თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტექნიკური აღჭურვილობა _ ბინოკლი

პოსტის ავტორი: limona543 Oct 20 2012, 16:18

[size="4"][/size]ბინოკლი

http://postimage.org/
http://postimage.org/

იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა ბინოკლი მონადირეთათვის არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწირი გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარჩიოთ ბინოკლი სწორად და შემდგომ, როგორ მოვმართოთ იგი.
მაშ ასე, რას მივაქციოთ ყურადღება ბინოკლის არჩევისას? ყველა ბინოკლს, მწარმოებლისა და კონკრეტული მოდელის მითითების შემდეგ, მიწერილი აქვს რაღაც ციფრების ნამრავლი (მაგ., 7x35 ან 8x40) ამ ნამრავლის პირველი ციფრი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ აღემატება ჩვენს მიერ ბინოკლით დანახული გამოსახულება იმ გამოსახულებას რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავდით. ანუ, თუ ბინოკლს აწერია 7x35 ეს ბინოკლი შვიდჯერ გაადიდებს გამოსახულებას. ამ ნამრავლის მეორე ციფრი გვიჩვენს ობიექტივის დიამეტრს. რაც მეტია ობიექტივის დიამეტრი, მით უფრო მეტი სინათლის გატარება შეუძლია მას. მართალია დიდი ობიექტივის მქონე ბინოკლებით კარგად დავინახავთ ცუდი ხილვადობის პირობებშიც კი, მაგრამ აქაც საჭიროა რაღაც ოქროს შუალედის გამოძებნა. ასეთი ბინოკლები როგორც წესი, მძიმეა ხოლმე და მე გირჩევთ ისეთი ბინოკლები შეიძინოთ, რომელთა ობიექტივის დიამეტრი 40-50 არ აღემატება. არც იმაზე გამოკიდებას გირჩევთ, რომ ბინოკლმა რაღაც "უსაშველოდ" გაადიდოს, 7-ჯერ 8-ჯერ ან 10-ჯერ გადიდება საკმარისია. ისე, გადიდების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად შესამჩნევად მცირდება ხედვის არეალი, ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ.
ბინოკლის კიდევ ერთი მახასიათებელი გახლავთ ე.წ. выходной зрачок (მაპატიეთ, ამ ტერმინს ვერაფრით მოვუძებნე ქართული შესატყვისი) ამ მახასიათებლის გამოთვლა შესაძლებელია ასე: ობიქტივის დიამეტრის სიდიდეს ვყოფთ გამოსახულების გადიდების მაჩვენებელზე. რაც მეტია ე.წ. выходной зрачок, მით უფრო მკვეთრია გამოსახულებაც. იმისათვის რომ შებინდებისას კარგად დაინახოთ გამოსახულება, სასურველია ბინოკლის ეს პარამეტრი 5-ზე ნაკლები არ იყოს.
შეძენის შემდეგ აუცილებელია ბინოკლი მოვირგოთ ჩვენს თვალზე. ამას ვაკეთებთ იმისდა მიხედვით თუ როგორი ფოკუსირების სისტემა აქვს ჩვენს ბინოკლს. ცენტრალური ფუკუსირების მქონე ბინოკლებში ორივე ოკულარის ფოკუსირება ხდება ერთდროულად, ხოლო თუ ბინოკლს არ გააჩნია ფოკუსირების ეს სისტემა მაშინ ორივე ოკულარს ვასწორებთ ცალკ-ცალკე. ჩემი აზრით ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ ადამიანის ცალი თვალი შესაძლოა უფრო უკეთ ხედავდეს, ვიდრე მეორე და ასეთ შემთხვევაში ბინოკლი გასწორდება ამ კონკრეტული ადამიანის მხედველობის თავისებურებების გათვალისწინებით.
დღეისათვის, უამრავი ცნობილი ფირმა აწარმოებს ბინოკლებს სპეციალურად მონადირეთათვის. ასეთი ბინოკლები წყალგაუმტარია, დარტყმაგამძლეა და კომპაქტური, თუმცა როგორც ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ძვირია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 20 2012, 17:44

limona543

სასარგებლო სტატიაა პირადად ჩემთვის. მაინტერესებდა ეგ ნამრავლები რას ნიშნავდა D.gif ვაპირებდი თემის გახსნას და ამის კითხვას. ალბათ ოპტიკაზეც იგივეა ხო?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 20 2012, 17:48

Fishman
http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=118


ბევრ საინტერესოს ნახავ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: limona543 Oct 20 2012, 17:50

Fishman

ოპტიკურ სამიზნესთან სამწუხაროდ შეხება არ მქონია, ვერაფერს გეტყვი. ოპტიკური სამიზნის ყიდვას რო გადავწყვეტ, მაგაშიც გავერკვევი ალბათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 20 2012, 20:47

ალთაზარ

კანკრეტნად ეგ ვერსად ვერ ვიპოვე რაც მაინტერესებდა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilariona Oct 20 2012, 21:42

limona543
კარგი სტატიაა ნამდვილად.

ფოკუსის გასწორებაზეც სწორად გაქვთ დაწერილი, გამომალი ლინზის სიდიდეზეც და ჯერადობაზეც.

მე ერთს დავამატებდი, საუკეთესო ვერსიად მიმაჩნია როდესაც ბინოკლს ავტომატური პარალაქსის გასწორება აქვს, ძალზედ მოსახერხებელია სხვადასხვა მანძილზე პარალაქსის გასწორება რომ არ გიწევს კაცს.

სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ფუნქციით ბინოკლები ძვირია :(

პოსტის ავტორი: ilariona Oct 20 2012, 21:47

Fishman
ოპტიკაზეც მასეა:
პირველი იწერება მინიმალური ჯერადობა, მეორე მაქსიმალური და ბოლოს გამომავალი ლინზის სიდიდე.

მანდაც იგივე პრინციპია, რაც მეტია გამომავალი ლინზა, მით უფრო ნათელია ოპტიკა. კიდევ არის გამტარი ლინზის სიდიდეც, მაგრამ ეგ პარამეტრი ცალკე იწერება ხოლმე და ძირითად პარამეტრებში არ ჩანს.

პოსტის ავტორი: კალვერა Oct 21 2012, 02:56

მონადირეს ბინოკლი უნდა იყოს საიმედო,წყალგაუმტარი,მჩატე,პ

პოსტის ავტორი: limona543 Oct 21 2012, 07:48

კალვერა

იდეაში მასეა, მარა როგორც წესი ეგეთი ბინოკლები ძალიან ძვირი ღირს. აი, მაგალითად Bushnel Trophy 10x42 დაახოებით 400$ ღირს, Bushnell H2O 12x42 - 200$

პოსტის ავტორი: Fishman Nov 27 2012, 21:25

აი ეს ბინოკლი ჩამომივიდა. თავისი ფასი 100$ იყო და ფასდაკლებაზე 30$ მივეცი ადგილზე. შეფუთვა და გაფორმება კარგი აქვს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს რამდენად დაღდია. იმიტომ რომ 30$-ად ბუშნელის ბინოკლი რაღაც ძალიან იაფი მეჩვენება, თან 10-30X გადიდებით 50მმ-იანი ლინზით.

http://www.cabelas.com/catalog/product.jsp?productId=753489&categoryId=0&parentCategoryId=0&subCategoryId=0&indexId=0&itemGUID=d299f38aac108453316dcbde60b094d7&WTz_l=Header%253BSearch-All+Products&destination=/checkout/basket.jsp

პოსტის ავტორი: limona543 Jan 31 2013, 08:48

Fishman

ასეთი მონაცემების ბინოკლი 30 დოლარად მეც იაფი მეჩვენება. მე ამაზონიდან გამოვიწერე ჩემი ბინოკლი, ძალიან უბრალო ბინოკლია (7x35) და 30$ გადავიხადე

პოსტის ავტორი: Davitus Jan 31 2013, 23:04

Fishman

ჩაინა ბუშნელია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jan 31 2013, 23:24

Davitus


ხოო დავით, ეხლა წავიკითხე შეფუთვაზე "მადე ინ ჩინა" D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 31 2013, 23:28

Fishman

ჯაპანა უნდა ეწეროს ბაბუ, ჯაპანა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jan 31 2013, 23:37

Davitus

აწი კი მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს იაფად რომ იყო ეგრევე ავდექი და შევუკვეთე newsmile05.gif საერთოდ არ მქონდა და ბევრი ფულებიც არ იყო რო წესიერი შემეკვეთა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 31 2013, 23:51

Fishman

ჯაპანა ბუშნელს 100$ აც ვერ დაითრევ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Feb 1 2013, 00:04

ციტატა(Davitus @ Feb 1 2013, 00:51) *
Fishman

ჯაპანა ბუშნელს 100$ აც ვერ დაითრევ newsmile05.gif



კი. ნამდვილად მართალი ხარ! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gelka72 May 31 2014, 12:13

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
თქვენი რჩევა მჭირდება ხალხო. 20 ევროში მაძლევენ ამ ბინოკლს და ღირს თუ არა ყიდვა. 8/40 გადიდებით

პოსტის ავტორი: Fishman Jun 2 2014, 08:42

gelka72

ციტატა
8/40 გადიდებით


მეგობარო, შეიძლება იცი, მაგრამ მე მაინც დავწერ შეცდომაში რომ არ შეხვიდე. ეს არის 8-იანი გადიდებით. 40 არის ლინზის დიამეტრი. ფასს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვი.

პოსტის ავტორი: gelka72 Jun 2 2014, 23:07

ციტატა(Fishman @ Jun 2 2014, 09:42) *
gelka72



მეგობარო, შეიძლება იცი, მაგრამ მე მაინც დავწერ შეცდომაში რომ არ შეხვიდე. ეს არის 8-იანი გადიდებით. 40 არის ლინზის დიამეტრი. ფასს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვი.

საერთოდ რომელი გადიდებით უნდს იყოს კარგი ბინოკლი ?????? ვნახე რ ამოდენიმე ბინოკლი 8/40 გადიდებით და არცერთი არ მომეწონა .

პოსტის ავტორი: Fishman Jun 3 2014, 11:40

gelka72

რამდენიც გაკმაყოფილებს იმდენით. ზოგისთვის შეიძლება 4X იყოს საკმარისი და ზოგისთვის 30X. გაითვალისწინე, რომ რაც მეტია გადიდება მით უფრო ხარისხიანი ლინზაა საჭირო რომ კარგი გამოსახულება მიიღო, რაც თავის მხრივ ფასს ზრდის. უნდა შეუფარდო შენთვის სასურველი გადიდება ფასს და იმის მიხედვით უნდა აარჩიო.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 4 2014, 11:27

კიდევ ერთი საკითხია რისთვის გჭირდება. ამ საქმეში გამოუცდელი რომ ვიყავი ამაზონზე ვიყიდე ცელესტრონის სკაიმასტერი. 20-100 ზუმით ,70 ობიექტივით. ვითომ სანადიროდ მინდოდა მაგრამ მხოლოდ აივნიდან საცქერლად თუ გამოდგება. სანადიროდ რომ წავიღო საჭურველთმტვირთველიც დამჭირდება ისეთი მძიმეა.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 4 2014, 12:38

უიარაღო

მაგ ბინოკულარს სხელზევე ეტყობა რისთვისაც არის newsmile05.gif ნახევარკილოიანი ტყუილად კი არ არის newsmile05.gif

საერთოდ დიდ ჯერადობას ბინოკულარში ნუ დახარბდებით, ბინოკულარის ფიქსაცია არ ხდება, ხელში უნდა გეჭიროთ, ამიტომ მაღალ ჯერადობაზე ფოკუსირება გაძნელებული იქნება ყანყალის გამო. 10-12 სრულიად საკმარისია

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 4 2014, 13:17

მაგიტომაც ვიყენებ ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის D.gif

პოსტის ავტორი: vaxusti Nov 18 2016, 05:58

მე შევიძინე ბინოკლი 10x70x70 რავი ძალიან კმაყოპილი ვარ თავის საკმეს ხუთიანზე აკეთებს bushnel-ის

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 19 2016, 14:45

vaxusti
წონა რააქვს? მაგ მონაცემების ბინოკლი სანადიროდ ნაკლებად გამოდგება და როგორც წესი მძიმეა

პოსტის ავტორი: Mr.Oto Mar 30 2017, 21:02

ბიჭებო დამეხმარეთ რა, ამარჩევინეთ აქედან უკეთესი რომელია, ორიანი არ მინდა, ცალიანი მინდა. ძლიერი რო არ იქნება ვიცი, მაგრამ ისე მინდა რა. https://www.aliexpress.com/wholesale?minPrice=5&maxPrice=20&isBigSale=n&isShoppingCard=n&isFreeShip=n&isFavorite=n&isMobileExclusive=n&isLocalReturn=n&shipCountry=US&shipFromCountry=&shipCompanies=&SearchText=binoculars&CatId=200003564&SortType=total_tranpro_desc&initiative_id=SB_20170330093813&needQuery=y&isrefine=y

სანადიროდ არ მინდა, ისე საკაიფორ რა

პოსტის ავტორი: vaxusti Mar 30 2018, 21:25

10x70x70 რას ნიშნავს. 70 გადიდების არეალია და მეორე 70 რას ნიშნავს. მოკლედ დაწვრიდ მითხარით ეს მონაცემები. და დაწერეთ როგორი მონაცემების ბინოკლები გამოდგება სანადიროდ

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 31 2018, 09:38

ალბათ 10-70*70 ზე უნდა იყოს. 10-70 ნიშნავს ცვლად ზუმს 10 დან 70 მდე. მეორე 70 ნიშნავს გამომავალი ლინზის დიამეტრს მილიმეტრებში.
კილო ნახევარი მაინც იქნება, ყოველ შემთხვევაში კილოზე მეტი. ზუმის გარდა ბინოკლები ფასდება (და უფრო მეტად) ლინზების სისუფთავით, ან გამოსახულების სისუფთავით, სხივგამტარობით. ზოგიერთ მწარმოებელს კიდეც უწერია რამდენი პროცენტი აქვს შუქგამტარობა. 90-93 ....
გააჩნია რაზე სანადიროდ იყენებ. მთაში ნადირობისას ყოველი გრამი მნიშვნელოვანია. და გააჩნია ბიუჯეტს. ჩემთვის სასურველი იქნებოდა ბინოკლი და მასში ინტეგრირებული მანძილმზომი, ლეიკა, ცეისი, სვაროვსკი. 2000 დოლარზე ზემოთ ღირს. ამიტომ რისი საშუალებაც არის ის უნდა იყიდოს ადამიანმა. დიდ ზუმიანი იაფი ას პროცენტიანი უვარგისი იქნება. ცვლად ზუმიანებიც ძვირი ღირს (ძვირი უჯდება მწარმოებელს). ამიტომ ფიქსირებულ ზუმიანი, ვთქვათ 10 დაბალ ფასში უფრო მეტად ხარისხიანი იქნება .

პოსტის ავტორი: vaxusti Mar 31 2018, 13:00

20x50 ჯობია თუ 10x70 რომელი უფრო კარგია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)