თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტული სროლა და შეჯიბრები _ პირველი შეჯიბრი ოფიციალური წესებით

პოსტის ავტორი: Bone Oct 13 2013, 17:08

მოგესალმებით !

ბევრისათვის უკვე კარგად ნაცნობი სიახლე , სასტენდო სროლასთან დაკავშირებით უკვე ფართო მაშტაბურ სახეს იღებს. გენერალურად აღდგენილი თბილისის სასროლეთი აქტიურ მოღვაწეობას იწყებს. ამა წლის 12 ოქტომბერს თბილისის სასროლეთმა, სროლის ეროვნულმა ცენტრმა, ახალაშენებულ კომპაკ სპორტინგის მოედანზე უმასპინძლა, საქრთველოს სპორტის ისტორიაში პირველ ოფიციალურ კომპაკ სპორტინგის შეჯიბრს . შეჯიბრი იყო აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით, ყველა წესის გათვალისწინებით კომპაკ სპორტინგში ( FITASC - ის წესების მიხედვით.)


მონაწილეობა მიიღო არა სპორტსმენმა მსროლელებმა. კერძოდ მონადირეებმა და ქლეი შუთინგის მოყვარულმა საზოგადოებამ.
შეჯიბრი გაიმართა 50 ქულიანი ფორმატით.

შეჯბრი დაიწყო 11:00 -ზე

კენჭისყრის შედეგად პირველი პოზიციაზე გავიდა თქვენი მონა მორჩილი
(სხვათაშორის არც თუ სასიამოვნოა პირველი გასროლები სპორტის ამ სახეობაში)

http://postimage.org/

http://postimage.org/

სროლა დიდი ემოციიით უდიდესი სიხარულის ფონზე დავიწყე, მაგრამ გასაოცარი შედეგი ნადმვილად არ მიჩვენებია.

მეორე ნომრად ისროდა ზაზა კაკუბავა, ადამიანი ვინც მეორე სუნთქვა ჩაურთო ქართულ ქლეი შუთინგს
დღეს დავფიქრდი იმაზე რომ ბედმა ნომერი 1 მარგუნა სპორცმენებს შორის....

http://postimage.org/

http://postimage.org/

ზაზა საკმაოდ შედეგიანად იდგა ნომერზე.

მესამე სასროლ პოზიციაზე , სასროლ ჩარჩოში შევიდა ჩვენიკლუბის წევრი და შესანიშნავი ადამიანი ზურა ეზიეშვილი იგივე "ძამა"

http://postimage.org/

"ტანმორჩილ" ძამას გაუჭირდა ჩარჩოებში კოფორტულად დგომა, მაგრამ ამას მისთვის დიდად ხელი არ შეუშლია სროლაში

http://postimage.org/

პარალელურად , მეოთხე სასროლ ნომერზე შევიდა გია ჭიჭინაძე იგივე ჭიჭი"

http://postimage.org/

გია არ იმყოფებოდა საუკეთესო ფორმაში

მას შემდეგ, პარალელურად, მეხუდე სასროლ პოზიციაზე იდგა ვეტერანი მსროლელი, მონადირე და სასიამოვნო პიროვნება გივი ქვათაძე

http://postimage.org/

საკმაოდ შედეგიანად ისროლა...

პირველი სერიის შემდგომ ცხადია ნომრებზე შევიდნენ მეორე გუნდის წევრები

პირველი პოზიციაზე დადგა გოგა ლომიძე.

http://postimage.org/

მშვენივრად ისროდა მაგრამ შიგა და შიგ ცხარობდა ....

მეორენომერზე დადგა ჩვენთვისკარგად ნაცნობი გიორდი ვარდოსანიძე. არაოფიციალურ შეჯიბრებში გამარჯვებული
მაგრამ ამ შეჯიბრზე არადამჯერებლად გამოიყურებოდა

http://postimage.org/

http://postimage.org/

შემდეგ გახლდათ კახა სიხარულიძე.
ერთი ვირტუოზული სროლისმომენტი გვაჩუქა შეჯიბრზე

http://postimage.org/

მორიგი სპორცმენი წარდგა ჩვენს წინაშე დავით იმედაშვილი, ქლეი შუთინგის დიდი მოტრფიალე

http://postimage.org/

http://postimage.org/

ბოლო ნომრად მეორე გუნდში , ასპარეზობდა გირგი ალავიძე, რომელმაც გასაოცარი შედეგი აჩვენა, ადამიანმა რომელაც პირველად თიხის სამიზნეს ესროლა რამდენიმე დღის წინ

http://postimage.org/

http://postimage.org/

პირველი სერიის შემდეგ დაფიქსირებული შედეგები:


ელერჯია - 16
კაკუბავა - 15
ეზიეშვილი - 16
ჭიჭინაძე - 14
ქვათაძე - 13

ლომიძე - 15
ვარდოსანიძე - 9
სიხარულიძე - 15
იმედაშვილი - 15
ალავიძე - 14

მეორე სერია ჩვეული რიგითობით დაიწყო, პირველი პოზიციაზე გავიდა თქვენი მონა მორჩილი

http://postimage.org/

კაკუბავა

http://postimage.org/

ეზიეშვილი

http://postimage.org/

ჭიჭინაძე

http://postimage.org/

ქვათაძე

http://postimage.org/

მეორე გუნდიდან პირველი ისევ ლომიძე

http://postimage.org/

ვარდოსანიძე

http://postimage.org/

სიხარულიძე

http://postimage.org/

იმედაშვილი

http://postimage.org/

ალავიძე

http://postimage.org/

ორი სერიის შემდეგ შედეგები

ელერჯია - 30
კაკუბავა - 34
ეზიეშვილი - 34
ჭიჭინაძე - 30
ქვათაძე - 26

ლომიძე - 33
ვარდოსანიძე - 18
სიხარულიძე - 33
იმედაშვილი - 28
ალავიძე - 28

გაირკვა 6 ფინალისტის ვინაობა: კაკუბავა. ეზიეშვილი. სიხარულიძე. ლომიძე ჭიჭინაძე. ელერჯია.

გადასროლა გაიმართა 10 სამიზნით. მესამე ნომრის პროგრამით. გადასროლის დროს მსროლელები თითქოს ერთბასად დაიბნენ და აღელვდნენ, რაც აისაცა მათ შედეგებზეც....

საფინალო სროლის შედეგები :

ელერჯია 9 + 8
ეზიეშვილი 8 + 5
ლომიძე 5 + 6
კაკუბავა 6 +4
სიხარულიძე 5 + 4
ჭიჭინაძე 3 + 6

მესამე დაგილი მალევე გაირკვა, გოგა ლომიძემ ფინალში დაგროვილი ქულებით ჩამოიტოვა მეტოქე და დაეუფლა მესამე საპატიო ადგილს.

ჩემი და ძამას დუელმა არც თუ ცოტა ხანი გასტანა. ოთხი პროგრამა ერთ ნომერზე !

ზურას საუკეთესო შედეგის მიუხედავად ფინალში გარკველი სეცდომები დაუშვა,დაღლილობამაც თავისი ქნა, დამუხტულ ფინალურ ატმოსფერო საუბარიც არ მინდა. მეორე საღამოა ვერ აღვიდგინე ენერგია....

მოკლედპირველ სერიაში დავაგროვეთ : მე 9 ქულა ძამამ 8 ქუა
მეორე სერიში ძამამ 5 ქულა მე კი 8 ქულა
ელერჯია 9+8
ეზიეშვილი 8+5

ეს იყო უდიდესი დღე, სიხარული უსახღვრო,ემოციები ზღვა, მოგონებები დაუვიწყარი

მე გავხდი პირველი კომპაკსპორტინგის შეჯიბრის გამარჯვებული კომპაკ სპორტინგში , ეს მხოლოდ სიზმარში თუ შეიძლებოდა მენახა. მადლობა ბატონ ზაზა კაკუბავას........


http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: marco-polo Oct 13 2013, 20:38

მომილოცავს small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Oct 13 2013, 20:50

ყოჩაღ ბონე. ძალიან გამიხარდა ასეთი შეჯიბრი რომ მოეწყო და წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა

პოსტის ავტორი: ძამა Oct 13 2013, 21:03

მოკლედ ნიკუშ რავიცი რა ვთქვა ისე კარგად ჩამოაყალიბე რომ ვერაფერს დავამატებ ვიტყვი იმას რომ იყო ძალიან მაგარი დღე სიზმარში კი არა შენ თუ არა აბა ვის უნდა მოეგო იმასაც დავამატებ რომ არცერთ მსროლელს არასდროს არ უხარია იყოს პირველი ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველია და ძალიან ძნელია ისროლო პირველ ნომრად გილოცავ გილოცავ და გილოცავ და კიდევ ბევრჯერ მომელოცოს მე კი ჩემ მეორე ადგილს არასდროს არავის არ დავუთმობ უკვე მეოთხედ გავედი მეორე ადგილზე, ეჰჰჰჰ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 13 2013, 21:06

გცოდნია ბაბუ სროლა და ამას გვიმალავდი!?გილოცავ და მეტი წარმატებები ამ სპორტში და ცხოვრებაშიც

ძამა ისე შენ შოთAს მაინც არ ევასები მაგრამ სროლა კი უსწავლებია D.gif (თავად თქვა ჩემი გაზრდილიაო )
გილოცავ

პოსტის ავტორი: ilara Oct 13 2013, 22:23

გილოცავთ პრიზიორებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: საბო Oct 13 2013, 22:34

ბონეე სუპერ მსროლელი 2013.....გილოცავ ჯიმა............

ძამა გილოცავ და კიდევ უფრო მეტი შემართება და უფრო დიდი წარმატებები ბიჭებო.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 14 2013, 01:25

ბენი..ისტორიაში რომ შეხვედი იმას თუ ხვდები?.. პირველი ოფიციალური შეჯიბრის პირველი გამარჯვებული რომ ხარ. 100 წლის მერე მუზეუმში გამოგფენენ როგორც პირველ გამარჯვებულს. მაგ დროისთვის აგუგუნებული ეიქნება ეგ სახეობა და ვეტერანებში საპატიო ადგილი არ აგცდება. ასე რომ ძალიან გილოცავ. small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 14 2013, 06:01

მადლობა ბიჭებო მადლობა დიდი

ბლექ

მაგან გამაგიჟა ზუსტად, ორი დღეა ვერ დავმშვიდდი, ალბათ მაინც ღმერთმა დამიფასა ჩემი შრომა ამ საქმის გარშემო და ასე ინება - ესაა ჩემი აზრი.
თორე შედეგი არაფერი არ მქონია

სროლას რაც შეეხება, პრაქტიკულად არ მივარჯიშია, რაც სპორტინგი გაიხსნა იმ დღეს პირველმა ვისროლე 30 იოდე ვაზნა, სანთელს ვერ ვტეხავდი ვერცერთს !

ქულებით კი იმდენად ცუდად ვისროლე მეორე სერია, რომ ერთ ერთი დუბლეტი არასწორად წავიკითხე ,მოკლედმე სხვაგან ვიყურებოდი თეფში სულ სხვაგანიდან გამოფრინდა.....ეგ მარტო 2 - დაცილება

ერთი სიტყვით მეორე სერიის შემდეგ არც მეტი არც ნაკლები დავკეცე თოფი, გავიხადეჟილეტი, ჩავიცვი სხვა ტანისამოსი და დავჯექი ოპერატორად, იმდენად ნათელი იყო ყველაფერი.....მაგრამ თურმე ფინალში ვარ....ამოიკითხეს ჩემი გვარი და წავიდა , თოფის აწყობა თავიდან, ჟილეტი, მომზადება ყველაფერი თავიდან წავიდა.....მააგრად მოვიკრიბე ძალები, არც ვიცოდი საით ვისროდი D.gif
ძამა ანერვიულდა ეგ უეჭბელად ვიცი....ჩემზე ცოტა უკეთესი მსროლელია....\

მადლობა ლომებო

პოსტის ავტორი: rezident Oct 14 2013, 06:10

Bone
მომილოცავს მეგობარო. სხვა განცდაა შეჯიბრი. სროლაში კი არა სუ რო პეპლების ჭერაში ეჯიბრებოდე ვინმეს მაინც სრტესია და ამ სტრესის წარმატებით დაძლევა და მერე გამარჯვების მიხწევა უდიდესი პატივია. ეს ერთი და სხვა მრავალი ......newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 14 2013, 08:18

Bone

გილოცავ ბონე, გამიხარდა ძალიან..! ვამაყობ შენით..! kiss.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Oct 14 2013, 08:29

კიდევ ერთხელ გილოცავ ბონე, მრავალი გამარჯვება მოგველოცოს კიდევ

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 14 2013, 09:29

გილოცავთ ბიჭებო

პოსტის ავტორი: ჩავლე Oct 14 2013, 09:45

გილოცავთ ლომებო, ეგ ერთი და სხვა მრავალი მოგება გაგვეგოს თქვენზე newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 14 2013, 10:14

მომილოცავს.......!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 14 2013, 10:49

გილოცავთ ჯიგრები ხართ kiss.gif kiss.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif


ესე წარმატებით გეასპარეზოთ მუდამ

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 14 2013, 10:56

გილოცავ ბონე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 14 2013, 11:02


ძამა, უი მეორეზე შენ ყოფილხარ. გილოცავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Oct 14 2013, 11:58

გილოცავ ბონე, ყოჩაღი ხარ რა... ვამაყობ

პოსტის ავტორი: Bone Oct 14 2013, 13:08

rezident
ჩახედული კაცი ბრძანდები

ყველა ყველას დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: megreli Oct 14 2013, 14:07

Bone
შემოქმედი ხარ ამ სფეროში newsmile045.gif

კიდევ გილოცავ ჯიმა Shooting.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Oct 14 2013, 15:11

Bone
გილოცავ ნიკა!
გაიხარე!

პოსტის ავტორი: xaraza Oct 14 2013, 15:39

Bone გილოცავ

პოსტის ავტორი: მარდი Oct 14 2013, 22:21

Bone
აქაც გილოცავ ნიკა მშვენიერ წარმატებას.

პოსტის ავტორი: Bone Oct 15 2013, 04:02

მადლობის მეტი რა მეთქმის მეგობრებო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Oct 15 2013, 05:58

Bone გილოცავ gunshot.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Hubert Oct 15 2013, 08:37

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif გილოცავთ ბიჭებო!!

პოსტის ავტორი: სკვითია Oct 15 2013, 09:01

Bone
გილოცავ!

პოსტის ავტორი: Bone Oct 15 2013, 10:25

მადლობას გიხდით ყველას

d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: kondoli Oct 15 2013, 10:42

ბონე, ძამა გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ... ჯიგრები ხასრთ!!!
newsmile027.gif small3d018.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 15 2013, 10:45

kondoli

kiss.gif

არაოფიციალურის პირველი გამარჯვებული...

მოკლედ როცა იქნება მომენტი ყოველთვის ვიტყვი და მითქვია კიდევაც ნიკო newsmile045.gif
კაი კაცი ხარ

პოსტის ავტორი: კალვერა Oct 15 2013, 20:26

აბა გილოცვთ!!!! მალაცი არლი... small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
p.s
ოჩოელებო,ოჩოს მაიკას მალავდით თუ გარეცხილი იყო?

პოსტის ავტორი: PREDATOR Oct 15 2013, 20:39

იცი რამაინტერსებს... რა სპორტული თოფებით ასპარეზობს ხალხი? იჟი აქქტუალურია აქაც?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Oct 15 2013, 20:46

Bone
გილოცავ ეხლა ვნახე ფოტოები small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 15 2013, 21:24

PREDATOR
იაფფასიანი თოფების შემთხვევაში ჩოკურ შევიწროებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მერე ლულის სიგრძეს.

ისე ნებისმიერი სპორტული ან სანადირო თოფებით ვასპარეზობდით....


ფიტაკსიც ეგააა ჩემო პრედატორ, თუ გინდ სანადირო ისროლე თუ გინდა სპორტული , კალიბრს არააქ მნიშვნელობა. 28 გრამზე მეტი ვაზნა არ შეიძლბა და 7,5 ნომერზე მსხვილი

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 15 2013, 21:25

გილოცავ ნათლულო ისტორიულ მომენტს newsmile045.gif

ყველას ვულოცავ ამ ლამაზ შეჯიბრში მონაწილეობას small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ძამა Oct 15 2013, 21:26

ვა ზახარ დიდება შენს გამოჩენას

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 15 2013, 21:29

ძამა
დავბრუნდი მივლინებიდან newsmile05.gif

კარგები ხართ newsmile027.gif მაგრად გიასპარეზებიათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 15 2013, 21:55

მადლობა მადლობა! გაიხარე

შეჯიბრების სამომავლო გეგმა მრავალფურცლიანია რო იცოდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 16 2013, 08:45

კალვერა
ა ამანაც მაიკაო........
გარეცხილი იყო სამივე მაიკა კალვერ

პოსტის ავტორი: ilariona Oct 16 2013, 09:26

ლამაზი რეპორტი, ლამაზი შეჯიბრი და ოჩოპინტრე ისევ რულამს.

გამიხარდა და ვულოცავ ყველა კლუბის წევრს ბონესა და ძამას გამარჯვებას.

აი მალადეც

პოსტის ავტორი: Bone Oct 16 2013, 09:46

მადლობა ილო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 16 2013, 10:17

ვა ნახე რა ბოი ყოფილა. ესე იგი ძამა სულ ლიდეობს, თან დამაჯერებლად და ბოლოს ნერვები აღარ უძლებს.

Bone
საუკეთესო რეპორტია რაც აქ წამიკითხავს small3d018.gif

და კიდევ ერთხელ გილოცავ გამარჯვებას http://smayliki.ru/smilie-967247751.html

პოსტის ავტორი: Bone Oct 16 2013, 10:36

მადლობა ჩემო გიო

არა ძამა სროლაშიიი... D.gif

ხუმრობის გარეშე კიმართლა ძლიერია, ჩემზე კაი მსროლელი მაინც არის რო რამე newsmile045.gif ისედაც სტაბილურია და უკვე გამოცდილებაც აქვს...

ათასი კაი გეგმა მაქვს მაგ ყმაწვილთან დაკავშირებით.

ამ შეჯიბრზე ცოა აიჭრა ფინალში, ნერვებმა მაინც ვერ გაუძლეს ალბათ.....

მე კი ისე ცუდად ვიყავი ნერვების მხრივ, საერთოდ ვერ გავისვრი თქო ფინალში, შედეგი არ მაინტერესებდა საერთოდ ვერ ვდგამდი ნაბიჯს, გამოვიფიტე კაიოლიმპიელივით ....

პოსტის ავტორი: hunter88 Oct 16 2013, 15:25

Bone
ძამა
გილოცავთ მაგრები ხართ ეგრე გააგრძელეთ!

პოსტის ავტორი: Bone Oct 16 2013, 20:37

hunter88
მადლობა მადლობა ორივეს სახელით

პოსტის ავტორი: ძამა Oct 16 2013, 20:54

Bone

არა ძამია მე რომ შენზე კარგად მესროლა კიც მოგიგებდი

პოსტის ავტორი: თაზო Oct 16 2013, 21:27

გილოცავთ ბიჭებო ამ დიდ გამარჯვებას!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ეს ერთი და სხვა მრავალი! ერთად აგვეწიოს ოჩოს დროშა ყველაზე მაღლა! ბრავო!!!

პოსტის ავტორი: Rey - Oct 17 2013, 09:04

გილოცავთ ბიჭებო.

ეხლა წავიკითხე თქვენი წარმატების ამბავი.

მრავალჯერ გაგემარჯვოთ და სულ გამარჯვებული გატაროთ ღმერთმა. small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 17 2013, 13:08

გაიხარეთ ლომებო , დიდი მადლობა !

პოსტის ავტორი: Gobrona Oct 17 2013, 17:20

გილოცავ ბონე, ეს ერთი და კიდევ მრავალი წარმატება

პოსტის ავტორი: marshal Oct 17 2013, 18:35

Bone
გილოცავ ძმაო შენი დამოკიდებულება ამ სპორტის მიმართ ყველამ იცის ვინც ფორუმზე შემოდის და ორმაგად სასიხარულოა, რომ პირველ ოფიციალურ შეჯიბრში პირადად შენ და ოჩოპინტრემ გამოიჩინეთ თავი newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Bone Oct 17 2013, 22:06

უღრმესი მადლობა მეგობრებო

პოსტის ავტორი: ilariona Oct 18 2013, 10:36

ახლა დავაკვირდი ფოტოებს კარგად,

ისე არავის ოჩოს მაიკა არ გაცვიათ 3 კლუბის წევრი იყავით და რატომ?

არ შეიძლებოდა რამე კანონით?

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2013, 10:39

ilariona


ძამას და გიორგას არა აქვთ ფიზიკურად, ვისაც აქვს ის კიდე მოდას არის აყოლილი და კომპაკ სპორტინგში მოდა უფრო ფასობს ვიდრე პიარი D.gif


დილას კი ციოდა და არც ამიტანია მაისურები, მეთქი არც არავინ ჩაიცმევს თქვა D.gif

პოსტის ავტორი: Bone Oct 18 2013, 10:44

აკრძალული არაა, უბრალოდ მოკლე მკლავიანია, მაგ დილას ციოდა, გრძელ მკლავიანში უფრო კომფორტულად ვიყავი

პოსტის ავტორი: ilariona Oct 18 2013, 10:46

ოკ გავიგე.


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 18 2013, 10:49

მართალი ვთქვათ მართლაც ციოდა და მაიკით დგომის სურვილი სულ არ მქონდა!

პოსტის ავტორი: ძამა Oct 18 2013, 14:11

მე კი ვიყავი მოკლე მკლავებიანით მაგრამ ჩემი ოჩოს მაიკა სამწუხაროდ გამიფუჭდა და დიდი თხოვნით მოგმართავთ რომ ერთი ემი ზომა დამითმოთ-ფულადი ჯარიმის ხარჯზე

პოსტის ავტორი: shalva-zimin Oct 19 2013, 20:43

გილოცავთ გამარჯვებულებს . იქნებ კლუბის მესვეურებს საზაფხულო მაისურის გარდა საშემოდგომო ვერსიაც შეერჩიათ D.gif

პოსტის ავტორი: dima71 Oct 19 2013, 21:02

Bone
გილოცავ! მიზანდასახულს ყველა მიზნისთვის მიგეღწიოს! small3d018.gif

პოსტის ავტორი: beqa1994 May 5 2015, 17:31

ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ სრულწლოვანე შეუძლიათ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება?

პოსტის ავტორი: megreli May 5 2015, 17:36

ბექა ეს 2 წლის წინანდელი თემაა... სასტენდო სროლით თუ ხარ დაინტერესებული,თბილის ზღვაზეა სასროლეთი,მიდი იქ და ადგილზე აგიხსნიან ყველაფერს,არამგონია ასაკში შესღუდვა იყოს ინსტრუქტორების თანდასწრებით newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)