თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ MAX 1050 BAR

პოსტის ავტორი: levan81 Aug 27 2010, 08:36

მოგესალმებით! შევიძინე RC ვაზნები, რომლებსაც აწერია MAX 1050 BAR, მაინტერესებს რამდენად შეიძლება ასეთი ვაზნების სროლა იჟ 27 12/76 დან? ლულას ხომ არ დააზიანებს? ან მათი სისტემატური ხმარება თოფს ხომ არ მოარყევს? წინასწარ დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: hunter87 Aug 27 2010, 11:43

12/76 სავაზნე ნიშნავს რომ მაგნუმის ლულები ჰქონია შენ თოფს და ეგ ვაზნები ზუსტად რომ ზედგამოჭრილია, არაფერს არ უზამს, ისროლე რამდენიც გინდა

პოსტის ავტორი: GIO-85 Oct 13 2010, 11:16

ციტატა(levan81 @ Aug 27 2010, 09:36) *
მოგესალმებით! შევიძინე RC ვაზნები, რომლებსაც აწერია MAX 1050 BAR, მაინტერესებს რამდენად შეიძლება ასეთი ვაზნების სროლა იჟ 27 12/76 დან? ლულას ხომ არ დააზიანებს? ან მათი სისტემატური ხმარება თოფს ხომ არ მოარყევს? წინასწარ დიდი მადლობა!



ისე ეს საკიტხი მეც მაინტერესებს არავინ იცით ხალხო ეს 1050 ბარი ნორმალურია თუ ბევრია---?

პოსტის ავტორი: Maverick Oct 13 2010, 11:41

ციტატა(GIO-85 @ Oct 13 2010, 12:16) *
ისე ეს საკიტხი მეც მაინტერესებს იქნებ არავინ იცით ხალხო ეს 1050 ბარი ნორმალურია თუ ბევრია---?


სისტემატიურად ვხმარობ ბორნაჩის 1050 ბარიან, 36 გრამიან ვაზნებს, 0, 1,2, 3, 4 ნომრებს, როგორც izh 27-დან ასევე ატადან, თოფებს არავითარი პრობლემა არ შექმნია, აი ვისაც მოხვდება კი . . . . . . newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
სერიოზილი პრობლემით ასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას

პოსტის ავტორი: GIO-85 Oct 13 2010, 11:49

ციტატა(Maverick @ Oct 13 2010, 12:41) *
სისტემატიურად ვხმარობ ბორნაჩის 1050 ბარიან, 36 გრამიან ვაზნებს, 0, 1,2, 3, 4 ნომრებს, როგორც izh 27-დან ასევე ატადან, თოფებს არავითარი პრობლემა არ შექმნია, აი ვისაც მოხვდება კი . . . . . . newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
სერიოზილი პრობლემით ასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას



მადლობთ გაიხარე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 13 2010, 19:25

მაგნუმ კლასია, საშუალო ნორმალური წნევაა 650- 800 ბარი . 12/70 16/70 -სთვის

პოსტის ავტორი: ilia123 Jan 25 2017, 00:43

გამარჯობათ მაქვს საბჭოტა იჟ-58 და იხვზე რომელი ფირმის ან რამდენ გრამიანი ვაზნები ვიხმარო? თოფის წონა 3კ და 200 გრამია. ლულა რათქმაუნდა არამაგნუმია 750 ატმოსფეროზეა გათვლილი თანამედროვე ფაბრიკული ვაზნები კი ცოტა ძლიერი მეჩვენება და მეშინია თოფი არ მოირყეს ხშირი სროლისგან.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 08:29

ilia123
36 გრამიანზე მეტს არ გირჩევ. ფირმას რაც შეეხება, დიდი განსჯის საგანია. კონკრეტულად მაგ თოფზე რო გატესტო ჯობია .

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 25 2017, 09:00

36 გრამი ბევრია თუ 16 კალიბრია. ჩემს ახლობელს აქვს და მაგის 16 კალიბრი, 28 გრამიანების ზემოთ არ ისვრიან.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 10:21

smekosmeko
3.2 კგ წესით 12 კალიბრი უნდა იყოს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 25 2017, 11:48

მე როგორც ვიცი 3.2კგ არის 16 კალ და 3.3 კგ 12 კალ. ყველაზე ამრტივი იქნება დაწეროს რა კალიბრი აქვს )

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 11:58

D.gif ეგრე ჯობია კი , 16 კალიბრის შენთხვევაში 36 ბევრია.

პოსტის ავტორი: ოთო. Jan 25 2017, 12:17

3,200 იწონის 12 და 16 კალიბრი ---------> http://fastmarksman.ru/9ij58m.htm

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 12:38

ოთო.
როგორ ახერხებენ? გადაირევა კაცი newsmile05.gif)
ისე არამგონია სხვაობა არ იყოს , ეს ალბათ ზოგადად უწერია

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 25 2017, 13:11

ვითომ 16 კალიბრს უფრო სქელი კედლები აქვს?

პოსტის ავტორი: ilia123 Jan 25 2017, 14:40

მადლობთ გამოხმაურებისთვის.იჟ 58- მ ია საექსპორტო 12 კალიბრის ლულის სიგრძე 73 სანტიმეტრი ჩოკი და ნახევარჩოკია შევიწროება. 36 გრამიანებსაც ვხმარობდი მარა ძაან დიდი უკუცემააქ და არამგონია კარგი იყოს ხშირი სროლა, როგორც ვიცი საბჭოთა თოფები სოკოლზე გადიოდნენ გამოცდას ამ თანამედროვე ვაზნებში ათასგვარი ნიტრო დენთი გამოიყენება სხვადასხვა საწყისი სიჩქარით და ატმოსფერული წნევით. ხოდა ბიჭებო იქნებ მირჩიოთ, რომელი ვაზნები გამოვიყენო იხვზე და თან რო უსაფრთხო იყოს ლულებისთვის.

პოსტის ავტორი: koba1973 Jan 25 2017, 14:44

smekosmeko

ციტატა(smeko @ 25th January 2017 - 15:11) *
ვითომ 16 კალიბრს უფრო სქელი კედლები აქვს?

საბჭოთა იარაღზე საკმაოდ ხშირად ერთიდაიგივე ზომის კალაპოტზე სხვადასხვა კალიბრის ლულას აყენებდნენ. მაგიტომ 16კ იჟ27 უფრო მძიმე იყო ვიდრე 12კ.
მე დიდი ხნის წინ მქონდა 28 კ ლულა რომელიც პირდაპირ დგებოდა 16 კალიბრის იჟ 17 ზე თუ ზკ-ზე.

პოსტის ავტორი: ჯოლა Jan 25 2017, 14:48

ilia123
36 გრამზე ზე მეტს ნუ იხმარ 32 გრ მთლა უკეთესი . იხვზე ღამის გადაფრენაზე მე და ზახარამ 9 ნომერი ოზკურსანებით მშვენივრად ვინადირეთ newsmile05.gif 7.5 რიოს გირჩევდი კიდე , ტრასტებიც არაა ცუდი (მთლად სუპერ ჰალკონებს ნუ აიღებ). რავი ძაან ინდივიდუალურია თემაა , კონკრეტულად მაგ თოფზე უნდა გატესტო და აირჩიო 36 ზე მეტი არ ისროლო სისტემატურად.

პოსტის ავტორი: ilia123 Jan 25 2017, 15:37

ჯოლა მადლობა მეგობარო)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 25 2017, 19:41

ციტატა(koba1973 @ Jan 25 2017, 15:44) *
smekosmeko

საბჭოთა იარაღზე საკმაოდ ხშირად ერთიდაიგივე ზომის კალაპოტზე სხვადასხვა კალიბრის ლულას აყენებდნენ. მაგიტომ 16კ იჟ27 უფრო მძიმე იყო ვიდრე 12კ.
მე დიდი ხნის წინ მქონდა 28 კ ლულა რომელიც პირდაპირ დგებოდა 16 კალიბრის იჟ 17 ზე თუ ზკ-ზე.


აბსოლიტური სიმართლეა. ერთი კალაპოტი იყო ხოლმე და რიგ შემთხვევაში ლულის გარეთა დიამეტრიც იგივე იყო. შესაბამისად 16 კალიბრი 12 ზე მძიმე იყო და 20 კალიბრი 16 ზეცდა 12 ზეც. იმიტომ არ იყო პოპულარული 20 კალიბრი სსრში

ilia123
პრინციპში ჯოლამ უკვე გაგცა პასუხი. სროლით მაქსიმუმ 36 გრამი. დანარჩენი ინდივიდუალურია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)