ახალი სასროლეთი გვექნება რუსთავის ავტოდრომის მიმდებარე
ტერიტორიაზე. დღეს, როგორც უკვე დავწერე "დალის მთის" პოსტში,
ვიყავი მშენებარე ობიექტზე - რუსთავის ახალ სარბოლო ტრეკზე.
შარშან ვწერდი ამ ობიექტის განვითარების პერსპექტივაზე და აი
ყინული დაიძრა, დაიძრა კი არა გამოქანდა!!!
1. ტრეკი პასუხობს FIA-ს ყველა მოთხოვნას. მოსახვევიდან მოსახვევში
გადადიხარ ვერცხლის წყალივით (გავიარეთ ლენდკრუიზერ 200-ით)...
იქვეა დრაგ-რეისინგის 400 მეტრიანი მონაკვეთი.
2. ტალახიანებისათვის არაჩვეულებრივი პოლიგონი ზემოდან შესცქერის
ძირითად ტრეკს
3. ამავე სამკუთხედში მოქცეულია გრუნტის ოვალი და კარტადრომი.
4. ოდნავ მოშორებით, ხევში კი სრული სპორტინგისა და ოლიმპიური
სასტენდო სროლის მოედანი. სასროლეთის ჩაბარების ვადა: 2011 წლის გაზაფხული!
ვთქვი, რომ ინიციირებას მოვახდენ - მოვახდინე (ყოველგვარი ხუმრობის გარეშე!)
აწი, თქვენი იმედი მაქვს 2013 წელს... იცით ვისაც უნდა მისცეთ თქვენი ხმები - მადლობელი
დაგრჩებით
ვააა მაგარი ამბავია!! კარგია კიარადა ძალიან გამიხარდა!
ვთქვი, რომ ინიციირებას მოვახდენ - მოვახდინე (ყოველგვარი ხუმრობის გარეშე!)
მაგარია! თელავიდან კი შორია, მაგრამ მაინც ჩამოვალ როცა გაიხსნება!
919
ოოო მშვენიერია მშვენიერი ეგ იმისთანა ადგილი კეთდება მთელი დღე წახვალ და არ მოგბეზრდება, კარტინკი, სტენდი, მცირე ოფ-როუდი, ფასები რა იქნება საინტერესოა.
919
ამ საშობაოდ კარგი ინფორმაციაა, ღმერთი გაგახარებს... გიგა სურათების გადაღება ალბათ ჯერ არ შეიძლებოდა ხო? კაი იქნებოდა ჩვენც გვენახა ჩუმად მაინც
Davitus
სურათები ამ ნისლისნ ამინდში მობილით გადავიღე და
მოგვიანებით დავდებ
რაც თეფშების პრობლემას შეეხემა, სავარაუდოდ დამზადდება
ადგილობრივი, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კოკსისგან მოხდება,
ჩამოტანა ტრანსპორტირების კუთხიდან გამომდინარე ძვირი ჯდება!
დასაწყისისათვის თურქეთიდან შეიძლება შემოტანა, ჯერჯერობით ყველაზი იაფი იქ ჯდება თეფშები.
romeo 1
არა, თეფშები ადგილიდზე დამზადდება...
ეგ უკეთესია, წესით 20-30%-ით იაფი დაჯდება.
919
როგორც იქნა აამუშავეს ტვინი და აამუშავებენ მილიონიდან ერთ ერთ მიტოვებული ქარხანას რუსთავში....
Bonehill
კაცს ვინც ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში ტვინი ჩემზე, შენზე, პეტრეზე, პავლეზე, ვანოზე და ანოზე კარგად
უმუშავებს. უბრალოდ ძლივს მიუშვეს ამ ობიქტის შეძენამდე და ძალზედ დიდ პრობლემას წააწყდა კადრების
საკითხში. არ გვყავს კადრები, მხოლოდ ლაყბები!
კარგიაა გამიხარდა ამამბის გაგება მაგრამ იმედია ისეთი სიძვირე არიქნება რომ მარტო ფულიანი ხალხი დადიოდეს
levani_200
სიძვირე იქნება ქვედა იარუსებზე სადაც სარბოლო ტრეკზე ფერარის, ლამბორჯინისა და F3-ის მეშვეუბით
ჭუჭულიკების დატოლებას მოინდომებენ .
აგრეთვე დამავიწყდა მეხსენებინა სატიუნუნგო კომპლექსი, სადაც ძირითადი აქცენტი მანქანის ელექტრონიკაზე
და მექანიკაზე იქნება გაკეთებული...
ფართო საზოგადოებისთვის (მომავალი თაობებისათვის) აშენდება ე.წ. ტექნო-რამა, სადაც მეცნიერებითა და
ტექნიკით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობა გაეცნობა ყველა კლასიკურ თუ თანამედროვე ფიზიკის
ცდას რეალში, მერწმუნეთ გაოცებული ჩვენც დავრჩებით .
მე წამოვალ უეჭველი თქვენთან ვარ
კარგია მაგრამ რავი უპირატესობა რომ იქნება ეეგ ფაქტია და რავი 1 წელია თოფი არ გამოსვრია მარტო ახალწელს გავისროლე
არ გვყავს კადრები, მხოლოდ ლაყბები!
ვაა, აკი სამუშაო ადგილები არაა ქვეყანაშიო? დაწერეთ რა პროფილის კადრებს ეძებთ, იქნებ ამ ფორუმზეც არის ვინმე მცოდნე და გამოგეხმაურონ.
მაგარია ძალიან, იმედი მაქვს საქმე ბოლომდე მივა ყველა დარგში..... გილოცავთ ბიჭებო....
ჩელე იმედია შენ მაინც წაგიყვან ერთხელ და გასროლინებ თებშზე
ერთ დიდ ბიდიშს მოვიხდი ყველასთან მაგრამ მე ესვერგამიგია სასროლეთი კეთდება თუ მანქანების სარბოლო კლუბი (თუ რაც არის )
levani_200
შერეული ობიექტია, ჩვენ ჯიპეპსაც გამოვცდით, თოფებსაც და ჩვენ თავებსაც. ისე ხომ ყველას შეუშვებენ? თუ საკლუბო პრინციპით იქნება შესვლა?
romeo 1
ყველას შეუშვებენ. იქ უსაფრთხოების წესების დარღვევა მართლაც
თეთრი ბილეთის საგზური იქნება.
levani_200
კეთდება უზარმაზარი კომპლექსი.
ახლა ავტვირთავ სურათებს და დაახლოებით განახებთ სად რა იქნება.
919
აბა გელოდებით გიგუშ
http://pix.ge/x/b/m/0hwjv/
http://pix.ge/x/a/i/fnqnf/
ამ ე.წ. კულუარში თუ ხევში ბუნებრივი რელიეფის დახმარებით მოეწყობა სასროლეთი
http://pix.ge/x/b/o/xv23e/
მე3 სურათის უკანა პლანზე ჩანც ტექნორამისა და ტიუნინგ-ფარეხის მომავალი ადგილსამყოფი
http://pix.ge/x/a/x/e7b36/
მე-4ზე კი 4x4ისა და კვადროცილის ოფროუდ პოლიგონი
http://pix.ge/x/b/c/byhcd/
გრუნტის ოვალისა და კარტოდრომის სამომავლო კოორდინატები
http://pix.ge/x/b/q/8lifr/
4x4-ისა და გრუნტის ოვალის ტერიტორია
ახალი კომუნიკაციები, ნიაღვარის წყლის ჭა...
http://pix.ge/x/a/d/shewf/
ახალი სარბოლო ტრეკის ახალი საფარის პირველი შრე...
ამას კიდევ 2 შრე უნდა დაედოს. ასფალტზე ტალახიანი ბოტებით
სიარულზე სერიოზული ფულადი ჯარიმაა დაწესებული!
ასეთი ბოლო შრეც კი არ არის არცერთ ქართულ ავტობანზე!
http://pix.ge/x/b/g/0z619/
ტექნიკური და გადაუდებელი დახმარების გვირაბის ტრანშეა
http://pix.ge/x/a/u/cjxpf/
ამ სურათებს იმიტომ ვდებ, რომ განახოთ თუ რაოდენ სერიოზული და დიდი მასშტაბის
სამუშაო ტარდება. სარბოლო ტრეკის 60% სამუშაოების უკვე ჩატარებულია. გეომეტრია
და ცენტრიდანული ვექტორები სშესწორებულია, კომუნიკაციები გაყვანილი.
ასფალტის საფარის პირველი შრის ხარისხი...
http://pix.ge/x/a/h/twi8m/
ხრეშის ბალასტი და ასფალტის შრე
http://pix.ge/x/a/k/y2qat/
მცირე მონაკვეთი და მომსახურების ცენტრის ხედი (განბაჟების ზონა, თუ არა ვცდები)
http://pix.ge/x/a/e/x0pm3/
ოდნავ გახსნილი კადრი იგივე ხედით
http://pix.ge/x/b/k/auowr/
პეის-კარის გვირაბის შემოსვა ხრეშით
http://pix.ge/x/b/u/vbbe7/
გვირაბის ზედაპირი 0-ან დონეზე
http://pix.ge/x/a/d/0csz2/
სამუშაო ტექნიკა მუშაობის პროცესში...
http://pix.ge/x/b/t/olyed/
ხაზეინი მოექანება თავისი ოქროსფრთიანი ჰონდით
http://pix.ge/x/a/h/2ouy7/
ვემზადებით ტესტისა და ვიდეო-გადაღებისათვის. ვიღებთ ჩემი "მიცუ-ზეროდან"
http://pix.ge/x/a/j/wphm8/
ჩემი ვერცხლისფერი ულაყი "მიცუ-ზერო"
http://pix.ge/x/b/s/3oydx/
ეს კი ძირითადი (მიახლოებითი) ზონირება
http://pix.ge/x/b/b/myhfd/
რაც სარბოლო ტრეკს შეეხება,
დააკმაყოფილებს FIA-ს GT2 და Moto GP-ის მოთხოვნებს!
ეს GT2 არის გრან-ტურიზმოს კლასი: ფერარი, პორშე, ზონდა,
დოჯ-ვაიპერი, ლამბორჯინი და ლემან-24 საათიანი რბოლებია.
919
იმენაა ვაუუუ! დამბურძგლა!
კარგი უნდა იყოს,მაგრამ გიგა ძალიან პატარა სურათებია,თუ ჩენთან ჩანს ესე?!
გოგა
დააკლიკე და გადიდდება
ბრავო.. მაგარი საქმე კეთდება
ავშენდით რუსთაველები )))
SPEC
არა მარტო
ეგ სურათები თუ ახალი გადაღებულია, ეტყობა რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ალბათ დიდ დროს წაიღებს კიდევ სრულ ამოქმედებამდეს?
romeo 1
ეგ სურათები კი არის ახალი გადაღებული, მაგრამ რასაც ზედაპირზე ხედავთ
10 მაგდენი მიწის ქვეშ არის გაკეთებული, ტყუილად არ გადავიღე ჭა-კოლექტორი.
ამისთანა კომუნიკაციები საქართველოში არავის უნახავს და მითუმეტეს აუშენებია.
გაზაფხულამდე ასფალტის სამუშაოები შეჩერებულია, სამაგიეროდ ტექნოლოგიური
სიმძლავრეები სხვა ობიექტებზე გადაინაცვლებენ: გრუნტის ტრეკი, ტრიბუნები, კარტო-დრომი,
სასროლეთი, შენობა-ნაგებობები...
ძალიან კარგი, გისურვებთ წარმატებებს და ობიექთის დროულად დამთავრებას, ველით მოუთმენლად!!!
საღოლ ძაან მაგარია. წარმატებები და საუკეთესო სურვილები , იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება .
ხრახნილულიანების სროლა შესაძლებელი იქნება?
არ არის ჯერ ზუსტი ინფორმაცია, თუმცა არის ამის თეორიული შანსი
კარგი იქნება თუ კი ეგ საქმე გაკეთდება. გლუვლულიანით ბევრგან შეიძლება სროლა, შაშხანებით იშვიათ ადგილს თუ იპოვნი სადმე მოხერხებულს, აი პისტოლეტით და რევოლვერით კი ვერ სად ივარჯიშებ. ნეტავი მანდ მაინც მოხერხდეს.
ძალიან მიხარია საშვილიშვილო საქმე რომ კეთდება და ძალიან ვგულშემატკივრობ.
გუშინ შევხვდი ბ-ნ თამაზ იმნაიშვილს (ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ) და საუბარში გაირკვა, რომ საქმის კერსში არ არის რა კეთდება და როგორ, ერთი შეკითხვა გამიჩნდა ამ საქმის ორგანიზატორებთან: ნუთუ ბევრი გვყავს საქართველოში ასეთი გამოცდილების და ტიტულების სპორტსმენი და ნუთუ კონსულტანტადაც არ გამოდგებოდა, თუ ვინმეს რამეს მოსთხოვდა ისეთი საქმის კეთებაში რჩევისათვის რასაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა?
919
არის რამე ახალი ამ თემასთან დაკავშირებით?
DISEVI
როგორც ვიცი ჯერჯერობით უამინდობის გამო შეჩერებულია სამუშაოები.
არის თურმე, კიდევ ერთი დიდი პრობლემა, გიურზა !
Bonehill
DISEVI
ჭაობიანი ადგილია სულ, ტექნიკას ძალიან უჭირსო .
ბიჭებო საქმე ნელ-ნელა წინ მიდის,
როგორც ჯასა-ს პოსტში დავწერე, საკმაოდ დიდი პროგრესია
ამ საქმეში მიუხედავად უხვი ნალექისა
რაც შეეხება ხრახნლულიანს, მე ერთხელ უკვე დავწერე , რომ
გაუწიე ნახევრადგადახურული 100მ-იანი ტყვიის სასროლეთის მშენებლობას.
რაც ბატონმა რობიკომ დაწერე ღვაწლმოსილ სპორტსმენებზე.
მერწმუნეთ ბ-ნო რობიკო, ერთია სპორტი და მე2 არის კომპლექსის
მშენებლობა. სპორტინგის კომპლექსის დაგეგმარება და უსაფრთხოების
ყველა ნორმა საერთაშორისო სტანდარტებით იქნება დაცული.
ამ კომპლექსს კერძო პირი საკუთAრი ფულით აშენებს, აშენებს ძალიან
ხარისხიანად. ეს პიროვნება ჩემი მეგობარია, ჩემი მეგობრის მეგობარია
СКМ "Лисья Нора"-ს მეპატრონე... მგონი მიხვდით რასაც ვგულისხმობ
აგრეთვე ვაპირებთ ადგილობრივი სამიზნეების საწარმოს ჩამოყალიბებას.
გასაგებია, მადლობა პასუხისათვის
919
და როდის უნდა ველოდეთ გახსნას?
აშშ-ში სტენდების რაოდენობა, სპორტინგები და კლასიკა........
http://pix.ge/
აშშ-ში ეგ საქმე კარგადაა დაყენებული, ჩვენთან კი რა მოგახსენოდ, კანონებში ბევრი შესწორება უნდა შევიდეს რომ სრულყოფილად ამოქმედდეს საქართველოში.
გარედან დასრულებულია თითქოს და როდისთვის იგეგმება გახსნა?
DISEVI
დამიკონკრეტე თუ შეიძლება რა არის დასრულებული, მეც მაინტერესებს მაგრად როდის გაიხსნება საბოლოოდ.
Bonehill
ნუ გზიდან რაც დავინახე შენობა დამთავრებულია და შიგნით რა ხდება არ ვიცი
შემთხვევით ავტოდრომის კუთვნილ შენობაში ხო არ გეშლება, იქვე აპირებდნენ სტენდსაც და...
Bonehill
რაღაც ტეხილი სახურავი აქვს ახლებური სტილის, ავტობაზრობაზე თქვეს სასროლეთია
მგონი აქედან ერთ ერთ იუზერს შეხება ქონდა მაგ სასროლეთთან და იქნებ მან გვითხრას ზუსტად რა ხდება
მე ვიცი, რომ ოქტომბერში უნდა დაამთავრონ მთლიანად. აირგანელებიც ველოდებით მაგ სასროლეთს
ერთი ჩვენი მეგობარი აირგანელია, ვინც იცნობს მეპატრონეს და მისგან ვიცით, რომ ოქტომბერში უნდა გაიხსნასო. რა თქმა უნდა ამაწლის ოქტომბერზეა საუბარი.
სასროლეთის მშენებლობა მიმდინარეობს რუსთავის "მოტორ-პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჯერ-ჯერობით კმპანიის მთელი ყურადღება გადატანილია ავტოდრომზე მიმდინარე სამუშაოების
დასრულებასა და 2012 წლის 29 აპრილს ამ ობიექტის გახსნაზე.
სასროლეთის თემა ვითარდება, მიყვანილია გზა მიდის მზადება და პროექტის დასრულება.
იმედი მაქვს, რომ წელს ეს ობიეტიც ჩაბარდება
მე ამ ორგანიზაციაში აღარ ვმოღვაწეობ საკუთარი საქმეების რაოდენობის და გამო.
ჩემი მისია შევასრულე, მოვახდინე ამ პროექტის ინსპირირება და მკვდარი წერტილიდან
საქმის დაძვრა.
პატივისცემით
გიგა
ველოდები დიდი ხანია , წარმატებები იდეის ავტორებს და მშენებლებსაც.
თბილიშI სად შეილება სტენდზე სროლა ??
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=754
გამარობათ
რუსთაველები ვინც ხართ ხრახნივლულიან იარაღს სად ისვრით ?
რუსთავიდან შორი-ახლო ?
HUNTER FREDY
კანონიერად შეიძლება სროლა?
აბა სად უნდა ისროლო კანონმორჩილმა ადამიანმა ??? ახალი წელი და გიორგობა არ ითვლება!
ახალი წელი "აპრავდანიაა"
მოგესალმებით,სასროლეთის მშენებლობა ჩაბარდა ისტორიას თუ იცით?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)