თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ოპტიკა იარაღისთვის _ რჩევა მჭირდება

პოსტის ავტორი: hunter87 Oct 25 2010, 22:16

ძმებო მანძილმზომი გვინდა ვიყიდოთ მე და ჩემმა ძმაკაცმა, მარა საერთოდ აზრზე არ ვარ რომელია ხარისხიანი, როგორ მუშაობს, 500 ლარის ფარგლებში არის ბუშნელები, მარა რამდენად ხარისხიანია არ ვიცი, 500 ლარის ფარგლებში რა მომივა მუსჰა და გამძლე რომ იყოს და საერთოდ თქვენ რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: შუკა Oct 25 2010, 22:22

600-700 ლარი უნდა ნორმალურს ანუ..
ზომავდეს კარგად700- 800 მეტრს..
კარგად ნიშნავს თითქმის ყველაფერზე
ხე,ბუჩქი,გორაკი და ა.შ.შ
ზოგი იაფიასიანი მარტო დიდ საგნებს ზომავს დიდ მანძილებზე
კორპუსებს და დიდი შენობებს..
ისე გააჩნია რისთვის გინდა...

პოსტის ავტორი: hunter87 Oct 25 2010, 22:30

შუკა ძმა როგორც ამ საქმის მცოდნე კაცმა მინდა მირჩიო ისეთი მანზილმზომი რომელიც თანაბრად გამომადგება როგორც მოსინზე ისე მცირეკალიბრიან შაშხანებზე, რომელი ფირმის და რა მახასიატებლებით, რამდენად გამძლეა და რა პირობებს საწიროებს მისი ექპლუატაცია. შენ რომელს მირჩევ? ისეთი რომ ჩამოტანა შევძლო და თან დიდხანს იმუშაოს და ძაან არ გავიწეწო ფულში. 700 ლარს კიდე აიტანს კაცი მარა მეტის მიცემა მაგ ხელსაწყოში. დაწყებული მტრედის ფიგურიდან დამთავრებული დიდი ზომის სხეულებით ზუსტად რომ განსაზღვროს მანძილი

ამ საქმის არაფერი გამეგება და იქნებ მითხრა რა გავითვალისწინო მანძილმზომის შეძენისას, იაფასიან ჩინურ მანძილმზომებზე რას იტყვი?

პოსტის ავტორი: შუკა Oct 25 2010, 22:40

ხვალ გაგირკვევ ყველაფერს და მოგწერ..
იაპონიიდან ჩამოქონდა მეგობარს ადრე დაურეკავ ხვალ ვკითხავ..

მე ადრე ჩამოვატანინე დამიჯდა 700 გელა .
ზომვს კილომერტს მე არც მინდა მაგდენი
მაქსიმუმ400- 500მეტრი მინდა
მაგრამ 1000მეტრიანი იმიტომ ჯობია რომ ხარისხიანია..
ანუ ახლო მანძილებზე უკეთესად ზომავს ხეზე , ბუჩქზე და გორაკზე
ვიდრე იაფასიანი..ხარისხია...
ეგ აზრი აქვს მეტის გადახდას იცი რას ყიდულობ და იცი გამოგადგება..

პოსტის ავტორი: Davitus Oct 26 2010, 03:17

hunter87

დააკონკრეტე რა მანძილის გაზომვა გჭირდება და გირჩევ, რაც მე მჭერია ხელში და მისარგებლია ისეთს, სადღაც 130$ ის ფარგლებში... მაქსიმალური მანძილი 400 მეტრია... მტრედისხელა ობიეკტს გაგიზომავს, მაგაზე მცირეს ვერა, ცდომილება +/- 1 მეტრი





P.S. ისე ჩემი ყველასადმი თხოვნა იქნება, მსგავს თემას რომ გავხსნით, სატაურშივე მიუთითეთ მოკლედ, რა სახის დახმარება გჭირდებათ, ანუ თემა რას ეხება

პოსტის ავტორი: hunter87 Oct 26 2010, 16:38

ციტატა(Davitus @ Oct 26 2010, 04:17) *
hunter87

დააკონკრეტე რა მანძილის გაზომვა გჭირდება და გირჩევ, რაც მე მჭერია ხელში და მისარგებლია ისეთს, სადღაც 130$ ის ფარგლებში... მაქსიმალური მანძილი 400 მეტრია... მტრედისხელა ობიეკტს გაგიზომავს, მაგაზე მცირეს ვერა, ცდომილება +/- 1 მეტრი





P.S. ისე ჩემი ყველასადმი თხოვნა იქნება, მსგავს თემას რომ გავხსნით, სატაურშივე მიუთითეთ მოკლედ, რა სახის დახმარება გჭირდებათ, ანუ თემა რას ეხება

გასაგებია, მოკლედ გეკოსთვის რომ გაზომოს 50 მეტრიდან ზევით და მოსინისთვისაც რომ ივარგოს და 500-600 მეტრი გაქაჩოს

ციტატა(შუკა @ Oct 25 2010, 23:40) *
ხვალ გაგირკვევ ყველაფერს და მოგწერ..
იაპონიიდან ჩამოქონდა მეგობარს ადრე დაურეკავ ხვალ ვკითხავ..

მე ადრე ჩამოვატანინე დამიჯდა 700 გელა .
ზომვს კილომერტს მე არც მინდა მაგდენი
მაქსიმუმ400- 500მეტრი მინდა
მაგრამ 1000მეტრიანი იმიტომ ჯობია რომ ხარისხიანია..
ანუ ახლო მანძილებზე უკეთესად ზომავს ხეზე , ბუჩქზე და გორაკზე
ვიდრე იაფასიანი..ხარისხია...
ეგ აზრი აქვს მეტის გადახდას იცი რას ყიდულობ და იცი გამოგადგება..

დიდი მადლობა ძმა, გაიხარე

პოსტის ავტორი: შუკა Oct 26 2010, 16:55

ეხლა აქვს ჩამოტანილი 650 ლარში იაპონური მე რომ მაქვს ისეთი 1200 მერტი მაქსიმუმ (დიდი საგნებზე)
500 მეტრამდე იღებს თითქმის ყველაფერზე , მსუბუქი, გამძლე, პრაკტიკული..
მე უწევ რეკომენდაციას+100%
თუ დაინტერესდები პიემში მომწერე 1 ცალი აქვს..

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 7 2010, 21:32

იმ კვირაში ვაპირებ ჩემი ტოზ-8-ისთვის ოპტიკის ყიდვას 100 ლარის ფარგლებში და რას მირჩევთ, რომელი ფირმის ჯობია? ან საერთოდ ამ ფასში თუ მომივა რამე და რამდენად გამოდგება?? მოკლედ თქვენი რჩევა მჭირდება.. წინასწარ მადლობა ყველას..

ამაზე რა აზრის ხართ?
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=791907

ან ეს
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=873280

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 7 2010, 21:44

ლეკი
ერთი და იგივეა სხვა და სხვა სახელებით newsmile05.gif , რომელიც შენ მოგწონს ის აიღე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 7 2010, 21:54

Geoჟორჟიკა
მადლობა.. და ამ ოპტიკით რამდენ მეტრზე იქნება შესაძლებელი გასწორება?

ეს როგორია?
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=912529

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 7 2010, 22:35

ლეკი
ოპტიკების ხარის 80-100-150-200 ლარის არის ყველასი ერთი და იგივე ,

ლეკი

ციტატა(leki_gio @ 7th December 2010 - 22:54) *
და ამ ოპტიკით რამდენ მეტრზე იქნება შესაძლებელი გასწორება?

აი ეს კითხვა ვერ გავიგე , რას ნიშნავს გასწორება რამდენზე იქნება შესაძლებელი?

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 7 2010, 23:16

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Dec 7 2010, 23:35) *
ლეკი

აი ეს კითხვა ვერ გავიგე , რას ნიშნავს გასწორება რამდენზე იქნება შესაძლებელი?

ანუ მაქსიმუმ რამდენ მეტრზე იქნება შესაძლებელი ამ ოპტიკიდან სროლა?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 7 2010, 23:26

ლეკი
სამიქნეს გააჩნია 50 მეტრზე 9-ანი გადიდებიტ მაგალიტად 20 ტეთრიანის ხელა საგანი უნდა გაარჩიო , 100 მეტრზე ჩოქბურთით ბურთის ხელა , იმის იქით კი.22ით სროლას აზრი არცა აქვს newsmile05.gif , სანადიროდ გამოგადგება 9 გადიდება , მაგრამ მიზანშI სროლას თუ აპირებ პირდაპირ გეტყვი ტყუილად გადაყრილი ტული იქნება

ისე კი სროლის სიშორეს მარტო პოტიკა არ განსაზღვრავს , იარაღიც უნდა გიწყობდეს ხელს და რათქმაუნდა სროლა იცოდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 7 2010, 23:34

Geoჟორჟიკა
გასაგებია, დიდი მადლობა!!.. ანუ 100 მეტრი მაქსიმუმ... მაინც კაია.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 7 2010, 23:39

ლეკი
გააჩნია რას ესვრი და კაი ცოტა ისეთიი ნათქვამია რა კაია Zeiss , Swarovski , Nigjteforce, US optics, და ასე შემდეგ , ეგ არის "წავა რა" ან "სულ არარაობას ჯობია" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 7 2010, 23:43

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Dec 8 2010, 00:39) *
ლეკი
გააჩნია რას ესვრი

მე ძირითადად 22 LR-ს დიდი ზომის ფრინველზე ან მცირე ზომის ცხოველზე თუ გამოვიყენებ.. მიზანში სასროლად არ მინდა.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 7 2010, 23:46

ლეკი
მაშინ გაარტამ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Dec 8 2010, 00:11

ლეკი ძმა ლილოში გადი, სათამაშოების რიგში იკითხე მონადირის მაღაზია სადაა თქო და მაქსიმუმ 80 ლარში დაითრევ 3-9X40 ბუშნელის ოპტიკას. გეკოზე კი არა სკს-ზეც აყენებენ, ჩემ ძმაკაცს აქვს და კმაყოფილია. 15 ლარი კრონშტეინები დაგიჯდება და ეგაა სულ

პოსტის ავტორი: baxi Feb 22 2011, 12:18

ერტი კითზვა მაქვს.ოპტიკის დაყენება არ შეიძლება იჯ 27 ზე??

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 22 2011, 12:25

baxi
რა უნდა ოპტიკას 27 ზე???

პოსტის ავტორი: baxi Feb 22 2011, 16:40

ვიდეოეებში მინახავს .სანადირო თოფზე რო აქვთ დაყენებული.და მაგიტო ვიკითხეე.ანუ არა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 22 2011, 17:04

baxi
ვიდეოში ორ ლულიან შტუცერებზე უყენიათ ხოლმე. 27 ზე აზრი არ აქვს. ჰა ჰა კოლიმატორი დააყენო. მაგრამ მე თუ მკითხავ მაინც უაზრობაა.

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 22 2011, 17:05

baxi
უპრობლემოდ შეიძლება newsmile045.gif მაგრამ წითელი წერტილის გარდა სხვა ოპტიკა აზრსს მოკლებულია

პოსტის ავტორი: baxi Feb 22 2011, 17:15

მადლობთ newsmile045.gif და ეგ წითელი წერტილიანი არარის კარგი?

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Feb 22 2011, 17:19

baxi
შეეშვი ,არ ჭირდება გლუვლულიანს მასეთები

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 22 2011, 17:21

პირიქით მაგას თუ დააყენებ, ტყვიის სროლისას ძალიან კომფორტულია ჩემი აზრით.

"რედ დოტ რულიტ " newsmile05.gif

პოსტის ავტორი: baxi Feb 22 2011, 19:27

და BONEHILL რას მირჩევ რომელი გამოდგება??იკნებ სურათი დადო

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 22 2011, 21:23

იჟ-27-ს რათ უნდა ოპტიკა კაცო.. newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 22 2011, 21:53

20 კალიბრის პიჟების საჭრელი ხომაგქვთ ვინმეეს? 1 დღით რომ მმათხოვოთ? მოვჩრი პიჟებს და ჩაგაბარებთ უკან

პოსტის ავტორი: baxi Feb 23 2011, 00:13

newsmile035.gif:D:D

პოსტის ავტორი: (Dato) Feb 11 2013, 22:21

მოგესალმებით,ტუ ვისმეს სჰეგიზლიათ დამეხმარეთ, სვდ-ზე ოპტიკის ადვილად Gასწორების მიზნით ვიყიდე ლაზერული ვაზნა,რამდენჯერაც გავასცორებ ყოველი ვაზნის ჩAდებაზე მიჩვენებს სხვადასხვა წერტილს,იქნებ ვინმემ ამიხსნათ ან გაქვთ AსეთI გამოცდილება?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 11 2013, 22:47

(Dato)
ეგ გაჩვენებს დაახლოებით მიზანს რომ სამიზნე არ ეძებო და ტყვიები არ ხარჯო. შემდეგ გინდა თოფის ტისკი და მინიმუმ 100 მეტრიანი სასროლი ადგილი ზეროს დასასმელად.

პოსტის ავტორი: (Dato) Feb 11 2013, 22:55

გამოდის ტისაკში იარაგის დამაგრების შემდეგ უნდა გავისროლო და განასროლზე ზერო გავასწორო?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 11 2013, 23:38

ციტატა((Dato) @ Feb 11 2013, 23:55) *
გამოდის ტისაკში იარაგის დამაგრების შემდეგ უნდა გავისროლო და განასროლზე ზერო გავასწორო?

ტისაკი დანაა newsmile05.gif

კი ეგრე უნდა გააკეთო, ოღონდ სპეციალური თოფის ტისკებია ხომ იცი
http://imageshack.us/photo/my-images/802/21113169.jpg/


პოსტის ავტორი: (Dato) Feb 11 2013, 23:56

OK.დიდი მადლობა ჭალიმგელა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის!!!

პოსტის ავტორი: Fishman Mar 30 2013, 00:38

ოპტიკებში გამოცდილ ხალხთან მაქვს შემდეგი კითხვა:

მაინტერესებს, ფოკუსის გასწორების მიხედვით ვერ დავადგენთ დაახლოებით რა მანძილზეა სამიზნე ობიექტი?

პოსტის ავტორი: game 91 Jun 29 2013, 12:02

http://www.amazon.com/Crosman-459MT-2-Pc-Intermount-Dovetail/dp/B000FEUUCY/ref=pd_sim_sg_28

ეს რაღაცა ვერტიკალზე წავა??, კერძოდ ჰუგლუ 104-ის მოკლე ლულაზე მინდა დავაყენო კოლიმატორული სამიზნე,

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 29 2013, 12:31

ციტატა(Fishman @ Mar 30 2013, 01:38) *
ოპტიკებში გამოცდილ ხალხთან მაქვს შემდეგი კითხვა:

მაინტერესებს, ფოკუსის გასწორების მიხედვით ვერ დავადგენთ დაახლოებით რა მანძილზეა სამიზნე ობიექტი?



ეგრე ვერდაადგენ! მანძილი სამიზნემდე ოპტიკის ლინზაზე დატანილი სპეციალური ბადით იზომება, ფორმულის გამოყენებითა და სპეციალური სტანდარტული ნიშნულების დახმარებით მაგალითად საშუალოდ ფეხზე მდგომი ადამიანის სიმაღლე 170 სმ ადაა მიჩნეული ფანჯრის სიმაღლე 150 სმ მსუბუქი მანქანის მიმაღლე 170 სმ ელექტროგადამცემი ანძებს შორის მანძილი 50 მეტრი და ასე შემდეგ ამ ნიშნულების დახმარებით სპეციალური ფორმულის დახმარებით რომელიც ეხლა არ მახსოვს დაადგენ მანძილს მცირედი ცდომილებით

ციტატა((Dato) @ Feb 11 2013, 23:21) *
მოგესალმებით,ტუ ვისმეს სჰეგიზლიათ დამეხმარეთ, სვდ-ზე ოპტიკის ადვილად Gასწორების მიზნით ვიყიდე ლაზერული ვაზნა,რამდენჯერაც გავასცორებ ყოველი ვაზნის ჩAდებაზე მიჩვენებს სხვადასხვა წერტილს,იქნებ ვინმემ ამიხსნათ ან გაქვთ AსეთI გამოცდილება?


მაგ ლაზერული ვაზნით ოპტიკის გასწორების მცდელობა აბსურდული მცდელობაა არ გამოვა

ფიგურაზე კი გაასწორებ ანუ ფიგურაზე სამუშაოდ მაგრამ ისეთ სიხზუსტეს 10 იანს უკაკუნო ვერმიაღწევ ეგეთი გასწორება აუცილებლად მისროლით უნდა მოხდეს ერთნაირი ვაზნებით ერთი პარტიის ვაზნებით ანუ თუ გინდა რომ შედეგი მიირო წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა

პოსტის ავტორი: iglait Nov 20 2013, 00:30

ბიჭებო ტაქტიკური ფანრის მოდელებზე, ასევე ვერტიკალ გლუვზე დამაგრებაზე რამე ინფო არის ამ ფორუმზე, ან გაქვთ რამე გამოცდილება რომ მირჩიოთ.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 20 2013, 01:02

iglait

იმის გამო რომ მანაობელი ხელსაწყოთი ნადირობა აკრძალულია, მათ განხილვას და პროპაგანდას არ ვეწევით

პოსტის ავტორი: iglait Nov 20 2013, 18:03

ეგ არ ვიცოდი, მადლობა

პოსტის ავტორი: ganja1981 Nov 20 2013, 19:54

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11180&hl=

პოსტის ავტორი: ალთაზარ Nov 20 2013, 20:03

ganja1981
სადმე ხედავ გამხილვას ან პროპაგანდას ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Nov 21 2013, 09:50

ალთაზარ
შენ ვერ ხედავ? თუ მანათობელი ხელსაწყოებით ნადირობის განხილვას და პროპაგანდას არ ეწევა ეს ფორუმი მაშინ მსგავსი თემები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ადამიანმა იკითხა და მიიღო პასუხო და ამ დროს მსგავს თემაზე მიდის საუბარი... ჩემი სუბიექტური აზრია და დავას არ ვაპირებ newsmile05.gif მემგონი არც არის არაფერი სადაო newsmile05.gif მე პირადად გამოვიყენებ მანათობელ ხელსაწყოებს ღამით გადაფრენის დროს ნადირობისას (იხვი,ტყის ქათამი) და რა ბრაკონიერი ვარ? D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Nov 21 2013, 10:31

ganja1981
ჯერ ერთი : თემა არის ტექნიკური საკითხის და არა განხილვადი
მეორე : ბრაკონიერი ხარ თუ არა ეგ შენ უკეთ გეცოდინება newsmile05.gif
ასევე გ.დ.ი გადაწყვეთს შეხვედრისას newsmile05.gif

მესამე : წარმატებები


პოსტის ავტორი: bubusicha Aug 1 2017, 23:58

ჰუგლუ 104ა ზე რკინის ღია სამიზნის მაგივრად მინდა დავაყენო ნათელი სამიზნე, დილის და საღამოს გადაფრენაზე სწრაფი და სტაბილური დამიზნებისთვის, მაგრამ ასევე დღის ნათელ პერიოდშიც რომ გამომადგეს მაგალითად მწყერზე, ქედანზე სანადიროდ.
ვარჩევ ამ ორ მოდელს შორის
1. https://www.amazon.com/gp/product/B0018FTTX0/ref=ox_sc_act_title_3?smid=ATVPDKIKX0DER&psc=1

2. http://western.ge/ka/shop/sxva/stilcrin-mirini-025/

ან რამე უკეთესი ხომ არ გეგულებათ?

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 2 2017, 21:56

?

პოსტის ავტორი: minchanin Aug 4 2017, 11:54

მე მეორე (მოკლე) უფრო მომწონს.

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 17 2019, 16:48

გამარჯობა ფორუმელებო მაქვს ბრაუნინგი ლონგ ტრაQ 3006 კალიბრი. ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე ან ბოლო ვარიანტი შეიძლება იყოს კოლიმატორი, ჯერ ვერ მომიფიქრებია. ვცხოვრობ ესპანეთში მინდა ღორზე და ირემზე სანადიროთ და რას მირჩევ .გამიგია რომ ოპტიკა რამოდენიმე გასროლის მერე ირევაო, რა ირევა ასეთი ??? და თU შეიზლება რაიმეთი გაკეთდეს რომ აღარ აირიოს. კერზოტ რა ზიანდება ოპტიკაში. მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 18 2019, 09:31

gelka72
ოპტიკის ხარისხს გააჩნია. ესპანეთში თუ ხარ პორტუგალიური ლეიკას იყიდი , არაფერი არ აერევა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 18 2019, 11:28

ციტატა(უიარაღო @ Jul 18 2019, 10:31) *
gelka72
ოპტიკის ხარისხს გააჩნია. ესპანეთში თუ ხარ პორტუგალიური ლეიკას იყიდი , არაფერი არ აერევა newsmile027.gif

უიარაღო მადლობა რჩევისთვის, ლეიკა 500 ევროდან ზევით იწყება ფასები. კოლიმატორი რომელი ვიყიდო?? სადღაც 200 300 ევრო რომ გადავიხადო ???

პოსტის ავტორი: alex77 Jul 18 2019, 13:25

gelka72

იბეიზე არის ყველაზე დიდი არჩევანი ფასის დიაპაზონს მიუთითებს და ყველას ამოაგდებს

https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_nkw=red%20dot&_sacat=0&rt=nc&_udlo=200&_udhi=300 ესენი ამოაგდო

ეიმპოინტის კოლიმატორებიც არმოაგდო რამდენიმე და თუ ფასში ჩაეტევით ამას გირჩევთ,საუკეთესო კოლიმატორებია,ესენი მეორადებია მაგრამ აფქტობრივად ახალ მდგომაეობაში,ეტყობათ ფოტოებში

https://www.ebay.com/itm/Aimpoint-PRO-Patrol-Rifle-Optic-Red-Dot-Sight-QRP2-Mount-12841-Excellent/202736101010?epid=219518617&hash=item2f34036692:g:lVIAAOSwkk5dL4nu

https://www.ebay.com/itm/Aimpoint-PRO-Patrol-Rifle-Optic-Red-Dot-Sight/202735381194?epid=219518617&hash=item2f33f86aca:g:UhAAAOSw5eRdLlHF


ეჰ ნეტა ისევ ჩამოდიოდეს საქართველოში,კაპიკებში დევს მაგარი ოპტიკა-კოლიმატორები,აფსუს

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 18 2019, 16:01

ციტატა(gelka72 @ Jul 18 2019, 12:28) *
უიარაღო მადლობა რჩევისთვის, ლეიკა 500 ევროდან ზევით იწყება ფასები. კოლიმატორი რომელი ვიყიდო?? სადღაც 200 300 ევრო რომ გადავიხადო ???


ფასი განსაზღვრავს ხარისხს. როდესაც ხარისხიან ოპტიკას ყიდულობ, ვთქვათ ლეიკა მაგნუსი, ცვლი აიარაღებს, ოპტიკას კი არა. არ ფუჭდება, გარანტია აქვს კარგ ოპტიკებს სრული სიცოცხლე (ful life).
კოლიმატორსა და ოპტიკას შორის არჩევანს აკეთებ ნადირობის ტიპის მიხედვით. მორეკვით ნადირობისას, როდესაც სწრაფი სროლა გჭიდება მოძრავ (და ხშირად სწრაფად მოძრავ) სამიზნეზე კოლიმატორს ვერაფერი ვერ ცვლის. ორივე გახელილი თვალით ესვრი და ძალიან ეფექტურია. იმდენად ეფექტური რომ კიდევაც მეცოდება ჩვენი ბუნება კოლიმატორის გამოგონების გამო. გადარჩენის შანში ძალიან ცოტა რჩება ნადირს.
მიპარვით ნადირობისას, ვთქვათ მთაში, როდესაც შორიდან უნდა ესროლო ნადირს, მაშინ ოპტიკა დაგჭირდება. თუ ბინდისას მოგიწევს ნადირობა ბადის განათებაც საჭიროა.
სხვადასხვა ნადირობისას სხვადასხვა ტიპის სამიზნე და ასევე იარაღიც გჭირდება. შეძლებულ მონადირეებს აქვთ საჭიროების მიხედვით რაც სჭირდებათ. თუ გაქვს საშუალება გქონდეს ორივე მაგას რა სჯობია. თუ არა და განსაზღვრე რომელი უფრო მეტად დაგჭირდება. ასევე აღსანიშნავია რომ ოპტიკური სამიზნე (შესაბამისი ხარისხის) უფრო ძვირი ღირს ვიდერე კოლიმატორი.
კარგი ოპტიკის ქონას არაფერი სჯობს. მაღაზიაში თუ მოგცემენ საშუალებას ოპტიკაში გახედვის გახედე ძვირიან და იაფიან ოპტიკაში და თვითონვე მიხვდები.
p.s. მე აიმპოინტის კოლიმატორი მიყენია ჩემს კარაბინზე. დასაწყისისთვის და იარაღის ტიპის მიხედვით (ნახევრადავტომატურია ჩემი კარაბინი) ასე ვარჩიე. ახლა კი უკვე ძალიან შემაწუხა მექანიკური კარაბინის (სპორტული) და ოპტიკური სამიზნის ყიდვის ფიქრებმა. ცოტა ხანში აუცილებლად "გავიზრდები" მაქამდეც.
ასევე შენც გისურვებ წარმატებებს. რაც არ უნდა შეიძინო თუ იარაღის სიყვარულის სენით ხარ დაავადებული ერთზე ვერასოდეს შეჩერდები.

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 18 2019, 17:23

https://a.radikal.ru/a08/1907/f6/5f9bf2f370cf.jpg
https://b.radikal.ru/b34/1907/02/20bc8a9f5077.jpg

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 18 2019, 17:36

უიარაღო
ამ იარაღისთვის მინდა, ტყეში სანადირიდ

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 19 2019, 10:14

gelka72
ამ იარაღს და ტყის ნადირობას აუცილებლად კოლიმატორი დასჭირდება. ფასითაც უფრო იაფი (ოპტიკასტან შედარებით) დაგიჯდება. აიმპოინტს ვუწევ რეკომენდაციას. ჩვენთან 1300 ლარი ღირდა აიმპოინტის მოდელი ჰანტერი. 35 მმ იანი ტუბით აიღე, თუმცა 30 მმ-იანსაც არა უშავრს.

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 19 2019, 12:06

ციტატა(უიარაღო @ Jul 19 2019, 11:14) *
gelka72
ამ იარაღს და ტყის ნადირობას აუცილებლად კოლიმატორი დასჭირდება. ფასითაც უფრო იაფი (ოპტიკასტან შედარებით) დაგიჯდება. აიმპოინტს ვუწევ რეკომენდაციას. ჩვენთან 1300 ლარი ღირდა აიმპოინტის მოდელი ჰანტერი. 35 მმ იანი ტუბით აიღე, თუმცა 30 მმ-იანსაც არა უშავრს.

რამდენადაც ვიცი ღია კოლიმატორი ბევრად უკეთესია ტყეში ვიდრე მრგვალი ფორმის. რას იტყვი ???

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 19 2019, 13:11

ვერაფერს გეტყვი. მქონია ღიაც (2 მქონა) და მაქვს დახურულიც. აიმპოინტი რამდენადაც ვიცი ღია მოდელებს არ აწარმოებს. მე მასეთი არ გამიგია. არა მგონია ღიას რაიმე უპირატესობა ჰქონდეს. იდეის დონეზე ვთქვათ ხედვის ფანჯარა? მე ორივე გახელილი თვალით ვისვრი და ეგ პრობლემა საერთოდ არ არსებობს ჩემს შემთხვევაში. კონსტრუქციულად, გამძლეობის მხრივ დახურული უფრო მყარი კონსტრუქციაა-ეს უპირატესობა დახურულ კოლიმატორს. თუ მაინც და მაინც კომპაქტურ კოლიმატორს ანიჭებ უპირატესობას ეს მოდელიც მიდის შენს იარაღზე https://www.aimpoint.com/product/aimpoint-micro-h-2/

ეს კი ჰანტერია

თუ არ ჩანს ვიდეო ესეც ლინკი

https://video.search.yahoo.com/search/video;_ylt=A2KLfSbhljFd4woAW8RXNyoA;_ylu=X3oDMTE0bWZmNWI0BGNvbG8DYmYxBHBvcwMxBHZ0aWQDQjY4MzNfMQRzZWMDcGl2cw--?p=aimpoint+hunter&fr2=piv-web&fr=tightropetb#id=1&vid=a74631c1b35c0e716394b470c167cb29&action=view

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 20 2019, 10:57

გამარჯობათ ფორუმელებო, როგორ გავიგო თოფის გამოშვების წელი ???? პასპორტში არ უწერი.ა (ვერსად ვერ ვნახე) გუგლეშიც მოვსინჯე და უშედეგოდ

პოსტის ავტორი: ოთო. Jul 20 2019, 19:09

gelka72


სალამი,
რა თოფია?
კალაპოტზე გადაუღე სურათი დამღები რომ ჩანდეს გარკვევით და ვეცდებით დაგეხმაროთ.

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 20 2019, 19:45

ოთო. https://d.radikal.ru/d07/1907/98/74cb93839122.jpg https://b.radikal.ru/b16/1907/e3/ce524fcc551c.jpg https://b.radikal.ru/b13/1907/c0/902a420fe926.jpg ბრაუნინგ ლონგ-ტრაქ 3006 კალიბრი

პოსტის ავტორი: gelka72 Jul 20 2019, 19:50

მეორე სურთზე რაც არის, სხვა ნომერი ვერსად ვიპივე, იარაღი არის იდეალურ მდგომარეობაში

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 27 2019, 10:19

gelka72
1) თქვენ იარაღს აქ პოტენციალი რო საშუალო მანძილებზეც კარგად ისროლოს
მაგალითად 400-500 მეტრი. ამ მანძლების კოლიმატორით დაფარვა არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი
კოლიმატორი იდეალურია რისთვისაც შექმნეს(ახლო მანძილზე მაღალი ტემპით სასროლად)
+ შეზღუდვა აქვს ის რო შეუძლებელია ტყვიი ვარდნის ზუსტად კომპენსირება
მაგ იარაღზე მე დავაყენებდი დაბალი სიმძლავრის ოპტიკურ სამიზნეს
1-4 1-5 1-6 ან 1-8 გადიდებით. ჩვეულებრივად იხმარებთ სარეკში და შორ მანძილზეც,. ( თუ რათქმაუნდა სწორად არის შერჩეული)
შერჩევა მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი გამოდის ამ მონაცემებით და ყველა არ ვარგა შორ მანძილებზე სასროლად

2) თუ მაინცდამაინც კოლიმატორი.
ეს არის ყველაზე მარტივი ოპტიკური სამიზნე. არ გააჩნია ზუმის მექანიზმი. ასევე პარალაქსის და ფოკუსის. არ გააჩნია ტაქტიკური დოლურები.
არი ორი ლინზა მანათობელი კომპონენტი და გასწორების მექანიზმი მორჩა.
ამიტო ის ჯდება იაფი და დიდი თანხის გადახდა არის ტყუილი ხარჯი
ბევრი თავისტკივილის გარეშე იყიდე ზიგ ზაუერის რომეო 5 და დააყენეთ თუ არ იშოვება ვორტექსის სპარკ არ 2
ღირს სულ რაღაც 120 დოლარი ზიგის შემთქვევაში და ცოტა მეტი ვორტექსის
არცერთი არაფრით არ ჩამოუვარდება აიმფოინტს

2 საათი თუ გემეტებათ, ამ 2 ვიდეოს უყურეთ ადარებენ ზიგას და კიდე 10 სხვა მწარმოებელსაც მათ შორის ეოტეჩი ტრიჯიკონი და ეიმფოინთი
არცერთ კომპონენტში არ ჩამორჩენილა ზიგი
თან ყველაფერს გაიგებთ რედ დოტებზე
https://www.youtube.com/watch?v=ho268R6VuhM&t=49s
https://www.youtube.com/watch?v=F5YqByJG51g&t=13s

პ.ს ჩემ პირად გამოცდილებასაც მოგახსენებთ
ვიყიდე არ-15 სასროლად/სანადიროდ
პირველი დავაყენე ვორტექსის სტრაიკ იგლი. ოპტიკური სამიზნე 1-8 ზუმით
იყო ძალიან კარგი ხარისხის ნათელი
მაგრამ იმის გამო რო არ ქონდა ტაკტიკური ბარაბნები და თხელი ბადე. 200 მეტრის იქით ზუსტი სროლა იყო ძალიან პრობლემური
ანუ ოპტიკა მქონდა მარა რედ დოტივით ვამუშავებდი
ამიტო მოვხსენი და დავაყენე ზიგის რომეო 5. კიბატონო სწრაფად სროლა გამარტივდა მაგრამ 200 მეტზეც უკვე ვერ ვსვადვდი ჯგუფებს
სტაბილურობა ჩემი ფეხები არ იყო
0-150 მეტრის ფარგლებში კი განადირებს მარა მანძილზე რედ დოტის წერტილი დიდია და ყველაფერს ფარავს
2 მოა წერტილი რომელის რეალურად უფრო დიდებია 300 მეტრზე დაფარავს მთლიან ა4 ფურცელს როგორ უნდა ესროლო ან ტყვიის ვარდნა როგორ უნდა გაითვალისწინო
კი შეიძლება მაგნიფაერის დამატება მარა ამ შემთხვევაში კონსტრუქცია რთულდება და ძვირდება ბევრად
ამიტო ზიგიც მოვხსენი და დავაყენე დისქავერის სულ ახალი გამოსული ოპტიკა
1-6 გადიდებით თხელი ბადით და ტაქტიკური დოლურებით
ახლა არც 50 მეტრზე სროლა წარმოადგენს პრობლემას და არც 500 ზე
ამის იქითაც შეიძლება უბრალოდ ჯერ ვერ მოვიცალე მაგისთვის

პ.ს ოპტიკით სროლა შედარებით რთულია რადგან კოლიმატორს არ გააჩნია(ქართულად არვიცი ბოდიში) eye relief და sight alignment იც პრობლემას არ წარმოადგგენს
რა კუთხიდანაც და რა დისტანციიდანაც არუნდა შეხედო წერტილს ის სამიზნეს უყურებს
ამიტო ოპტიკით სროლას უნდა მიჩვევა და ვარჯიში
სამაგიეროდ როცა მიეჩვევით ბევრად ზუსტ გასროლებს გააკეთებთ

ფასიც გარკვეული ფაქტორია ზიგის რომეო თუ ღირს 120 დოლარი. ოპტიკა ალბად სამჯერ ძვირი დაჯდება

ხოდა ეხლა გაითვალისწინეთ ყველა ფაქტორი და ისე გადაწყვტეთ
ხო 300 მეტრზე რო ღორი დაინახოთ და კოლიმატორით იყოთ ძალიან გეწყინებათ დამიჯერეთ D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)