თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასტენდო სროლა _ ვლადიმერ ჯაბახიძე

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 22 2010, 23:05

სხელი - ვლადიმერ

გვარი - ჯაბახიძე

დაბადების თარიღი - 1906

სპორტული სტაჟი -

დისციპლინა - სასანგრე სტენდი

მწვრთნელი -

მიღწევები - პირველი ჩემპიონი ქართველი ! რესპუბლიკის ჩემპიონი 1938. კლუბი "მონკავშირი" სსრკ ჩემპიონი

ჰობი -


პოსტის ავტორი: diko Sep 24 2010, 23:00

ვლადიმერ(ვალოდია) ჯაბახიძე ჩემი ბაბუა გახლდათ. დაიბადა 1906წ.თონეთში, გარდაიცვალა თბილისში1986წ. იგი იყო თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული,უპატიოსნესი პიროვნება. იყო მონკავშირის პრეზიდიუმის წევრი.მისი მოსწავლე იყო თემურ მატოიანი. ნადირობდა ვასილ მჟავანაძესთან ერთად,რომელიც აგრეთვე ძალიან დიდ პატივს სცემდა ბაბუას. თუ სურვილი გექნებათ,შემიძლია ერთ საინტერესო შემთხვევაზე გიამბოთ ხრუშჩოვის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: Davitus Sep 24 2010, 23:05

diko

დიდი პატივია, ასეთი ადამიანის შვილიშვილი რომ დაინტერესდა ჩვენი ფორუმით... კეთილი იყოს თვქნი პოსტი ამ ფორუმზე...

დარწმუნებული ვარ ყველას დააინტერესებს ის ნებისმიერი ისტორია რაც ამ ადამიანს ეხება

პოსტის ავტორი: diko Sep 24 2010, 23:28

მოკლედ,ხრუშოვი რომ ბრძანდებოდა თბილისში,რა თქმა უნდა ნადირობა მასპინძლობის აუცილებელი ელემენტი იყო. რომ განაწილდნენ, ხრუშოვი ბაბუაჩემს არგუნეს. უღრან ტყეში მარტო ყოფილან ორნი.როდესაც ნადირობა დამთავრდა, ხრუშოვიც გაისტუმრეს,მჟავანაძემ იხმო თურმე ვლადიმერი და ჰკითხა: ვალოდია,ის კაცი იმ უღრან ტყეში მარტოდმარტო რომ გაგატანე,ვერ მიხვდი,რა უნდა გექნაო? -რას ამბობ,ვასილ პავლოვიჩ,მე მაგის კაცი არ ვარო,-უპასუხია ვალოდიას. მერე კი ხუმრობაში გაუტარებია ყველაფერი მჟავანაძეს. ეს ისტორია მე მხოლოდ ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავიგე. რამდენიმე წლის წინ ტვ-ით ვნახე გადაცემა შეთქმულებაზე,ხრუშოვის მოკვლა რომ უნდოდათ თბილისში ვიზიტისას. იქნებ თავად მჟავანაძის იდეა იყო ეს? ღმერთმა აცხონოს მისი სული.მე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. თქვენ კი დიდი მადლობა, რომ ასეთ კარგ საქმეს ემსახურებით. საქართველოს ისტორიისთის არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიკარგოს.

პოსტის ავტორი: Davitus Sep 25 2010, 00:25

diko

საინტერესოა... კი მაგრამ ამხელა ფიგურის ჩამოშორება ასე მარტივად და ბანალურად იქნებოდა? მემგონი პროფესიონალი ქილერიც კი არ მოკიდებდა ასეთ რამეს ხელს, როცა ადამიანი შენს პასუხგებაში მიდის, შენ რომ საერთოდ არაფერში არ იყო დამნაშავე და ვეფხვმა გადასანსლოს, მაინც ის პასუხისმგებელი ადამიანია შარში, რომელსაც ჩააბარეს...

მემგონი ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ბაბუათქვენივით მოიქცეოდა, მითუმეტეს მოანდირე

უფრო ალბათ ხუმრობა იქნებოდა, თორემ მეეჭვება ახლა მჟავანაძისნაირი პიროვნება, ხრუშოვის "გასაღებას" მსგავსი მეთოდით მიდგომოდა...

პოსტის ავტორი: diko Sep 25 2010, 19:58

ამაში გეთანხმებით. მე ვგულისხმობდი იმ შეთქმულების იდეას. მიზნისათვის რომ მიეღწიათ,შემკვეთი ალბათ არც გამოჩნდებოდა: ეს იქნებოდა სრულიად ქართველების მიერ გამოტანილი განაჩენი.მაპატიეთ ასეთი რადიკალიზმი.

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 27 2010, 02:29

diko
ძალიან საინტერესო ამბავია. სიმართლე ითქვას, მე, ნამდვილად არ მეჩვენება დაუჯერებლად. თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელ მსოფლიო მოვლენებს(კუბის კრიზისი და ცივი ომი) შეიძლება მართლა არსებულიყო რაიმე ჩანაფიქრი. ხრუშჩოვი რომ "შემთხვევით" დაღუპულიყო ნადირობისას "უბედური შემთხვევის" გამო, შეიძლება რადიკალურად შეცვლილიყო მსოფლიო მოვლენები, საქართველო, ყოველთვის იძულებით იყო სსრკ-ს შემადგენლობაში,(ორჯონიკიძის მერე) თუ მჟავანაძეს კავშირი ქონდა დასავლეთთან, აუცილებლად იარსებებდა მაგ შემთხვევისთვის გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა, უმეთაურეო დარჩენილ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა ძალები შეეცდებოდნენ სათავეში მოჯდომას, დასავლეთი, ფულის დახმარებით, შეეცდებოდა თავიანთვის სასურველი კანდიდატი მოეყვანა ხელისუფლებაში, ეგ ცივი ომის დასასრული იქნებოდა, მომავალში კი სსრკ-ს დაშლა(თავისუფალ რესპუბლიკებად) აი ცუდი ის იქნებოდა, რომ მაგ ყველაფერს, ბაბუათქვენის სიცოსხლე შეეწირებოდა "ძალიან ბევრი ეცოდინებოდა"(უკეთეს შემთხვევაში რესპუბლიკიდან გაყვანა ემიგრაციაში) თუმცა ალბათ გმირად შეირაცხებოდა წლების შემდეგ. ჩვენ კი ამდენ უბედურებას ავცდებოდით. აცხონოს ღმერთმა და რომ ცოდნოდა ის მოვლენები, რაც მაგის მერე განვითარდა, დარწმუნებული ვარ ნამდვილად დაახლიდა newsmile035.gif (ნეტა მჟავანაძეს წესიერად მიეცა "ნამიოკი" რას ავალებდა)


იქნებ კიდე გქონდეთ რამე ისტორიები. მაც ძალიან მაინტერესებს ის, რაც წინა თაობებს გამოუვლიათ და დარწმუნებული ვარ სხვებსაც. თუ ნადირობასთან დაკავშირებული ამბები იქნა, მთლად უკეთესი. იმედია არ დაგვზარდებით.

პოსტის ავტორი: tonetski Jul 10 2012, 01:26

ციტატა(diko @ Sep 25 2010, 00:00) *
ვლადიმერ(ვალოდია) ჯაბახიძე ჩემი ბაბუა გახლდათ. დაიბადა 1906წ.თონეთში, გარდაიცვალა თბილისში1986წ. იგი იყო თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული,უპატიოსნესი პიროვნება. იყო მონკავშირის პრეზიდიუმის წევრი.მისი მოსწავლე იყო თემურ მატოიანი. ნადირობდა ვასილ მჟავანაძესთან ერთად,რომელიც აგრეთვე ძალიან დიდ პატივს სცემდა ბაბუას. თუ სურვილი გექნებათ,შემიძლია ერთ საინტერესო შემთხვევაზე გიამბოთ ხრუშჩოვის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.

tema-wamoweulia.gif ჯაბახიძე თონეთელი ვენაცალე იმის ძვლებს..

ჯაბახიძე თონეთელი.. ვენაცვალე იმის ძვლებსსსსს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)