძვირია (საქართველოში) და მაგის ფასად შეიძლენა ძალიან კარგი სერიული დანის ჩამოატანა რომელიც უტილიტარული თვისებებით აჯობებს კდიევაც აქ გაკეთებულს.

იმაზე აღარ ვიძახი რომ დიდი ალბათობით ის დანაც რომელსაც საზღვარგარეთ ოსტატს შეუკვეთავთ ისიც უფრო იაფი და ჯდება ვიდრე აქაურის გაკეთებული.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 1 2010, 09:46

ციტატა(T A M P L I E R @ Apr 1 2010, 03:01) *
პადშიბნიკის(ვეღარ გავიხსენე ქართულად) ბურთულა

საკისარი ქვია ,, პადჩებნიკს,, და ეგ კიარა რა მაგარი რამე გაგიკეთებია შე ოხერო მაგრად მომეწონა მაგარია ნიკუშ საღოლ. ულამაზესია ტო თეთრი ტარიც მაგრად უხდება იმენნა სატყავებელი დანაა რომელიც კიდე მრავალ ფუნქციას შეითავსებს გამოცდილი და კარგი მონადირის ხელში. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 1 2010, 14:26

NNN-504

ციტატა(NNN-504 @ 1st April 2010 - 03:39) *
ალბათ საკისარი? ზემოდან რითია დაფარული?მე ტეპლავოზის(თბომავალი?) კლაპანი ვიცოდი....ისე რა უჩალიჩიათ ბურთულის გაპრტყელება საღოლ ვუთხარი ხელოსანს! გრუზინულია ხო ალბათ?

არაფრით არარის დაფარული უბრალოდ არის გაპრიალებული.თბომავალის კლაპანი არ გამიგია მარა ალბათ კარგი იქნება(მარა სად გინდა იშოვო).
საღოლ მიღებულია newsmile035.gif newsmile05.gif

hunter777
ციტატა(irakli fofxadze @ 1st April 2010 - 10:46) *
საკისარი ქვია ,, პადჩებნიკს,, და ეგ კიარა რა მაგარი რამე გაგიკეთებია შე ოხერო მაგრად მომეწონა მაგარია ნიკუშ საღოლ. ულამაზესია ტო თეთრი ტარიც მაგრად უხდება იმენნა სატყავებელი დანაა რომელიც კიდე მრავალ ფუნქციას შეითავსებს გამოცდილი და კარგი მონადირის ხელში.

ხო მეც მაგრა მომეწონა კარგი გამოვიდა,კარგი გამოყვანილი პირი აქვს და ნალესიც მაგარი გამოვიდა ისე მაგრა გავლესე რო სინჯვა სინჯვაში მთელი მარცხენა ხელი ჩამოვიპარსე vava.gif მგონი რო მაგარი სატყავებელი გამოვიდა ,ეხლა ერთი გასინჯვა მინდა რამე რო ჩამოვატყავო საქმეში როგორი იქნება მაინტერესებს ashh.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: გოგა Apr 1 2010, 19:31

hunter777
მაგარი გამოუვიდა მართლა!!! აი მაგრა მომეწონა!!! თან ტარიც პრიალებს,არანაირი ნახატი და მაგრა უხდება!!! რავი მე მაგარი ნასიამოვნები ვარ მაგის დასრულებული სახის ნახვით!!!

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 1 2010, 20:07

კარგია, იმსახურებს მოწონებას small3d018.gif

დამღაც მაგრად მოუხდა newsmile027.gif newsmile045.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გოგა Apr 1 2010, 20:10

დამღა არ მომწონს მე რაღაც.მემგონი გადაკეთება ჯობია

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 20:11

T A M P L I E R

რა ნამუსგარეცხილი კაცი ხარ! 1 სატყავებელი მეც გამიკეთე რა... დიზაინსაც შევარჩევ და მასალებსაც მოგიტან რაც დაჭირდება cooldog.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Apr 1 2010, 20:50

ვინმე ხო ვერ მიმასწავლის ლიტერატურას სადაც მრავალშრიანი ფოლადის წარმოებაა აღწერილი? მინდა საკუთარი ძალები მოვსინჯო მაგ საქმეში.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 1 2010, 22:04

ციტატა(troutbaiter @ Apr 1 2010, 21:50) *
ვინმე ხო ვერ მიმასწავლის ლიტერატურას სადაც მრავალშრიანი ფოლადის წარმოებაა აღწერილი? მინდა საკუთარი ძალები მოვსინჯო მაგ საქმეში.

ხუმრობ ხო????? newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 22:43

ციტატა(hunter777 @ Apr 1 2010, 23:04) *
ხუმრობ ხო????? newsmile029.gif


newsmile05.gif

troutbaiter

ჯობია ვისაც გამოცდილება აქვს იმას გაგასაუბრო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 1 2010, 23:49

გოგა

ციტატა(giorgevich @ 1st April 2010 - 21:10) *
დამღა არ მომწონს მე რაღაც.მემგონი გადაკეთება ჯობია

დამღა საბოლოოა გადახედვას არ ექვემდებარება
ბესო
ციტატა(Beso @ 1st April 2010 - 21:11) *
რა ნამუსგარეცხილი კაცი ხარ! 1 სატყავებელი მეც გამიკეთე რა... დიზაინსაც შევარჩევ და მასალებსაც მოგიტან რაც დაჭირდება

ებიჭო რა პრობლემაა მეტეორული ფოლადი მოიტანე და გავაკეთებ როგორსაც გინდა

troutbaiter
ციტატა(troutbaiter @ 1st April 2010 - 21:50) *
ვინმე ხო ვერ მიმასწავლის ლიტერატურას სადაც მრავალშრიანი ფოლადის წარმოებაა აღწერილი? მინდა საკუთარი ძალები მოვსინჯო მაგ საქმეში.

ძია ჯერ იუთუბზე ნახე როგორი საწვალებელი რამეა და მერე მგონი გადაიფიქრებ მაგ ამბავს

პოსტის ავტორი: Shooter Apr 7 2010, 11:26

როგორც იტყვიან გზაშია საქართველოსკენ

ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა......



პოსტის ავტორი: hunter777 Apr 7 2010, 11:37

მაგარია საღოლ მშვიოდბაში!! რა დაჯდა? მაგარი ვიდუხა აქვს ეტყობა მულტიფუნქციურია!

პოსტის ავტორი: Shooter Apr 7 2010, 11:41

ციტატა(hunter777 @ Apr 7 2010, 12:37) *
მაგარია საღოლ მსჰვიოდბაში რა დაჯდა? მაგარიო ვიდუხა აქვს ეტყობა მულტიფუნქციურია!


ტომ ბრაუნის ტრეკერის კოპია ვსთხოვე ხერხის გარეშე და უფრო კომპაქტური პირით. შინაურულად დაჯდა 150 დოლარი მისი ამადება ტყავის ჰორიზონტალური ქარქაშით. + გამოგზავნის ხარჯები.
ფოლადი დ2.

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 7 2010, 11:59

კარგია საღოლ, კიდევ ერთხელ გილოცავ!

პოსტის ავტორი: Shooter Apr 7 2010, 15:37

ციტატა(hunter777 @ Apr 7 2010, 12:59) *
კარგია საღოლ, კიდევ ერთხელ გილოცავ!



დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 9 2010, 09:09

T A M P L I E R
ოო მეინ გოთ !
მშვენიერი რამე შეუქმნია შენ ბასასუნა ხელებს small3d018.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 9 2010, 09:17

T A M P L I E R
მაგარი ხარ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: robiko Jun 9 2010, 10:03

პატივს ვცემ ყველა ნიჭიერ ქართველს, გაიხარეთ

პოსტის ავტორი: შალვა Jun 9 2010, 10:06

T A M P L I E R
მალადეც! კარგია რომ მარჯვენას არ აცდენ! newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 10:13

ოო ღმერთო ჩემო გმადლობთ გმადლობთ
შალვა

ციტატა(shalva @ 9th June 2010 - 11:06) *
მალადეც! კარგია რომ მარჯვენას არ აცდენ!

ჩემი მარჯვენა არასდროს არის უქმად

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 9 2010, 10:22

ყოჩაღ ბიჭო..... რადგენ ეგ ქართული კუკრია...."კუკური" დაარქვი... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 10:24

ვაა ბასასუნა რა კაი რამეა ბიჯოსა!! მაგარია ყველაფრით მაგარი. სადა და ლამაზი და კიდე ალბათ მჭრელიც ხო? ,,ნიჭიეროოოოოოოოოოო!! შენი ადგილი ქალაქშიაა!,, newsmile029.gif newsmile090.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 10:44

hunter777
რავი კაი დიდი ჭრილობა კი მომაყენა და ალბათ მჭრელი ქვია.ლევანი

ციტატა(levani @ 9th June 2010 - 11:22) *
ყოჩაღ ბიჭო..... რადგენ ეგ ქართული კუკრია...."კუკური" დაარქვი...

მაგარი აზრია

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 9 2010, 10:46

TAMPLIER

მაგადია newsmile027.gif
კუკური კაი სახელია ისე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: lasharela_ava Jun 9 2010, 10:49

კარგია მომეწონა. უფრო ეფექტური იქნება მსგავს პატარას თუ გააკეთებ...

პოსტის ავტორი: Maverick Jun 9 2010, 10:53

T A M P L I E R
დაილოცოს მარჯვენა, ძალიან მომეწონა, არ გაყიდი რო რამე იყოს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 10:54

jagermeister
ხო მაგარი სახელი მისცა ლევანამ
lasharela_ava
რასაც ვგეგმავდი ცოტა დიდი გამოვიდა
რავი არ მიფიქრია უდროობის გამო ამასაც დიდ ხანს მოვუნდი.
ვნახოთ მომავალში შეიძლება პატარა გავაკეთო.
კალენია კარგად მიიღო მომეწონა.უგოლნიკი და მაგდაგვარი მასალები ვერ ძმაკაცობენ კუკურისთან newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 9 2010, 10:56

Maverick
დააგვიანე მე მაძლევს ოცმოც ფუკად newsmile05.gif

მაგარია, ბრავო small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 10:57

Maverick

გაიხარე
არა გაყიდვას არ ექვემდებარება .ყავს უკვე პატრონი

ჭალიმგელა
ხო გითხარი 60 ათ მეთქი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 9 2010, 10:59

T A M P L I E R
ეეე გოიმო ოცმოცი 60 ზე მეტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jun 9 2010, 11:06

მეც მინდა ეგეთი :(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 11:26

ჭალიმგელა
გაოფდება თორე გაგცემდი პასუხს

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 9 2010, 12:28

ციტატა(nika @ 9th June 2010 - 11:54) *
რასაც ვგეგმავდი ცოტა დიდი გამოვიდა

დიდი რაა...მაგ დანას..უფრო მაჩეტეს დამიშნულება არ აქვს???...ასე რომ...ჩემი აზრით მშვენიერი ზომის ჩანს. პატარა და მსუბუქი მეჩეტე....კიდე ....რაღა მაჩეტეა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 12:31

ლევანი
დიდი არ ვარგა აგერ დიტოს აქვს ჩამოტანილი და ძალიან ტლანქი რამეა

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 9 2010, 12:33

T A M P L I E R


მაგარი ხარ , როგორც რკინა,
პარიზშია შენი ბინა
მარჯვენაში მოგცეს "სილა",
გაჭედვინოს ბევრი რკინა.small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 12:35

sabo73
ლექსათა არა
საღოლ

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 9 2010, 12:45

ციტატა(nika @ 9th June 2010 - 13:31) *
დიდი არ ვარგა აგერ დიტოს აქვს ჩამოტანილი და ძალიან ტლანქი რამეა

ეგ იმხელაა???...მე უფრო პატარა მეჩვენა სურათზე. ის კუკრი მეც ნანახი მაქვს(გიგას ქონდა თუ სწორად მახსოვს და გეო ჟორშიკას) ის მართლა დიდია...თან ძალიან თხელი და ზედმეტი დრეკადობა აქვს. ის... პლანტაციებში(შაქრის ლერწმის) საჩეხად არის შექმნილი. შენი უფრო .....ტყეში პრაქტიკულად გამისადეგი ჩანს.

ლექსი ეგრე კი არა..აი ესე.(ორთაჭალაში ცხოვრობს..პარიზში კი არა.)

მაგარი ხარ როგორც რკინა.
სამჭედლოა შენი ბინა...
შენი შთაგონების წყარო რკინაა...
ორთაჭალის ბაღში ნახეთ ვინაა....
(ყარაჩოღლური ინტონაციით)
newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 12:47

არა ლევან დიტოსი და გიგა/დავიტუსასი სხვადასხვაა
ეს ჩემი უფრო დანაა ვიდრე მაჩეტე
მაიცა შედარებისთვის სხვა სურათს დავდებ

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 9 2010, 12:50

TAMPLIER
მართალი ხარ, მე მაქვს ნეპალური კუკრი და მაგარი მოუხერხებელი რამეა.
ვიდზე კი არი მაგარი, მარა სანადიროდ გამორიცხულია მაგის წაღება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 9 2010, 13:01

T A M P L I E R შენ გენაცვალე მარჯვენში რააა ვამაყობ ნიკუშ შენით

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 13:16

ჯეკო
შე ნიხაროში ჩელავეკო ეხლა რო შენიშვნა შემოიტანო ამ დანაში რა, უნდა დავბრაზდე და მეწყინოოს??

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 9 2010, 13:39

T A M P L I E R
კაია, საღოლ.

ხელოვანი კაცი ხარ. რისგან გააკეთე?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 13:40

რა კაი ტარი აქვს ბიჯო ჰა? ეუფ!
მამწონს ნამეტანი ეხლა ეგა მე! ეხლა რაღაც გაბრტყელებული საკისარის ფოლადის მასალა მაჩუქეს 4მმ ი აქვს სისქე ერთი ცელქი ტაჩილა და ჩემი შესაძლებლობებიც უნდა შევამოწმო რა გამომივა ერთი ვნახოთ აბა!

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 9 2010, 13:53

T A M P L I E R
საღოლ ნიკუშ მაგარია!!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 13:58

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 9th June 2010 - 14:39) *
T A M P L I E R
კაია, საღოლ.

ხელოვანი კაცი ხარ. რისგან გააკეთე?

გაიხარე.
მასალა
პირი-უ8
ტარი-ირმის რქა
ვადა-ლატუნი
წებო-საიდუმლო
უკანა ნაწილი -ქართული კაკალი


hunter777
ციტატა(irakli fofxadze @ 9th June 2010 - 14:40) *
რა კაი ტარი აქვს ბიჯო ჰა? ეუფ!

არ ვარ კმაყოფილი ზოლები ზუსტად არ ზის თავიდან რო ვიღებდი პირველ ღარებს გაბრაზებული ვიყავი და თავიდანვე გავაფუჭე
ციტატა(irakli fofxadze @ 9th June 2010 - 14:40) *
ეხლა რაღაც გაბრტყელებული საკისარის ფოლადის მასალა მაჩუქეს 4მმ ი აქვს სისქე ერთი ცელქი ტაჩილა და ჩემი შესაძლებლობებიც უნდა შევამოწმო რა გამომივა ერთი ვნახოთ აბა!

რათ არ გამოგივა კაცო მთავარია მონდომება ყველაფერი გამოვა

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 15:16

არა ბიჯო ზუსტად მაგასა აქქ მუღამი რო ზუსტად არ ზის ხაზები! უხდება და ხელით ნაკეთებს უფრო გავს! რავი მე მომწონს და!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 16:48

hunter777
მაგაში გეთანხმები ქარხნული კარგია მაგრამ ჰენდმეიდს მუღამი აქვს

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 9 2010, 17:26

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 9 2010, 14:16) *
ჯეკო
შე ნიხაროში ჩელავეკო ეხლა რო შენიშვნა შემოიტანო ამ დანაში რა, უნდა დავბრაზდე და მეწყინოოს??

ნუმიტრაკებ რააა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ერთი დანა მეცუნდა შეუკვეთო შენს ოქროს ხელებს იცოდეეე

პოსტის ავტორი: ბალა Jun 9 2010, 17:47

უხ ნიკუშ სენ მარჯვენას შემოვევლე მაგარი რმეა და ღმერთმა უფრო მეტი გაგაკეთებინოს

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 9 2010, 18:21

T A M P L I E R
ნიჭიეროოო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ravari-misca.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 9 2010, 18:34

საღოლ ბრატ!! დელა მასტერა ბაიცა! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: bardazan Jun 9 2010, 23:16

T A M P L I E R
არგია მომწონს.

ოღონდ ერთ რამეს ვერ ვიგებ, კუკრზე რომ ამბობთ მოუხერხებელიაო და ისაო და ესაო და სანადიროდ არაპრაქტიკულიაო, ეგ ხო ხანჯალია (რა მნიშვნელობა აქვს სადაური), აბა ქართული ხანჯალი დაიკიდეთ სანადიროდ როგორი პრაქტკული იქნება ერთი newsmile035.gif რა დანიშნულებაც აქვს და ვისთვისაც აქვს ეგ დანიშნულება ისენი მშვენივრად პრაქტიკულად იყენებდენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 9 2010, 23:48

ციტატა(bardazan @ Jun 10 2010, 00:16) *
T A M P L I E R
არგია მომწონს.

ოღონდ ერთ რამეს ვერ ვიგებ, კუკრზე რომ ამბობთ მოუხერხებელიაო და ისაო და ესაო და სანადიროდ არაპრაქტიკულიაო, ეგ ხო ხანჯალია (რა მნიშვნელობა აქვს სადაური), აბა ქართული ხანჯალი დაიკიდეთ სანადიროდ როგორი პრაქტკული იქნება ერთი newsmile035.gif რა დანიშნულებაც აქვს და ვისთვისაც აქვს ეგ დანიშნულება ისენი მშვენივრად პრაქტიკულად იყენებდენ newsmile05.gif

+100

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 9 2010, 23:53

bardazan
მე როგორც ვიცი კუკრი არის საბრძოლო იარაღი
მართალი გითხრა ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იხმარო ნადორობაში,ან ხორცის დამუშავებაში
იძახიან რო მაგარი სახმარიაო და რავი მე ნამდვილად არ მიხმარია კუკრი ხორცზე და ვერაფერს ვიტყვი
აი ყელის გამოსაჭრელად (რაშიც იყენებდნენ ) მაგარი იქნებოდა

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 10 2010, 07:43

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 10 2010, 00:53) *
bardazan
მე როგორც ვიცი კუკრი არის საბრძოლო იარაღი
მართალი გითხრა ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იხმარო ნადორობაში,ან ხორცის დამუშავებაში
იძახიან რო მაგარი სახმარიაო და რავი მე ნამდვილად არ მიხმარია კუკრი ხორცზე და ვერაფერს ვიტყვი
აი ყელის გამოსაჭრელად (რაშიც იყენებდნენ ) მაგარი იქნებოდა

ყელის გამოსაჭრელად, თავის მოსაჭრელად, ხელჩართულ მოკლე კონტაქტური ბრძოლების დროს და ბოლო ბოლო გაჭირვებაში გაატყავებ კიდეც და დაამუშავებ კიდეც მართალია ცოტა მოუხერხებელია ამ საქმეებისათვის მაგრამ თუ ხელები სწოირ ადგილიდან გეზრდება ამასაც მოახერხებ!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 10 2010, 10:22

იტოგში მაგარი გავაოფეთ რა

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 10 2010, 10:30

რაგაც ფოლადი მაქვს და ერთი უნდა ვცადო მეც რა გამომივააა

პოსტის ავტორი: გოგა Jun 10 2010, 17:25

მე ვამაყობ შენით!!!! neaa.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 10 2010, 17:32

გოგა
გაფრინდა წავიდა უკვე

პოსტის ავტორი: დიტო Jun 10 2010, 18:29

რაცხა ჩემ კუკრს გავს ეს შენი კუკურიე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif გილოცავ ნიკოლოზ მართლა კაი გამოსულა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 10 2010, 18:35

დიტო
რანერად გავს შენ კუკრს კაცო ისი დიდია ძალიან

პოსტის ავტორი: bardazan Jun 10 2010, 20:12

ხო რა ნეპალური ხანჯალია კუკრი და ხანჯალი კიდე საბრძოლოა. არ მიბრძოლია არასდროს და მით უმეტეს კუკრით მაგრამ გეომეტრია ისეთი აქვს დაახლოებით როგორც იატაგანს, ამ უკანასკნელს კიდე როგორც ხანჯალს ისე ხმარობდენ, როგორც ვიცი ერთ ხელში დიდი ხმალი (თუ არ ვცდები კილიში) და მეორეში იატაგანი (იანაჩარ). თავს ვერ დავდებ ამი ინფოზე მაგრამ მგონი ახლოსაა ლოგიკასთან.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 10 2010, 20:24

მე როგორც ვიცი... კუკრი ფირმის სახელწოდებაა. და სხვადასვა ნივთებს ამზადებს და თუ არ ვცდები სამხრეთ აფრიკულია. მაგ ტიპის დანებს..კი სხვა დანიშნულებით იყენებენ აფრიკაში. ჩვენებური წალდის დანიშნულებით. გადასარევი გამოსაყენებელია ჯუნგლებში(ლიანებისგან გზის გასაკაფად და პლანტაციებში სამუშაოდ. ალბათ არც ბრძოლას მოიკლებდნენ მაგითი აფრიკული ტომები. რათქმაუნდა მაგ ფორმის ხანჯლებიც არსებობს(აზიური) ეგეთივე სტილშია ოსმალური ხმალი..და რათქმაუნდა იათაგანი. უბრალოდ ეგენი სხვა რამეა.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 10 2010, 21:17

ლევანი
გეთანხმები, სუფთა საბრძოლო რამე არაა კუკრი.
კუკრი არის ნეპალური მეავალფუნქციური ინსტრუმენტი.
საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 15 2010, 14:34

გაიხარე ლევან,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.
მე არაფერი არ მავიწყდება იცოდე

აწი უკვე ეგ პატარა ნეპალელი აღარაა,
მაგის სამშობლო საქრთველოა და რახან ქართველია ოჩოპინტრემ კუკური-თ მონათლა,
მაგრამ ხო იცი "გაიზრდება და თვითონ ამოირჩევსო" აწი შენია და რაც გინდა ის დაარქვიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი ბათუმი Jun 26 2010, 00:00

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 24 2010, 23:50) *
hunter777
რა გინდა რა დაგისჰავე?

ნიკუშავ ეს კუკურა (ძალიან მომეწონა სახელი მაგის) ისევე ისე წევს ჩემთან ერთად და ვერ ვიშორებ ლოგინიდან. მპპპპპპპპპპპპპპპუ შენ!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 26 2010, 08:06

ლევანი ბათუმი
ლევან თუ გიხმარია რამეზე?უკანა მხარეს ცოტა სქელი ნალესი გამოვიდა და პრობლემას ხომ არ ქმნის?

hunter777
სგინ ნი ჩისტაია სილა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი ბათუმი Jun 27 2010, 09:10

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 26 2010, 09:06) *
ლევანი ბათუმი
ლევან თუ გიხმარია რამეზე?უკანა მხარეს ცოტა სქელი ნალესი გამოვიდა და პრობლემას ხომ არ ქმნის?

hunter777
სგინ ნი ჩისტაია სილა newsmile090.gif

არა ნიკუშ რა პრობლემას? მე სამართებლის ქვაზე მოვპირე და ახლა ხელს რომ დაუსვამ პირზე ჟრუანტელი დაგივლის ისეთია. გავნათლე უკვე მარა ჯერ ცხვარზე. ერთი დასმით წააგდებინა თავი უმაგრესი სახმარია, უნდა ნახო ტყავზე რა სახმარია.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 27 2010, 15:19

ციტატა(docent @ 27th June 2010 - 10:10) *
მე სამართებლის ქვაზე მოვპირე და ახლა ხელს რომ დაუსვამ პირზე ჟრუანტელი დაგივლის ისეთია.

მაგის მერე...ტყავზე უნდა ალესვა.."ზელიონკა" წაუსვი ტყავს(რუსული ჯარის რემენი გამოდგება) და ალესე.....ისეთი გახდება წვერს გაიპარსავ.

პოსტის ავტორი: o.cho Sep 20 2010, 15:04

ძალიან მაგარი რამეა ეგ კუკური რაც დანები მინახავს და პირი დამიფჩენია შეილება სიამაყით ვთქვა რომ მათ ათეულში შევიყვანდი ასეთი საჩუქარი რომ ვინმემ გამიკეთოს ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მის სახელს ვიბოდებდი. newsmile05.gif ყოჩაღ ძმაო ძალიან მაგარი ხელი გქონია ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ასეთი შEსანიშნავი ნივთების კეთების ენერგია სულ გქონოდეს newsmile045.gif ძალიან მაგარიაა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 20 2010, 15:16

o.cho
გაიხარე

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 20 2010, 22:58

T A M P L I E R

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

უმაგრესია! სუპერ საღოლ!

+ მაგას მარტო მარჯვენა ხელი არ ეყოფოდა, მარცხენაც შესანიშნავი ჰქონია ჩვენს ნიკას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 21 2010, 00:44

Power_VANO
ხო აბა მარჯვენა რო იღლება..... ashh.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Sep 21 2010, 15:45

მორჩაა? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 21 2010, 17:29

hunter777

ვაა რას ამბობ,ეხლა ესეთია???
მაგარია ტოო!! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 21 2010, 19:03

hunter777
ეეეეეეეეე, ტარის მასალა გინდა?


პოსტის ავტორი: hunter777 Sep 21 2010, 20:13

ციტატა(ვიტო @ Sep 21 2010, 20:03) *
hunter777
ეეეეეეეეე, ტარის მასალა გინდა?

ჰო რავი არვიცი ჯერ რა მასალა იქნება კარგი ჯერჯერობით კი იყოს ეგრე და ვნახოთ მერე იქნებ რამე გავჩითო შავი რქა ან რამე ეგეთი! ბუნებრივი იასნა
თავისი ოსტატით. ისე პირის გეომეტრია როგორ მოგწონთ მისაღებია თქვენთვის თუ ვერა?? მემგონი ვარგობს დ რავი აბა??

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 21 2010, 20:19

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 21st September 2010 - 21:13) *
ისე პირის გეომეტრია როგორ მოგწონთ მისაღებია თქვენთვის თუ ვერა??

მიიღება, პარტიას უყვარს ეგეთი გეომეტრია.
ბზა წავა? მიგდია რაჭაში კარგი კუსოკი.......

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 21 2010, 20:25

კი მაგარი იქნება ბზა ტო!
მაგი კიარ მიფიქრია!
newsmile029.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 21 2010, 20:33

hunter777
რომ წავალ, და ისე არ წავალ რომ ვე შეიტყოთ გამახსენეთ, არადა კი გამახსენდება მარა მაინც........
პ.ს. თბილისშიც მაქვს რაცხა ნაგლეჟი და მაგასაც მოვიკითხავ და კიდევ რაცხა წითელი ხის
30X40X5 სმ რუსეთიდან ჩამოტანილი მამაჩემის ჯარის პერიოდის ხის ნაგლეჯიც მაქვს და მაგასაც მოვიკითხავ,
მამენტ სინთეზში მოვა, ჰა რავარია? ივარგებს? მგონი კი ხო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 21 2010, 20:54

კიი ივარგებს აბა რაა!
აწყობილი ტარი იგულისხმე ხო მონაცვლეობით რომ იყოს ნაჭერ ნაჭერ როგორც ამ ტარსა აქვა არაა? კი კაი იქნება მგონი! გეიხარე ყურადღებისათვის მადლობა ვიქტორ! newsmile090.gif newsmile029.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 21 2010, 21:00

ხო, რავი აბა, მგონი მონაცვლეობით კარგი იქნება, ერთშეფეროვნილი ვგონებ არ
დაგაკმაყოფილებთ სერ... ა ეტატ კალორ ბუდეტ ლუჩშე... მოკლედ რაჭა არ არის საჭირო,
ტიფლისში არს ეგ ყველაფერი, გამახსენებიზაციე და ჯადოს ჩაგიკუჭავ გულღვიძლში newsmile05.gif
დაჟე იმდენს ჩაგიკუჭავ, რომ შევთხვევით რომ გაგიფუჭოს მასტერმა ზაპასს მოგცემ.

ლა კალქი ვალ ლა, ძალიან კალქი ტო, ესეთი კალქი ძალიან ცოტაა აქ, სემაქეთ ლაა.......... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 21 2010, 21:44

ჰე ჰეე!
უმფროსი როგორ ბაზრობს ეე!! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 21 2010, 21:57

ვაი საღოლ ვაი მალადეც
ეს რა კარგი გამოსულა კაცო
რას ერჩი ამ ტარს უხდება ძალიანაც

ისე ბზას კარგი კაკლის ფესვის ნაჭერი არ ჯობია??

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 21 2010, 22:17

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ბასას
small3d018.gif small3d018.gif ლაშა ავალიანს
small3d018.gif ჰანთერ 777-ს


საერთო ჯამში newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 22 2010, 09:40

ციტატა(nika @ 21st September 2010 - 22:57) *
რას ერჩი ამ ტარს უხდება ძალიანაც


+1000

და პირიც კარგია ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 22 2010, 09:43

T A M P L I E R
ბზა ვერ ქაჩავს? ისე მძიმე კია მარა რავი აბა.......

პოსტის ავტორი: შალვა Sep 22 2010, 12:09

ბზა პრობლემა არ არის თუ გინდა მე მოქცემ, მაგრამ დანის სატარედ მსუბუქი ხის მასალა ჯობია, მაგალითად ბალი, ალუბალი ,(ამათზე იაპონელები გიჟდებიან)ან ტყემალი, ქლიავი, ვაშლი ან მსხალი მოკლედ მასალა მსუბუქი და გამძლე უნდა იყოს კაროჩე ფრუქტოვი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 22 2010, 14:15

მადლობა ბიჭებს იაპონური ალუბალი ( საკურა) სად ვიშოვო ეხლა?? ისე ვაშლის ნუჟრიანი სატარეც კარგია ლამაზია და გამძლე მაგრამ მგონი დროებით ამ ტარზე დავტოვებ! დღეს ჩავამაგრე უკვე და რავი აბა თან გავლესე კიდეც კარგად კიარა მაგრად ჭრის მარა ლესვას კაი ხანი მოუნდი! ეხლა მოვწამლავ პირს რომ მუქი ნაცრისფერ- მოლურჯო ფერზე დაჯდეს და ქარქაშზე უნდა ვფიქრო! მე ძალიან მომწონს ყველანაირად. ისე ტარი მძიმე გამოვიდა უფრო მსუბუქი მერჩივნა მე მაგრამ რასიზამ?. დროებით შევეგუები ამ ერთადერთ ნაკლს!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 22 2010, 16:46

გეუბნები გაუკეთე მარტო კაკლის ტარი არავითარი ნაკანეჩნიკი არ უნდა
ჩააწებე და დაამუშავე ის ნაკანეჩნიკის წონაც დააკლდება და ბევრრრრრად ლამაზიც იქნება

პოსტის ავტორი: შალვა Sep 22 2010, 16:51

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 22nd September 2010 - 15:15) *
იაპონური ალუბალი ( საკურა) სად ვიშოვო ეხლა

ალუბალი ალუბალია, გინდა საკურა დაარქვი გიდა ჩერი გინდა ვიშნია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 22 2010, 16:54

რაღაც დანის პირი მაჩუქეს დამუშავებულია უკვე მარტო ტარიღა უნდა, მაგრამ არ ვიცი როგორ გავუკეთო... newsmile039.gif newsmile039.gif არადა კაი რამე ჩანს... ehh.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 22 2010, 16:57

ლეკი
ლევანას უთხარი დრო და შედეგი აქვს უზააარმაზარიიი! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 22 2010, 17:03

ციტატა(შალვა @ Sep 22 2010, 17:57) *
ლეკი
ლევანას უთხარი დრო და შედეგი აქვს უზააარმაზარიიი! newsmile090.gif

არავინ არ მინდა რო შევაწუხო ამ პატარა რაღაცის გამო.... არადა ასე დატოვებაც არ მინდა..
http://pix.ge/
აი ეს არის...ტელეფონითაა გადაღებული და უხარისხო ფოტოა.. გამოდგებაა?

პოსტის ავტორი: შალვა Sep 22 2010, 17:06

თუ ლითონი ნორმალურია რათქმაუნდა გამოდგება, ფორმაც მონადირულია, კაი ტარი და ბუდეც დაგჭირდება.

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 22 2010, 17:14

ერთი კარგი ტარი მართლაც დახატავდა, მაგრამ არც მასალა მაქვს და არც ვიცი როგორ და რანაირად გავაკეთო.. vava.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 22 2010, 19:36

ალუბალისას იაპონელები ქრექს ახვევენ, მარა ყველაზე ხშირად მაგნოლიას ხმარობენ (კუხნის, სანადირო დანებში და ხმლების ტარებში...)

ნახეთ:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KTKB124
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KTKB127
http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=KTKC513

პოსტის ავტორი: შალვა Sep 22 2010, 21:03

nihontoman
ნაღდად ახალი იმფოა, ჩემთვის მაგნოლია(როგორც დანის ტარი) არ ვიცოდი, მაგრამ ალბათ ეგეც მსუბუქი და გამძლე მერქანით ხასიათდება, საქართველოში აფხაზეთში, სამეგრელო და აჭარაში ხარობს, შოვნა შეიძლება.

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 22 2010, 22:24

შალვა
იაპონელებს ძალიან უყვართ ეს ხე. განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ხმლებში. იქ კი ისეთი კონსტრუქციაა, რომ თუ მასალა მოწოდების სიმაღლეზე არაა, ტარი უბრალოდ გაიბზარება. წარმოიდგინე ერთი კილო რკინის ნაჭერი წლების მანძილზე უნდა იდოს ამ ხისგან გაკეთებულ ბუდეში 20სმ სიგრძის რკინის პორციით და ოდნავი ლუფტიც არ უნდა გაიჩინოს უსასრულო ქნევის დრ4ოს. აქედან გამომდინარე, დანისათვის მართლა კარგი ვარიანტი მგონია.... თან ფაქტურაც მომწონს მე....

უი, ეხლა გამახსენდა. რამე burl wood ნაჭერი რომ გეშოვა? შეიძლენბა ცოტა ძვირი იყოს, მარა მეფური რამე ტქნება:

http://www.knifekits.com/vcom/product_info.php?cPath=40_217_316&products_id=1686
http://www.knifekits.com/vcom/product_info.php?cPath=40_217_316&products_id=266
http://www.texasknife.com/vcom/product_info.php?cPath=587_827_603&products_id=1239
http://www.texasknife.com/vcom/product_info.php?cPath=587_827_603&products_id=1231
http://www.texasknife.com/vcom/product_info.php?cPath=587_827_603&products_id=1233

ათასი ვარიანტია მოკლედ... vot-tak.gif

პოსტის ავტორი: bardazan Mar 17 2011, 23:20

გამარჯობათ,
აქვე დავდებ მე ამ ამბავს და თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის ახალ თემად გახსენით.

მოკლედ 2010 წლის 20-21 ნოემბერს ქ ანტვერპენის (ბელგია) ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ქართველმა მჭედელმა, ზაქრო ნონიკაშვილმა ჩაატარა მასტერკლასი, თემა რაღა თქმა უნდა ბულატი, ესწრებოდა 23 კაცი თუ არ ვცდები..... ნუ მოკლედ ბევრის წერას არ დავიწყებ, თვითონაც ხვდებით რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.


ამ ყველაფერში (მასტერკლასის ორგანიზებაში) დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ, ამჟამად ჰოლანდიაში მოღვაჭე მჭედელს ბატონ გოჩა ლაღიძეს. დიდი მადლობა მას.


აი ლინკებიც... http://gotscha.nl/nl-workshop%20wootz.htm

http://forums.dfoggknives.com/index.php?showtopic=18364&pid=171343&st=0&#entry171343

http://www.youtube.com/user/themaxare#p/u/1/iFgjFaIQFks

ევროპელი კოლეგების ინტერესი ზაქროსადმი, მათი გაცნობის და ამ მასტერკლასის შემდეგ უფრო გაიზარდა და მას კიდევ აქვს რამოდენიმე მიწვევა, დაიგეგმა უფრო მაშტაბური მასტერკლასი... იყო მოსაზრება რომ 2011 წელს საქართველოში ჩაეტარებინათ სიმპოზიუმი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებენ... მაგრამ არა უშავს, თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მივა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 18 2011, 03:44

სასიხარულო ამბავია ჯაბას ვენაცვალე, გამიხარდა ძალიან , ეს მთელი ჩვენი ქვეყნის სახელია!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 18 2011, 09:51

ციტატა(irakli fofxadze @ 18th March 2011 - 04:44) *
სასიხარულო ამბავია ჯაბას ვენაცვალე, გამიხარდა ძალიან , ეს მთელი ჩვენი ქვეყნის სახელია!

აბა რა მაგრა გამიხარდა საზღვრებს გარეთ რომ ჩვენს ოსტატს იცნობენ და პატივს სცემენ

პ.ს. აუფ მომენატრა თურმე ჩემი გრდემლი

პოსტის ავტორი: bardazan Mar 18 2011, 16:13

hunter777
T A M P L I E R
გაიხარეთ. მეც ძალიან მახარებს ეს ყველაფერი, თან სერიოზული გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრეებში newsmile05.gif ეს ყველაზე კაია. კიდევ ერთი კარგი სახელი ჩვენი ქვეყნის.
მომავალ მასტერკლასზე უფრო მეტი ხალხია ჩაწერილი, ბევრი დაინტერესდა, და რაც მთავარია მოყვარულები და დამწყებები არა, უკვე გარკვეული აღიარების მქონე ოსტატები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 19 2011, 00:39

bardazan

ციტატა(Jaba Kopaleishvili @ 18th March 2011 - 17:13) *
მომავალ მასტერკლასზე უფრო მეტი ხალხია ჩაწერილი, ბევრი დაინტერესდა, და რაც მთავარია მოყვარულები და დამწყებები არა, უკვე გარკვეული აღიარების მქონე ოსტატები

აქ რატომ არ ხდება ესეთი რამეები??
დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 19 2011, 09:45

ჰო მეც დიდი სიამოვნებით დვესწრებოდი ! სულ მაინტერესებდა ეგ საქმე, მიზიდავს დ მსიამოვნებს მაგ პრიცესის ნახვა!

პოსტის ავტორი: bardazan Mar 19 2011, 19:56

T A M P L I E R
შენდაესწრები, ირაკლი დაესწრება და მაქსიმუმ 3-4 კაცი კიდევ. და აზრი არ აავს, ჯერ ერთი ხალხის დასწრება მათი მხრიდან თანხასთან არის დაკავშირებული, მერე კიდე იქ დასწრება უაზრობაა თუ უბრალოდ დანების მოყვარული ხარ, კაი სტაჯი და გამოცდილება უნდა გქონდეს მაგ სფეროში, ვინაიდან იქ სასწავლად ესწრები და იხდი ფულს ამაში. თუ ვერ გაიგე იქ რასაც უყურებ რა ხდება და რატო მაშინ რამოდენიმე ასეული "უცხოური" ვალუტის გადახდა უაზრობაცაა და არც გაიაიხდის 90%.
მჭედლებიც ცოტაა ძაან და ამ ცოტადან კიდევ უფრო ცოტა ვინც მზადაა დასასწრებად.


და ყველაფერს რო თავი დავანებოთ ეს ყველაფერი სახელისთვის კეთდება...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 19 2011, 22:55

ციტატა(bardazan @ Mar 19 2011, 20:56) *
T A M P L I E R
შენდაესწრები, ირაკლი დაესწრება და მაქსიმუმ 3-4 კაცი კიდევ. და აზრი არ აავს, ჯერ ერთი ხალხის დასწრება მათი მხრიდან თანხასთან არის დაკავშირებული, მერე კიდე იქ დასწრება უაზრობაა თუ უბრალოდ დანების მოყვარული ხარ, კაი სტაჯი და გამოცდილება უნდა გქონდეს მაგ სფეროში, ვინაიდან იქ სასწავლად ესწრები და იხდი ფულს ამაში. თუ ვერ გაიგე იქ რასაც უყურებ რა ხდება და რატო მაშინ რამოდენიმე ასეული "უცხოური" ვალუტის გადახდა უაზრობაცაა და არც გაიაიხდის 90%.
მჭედლებიც ცოტაა ძაან და ამ ცოტადან კიდევ უფრო ცოტა ვინც მზადაა დასასწრებად.


და ყველაფერს რო თავი დავანებოთ ეს ყველაფერი სახელისთვის კეთდება...

რა ასეულობით ფულზე საუბრობ?ელემენტარული მასტერკლასები რო გაიმართოს აქ თბილისში მგონი არ უნდა იყოს პრობლემა.
რაც შეეხება სტაჟს მე უბრალოდ დანების მოყვარული ნამდვილად არ ვარ და იმიტომ მინდა დავესწრო რო სტაჟი და ცოდნა ავიმაღლო და შეიძლება იმ მასტერკლასზე დიდი ახალი არაფერი ვნახო მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რო უაზრობა გამოვა.
ხოდა ესე ცოტა რო არიან მჭედლები საქართველოში და ყველა თავისთვისაა და არ ხდება ესეთი თავშეყრები და არ ტარდება მასტერკლასები და ხალხმა არ იცის რა ფიზიკურ,გონებრივ,სულიერ და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ხელობა,იმიტომ არის რო გააკეთებ დანას სიტყვაზე დაადებ ცოტა მოზრდილ თანხას და მერე ყველა გეუბნება აუ რა ძვირია და რატომ უნდა გადავიხადო ამაში ამდენი თანხაო

და სახელს რაც შეეხება ჩემი აზრით რაც უფრო ხალხში იქნები და ახალ თაობას აღზრდი და დააინტერესებ მით უფრო დიდი სახელი გექნება

პოსტის ავტორი: გოგა Mar 19 2011, 23:21

ციტატა(nika @ 19th March 2011 - 23:55) *
ხოდა ესე ცოტა რო არიან მჭედლები საქართველოში და ყველა თავისთვისაა და არ ხდება ესეთი თავშეყრები და არ ტარდება მასტერკლასები და ხალხმა არ იცის რა ფიზიკურ,გონებრივ,სულიერ და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ხელობა,იმიტომ არის რო გააკეთებ დანას სიტყვაზე დაადებ ცოტა მოზრდილ თანხას და მერე ყველა გეუბნება აუ რა ძვირია და რატომ უნდა გადავიხადო ამაში ამდენი თანხაო

პრინციპში კი დაგეთანხმები.....

ციტატა(Jaba Kopaleishvili @ 19th March 2011 - 20:56) *
მერე კიდე იქ დასწრება უაზრობაა თუ უბრალოდ დანების მოყვარული ხარ, კაი სტაჯი და გამოცდილება უნდა გქონდეს მაგ სფეროში, ვინაიდან იქ სასწავლად ესწრები და იხდი ფულს ამაში. თუ ვერ გაიგე იქ რასაც უყურებ რა ხდება და რატო მაშინ რამოდენიმე ასეული "უცხოური" ვალუტის გადახდა უაზრობაცაა და არც გაიაიხდის 90%.

მაგრამ ამ სიტყვებს ბოლომდე ვერა newsmile05.gif
რაც უფრო პოპულარულს გახდი ამა თუ იმ სფეროს,მით უფრო წაიწევს წინ და შესაბამისად მიყვება მისი წარმომჩენიც.
აუცილებელი არ არის ხვალ და ზეგ ელოდო შედეგს."ორ დღეში" სიკვდილს არავინ ვაპირებთ და ასე ვთქვათ "რეკლამა" ცუდს არაფერს იტყვის.

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 19 2011, 23:36

ციტატა(giorgevich @ 20th March 2011 - 01:21) *
რაც უფრო პოპულარულს გახდი ამა თუ იმ სფეროს,მით უფრო წაიწევს წინ და შესაბამისად მიყვება მისი წარმომჩენიც.

ეგრე ცოტა გაუჭირდება.. რეალურად ცოტა სხვანაირად დგას ხოლმე საკითხი(რასაც მე არ ვეთანხმები მაგრამ ეგრეა და რას იზავ) როგორც წესი..მანდ მოქმედებს კონკურენციის ამბავი.. როდესაც ერთი ადამიანი რამე კარგს დაამუღამებს...ყოველთვის ცდილოვს მაგითი სარგებელი ნახოს..თან ისე..რომ პირველობა არ დაკარგოს..ამიტომ "ხეზე ასვლას" არ ასწავლის ხოლმე არავის. რასიზამ..კაპიტალიზმი ველურია. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მაგრამ მაგასაც აქვს თავისი დადებითი.. ზუსტად მაგის გამო..სხვა ადამიანი ცდილობს უკეთესი აღმოაჩინოს(მოიძიოს და შეისწავლოს) თვითონ და იმ პირველს გადაასწროს. ეგ უკვე ჯანსაღი კონკურებციაა... სამოლოო ჯამში კი ეგ იწვავს განვითარებას..პოპულარობასაც და მომხმარებლისთვის უკეთეს პირობებს(დაბალ ფასს) ეგ კი დიდი პლუსია იმ ველური კაპიტალიზმის.

პოსტის ავტორი: გოგა Mar 19 2011, 23:53

ლევანი
მინდა შეგეკამათო,მაგრამ შენ თვითონ გაეცი შენივე კითხვებს პასუხი და მომწონს ეს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: bardazan Mar 20 2011, 00:27

T A M P L I E R
კარგად გადაიკითხე ჩემი პოსტი, ვერ გაიგე აშკარად რაც გითხარი. შენს საქმინობაზე არაფერი მითქვამს ზოგადად ვთქვი. რა ფულზეა ლაპარაკი და იქ რა მასტერკლასიც გაიმართა დასწრება იყო ფასიანი.
მოგებას და მსგავს თემას რომ არ შევეხოთ მარტო ორგანიზება საკმაო თანხა ჯდება მსგავსი სპეციფიკის მქონე მაშტაბური ღონისჭიების. +მაგას არავინ არაა ისეთი ენთუზიასტი რო ეს ყველაფერი თავის ჯიბიდან გაიღოს იმის გამო რომ ნახევარზე მეტმა მოსულმა ვერაფერი გაიგოს.. და დამახასიათებელი სიამაყით თქვას რო ბევრი ვერაფერი ყოფილა ეს კაციო. შენ თუ არ იცი მე გეუბნები რომ ასეთი ხალხი ძალიან მრავლადაა, მათ არ სიამოვნებთ თანამემამულის წარმატება, ვერ იგებენ რაშია საქმე და იხტიბარს არ იტეხენ...
რაც შეეხება კვალიფიკაციას და სტაჟს, ბულატის ხარშვის და ჭედვის მასტერკლასი რომ შედეგიანი იყოს დამსწრისთვის თვითონაც უნდა მუშაობდეს შედეგის მისაღწევად და პირველი შეხება არ უნდა იყოს ამ საკითხთან რომ რაღაც შედეგი გამოიღოს.

მჭედლები რომ ცოტა არიან და თავისთვის არიან, დიდი ბოდიში მარა ეგ ჩემი ბრალი არაა, არც ზაქროსი, ყველამ თვითონ არჩია თავისი გზა. ეს ცოტა უხერხული თემაა და შემიძლია პირადად აგიხსნა. აქ საჯაროდ საწერი არაა, ყველას თავისი შეხედულება აქ. ხვდები ალბათ newsmile045.gif

T A M P L I E R
გოგა
ამ საქმის გაპიარება ერთია და მეორეა თემა რაზეც ჩატარდა მასტერკლასი, ჯერ უნდა გაანათლო ზოგადად ხალხი რა არის ბულატი და ა.შ. და ეს იცით რამხელა ნერვებთან და შეურაწყოფასთან არის დაკავშირებული?! არ მინდა შეურაწყოფა მივაყენო არავის მარა ტიპები აზზე არ არიან არაფრის და ისეთ რეჩებს არტყავენ ხოლმე.... გრავირებული დანა რო უფრო მაგრად ჭრის, რაც უფრო პრიალაა მით უფრო ბასრია და კიდე ათას მართლა გიჟთან გიწევს კამათი, და რატო? არ უნდათ და არ აინტერესებთ.... რატო უნდა ვითხარო ნერვები ან მე ან სხვამ რო შეუგნებელს შეაგნებინო, გინდაც ის რაც ტამპლიერმა დაწერა რომ შრომის ფასი არ იციან.....

იცით ფორუმ.გე-ზე რა დაწერა ერთმა, ხელნაკეთი დანა 50-70 ლარზე მეტი არ უნდა ღირდესო. 20 ლარი მაქსიმუმ მასალაო, ამას დაემატება მჭედლის შრომაო და მეტი ფასი რაღა უნდაო?! ასეთი იცით რამდენია? ძაააალიან ბევრი, აი ვინც მართლა იცის ძალიან ცოტა, ვინც ბულატის მოხარშვა-გამოჭედვის მასტერკლასით გაიღრმავებს თავის ცოდნას ამ სფეროში და ექნება წინსვლა დამოუკიდებლად მოხარშვაში ეგეთები საერთოდ თითზე ჩამოსათვლელია ჩვენთან. და რა ვქნათ დავაძალოთ?

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 20 2011, 00:46

ციტატა(Jaba Kopaleishvili @ 20th March 2011 - 02:27) *
და რა ვქნათ დავაძალოთ?

არავის არაფერი არ უნდა დავაძალოთ. ვისაც მართლა აინტერესებს... ლიტერატურასაც მოიძიებს..ჩაქუჩსაც..გრდემლსაც და მასტერკლასის ფულსაც. ვისაც კიდე არ ესმის..ხელნაკეთის ფასი რატომ არის მაღალი...შეუძლია ჩინური დანების "ნაბორი" იყიდოს და ის იხმაროს. ან თვითონ ცადოს ხელნაკეთი დანის დამზადება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მერე ხელობის 50 ლარი გაყოს დახარჯული დღეების რაოდენობაზე და გამოიანგარიშოს..თვითონ თუ იმუშავებდა ხელობნების ნიმუშის შექმნაზე დღიურად მაგ თანხის გულისთვის. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 20 2011, 01:13

bardazan

ციტატა(Jaba Kopaleishvili @ 20th March 2011 - 01:27) *
ეს იცით რამხელა ნერვებთან და შეურაწყოფასთან არის დაკავშირებული?!

საქმისგან შედეგი თუ გინდა მიიღო,ცოტა კი უნდა ინერვიულო,ეს ჩემგან არ გესწავლება მგონია newsmile05.gif
ციტატა(Jaba Kopaleishvili @ 20th March 2011 - 01:27) *
იცით ფორუმ.გე-ზე რა დაწერა ერთმა

მეგობარო ფორუმ.გე-ზე და კიდევ ბევრგან(თუდაც ჩვენ საიტზე,უცოდინარი ხალხისგან) დაწერილს ნუ მიაქცევ ყურადღებას.
მთავარია შენი საქმე გიყვარდეს და შეძლო გადასცე ყველას.და 5 კაციდან 2-იც რომ დააინტერესო ეს უკვე საქმეა ჩემი აზრით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 20 2011, 03:17

ციტატა(giorgevich @ 20th March 2011 - 03:13) *
მთავარია შენი საქმე გიყვარდეს და შეძლო გადასცე ყველას.და 5 კაციდან 2-იც რომ დააინტერესო ეს უკვე საქმეა ჩემი აზრით

შენც მართალი ხარ ხო იცი... მაგრამ მე პირადად ცოტა სხვანაირად ვუდგები მაგ საკითხს. თუ რამე ვიცი..არავისთვის არ მენანება..მაგრამ თუ ვატყობ..რომ ადამიანს იქით ხვესწნა ჭირდება..მოდი რამე ისწავლეო.. არანაირი სურვილი არ მაქვს..მასზე დრო ვხარჯო(ნერვებიც). მე პირდაპირ იმ 2 კაცს შევარჩევდი ხუთიდან და იმათ ვასწავლიდი...დანარჩენმა სამმა თვითონ ისწავლოს რაც გაუხარდებათ. თუ უნდათ კიდე..სულ ნუ ისწავლიან ნურაფერს.

პოსტის ავტორი: ბესო Mar 20 2011, 08:06

ეს ძველი ამბავია, ანუ ვიცოდი და რატომღაც მახსოვს, რომ ჩვენს ფორუმზე უნდა იდოს ინფო. მერე მოვძებნი და თუ ვიპოვე ამ პოსტებს იქეთ გადავყრი თუ არა და დარჩეს აქ!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 20 2011, 11:22

ხო თორე აქ ოფდება
ისე საჭირო თემაა

პოსტის ავტორი: bardazan Mar 20 2011, 18:00

გოგა
ლევანმა რა პასუხიც გაგცა ზუსტად იგივეა ჩვენი დამოკიდებულებაც.
ეს ხო ნაწარმოები არაა რო წაუკითხო ვიღაცას და გაიგოს... თვითონ თუ არ აინტერესებს და ლიტერატურა არ მოიძია, ცდები არ ჩაატარა და დაკვირვება არ აწარმოა ეგრე ვერ ასწავლი მაგ საქმეს როცა ზაქროს ნახევარი ცხოვრება მაგ კვლევებში აქ გატარებული... 16 წლიდან...

5 და 2 კაცის მოძიების პრობლემა არ არის და არც საჭიროებაა... არ გვაკლიე ეგ რიცხვი ხალხის. მარა აქ ლაპარაკი იმაზე იყო რომ რატო არ ტარდება საქართველოშიო (საერთოდ ესე ხდება რაც არ უნდა კარგი რამ მოხდეს ყოველთვის იქნება პრეტენზიები). სად უნდა ჩატარდეს, ვინ უნდა დაესწროს? რამდენი კაცი იცით რომ ლიტერატურა დაღეჭილი აქვს, ცდებსაც ატარებს და პატარა ნიუანსების ძიებაშია (როგორც წესი ეს ნიუანსებია მთავარი)? დამიჯერეთ ასეთიძაან ცოტაა. აი გულახდილად რომ ვთქვათ რამდენმა კაცმა იცის ბულატის ნახატებით მისი ნაირსახეობის გარჩევა?! ბევრი "მჭედელი" ფენებიან ფოლადს (ე.წ. დამასკოს) და ე.წ. ბულატს ვერ არჩევს ერთმანეთისგან....

მოკლედ ჯერ ძაან ადრეა აქ მაგის ჩატარებაზე ლაპარაკი, ჩვენ პირობებში მაქსიმუმი მოსწავლის აყვანაა.


და ნუ იფიქრებთ რომ მე ან ზაქროს არ გვინდა რო აქ იყოს იმის საშუალება რო ჩატარდეს იგივე მაშტაბებით და იგივე დონე და ინტერესი იყოს... უბრალოდ დამოკიდებულება არასწორია, "ჩაატარეთ, დააინტერესეთ ხალხი, გააპიარეთ",,, ეგრე არაა რა..

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 20 2011, 22:40

bardazan
ამ შეკრებებზე მე დავწერე და ბულატის ხარშვის სწავლება უფასოდ არ მოგულისხმია
მე ვიძახი ამ საქმის გაპიარება და ხალხში გამოტანა იქნება კარგი თორე ვინ გეუბნება შენი საიდუმლოებები გამანდეო

თუ არა და არც ეგ არის პრობლემა , ალბათ გამოიძებნება რამდენიმე ადამიანი რომელსაც სურვილი ექნება იგივენაირ ღონისძიებაზე დასწრების როგორიც ჩაატარეს საზღვარგარეთ და იქნებ თანხაზეც არ ჰქონდეთ პრობლემა

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 20 2011, 23:21

ციტატა(nika @ 21st March 2011 - 00:40) *
ამ საქმის გაპიარება და ხალხში გამოტანა იქნება კარგი

მაგს დრო მიოტანს თვითონ. ზოგი აქ დაიწერება..ზოგი სხვაგან ზოგგან მასტერკლასი ჩატარდება...გამოფენაც იქნება და ნელნელა დაინტერესდება(უკვე მიდის ეგ პროცეს) ყველა..ვისაც აინტერესებს. თუ საქმე საინტერესო და სამომავლოდ მომგენიანი იქნა...აუცილებლად გაქაჩავს...ეგ..ზუსტად ეგრე იქნება. ძლიერი ოსტატის ხელნაკეთი..(არა მარტო დანები)ყოველთვის ინტერესშია ყველა ქვეყანაში(გვევასება ადამიანებს ლამაზი და კარგი ნივთები და რას იზავ newsmile035.gif newsmile035.gif )

პოსტის ავტორი: bardazan Mar 21 2011, 02:15

T A M P L I E R
აშკარად ვერ იგებ რასაც ვწერ, სადმე ვახსენე რო საიდუმლოა და იმალებათქო?


არც ის მითქვამს გინდა თუ არა ფული უნდა გადაიხადოთქო. მე ზაქრომ მოსწავლედ ყოველგვარი ფულის გარეშე ამიყვანა, არც კი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ახლა მეგობარია და ძმაკაცი და მერე მასწავლებელი. სხვანაირად გესმის.
ფული შენ გგონია მარტო იმიტო იყო გადასახადი რომ ვიღაც ზაქრო ნონიკაშვილი თავის, შენი სიტყვებით "საიდუმლოს" ყიდდა? არა ძმაო მაგრად ცდები, რა თქმა უნდა ჯერ ერთი ნებისმიერ ტრეინინგზე ტრენერს უხდიან ანაზღაურებას, მაგრამ ორგანიზება არ უნდა ამ ყველაფერს როგორ ფიქრობ? შესაბამისი შენობით ან მისი ნაწილით რომელშიც ყველა პირობა იქნება მსგავსი საქმისთვის. +ათასი წვრილმანი. ძალიან ელემენტარულია.

იყო კითხვა რატომ არ ტარდება აქ ეგეთები და იყო ტონი მომთხოვნი, (თითქოს სამშობლოს ვღალატობთ აქ რომ არ ტარდება ეგეთი მასტერკლასები, არ აინტერესებს ხალხს ისე როგორც იქ, არ არის ის ბაზა რაც იქ, და ასე ერთი და ორი კაცის მაშტაბით ძმაო რაც კი დაგაინტერესებთ მოდი იკითხე, ნახე ზაქრო, გაიცანი, სუ უცხო ძალიან საეჭვო პიროვნებები დაუკვალიანებია, კონსულტაცია გაუწევია) ხოდა მეც მიზეზები ჩამოგითვალეთ რატო ვერ ტარდება და რატო არ აქვს აზრი აქ ჩატარებას. აქ შეიძლება ჩაატარო სამჭედლო მასტერკლასი. ზოგადი. მაგას ექნება აზრი. მაგრამ ყველას თავის თავზე იმხელა წარმოდგენა აქვს რომ შეიძლება არც მაგას ქონდეს აზრი, ეს ჩვენთვის (ქართველებისთვის) დამახასიათებელი სიამაყით აიხსნება.

***

აი გახსოვს პირველად რომ დავწერე ამ ფორუმზე? გადაიკითხე ის თემა, ზაქროს შესახებ დავწერე, შენი პოსტები გადაიკითხე, ირაკლის პოსტები გადაიკითხე, არ გჯეროდათ არცერთს და მედავებოდით. საწყენად და ბოღმით არ ვამბობ ოღონდ ამ ყველაფერს კარგად გამიგე. ასეთია ზოგადად დამოკიდებულება და ძალიან სამწუხაროა. ვთქვი კიდეც, ამოდით და თქვენი თვალით ნახეთთქო. ხო იყო ეგრე, იყო. ირაკლი ამოვიდა, დააინტერესა, შენ არ დაგაინტერესა, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გამოგიხატავს ინტერესი, ირაკლიმ რო ამოსვლა გადაწყვიტა დაჟე შენ ის უთხარი რომც ახვიდე და ნახო რას გაიგებო...

კიდე ვიმეორებ მე ამას ნაწყენი და დაბოღმილი არ ვწერ, როგორც მეგობარს ისე გეუბნები, მაგალითი მომყავს ზოგადი დამოკიდებულების. newsmile05.gif ხოდა გეთანხმები რომ ცუდია აქ რომ არ ტარდება მაგრამ კიდევ ვიმეორებ აქ არ კი არა ვერ ტარდება და ერთერთი დიდი მიზეზი ასეთი დამოკიდებულებაცაა.

პოსტის ავტორი: პალიკო2 May 10 2011, 10:04

სად შეიძლება ამ დანების ნახვა შეძენა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 10 2011, 12:59

პალიკო2
გამარჯობა


რომელი დანების??

პოსტის ავტორი: პალიკო2 May 11 2011, 08:45

ციტატა(lasharela_ava @ Jun 18 2009, 00:27) *
ყველას მოგესალმებით!!! ვარ მეიარაღე (ცივი იარაღის ოსტატი) ვამზადებთ სანადირო და დასაკეც დანებს...
ამ თემაში წამოგიდგენთ ჩვენს ( მამაჩემის და ჩემს) მიერ დამზადებულ დანებს...
ჩვენი ნაწარმის ყველა დეტალი ხელითაა დამუშავებული. ყოველი დანა ერთ ეგზემპლიარად კეთდება და არასოდეს მეორდება. დანის პირისათვის ვიყენებთ როგორც წარმოების სხვადასხვა დარგებში არსებულ მზა ფოლადის მასალებს, ასევე სამჭედლოებში გამოჭედილ ან ღუმელში ჩამოსხმულ ფოლადისა და დამასკოს ფირფიტებს.
დანის ტარად გამოიყენება მხოლოდ ნატურალური მასალები, როგორიცაა : ძვირფასი ხის მერქანი, შინაური და გარეული ცხოველების რქები, სპილოსა და მამონტის ეშვები და ზღვის ძუძუმწოვრების კბილები...
დამკვეთის გემოვნეთისა და ნაკეთობის ფასის მიხედვით დანის შემკობა ხდება ხელით შესრულებული ყველანაირი სტილისა და ფორმის დეკორირებით. შესაძლებელია ნახატის ზოგიერთი დეტალის მოოქროვებაც.

პატივისცემით ზაზა და ლაშა ავალიანები


http://img31.imageshack.us/i/dsc055821.jpg/

http://img31.imageshack.us/i/dsc00217u.jpg/

http://img31.imageshack.us/i/img03521o.jpg/

http://img31.imageshack.us/i/img1639e.jpg/



მოგესალმებით ყველას, ძაან მომეწონა თქვენი დანები სად შეიძლება ნახვა და შეძენა იქნებ მომწეროთ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 11 2011, 12:27

პალიკო2
ეს დანები სავარაუდოდ გაიყიდებოდა
ისე კი შარდენის პარალელურ ქუჩაზე(მგონი რკინის რიგია)არის კამეა გალერეა და იქ დევს ხოლმე ლაშას ნამუშევრები



დანარჩენზე ავტორიც გაგცემს პასუხს

პოსტის ავტორი: პალიკო2 May 11 2011, 23:17

მადლობა დახმარებისთვის


T A M P L I E R. მადლობა კურადღებისთვის

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 10 2012, 14:48

ეხლა ვეძებდი შესაბამის თემას ჩემი შთაბეჭდილებების გასაზიარებლად და მასეთუი ვერაფერი ვიპოვე, ამიტომაც შევქმნი ახალს, სადაც შეიძლება უბრა;ლოდ ლაპარაკი სხვადასხვა დანებზე - წორაობა მოკლედ newsmile05.gif


ესეც მიზეზი რომელმაც განაპირობა თემის გახსნა:









აი ძალიან მომეწონა და ერთი სული მაქვს როდის გამოვა რომ ვიყიდო. სასწაულად საინტერესო რამეა - ორიგინალური, თანამედროვე და ტრადიციულ ელემენტებს კარგად აერთიანებს ერთმანეთში.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 10 2012, 15:04

nihontoman

შენი დადებული სპაიდერკოებიდან, ერთადერთი დანაა რომელიც მომეწონა newsmile05.gif

სავარაუდო ფასი არ არის ცნობილი?

ზომებში როგორ არის?

პოსტის ავტორი: shaman Mar 10 2012, 15:28

ძალიან ლამაზია. დიდება იმპერეტორს,შავი ტარიც მოუხდება

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 10 2012, 17:00

კი მაგარი ლმაზი დ სადაა არ მომწონს გადატყლარცჰული დანები სადა მირჩევნია და ფასი რაექნება ნეტა??ფოლადის მარკა და ფასი მაინტერესებს

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 10 2012, 17:35

ზომები როგორც ჩანს საშუალო/დიდია, სადღაც 8.5-10 სმ სიგრძის პირით.

სურათზე როგორც ჩანს, პროტოტიპის ფოლადი s30v არის, თუმცა შეიძლება შეიცვალოს. იქიდან გამომდინარე რომ პრემიუმ მასალებისაგან გაკეთებულია და ტაიწანში იწყობა, ალბათ სადღაც მილიტარის ფასი ეღირება, ანუ 120-150 დოლარი (ნუ შეიძლება პლიუს-მინუს 10-20 დოლარი...)

ისე, მიკვირს, ვერავინ შენიშნეთ პირის გეომეტრია? ნოლზე ჩამოდის "სპუსკები" (ქართულად რა ქვია გამაგებინეთ ვინმემ) და ეგრეთწოდებული "მეორადი პირი" არ აქვს.


რაც არ უნდა იყოს, რომ გამოვა ვყიდულობ ყველა ვარიანტში - კარგა ხანია ასე დანა არ მომწონებია D.gif

კიდევ ერთი სიახლე სპაიდერკოსაგან:









კიდევ ერთი ფავორიტი ჩმა. ძალიან დახვეწილი და კარგად გათვლილი დიზაინი ჩანს.

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 10 2012, 18:14

ჰოო დავაკვირდი და მაგიტო უფრო მომეწონა მაგარია!

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 10 2012, 21:26

ასეთი ბრენდის შესახებ თუ გსმენიათ რამე? what.gif
Miguel Nieto - n-7 n
http://imageshack.us/photo/my-images/844/n7ny.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
დიდად ვერ ვერკვევი დანებში მაგრამ, ესეთი ბრენდი ნამდვილად არ მსმენია არსად. თუ გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ გამიზიაროთ. არადა საკმაოდ ხელმისასწვდომ ფასშია

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 10 2012, 21:29

nihontoman

ვა ის პირველი რა მაგარი რამეა

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 10 2012, 21:53

ნიეტო საშუალო კლასის დანებს ამზადებს, დიდი არაფერია რა იაფფასიანი დანებია ძირითადად

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 10 2012, 22:04

hunter777
ფასი კი გასაგებია მარა ხარისხით როგორია ანუ მალე ბლაგვდება თუ რარაცა შეუძლია? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 10 2012, 22:27

ხარისხი სასუალო ისევე როგორც ფასი მოდელი ნახე და იმის დახასიათევა ეგენი ძვურფას ფოლადს არხმარობენ რავი!

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 10 2012, 22:54

FISHERMAN
არ მომწონს ნიენტოები - იმჰო, თავისი ფასი არ ღირს (მითუმეტეს ის ფასი რაც ქართულ მაღაზიებში ადევს)

გავაგრძელებ ახალი სპაიდერკოების თემას და დავდებ ედ სემფის ტა"ფ"ს newsmile05.gif უკვე რამდენიმე წელია ეს დანა კონცეპტის და პროტოტიპების სახით გვევლინება და სრულიად შესაძლებელია, რომ წელს წარმოებაში ჩავიდეს:









ჩამკეტი მექანიზმი - შიგნიდან ტიტანზე დამატებით არის ფოლადის ფენა მიმაგრებულია, რათა ტიტანის სწრაფი ცვეთის გამო არ სემცირდეს ჩამკეტის რესურსი. საკმაოდ წკვიანურადაა მოფიქრებული ჩმა....





ეეეხ, რამდენიმე ათასი მჭირდება ეხლა მე... D.gif

პოსტის ავტორი: იაშკა Mar 11 2012, 01:12

ჩემს სპაიდერს "პოლის" უმნიშვნელო ლუფტი ვერტიკალური შევამჩნიე. რუსულ საიტებზე ვკიტხულობდი,ახასიათებს კონსტრუქცის გამოო,დამამშვიდეთ newsmile05.gif თქვენსასაც აქვს.? newsmile05.gif(ხო, მეტალის ტარიან სპაიდერკო პოლის ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 11 2012, 03:36

იაშკა
ნუ თავიდან სტანდარტულ ბექლოქებს არ აქვს,მაგრამ ცვეთის შემდეგ მას უჩნდბა ვერტიკალური ლუფტი. მეც მაქვს ფოლადის ტარიანი პოლისი და ძალიან თუ დავექაჩები, ოდნავ იგრძნობა ლუფტისმაგვარი პაწაწკუნტელა მოძრაობა. ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო newsmile05.gif

სტანდარტული ბექლოქი როგორც ჩამკეტი სისტემა დიდად არ მიზიდავს (გარდა ქოლდსტილის ტრიადისა) - ლაინერ ლოქი და მისი ვარიაციები გაცილებით უფრო მომწონს მე პირადად. ნუ მენჩმეიდის აქსისი რა თქმა უნდა და ასევე ეგრეთწოდებული button lock-იც ნორმალური შესრულების შემთხვევაში საკმაოდ კარგია...


ჩამკეტებზე გამახსენდა - სპაიდერკო მილიტარი 2-ს აკეთებს ცოტა ხანში, და ახალი ჩამკეტი მექანიზმით იქნება:

http://www.google.com/patents?id=obMTAAAAEBAJ&printsec=abstract&zoom=4&source=gbs_overview_r&cad=0#v=onepage&q&f=false

ზემოთ ლინკი გადაგიყვანთ პატენტზე. ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა, მაგრამ ცოტა ძნელი გასაგები...

პოსტის ავტორი: იაშკა Mar 11 2012, 10:29

ციტატა(nihontoman @ Mar 11 2012, 04:36) *
იაშკა
ნუ თავიდან სტანდარტულ ბექლოქებს არ აქვს,მაგრამ ცვეთის შემდეგ მას უჩნდბა ვერტიკალური ლუფტი. მეც მაქვს ფოლადის ტარიანი პოლისი და ძალიან თუ დავექაჩები, ოდნავ იგრძნობა ლუფტისმაგვარი პაწაწკუნტელა მოძრაობა. ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო newsmile05.gif

სტანდარტული ბექლოქი როგორც ჩამკეტი სისტემა დიდად არ მიზიდავს (გარდა ქოლდსტილის ტრიადისა) - ლაინერ ლოქი და მისი ვარიაციები გაცილებით უფრო მომწონს მე პირადად. ნუ მენჩმეიდის აქსისი რა თქმა უნდა და ასევე ეგრეთწოდებული button lock-იც ნორმალური შესრულების შემთხვევაში საკმაოდ კარგია...


ჩამკეტებზე გამახსენდა - სპაიდერკო მილიტარი 2-ს აკეთებს ცოტა ხანში, და ახალი ჩამკეტი მექანიზმით იქნება:

http://www.google.com/patents?id=obMTAAAAEBAJ&printsec=abstract&zoom=4&source=gbs_overview_r&cad=0#v=onepage&q&f=false

ზემოთ ლინკი გადაგიყვანთ პატენტზე. ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა, მაგრამ ცოტა ძნელი გასაგები...

მადლობა.უცნაური რა იცი,?სამწელზე მეტი ვხმარობდი სპაიდერკო პერსიან .სრულიად ექსტრემალურად ვიხმარე,არანარი შატკა არ აუკიდე.ბევრად ურო გამძლე იყო ვფიქრობ,ამდროს ეს რაგაც მომილიტარო კლასია წესიერად არცკი მიხმარია საიდან აიკიდა..სტრანაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: იაშკა Mar 11 2012, 11:00

http://www.spyderco.com/catalog/details.php?product=36 ძალიან იაფად ყიდინან გირჩევთ,ვერ გაფუჭებთ.მე პირადად მქონდა თან 4 წლის უკან 240 ევრო გადავიხადე.ძაან კარგი დანაა.და გამძლეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 11 2012, 12:52

იაშკა
არზე არ ვარ.... რატომ მოხდა ეგრე, მაგრამ ფაქტია რომ ჩემმა პოლისმაც ლუფტის მაგვარი აიკიდა... ისე პერსიანი სულ მინდოდა მაგრამ ვერ დავადგი საშველი :(



პოსტის ავტორი: იაშკა Mar 11 2012, 15:56

კაი დანაა გირჩევ ფერსს..ძაან კაი დანა. ხო რაც შეხება პოლის რუსები წერენ სისტემის ბრალიო..ფრეზეროვანიაო..თუ რაღაც მაგდაგვარი. აწუხებსო ერთი სიტყვით ეგ პრობლემაო.თუმცა დანა აშკარად აგრესიულია.მე მომწონსnewsmile05.gifდამახასიათებელი ვიზულაით არ აგერევა სხვაშიnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 11 2012, 21:31

იაშკა
კი, პოლისი მაგარია მართლაც - ახლახანს დავამთავრე მაგით წვერის გაპარსვა (არ ვღადაობ) D.gif

მაგ სპარსს რაც შეეხება - ეგ ფასი რაღაც დაბალია ძაან და თან არცაა გაყიდვაში :(

პოსტის ავტორი: იაშკა Mar 11 2012, 22:08

ხო,რაღაც საეჭვოდ დაბალია .დავწერე მე რაც მივეცი ..მაგრამ ოფიცილურ საიტზეა რავიცი რავიციnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Mar 11 2012, 22:20


პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 11 2012, 22:31

ნამდვლადე არ გეჩვენება მეც ზუსტათ ეგრე ვხედავ!
ან ორივეს გვეჩვენება!

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 12 2012, 17:32

Geoჟორჟიკა
მაქსიმუსა


არ გეჩვენებათ არა, ამოტეხილია. ეგრე თქვეს შოუს დროს ვიგაცამ აიღოო ხელში და ძირს დაუვარდაო რკინის რაგაცაზე, ხოდა პირით დავარდა და ამოტყდა newsmile05.gif









ვითომ შიროგოროვი ასეთი კარგია? მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საბოლოო ჯამში სპაიდერკო უფრო "უკეთესია"...

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 12 2012, 19:54

ჰერცოგი997
მეტი სურათები რომ დაგედო უფრო საინტერესო იქნებოდა D.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 12 2012, 19:59

მეტი არც გადამიღია ისიც შემთხვევით მოხვდა კადრში და ამ თემას ხშირად ვკითხულობ უბრალოდ არ ვპოსტავ ამ თემაში დანის პირი კარგი გამოვიდა რკინაზე დარტყმის შემთხვევაში არ ფუჯდება პირი ჭრაც კარგი აქვს

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 14 2012, 23:27




არა რააა, ეს აშკარად მაგარი კარგი რაღაცაა... პრინციპში, არც ამაზე ვიტყოდი უარს:



პოსტის ავტორი: hunter777 Mar 15 2012, 00:40

ციტატა(ჰერცოგი997 @ Mar 12 2012, 20:49) *

1 კვირა მოვანდომე მასალა რესორი

}


მაგარია გიო საღოლ მომეწონა ოხერო ორიგინალურია ეხლა მეც დავაგდებ ცჰემ ბოლო ნამუშევარს newsmile045.gif\

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 15 2012, 10:37

ჰერცოგი997
მაგარია კუკუშ მართლა კარგია
აბა მოყევი წრთობა როგორ გაუკეთე და როგორ დაამუშავე საერთოდ

hunter777
შე მეორე იეღოველო შენა აბა მოახსენე უფროსობას რა მასალის პირი აქვს newsmile05.gif


და კიდე აი ის დიდი პირი რო ჩანს ის რა არის (კარგი ბაზაა)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 15 2012, 10:40

ეს ბოლო მომეწონასავით და არც ვიცი
არის მასში რაღაც მაგრამ ვერ ვხვდები რა მომეწონა

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 15 2012, 11:29

T A M P L I E R
ბოლო იმიტომ მოგეწონა, რომ არის დიდი, ტანკივით აწყობილი მოდელისაინტერესოდიზაინით და ძალიან მაღალი შესრულების ხარისხით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 15 2012, 11:31

ხო მაგრამ მაშინ ისიც მითხარი რა არ მომეწონა მაგაში D.gif : D

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 15 2012, 11:34

ვეღარ იცნო, შენ რო ამოიყვანე ეგაა კაცო ის დიდი განიერი პირი , საკისარია გაბრტყელებული, ეს პატარა კიდენა არვიცი რაა ზალიან მყარია და არ იჟანგება ეხლა ვეჩალიჩები მაგას მეორადი პირი უნდ ამუყვანო დაბლიდან განიერი ზებოდან ცოტა ვიწრო ნახაზე რგორცაა და მერე ტარს დაუგებ.


რქისტარიანს კიდე ზუსტად არვიცი მგარამ 440C ა ზუსტად არვიცი გარდა ლატუნია ტარი არჩვის რქა

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 15 2012, 11:36

T A M P L I E R
ის რომ რაღაც დირკებითაა დაფარული ტარი. იქნებ ეგ არ მოგეწონა? მე მაგალითად ეგ ასპექტი არ მიზიდავს მაინცადამაინც...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 15 2012, 11:45

არა ტარი არა უფრო პირის ამბავში ვერ გავერკვიე
აი მემგონი ტარი და პირი უფრო მეტად ართ ზოლში რომ იყოს მგონი მერე მომეწონებოდა

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 15 2012, 11:49

T A M P L I E R

რავი მე კიდე ეხლა როგორცაა ისე უფრო მომწონს. ჩანაფიქრი მაგ დანის ეგაა, მასთი კუთხის შექმნით ზოგ რაღაცეებს ეგ დანა გაცილებით უკეთესად გააკეთებს..

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 15 2012, 12:58

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 16 2012, 22:20

კიდევ ერთი:



და კიდევ:




ნუ პირველი ძაან მომწონს, მარა აი მეორე... რავი, კარგია და უარს არ ვიტყოდი, მაგრამ არ "მიხმობს" D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 20 2012, 10:51

ვითომ? რაღაც მიკერძოებულობის სუნი მცემს....!!!!!!!!


პოსტის ავტორი: nihontoman Mar 20 2012, 19:10

PREDATOR
ნუ მე არ მცემს მამენტ D.gif მგონია რომ მილიტარი მართლა მაგარი დანაა... ნუ ხმარებისას დამიმტკიცა ეგ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 20 2012, 21:28

ციტატა(nihontoman @ Mar 20 2012, 20:10) *
PREDATOR
ნუ მე არ მცემს მამენტ D.gif მგონია რომ მილიტარი მართლა მაგარი დანაა... ნუ ხმარებისას დამიმტკიცა ეგ newsmile05.gif


შენ ვერგამიგე newsmile05.gif ეს რაღაც რუსული ნანოტექნოლოგიური სასწაული newsmile090.gif მილიტარის რომ შადარეს საერთოდ ეგ მიმაჩნია აფსურდად. და მიკერძოებულობად....

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 20 2012, 22:30

PREDATOR
აააა, არა რატო.... რასაც ვიდეოებში ვუყურებ, აშკარად იმსახურებს მაგ შექებას. ქასთომია ბოლო-ბოლო, რომელიც მილიტარიზე კარგა მეტად ძვირი ღირს....

პოსტის ავტორი: beberolevani Mar 20 2012, 22:42

გამარჯობათ ყველას ძალიან მინდა ვისწავლო დანების კეთება როგორიც სურათებშია წარმოდგენილი ისეთი დანების და მირჩიეთ რამე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 20 2012, 22:59

T A M P L I E R
წრთობით ცოტა არ იყოს ვერ გავუგე რა თავიდან დანის სხვადასხვა მონაკვეთები არათანაბრად იწრთობოდა ვაცხელებდი რეზაკით და ვდებდი ზეთში ვაწრთე მარტო საჭრელი პირი იმის გამო, რომ ზედა ნაწილი ჩავთვალე რომ ცოტა რბილი ყოფილიყო და არ გადატყდეს ადვილად 5 ჯერ გავაცხელ და ბოლოს ყველა ნაწილი თანაბრად იწრთო თავიდან სხვა დანა გავაკეთე მერე მთლიანად გადავაკეთე კიდევ უნდა რაღაცეები თუ ვიპივე ფერადი მეტალი მერე მივხედავ უკეთესად
ეხლა ვაკეთებ პატარა ცულს და მაყალს იმ კვირაში დავამთავრებ რა თქმაუნდა დრო თუ მექნა

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 21 2012, 00:45

ციტატა(hercogi997 @ 21st March 2012 - 00:59) *
ეხლა ვაკეთებ პატარა ცულს და მაყალს

ღმერეთო რა ბედნიერი ხარ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 21 2012, 11:45

ჰერცოგი997
რეზაკით რო გააცხელე სავარაუდოდ არათანაბრად გაცხელდა და ვერ მიიღო თანაბალი წრთობა
რა მასალაა??

პოსტის ავტორი: beberolevani Mar 21 2012, 16:55

ველოდები სჰენგან პასუხს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 21 2012, 17:58

ვიცი რეზაკის გარდა აიქ არაფერი არის რომ გააცხელო რესორი არის

პოსტის ავტორი: Davitus Mar 21 2012, 18:03

ციტატა(hercogi997 @ 21st March 2012 - 18:58) *
ვიცი რეზაკის გარდა აიქ არაფერი არის რომ გააცხელო რესორი არის


ხოდა, მაგას გეუბნება. არათანაბრად აცხელებს ეგ


P.S. ვგიჟდები შენს ქართულ მართლწერაზე D.gif



პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 21 2012, 22:06

მასალა რა გაქვს ირაკლი

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 21 2012, 22:12

ციტატა(ჰერცოგი997 @ Mar 21 2012, 23:06) *
მასალა რა გაქვს ირაკლი



არვიცი გიო მარა რაღაც კაია რაა ნიტო რეაქტიული ძრავის ტურბინაა ნიტო რაღაც დოზანაა ძალიან მაგარია მკვრივია და ძნელი დასამუშავებელია ფოლადის მარკა არვიცი. სულ რაღაც განსხვავებული უნდა გავჩითო ხოლმე ხოიცი ჩემი ამბავი??

პოსტის ავტორი: beberolevani Mar 21 2012, 22:27

არის ვინმე რომელიც დანების გაკეთებას ასწავლიიის?

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 21 2012, 22:32

ციტატა(beberolevani @ Mar 21 2012, 23:27) *
არის ვინმე რომელიც დანების გაკეთებას ასწავლიიის?



რასგულისხმობ დანების გაკეთებაში საპირე მასალის ჭედვას ტარების დაგებას თუ დაკონკრეტდი რაგინდა რო ისწავლო??

პოსტის ავტორი: beberolevani Mar 21 2012, 22:37

hunter777შენ ასწავლი დანების გაკეთებას?

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 21 2012, 22:43

ციტატა(beberolevani @ Mar 21 2012, 23:37) *
hunter777შენ ასწავლი დანების გაკეთებას?



არა მე ვის რა ვასწავლო ძამიკო მე თვითონ ვსწავლობ ეგეთი ვინმეს პოვნა გაგიჭირდება შენისით დაიწყე საპირე ფოლადი იშოვე მერე ამოხაზე რაგინდა რო გააკეთო და იჩალიჩე მე ეგრე ვაკეთებ არავის არ უსწავლებია ფოლადის ჭდვა კიდე სხვა თემაა მაგას დიდი გამოცდილება ცოდნა დრო და ძალისხმევა სჭირდება, მე ძირითადად მზა მასალისგან ამომყავს ფორმები, ან შეკვეთით ვაკეთებინებ დანის პირს და ტარს მე უკეთებ და ქარქაშს, ჩემთვის ვაკეთებ მევასება უბრალოდ და მაგიტო.

პოსტის ავტორი: beberolevani Mar 21 2012, 22:50

საერთოდ მინდა ვისწავლო ყველაფრიდან ყველაპერი


ეგ საპირე პოლადი სად უნდა ვიშოვო?

პოსტის ავტორი: beberolevani Mar 21 2012, 22:57

ეგ საპირე პოლადი სად უნდა ვიშოვო?

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 21 2012, 23:05

ციტატა(beberolevani @ Mar 21 2012, 23:57) *
ეგ საპირე პოლადი სად უნდა ვიშოვო?



მჭედლები არიან და შეუკვეთავ რა ან მზასვე იყიდი მშრალ ხიდზე აქვთ ხოლმე გამოტანილი ცირკულარული ხერხისპირები და კარგი გამოდის მაგებისგან

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 21 2012, 23:57

http://www.radikal.ru

ბიჭებო დამეხმარეთ ეს ზემოთ რაც დავდე არის ექსრემა რაციოს ფირმის მაჩეტე მაგრად მევასება და ხო ვერ გამიგებთ რა დაჯდება ამის გამოწერა აქამდე რო ჩამოვიდეს წინასწარ მადლობა


მაგარი ფორმა აქ მევასა მაგრად რა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 22 2012, 10:45

hunter777
beberolevani
აქ რომ აღარ დაგხვდათ თქვენი პოსტები არაფერს გეუბნებათ ეს ამბავი??თუ მაინცდამაინც გაფღხილება უნდა მოგცეთ ადამიანმა
აქ იდება საავტორო იარაღი სურათები და მაქსიმუმ მათი განხილვა

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 25 2012, 21:17

ისე ზუსტად ეს მოდელი სადიყიდება ხომარიცით? ვერსადვერვიპოვე.....



პოსტის ავტორი: nihontoman Mar 26 2012, 11:39

http://www.bladehq.com/cat--Boker-Auto--47 იყიდება. მაგრამ ერთი პრობლემაა - მგონი ამერიკაში ავტომატურების დათრევას რაღაც ნებართვის პონტში უნდარომელიღაცქა შტატებში კი საერთოდ აკრძალულია... საქართველოში თუ იყიდება არ ვიცი და რომც იყიდებოდეს, ალბათ ძალიან ბევრი ღირს D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 26 2012, 15:24

ციტატა(nihontoman @ Mar 26 2012, 12:39) *
http://www.bladehq.com/cat--Boker-Auto--47 იყიდება. მაგრამ ერთი პრობლემაა - მგონი ამერიკაში ავტომატურების დათრევას რაღაც ნებართვის პონტში უნდარომელიღაცქა შტატებში კი საერთოდ აკრძალულია... საქართველოში თუ იყიდება არ ვიცი და რომც იყიდებოდეს, ალბათ ძალიან ბევრი ღირს D.gif



OK მადლობთ..!

პოსტის ავტორი: Davitus Mar 26 2012, 16:19

ციტატა(irakli fofxadze @ 22nd March 2012 - 00:57) *
ბიჭებო დამეხმარეთ ეს ზემოთ რაც დავდე არის ექსრემა რაციოს ფირმის მაჩეტე მაგრად მევასება და ხო ვერ გამიგებთ რა დაჯდება ამის გამოწერა აქამდე რო ჩამოვიდეს წინასწარ მადლობა


მაგარი ფორმა აქ მევასა მაგრად რა


ალიექსპრესზე იყიდბა, მაგრამ მაქედან ჩამოტანის გამოცდილება აქ ბევრს არა აქვს

http://www.aliexpress.com/product-fm/520148185-FREE-SHIPPING-OEM-EXTREMA-RATIO-KH-TACTICAL-MACHETE-FIXED-BLADE-KNIFE-HUNTING-KNIFE-RESCUE-KNIFE-EC00000623-wholesalers.html

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 26 2012, 16:31

PREDATOR
ცადე, შეეკითხე შეგიძლია თუ არა გამოწერა პროსტო ისე, შეიძლება მაგ საიტს ეგ შუზღუდვა არ აქვს... რას გეტყვიან ჩვენც გაგვაგებინე, ძალიან მომწონს ერთი ავტომატური D.gif

Davitus
ალიექსპრესზე ჩინური ყალბი იყიდება, რომელიც არ იქნება ექსტრემა რაციოს ხარისხი.... ნუ შეიძლება რა ფასიც ადევს ღირდეს, მაგრამ რავი....

პოსტის ავტორი: Davitus Mar 26 2012, 16:33

nihontoman

კონკრეტულად მაგ მოდელს რა ფასი ადევს მომიძებნე აბა

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 26 2012, 20:23

Davitus
http://www.michiganknives.com/Item_Pages/Extrema_Ratio_Items/KH_Kukri_Geocamo.html

http://www.bladeforums.com/forums/showthread.php/731622-Extrema-Ratio-KH-Kukri

http://www.cuttingedgeknives.com.au/products.php?cPath=137&rID=134

ნუ მოდელის ა მაღაზიის მიხედვით სადღაც 300-400 დოლარი ღირს , კონკრეტულად ეგ მოდელი, KH კი 315-დან 440-ამდე მერყეობს როგორც ჩანს. უფრო 300 შეიძლება ზოგან 300-იას ოდნავ ქვემოტაც იყიდებოდეს...

პოსტის ავტორი: Davitus Mar 27 2012, 02:15

nihontoman

ნამეტანი ძვირებია, მაგ კაცს არამგონია უღირდეს მაგდენის გადახდა, ამ შემთხვევაში მემგონი ჩინური უფრო გამართლებულია, თუ უბრალოდ დიზაინი და გეომეტრია მოგწონს

არც ის მგონია, ეგ მაჩეტე სრული დანიშნულებით გამოიყენოს ვინმემ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 27 2012, 10:12

Davitus
კი გეთანხმები. თუ კარგ ჩინბურს აირცევს, შეიძლება საკმაოდ ნორმალური რამე იშოვოს. სენ რაც დადე პრინციპში ნორმალური ფოლადით იყო და ფასსაც არაუშავდა...

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 30 2012, 18:48

საკმაოდ საინტერესო კონსტრუქციაა:



მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საკმაოდ სუსტი კონსტრუქცია ჩანს, მაინც მგონია რომ დასაკეცი ჯიბის დანისათვის საკმარისზე მეტი სიმტკიცე ექნება და არაა აუცილებელი სრული მეტალის ჩონჩხის ქონა. ამის მტკიცების საფუძველს მაძლევს სპაიდერკო მილიტარი, რომელსაც ნაწილობრივი ლაინერები აქვს, თუმცა არავის უთქვამს რომ მისი ცამკეტი მწყობრიდან გამოსულა ადექვატური დატვირთვების გამო....

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 4 2012, 16:20



ესეც ჩინელები და მათთან დაკავშირებული სესაძლო პრობლემები....

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 5 2012, 01:39



არ ვიცი თქვენ როგორ მაგრამ ემ როგორც იტყვიან "ამიჩუჩუნდა" ამ დანაზე D.gif






რას ფიქრობთ? მგონი ძალიან კარგი რაღაცაა. ელეგანტური და დახვეწილი დიზაინის....

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 5 2012, 07:05

კი კარგია ლამაზია რაღაცნაირი და სადა ზედმეტი რამე რუმეების გარეშე. მომწონს! რა დაკდება ეს გურჯისტანამდე რო ჩამოვიდეს და ჩემი ჯიბე დაამშვენოს ხო ვერ გვეტყვი?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)