თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტექნიკური აღჭურვილობა _ ფოტოაპარატი.

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 16 2010, 15:58

ხალხნო..სადღაც კი იყო ეს თემა..მაგრამ ვრე ვიპოვნე და აქ გავხსნი.
ხო ეხლა რა მაინტერესებს...თუ ვინმე ერკვევით ამ სფეროში...იქნებ გამარკვიოთ რა განსაზღცრავს სურათის სიმკვეთრეს და ხარისხს???.... მეგაპიქსელი??თუ კიდე სხვა რამე?? ამ სფეროში მაგარი ჩაიდანი ვარ და რატომღაც მომინდა აპარატის შეძენა. ჩემი აზრით მონადირისთვის მაგარი ნივთია...

პოსტის ავტორი: ნოსო Jan 16 2010, 16:19

ლევანი
ლინზაც ძალიან დიდი როლს თამაშობს.

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 16 2010, 16:23

ეგ ძვირიანი სიამოვნება იქნება...მე ისეთს ვეძებ...რო შევწვდე(დამწყებისთვის წავა) ბავრი აპარატი ვნახე გასაყიდი..სხვადასხვა მონაცემების... არის 10 მეგაპიქსელიანი 12-იანიც.. 8-იანიც..სხვადასხვა ფასში..ხოდა მანდ დავიბენი..ეგ მეგაპიქსელები რას ნიშნავს??.. სურათის ხარისხს??..თუ ეგ არაფერ შუაშია და სხვა რამე განსაზღვრავს მაგას??

პოსტის ავტორი: ნოსო Jan 16 2010, 16:51

ლევანი
ფერებს და ფოტოს "ჩოტკასტს" აკონტროლებს,მაგრამ ლინზა ტუ არვარგა მატო პიქსელი არ შვლის, რამდენი გაქ ლევან ფული აქიდან გამოვიდეთ, სონი სონია რაც არუნდა იყოს ,სონის დაუმოზნე!!! 600 არი ჯდება მარგმ კაცურია.( ოღონდ სამოყვარულო) ისე ჩემზე მაგრების არიან აქ და მეტს გეტყვიან მგონი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 16 2010, 17:00

უჰ.. 600-ს ნაღდად ვერ გავქაჩავ(მაგ ფასად კაი თოფის ყიდვა შეიძლება)..რავიცი მაიმარკეტზე გადავხედე და 200-250 ლარში იმდენი აპარატია..მიაქ იქაურობა..მანდედან მინდა საუკეთესო შევარჩიო. დიდ ფოტორეპორტიორობას ნამდვილად არ ვაპირებ..უბრალოდ გასვლების დროს მინდა რო მქონდეს და ჩემი ვოიაჟები დავაფიქსირო. ისე ლინზებს თუ აქვს თავისი მარკა და ხარისხის გამნსაზღვრელი?? და რითი გამოიხატება??..

პოსტის ავტორი: ნოსო Jan 16 2010, 17:24

ლევანი
მაშინ ქენონის კამერა, 300 მდე დაჯდება და ნორმალურია,სასაპნე იქნება რა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif 11 მეგაპიქსელიაქ

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 16 2010, 18:26

ციტატა(ლევანი @ Jan 16 2010, 18:00) *
უჰ.. 600-ს ნაღდად ვერ გავქაჩავ(მაგ ფასად კაი თოფის ყიდვა შეიძლება)..რავიცი მაიმარკეტზე გადავხედე და 200-250 ლარში იმდენი აპარატია..მიაქ იქაურობა..მანდედან მინდა საუკეთესო შევარჩიო. დიდ ფოტორეპორტიორობას ნამდვილად არ ვაპირებ..უბრალოდ გასვლების დროს მინდა რო მქონდეს და ჩემი ვოიაჟები დავაფიქსირო. ისე ლინზებს თუ აქვს თავისი მარკა და ხარისხის გამნსაზღვრელი?? და რითი გამოიხატება??..



მეგაპიქსელები ძირითადად ფორმატის სიდიდეს განსაზღვრავს მაგალითად 10 მეგაპიქსელი თუ არაგაქვს პლაკატის ხელა სურათს ვერ დაბეჭდავ. მაგრამ ეგ უკვე ზედმეტია....... ძალიან სწორი გზა გაქვს არჩეული იაფი მოცებნე და კარგი 7 მეგაპიქსელზე ნაკლები არგინდა და ლინზის ხარისხს ადვილად შეამოწმებ ....გადაიღე სურათი და გადაიტანე კომპიუტერში თუ კარგი ხარისხის სურათს გახსნის კომპიუტერში ესეიგი კარგია....... და ფირმას რაც შეეხება მე -SAMSUNG- ს გირჩევ.

პოსტის ავტორი: ჩელე Jan 16 2010, 18:35

ლევანი
ჯანა, მაიხედე აქეთა, მთავარია ჩინური არ იყოს, თორე დანარჩენი შენ რისთვისაც გინდა 10 მეგაპიქსელიანი გეყოფა ხოშიანად, ასე რომ მარჩიელობას თავი დაანებე და იყიდე ან სონი, ან ქენონი, ან ლუმიქსი, უბრალოდ მეხსიერება იყიდე 2 გეგაბაიტიანი მაინც რომ ჯიგრულად გეყოს ვიდეოზეც და ფოტოზეც.........

ლევანი
ჯანა, მაიხედე აქეთა, მთავარია ჩინური არ იყოს, თორე დანარჩენი შენ რისთვისაც გინდა 10 მეგაპიქსელიანი გეყოფა ხოშიანად, ასე რომ მარჩიელობას თავი დაანებე და იყიდე ან სონი, ან ქენონი, ან ლუმიქსი, უბრალოდ მეხსიერება იყიდე 2 გეგაბაიტიანი მაინც რომ ჯიგრულად გეყოს ვიდეოზეც და ფოტოზეც.........

პოსტის ავტორი: Davitus Jan 16 2010, 21:58

ლევანი
მეგაპიქსელები დიდ როლს არ ტამაშობს, ცათვალე რომ 4 მეგაპიხელის შემდეგ, მოყვარულს უკვე პიკსელები არ უნდა აინტერესებდეს...

მე მაქვს Canon 40D რომელიც ითვლება პროფესიონალურ აპარატად, მარტო აპარატი ლინზის გარეშე ახალი ღირს 800$ ხოდა ამ აპარატს აქვს 10 მეგაპიქსელი

სამოყვარულო კამერებში, მთავარი არის ფოტოკამერის მიმღები მატრიცა, მერე მოდის, ლინზა, და რეზოლუცია (გარჩევადობა) ანუ პიკსელები სულ ბოლოს

შენ თუ არ აპირებ პეიზაჟების გადაღებას რომ მერე დაამუშავო და რამეში გამოიყენო, დაბალბიუჯეტიანი სამოყვარულო კამერაც, ბევრნაირი იყიდება...

მე როგორც ვხვდები შენ უბრალოდ კარგი მომენტების ჩანიშვნა გჭირდება, სასიამოვნო ხარისხის სურათებში

მე არ ვიცი რა იყიდება მარკეტზე, მაგრამ დავძებნი მერე თუ გინდა და გირჩევ რამე მოდელს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: 919 Jan 16 2010, 23:23

ლევანი

მე ცოტა მესმის ფოტოტექნიკის და ვხვდები რისთვის გინდა.
1. შენი ხელობის აღბეჭვდვა - მაკრო გადაღება
2. ნადირობის და პეიზაჟების გადაღება.

ამისთვი ყველაზე კარგია "ლეიკის" ოპტიკის მქონე
LUMIX-ი (Panasonic-DMC-ZS3) აი ეს მოდელი:

http://www.amazon.com/Panasonic-DMC-ZS3-Digital-Stabilized-Black/dp/B001QFZMCO/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1263673262&sr=8-1

პოსტის ავტორი: ლევანი Jan 17 2010, 00:25

დიდი მადლობა რჩევისთვის..

ციტატა(Davitus @ 16th January 2010 - 22:58) *
მე როგორც ვხვდები შენ უბრალოდ კარგი მომენტების ჩანიშვნა გჭირდება, სასიამოვნო ხარისხის სურათებში

კიიი..ძირითადად მაგისთვის..
ციტატა(Gigs13 @ 17th January 2010 - 00:23) *
1. შენი ხელობის აღბეჭვდვა - მაკრო გადაღება

ამ თემას რო ვხსნიდი..ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია..მაგრამ მგონი მაგისთვის უფრო დამჭირდება..მაგარი იდეაა.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 17 2010, 00:29

919
კაი აპარატუსია, მაგრამ ფასიც გემრიელი აქვს 260$ დაუჯდება ჩამოტანიანად უხეშად, გაწვდები მაგდენს ლევან?

პოსტის ავტორი: 919 Jan 17 2010, 13:43

Davitus

ფოტო-ტექნიკის ცვალებადი ოპტიკით აღებას მხოლოდ მომავალ
პროფესიონალს ან ფოტო მოყვარულს ვურჩევ.
გინდა კაცის დაქცევა? აჩუქე ფოტოაპარატი ცვალებადი ოპტიკით newsmile035.gif

ეს კამერა კი სერიოზულ სამსახურს გაუწევს ნებისმიერ პროფესიონალსაც
(როგორც უბის წიგნაკი) აგრეთვე არაპროფესიონალსაც როგორც მოველნების
დამსურათებელი!!!

პოსტის ავტორი: KOBALIA Jan 19 2010, 22:10

სონის, ქენონის და ნიკონის გარდა სხვას არ გირჩევთ არც სამოყვარულოს და არც პროფესიონალურს, თითქმის ყველასთან მქონია შეხება.

პოსტის ავტორი: 919 Jan 19 2010, 22:40

KOBALIA

მე კი მაშინ ჰასელბლატის, ჰორსმანის, მამიას და ლეიკას გარდა არაფერს ურჩევ ლევანის newsmile045.gif
ან პენტაქსმა და ოლიმპუსმა რა დაგიშავა?
შენ ალბათ პროფესიონალი კინო ან ფოტოოპერატორი ხარ?
ლევანს ის კამერა ვურჩიე რაც ძალიან გამოცდილმა ფოტომხატვრებმა თუ რეპორტიორებმა
მირჩიეს და მეც გამოვცადე newsmile05.gif უბის წიგნაკისათვის (და არა მარტო) "ლეიკას" ოპტიკის მქონე
პანასონიკის თუ ლუმიქსის კამერა ძალიან მშვენიერი არჩევანია, პეიზაჟებისათვის ხომ საერთოდ...

პოსტის ავტორი: KOBALIA Jan 20 2010, 20:44

ციტატა(919 @ Jan 19 2010, 23:40) *
KOBALIA

მე კი მაშინ ჰასელბლატის, ჰორსმანის, მამიას და ლეიკას გარდა არაფერს ურჩევ ლევანის newsmile045.gif
ან პენტაქსმა და ოლიმპუსმა რა დაგიშავა?
შენ ალბათ პროფესიონალი კინო ან ფოტოოპერატორი ხარ?
ლევანს ის კამერა ვურჩიე რაც ძალიან გამოცდილმა ფოტომხატვრებმა თუ რეპორტიორებმა
მირჩიეს და მეც გამოვცადე newsmile05.gif უბის წიგნაკისათვის (და არა მარტო) "ლეიკას" ოპტიკის მქონე
პანასონიკის თუ ლუმიქსის კამერა ძალიან მშვენიერი არჩევანია, პეიზაჟებისათვის ხომ საერთოდ...


newsmile05.gif
არა მე აქაურ ბაზარზე რისი შეძენაც შეიძლება და იმათ შორის რომელიც სხვებთან შედარებით კარგია(მითუმეტეს სამოყვარულოებში) ის ფირმები ვურჩიე, 2003 წლიდან ვიგებ ციფრული ფოტოაპარატებით და ასე თუ ისე შეხება მქონდა ფოტოაპარატებთან როგორც სამოყვარულო ისე პროფესიონალურთან და რავიცი აბა მაიც ყოველი შემთხვევისთვის ჩემი აზრი ვთქვი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

თუ "მარიაჟობად" არ ჩამითვლით http://lkobalia.photodom.com/ აგერ ლინკიც დავდე ნახავთ ცოტა ფოტოებს სადაც თითქმის სულ სხვადასხვა აპარატებით მაქვს გადაგებული ოგონდ სულ სამოყვარულოებით.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jan 20 2010, 22:30

ლევანი
Sony hx1–ზე რას იტყვი? ნახევრად პროფესიონალურია თავის ფასის კამერებში ერთერთი პირველია, მაკროსაც კარგად იღებს

KOBALIA
ეს ფოტო სად გადაიღე? მაგარია
http://www.photodom.com/photo/1065958

პოსტის ავტორი: Davitus Jan 20 2010, 22:36

Der Rote Baron
ფასი აქვს ძალიან საშინელი, და დიდია, მონადირისთვის მოუხერხებელია ამ აპარატის თრევა იმ ყველა ეკიპირებასთან ერთად არც ისედაც სათრევი აქვს

ამაზონზე მაგის ფასი არის 490$ დან 520$ მდე, რაც ძალიან ძვირია

პოსტის ავტორი: 919 Jan 20 2010, 23:17

KOBALIA

კი, ვნახე და მარიაჟობაში არ ჩაგითვალე newsmile05.gif უბრალოდ მე დიდი გამოცდილება მაქვს
საზღვარგარეთ სტუდიურ ფოტოგრაფებთან მუშაობაში (რეკლამის დარგში).
დიდი პატივს ვცემ როგორც ნიკონს თავისი მკაფიო ოპტიკით აგრეთვე ქენონს
თავისი "მხატრული" ოპტკით, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესობას ლეიკას
საკმაოდ მაღალ სინათლისმგრძნობიარე და ფართოკუთხიან ობიექტივს (ლევანისათვის).

შენი ნამუშევრებიც მომეწონა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jan 21 2010, 13:41

nikon l 100-ს ახალს მთავაზობენ 530 ლარად, მირჩიეთ რამე, ღირს თუ არა (შვილისთვის მინდა)

პოსტის ავტორი: gizovichi Jan 21 2010, 16:15

Der Rote Baron

ციტატა(george911 @ 20th January 2010 - 23:30) *
KOBALIA
ეს ფოტო სად გადაიღე? მაგარია
http://www.photodom.com/photo/1065958

ეს ფოტო გადაღებულია კრწანისში შარშან ახალ წელს, მამათა მონასტერი შენდება წმინდა საბა გამწმენდელის და ეგ დროებითი ხის ტაძარია, სადაც ბერები წირვას აღავლენენ

პოსტის ავტორი: KOBALIA Jan 21 2010, 19:50

ციტატა(Der Rote Baron @ Jan 20 2010, 23:30) *
ლევანი
Sony hx1–ზე რას იტყვი? ნახევრად პროფესიონალურია თავის ფასის კამერებში ერთერთი პირველია, მაკროსაც კარგად იღებს


KOBALIA
ეს ფოტო სად გადაიღე? მაგარია
http://www.photodom.com/photo/1065958



მე ეხლა ვიღებ Sony H9-თი და ძალიან კმაყოფილი ვარ, თავის ფასში და ამ ტიპის აპარატებში კარგია. Sony hx1 უკეთესი ვარიანტია ეხლა დავათვალიერე ახალი მოდელია, უფრო ფართე კუთხეც აქვს და ხარისხიც უკეთესი ექნება.

ეს სურათი იქ არის ნამდვილად გიზოვიჩმა რო დაწერა შობას არის გადაღებული.

919

გაიხარე, მე არანაირი გამოცდილება არ მაქ პროფესიონალებთან მუშაობის, ისე სიამოვნებით ვიმუშავებდი სტუდიურ გადაღებებზე.
მართალი გითხრა "ლეიკას" მხოლოდ ინტერნეტით ვიცნობ და მართლა მაგარია .

http://www.dpreview.com/ ამ საიტზე ვნახულობ ხოლმე აპარატებს დეტალებში

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jan 21 2010, 21:31

ციტატა(Davitus @ Jan 20 2010, 23:36) *
Der Rote Baron
ფასი აქვს ძალიან საშინელი, და დიდია, მონადირისთვის მოუხერხებელია ამ აპარატის თრევა იმ ყველა ეკიპირებასთან ერთად არც ისედაც სათრევი აქვს

ამაზონზე მაგის ფასი არის 490$ დან 520$ მდე, რაც ძალიან ძვირია

მე მეგონა მაგ კაცს მაკრო გადაღებისთვის უნდოდა და თუ სანადიროდაც უნდა ატაროს მაშინ პატარა ციფრულსი გარდა მაგისთვის ყველა დიდი და მოუხერხებელი იქნება, ხოლო რაც შეეხება HX1-ს რა შესაძლებლობებიც მაგ აპარატს აქვს იგივე შესაძლებლობების მქონეები უფრო ძვირები ღირს და ვიზუალურადაც უფრო დიდებია, თბილისში 1000 ლარი ღირს, მოკლედ შენ ქენონთან ვერ მოვა მაგრამ თავის კლასსში ერთერთია newsmile05.gif

ციტატა(შალვა @ Jan 21 2010, 14:41) *
nikon l 100-ს ახალს მთავაზობენ 530 ლარად, მირჩიეთ რამე, ღირს თუ არა (შვილისთვის მინდა)

ზუსტად არ მახსოსვ ეგ ნიკონია თუ არა მარა მგონი ეგ მოდელი ელემენტებზეა ხო?? თუ ელემენტზეა არ გირჩევთ

პოსტის ავტორი: 919 Jan 21 2010, 22:54

KOBALIA

სამწუხაროდ ჩემი თბილისელი მეგობარი, ფოტოგრაფიკის დიდი პროფესიონალი,
ვოვა (ბურჯუი) ბურჭულაძე 2007-ში გარდაიცვალა და ახლა არავისთან აღარ ვმუშაობ
და არც კი ვიცი ვინ გირჩიო პრაქტიკისათვის newsmile038.gif მიწევს საჭირო მასალის შეძენა საერთაშორისო
ფოტობანკებიდან.

რაც ახალ ამბებს შეეხება, ძირითადათ ვეკითხბი ჩემ მეგობრებს უკრაინიდან, ყაზახეთიდან და
კანადიდან. ისე რაც შეეხება ყიდვას და თავსებადობას აი აქ ვეძებ: http://www.bhphotovideo.com/
აგრეთვე ვყიდულობ ჟურნალ "დიჯიტალ ფოტოგრაფის"

პოსტის ავტორი: KOBALIA Jan 21 2010, 23:08

სამწუხაროდ ამ ბოლო დროს თითქმის მთლიანად მოვწყდი ფოტოაპარატს, მაგრამ ერთადერთი საქმეა რაზეც თავდაუზოგავად შემიძლია ვიმუშაო, თან სამოყვარულო აპარატებსაც ვერ ავცდი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: (SimoN) Jan 28 2010, 14:45

ყველაზე მაგარი მაინც canon ია აპარატებში ვერცერთი ფირმა ვერ ჯობია... გადაგების ხარისხს ვგულისხმობ...

პოსტის ავტორი: 919 Jan 28 2010, 20:15

(SimoN)

აუუუუუუუ.... შენ ეტყობა მხოლოდ ფეხბურთს უყურებ და სარეკლამო ფარებიდან იცი ფოტოგრაფია newsmile035.gif
თანაც ქენონის გადაღების ხარისხსაც ამით აფასებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Feb 2 2010, 14:04

ქენონი მაქვს მე 400D და კმაყოფილი ვარ!

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 2 2010, 14:15

დაილოცოს canon g9 ამის ფანი ვარ რა მაგარი აპარატია....

აპარატი რომელიც წყლის ქვეშაც ირებს უმაღლეს სურათებს და ვიდეოებს, დიდი სიამოვნებით ვიქპონიებდი, მისი ფასი სადღაც 1000 ლარამდეა ჩვენთან...

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 13 2010, 00:42

ლევან, თუ შეიძინე რამე? მეც მინდა რამე აპარატის შერჩევა, თუმცა აქ კი სულ დავიბენი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: 919 Apr 13 2010, 08:23

NNN-504

და ლევანს გირჩევთ ჩემს მიერ ხსენებულ ლეიკის ოპტიკიან ლუმიქსს....
ახლა მივხვდი უკეთ როგორ აგიხსნათ ქენონის, ნიკონის და ლეიკის შედარება.
გაიხსენეთ ოპტიკური სამიზნეები... ალბათ ბუშნელი და ლიპერსი იქნება
უფრო სწორი შედარება. და აქვე უცებ ოპტიკა ან სვაროვსკისგან ან კარლ ცაის იენა.
ხო და ამ ლეიკას ეს ოპტიკა უყენია.
იგივეა რაც დინამიკები შევადაროთ სონი, პანასონიკი და პიონერი...
და უცებ ჯეი-ბი-ელი, ჰარმან-კარდონი და ბოსი რომ გაიჩითოს ასარჩევად.
იმედია გასაგები ენით ავხსენი საკუთარი აზრი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 13 2010, 11:42

მადლობა რჩევისთვის....

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 14 2010, 11:39

ხალხნო თქვენი რჩევა მჭირდება..ამ კვირაში ვაპირებ ნახევრადპროფესიონალური აპარატის შეძენას, მაქვს 2 ვარიანტი Canon EOS 500D ან Nikon D5000, ფასებს შორის სხვაობაა 300 ლარი, ორივე სტანდარტული კიტ ლინზით არის.. ზახარასთან მარტო nikon დევს და ვერ მეუბნება რომელი ჯობია, ორივე კარგი არისო, ჩემით რაც გავარკვიე ნეტში ყველა Canon-ს აქებს, მარა ერთი პრობლემაა, ამ ქენონზე ბევრი მესმის რო უაზროდ ფუჭდება და რარაც გამძლე აპარატები არ არისო და არ მინდა ამდენი ფული ტყუილად გადავყარო..მოკლედ რომელს მირჩევტ და სად ვიყიდო ბარემ ესეც მითხარით..პეკინზე Canon-ის ცენტრში მარტო სამოყვარულოებია..კიდობანში იცოცხლე კიდე ყველაფერია..

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2010, 15:22

canon- ყველას ჯობია ნამდვილად. ეგ ინფორმაცია რომ უაზროდ ფუჭდებაო მცდარია. დღესდღეობით canon-ზე მუშა აპარატი არ მეგულება. თან სურათებსაც შედარებით ხარისხიანად იღებს. ach.gif ach.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 14 2010, 15:45

ლეკი
რა აპარატი გაქვს ქენონის??

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 14 2010, 17:00

ქენონ ჯ 11 აიღე ძაან მაგარია დამიჯერე....

1000 ლარში იყიდი, 2 წლიანი გარანტიით

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2010, 17:18

T A M P L I E R
მე არ მაქვს, მაგრამ ვისაც ვიცნობ ყველას canon-ი აქვს და ჯერ არც ერთი აპარატი გაფუჭებული არ მინახავს, მაგარი მუშა აპარატია. რავიცი მე ვფიქრობ რო ეს ფირმა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა თავის ფასში. ach.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 14 2010, 21:09

აბა უფრო გამოცდილი ხალხი..სადა ხართ ხალხოოო newsmile05.gif მირჩიეთ რამე სანამ ფული გადავყარე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: tatoo Jun 14 2010, 22:07

ვაპირებ ნიკონ L100ის ყიდვაას.. და მირჩიეეთ ღირს თუ არა?

პოსტის ავტორი: 919 Jun 14 2010, 23:48

მაჭარა

ჩემი აზრი გითხარი... newsmile045.gif აიღე ქენონი, ოპტიკასაც მერე აგარჩევინებ....

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 15 2010, 07:33

tatoo
მანამდე ჯობდა ეს წაგეკითხა newsmile05.gif

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=697


ეგ აპარატი კიდე თანამშრომელს აქვს და მე პირადად არ მომწონს..

პოსტის ავტორი: tatoo Jun 15 2010, 18:55

უიი მე მაპატიეეთ newsmile035.gif ხო, მე საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია მარა რავიცი უცებ ეგ ავარჩიე და არ მინდა რო ფულის ტყუილი ყრა გამომივიდეს.. 10 მგპ-ით და 15X-ოპტიკურიი ზუმითაა... და რითი არ მოგწონს?

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 15 2010, 20:43

tatoo
ზუსტად მაგ მეგაფიქსელიანი ქენონი უფრო ხარისხიანად გადაიღებს სურათებს და თან შედარებით მუშაცააა. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 15 2010, 20:44

tatoo
მაგის გადაღბულ სურათს რო ნახავ ვერ იტყვი რო 10 მეგაპიქსელი აქვს და 15 კიდე ოპტიკური ზუმი, ისე ეს მეორე ციფრი რაღაც დიდი მეჩვენება..

პოსტის ავტორი: tatoo Jun 15 2010, 23:30

ანუ არ ღირს ყიდვაა?

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 16 2010, 00:00

თუ დამწყები ხარ, ჩემი აზრით ღირს ყიდვა, ასე რომ იყიდე, სამოყვარულო კამერაა და ისწავლი, აი მერე უკვე იფიქრე სერიოზული კამერის ყიდვაზე.........

პოსტის ავტორი: Davitus Jun 16 2010, 02:03

tatoo

რა ფასში ყიდულობ?

პოსტის ავტორი: tatoo Jun 22 2010, 16:24

კი დამწყები ვაარ.. ნუ ჩხაკუნა ციფრულები მქონია მარა არაფერიი სერიოზული newsmile035.gif
განვადებით ვყიდულობ... უპროცენტოა და უცებ გადავწყვიტე.. თორე ესე უცებ ფული არ მაქვს და მშობლებიი საშვილიშვილოდ გადამიმტერებენ რო ვუთხრა newsmile05.gif) newsmile035.gif:D ცუდი არჩევანია?

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jul 11 2010, 15:44

http://www.elitelectronics.ge/index.php?m=268&cat_id=1020&pid=2491

ამ ფასში ამის ყიდვა ღირს? ან საერთოდ როგორი აპარატია იქნებ მირჩიოთ

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 7 2010, 00:36

ნამეტანი გვიან ვნახე ეს ტემა მაქვს ( მერ ა ჩემს ძმას მაგრამ მეც გემრიელად ვიყენებ) Nikon D5000-ი კმაყოფილი ვარ მტელი ოჯახით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 30 2010, 18:23

http://www.amazon.com/Canon-PowerShot-SD1400IS-Stabilized-Black/dp/B0035FZJJ4/ref=sr_1_5?s=electronics&ie=UTF8&qid=1288452192&sr=1-5
ეს კარგიააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 22 2012, 13:06


ისე ეს ყოჩაღი ფოტოაპარატია-?

http://www.zoommer.ge/index.php?cid=35&act=view&id=1009

http://www.amazon.com/Canon-PowerShot-Digital-Stabilized-Wide-Angle/dp/B0075SUK14/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1353578766&sr=8-1&keywords=Canon+PowerShot+SX260+HS


პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 22 2012, 15:10

PREDATOR
ამაზონზე ხალხის რევიუვებს თუ შევხედავთ კარგი ჩანს newsmile045.gif

ისე მე "გასაჭყეტიანი: აპარატები მომწონს უფრო D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 22 2012, 21:32

PREDATOR

კაი ტიპია, განსაკუთრებით კარგი თვისებაა 240 კადრი/წმ-ით ვიდეოს გადაღება


ერთი ეგაა რომ ფასი იკბინება ცოტა, 150$ კაი ფასი იქნებოდა, მაგას + განბაჭებაც უწევს და ძალიან ადის ფასი კოსმიურ თანხებზე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)