თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტული სროლა და შეჯიბრები _ კლუბთაშორისი შეჯიბრი

პოსტის ავტორი: Bone May 23 2013, 09:57

მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.
კლუბებიდან ან გაერთინებებიდან უნდა იქნან წარმოდგენილი , სამი (3) ადამიანისაგან შემდგარი გუნდები.

მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული !

1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ.
2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.
3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება
4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი
5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.
6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.
7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა
8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხედრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა
9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.
10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! !
11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.
12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ
13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.
14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით)


ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე.

თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა:
შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით.
თუ სროლა არ დაფიქსირდა:
ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა
ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ



მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 ლარი (3 მსროლელზე)

თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები)

მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები


შეჯიბრი ჩატარდება 2 ივნისს



გისურვებთ წარმატებებს

პოსტის ავტორი: Bone May 23 2013, 15:15

დაწერონ მხოლოდ რეალური კითხვის მქონე საზოგადოებამ. მონაწილეებმა.

იმავე ადგილებში ტარდება სადაც ყოველ წელს

პოსტის ავტორი: rezident May 23 2013, 18:33

Bone
შეჯიბრის ჩატარების თარიღი?

პოსტის ავტორი: Bone May 23 2013, 18:36

შეჯიბრი ჩატარდება 2 ივნისს

საკონტაქტო ნომერი : 555 493 792

პოსტის ავტორი: iva75 May 23 2013, 21:49

რა აპარატიდან ისვრი თეფშებს და რა მიმდევრობით, წესები დააკონკრეტეთ .

პოსტის ავტორი: Bone May 24 2013, 07:34

iva75

ორი აპარატიდან. ავტომატური და მექანიკური. შეჯიბრის ფორმატი მოიაზრებს ერთ სასიგნალო დუბლეტს. დანარჩენი ცალობითი იქნება.

პოსტის ავტორი: iva75 May 24 2013, 07:42

ციტატა(Bone @ May 24 2013, 08:34) *
iva75

ორი აპარატიდან. ავტომატური და მექანიკური. შეჯიბრის ფორმატი მოიაზრებს ერთ სასიგნალო დუბლეტს. დანარჩენი ცალობითი იქნება.

ცალობითი რითი გავა, მექანიკური თუ ავტომატური?
რა მანზილზე იდგება აპარატები, ჩადგმული თოფით თუ ვსკიდკაა აუცილებელი, რა პოზიციები იქნება და აშ.
რა ვაზნებს ყიდულობთ ?

პოსტის ავტორი: Bone May 24 2013, 07:56

ცალობით ავტომატი და მექნიკურიც შეიძლება იყოს
მანძილი ნებისმიერი , მაგრამ ახლო და საშუალო იქნება .
თოფის საწყის პოზიცის რაც შეეხება, ვაზნებს და ა.შ. წინა წლების ანალოგიური

საწყისი პოზიცია :
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოზიციები მრავალფეროვანი შეძლებისდაგვარად.
სულ 6 სხვადასხვა პოზიცია. ერთი პოზიციიდან შემდეგ პოზიციაზე გადასაადგილებლად, 5 წუთზე მეტი არ დაგრჭირდებათ..........

პოსტის ავტორი: Bone May 26 2013, 15:43

თითო თეფშზე სასროლად გექნებათ ერთი ვაზნა.

დუბლეტებში, შესაბამისად 2 თეფშზე ორი ვაზნა.

დუბლეტებში შეიძლება ერთ თეფშზე ორი ვაზნის სროლა, იმ პირობით, რომ მეორე ავტომატურად 0 ქულა იქნება (დაცილება)

თიხის მოძრავი სამიზნე იქნება , საერთაშორისო სტანდარტის, სპორტული სროლისათვის განკუთვნილი თეფში


ვაზნა 28 გრამიანი. ნომერი 9 საფანტით
.

http://postimage.org/
http://postimage.org/




[color="#0000FF"]მონაწილეებმა გადმორიცხეთ შემოსატანი თანხა ოთხშაბათ საღამომდე.

ყველა გუნდს უნდა ყავდეს ერთი პირობითი კაპიტანი

პოსტის ავტორი: simona May 28 2013, 21:36

ბაზიერლები მოვდივართ. ხომ არაფერი შეცვლილა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 28 2013, 21:39

არა ჯერ!
წელცომე

პოსტის ავტორი: Bone May 28 2013, 22:06

simona
მობრძანდით newsmile045.gif
არა, არაფერი შეცვლილა

პოსტის ავტორი: simona May 29 2013, 10:55

ჩვენი თანხა ჩარიცხულიააა

პოსტის ავტორი: Bone May 29 2013, 12:55

ძალიან კარგი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: simona May 29 2013, 13:10

Bone რამდენი ჯგუფი მოგროვდა იქნებ გაგვაგებინო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 29 2013, 13:50





41 46 22.54 N
44 55 14.79 E

პოსტის ავტორი: Bone May 29 2013, 13:57

simona
აუცილებლად ოღონდ საღამოსთვის. ჯერ უნდა გადმორიცხონ თანხა და მაგის მიხედვით.

პოსტის ავტორი: simona May 29 2013, 20:34

სტენდთან რომ შევიკრიბოთ და დავიძრათ აჯობებს მგონი. ან ორგანიზატორებიდან ერთიმანქანა დაგველოდოს და ერთად ავიდეთ

პოსტის ავტორი: ზახარა May 29 2013, 20:37

simona
ერთად ავალთ აუცილბლად . შეკრების ადგილს დავწერთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 1 2013, 08:04

შეკრება მოხდება სტენდთან დილის 9:00 ზე, 9:30 ზე კენჭისყრა, 10:00 დაიწყება შეჯიბრი



შეკრების ადგილი:


http://maps.google.com/maps?f=d&source=embed&saddr=41.7157,44.900758&daddr=&hl=en&geocode=&sll=41.715668,44.900726&sspn=0.006943,0.016512&t=h&doflg=ptk&mra=mift&mrsp=0&sz=17&ie=UTF8&ll=41.715668,44.900726&spn=0.006943,0.016512



შეჯიბრის ჩატარების ადგილი:



http://maps.google.com/maps?f=q&source=embed&hl=en&geocode=&q=41+46+22.54+N+44+55+14.79+E&aq=&sll=41.725462,44.87915&sspn=0.111078,0.264187&t=h&ie=UTF8&ll=41.772928,44.920775&spn=0.055499,0.132093&z=14

პოსტის ავტორი: Bone Jun 2 2013, 16:46

მადლობა ყველა მონაწილეს და მაყურებელს

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 2 2013, 17:26

ნიუსიც გავიდა რუსთავი2-ზე ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 2 2013, 17:40

ამ თემას ვხურავ რადგან ამოწურა თავისი თავი. ფოტო-ვიდეო მასალა და განხილვა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10485

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)