თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ რელოდინგი

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 16 2009, 18:18

Hornady 366 Auto Progressive Loader

ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სანადირო ვაზნის დასატენი მოწყობილობა (პრესი), რომელსაც ფართოდ იყენებენ პირველ რიგში მის სამშობლოში აშშ-ში და შემდეგ მთელს მსოფლიოში. მას იყენებენ როგორც მონადირეები, ისე სპორტსმენები. აღნიშნული დანადგარი მზადდება ნებრასკას შტატში, გრანდ აილენდში. კომპანია ჰორნადის დამაარსებელია ჯოის ჰორნადი, რომელიც თავად იყო განთქმული მსროლელი და მონადირე. მან გადაწყვიტა შეექმნა უკეთესი ტყვია, ვიდრე იმ დროს არსებულები იყო და ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მან დააფუძნა კომპანია, რომელიც ტყვიების გარდა უშვებდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ვაზნის დასატენ პრესებს. ჰორნადის პრესმა მალე გაითქვა სახელი სპორტსმენებსა და მონადირეებს შორის და დღეს დღეობით ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში. ჰორნადი უშვებს პრესებს, როგორც გლუვლულიანი ისე ხრახნილლულიანი თოფებისა და შაშხანების ვაზნებისთვის.

ამჯერად ჩვენ ვეხებით გლუვლულიანი თოფების ვაზნის პრესს Hornady 366 Auto Progressive Loader-ს. ეს არის ე.წ. მრავალსაფეხურიანი პრესი, რომელიც ერთდროულად ამზადებს რამდენიმე (8) ვაზნას. პრინციპი ასეთია: მონადირე პრესის ბერკეტის ერთი ჩამოწევით ახდენს ერთდროულად სხვადასხვა ვაზნაზე სხვადასხვა ოპერაციას: მაშინ როდესაც ერთ ვაზნას მოერგება ფისტონი, მეორეში ამ დროს ეყრება დენთი, მესამეში საფანტი და ა.შ.

არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის მოდიფიკაცია Gas Assisted 366 AP LOADER, ამ უკანასკნელს ბერკეტზე აქვს განთავსებული სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და ადამიანის მხრიდან ბერკეტზე ზეწოლას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ვაზნები უფრო სწრაფად იტენება.

არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის დამტენები შემდეგ კალიბრებზე: 12, 20, 28 და .410

ხოლო Gas Assisted 366 AP LOADER - 12 და 20 კალ.

ფასი: Hornady 366 Auto Progressive Loader 670 $ ოფიციალურ საიტზე.

ფასი: Gas Assisted 366 AP LOADER 853 $ ოფიციალურ საიტზე.

თუმცა აშშ-ის სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში შესაძლებელია პრესი უფრო დაბალ ფასებშიც ნახოთ.


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


https://www.hornady.com/shop/?ps_session=7318211d69d17c7892f1c44aef061b71&page=shop%2Fbrowse&category_id=905186f9f77fca6d19b489eb60dd8509

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 16 2009, 23:07

მონადირე

ციტატა(Zvikius @ 16th June 2009 - 04:18 PM) *
იმედი მაქვს ჩემი იდეებით თავი არ მოგაბეზრე

რა უბედურებაა ეს? newsmile05.gif
თემა გადმოვიტანე სადაც საჭიროა, დროთა განმავლობაში თუ გაფართოვდება და სხვა თემებათ გადაიქევა განყოფილებაც გაუკეთოთ

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 18 2009, 18:44

ნეტავ ვინმეს თუ აქვს საქართველოში ჰორნადის პრესი? უძლიერესი რამეა


http://www.radikal.ru


თუ დაგაინტერესებთ, მოვიძიებ და დავწერ ინფორმაციას ამ დანადგარზე.

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 18 2009, 18:47

მონადირე
თუ არ დაზარდები დაწერე, კარგს იზამ, მე მაინტერესებს და ალბათ სხვასაც დააინტერესებსnewsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 18 2009, 20:07

დაწერე ძამიკო დაწერე აქ ბარკლაის დანადგარის და დიანას მეტი არაფერი გვინახია ! მაგი კიდე ოცნებად დაგვრჩება

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 18 2009, 21:15

hunter777
ოხ რა ხარ იკა newsmile015.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 18 2009, 23:07

მონადირე
თუ დაწერ პირველ პოსტში ჩაამატე რა, მაგარი საინტერესოა, თან პირველი პოსტი ხო ხვდები ყველაზე მნიშვნელოვანია და მერე მიებმება დანარჩენი,
კაბელაზე თუ არ ვცდები 600 მწვანეს ფარგლებსჰი ტრიალებს


პ.ს. საქართველოში მგონი კანონით არ შეიძლება კუსტარული დატენვა, რომ გამოიწეროს კაცმა შემოატანინებენ? (ეს სხვა თემაა და ვინმემ თუ იცის კონკრეტული პასუხი გაეცით, ამაზე პოლემიკა არ გინდათ რა, თორე თემის არსი შეიცვლება)

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 19 2009, 10:30

ვიტო

ციტატა(vito @ 18th June 2009 - 11:07 PM) *
კაბელაზე თუ არ ვცდები 600 მწვანეს ფარგლებსჰი ტრიალებს

კაბელასი საერთოდ არ ყიდის ჰორნადის პრესს. newsmile05.gif

ციტატა(vito @ 18th June 2009 - 11:07 PM) *
პ.ს.


პიესზე ახალი თემა გახსენი თუ გინდა და გეტყვი მაგაზეც.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 19 2009, 10:43

მონადირე

ციტატა(Zvikius @ 19th June 2009 - 08:30 AM) *
კაბელასი საერთოდ არ ყიდის ჰორნადის პრესს.

ეტყობა სხვაგან ვნახე newsmile05.gif
ციტატა(Zvikius @ 19th June 2009 - 08:30 AM) *
პიესზე ახალი თემა გახსენი თუ გინდა და გეტყვი მაგაზეც.

ოკ, საღამოს გავხნი თუ გამახსენდა ეხლა არ მცალა, ან კიდე შენ გახსენი

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 19 2009, 11:41

ისე მე ეგეთ საკითხებში ვერ ვერკვევი მაგრამ ჩემი აზრით მაგის კუსტარულად ბეჭდვა მანდამაინც არაა კარგი, ალბათ ძაან ცოდნა და ჩალიჩი უნდა, ეგ როცა არ იშოვებოდა ტყვიები მაშინ კი, მაგრამ ეხლა ალბათ ქარხნული ჯობია და ტან ფასში დიდი სხვაობა არ უნდა იყოს

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 19 2009, 11:43

გრიზლი
არა გრიზლი - რელოდინგი მაგარი რამეა! ფილოსოფიაა...

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 19 2009, 11:46

აუ მაგრად მინდა ვიყიდო,კარგია ხომ რა ფუნქციებიაქ?ნეტა?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 19 2009, 14:52

ძალიან მაგარი გამოსადეგია როცა დიდი პარტიის ვაზნებს ტენით, სხვა მხრივ აზრი არა აქვს. კაბელაზე დევს მასეთი აპარატი მაგრამ სხვა ფირმისაა, არა აქვს დიდი მნიშვნელობა ჰორნადია თუ სხვა ფირმა

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 19 2009, 14:57

Bonehill
ფირმას ყველა შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, რაც შეეხება იმას ერთვაზნიანია პრესი თუ მრავალვაზნიანი, გეთანხმები, აზრი აქვს მხოლოდ მაშინ თუ ათასობით და მეტი ოდენობით ვაზნას ხმარობ წლის განმავლობაში.

ეგრე მე ვიცი ერთი ძალიან მაღალი ხარისხის პრესი - Ponsness/warren Du-O-Matic 375

თუ ვიყიდე მე პირადად მხოლოდ ამას ვიყიდი. ერთვაზნიანი პრესია უძალიანმაგრესი. ინფოს და ფოტოს დავდებ სხვა დროს.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 19 2009, 15:04

მაგარია კარგი ინფოა გაიხარე! მარა ეგ იმ შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი როცა ბიზნესი გაქვს ანუ ერთ მონადირეს მაგი არ ჭირდება, აი როცა მაღაზია გაქვს და შეკვეთებს ღებულობ მაგარი რამაა! ნებისმიერი მუხტის ვაზნას დაამზადებ, და კლიენტურაც გეყოლება!

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 19 2009, 22:20

მონადირე

თუ იმენნა გევასება მაშინ ეგ უკვე სხვა რამეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 19 2009, 23:05

ვაზნების წარმოებისთვის გამოდგება? ანნუ ყველაფერს თვითონ აკეთებს? თU კიდე დამჩიორდება სხვა დანადგარები?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 19 2009, 23:43

ძალიან კარგი ავტომატი ჩანს მაგრად მომიხდებოდა, სეზონისთვის ხელები აღარ მივარგა ხოლმე ამდენი პრესვით newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 20 2009, 22:33

აბა მეეეე უკვე სამუდამო პატიმრობა უნდა მომისაჯონ newsmile035.gif , სადაააა სულ ფაბრიჩნების საყიდელი ფული ტოოოოოოოო?????

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 20 2009, 22:40

საბრძოლო მასალის დამზადება ნამდვილად ექვემდებარება ლიცნზირებას

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 21 2009, 08:49

გლუვლულიანი სანადირო თოფის ვაზნების სახლის პირობებში დამზადებას კანონი არ კრძალავს! კანონი კრძალავს ხრახნილლულიანი ავტომატური საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა, გადატანა, გამოყენებას და დამზადებას! ანუ იმ მასალისაგან დამზადებას რისი გაყიდვაც იკრძალება კანონით, მაგ ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო ვაზნები, მაყუჩიანი იარაღი და სხვადასხვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა! იხილეთ კანონი ,,იარაღის შესახებ,,!

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 21 2009, 10:37

hunter777
სახლში დამზადება გასაგებია მაგრამ გასაყიდად რო დავამზადი დიდი რაოდენობოთ გლუვლულიანის ვაზნები ლიცენზია არაა საჭირო?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 21 2009, 10:59

მაგ შემთხვევაში კი!! ვაჭრობის შემთხვევაში აუცილებელია თან კერძო პირი თუ იქნები და არა იურიდიური ფირმა! ფირმის შემთხვევაში იქ ლიცენზია ავტომატურად დაგჭირდება ისევე როგორც ვაზნების სხვა ქვეყნიდან შემოტანისას, ვაჭრობის ფაქტზე წასწრების შმთხვევაში მოგთხოვენ ლიცენზიას და თუ არ აგმოღაჩნდა ჯარიმაც არ აგცდება მაგრამ, თუ საკუთარი მოხმარებისათვის დატენი, ლიმიტი შეზღუდული არაა რამდენიც გინდა იმდენი დაამზადე!! კანონით გათვალისწინებული მასალებისაგან ანუ მალე აალებადი საცობბის ხმარება ისეთი როგორიცაა ქაღალდი ბამბა და ა.შ ,,პიჟები ვიგუსიხმე,, იკრძალება ეხლა მაგის ქექვას არავინ დაიწყებს იმიტომ რომ მაგი ალბათ 95% კანონდამცველებმა არ იციან და არც ვაზნას დაგაშლევინებენ მაგის სანახავად ისე თუ შარის მოდება უნდათ და დაჯარიმება მაგიც არაა გამორიცხული!

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 22 2009, 20:25

ჰანტერ777 მართალს ამბობს. დაუჯერეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 29 2009, 22:05

ხოხოოოოოოოოოო რა ხნის დახვრეტილები ვიქნებოდით ბიჭებო newsmile039.gif ,გლუვლულიანის ტყვიების დატენვაზე რომ იჭერდნენ? newsmile038.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 11 2009, 23:02

ისე მე მაინც არ მჯერავს, სახლში დატენილი რამდენად იაფია ქარხნულთან შედარებით? პროცენტულად?

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 21 2009, 15:46

გრიზლი
თუ ტყვიას (საფანტის მასალა) არ ყიდულობ - საკმაოდ იაფია.

პოსტის ავტორი: xxx May 21 2010, 20:12

ესეიგი რამაინტერესებს აქ საუბარია დრაბავიკი ჰილზის დატენვაზე მაგრამ აი ნარეზიანის რომ დატენო ამაზე იქნებ დაწეროთ. არ შეიძლება მაგრამ მაინც მაინტერესებს თუ რა და როგორ უნდა გააკეთო. რადგან აკრძალულია მაშინ გამზადებული ტყვიებიც არ იქნება მაღაზიაში ხომ ასეა? ამიტომაც ადამიანს მოუწევს სახლში ჩამოასხას ტყვია და ეს როგორ გააკეთოს და მერე დენთიც ხომ უნდა შესაბამისი ნარეზიან ლულაში ივარგებს დრაბავიკი თოფის წამალი სოკოლი და ეგეთები თუ არა ? და მერე ფისტონიც უნდა და არც მაგი არ იშოვება ხომ? იქნებ დამიწეროთ თუ არ შეწუხდებით რა როგორ ივარგებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xxx May 24 2010, 16:41

ეხ არავინ მიწერთ რაარის რაა ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 24 2010, 16:53

xxx
ჯერ ერთი არ შეიძლება კანონით აკრძალულია მეორეც მასალა არ არის და რომც იყოს ძვირი გამოგივა მესამე შეიძლება არასწორად დატენო და ან რამე დააზიანო და ან ზუსტი სროლას არ მოგცემს მეოთხე კიდე რა ძალაა დატენვა ხო იყიდება ქარხნული აპრობირებული ტყვია აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკივო,ვაიდა საშიშ ცხოველზე ნადირობისას ასეჩკა მოგცა მერე.
ესე შეიძლება გავაგრძელოთ მაგრამ მაინც მეტი მინუსები ექნება ვიდრე პლიუსები

პოსტის ავტორი: Bonehill May 24 2010, 18:47

xxx
კანონით არ შეიძლება მე როგორც ვიცი, მაგრამ ბევრი თვითონ ტენის , თანაც პატარა ექსპერიმენტებსაც ატარებს ხალხი, როგორც ასეთი მასეთი გზით უფრო ადვილი უნდა იყოს ოპტიმალური ტყვიის შერჩევა იარაღისთვის.
საქმე იმაშია რომ რელოადინგისთვის მასალა არ იშოვება ცალკე , მაღაზიებში არ იყიდება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: xxx May 30 2010, 11:37

ეხ რა იმედები გამიცრუვდა მაგარ მუგამში ვარ და სწორედ ამიტომ სახლში მაინც რომ გავერთი იქნებ მითხრათ დენთი რომელი გამოვიყენო? სოკოლი არ ივარგებს ნარეზიანში ანუ ლულას ხომ არ გამიფუჭებს სხვანაირი აირი თუ ნარჩენები ხომ არააქვს?იქნებ მითხრათ რომელი დენთი ივარგებს ნარეზიანი იარაღისთვის? thinking.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 30 2010, 11:40

სოკოლი ხრახნიან ლულას ვერანაირად ვერ დააზიანებს პირიქით ნაკლებ აგრესიულია ეგ დენთი მაგრამ სუსტია ხრახნიანი იარაღისათვის და ნაკლებ გამოსაყენებელი.

პოსტის ავტორი: xxx May 31 2010, 17:03

გაიხარე სწორედ ეს მაინტერესებდა და მაშინ იქნებ მირჩიო რამე დენთი ნარეზიანი იარაგისთვის , ისეთი დენთი რომელიც იშოვება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xxx Jun 2 2010, 18:19

აუ დამიწერეთ რა ძალიან გთხოვთ ეგ ბოლო დეტალი დამრჩა და ვსიოო დ.ა.მ.ე.ხ.მ.ა.რ.ე.თ

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 2 2010, 20:44

xxx
ჩემი მეგობარი იაფფასიანი ვაზნების დენთს ხმარობს და რავიცი აბა newsmile040.gif

პოსტის ავტორი: xxx Jun 3 2010, 16:26

კარგია ესეიგი პრობლემაარექნება ჩემს ნარეზიანს უბრალო იაფფასიან დენთს თუ გამოვიყენებ? მაგარია ძაან newsmile05.gif) და იქნებ ის მითხრათ მაინც რომელი იქნება ყველაზე კაი რომ არ დამიზიანოსსავით ლულა და არ ვინერვიულო მასზე ცუდი დენთის გამო ი.ი დამიწერეთ რა რომელი დენთი იქნება ყველაზე კაი ნარეხიანი იარაღისთვის რომ გამოვიყენო და რომ ლულა არ დამიზიანოს მავნე გაზებით ანუ ხარისხიანი რომ იყოს და იშოვებოდეს მაღაზიებში newsmile05.gif აბა ველი თქვენგან დახმარებას ეგ ერთი დეტალი დამრჩა და დამეხმარეთ რა აუ რამდენი ვწერე აბა თქვენ იცით newsmile045.gif ))

პოსტის ავტორი: Davitus Jun 3 2010, 19:45

xxx

ჩვეულებრივ სოკოლზე ბევრად ძლიერია რექსი, დაზიანებით ლულა არამგონია დააზიანოს, ცდა ღირს პინციპში, სოკოლი მაგ საქმისთვის მართლა სუსტია...

ისე ტყვიას აშკარად შეეცვლება ბალისტიკა, დატენილ ტყვიებს შორისაც იქნება სხვაობა, მოკლედ კაი თავისტკივილია სტაბილურობის მიღწევა ამ ტიპის ტყვიებით, ყველა ვარიანტში წარმატებები

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 3 2010, 20:33

xxx
არსად არ იყიდება ! სამწუხაროდ

უნდა იყიდო იაფასიანი ვაზნები ასე 1,5 ლარად, გამოშიგნო და გადატენო

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 3 2010, 20:48

რომელი იარაღის ვაზნის დატენას აპირებ რა კალიბრია და რა იარაღია იქნებ გაგვიმხილო!!

პოსტის ავტორი: xxx Jun 4 2010, 19:01

ესეიგი რექსს ვიყიდი სოკოლზე დზლიერი რადგანაა და მაგით ვიჩალიჩებ დიდი მადლობა თქვენ ყველას გაიხარეთ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 4 2010, 19:11

xxx
ისეთი რამ არ იჩალიჩო გლდანში კამერა გაიჩალიჩო newsmile090.gif
რამის აფეთქებას ხომ არ აპირებ? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Jun 4 2010, 19:41

ციტატა(xxx @ Jun 4 2010, 20:01) *
ესეიგი რექსს ვიყიდი სოკოლზე დზლიერი რადგანაა და მაგით ვიჩალიჩებ დიდი მადლობა თქვენ ყველას გაიხარეთ newsmile027.gif

მოიცა ერთი თუ ძმა ხარ ჯერ არ დატენო, რაის რექსით აპირებ დატენვას, სდექ! სანამ დატენი რექსის და ქარხნული დენტის მონაცემები შეადარე, მერე გაარკვიე რა მოცულობას დაიკავებს მასრაში დენტი რო საჭირო მოცულობის წვის კამერა დარჩეს დენტსა და ტყვიას შორის და ბევრი რამაა გასათვალისწინებელი და ჯერ ამათზე დაფიქრდი კარგად. ისე არ ქნა ტკვია შუა ლულაში გაიჭედოს

პოსტის ავტორი: Davitus Jun 5 2010, 00:43

xxx

მონაცემები დაწერე, რას ტენი, რა კალიბრში და რა იარაღით უნდა ისროლო, დეტალურად, დე მერე შეიძლება ინფორმაციის მოძებნა ნეტში, ეგრე თვითნებურად არ დატენო თორემ რაღაცას მოიწევ გული მიგრძნობს, ტყვიასთან ეგრე ხუმრობა არ შეიძლება...

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 5 2010, 08:19

ციტატა(Davitus @ Jun 5 2010, 01:43) *
xxx

მონაცემები დაწერე, რას ტენი, რა კალიბრში და რა იარაღით უნდა ისროლო, დეტალურად, დე მერე შეიძლება ინფორმაციის მოძებნა ნეტში, ეგრე თვითნებურად არ დატენო თორემ რაღაცას მოიწევ გული მიგრძნობს, ტყვიასთან ეგრე ხუმრობა არ შეიძლება...

ეგ უკვე ვთხოვე და არ მიპასუხა! რაღაც მსხვილკალიბრიანზე მუშაობს მგონი 105 მმ ან 82 იან ყუმბარმტყორცნზე და ბაგვანი არსად გაადინოს კაცოო! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile040.gif newsmile040.gif newsmile040.gif

პოსტის ავტორი: xxx Jun 12 2010, 17:35

ხო ვაპირებდი ყიდვას ერთს ქონდა მარა ფული ვეგარ ვიშოვე და დავრჩი მშრალზე. მაგ საქმისთვის წვრილკალიბრიანის ყიდვა მინდოდა მგონი ამ საქმისთვის მსხვილს წვრილი კალიbრი ჯობია ხომ ასეა? ესეიგი ბარსის ყიდვა მინდოდა მაგრამ მაყუთის ამბავი გამეჩითა ცუდად 1600 დოლარი ღირს და ... cryme.gif . ასე რომ რამე კაი იარაღს ვეძებ წვრილკალიაბრიანს ამ საქმისთვის და იქნებ სხვა მირჩიოთ რამე და თან ასე რომ განიცადეთ ცუდათ არ დატენოო და რამე არ მოიწიოო მაშასადამე თქვენი ნარჩევი იარაღის ტყვიისთვის დატენვის დეტალებშიც დამეხმარეთ თან ისეთი მირჩიეთ კარგი ბალისტიკა რომ ქონდეს მიზანში კარგად რომ მიდიოდეს და იმედია იმდენი არ ეღირება რამდენიც ის ბარსი . მეკიდე მაგდენი არამაქვს :s

პოსტის ავტორი: xxx Jun 14 2010, 17:01

აუუ რაა რატომ არ მიწერთ გეზარებათ დაწერა? დამეხმარეეეეთ ესეიგი რატომ გიჭირთ რჩევის მოცემა მიკვირს აქ ამისთვის რეგისტრირდება ხალხი რომ იკითხოს და პასუხი მიიღოს და ამიტომაც იქნებ დამეხმაროთ და დამიწეროთ რა რჩევა

პოსტის ავტორი: Davitus Jun 14 2010, 17:41

xxx
კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, დაკონკრეტდი რას როგორ აპირებ, რას ტენი, რა მასრა გინდა გამოიყენო, კაფსულა საიდან მოგაქვს და რომლის გამოყენებას აპირებ, პირაპირ დენთს რომ მიადექი, სხვა დანარჩენი მოგვარებული გაქვს? დენთის დოზა მთავარია იმ მაქსიმუმს არ გადააცილო, დანარჩენი იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო რა ბალისტიკური მაჩვენებელი ექნება ტყვიას ამა თუ იმ რაოდენობის დენთზე...

მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნშვნელოვანი არის, სად შოულობ ვაზნებს, უკვე ნახმარი მასრის გამოყენებას აპირებ თუ როგორ... დაწერე რა დეტალურად ადამიანი არ ხარ, ჩვენ რომ გვადანაშაულებ newsmile05.gif

წვრილ კალიბრში კონკრეტულად რას გულისხმობ? 0.22 თუ 5.56, 7.62 უკვე შუალედური კალიბრია და ა.შ.

პოსტის ავტორი: KELE. Dec 22 2010, 19:30

ვინმე ხო არ იცტ სად იყიდება ელექტრო სასწორი რომელიც გამოდგება დენთის და საფანტის ასაწონად?

პოსტის ავტორი: Davitus Dec 22 2010, 20:00

გუდვლილიდან დაწყებული, ლილოს ბაზრობით დამთავრებული. ანუ ძალიან ბევრგან არის

ნებისმიერი გრამებზე გათვლილი სასწორი გამოდგება, მაგათ კალიბრირების რეჟიმი აქვს თიტქმის ყველას, და სიზუსტეს შენ აკალიბრირებ ტავიდანვე

მინიმალურს უნდა წონიდეს 20 გრამს, მაგაზე მგრძნობიარე არც გჭირდება

პოსტის ავტორი: KELE. Dec 22 2010, 20:15

ხო მაგრამ მინიმალური თუ 20 გრამი იქნება დენთს ავწონი მერე?ფასიც ხომ არ იცით შემთხვევით?მადლობ გამოხმაურებისთვის

პოსტის ავტორი: Davitus Dec 22 2010, 20:23

KELE.

0 შემთხვევით მივაწერე newsmile05.gif 2 გრამს ვგულისხმობდი, არსებობს 0.1 გრამიანიც
მიახლოებით 40 ლარამდე

ამაზონზე ღირს 17-18$ http://www.amazon.com/ELECTRONIC-Bullion-PENNYWEIGHT-Professional-Weighing/dp/B0031PXSZK/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1293038528&sr=8-6

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)