ყველაზე მოშნი და უტყუარი პატრონების ყიდვა მინდა, რომ ესროლო "სპილოს" და დააგდოს, მაგნუმში ვნახე ფედერალის წრმოების და ეგ მირჩიეს ზაან მაგარიაო, თქვენ რას მირჩევთ?
სპილოსთვის ???
გააჩნია რა იარაღი გაქვს.
ფედერალები მეც მირჩიეს! კაი არისო და რა იარაღი გაქ?
ეხლა იჟ-43 მაქვს კომუნისტების დროინდელი, იმ ზაუერსაც ვყიდულობ თუ რესტავრაცია მოვასწარი მაგით წავალ ნადირზე, მისწრებააააააა
gizovichi
ჩემი რჩევა იქნება გამოიყენო:
Monolit 28; Monolit 32, Hexolit 32 ან Rossa 32
სამივე ექსპანსიური ვაზნაა, ყველაზე კარგ შედეგს სრული ჩოკიდან სროლისას აჩვენებს, მე ვერსორლე Monolit 32, ხეს, რომლის დიამეტრი ალბათ 20 ან 25 სანტიმეტრი იქნებოდა, დისტანცია ალბათ 30 მეტრი ან ოდნავ ნაკლები, ნახევარი ხე დატოვა, შუაში რომ მოხვედროდა შეიძლება გადაეტეხა კიდეც, ცოცხალზე არასოდეს მისვრია, სამწუხაროდ მაშინ ჩემს ნომერში არ ჩამოიარეს, თუმცა შემიძლია ტესტების ლინკი მოგცე ამ ვაზნებზე, დეტალურად არის განმარტებები და უპოირატესობები აღწერილი, მაგნუმში ვიყიდე სულ 30 ცალი შერეული ზემოთ ჩამოთვლილი ვაზნებისა 100 GEL დამიჯდა
http://www.ddupleks.lv/RU/articles/show/tests
Maverick
გაიხარე მაგარი ინფორმაცია მომაწოდე, უბრალოდ სრული ჩოკიდან თუ პოლუჩოკიდან უნდა ესროლო?
პირადად მე 5-5 გასროლა გავაკეთე სატესტო, როგორც სრულიდან ასევე ნახევარი ჩოკიდან, თოფი იდეალურად მუშაობს, სრული ჩოკიდან სროლისას, 100 ნაბიჯზე ძალიან მაგრად მიქონდა, მე ორივე ლულიდან ვისვრი, არც მეშიანია რომ თოფს გააფუჭებს, ინსტრუქციის მიხედვით სრულ ჩოკს აძლევენ რეკომენდაციას სროლის სიზუსტეში, ნახევარ ჩოკს მაქსიმალური დასაშვები გაფანტვა 100 მეტრზე უწერია 15-10 სმ დიამეტრი, სრული ჩოკიდან 7-9 სმ დიამეტრი
კარგი იყო მე Hexolit 32 მომეწონა მაგრად და რა გირს ნიკა
ბრენეკე და მისი ჯანი ........................
არ უნდა ღორს ჩემი აზრით სუპერმაგნუმი
ისე რჩევისთვის: ბრენეკე, გუალანდი, პოლევი 28გ, დიაბოლოც შეიძლება
ნიკუშ,
თუ არის მაგნუმზე გათვლილი ლულები გაქაჩავს. ჩემი აზრით იყიდე მაიერის და პოლევის ჟაკნები და თავად დატენე. შორ მანძილში პოლევი. ახლოში კი მაიერი მაგარ შედეგს მოგცემს
მაგნუმზე არაა გათვლილი, მაგრამ რაც მაგთოფიდან მოშნი პატრონები მაქვს ნასროლი არაფერი მოსვლია
არც ერთი ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვაზნა არც მაგნუმია, არც სუპერმაგნუმი და არც ნახევრად მაგნუმი, ინფორმაცია დევს საიტზე, ჩვეულებრივი ვაზნაა 12/70-იანი
უბრალოდ 3-ჯერ ძვირია, ვიდრე სახლში დატენილი, მაგრამ 1000-ჯერ ჯობია სახლში დატენილს
gizovichi
გაქაჩავს, ხომ ჩვეულებრივი, ჩოკი პოულუჩოკია?
Maverick
კი ეგრეა, ჩოკი პოლუჩოკი. შევიძენ და დავტესტავ როგორია, ვიდეო შთამბეჭდავი იყო და რეალურად როგორ გაქაჩავს ვნახავ, ამ შაბათ-კვირას ჩემი ძმაკაცი იყო სანადიროთ და იმხელა "სპილო"-ს ესროლა რაგაც ტრუხა პატრონებით და ვერაფერი უქნა
ჰექსოლიტ-32 მაქვს შარშან ნაყიდი 5 ლარი გადავიხადე მაგნუმში წელს გაიტესტება, მაგ ვაზნაზე ინფოც გავაკეთე და ფოტოებიც დავდე ადრე. ჩვენ პირობებში ჰექსოლიტი 32 და მონოლიტი ძალიან კარგ შედეგს იძლევა თუმცა ხშირად პოლევა 2 ვხმარობ და გუალანდს! რაც შეეხება ბრენეკეს, მაიერის ორმაგ ტურბინას, იდეალს და სპუტნიკს, საერთოდ აღარ ვეკარები არასტაბილური მოხვედრის მაჩვენებლის გამო!
სრული ჩოკი 1.0-ია?
bejo
ცილინდრი : 0,0
1/4 ჩოკი : 0,25
ნახევარ ჩოკი: 0,5
3/4 ჩოკი: 0,75
სრული ჩოკი: 1,0
გაძლიერებული ჩოკი: 1,25
მადლობთ ინფორმაციისთვის,
ჟაკნის სროლა მაქსიმუმ რომელი ჩოკიდან შეიძლება?
იაკანს გააჩნია, იხლილე ზემოთ პოსტები, ყურადღებით გადაიკითხე
,,ჟაკნები,, იაკანი არაა!! ჰექსოლიტ, მონოლიტებია! და კონტეინერში არ დევს! ფოლადის ტყვიაა რომელსაც ორი პლასმასის რგოლი აქვს ირგვლივ შემოვლებული ლულას რომ არ შეეხოს ფოლადის ტყვია გასროლისას და რომ არ დააზიანოს! კარგი რამეა არ ინანებ! ნებისმიერი თოფიდან შეგიძლია ესროლო ნებისმიერი კონსტრუქციის ლულიდან!.
ეს ჩაჭრილები რაღაა?
იკა კაპანაძე
ეგ მოსახსნელ ჩოკებზეა საუბარი. თვითონ ნაკანეჩნიკებს აქვთ ჭრილები
ჭალიმგელა
გასაგებია
არა არა ბრატ არ მესწავლება ეხლა მე კონტეინერი რაცაა! ეგ სულ სხვა რამეა! კონტეინერი კიდე სულ სხვა!
იჟ 27 მაქვს ჩოკი-პოლუჩოკი, ეგ იაკნები ორივე ლულიდან შემიძლია ვისროლო? მონოლით 32 და ჰექოლით 32-ს ვგულისხმობ
და რა სხვაობაა 28- 32 ებს შორის?
რაღაც ძაან მიმიზიდა ამ მონოლითმა, ჰექსოლიტი ოდნავ ბუჩქსაც რო მოხვდეს გასკდებაო ეგრე იძახიან და მონოლითი კიდე ყველაფერს გლიჯავს, ისე თუ ყიდვაა ეს ტყვიები უნდა იყიდო კაცმა, საიტზე ნახეთ და წაიკითხეთ ყველაფერი კარგადაა ახსნილი და ვიდეოებშიც ნახავთ რას შვება, 28-სა და 32-ს შორის თუ არვცდები სისწრაფეშია განსხვავება
KOBALIA
კარგი რამეა ორივე, და ჰექსოლიტი სულაც არ სკდება უბრალოდ ექსპანსიურია და იშლება სხეულში მოხვედრისას
ჰექსოლიტი ტყეში და ბუჩქნარში სასროლი ტყვია არაა არ უნდა ისროლი იქ!
ტყიანში და ბუჩქნარიანში მონოლიტია კარგი და შექმნილიც მაგისთვისაა! ჰექსოლიტს კი გაშლილ ველზე აი ისეთ ხეობაში სასროლად ხმარონებ სადაც სივრცეა და ხელის შემშლელი არაფერი ხვდება!
გასკდომით კი არ სკდება უბრალოდ იშლება რაიმე ზედაპირთან შეხებისას ამაში ხელს უწყობს ჩაღრმავება ანუ ბალისტუკური სიცალიელე წინა მხრიდან რომ ააქვს ჰექსოლიტს!
ტყვიის ფრენისას ამ სიცარლეში იწნეხება ჰაერი, ტყვია დიდი სიჩქარით მიფრინავს და ტყვიის წინ არსებული ჰაერი იმ მცირე ღუში შედის და იწნეხება გამოწვეული დიდი წნევის გამო, მოხვედრისას კი ვინაიდან ტყვია ანელებს ან სრულიად წყვეტს მოძრაობას ეს დაწნახილი ჰაერი დიდი სიჩქარით ფართოვდება რომ გარეთ არსებულ წნევას გაუტოლდეს, (ელემენტალური ფიზიკაა.) ამ მომენტში თვითონ ჰაერი მოქმედებს მოხვედრის ზედაპირზე, ცხოველის შემთხვევაში კუნთოვან ქსოვილებზე, ეს ჰაერი გაფართოებისას გლეჯს ქსოვილებს შინაგან ორგანოებს და მუცლის, მკერდის ან მენჯის ღრუში მოხვედრის შემთხვევაღი იწვევს იქ არსებული თანაბარი წნევის უცებ ელვისებურ გაზრდას, რაც იწვევს შინაგანი ქსოვილების მოგლეჯვას სისხლჩაქცევებს ტკივილს ტკივილისაგან გამოწვეულ შოკს და ასე შემდეგ!. მაგალითისათვის, ბევრად მცირე 7.62 კალიბრის სანადირო ტყვიის ბალისტიკურ სიცარიელეში ერთი ლიტრი ჩაწნეხილი ჰაერი ეტევა, რათქმაუნდა ეს ტყვიის სიჩქარეზე და ნახვრეტის მოცულობაზეა დამოკიდებული ბევრად!
ერთი სიტყვით კოლოსალური შემაჩერებელი ეფექტის ტყვიაა ჰექსოლიტიც და მონილიტიც .
ბიჭებო დღესდღეობით სად იყიდება კარგი ჟაკნები,რომელ მაღაზიაში და რა ღირს? მინდა დავტენო და მივისროლო.კარგი ხანია ახალი არ მიმისროლია არაფერი
მე მაგნიუმში ვიყიდე ბოლოს ჟაკნები და ჩემით დავტენე
ჰერცოგი997
ხო მეც დავტენო მინდა.და რა ღირდა გიო,და კარგი იყო?
კარგი იყო კონტეინერიანი 28.5გრამიანი ვიყიდე 1.5 მივეცი ეერთ ცალში
რას მეტყვით ამ ჟაკნებზე.თუ გამოუცდია ვინმეს.როგორი სიზუსტე აქვს,სიმძლავრე და მანძილი
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
1. პირველი ტყვია არის კიროვჩანკი пуля Кировчанка, არავითარი გამორჩეული დადებითი თვისება არ გააჩნია.
2,3 ან 2,5 სოკოლო, პლასტმასის პიჟი ოპტურატორი, ამ პიჟზე კიდე ნაბადი ან ხე ბოჭკოვანი საცობი, ბოლოს თვითონ ტყვიას დებენ, ვაზნას თავს უხვვენ. "ზაკრუტკა".
2. მეორე ტყვია არის ვიატკა пуля вятка , არავითარი გამორჩეული დადებითი თვისება არ გააჩნია.
პირველი ანუ ე,წ, ,,კიროვჩანკა,, არის ქვეკალიბრული ტყვია პლასმასის ე,წ კონტეინერ მატარებელში რომლის სროლაც ნებისმიერი ტიპის ლულიდან შეიძლება და ერთი პლუსი ისა აქცს რომ საწყისი სიჩქარე აქვს მეტი და შორ მანძილზე შედარებით ზუსტია მაგრამ დაბალი მასის გამო ნაკლები შემაჩერებელი ეფექტი აქვს! ( ამ ტყვიის კონტეინერში დებენ ამ ტყვიისავე იდენტურად გაჩარხულ ლატუნის ან ფოლადის ტყვიას რაც ძლიერი შემღწევადი
თვისებით ხასიათდება). ვიატკა კიდე ვიატკაა რა არ მევასება ვერ ვარგობს!
hunter777
მართალი ხარ, მეც იქიტკენ მიმყავს რომ, ჯობია გამოიყენო უფრო გამოცდილი ტყვია თუნდაც იმავე 'კუჩნოსტის' მომცემი იყოს
ბიჭებო რას მეტყვით WINCHESTERIS "BRENNEKE"-ზე.ჟაკანი,34 გრამი.
იგივე მაინტერესებს:მანძილი,სიზუსტე და სიძლიერე.
http://www.radikal.ru
ხო,კიდე მაინტერესებს იჟ-27 ჩოკიდან თუ მოსულა ამის სროლა,ყვავილი ხო არ შემრჩება ხელში
შეიზლება ორივე ლულიდან მაგრამ რეკომენდირებული ნახევარ ჩოკია ამ ტყვიისათვის! (თხოვნაა ,,ჟაკანს,, ნუ იხმართ ტერმინად არაა ეს ჯაკანი და რომც იყოს ,,იაკანი ,, ქვია) საწყენად ნუ მიიღებთ ,, ძმები ხაართ?? ხაართ!! გამიგეებთ?? გამიგებთ!!,,. სიზუსტე მანზილზე და იარაღზეა დამოკდებული საშუალოდ 55-70 მეტრი იავარაუდე 15- 20 სმ დიმეტრის წრეში
hunter777
,, იაკანი,, გვარად იყო ეგ კაცი იაკანი რომელმაც შექმნა ტყვია რომელსაც იაკანი ეწოდა საპატივსაცემოდ ისევე როგორც ბლონდო, მაიერი, პოლევი, და ასე შემდეგ!. და რეკომენდირებულია მსროლელისათვისაც ლულისთვისაც და შედეგისტვისაც! წესით კიდე ეგრეა ვაზნების ( ცალი ტყვია მაქვს მხედველობაში, ხმარებამდე მანამდე იარაღი უნდა მისროლო ამ ვაზნით და შემდეგ გამოიყენო ნადირობისთვის. გამოცადო როგორ ისვრის ესა თუ ის თოფი ამა თუ იმ ტიპის ვაზნას!
hunter777
მადლობელი
ბიჭებო ხომ ვერ მირჩევთ ღორზე სანადიროდ რომელი ტყვიაა მიზანშეწონილი და სად იყიდება იგი? ჩოკი და ნახევარჩოკით სროლისთვის?
გირჩევ მიხვიდე ქარავანში (შედარებით ფრენდლი გარემოა ) და ადგილზე აარჩიო რამე ქვეკალიბრული იაკანი რომელსაც
ნებისმიერი შევიწროვების ჩოკიდან ისვრი
Gualandi-ს სროლა რა ჩოკიდან არის რეკომენდებული? მაქვს ცილინდრი და 0.5 ჩოკი
ეგ ქვეკალიბრულია? თითქქოს მთლიანად ტყვიაა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)