თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტექნიკური აღჭურვილობა _ ნავები და კატერები

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 16:06

აქ ჩავწეროთ მცურავ საშუალებებზე რომელი ჯობია,რას ვფლობთ,როგორ ვიყენებთ

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 16:29

დიტო ნავებს გულისხმობ ალბათ არა?

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 16:34

............ იმედი მაქვს ნავებზეა საუბარი, თორე გველები მგონი არავის გვყავს სახლში..........

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 16:36

ჩელე
ის ნავი დაეწერა სოფოს არა? newsmile05.gif ჯადო ჩვენ ხელშია? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 16:39

ხო ნავები და მოწყობილებები

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 16:45

ვიტო
..........ფაქტიურად.............. .......... ვის აქვს ამჟამად ეგ ნავი იცი?

....მოკლედ ჩვენ გვაქვს გასაბერი ნავი 2 კაციანი, დაკეცილი მოცულობით მოზრფილი ზურგჩანთის ხელაა, აქვს თავისი ,,ნასოსი,, კარგი რამეა, პრაქტიკულია და მძიმეც არ არის, მაგრამ ეხლა რა მდგომარეობაშია არ ვიცი.........

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 16:49

ჩელე
თემოსთან არის, უნდა წამოვიღო რა, რამდენი ხანია ვიძახი და სულ მავიწყდეა

ციტატა(chele @ 23rd May 2009 - 02:45 PM) *
დაკეცილი მოცულობით მოზრფილი ზურგჩანთის ხელაა

დიიიიიიდიიიიი ზურგჩანთის ხელაა

ციტატა(chele @ 23rd May 2009 - 02:45 PM) *
პრაქტიკულია და მძიმეც არ არის

მძიმეც არის


ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
მოკლედ რუსული ნავია რა და ნიჩბები უტეხავს თორე მართლა ვარგა

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 16:52

.......... მძიმე რააა, ეხლა მანქანამდე უნდა მიიტანო და მერე მანქანიდან უნდა გადაიტანო და ეგ არის რააა, სულ 20 კილო იქნება მაქსიმუმ.........

ხოდა წამოიღე მერე......

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 17:55

http://www.amazon.com/Sevylor-Boat-Boot-U220-HF280/dp/B0019M3EU6/ref=sr_1_41?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1243090434&sr=1-41 ეს მინდა გამოვიწერო და ვიტოსთან მექნება თხოვნა,ხშირად იწერ რაღაცეებს და ეს რა დამიჯდება?

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 17:59

დიტო
მე კაბელადან ვიწერ, ისიც ამერიკაში მიდის და იქიდან მიგზავნიან,
ამაზონზე არ ვიცი რა ხდება, თითონ აგზავნიან თუ არა არ ვიცი, თუ რამეა ბარამი
ჩამოგიტანს, როდისთვის გინდა შეკვეთა მითხარი და მანამდე გაგიგებ

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 17:59

დიტო
......კომფორტული ჩანს,მაგრამ ხარისხი როგორია ეგ არის მთავარი, თან ძვირიც არ არის...........

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 18:03

ხო რა ვიცი მეც მომწონს ნორმალური უნდა იყოს,ფასიც არაა ძვირი

იმ თვეში მინდა შევუკვეთო თან ჩერეზ ბარამი თუ გამიგებ ვიტო ძაან დამავალებ

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 18:08

www.usa2georgia.com ნახე აბა, ამათ თუ ჩამოაქვთ ამაზონიდან, მგონი კიიი და თან 8$ ღირს 1 კილო

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 18:12

ოკ ვნახავ, გაიხარე

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 18:13

დიტო
რავი დიტო რა გითხრა აბა, ფასს კი გაგიგებ მარა რაღაც არ ჩანს კარგი, ეგ კამუფლირება და რაღაცეები დიდი არაფერია, სათევზაოდ არც არის საჭირო, მეორე ის რომ ჩინურისკენ აქვს გადახრა, მანამ შეუკვეთავ ლილოში გენახა, იგივე ხარისხები უდევთ, რაც ჩამოტანა და ლოდინი და ხლაფორთი დაგჭირდება კი გამოვა ლილოს ფასი, დაჟე შეიძლება უფრო დიდიც იყიდო

მოკლე აზრი ის არის რომ ხარისხი არ უნდა ქონდეს კარგი, ამიტომ ჯერ ლილოში შეირბინე და მერე გადაწყვიტე, თან არც ლოდინი მოგიწევს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 18:14

............ეგ არის რომ აქ ძვირია, უბრალოდ აქ ნახავ და იქ ვერ ნახავ რა ხარისხია.......................

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 18:21

ჩელე
არც ისე ზვირია, ეგეთები აქაც იაფია

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 18:39

ოკ ვიტო,მოვსინჯავ ლილოსაც

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 18:58

დიტო
სად ეძებო:

რომ შეხვალ კალონკიდან ლილოში ყველაზე განაპირა მარჯვენა რიგს აუყევი ზევით, მანდ თეფშები და რაღაცეები იყიდება, მერე იწყება ხალიჩები და თეთრეულ, ხოდა თეფშების ბოლოში იკითხე ნავები საით იყიდებათქო და გეტყვიან

პოსტის ავტორი: hercogi997 May 23 2009, 19:08

მე რომ ვიყიდე ოზეკა მაშინ 2 ნავი ქონდათ 120 ლარიან ად 240 ლარიანი ოროვე ნორმალური იყო

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 19:13

hercogi997
ხო გიო, მეც მახსოვს, ფოთში წასვლის წინ არა? 240 ლარიანი მგონი 3 თუ 4 კაციანი იყო

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 19:15

გაიხარე ვიტო ჯიგარი ხარ

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 19:17

დიტო
არაფრის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 19:20

.........ისე ეგ ნავები დინამოსთანაც არის,მაგრამ იქ ნამდვილად ძვირებია............

პოსტის ავტორი: hercogi997 May 23 2009, 19:22

ხო 120 ლარიან იყო 2 კაციანი ვინც ყიდის ჩემი უბნელებია არიან 240 ლარიანი 4 კაციანი ცალცალკე იბერებოდა ყველა მხარეს და მატორის დასამაგრებელი რგოლები ქონდა

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 19:26

hercogi997
....ეგ უფრო სერიოზული რამე ყოფილა, ხარისხიც მაღალი ექნება მაგას, სქელი იქნება ხოოო???............

პოსტის ავტორი: hercogi997 May 23 2009, 19:35

მომგონი კარგია ყინვას უნდა გაუძლოს მინიმუმ -10 მაინც რომ ნორმალური იყოს

პოსტის ავტორი: ვიტო May 23 2009, 19:36

ჩელე
არა მაგარი ხარისხების არ არის მარა გამოგადგება, მაინცდამაინც თუ კამიშებში და მიწაზე თუ არ ათრევ და თუ მოუვლი გაგიძლებს კაი ხანი,
მაგარ ხარისხების 700 ლარი და ზევით ღირს

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2009, 19:40

ვიტო
....სადაც ძრავისთვის დასამაგრებელი რგოლები აქვს მეტი რა გინდა, სქელია ზნაჩეტ..........

პოსტის ავტორი: hercogi997 May 23 2009, 20:29

ძალიან მაგარი უეჭველი არ იქნება მაგრამ ჩვენაირ ხალხს ეეყოფა თან ჩვენ პირობებში კარგი იქნება

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 21:46

ისეთი ამინდია გარეტ ალბათ ყველას დაგვჭირდება ნავები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hercogi997 May 23 2009, 21:48

აქაც გრუხუნებს ქარია და მაგარი წვამა წამოვიდა ელავს ქუხს და წვიმა მოდის ლამაზია ბუნება

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 21:56

ჰერცოგ გეტყობა შენ გრადუსში ხარ newsmile05.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: hercogi997 May 23 2009, 22:33

მე აარა 1 ლიტრა პივა მაქვს დალეული პროსტა მაგრარი ამინდია აასეტი ააამინდი მაგრად მევასება პირველელად დააგრუხუნა ცამ წელსს

პოსტის ავტორი: დიტო May 23 2009, 22:54

გეტყობა ხოოო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 23 2009, 23:47

http://www.amazon.com/Sevylor-Inflatable-Super-Caravelle-Person/dp/B000K8R1G8/ref=pd_sbs_sg_5_img/187-3161928-4310500 მე ლიჩნად ზუსტად ესეთი მკონდა და წელს იანვარში იხვზე ცასულბა ბექარი 19 სახლში არც მოიტანა ისე გახეულა .. რაგაც არ მჯერა ამ გასაბერი ნავების newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2009, 01:06

მანქანების ბაზრობაზე არის ხოლმე კარგი ნავები(უბრალოდ გადაწყდომაზეა) ძირითადად მეორადებია,მაგრამ გერმანიიდან და ხარისხიანები...თან არც ისე ძვირი..

პოსტის ავტორი: ვიტო May 24 2009, 01:15

დიტო
დიტო ამ თემას სახელი რომ შეუცვალოდ და დავარქვათ მაგალითად "ნავები და კატერები" ან რამე ეგეთი წინააღმდეგი ხომ არ ხარ, ტორე კაცს შეიძლება გველლი ან ამფიბია ან რარამე დაგარი ეგონოს newsmile05.gif ან კიდევ შენ თქვი და ის დავარქვათ, თუ არ გინდა კიდე იყოს რაც არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: დიტო May 24 2009, 10:31

მე მგონი აჯობებს ვიტო შენ უფრო კარგად იცი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 15:14

http://www.amazon.com/Intex-Excursion-5-Boat-Set/dp/B00177J4UC/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1243771874&sr=1-1

არ ჩანს ცუდი, თან მაგარი დასეილებულია, ეგეთი აქ 800 ლარი მაინც ღირს

პოსტის ავტორი: ROVER May 31 2009, 20:12

გრიზლი
მაგარი საკაიფოა newsmile027.gif ძვირიც არ არის.

პოსტის ავტორი: დიტო Jun 1 2009, 14:05

კი კარგია მეც მომეწონა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 1 2009, 14:31

მეც ეგრე მგონია, მაგ საიტიდან ყველაზე ნორმალურია და ფასიც საკაიფოა

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 18:27

ეს ნავი სანადიროთ არიმუშავებს (პალიასტომში ყოველშემთხვევაში)სათევზაოდ ძალიან მაგარია

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 2 2009, 01:05

მე მაქ ეგეთი სასეირნო ნავი უფროა ვიდრე ისეთი ჩვენ რო გამოგვადგება

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 2 2009, 02:01

...... ვიტოოოო გამოართვი თემოს ნავი და წალკაზე წავიღოთ რაააა............ გეყურებაააა????...............

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 2 2009, 10:52

ციტატა(ნოსო @ Jun 1 2009, 06:27 PM) *
ეს ნავი სანადიროთ არიმუშავებს (პალიასტომში ყოველშემთხვევაში)სათევზაოდ ძალიან მაგარია



ცემი აზრით სანადიროდ რეზინის ნავები არც არის სასურველი

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 10:53

გრიზლი
არგუმენტი?

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 2 2009, 11:33

კამიშებზე და ბალახებში ვერ ჭრის კარგად, მე მქონდა Ту-160 სამაშველო რეზინის გასაბერი ნავი, ძაან მაგარი იყო, ერთჯერადი იყო ანუ დაკეცილ მდგომარეობაში მიმაგრებული ქონდა გასაბერი ბალონი, ერი გამოკვრით 10 კაციანი ნავი თვალის დახამხამებაში გაბერა, მერე გავაკეთეთ დასაბერი, პალიასტომზე კამიშებში ცოტა მოუხერხებელი იყო, კი საკაიფოდ დადიოდა ძაან სქელი მასალა იყო, მერე თაგვმა დამიჭამა newsmile051.gif newsmile051.gif newsmile051.gif newsmile051.gif

პროსტო ადგილს გააჩნია სად მიდიხარ რა, თანას ნავის ხარისხი გინდა კარგი როცა სანადიროდ ხარ არ უნდა გიმტყუვნოს, ნუ რა თქმა უნდა ალუმინი ჯობია რა

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 12:00

დღეს მოვიტან ჩვენ ნავს და დავაგდებ სურათს, საბჭოთა დროინდელია, მძიმეა, ერთხელ გამიჭრა ყინულმა ჯანდარაზე, დიდად მოსახერხებელიც არ არის,
2 კაცი კი ეტევა მაგრამ მაინც დისკომფორლია, დაკეცილიც დიდია, მაგრამ ჩასაფრებაში გამოიყენებ რა, კამიშებშიც ლაითად გამიტესტია და გაუძლო

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 2 2009, 12:48

დესანტნი ნავი გექნება შავებია ძირითადად მარა ძაან მძიმეა სანადიროდ მე ვერ შევეგუე. პატარა ნავიც მააქ რეზინის ერთ კაციანი ისეთი მსუბუქია რო ვისვრი მგონია გადაყირავდება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 2 2009, 12:57

ვიტო

ხო რა აი ამიტომ ვიძახდი მოუხერხებლობაზე რა შეიძლება ძალიან იოლად დაზიანდეს და საშიშიც არის, ჩემი ნავი ძაან მძიმე იყო ისე


ისე სათევზაოდ საკაიფოა ღია ტბაში

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 12:58

BEK_M
მწვანეა, ორივე მხარეს აქვს ტალღებსაპობი, ანუ ორივე მხარე ვიწროვდება

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 2 2009, 22:19

ეგ ნაგდად არ უნდა იყოს ცუდი, ზატო უფრო ნადიოჟნი იქნება newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 2 2009, 22:32

მოვიანე სახლში მარა დაბერვა არ გამოვა, ძალიან აპრუწუნებს და ტეხავს ეხლა რომ დავბერო, ხმა გავა, ხვალ დილიდან დავბერავ და განახებთ რა არის,
მთელი წელი მეტი თუ არა არ გამოღებულა ჩანთიდან და მტელი დრე უნდა დავტოვო გაბერილი, მაინც რეზინაა და გასატესტია

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 3 2009, 12:25

ვიტო


რა ქენი დაიბერა ნავი?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 5 2009, 10:05

გრიზლი
კი გაიბერა და გავტესტე, გუშინწინ გავბერე და ეხლა ჩავფუშე, უძლებს უძლებს newsmile05.gif

სურათის გადაღება დამავიწყდა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2009, 19:56

ამ ნავებთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი თუ ვინმემ რამე იცის
http://www.kolibriboats.com/rowing_boat_k-240.php

http://www.element-boats.com.ua/gb.htm

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 10 2009, 20:39

ჰერცოგი997
აბა რა გაინტერესებს, ეგენი ნაღდად კარგი ნავებია, ის კოლიბრი მგონი უკრაინული ფირმაა, თბილისში ვიცი ვისც შეუძლია ჩამოტანა მაგრამ ძვირები ღირს,
მე მაინტერესებდა 4 და 6 კაციანები და 2500 ლაი დამითვალეს თბილისამდე, საერთოდ მინიმალური 800 ლარიდან იწყებოდა, ეგეც ყველაზე ფარჩაკი ნავები

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2009, 21:06

ვიტო ვატოს უნდა რომ ჩამოიტანოს და მაგან მითხრა რომ თუ ვინმემ იცის ამ ნავებთან დაკავშირებით იქნებ მომწეროსო რომ ყიდვა უნდა

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 10 2009, 21:26

ჰერცოგი997
კარგებია რა, მაღაზიაშივე იკითხოს რისთვის უნდა და რამდენი კაცისთვის, თითონ შეურჩევენ საუკეთესო ვარიანტს, მე რამდენადაც ვიცი საკმაოდ კარგი ხარისხია, ჩინელაძე
ნაღდად არ იქნება, დაითრიოს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2009, 21:29

250$ დოლარი ჯდებაო და ამ ფასში აქ დაითრევს ამნაირს ან ამაზე კარგ ნავსს

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 10 2009, 21:34

ჰერცოგი997
ვერ დაითრევს, მარტო ხელზე თუ გაყიდა ვინმემ იაფად

კონკრეტულად რომელი მოდელია შეგიძლია მანახო?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2009, 21:38

ამაზე ვამბობ
http://www.kolibriboats.com/rowing_boat_k-260.php

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 10 2009, 21:47

ჰერცოგი997
რაც ანოტაციში უწერია ნორმალურია
კომპლექტი 20 კგ
2 კაციანი
სივცე ეყოფა
უნივერსალურია
მთავარია კამიშებში ფრთხილად იყოს, დანარჩენი საკაიფოა
მე ვიყიდიდი, მაგ ნავს თბილისში 800 ლარამდე დასვავდნენ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2009, 22:17

ვიტო ვატომ რა მოდელიც უნდა ივლისის ბოლოს ჩამოვდივარ და ჩამოუტანო რაც დაჯდება იმ ფასშიო და მაგაზე ნაკლები დაგიჯდება ბევრად რაც შენ გიწერია, ამ დღეებში გავა და ზუსტად გაიგებს ყველაფერსს

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 10 2009, 22:30

ჰერცოგი997
არა ეხლა აღარ მინდა, ხომ მაქვს ეს რუსული უკვე, ისე ბიჭები თუ მოინდომებენ საზიარო დიდი ნავის დათრევა შეიძლება 6 კაციანის, მატორიც უყენდება და მაგარი პრაქტიკული იქნება ერთობლივ ნადირობებზეც და თევზაობებზეც, აბა მაგის ფასი გაიგოს თუ შეუძლია და თუ შეიკვრება ხალხი და ფასში არ დავზადნეთ მეც ჩავეწილები

ისე მადლობა გადაუხადე ყურადღებისთვის, ამ ფორუმზე რატო არ შემოდის

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2009, 22:32

ალბად ვერ დარეგისტრილდა ვათვალიერებო

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 7 2009, 13:11

აი ეეს ნავი მაგრად მომეწონა ჩამოიტანა ვატომ
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 7 2009, 13:23

ოოოოოოოოო, ეგ უკვე კაგი რამეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: vato Aug 7 2009, 13:40

შესახედავად მაგარი ნავია,საქმეში როგორ გამოდგება ეგ გასაგებია....

იტოგში გასატესტია

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 16:35

მე ვნახე კაი ნავები გუდვილში (მოგზაურის სექციაში)... ხოდა იმ ბიჭს ველაპარაკე და ასე ამიხსნა, რომ ნავი უნდა იყოსო რამდენიმე სექციანიო (ანუ ჯობია) და თანაც ქვედა სექცია უნდა ჰქონდესო უხეში მასალისგან დამზადებულიო... მოკლედ ეგეთი ორკაციანი ნავი ღირდა 600 გელა.... ისე 90 ლარიანიც ჰქონდათ, მაგრამ არ გამოგადგებაოოოო

+ რაც კაი რამე შევარჩიე კიდე, არის აი ეს –> http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp?id=0063832020391a&navCount=2&podId=0063832&parentId=cat604241&masterpathid=&navAction=jump&cmCat=MainCatcat21276-cat604241_TGP&catalogCode=IK&rid=&parentType=index&indexId=cat604241&hasJS=true ელექტრო ძრავია აკუმლიატორზე....

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 23:35

გიორგი
ეგ ძრავი რათ გინდა?
ძალიან ნელია..............
უხმოა ხო იცი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 19 2009, 23:52

ნელი იქნება აი დინამოზე ვნახე მაგდაგვარი იყო ოღონდ ბენზინის და ის იქნებოდა მაგარი ტო 2000ლარი ეედო მაგარ კაცური ჩანდა

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 10:31

ციტატა(vito @ 20th August 2009 - 12:35 AM) *
ძალიან ნელია..............


კაცო, ნელი შენც კიდე სპორტული ცურვით ხომ არ უნდა ითევზაო newsmile035.gif

იმდენს იზავს, რომ კამიშიდან კამიშზე მიგიყვანს ტბაზე....

თან ეგეთი ჰქონდა ერთ ტიპს, ტელევიზორში ვნახე, და ერთკაციანის პონტში არც ისე ნელი იყო....

ჰამაც მართლაც, რომ

ციტატა(vito @ 20th August 2009 - 12:35 AM) *
უხმოა


ამას დაუმატე ის რომ უფრო ადვილად ტრანსპორტირებადია, ვიდრე ბენზინის... + იმისთვის ცალკე კიდე ბენზინი უნდა ათრიო.... რა ვივიცი... მე ეს მომწონს. თან არამგონია ეგეთი ნელიც იყოს

პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 14:12

გაუმარჯოს ჯიგარ ხალხს-ერთი რამ მაინტერესებს:სფქართველოში სად არის ისეთი ადგილი სადაც მოთევზავეს დაჭირდება ნავზე ძრავი?პალიასტომის გარდა-დნეპრი და ვოლგა კიდევ ხო...მომიტევეთ მარა ნუთუ ესე გაზარმაცდით რომ ნიჩბების მოსმა აღარ გინდათ ტო-მოთევზავემ ხელი და ფეხი თუ არ გაშალა და ყვერები არ დაისველა წყალში მაშინ რაის მოთევზავეა....

გაუმარჯოს ჯიგარ ხალხს-ერთი რამ მაინტერესებს:საქართველოში სად არის ისეთი ადგილი სადაც მოთევზავეს დაჭირდება ნავზე ძრავი?პალიასტომის გარდა-დნეპრი და ვოლგა კიდევ ხო...მომიტევეთ მარა ნუთუ ესე გაზარმაცდით რომ ნიჩბების მოსმა აღარ გინდათ ტო-მოთევზავემ ხელი და ფეხი თუ არ გაშალა და ყვერები არ დაისველა წყალში მაშინ რაის მოთევზავეა....

გაუმარჯოს ჯიგარ ხალხს-ერთი რამ მაინტერესებს:საქართველოში სად არის ისეთი ადგილი სადაც მოთევზავეს დაჭირდება ნავზე ძრავი?პალიასტომის გარდა-დნეპრი და ვოლგა კიდევ ხო...მომიტევეთ მარა ნუთუ ესე გაზარმაცდით რომ ნიჩბების მოსმა აღარ გინდათ ტო-მოთევზავემ ხელი და ფეხი თუ არ გაშალა და ყვერები არ დაისველა წყალში მაშინ რაის მოთევზავეა....

გაუმარჯოს ჯიგარ ხალხს-ერთი რამ მაინტერესებს:საქართველოში სად არის ისეთი ადგილი სადაც მოთევზავეს დაჭირდება ნავზე ძრავი?პალიასტომის გარდა-დნეპრი და ვოლგა კიდევ ხო...მომიტევეთ მარა ნუთუ ესე გაზარმაცდით რომ ნიჩბების მოსმა აღარ გინდათ ტო-მოთევზავემ ხელი და ფეხი თუ არ გაშალა და ყვერები არ დაისველა წყალში მაშინ რაის მოთევზავეა....

აუ ეს რამდენჯერ დაიწერა ტო -ვეგარ დავამუღამე ეს წერა

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 14:12

vato

ნუ ჯერ ერთი, რომ მე პირადად კომფორტი ყველაფერში მიყვარს სადაც ეს შესაძლებელია და ხელმისაწვდომი... სათევზაოთ და სანადიროთ სიარული იმიტომ მომწონს, რომ დავისვენო, ბუნებასთან ვიყო და ასე შემდეგ... შესაბამისად თუ არის შესაძლებელი რომ 100$ დავუყენო ნავს ძრავი - აუცილებლად დავუყენებ, და არ გავწვალდები ნიჩბებით...

მეორე კიდე ეგეთი ადგილების მიტი რა არის... ნებისმიერ ტბაზე შედი (მითუმეტეს დასავლეთში) და უცბად ნახავ, რომ თურმე შენთვის ყველაზე მიმზიდველი კამიშები მაინც და მაინც იქ არის - სადაც ფეხით ვერ მიდიხარ newsmile05.gif და ამ დროს არის ზუსტადაც საჭირო ნავი....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:13

კომფორტი ყველას უყვარს.მოიცა თუ ნიჩბები არ ვუსვი და მატორიანი ნავით ვიმოძრავე არ ვარ მეთევზე?ან ფოეფოე ვარ?

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 14:14

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 20th August 2009 - 03:13 PM) *
კომფორტი ყველას უყვარს.მოიცა თუ ნიჩბები არ ვუსვი და მატორიანი ნავით ვიმოძრავე არ ვარ მეთევზე?ან ფოეფოე ვარ?


ვააა მეც მაგას ვამბობ... ეტყობა აზრი ვერ გადმოვეცი

პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 14:16

სად უნდა იმოძრაო მატორიანი ნავით-კამიშებში და ბალახიან წყალში ტო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:17

[quote name='vato' date='Aug 20 2009, 03:16 PM' post='22756']
სად უნდა იმოძრაო მატორიანი ნავით-კამიშებში და ბალახიან წყალში ტო
[/quoteთუნდაც კამიშებში სპინინგით რო თევზაობ

პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 14:19

ისე ცადეთ და დარწმუნდებით

სურათი როგორ დავდო?მასწავლეთ და დავდებ ამ დღეებში დაჩერილ თევზის სურათებს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:19

ციტატა(vato @ Aug 20 2009, 03:17 PM) *
ისე ცადეთ და დარწმუნდებით


რა ვცადოთ

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 14:22

ციტატა(vaxtangi @ 20th August 2009 - 03:16 PM) *
სად უნდა იმოძრაო მატორიანი ნავით-კამიშებში და ბალახიან წყალში ტო


მე გეტყვი კონკრეტულ მაგალითს, გრიგოლეთში არის ორი ტვა... ერთი ფასიანი (ზღვის მხარეს) და მეორე უფასო (მეორე მხარეს) ეს მეორე თან საკმაოდ დიდია.... და კამიშები აქვს მანქანის მისასვლელიდან მეორე მხარეს... ხოდა იმ კამიშამდე ნავით თუ არ მიხვედი - სპინინგს ვერ მიიტან და ვერც დონკას ვერ მიიტან ზოგიერთ საინტერესო ადგილას....


პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 14:26

მატორიანი ნავით ტევზაობა კამიშებში-მაგრამ უნდა გაითვალისწინო რომ რამდენიმე პრაკოლს დაადებ ნავს

ვახ სურათი როგორ დავდო?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:27

ციტატა(vato @ Aug 20 2009, 03:26 PM) *
მატორიანი ნავით ტევზაობა კამიშებში-მაგრამ უნდა გაითვალისწინო რომ რამდენიმე პრაკოლს დაადებ ნავს

ვახ სურათი როგორ დავდო?



ნავს გააჩნია

პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 14:30

ნუ ალუმინის ტუ იქნება მაშინ პრაკოლი გამორიცხულია -დანარჩენი გასაბერი ნავებიდან ყველა გაფუჭდება-გამოცდილი მაქვს კიევში-თან რა ნავები ფუჭდებოდა გული გეტკინებოდა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:30

vato
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 14:31

ციტატა(nika @ 20th August 2009 - 03:27 PM) *
ნავს გააჩნია


+1

აგერ გუდვილში (ან მოგზაურში) ნახე - დევს..... დამცავი ძირით და ამბებით newsmile05.gif კამიში კი არა გაქანებული კამაზი ვერ გახვრიტავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:33

მეგობარს ყავდა იმ სისქე იყო რო შანსი არ იყო იმის გახვრეზა რაც მე იმით კამიშებზე მივლია და არაფერი მოსდიოდა და მერე დებისგან გაუფუჭდა newsmile011.gif

პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 14:34

პატარა შეცდომა და პრაკოლია და თევზაობა დამტავრებულია-მაგრად ტეხავს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:36

ციტატა(vato @ Aug 20 2009, 03:34 PM) *
პატარა შეცდომა და პრაკოლია და თევზაობა დამტავრებულია-მაგრად ტეხავს


ეგ ეგრეა ნავის პრინციპი ეგ არის თუ პრაკოლია ეგრე ალუმინსაც შეიძლება რამე მოუვიდეს,ისე ხშირად არა როგორც რეზინას მარა .....იტოგში ყველას თავის პლიუს მინუსები აქვს

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 14:38

კაცო ნავი საჭირო რომ არ ყოფილიყო - არ გამოიგონებდნენ newsmile05.gif და მოფრთხილება და გამოყენების წესი ყველაფერს აქვს newsmile05.gif ეგრე, სუპერლაიტით ისროლე 40 გრამიანი გრუზი და შეგრჩება ხელში გადატეხილი ჯოხი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 14:45

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 20th August 2009 - 03:38 PM) *
კაცო ნავი საჭირო რომ არ ყოფილიყო - არ გამოიგონებდნენ და მოფრთხილება და გამოყენების წესი ყველაფერს აქვს ეგრე, სუპერლაიტით ისროლე 40 გრამიანი გრუზი და შეგრჩება ხელში გადატეხილი ჯოხი



ეს გამოცდილი სპინინგისტის ნათქვამი იყო

გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 20 2009, 18:00

vato
ისე თუ მართლა გგონია რომ ფიჩორში და ძლიერ მდინარეში ნიჩბით შეხვალ ,ცდები,გიოს კითხე იხვზე რახდებოდა ფიჩორში დინება აქ და ვერასოდს ვერ გადავლახავ,თ მთელი ფორუმის ბიჭები რომ თვლაში უსმევნეს 10 ნიჩაბსnewsmile05.gifმარტო არგონავტების მათრახი თუ გვიშველის თორემnewsmile05.gif. როგორ აყვები რიონს მაგალითად?
ასე რომ მე მიმაჩნია რომ კარგი მეთევზე ვარ და მატორიანი ნავი მჭირდება.newsmile05.gif

პოსტის ავტორი: vato Aug 20 2009, 20:56

newsmile035.gif newsmile035.gif მატორიან ნავს яხტა ჯობია newsmile027.gif

ზურიკელასი არ იყოს თუ თოვს,წვიმს და კარში ომია რა დროს სიყვარულია -ფიჩორს ეგეტი დინება ტუ აქვს თავს ხომ არ დაახრჩობინებ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 12 2009, 18:43

ა ბიჯო დაწყნარდით ყველას ეს ჯობია newsmile05.gifnewsmile035.gif
http://www.amazon.com/Dimensions-Designed-gunwale-equipped-attached/dp/B0009PUGNM/ref=sr_1_39?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1255362176&sr=1-39

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 13 2009, 00:59

ვა რა ეფია ტო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 13 2009, 01:21

მოდელი ხომ არარის? ასეთი იაფი? მემგონი იაღლიშია

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 13 2009, 01:36

ციტატა(shalva @ 13th October 2009 - 02:21 AM) *
მემგონი იაღლიშია

ნაღდად ეგრეა..აბა ამხელა კატერს 120 დოლარად ვინ მოგცემს....თუ ეგრეა და სასწრაფოდ ვყიდულობ...

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 13 2009, 19:34

არამგონია რომ იაღლიში იყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 13 2009, 20:45

არა შანსი არაა ეგეთ ნავს ესე იაფად არავინ მოგცემს რაღაც ნავის ატრიბუტს ყიდიან ალბათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 13 2009, 21:00

არვიცი ნაღდად! newsmile05.gif ეგ თქვენი გადასწყვეტიაnewsmile05.gif გინდ დაიჯერეთ გინდ არა!

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 1 2009, 18:41

http://www.amazon.com/Hunter-Inflatable-Boats-Length-Max-Cap/dp/B0014ZQJ1O/ref=sr_1_78?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1259681703&sr=1-78
ვერ გამაგებინებს ეს რა არის?

პოსტის ავტორი: შალვა Dec 1 2009, 19:08

gizovichi
ნიჩბების და მოტორის დასამაგრებელის გარეშეა მაგის ფასი, მაგას ტრანსპორტირების 1კგ-ზე 20 ლარი დაემატება და+ განბაჟება, ზომებითაც პატარაა, 1 საშუალო ზომის და წონის კაცისთვისაა გათვალიწინებული, თხელ კედლიანია, კამიშებთან და ქვიან ფსკერთან ურთიერთობა არ ეყვარება, არ გირჩევ.

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 1 2009, 19:10

შალვა
გაიხარე, დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 11 2009, 17:59

ჩემი "ტიტანიკი" რესტავრაციის პროცესში. http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 11 2009, 18:09

ivana101
შენ ლურჯას ძირი როგორი აქვს??

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 11 2009, 18:42

ციტატა(T A M P L I E R @ Dec 11 2009, 19:09) *
ivana101
შენ ლურჯას ძირი როგორი აქვს??

მთლიანად ალუმინის ნავია და ძირიც ალუმინისაა, ოღონდ ცოტა სარესტავრაციო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 11 2009, 19:14

ivana101
ბრტყელი ძირი აქვს??

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 11 2009, 20:09

ციტატა(T A M P L I E R @ Dec 11 2009, 20:14) *
ivana101
ბრტყელი ძირი აქვს??

კი ბრტყელი ძირი აქვს, რატომ მეკითხები? newsmile045.gif newsmile045.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 11 2009, 20:21

მეც მაქვს კაცნახევრიანი და მითხრეს ამოაკერე თორე გადაყირავების მეტი შანსიაოოოოო

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 11 2009, 20:49

ციტატა(T A M P L I E R @ Dec 11 2009, 21:21) *
მეც მაქვს კაცნახევრიანი და მითხრეს ამოაკერე თორე გადაყირავების მეტი შანსიაოოოოო

ასაწყობი როა მაგაზე იძახი ალბათ. ჩემი არის ძველი რუსული წარმოების ნავი "იაზ-320" სიგრძე-3,20მ. სიგანე 1,42მ. წონა 50,5კგ. მაქსიმალური ტვირთამწეობა 380კგ. უყენდება ძრავიც რეკომენდირებული 8 ცხენის ძალიანი. ერთ ორ თვეში ალბათ დავამთავრებ რესტავრაციას და გაზაფხულისთვის მისაბმელ ლაფეტსაც ავაწყობ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 11 2009, 21:18

ivana101

ციტატა(ivana101 @ 11th December 2009 - 21:49) *
ასაწყობი როა მაგაზე იძახი ალბათ. ჩემი არის ძველი რუსული წარმოების ნავი "იაზ-320" სიგრძე-3,20მ. სიგანე 1,42მ. წონა 50,5კგ. მაქსიმალური ტვირთამწეობა 380კგ. უყენდება ძრავიც რეკომენდირებული 8 ცხენის ძალიანი. ერთ ორ თვეში ალბათ დავამთავრებ რესტავრაციას და გაზაფხულისთვის მისაბმელ ლაფეტსაც ავაწყობ.

კი იდეაში ასაწყობია მაგრამ მინდა გადავაკეთო და არგონით გავაერთიანო და გავამაგრო .ჩემსას მალიუტკა ჰქვია თუ სწორად მახსოვს და 100 კილო აქვს ტვირთამწეობა.
სუფთა ერთკაციანია მაგრამ ორი პატარა ტანის ადამიანსაც აიტანს

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 11 2009, 21:25

ციტატა(T A M P L I E R @ Dec 11 2009, 22:18) *
ivana101

კი იდეაში ასაწყობია მაგრამ მინდა გადავაკეთო და არგონით გავაერთიანო და გავამაგრო .ჩემსას მალიუტკა ჰქვია თუ სწორად მახსოვს და 100 კილო აქვს ტვირთამწეობა.
სუფთა ერთკაციანია მაგრამ ორი პატარა ტანის ადამიანსაც აიტანს

ეგეთი ნავი "დაწუნინგებული" გიას ქონდა მაღაზიაში ვორონცოვზე სარდაფში, ოღონდ იმას გასაბერი ნავის ბალონები უყენდება ბორტებზე და უფრო მდგრადი ხდება. ნახე იქნებ მოგეწონოს და შენც ეგრე გადააკეთო? აწყობილსაც ადვილად წაიღებ, მსუბუქია და ნებისმიერი მანქანის ზევითა საბარგულზე დაამაგრებ.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 13 2009, 20:26



ასეთი კატერის გაკეთებას თუ შეძლებენ საქართველოში

????

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 13 2009, 22:54

[quote name='ლევანა90' date

ასეთი კატერის გაკეთებას თუ შეძლებენ საქართველოში

????
[/quote]
როგორ ვერ გააკეთებენ, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება. მაგ ფასად ამ საიტზე შეიძლება რამე უკეთესი ნახო და უფრო იაფადაც, კატერი+მატორი+მისაბმელი ლაფეტი, აი ჩამოტანა და განბაჟება რა დაჯდება ეგ უკვე აღარ ვიცი. http://motors.shop.ebay.com/items/Fishing-Boats_?_catref=1&_fln=1&_sacat=63723&_trksid=p4506.c0.m282

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 5 2010, 23:48

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=436393

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 12 2010, 22:48

ასეთ კატერს 1 პლიუსი აკ პალიასტომზე და 1 მინუსი. პლიუსი ის რო ბრყელი დზირი აკ და მელნიაკზე ვერ სჰეჯდები და მინუსი ის რო დზაან მჩატეა და პატარა ტალგა და შეილება ამოგაბრუნოს. ისე აცყობით ადრე იყო ბათუმში რაგაც ქარხანა აგორდზინება 12 ერკვა კატერებს აცყობდნენ იამაჰას დზრავით მშვენიერს

პოსტის ავტორი: labradorit monadire May 13 2010, 21:02

მაქვს ეს ნავი: http://www.sevylor-europe.com/p-49-fish-hunter-hf280.aspx

გათვლილი არის 18 ლიბრ ძალის ძრავზე.

რომ ვიყიდო ეს ძრავი, რომელიც არის 30 ლიბრისიმძლავრის: http://www.jarviswalker.com.au/tracer-fwt30.html
რაიმე პრობლემა შეექმნება ნავს??

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 14 2010, 15:40

არამგონია მემგონი რამე დიდი სხვაობა მოგცეს

პოსტის ავტორი: ლევანი May 14 2010, 23:49

ციტატა(labradorit monadire @ 13th May 2010 - 22:02) *
რაიმე პრობლემა შეექმნება ნავს??

დანამდვილებით ვერ ვიტყვი...თუმცა ეგეთ ფაქტს ვარ შესწრებული(ტაიგაში) ძლიერი ძრავის გამო...ტრაგედია დატრიალდა(ღმერთმა ყველას გვაშოროს) მაშინ ამბობდნენ ადგილობრივები....არ უნდა დაეყენებინა მაგ წონის ნავისთვის ეგეთი ძლიერი ძრავიო. ამიტომ მგონი აჯობებს მაინ კარგად გადაამოწმო. ისე ეგ სუსტი ძრავია ზოგადად..და არამგონია დიდი სხვაობა იყოს.

პოსტის ავტორი: ivana101 May 15 2010, 11:05

მაგ ნავით არც სათევზაოდ გირჩევ წასვლას და არც სანადირით, ნუ ძრავის დაყენებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ეგ არის კლიონკის "პრაგულოჩნი" ნავი, რომლითაც შეგიძლია ბავშვები ასეირნო ნაპირთან ძალიან ახლოს. ძმაკაცმაც იყიდა amazon-ზე და ერთხელ თუ ორჯერ ქონდა სულ წაღებული.

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 16 2010, 05:01

სანადიროდ მაგ ნავით წასვლა არ გირს რათქმაუნდა მაგრამ არხში სამოდზრაოდ და ნაკლებად საშიშ ტბაზე სადაც ტაგლები არ არის და ქარიც ნაკლებია რატომაც არა სათევზაოდ მშვენიერია ოგონდ ნიჩბებიც უნდა გეყაროს შიგნით აუცილებლად

პოსტის ავტორი: ivana101 May 16 2010, 23:46

ციტატა(SHAMSHE @ May 16 2010, 06:01) *
სანადიროდ მაგ ნავით წასვლა არ გირს რათქმაუნდა მაგრამ არხში სამოდზრაოდ და ნაკლებად საშიშ ტბაზე სადაც ტაგლები არ არის და ქარიც ნაკლებია რატომაც არა სათევზაოდ მშვენიერია ოგონდ ნიჩბებიც უნდა გეყაროს შიგნით აუცილებლად

კამიშები ძაან ადვილად ჭრის მაგ მასალას.

პოსტის ავტორი: ბესო May 20 2010, 12:14

ციტატა(ivana101 @ 15th May 2010 - 12:05) *
მაგ ნავით არც სათევზაოდ გირჩევ წასვლას და არც სანადირით, ნუ ძრავის დაყენებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ეგ არის კლიონკის "პრაგულოჩნი" ნავი, რომლითაც შეგიძლია ბავშვები ასეირნო ნაპირთან ძალიან ახლოს. ძმაკაცმაც იყიდა amazon-ზე და ერთხელ თუ ორჯერ ქონდა სულ წაღებული.

ციტატა(shamshe @ 16th May 2010 - 06:01) *
სანადიროდ მაგ ნავით წასვლა არ გირს რათქმაუნდა მაგრამ არხში სამოდზრაოდ და ნაკლებად საშიშ ტბაზე სადაც ტაგლები არ არის და ქარიც ნაკლებია რატომაც არა სათევზაოდ მშვენიერია ოგონდ ნიჩბებიც უნდა გეყაროს შიგნით აუცილებლად

ციტატა(ivana101 @ 17th May 2010 - 00:46) *
კამიშები ძაან ადვილად ჭრის მაგ მასალას.


ეს ეგრეთწოდებული "კლიონკის" ნავი არ არის! newsmile05.gif

ეს ნავი არის "პევეხა" მასალით დამზადებული ნავი, რომელიც რეზინასთან შედარებით ახალი ტექნოლოგიაა და არც კამიში ჭრის და არც ქვა კიდევ! newsmile05.gif შესაბამისად ნიჩბებიც მოყვება და ძრავიც უპრობლემოდ უყენდება! ერთად ერთი რასაც ჯობია, რომ მოერიდოს მეთევზე/მონადირე - გადაჭრილი კამიშებია, მაგრამ მსგავსი კამიშები რეზინის ნავისთვისაც გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენს! და რომ არ ვარგოდეს მსოფლიოს ყველა ქარხანა ამ მასალაზე არ გადავიდოდა! ნუ ლილოს ბაზრობაზე რომ იყიდება იმ "კლიონკებს" თუ გულისხმობთ არ ვიცი... თუმცა იქაც კი იყიდება ცოტა ნორმალურები - შესაბამისად ფასიც განსხვავებული აქვს!

http://www.mnevka.ru ერთ-ერთი რუსული ლიდერი გასაბერი ნავის წარმოებაში. ამ ფირმის "პევეხა" მასალისგან დამზადებულ ნავებს - რუსეთის МЧС იყენებს წარმატებით და ეგ რომ კამიშზე ესე ადვილად იჭრებოდეს და "კლიონკის" იყოს - რისი გადამრჩენები იქნებოდნენ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ika_chicho May 23 2010, 10:55

გამარჯობათ, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ასეთი ნავი

და რას იტყვით, გამოდგება ტბაზე სათევზაოდ? (კერძოდ შაორის ტბაზე). 4 კაციანია, ძრავიც უყენდება. რაგაც კარგი მასალისგან არის დამზადებული.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 23 2010, 11:46

ცუდი რატომ უნდა იყოს და რა დაჯდა ეეს სიამოვნება

პოსტის ავტორი: ika_chicho May 23 2010, 12:59

300 ლარი, უფრო სწორად 350 ღირდა და ერთმა ახლობელმა მაყიდინა სამასად. თავისი ნიჩბები და ნასოსიც მოყვა რათქმაუნდა

(ეს ბოლომდე არაა გაბერილი newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2010, 20:57

ika_chicho
კარგი ნავი ჩანს და მასალა როგორია ???

პოსტის ავტორი: ika_chicho May 26 2010, 07:35

ზუსტად არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ მემგონი ესაა, რასაც ბესო წერს

ციტატა(Beso @ 20th May 2010 - 13:14) *
ეს ნავი არის "პევეხა" მასალით დამზადებული ნავი

აქ წერია ზუსტად და ქართულად რა ქვია არ ვიცი
http://www.amazon.com/gp/product/B00177BQC6/ref=s9_simh_gw_p200_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-3&pf_rd_r=10XANRK0K9JPRFB33JCW&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938811&pf_rd_i=507846
http://en.wikipedia.org/wiki/PVC
პრინციპში მე რისთვისაც მინდა ( სასეირნოდ, სათევზაოდ), იმისათვის იმუშავებს მემგონი რა, საკმაოდ გამძლე ჩანს. ამ ზაფხულს გამოჩნდება როგორია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 26 2010, 15:54

საინტერესოა მარილიან წყალს როგორ შეეგუება .. ფოთისთვის კარგი ვეშია .. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ika_chicho May 26 2010, 21:36

არ ვიცი მარილიან წყალს როგორ შეეგუება, ზღვაზე ამ ნავით მაინც ვერ მოვხვდები და რა აზრი აქვს vava.gif vava.gif ehh.gif ehh.gif ehh.gif newsmile058.gif
მე რაჭაში ჩავდივარ ყოველ ზაფხულს და მინდა რო ტბაზე ვითევზაო ხოლმე რა... და ერთი რაღაც მაინტერესებს კიდევ, ერთი-ორმა თქვა რო ჰქონდა გასაბერი ნავი და დებისგან გაუფუჭდა, ანუ იდო დიდხანს და გაფუჭდა და რამე განსაკუთრებული შენახვა ჭირდება? თუ რა ხდება ხო არ იცით?!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 26 2010, 23:35

ნესტია და მზე სადაც ხვდება ეეგეთ ადგილებს მოარიდე კარგ მშრალ ადგილზე შეინახე, ყინვის დროს წყლიდან რომ ამოიღებ შეძლების და გვარად გარეცხე და გაამშრალე და ისე ჩადე თავის ჩანთაში, ოღონდ სახლშიც უნდა გაამშრალო ცოტა მოვლა უნდა რა

პოსტის ავტორი: ivana101 May 27 2010, 12:52

ერთი რაღაც მაინტერესებს კიდევ, ერთი-ორმა თქვა რო ჰქონდა გასაბერი ნავი და დებისგან გაუფუჭდა, ანუ იდო დიდხანს და გაფუჭდა და რამე განსაკუთრებული შენახვა ჭირდება? თუ რა ხდება ხო არ იცით?!
[/quote]
გასაბერი ნავი კარგად რომ შეინახო კლაპნებიდან შიგნით ნავში უნდა ჩაყარო ტალკი, ანდა ჩვეულებრივი კოსმეტიკური პუდრი. შემდეგ ვბერავთ ნავს, ამის შემდეგ ორი კაცი იღებს ტალკ ჩაყრილ და გაბერილ ნავს და ატრიალებს სხადასხვა მიმართულებით რათა შიგნით ჩაყრილი ტალკი მთლიანად მოედოს ნავის შიგნითა მხარეს. სასურველია ნავი ჩამოიკიდოს გარაჟის, სარდაფის, სხვენის, სათავსოს ჭერზე, რათა დავიცვათ ნავი მღრნელებისაგან. პერიოდულად(თვეში ერთხელ მოთხოვნილებიდან გამომდინარე) ვამატებთ ჰაერს. ტალკი ნავის შიგნიდან ამცირებს სინესტეს და ხელს უწყობს მის მშრალად შენახვაში. დაკეცილ მდგომარეობაში დიდი ხნით შენახვა რეკომენდირებული არ არის, რადგანაც რეზინი დროთა განმავლობაში იკეთებს ნაკეცებს, რაც ხელს უწყობს ნავის რესურსის შემცირებას

პოსტის ავტორი: ika_chicho May 27 2010, 13:55

ჰერცოგი997
ivana101
აუ თქვენ გაიხარეთ newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile027.gif newsmile027.gif
მარა ერთი რაღაცა ვერ გავიგე, ანუ გაბერილ მდგომარეობაში უნდა შევინახო? არ დავჩუტო ხოლმე საერთოდ? და ეს ტალკი (ან კოსმეტიკური პუდრი) სრულიად უვნებელი იქნება ნავისთვის?

პოსტის ავტორი: ლეკი May 27 2010, 14:34

კიი გაბერილი უნდა შეინახო როგორც მანქანის კამერებს ინახავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპრალები ჩნდება რეზინზე და აღარ გაიბერება ან შუა წყალში გაგისკდება(ღმერთმა გაშოროს)

პოსტის ავტორი: ika_chicho May 27 2010, 14:43

ლეკი
გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 28 2010, 00:40

ika_chicho
რეზინი...ნაკეცებში ფუჭდება დების დროს. იგივე ემერთება რეზინის ჩექმებსაც.

პოსტის ავტორი: ika_chicho May 28 2010, 13:11

ლევანი
ხო მაგრამ ეს რეზინის ნავი არაა, რაღაცნაირი მასალისგან არის დამზადებული, თუ არ ვცდები "პევეხას" თუ რაღაცას ეძახიან, ქართულად როგორაა არ ვიცი
http://www.amazon.com/gp/product/B00177BQC6/ref=s9_simh_gw_p200_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=1BA6W22BP02SRBQ12KRW&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846
აი აქ არის ზუსტი ინფორმაცია. Product Features რო არის ქვევით, აი მანდ წერია Super-tough 30-gauge PVC vinyl construction
და კიდევ თუ გავითვალისწინებთ რო სანამ მე ვიყიდდი რამდენი ხანი ეგდო საწყობში დაკეცილ მდგომარეობაში (ერთ ჩვეულებრივ ყუთში იდო რა), არამგონია ასე ადვილად გაფუჭდეს. მე როგორც შევატყე უბრალოდ ჰაერი მთლიანად უნდა გამოაცალო დაჩუტვისას და ისე დაკეცო, ამისათვის კი საჭიროა სპეციალური ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენზე, მაგით იბერება და ეგ ჩუტავს კიდეც (თორე ხელის ნასოსით კი გაბერავ უპრობლემოდ, მარა ისე ვერ დაჩუტავ, რო მთლიანად დაიცალოს ჰაერისგან)

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 28 2010, 17:46

რეზინაა ეგ შენ რასაც იძახი. მაღაზიაში გვიდევს მასეთი ნავი ზუსტად. და არც ისე სქელი რეზინაა თან...

პოსტის ავტორი: ika_chicho May 28 2010, 18:06

FISHING CLUB
მერე მაღაზიაში რო გიდევს, დაკეცილი არ გიდევს? თავის ყუთში ხო დევს დაკეცილი newsmile035.gif newsmile035.gif ნუ რამდენიმე ნავი თუ გაქვთ, მაშინ ლოგიკურად ყველა გაბერილი ვერ იქნება იმიტო რო ფიზიკურად არ დაეტევა

პოსტის ავტორი: ivana101 May 28 2010, 20:39

ციტატა(ika_chicho @ May 28 2010, 14:11) *
ლევანი
ხო მაგრამ ეს რეზინის ნავი არაა, რაღაცნაირი მასალისგან არის დამზადებული, თუ არ ვცდები "პევეხას" თუ რაღაცას ეძახიან, ქართულად როგორაა არ ვიცი
http://www.amazon.com/gp/product/B00177BQC6/ref=s9_simh_gw_p200_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=1BA6W22BP02SRBQ12KRW&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846
აი აქ არის ზუსტი ინფორმაცია. Product Features რო არის ქვევით, აი მანდ წერია Super-tough 30-gauge PVC vinyl construction
და კიდევ თუ გავითვალისწინებთ რო სანამ მე ვიყიდდი რამდენი ხანი ეგდო საწყობში დაკეცილ მდგომარეობაში (ერთ ჩვეულებრივ ყუთში იდო რა), არამგონია ასე ადვილად გაფუჭდეს. მე როგორც შევატყე უბრალოდ ჰაერი მთლიანად უნდა გამოაცალო დაჩუტვისას და ისე დაკეცო, ამისათვის კი საჭიროა სპეციალური ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენზე, მაგით იბერება და ეგ ჩუტავს კიდეც (თორე ხელის ნასოსით კი გაბერავ უპრობლემოდ, მარა ისე ვერ დაჩუტავ, რო მთლიანად დაიცალოს ჰაერისგან)

ზუსტათ ეგეთი ხელის ნასუსი გავყიდე ამ ცოტა ხნის წინ, რომელსაც ორმაგი ეფექტი ქონდა როგორც დაბერვის რეჟიმზე ასევე "ატსოსის" რეჟიმზეც. სუფთა გერმანულ. http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3215

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 28 2010, 21:44

ika_chicho

ციტატა(ika_chicho @ 28th May 2010 - 19:06) *
FISHING CLUB
მერე მაღაზიაში რო გიდევს, დაკეცილი არ გიდევს? თავის ყუთში ხო დევს დაკეცილი newsmile035.gif newsmile035.gif ნუ რამდენიმე ნავი თუ გაქვთ, მაშინ ლოგიკურად ყველა გაბერილი ვერ იქნება იმიტო რო ფიზიკურად არ დაეტევა

კაკრას გაბერილი უდევს

პოსტის ავტორი: ika_chicho May 29 2010, 08:27

ivana101
მაგარი რამეა newsmile027.gif მაგრამ სამწუხაროდ ჩემსას მარტო გაბერვის ფუნქცია აქვს newsmile039.gif ასე რომ მომიწევს მასეთი რაღაცის ყიდვა ცალკე newsmile039.gif

პოსტის ავტორი: endestar Jun 12 2010, 21:50

ზუსტად ხომ არ აციტ სად იკიდება ნავები? მინდა შეძენა

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 12 2010, 21:58

endestar
თითქმის ყველა სათევზაო მაღაზიაში აქვთ.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: endestar Jun 13 2010, 20:26

მე ფოთში ვცხოვრობ იკნებ იცოდეთ თბილისში სად არის კარგი მაღაზია თუ მისამართს მომცერთ მადლობელი ვიქნები მინდა სათევზაო აკსესუარების შეზენა

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 13 2010, 21:52

ციტატა(ika_chicho @ 29th May 2010 - 09:27) *
მაგარი რამეა მაგრამ სამწუხაროდ ჩემსას მარტო გაბერვის ფუნქცია აქვს ასე რომ მომიწევს მასეთი რაღაცის ყიდვა ცალკე

არც ისე რთულია ჰაერის მთლიანად გამოდევნა. რო დაიფუშება....პიპკის საწინააღმდგეგო მხრიდან დაახვიე მჭიდროდ და პიპკა დახურე. მაგის მერე გაშალე... რო გაშლი...ერთმანეთს მიეკვრება კედლები ვაკუუმისგან.
ისე მგონი ყუთში(სიბნელეში) კარგად ინახება დაკეცილ მდგომარეობაშიც. მზის შუქი აფუჭებს რეზინს მაგრად(კაპრონსაც..მგონი მაგათი ნაზავი უნდა იყოს ეგ მასალა) მარა დარწმუნებული არ ვარ მაგ ჭეშმარიტრბაში....მაინცდამაინ ნუ ენდობი ჩემ ნათქვამს.

პოსტის ავტორი: ika_chicho Jun 14 2010, 17:09

endestar
ლილოშიც შეგიძლია ყიდვა, ყველაზე იაფი მანდაა და შენ წარმოიდგინე კარგი ხარისხის ნავებიც არის. ორკაციანს იყიდი დაახლოებით 130 ლარად, რაც უფრო დიდია ნავი, ანუ მეტი ტვირთამწეობით და მეტი ტევადობით, რათქმაუნდა ფასიც იმატებს. 4 კაციანს იყიდი 350ად, უფრო მაღალხარისხიანებიც არის და შესაბამისად ფასიც ამის მიხედვითაც იმატებს, მაგ: 600 ლარი და ა.შ

ლევანი

ციტატა(levani @ 13th June 2010 - 22:52) *
არც ისე რთულია ჰაერის მთლიანად გამოდევნა. რო დაიფუშება....პიპკის საწინააღმდგეგო მხრიდან დაახვიე მჭიდროდ და პიპკა დახურე. მაგის მერე გაშალე... რო გაშლი...ერთმანეთს მიეკვრება კედლები ვაკუუმისგან.


აჰაა გასაგებია, მადლობა

ციტატა(levani @ 13th June 2010 - 22:52) *
ისე მგონი ყუთში(სიბნელეში) კარგად ინახება დაკეცილ მდგომარეობაშიც. მზის შუქი აფუჭებს რეზინს მაგრად(კაპრონსაც..მგონი მაგათი ნაზავი უნდა იყოს ეგ მასალა) მარა დარწმუნებული არ ვარ მაგ ჭეშმარიტრბაში....მაინცდამაინ ნუ ენდობი ჩემ ნათქვამს.



მართალია, სიბნელეში უნდა შეინახო და მშრალ ადგილას, თუ გაბერილ მგდომარეობაში ინახავ (ისე ინსტრუქციაში წერია, რომ შენახვა შესაძლებელია როგორც გაბერილ, ასევე დაჩუტულ მდგომარეობაში) და ძალიან აცხუნებს მზე (ანუ გარეთ თუ გიდევს რა, ამ შემთხვევაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიწიდან ცოტა ზემოთ უნდა გქონდეს, ანუ რაღაცაზე უნდა შემოდო), მაშინ ბრეზენტი უნდა გადააფარო, წესებში როგორც ეწერა, არაა რეკომენდებული ჩამოკიდებულ მდგომარეობაში შენახვა.
რაც შეეხება მასალას, აქაც მართალი ხარ, დაახლოებით ეგეთი რაღაცაა, მთლად მარტო რეზინაც არაა რა, თითქოს რაღაც ნაჭერივითაა, ანუ დაახლოებით ისეთივე მასალაა, როგორსაც შენ ამბობ

პოსტის ავტორი: ika_chicho Jun 16 2010, 18:27

ერთი რამ მაინტერესებს კიდევ, გასაბერი ნავისთვის წყლის ტემპერატურას თუ აქვს მნიშვნელობა?! ანუ ზამთარშიც არის შესაძლებელი გასაბერი ნავით ტბაზე შესვლა?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 16 2010, 20:25

გასაბერი ნავით მდინარეზე და ტბაზეც შეიძლება შესვლა ზამთარში და შევსულვართ კიდეც ბევრჯერ მაგრამ სიფრთხილე მთავარია.

პოსტის ავტორი: ika_chicho Jun 17 2010, 10:42

ჰერცოგი997
ე.ი შეიძლება newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile027.gif
ისე ჟილეტები ყოველთვის საჭიროა არა? განსაკუთრებით ტბაზე და ხო არ გეგულებათ ისეთი ადგილი, მაღაზია ან რამე სადაც იყიდება ცოტა ნორმალურ ფასად? ამაზონიდან ძვირი გამოდის თორე მანდ კაი ჟილეტებია....
ორი ცალი ვიყიდე მე აქ უკვე და თითო დაჯდა 60 ლარი, ორი მაქ კიდე საყიდელი და უკვე დიდი თანხა გამოდის :(

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 18 2010, 13:30

ციტატა(ika_chicho @ 17th June 2010 - 11:42) *
ისე ჟილეტები ყოველთვის საჭიროა არა?

ჟილეტი რათქმაუნდა ჯობია თან ქონდეს ადამიანს..მაგრამ ზამთარში არც ეგ ერის დიდი შეღავათი. ჯობია ზამთარში ტბაში შესვლას საერთოდ მოერიდო. ჩემ ძმაკაცს დაემართა...ზამთარში ბატის გამოსატანად შეცურდა დაახლოებით 20 მეტრი..(იფიქრა რა ჩემი ფეხებიაო) იქამდე კი მივიდა..მაგრამ უკან წამოსვლისას....თვალებში გაუთეთრდა ყველაფერი. წყლის დაბალი ტემპერატურის გამო....ორგანიზმში სისხლი იწყებს შესქელებას....ვეღარ მოძრაობს და ადამიანი კარგავს მოძრაობის უნარს. იძირება ქვასავით.(ღმერთმა ყველას აშოროს) ის კი გადაარჩინეს...წუთების ამბავში..მაგრამ... მაგარი სარისკოა. გასაბერი ნავი..კი ცოტა სარისკო რამეა...ჩემი ძმა ორჯერ გადაყირავდა შუა ტბაში.. ზაფხულში ეგ შეიძლება ბანაობად ჩაითვალოს..მაგრამ ზამთარში ძალიან საშიშია.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 18 2010, 13:43

ციტატა(levani @ 18th June 2010 - 14:30) *
ჩემ ძმაკაცს დაემართა...ზამთარში ბატის გამოსატანად შეცურდა

გადარჩა? რავა ბრაზილიური სერიალივითახარ შე კაცო დაძაბულ მომენტში რომ წყვიტავ აღწერას ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 18 2010, 14:37

ციტატა(shalva @ 18th June 2010 - 14:43) *
რავა ბრაზილიური სერიალივითახარ შე კაცო დაძაბულ მომენტში რომ წყვიტავ აღწერას

newsmile035.gif newsmile035.gif
მაგ ამბავმა მაინც კურიოზული სახე მიიღო ბოლოს(ყველაფერმა რო კარგად ჩაიარა) და ბარემ მივამთავრებ. ესეი გი ბატამდე რო მიაღწია...უკვე ვეღარ იყო კარგად...მოძრაობის უნარი მარგად ქონდა შენელებული. მაინც მივიდა ნანადირევთან(რაა ეს მონადირული ჟინი) დაითრია და უკან დაიწო გამოსვლა...მაგრამ....ხედავს ვეღარ მოდის...ხელები და ფეხები არ ემორჩილება..... უცბათ მიხვდა რო ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა...ერთი დაძახება მოასწრო მიშველეთო... ნაპირზე დარჩენილები მაგრად დაიბნენ(2 კაცი) ერთი ნავის საძებნელად გაიქცა(ჩემი მტერი იყოს ეგეთ მაშველზე დამოკიდებული) მეორემ იქვე ძველი "პაკრიშკა" (და არა კამერა)დაინახა... მივარდა და ესროლა ამას.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მაგ მომენტში ჩემი ძმაკაცი ფიქრობდა..." ღმერთო...ნეტა ეს პაკრიშკა მაინც არ მომხვდეს"-ო..... დაახლოებით ნახევარი მეტრით ააცილა...პირველად მანდ გადარჩა..(რო მოხვედროდა ნაღდად ჩატოვებდა წყალში) newsmile035.gif newsmile035.gif ამასობაში ჩემ ძმაკაცს..უკვე თვალებში გაუთეთრდა ყველაფერი..(სისხლის მიმოქცევა თითქმის შეწყდა) გონს კარგავდა...რო ბოლობოლო მოიფიქრა იმ ნაპირზე დარჩელიმმა და თვითონაც შევარდა წყალში...რო გამოათრია... თითქმის გათიშული იყო...არეულად ისრორა რაღაც ფრაზებს(ტვინზე სისხლის მიწოდების პრობლემა) სასწრაფოდ დაუზილეს ტანი არყით და შეფუთეს თბილი ტანსაცმელით (აქვე რეკლამა: მონადირეებო...ყოველთვის თან იქონიეთ არაყი) ....დაახლოებით 1 საათის მერე დაბრუნდა ამ ქვეყანაზე....სასწრაფოდ გააქანეს სახლში....2 დღე ვერ დგებოდა ლოგინიდან....ძლივს მოძრაობდა... ბოლობოლო დადგა ფეხზე. ეხლა დარბის ვირივით. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ika_chicho Jun 18 2010, 15:16

ლევანი
ყოჩაღ ძმაო, შენგან კარგი მწერალი დადგებოდა newsmile035.gif newsmile027.gif newsmile090.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile05.gif
ხოდა ის მითხარი, რამე კაი ადგილი ხო არ გეგულება, სადაც ჟილეტები იყიდება (მე უფრო ზაფხულობით მომიწევს ტბაზე წასვლა, კერძოდ შაორის ტბაზე, ასე რომ , უეჭველი მჭირდება newsmile045.gif _

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 18 2010, 16:01

ციტატა(ika_chicho @ 18th June 2010 - 16:16) *
ყოჩაღ ძმაო, შენგან კარგი მწერალი დადგებოდა

მადლობა.. newsmile041.gif
ციტატა(ika_chicho @ 18th June 2010 - 16:16) *
რამე კაი ადგილი ხო არ გეგულება, სადაც ჟილეტები იყიდება

ეგ ნაღდად არ ვიცი...ცხოვრებაში არ მომიკითხავს ეგეთი რამე. სპორტულ და მონადირულ მაღაზიებში იქნება..დინამოსთან რო ბევრი მაღაზიებია..მანდ ნაღდად იქნება სადმე.

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 21 2010, 21:54

სულ მალე შეიქმნება სამსახური(ეს სამსახური კომუნისტებმა თან წაიღეს) რომელიც მიანიჭებს წყალმცურავ საშუალებას საბორტე ნომერს და გამოიწერება შესაბამისი ტექ-პასპორტი. წყალმცურავ საშუალებას ტექ-პასპორტში ეწერება მაქსიმალური ტვირთ-ამწეობა, ძრავის რეკომენდირებული სიმძლავრე და გადასაყვანი ხალხის რაოდენობა. ამის მიხედვით სამაშველო სანაპირო სამსახური შეამოწმებს სამაშველო ჟილეტების რაოდენობას და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ნავში სამაშველო რგოლის არსებობა. ასევე ეს სამსახური უფლებამოსილი იქნება გასცეს მართვის მოწმობები ძრავიან წყალმცურავ საშუალებებზე(კომუნისტების დროს ეს სამსახური ცეკავშირის შენობაში მდებარეობდა სადაც ბარდებოდა თეორია, ხოლო "ვაჟდენია" ბარდებოდა კორტებთან არსებულ "ბაიდარკებთან") კატერის მართვის მოწმობები იყოფა კატეგორიებად, ანუ ძრავის ცხენის ძალების მიხედვით. სამაშველო რგოლები და სამაშველო ჟილეტები შეგიძლიათ იყიდოთ თბილისი ზღვაზე "მაშველებისგან" ან ვორონცოვზე სარდაფის პირდაპირ რომ ვიტრინიანი სათევზაო მაღაზიაა იქ.

პოსტის ავტორი: ika_chicho Jun 22 2010, 07:28

ციტატა(ivana101 @ 21st June 2010 - 22:54) *
სულ მალე შეიქმნება სამსახური(ეს სამსახური კომუნისტებმა თან წაიღეს) რომელიც მიანიჭებს წყალმცურავ საშუალებას საბორტე ნომერს და გამოიწერება შესაბამისი ტექ-პასპორტი. წყალმცურავ საშუალებას ტექ-პასპორტში ეწერება მაქსიმალური ტვირთ-ამწეობა, ძრავის რეკომენდირებული სიმძლავრე და გადასაყვანი ხალხის რაოდენობა. ამის მიხედვით სამაშველო სანაპირო სამსახური შეამოწმებს სამაშველო ჟილეტების რაოდენობას და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ნავში სამაშველო რგოლის არსებობა


იმედია ეს ყველაფერი ჩვეულებრივ გასაბერ ნავებზე არ ვრცელდება newsmile035.gif ისე ძრავი და იალქანი კი უყენდება ჩემ ნავს.


ციტატა(ivana101 @ 21st June 2010 - 22:54) *
სამაშველო რგოლები და სამაშველო ჟილეტები შეგიძლიათ იყიდოთ თბილისი ზღვაზე "მაშველებისგან" ან ვორონცოვზე სარდაფის პირდაპირ რომ ვიტრინიანი სათევზაო მაღაზიაა იქ.


მადლობა, თბილისის ზღვისა რა გითხრა, მარა ვორონცოვზე ალბათ ვნახავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 23 2010, 22:03

ჩვენ მეზობელ რუსეთში გასაბერ ნავს წყალში ვერ ჩადებ თუ საბორტე ნომერი არ გიწერია, აქ როგორ იქნება ნაღდად არ ვიცი.

პოსტის ავტორი: zurikela Apr 7 2011, 08:32

სალამი.რეზინის ნავი მქონდა საბჭოთა წარმოების და,დიდი ხნის დების შედეგად რეზინა დაეწვა.თუ იცით მიმასწავლეთ ნავებს სად არემონტებენ,ლატკის დადება მინდა.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 7 2011, 09:46



ვულკანიზაციაში მიიტანე სადმე

პოსტის ავტორი: შუკა Apr 7 2011, 17:13

ორკაციან რეზინის ნავსაც დაჭირდება საბორტე ნომერი????

პოსტის ავტორი: ქევხო Apr 7 2011, 21:42

ციტატა(შუკა @ Apr 7 2011, 18:13) *
ორკაციან რეზინის ნავსაც დაჭირდება საბორტე ნომერი????


ახალ იდეებს ნუ დავწერთ ფორუმზე, თორემ დავზარალდებით ashh.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 14 2011, 07:27

ციტატა(nikash4 @ 7th April 2011 - 18:13) *
ორკაციან რეზინის ნავსაც დაჭირდება საბორტე ნომერი????


ხო საბორტე ნომერი, 2 ჟილეტი + ღუზა; + მაშველი რგოლი და ადამიანები სად ჩაჯდებიან ვნახავ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Jun 29 2011, 22:30

ერთ ექსპერიმენტს ვატარებთ,
ერთი ნავი გვაქვს ძველი (გასაბერი) ბევრგან დაკერებული და მოკლიედ სარემონტოდ აღარ ღირს და აღარც საიმედოა.
კაიროს ქუჩაზე არის ,,პენოპლასტის" ცეხი - სხვადასხვა ნაკეთობებს აკეთებენ.
მივიტანეთ ეს ნავი და მას ავსებენ პენოპლასტის ,,ფხვნილით" დებენ სპეციალურ ღუმელში და ნავის ჰაერის ავზი ივსება პენოპლასტით.
2 დღესი გვექნება შედეგი, და დავდებ სურათებსაც.
ერთი ნაკლი ექნება - ტრანსპორტირება, ალბათ მხოლოდ სახურავის საბარგულით თუ გადაიტან.
ხარჯსაც გეტყვით შედეგთან ერთად.

პოსტის ავტორი: Sos049 Jun 29 2011, 22:40

ავეჯის ბაზრობაზე,"საბა"-ში ვნახე გასაყიდი პენოპლასტის ბურთულები "პუFებისათვის".მოზრდილი ტომარა 4 ლ ღირდა.
არ აჯობებდა,რეზინის ნავი ამ ბურთულებით შეგევსოთ?
ეგ ფხვნილი ალბათ გადნება(კაიროს ქუჩაზე)ღუმელის შემდეგ,რეზინი დაიწვება ალბათ,და ....მყიფე არ იქნება ეგ "ნავი"?
არ ვიცი,შეიძლება სხვა ტექნოლოგიაა და არ ვიცი...

პოსტის ავტორი: DATKA Jun 29 2011, 22:53

Sos049
ფხვნილი - ბურთულებია შეხედულებით.
ღუმელში ტექნოლოგიურად (როგორც გვითრეს) ორტქლი შედის და ეს ბურთულები გარკვეული რაოდენობით (მოცულობით) ფართოვდება თან იკვრება ანუ ეკრობა ართმანეტსო და მგარი ხდებაო, რაღაც ერთობლივი მასა. პროცესს არ დავწრებივარ და ზუსტადაც ვერ ვხსნი.
რეზინს არ დაწვავსო რადგან 100 გრადუსამდეც არ ცხელდებაო, ესეც ვკითხეთ რომ მივიტანეთ.
სავარაუდოთ 20 ლარის მასალა წავაო რომ დავილაპარაკეთ, რავიცი რაც გამოვა ვნახოთ..


პოსტის ავტორი: Sos049 Jun 29 2011, 22:58

ჰოო...! ნუ იგივე ყოფილა თითქმის.მთავარია რეზინა არ დაიწვას და დაზიანდეს.
მეც მაინტერესებს შედეგები.... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 30 2011, 10:02

DATKA
მაგარი საინტერესო უნდა გამოვიდეს. დადე აუცილებლად შედეგი რა

პოსტის ავტორი: DATKA Jul 1 2011, 22:18

ესეიგი ჩავატარეთ ექსპერინენტი.
იტო ძველი ნავი (ერთ კაციანი),

საწყისი დაზიანწბები
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეიგი ექსოირემენტის შედეგები:
მივიტანეთ ფაქტიურად გადასაგდები (ერთკციანი) ნავი. რომელიც არ ექვემდემდებარებოდა შეკეთებს
გატენეს პენოპლასტის ბურთულებით (სურათი ზემოთ) თანაც წნევით ,
ღუმელში არ შედეს დაპირების თანახნად, შეეშინდათ ბოლოს გასკდებაო (ტრუხა ბაზარი).

საერთო ჯამში: მაგას ნებისმიერი კაცი გააკეთებს , ჩატენეთ ეგ ,,პენოპლასტი" დაძეკვით და იგივე გამოვა.

მე სხვას ველოდებოდი მაგრამ თეორიულად ნუ დახარჯავთ ზედმეტს, რადგან მარტივია ამის გაკეთება.

ხო მართლა წონა არ იმატებს, მაქსიმუმ 500 გრამი.

რაც გამოვიდა , ამ ნავის ტექნიკურ მაჩვენებლებს გამოვცდით შეძლებისდაგვარად,


პოსტის ავტორი: DATKA Jul 1 2011, 22:24

ხო საფასური - 30 ლარი (არ ღირს ვიცი მაგრამ ეს პირველი საფასურია)

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jul 2 2011, 11:39

DATKA
საინტერესოა პრაქტიკაში როგორ იმუშავებს. ტესტის შედეგები გაგვაგებინე აუცილებლად. პ.ს აკვალანგიც იქონიე ყოველი შემთხვევისთვის newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Jul 3 2011, 20:21

FISHERMAN
ძმა პენოპლასტს რა ჩაზირავს, მთავარია სიმაგრე (რომ არ მოიღუნოს) თორე გაამართლებს ,,ია ტაკ დუმაიუ" newsmile041.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 3 2011, 21:37

პრინციპში კაი ბრეზენტისგან, რომ მოინდომოს კაცმა თავისითაც გააკეთებს ნავს, ნუ ფორმას მისცემს და ამოავსებს პენოპლასტით, წესით მაგანაც უნდა გაამართლოს ხო?

პოსტის ავტორი: DATKA Jul 11 2011, 19:44

კვირას გამოიცადა ეს პენოპლასტით ,,გაბერილი" ნავი ერთერთ ტბაზე,.
შედეგმა მოლოდინს ნაღდად გადააჭარბა, ტვირთამწეობა არ დაუკარგია.
ერთი შიში გვქონდა რომ ნავი სადმე შუაში მოიღუნებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით წყლის გარეწნწვის გამო ნავი უფრო გამტკიცდა.
მთელი დღე ვითევზავეთ ნავიდან და არფერი მოსვლია.
ცოტა წყალი შევიდა კიდეც, (რადგან ძალიან ძველია) მაგრამ არაფერი საშიში არ უნდა იყოს. სახლში პროპკები რომ მოვხსენით მაქსიმუმ 200-300 გრამი წყალი ჩამოვიდა.

ნაკლი: უფრო მეტად უნდა გაიტენოს ეტაპობრივად ან თავიდანვე, რადგან პენოპლასტი სხვადასხვა დაწოლისგან იკუმშება და ცარიელი ადგილივით ჩნდება შიგნით.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 12 2011, 00:18

DATKA

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ წარმომიდგენია რა ნერვები უნდა მაგის ფენოპლასტით ავსებას, მითუმეტეს იმ პატარა დირკიდან თუ ხდება ჩაყრა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 12 2011, 01:07

ციტატა(Davitus @ 12th July 2011 - 01:18) *
წარმომიდგენია რა ნერვები უნდა მაგის ფენოპლასტით ავსებას

ავსებას არ ვიცი,მაგრამ გამოცდას შუა წყალში კი დასჭირდებოდა ნერვების გამოცდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Jul 12 2011, 19:24

Davitus
ხალით რავიცი აბა რა ინება, მანდ ჩაყარეს ორქლით და წნევით ფაქტიურან რამდენიმე წუთი უნდა დასჭირდეს. (ნავში როგორ ჩაყარეს არ მიყურებია მაგრამ სხვა რაღაც ყალიბებში რომ ყრიდნენ კი ვნახე)

ისე მაგ კონრეტული ნავის ჰაერით გაბერვა რა ნერვებთანაც აქნებოდა დაკავშირებული მე ეს უფრო მაინტერესებს და მითუმეტეს წყალში შესვლა. newsmile045.gif

ეხლა ეთი კიდევ ორკაციანი ნავის გაკეთებას ვაპირებთ უკეთესი ტექნოლოგიით და უფრო კარგი პენოპლასტის მასალით (მასალას ჯერ ვეძებთ, უფრო მკვრივი გვინდა რომ იყოს)
შედეგიც გამოქვეყნდება.

ბოლობოლო ,,ლიაგუშკის" ფეხით ჭყლეტვას არ აჯობებს wtfg.gif

პოსტის ავტორი: paata71 Aug 30 2011, 21:06

გამარჯობათ.რეგისტრაციაა საჭირო თუ არა შავ ზღვაში ნავით რომ შევიდეს ადამიანი და თუ საჭიროა სად შეიძლება გაკეთდეს შესაბამისი საბუთი?იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ რჩევა.

პოსტის ავტორი: ivana101 Jan 10 2012, 12:21

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru ნავი "язь-320" მატორი "ветерок-8" . მგონი ამ გაზაფხულზე გავალთ წყალზე.

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 11:51

ნავის ყიდვა მინდა.მაგნუმის მაღაზიაში ვიყავი და 680 ლარიანი ვნახე.3 შრიანიაო ვიდზე კარგი ჩანს.დასახელება აგარ მახსოვს ზუსტად.რას მირჩევთ თქვენ ან ხომ იცით სადმე ამერიკული გასაბერი ნავები (ახალი)600-650 ლარის ფარგლებში.

გასაბერი ნავი IBP-300, HQ Welded Boat with Slatted Floor, 285x136 ეს მოდელია თუ სწორედ მახსოვს(ძირი არ ებერება)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 7 2012, 13:22

ერთი ვიცი რომ კოლიბრის ნავებს აქებს ყველა

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 13:28

ციტატა(nika @ 7th May 2012 - 14:22) *
ერთი ვიცი რომ კოლიბრის ნავებს აქებს ყველა

კოლიბრის საიტი არ აქვს ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 7 2012, 13:29

kajuberi
http://www.kolibriboats.com/english/

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 13:33

T A M P L I E R
მადლობა ნიკუშ newsmile05.gif შემთხვევით ხომ არ ივის თბილიში იყიდება ეს ნავები სადმე ?


ან იქნება ვინმემ იცოდეს ლილოში არ არის ნავები?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 7 2012, 13:50

kajuberi
ლილოსი უმეტესწილად ნაგავია

მაგელანში იდო ხოლმე და გუდვილში
მაგელანში თუ არ იდო იკითხე ხომ არავინ ყიდისთქო

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 14:02

ციტატა(nika @ 7th May 2012 - 14:50) *
მაგელანში იდო ხოლმე და გუდვილში
მაგელანში თუ არ იდო იკითხე ხომ არავინ ყიდისთქო

მადლობა

პოსტის ავტორი: Danelli May 7 2012, 15:08

საბჭოს მოედანზე, გიას მაღაზიაში (სარდაფში) იდო 1 თვის წინ - კოლიბრი, მწვანე ფერის, თავის ნიჩბებით.. უკრაინის გამოშვებაა, და მართლა ძალიან აქებენ

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 15:42

ციტატა(Danelli @ 7th May 2012 - 16:08) *
საბჭოს მოედანზე, გიას მაღაზიაში (სარდაფში) იდო 1 თვის წინ - კოლიბრი, მწვანე ფერის, თავის ნიჩბებით.. უკრაინის გამოშვებაა, და მართლა ძალიან აქებენ

მადლობა

პოსტის ავტორი: ilariona May 7 2012, 15:52

kajuberi

მაგნუმის ნავის მფლობელიც ვარ და კოლიბრის ნავისაც!

კოლიბრის ნავი ვიყიდეთ 4 წლის წინ და რამდენი გავბერავთ სულ ახალივით არის! ერთი ნაკეცი არ გაუკეთებია პვხ-ს და რავი მაგარი კმაყოფილები ვართ.

თან ძირითადად სულ კამიშიან ადგილებში ვთევზაობთ ხოლმე და მაგარი დატვირთვა ადგება ნავს.

მაგნუმის ნავი კი ტორსის გამო შევიძინე ელექტრო ძრავთან ერთად სულ რაღაც ნახევარი წლის წინ და სადღაც 10-ჯერ მაინც გამოვიყენეთ სხვადასხვა პირობებში, ბოლოს ერთი თვის წინ ყულევის არხებთან გავბერეთ, მერე სანამ ოჩო და დალი დავლოცეთ დაიფუშა D.gif

პვხ-ოყო გაბზარული და პატარა დირკაც დაედო, ადგილზევე რემ-კომპლექტით შევაკეთეთ და ის თევზაობა გვათევზავა!

სხვაობა კი ამ ორ ნავს შორის იყო ის, რომ კოლიბრი 4 წლის შემდეგ ისევ ახალივით არის და მაგნუმის კი ყველგან ნაკეცებით არის და ბევრ ადგილზე პირი აქვს დაღებული.


მე პირადად ვიცნობ კოლიბრის პირდაპირ შემომტანს საქართველოში და მართლა კარგ ფასებში შემოაქვთ სხვადასხვა მოდელები, დაკვეთებს იღებენ.

შემიძლია დაგაკავშირო და თუ სურვილი გექნება ერთად დავუკვეთოთ, მეც მინდა ახალი ნავის ჩამოტანა.

ხო მართლა, ნავი სპეციალური ლიცენზირებული პვხ-თი მზადდება და ჩინეთში ნავების მწარმოებლებიდან სულ რაღაც 10%-ს აქვს ეს ლიცენზია.

კოლიბრის კი ნამდვილად აქვს ეს ლიცენზია და რაც მთავარია ბოლო ორი წელია 5 შრიანი პვხ-თი ამზადებენ.

აი ეს არის ჩემი გამოცდილება ნავებთან დაკავშირებით. იმედია გამოგადგებათ.

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 16:00

ilariona
კი მინდა მეც ნავი.ვიდზე მომეწონა ეგ მაგნუმის ნავი მარა 3 შრიანი და ცოტა გული ამიცრუვდა.მადლობა შეგეხმიანები აუცილებლად.იმ თვის ბოლოსთვის ვაპირებ.

პოსტის ავტორი: ilariona May 7 2012, 16:42

kajuberi

მაგნუმის ნავს ნაღდად არ გირჩევ, თუ გინდა გამოდი და განახებ რა დღეში ჩავარდა ნავი 10-ჯერ გამოყენების შემდეგ. ცურვა თუ არ იცი უკვე აპასნია დიდ წყალში შესვლა D.gif D.gif


პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 16:58

ციტატა(ilariona @ 7th May 2012 - 17:42) *
მაგნუმის ნავს ნაღდად არ გირჩევ, თუ გინდა გამოდი და განახებ რა დღეში ჩავარდა ნავი 10-ჯერ გამოყენების შემდეგ. ცურვა თუ არ იცი უკვე აპასნია დიდ წყალში შესვლა

ცურვა კი ვიცი მარა არ მინდა ტოFში ჩავდო ფული და გამოვწიო.შეგეხმიანები აუცილებლად .მადლობა ჯიგარი ხარ

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 22 2012, 22:06

http://www.radikal.ru

შევიძინე დღეს, კორპუსი საბჭოური წარმოებისაა და სახელი ქვია ობი.


მოტორი: http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 22 2012, 22:17

გილოცავ ნოსო, აბა კაი ნადირობებში. და ფასი არ გინდა რომ გვითხრა?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 22 2012, 22:20

ნოსო
ვააა ნოსა ნოსა გილოცავ ძმაო, აბა შენ იცი, პაწა დაგვიტოვე იხვი ჩვენც !!!!
კაპიტან ბლიაძ D.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 22 2012, 22:25

sabo73
კაი ფასში ვიყიდე newsmile05.gif მთლად ასეთი ახლები არაა მაგრამ მუშაა მთავარია.


რაც მთავარია "დიდ ტბას"(11 კილომეტრია სიგანეში)4 წუტში კვეთავს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 22 2012, 22:44

ნოსო

გილოცავ ნოსოია, აბა იანვარში გვინადირია ერთადD.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 22 2012, 23:32

ვაი მალადეეეეს
გილოცავ

პოსტის ავტორი: Sos049 Nov 23 2012, 09:49

ნოსო
გილოცავთ შენაძენს! სულ კარგ ნადირობაში და თევზაობაში!!!


ციტატა
რაც მთავარია "დიდ ტბას"(11 კილომეტრია სიგანეში)4 წუტში კვეთავს

what.gif

ციტატა
გილოცავ ნოსოია, აბა იანვარში გვინადირია ერთად

ეგ კატერი, თუ ეგრე დადის,მაგრად ჩაეჭიდეთ რამეს,თორემ ნადირობა გვერდზე დაგრჩებათ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Nov 23 2012, 13:19

გილოცავ ნოსიკ, კაი ნადირობებში ძმაო newsmile05.gif))))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 23 2012, 16:26

ნოსო
ვახ შენ გაიხარე ნოსიკ. მაგარი ხარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 23 2012, 16:47

ციტატა
რაც მთავარია "დიდ ტბას"(11 კილომეტრია სიგანეში)4 წუტში კვეთავს


რ არის ეგეთი, 200 კმ/სთ აქვს სიჩქარე? newsmile05.gif


ერთი ნოლი გამორჩა მემგონი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 23 2012, 17:11

Davitus
ერთი ნოლი გამორჩა მემგონი
ეპატიება ეგ ნოსოს D.gif
ხო მართლა ამის დადება მინდოდა გუშინ და დამავიწყდა, ბარემ ეხლა დავდებ, ჰა ნოსო დაიჭი!!!!!!!!

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 24 2012, 17:32



კოლიბრის ნავებს სად ვიშოვი და რა ფასებშია ? (250-300 კგ ტვირთამცეობის ფარგლებში)

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 24 2012, 22:08

მადლობა ყველას მოლოცვისაათვის.

Davitus
არა, მთლად ამხელა სიჩქარით არ მიდის მაგრამ 55 ცხენის ძალა პატარა არაა,მე სიმართლე გითხრა კილომეტრაჟი ზუსტი არ გამიზომავს მაგრამ დრო ნამდვილად ეგაა.(ნუ შეიძლება 5 წუთი)

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Nov 26 2012, 00:22

ნოსო
საღოლ ნოსო. მართლა მაგარი რამე გითრევია. ესეიგი ეგია იგი???... გილოცავ..სულ კაი ნადირობა-თებზაობაში გამოგეყენებინოს.

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 26 2012, 07:48

ნოსო
გილოცავ ნოსოია მშვიდობაში მაგაზმაროს ღმერთმა.

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 26 2012, 21:14

გილოცავ! რა დაჯდა კატერი და ძრავი?

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 2 2012, 17:44

მე იაფში ვიყიდე, საშუალო ფასი ამ მატორის 500$

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 2 2012, 18:04

ციტატა(ნოსო @ Dec 2 2012, 18:44) *
მე იაფში ვიყიდე, საშუალო ფასი ამ მატორის 500$

მოპარული ხოარგყავს ბიჯო ფასს ცოცხალი თავით რომ არიძახი? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Mar 20 2013, 10:41

ვერ იცის გასაბერი ნავების ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, რომელი ფირმისაა სათევზაოდ და სანადიროდ კარგი (ოპტიმალური), რა ფასად (1000 ლარის ფარგლებში) და სად იყიდება?

პოსტის ავტორი: gagrinski Mar 20 2013, 11:20

ნოსო

გილოცავ! კაკ რაზ საპალიასტომეა, რამდენ ადამიანზეა გათვლილი, ამისდამაგვარში 5 კაცი ვიჯექით 2 ძაღლით. ცოტა ტალღები არ უყვარს. მაგ მოდელს წესით ბარიერის სამაგრები უნდა ქონდეს,-წყალი რომ არ შემოგასხას ტალღების დროს.

გილოცავ კიდევ ერთხელ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 20 2013, 23:53

gagrinski
პირიქით 2 ბორტი აქვს საიმედო ნავია,არა ბრაკონიერული და სუფთა სანადირო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Mar 21 2013, 16:48

ნოსო
გილოცავ ნოსო! ჩემ თვალში ისედაც ადმირალი იყავი, ეხლა ტემბოლეე newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 21 2013, 19:31

შალვა
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Sep 6 2013, 17:08

http://postimage.org/
http://postimage.org/
ახალი კონსტრუქცია, ერთი ეგაა რო მოტორის დასაყენებელია მოსაფიქრებელი! xoshian.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: gelka72 Sep 6 2013, 21:03

სკოჩით აქვთ აწყობილი :
D D.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 27 2013, 21:54


იფ იფ რა მაგარია! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 27 2013, 22:00

ვა ვა ვა

მართლაც მაგარია...

პოსტის ავტორი: Fishman Dec 27 2013, 23:09

მე მაინც ეს მირჩევნია!


პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 27 2013, 23:18

Fishman
ეგ უფრო მაგარია ხო იცი შენ! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 27 2013, 23:31

მანქანასაც გარეცხავ და თან პახოდუ ითევზავებ ხო ? xexe.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 27 2013, 23:32

ალთაზარ

რავიცი მე "ლიჩნად" მაგ მანქანას სათევზაოდ არ მოვაცდენდი xexe.gif

პოსტის ავტორი: lavriskheveli Dec 28 2013, 08:45

Fishman

ამითი სადაც გაივლი თევზი მინიმუმ 1 წელი აღარ მოვა იმ ადგილას : ))

პოსტის ავტორი: Fishman Dec 28 2013, 09:31

lavriskheveli

არ მინდა თევზი, იყოს გულავი (ჟიმნი მებონიას აქცენტით) D.gif

პოსტის ავტორი: lavriskheveli Dec 28 2013, 10:22

Fishman
იყოოს იყოოს ( იგივე აქცენტით ) : ))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)