თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტული სროლა და შეჯიბრები _ "ოჩოპინტრეს თასი 2014", კლუბთაშორისი

პოსტის ავტორი: www.Ochopintre.ge Jul 3 2014, 22:59

მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.

შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები, შეჯიბრი ტარდება გუნდურ ასპარეზში, გუნდი უნდა შედგეს კლუბის სამი წევრისგან.
გუნდს უნდა ყავდეს კაპიტანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ გუნდზე. სიაში ჩაწერის დროს გუნდში უნდა იყოს აღნიშნული ვინ არის კაპიტანი.


საერთო დებულება:
1. იარაღის შენახვისა და გამოყენების წესები: მონაწილე იარაღს ინახავს ღია მდგომარეობაში, იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება მხოლოდ მონაწილის სასროლ პოზიციაზე გასვლის შემდგომ.

2. იარაღის ნომრიდან გამოტანა წესები: იარაღი უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და ლულა არ უნდა იყოს მიმართული ხახლის მიმართულებით.

3. შეჯიბრის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.

4. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.

5. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა.

6. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.

7.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ იარაღის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე სასროლ პოზიციაზე არ გავა კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.

8. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი იარაღით. ლულუს სიგრძით არა ნაკლებ 66 სანტიმეტრისა.

9. მონაწილეების
საყურადღებოთ: ჩასახრახნ ჩოკებიან იარაღში ჩოკის სივიწროვეს განსაზღვრავს თვითონ მონაწილე.
ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე.

10.თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა:
შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით.
თუ სროლა არ დაფიქსირდა:(ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო) ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა
ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ

11.იდენტური ქულების მქონე გუნდებს შორის ჩატარდება გადასროლა!
(ასეთ შემთხვევაში გუნდის კაპიტანი წყვეტს რომელი წევრი ისვრის)

12.აპარატის გაჭედვის შემთხვევაში(დუპლის დროს) ხდება ფუჭი ტრაექტორიის გადასროლა და გასროლილის ჩათვლა.

13.ადგილამდე მისასვლელად სასურველია 4x4 წამყვანი მანქანები


14.სროლა იწარმოება 28 გრამიანი ვაზნებით.

[color="#FF0000"]შეჯიბრი ჩატარდება 4 პოზიციაზე.
პირველი პოზიცია: 5 გასროლა (კლასიკური ხოხობი)
მეორე პოზიცია: 5 გასროლა დუპლი (ვალდშნეპი) (ჯამში 10 გასროლა)
მესამე პოზიცია: 10 გასროლა (კაკაბი)
მეოთხე პოზიცია 5 გასროლა დუპლი (5 გასროლა რებითი, 5 გასროლა ველური ხოხობი)(ჯამში 10 გასროლა)

მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხა შეადგენს 150 ლარს 3 მსროლელზე (მსროლელზე 50 ლარი).





მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები

შეჯიბრი ჩატარდება ამაწლის 13 ივლისს
კენჭისყრა 8:30
დასაწყისი9:00

რეგისტრაციის ბოლო ვადა : შაბათი 12ივლისი 14:00 სთ


გისურვებთ წარმატებებს

პოსტის ავტორი: კალვერა Jul 4 2014, 00:47

gunshot.gif Shooting.gif gunshot.gif :

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 4 2014, 09:02

კლუბიდან თითო გუნდი იღებს მონაწილეობას, თუ შეიძლება რამოდენიმე გუნდიც იყოს?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 4 2014, 11:40

უიარაღო
კლუბიდან 3 კაციანი გუნდი მხოლოდ.

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 4 2014, 11:54

ციტატა(zaxara @ 4th July 2014 - 12:40) *
კლუბიდან 3 კაციანი გუნდი მხოლოდ.

3 კაცი ხომ უკვე გარკვეულია თუ კლუბმა უნდა დაასახელოს?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 4 2014, 12:23

kajuberi
ჩვენთან გარკვეულია newsmile05.gif შიდა საკლუბოს პრიზიორები მიიღებენ მონაწილეობას

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 4 2014, 12:27

ზახარა

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 4 2014, 13:10

დიდი ბრახაბრუხი ატყდება newsmile027.gif

პოსტის ავტორი: maxo_987 Jul 4 2014, 14:45

წარმატებები აბა ბიჭებოოო d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Jul 4 2014, 21:08

მსაჯობა ან დახმარება ჩემიმხრიდან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jul 5 2014, 15:07

ციტატა(bendeksi @ 4th July 2014 - 14:10) *
დიდი ბრახაბრუხი ატყდება


აბაა და მე როგორ მინდოდა წამოსვლა :/ მაგრამ არანაკლებ ბრახაბრუხში ვიქნები მაგ დღეს D.gif D.gif

წარმატებები მონაწილეებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Jul 6 2014, 14:05

მაგარია აბა თქვენ იცით ბიჭებო. ტელევიზიით არ გაშუქდება სადმე ან კურიერში ან სადმე?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 7 2014, 18:20

ძირულა

სავარაუდოდ რუსთავი 2 გააშუქებს.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 7 2014, 18:50

დასახმარებლად მზადავარ ღუ რამესი გამოგადგებით აქავარ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 7 2014, 21:45

თუ რამეა მეც თავისუფალი ვარ

პოსტის ავტორი: darcho Jul 7 2014, 21:58

ციტატა(nik@a @ Jul 7 2014, 22:45) *
თუ რამეა მეც თავისუფალი ვარ

შემეხმიანე წასვლამდე მგონი მეც წამოვალ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 8 2014, 00:25

ჰოდა შემეხმიანეტ მეც სანამ წახვალთ ერთად წავიდეთ

პოსტის ავტორი: დემი Jul 8 2014, 18:38

აბა ოჩოს სასტავს წარმატება, ანუ გამარჯვება. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Jul 8 2014, 21:21

და რა ადგილას ტარდება? thinking.gif

პოსტის ავტორი: samo Jul 11 2014, 20:10

ბიჭებს გაუმარჯოს რავა ხართ????
კლუბი "ლეგიონი" იღებს მონაწილეობას ოჩოპინტრეს მიერ დაგეგმილ კლუბთაშორის შეჯიბრზე...
გუნდის წევრები:
1) გუგა შაფაქიძე
2) ლევანი ჩუგუაშვილი
3) ნიკო ჩუგუაშვილი
გუნდის კაპიტანი: გუგა შაფაქიძე.
შეჯიბრის მონაწილეობის მოსაკრებელი იქნება გადახდილი ხვალ 12.07.2014 ზემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 11 2014, 20:19

samo
newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Babuka Jul 12 2014, 09:24

ბატონებო !ხალხი სხვადასხვა ადგილიდან მოდის და ეგება ჩატარების ადგილი გაგვაგებინოთ. ხვალაა ტგურნირი და არავინ არაფერი ვიცით.

პატივისცემით ბაბუ

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 12 2014, 09:36

Babuka
დღეს საღამოს დავწერთ შეკრების ადგილს

პოსტის ავტორი: Babuka Jul 12 2014, 10:56

ის მაინც დაწერეთ ტრანსპორტი რიოგორია საჭირო? ზოგი მსუბუქით აპირებს წამოსვლას და ....
შაბათია ძმებო , ზოგი ქორწილშია, ზოგი ნიშნობაში ზოგი კიდევ ნათლობაში და ა.შ. იქნებ ისე მოხერხდეს , ჩვენც რომ დაგეგმვა მოვასწოთ.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 12 2014, 18:34

Babuka

ჩვეულებრივი პატარა მანქანაც ადვილად მიდის ადგილამდე. არანაირი პრობლემა არ ექნებათ.

გეტყვით, რომ ტარდება იგივე ადგილას სადაც შარშან ჩატარდა, უბრალოდ სხვა მინდვრებია არჩეული. დაწვრილებით ორგები დაწერენ.

პოსტის ავტორი: კალვერა Jul 12 2014, 20:14

მეს სამწუხაროდ არამგონია დავესჭრო ამ ღონისძიებას:( 12 ვმუშაობ :(

პოსტის ავტორი: Gugash Jul 12 2014, 20:24

გაუმარჯოს....
კიდე არ გარკვეულა დეტალები???

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 12 2014, 20:59

მოკლედ მეგობრებო საქმე ასეა:

შეკრების ადგილი: ვარკეთილის ხიდებთან, ელიტ ელექტრონიქსსა და სოკარის ბენზინგასამრთ სადგურს შორის. სამინისტროს პირდაპირ.

შეკრების დრო: 7:15

გასვლა შეკრების ადგილიდან: 7:35

ლოკაციის ადგილი: სოფელი პატარა ლილოს მიმდებარე ტერიტორია.

თხოვნა იქნება არ დაიგვიანოთ რომ თავის დროზე მოხდეს ყველაფერი. კენჭისყრა 8:30-ზეა....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 13 2014, 04:11

ადექით, არ დაგაგვიანდეთ, გული მიგრძნობს დიდი დაპირისპირება იქნება....
ყველას გისურვებთ წარმატებას!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 13 2014, 16:05

შეჯიბრი ჩატარდა მშვიდობიან გარემოში.

მადლობა ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

ეს თემა იხურება და გაიხსნება ახალი თემა რეპორტის.

-------

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)