თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასტენდო სროლა _ იური საგანელიძე

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 22 2010, 22:47

სხელი - იური

გვარი - საგანელიძე

დაბადების თარიღი - 9. 12 . 1934.

სპორტული სტაჟი -

დისციპლინა - სასანგრე სტენდი

მწვრთნელი -

მიღწევები - სსრ ჩემპიონი 1967, კლუბი "მონკავშირი". სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადა 1967 ჩემპიონი (გუნდურში)

ჰობი - ნადირობა. მარკების კოლექციონერობა.








პოსტის ავტორი: ალთაზარ May 18 2012, 23:37

Bonehill
პირადად ჩემგან უღრმესი მადლობა, რომ ახსენე იურა საგანელიძე . ის ბაბუაჩემი იყო და ალბათ მე მეკუთვნის მასსზე სრული ინფორმაციის და სურათების მოწოდება.
კიდევ ერთხელ მადლობა

პატივისცემით დავით საგანელიძე


პოსტის ავტორი: Davitus May 18 2012, 23:42

ალთაზარ

დაჰყარე ინფო და სურათები და გადავიტანთ პირველ პოსტში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill May 19 2012, 18:54

ალთაზარ
რა მადლობა ძმა newsmile045.gif
სურათებით თუ მომამარაგებ შენ ვალს ვერ გადავიხდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ May 20 2012, 15:16
















სურათზე : შეჯიბრის პრიზიონერები ბ.ანტონოვი , კ.დარასელია , ი.საგანელიძე


სურათზე: სსრ კავშირისა და სპარტაკიადის ჩემპიონები გუნდურ ჩათვლაში (მარცხნიდან მარჯვნივ)- კ.დარასელია, ი.საგანელიძე, ვ.ალავერდოვი. და ზ.მაჩხანელი.



სურათებზე :მარცხნიდან ---ადგილიდან სროლაშო გამარჯვებული ზ. მაჩხანელი ესაუბრება ი.საგანელიძეს , ვ.ლუბოვსკისა და ვ.დუდკევიჩს , მარჯვნივ--ა .კაპლუნი და ლ.სმაგინი .




ი.საგანელიძე
ამ უმძიმისმა დანაკლისმა ყველას დაწყვიტა გული. ძნელია დაიჯეო, რომ ჩვენს შორის აღარ იქნება გულისხმიერი მეგობარი , უაღრესად თავმდაბალი ,საქმიანი და მოსიყვარულე ადამიანი იური დავითის ძე საგანელიძე . გარდაიცვალა იგი 35 წლის ასაკში მაშინ როცა წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება.
თბილისის ვაჟთა მე-9 საძუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იური საგანელიძე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუში შევიდა , რომელიც 1959 წელს დაამთავრა . ახალგაზრდა სპეციალისტი იმ მიზნით , რომ კიდევ უფრო დაახლოებოდა ცხოვრებას , ერთ ხანს საწარმოში მუშაობდა , შემდეგ კი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში , მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად , მერე უფროს მასწავლებლად.
მრავალმხრივ განვითარებული სპორტსმენი სასტენდო სროლას 16 წლის ასაკში დაუახლოვდა.1952 წლიდან იგი საქართველოს მესტენდურეთა ნაკრების გუნდის წევრია. დისციპლინიანმა , თავისი თავისადმი უაღრესად მომთხოვნმა სპორტსმენმა სულ მალე მიაღწია წარმატებებს ჯერ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში, შემდეგ კი საკავსირო სარბიელზე .
იური საგანელიძე იყო საქარველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი .1967 წელს სსრ კავშირის ხალხთა საიუბილეო სპარტაკიადაში მან ჩემპიონის ოქროს მედალი დაისაკუთრა . ამ და კიდევ ბევრი სხვა სპორტული მიღწევებისათვის მიენიჭა მას სპორტის საპატიო ოსტატის წოდება.

მისი ცხოვრება ნათელი მაგალითი იყო სპორტისადმი უანგარო სიყვარულისა და თავდადებისა . შესაშური გატაცებით ეწეოდა იგი დიდ საზოგადოებრივ საქმიანობას .: იყო სასტენდო სროლის რესპუბლიკური ფედერაციისა და საქარველოს მსაჯთა კოლეგიის წევრი , მონკავშირის მსროლელთა ნაკრების გუნდის მწვრთნელი . იგი გულითა და სულით ემსახურებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდის დიდმნიშვნელობან და კეთილშობილურ საქმეს თბილისის უმაღლესი სპორტული ოსტატობის სკოლაში .

იური საგანელიძის სიცოხლე მოულოდნელად შეწყდა ამიტომღაც ეს დანაკლისი ერთიორად გულსატკენია

სასტენდო სროლის რესპუბლიკური ფედერაცია

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2012, 16:15

ალთაზარ, მალადეც ძმაო. იქნებ ზედა სურათებზე მიგეწერა ვინ ვინ არის, თუ რა თქმა უნდა ფოტოებს უკან წარწერა აქვს და არის მაგის შესაძლებლობა.

პოსტის ავტორი: Bonehill May 20 2012, 16:20

ჩელე
+10000000000000
ალთაზარ
ღიაშიც მინდა მადლობა გადაგიხადო, ამ იშვიათი და ისტორიული ფოტოებისთვის

პოსტის ავტორი: ალთაზარ May 20 2012, 17:11

Bonehill
ჩელე
გაიხარეთ ...

სამწუხაროდ არცერთი სურათის უკან არ არის წარწერა , მამაჩემსაც უჭირს მათი გახსენება ... ვიმედოვნებ რომ რამით შევძლებ დახმარებას , კიდე 100 ამდე გაზეთი დამრჩა წასაკითხი D.gif ძველი ლელოსი და თურამეა შევადარებ სურათებს და გაზეთზე გამოქვეყნებულ სურათებს და თუ იქნა 100% მსგავსება დავდებ ინფოს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2012, 17:40

ალთაზარ

კარგი, მიდი და მერე ეს ყველა არათემატური პოსტი წაიშლება, დანარჩენი დარჩება.

და კიდევ: პირველი პოსტისთვისაც დადე ინფო და მერე მე ჩავასწორებ.

პოსტის ავტორი: akela1954 May 20 2012, 23:47

ერთ-ერთ სურათზე ცეცხლის ხაზზე ვალოდია ჯაბახიძე უნდა იყოს.
რუსებიდან;ლოსევი და სენიჩევი კარგად აღარ მახსოვს.
მაშინ პატარა ვიყავი, იურა საგანალეიძის მეორე ლულა უსწრაფესი იყო. მისი სროლა ძალიან მომწონდა. სხვებისგან განსვავებული დგომი ჰქონდა.
უნიკალური ფოტო მასალაა!
ძალიან ვისიამოვნე.
ამ სურათებზე ვივნ ვინ არის ზურა მაჩხანელსაც შეუძლია გაიხსენოს და ტარიელ ჟღენტსაც, ვილი ალავერდოვსაც.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 21 2012, 08:47

ალთაზარ
რითი გარდაიცვალა?

პოსტის ავტორი: ალთაზარ May 21 2012, 10:49

ჭალიმგელა
ინფარქტი

პოსტის ავტორი: gogita.m May 21 2012, 11:43

სად ტვირთავთ ამ ფოტოებს ჩემთან რომ არ იხსნება?
დავიტანჯე რაა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2012, 11:53

gogita.m
რავი მესამე კომპიდან შემოვედი ამ თემაში და ყველგან ჩანს
შეიძლება ნეტი არ გივარგა

პოსტის ავტორი: Bonehill May 21 2012, 16:22

ვილი ალავერდოვსი ცოცხალია ?

პოსტის ავტორი: akela1954 Jun 10 2012, 09:00

ციტატა(Bonehill @ May 21 2012, 17:22) *
ვილი ალავერდოვსი ცოცხალია ?

ცოცხალი იყო, ღმერთმა კარგად ამყოფოს, რამე რომ მოსვლოდა ალბათ გავიგებდი.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2012, 09:10

ძალიან კარგი , დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 18 2012, 11:03

9.12.34

დაბადების წელი ჩაამატეთ

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 18 2012, 11:21

ალთაზარ
ძმა ხარ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 18 2012, 21:39

მოკლედ ჰობის შესახებ - იურას მამა (ჩემი დიდი ბაბუა , დათა საგანელიძე ) აგროვებდა მარკებს და ასანთის კოლოფის სურათებს და მერე იურამ გააგრძელა მისი ჰობი newsmile05.gif , რამდენადაც მივხვდი წინა ყდას newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)