თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპორტული სროლა და შეჯიბრები _ "სპორტინგის ლიგა"-ს და "ამბასადორი კაჭრეთი"-ს ერთობლივი შეჯობრი სპორტინგში

პოსტის ავტორი: ako-gulua Mar 7 2019, 17:47

ოჩოპინტრელებს გაუმარჯოს! იგეგმება ღია შეჯიბრი სპორტინგში, რომელიც საინტერესო იქნება სროლის მოყვარულებისთვის.

⚫ღია შეჯიბრი გაიმართება 17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე.

⚫შეჯიბრის ორგანიზატორები გახლავთ "სპორტინგის ლიგა" და "ამბასადორი კაჭრეთი".

⚫რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.

⚫შეჯიბრი ღია ტიპისაა, შესაბამისად მასში მონაწილეობას ყველა 18 წელს მიღწეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი შეძლებს.

⚫შეჯიბრი ჩატარდება 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას და თან იქონიებს სხვა მისთვის სასურველი კალიბრის ვაზნასა და თოფს, დასაშვებია სხვა კალიბრის თოფებით და ვაზნებით მონაწილეობა (ვაზნის საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამსს)

⚫ორგანიზატორის ვაზნებით მონაწილეობის საფასური შეადგენს 65 ლარს (50 გასროლა 50 მოძრავ სამიზნეზე, 15 ლ. საპრიზო ფონდისთვის.)

⚫საკუთარი ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილესთვის შეჯიბრის საწევრო იქნება 40 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ დაშვებულია მხოლოდ ქარხნული ვაზნებით სროლა, რომელთა საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 24,5 გრამს 12 კალიბრის შემთხვევაში, სხვა კალიბრის შემთხვევაში - 25 გრამს).

⚫მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეთა სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598-23-24-32

ყველას გისურვებთ წარმატებებს!


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)