თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ რომელია საუკეთესო წარმოების იაკანი და სად შეიზლება მისი შეძენა

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 09:56

ყველაზე მოშნი და უტყუარი პატრონების ყიდვა მინდა, რომ ესროლო "სპილოს" და დააგდოს, მაგნუმში ვნახე ფედერალის წრმოების და ეგ მირჩიეს ზაან მაგარიაო, თქვენ რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: laval Oct 20 2009, 10:08

სპილოსთვის ??? newsmile035.gif newsmile035.gif
გააჩნია რა იარაღი გაქვს.

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 11:17

ციტატა(laval @ 20th October 2009 - 11:08 AM) *
სპილოსთვის ???
გააჩნია რა იარაღი გაქვს.

პრჭყალებში ჩავსვი newsmile05.gif , ღადავის გარეშე თუ იცით მითხარი, დალის მთაზე შეიძლება წავიდე გარეულ ტახზე და მაგ პონტში ვთქვი

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 20 2009, 12:40

ფედერალები მეც მირჩიეს! კაი არისოnewsmile05.gif და რა იარაღი გაქ?

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 12:52

ეხლა იჟ-43 მაქვს კომუნისტების დროინდელი, იმ ზაუერსაც ვყიდულობ თუ რესტავრაცია მოვასწარი მაგით წავალ ნადირზე, მისწრებააააააა

პოსტის ავტორი: Maverick Oct 20 2009, 13:00

gizovichi
ჩემი რჩევა იქნება გამოიყენო:
Monolit 28; Monolit 32, Hexolit 32 ან Rossa 32
სამივე ექსპანსიური ვაზნაა, ყველაზე კარგ შედეგს სრული ჩოკიდან სროლისას აჩვენებს, მე ვერსორლე Monolit 32, ხეს, რომლის დიამეტრი ალბათ 20 ან 25 სანტიმეტრი იქნებოდა, დისტანცია ალბათ 30 მეტრი ან ოდნავ ნაკლები, ნახევარი ხე დატოვა, შუაში რომ მოხვედროდა შეიძლება გადაეტეხა კიდეც, ცოცხალზე არასოდეს მისვრია, სამწუხაროდ მაშინ ჩემს ნომერში არ ჩამოიარეს, თუმცა შემიძლია ტესტების ლინკი მოგცე ამ ვაზნებზე, დეტალურად არის განმარტებები და უპოირატესობები აღწერილი, მაგნუმში ვიყიდე სულ 30 ცალი შერეული ზემოთ ჩამოთვლილი ვაზნებისა 100 GEL დამიჯდა
http://www.ddupleks.lv/RU/articles/show/tests

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 13:15

Maverick
გაიხარე მაგარი ინფორმაცია მომაწოდე, უბრალოდ სრული ჩოკიდან თუ პოლუჩოკიდან უნდა ესროლო?

პოსტის ავტორი: Maverick Oct 20 2009, 13:27

პირადად მე 5-5 გასროლა გავაკეთე სატესტო, როგორც სრულიდან ასევე ნახევარი ჩოკიდან, თოფი იდეალურად მუშაობს, სრული ჩოკიდან სროლისას, 100 ნაბიჯზე ძალიან მაგრად მიქონდა, მე ორივე ლულიდან ვისვრი, არც მეშიანია რომ თოფს გააფუჭებს, ინსტრუქციის მიხედვით სრულ ჩოკს აძლევენ რეკომენდაციას სროლის სიზუსტეში, ნახევარ ჩოკს მაქსიმალური დასაშვები გაფანტვა 100 მეტრზე უწერია 15-10 სმ დიამეტრი, სრული ჩოკიდან 7-9 სმ დიამეტრი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 20 2009, 13:34

კარგი იყო მე Hexolit 32 მომეწონა მაგრად და რა გირს ნიკა

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 20 2009, 13:35

ბრენეკე და მისი ჯანი ........................
არ უნდა ღორს ჩემი აზრით სუპერმაგნუმი
ისე რჩევისთვის: ბრენეკე, გუალანდი, პოლევი 28გ, დიაბოლოც შეიძლება

პოსტის ავტორი: Maverick Oct 20 2009, 13:40

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 20 2009, 02:34 PM) *
კარგი იყო მე Hexolit 32 მომეწონა მაგრად და რა გირს ნიკა

Hexolit 32 - 4.5 GEL
MONOLIt 28 - 3.0 GEL
MONOLIt 32 - 3.5 GEL

ნიკოლოზ მეც თავიდან Hexolit 32 მომეწონა, მაგრამ საწმეში მონოლითი უკეთესი იყო, თუმცა ცოცხალზე რას იზამდა არ ვიცი Hexolit-ი რატომღაც ჩემი სატეტსო სროლებისას ბუჩქნარში არ გამიმართლა
ტესტების გაგრძელება დამენანა ფასის გამო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 13:58

ნიკუშ,

ციტატა(niko @ 20th October 2009 - 02:35 PM) *
არ უნდა ღორს ჩემი აზრით სუპერმაგნუმი

გაქაჩავს იჟ-43?

პოსტის ავტორი: aragveli Oct 20 2009, 14:04

თუ არის მაგნუმზე გათვლილი ლულები გაქაჩავს. ჩემი აზრით იყიდე მაიერის და პოლევის ჟაკნები და თავად დატენე. შორ მანძილში პოლევი. ახლოში კი მაიერი მაგარ შედეგს მოგცემს

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 14:08

მაგნუმზე არაა გათვლილი, მაგრამ რაც მაგთოფიდან მოშნი პატრონები მაქვს ნასროლი არაფერი მოსვლია

პოსტის ავტორი: Maverick Oct 20 2009, 14:14

არც ერთი ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვაზნა არც მაგნუმია, არც სუპერმაგნუმი და არც ნახევრად მაგნუმი, ინფორმაცია დევს საიტზე, ჩვეულებრივი ვაზნაა 12/70-იანი
უბრალოდ 3-ჯერ ძვირია, ვიდრე სახლში დატენილი, მაგრამ 1000-ჯერ ჯობია სახლში დატენილს

gizovichi
გაქაჩავს, ხომ ჩვეულებრივი, ჩოკი პოულუჩოკია?

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 14:21

Maverick
კი ეგრეა, ჩოკი პოლუჩოკი. შევიძენ და დავტესტავ როგორია, ვიდეო შთამბეჭდავი იყო და რეალურად როგორ გაქაჩავს ვნახავ, ამ შაბათ-კვირას ჩემი ძმაკაცი იყო სანადიროთ და იმხელა "სპილო"-ს ესროლა რაგაც ტრუხა პატრონებით და ვერაფერი უქნა

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 21 2009, 16:48

ჰექსოლიტ-32 მაქვს შარშან ნაყიდი 5 ლარი გადავიხადე მაგნუმში წელს გაიტესტება, მაგ ვაზნაზე ინფოც გავაკეთე და ფოტოებიც დავდე ადრე. ჩვენ პირობებში ჰექსოლიტი 32 და მონოლიტი ძალიან კარგ შედეგს იძლევა თუმცა ხშირად პოლევა 2 ვხმარობ და გუალანდს! რაც შეეხება ბრენეკეს, მაიერის ორმაგ ტურბინას, იდეალს და სპუტნიკს, საერთოდ აღარ ვეკარები არასტაბილური მოხვედრის მაჩვენებლის გამო!

პოსტის ავტორი: bejo Nov 3 2009, 15:41

სრული ჩოკი 1.0-ია?

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 3 2009, 15:44

bejo
ცილინდრი : 0,0

1/4 ჩოკი : 0,25

ნახევარ ჩოკი: 0,5

3/4 ჩოკი: 0,75

სრული ჩოკი: 1,0

გაძლიერებული ჩოკი: 1,25

პოსტის ავტორი: Maverick Nov 3 2009, 16:30

ციტატა(ნოსო @ Nov 3 2009, 16:44) *
bejo
ცილინდრი : 0,0

1/4 ჩოკი : 0,25

ნახევარ ჩოკი: 0,5

3/4 ჩოკი: 0,75

სრული ჩოკი: 1,0

გაძლიერებული ჩოკი: 1,25

ნოსო არა მგონია ვინმე შტანგელით ზომავდეს ჩოკებს, და არცაა საჭირო როცა ჩოკებს აღნიშნვა აქვს

ჩაჭრილების მიხედვით არის ეს დარეგულირებული
I ჩაჭრილი სრული ჩოკი
II ჩაჭრილი 0.75 ჩოკი
III ჩაჭრილი ნახევარი ჩოკი
IV ჩაჭრილი 0,25 ჩოკი
V ჩაჭრილი ცილინდრი


პოსტის ავტორი: bejo Nov 3 2009, 17:26

მადლობთ ინფორმაციისთვის,

ჟაკნის სროლა მაქსიმუმ რომელი ჩოკიდან შეიძლება?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 3 2009, 17:41

იაკანს გააჩნია, იხლილე ზემოთ პოსტები, ყურადღებით გადაიკითხე

პოსტის ავტორი: bejo Nov 10 2009, 14:03

ციტატა(Maverick @ Oct 20 2009, 14:00) *
gizovichi
ჩემი რჩევა იქნება გამოიყენო:
Monolit 28; Monolit 32, Hexolit 32 ან Rossa 32
სამივე ექსპანსიური ვაზნაა, ყველაზე კარგ შედეგს სრული ჩოკიდან სროლისას აჩვენებს, მე ვერსორლე Monolit 32, ხეს, რომლის დიამეტრი ალბათ 20 ან 25 სანტიმეტრი იქნებოდა, დისტანცია ალბათ 30 მეტრი ან ოდნავ ნაკლები, ნახევარი ხე დატოვა, შუაში რომ მოხვედროდა შეიძლება გადაეტეხა კიდეც, ცოცხალზე არასოდეს მისვრია, სამწუხაროდ მაშინ ჩემს ნომერში არ ჩამოიარეს, თუმცა შემიძლია ტესტების ლინკი მოგცე ამ ვაზნებზე, დეტალურად არის განმარტებები და უპოირატესობები აღწერილი, მაგნუმში ვიყიდე სულ 30 ცალი შერეული ზემოთ ჩამოთვლილი ვაზნებისა 100 GEL დამიჯდა
http://www.ddupleks.lv/RU/articles/show/tests

რა იარაღით ესროლე?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 10 2009, 15:04

ციტატა(Maverick @ Nov 3 2009, 17:30) *
ნოსო არა მგონია ვინმე შტანგელით ზომავდეს ჩოკებს, და არცაა საჭირო როცა ჩოკებს აღნიშნვა აქვს

ჩაჭრილების მიხედვით არის ეს დარეგულირებული
I ჩაჭრილი სრული ჩოკი
II ჩაჭრილი 0.75 ჩოკი
III ჩაჭრილი ნახევარი ჩოკი
IV ჩაჭრილი 0,25 ჩოკი
V ჩაჭრილი ცილინდრი

ცილინდრს ჭრილები არ აქვს, ყოველ სემთხვევაში ჩემსას. დანარჩენი ეგრეა

პოსტის ავტორი: bejo Nov 10 2009, 23:23

ციტატა(Maverick @ Oct 20 2009, 14:00) *
gizovichi
ჩემი რჩევა იქნება გამოიყენო:
Monolit 28; Monolit 32, Hexolit 32 ან Rossa 32
სამივე ექსპანსიური ვაზნაა, ყველაზე კარგ შედეგს სრული ჩოკიდან სროლისას აჩვენებს, მე ვერსორლე Monolit 32, ხეს, რომლის დიამეტრი ალბათ 20 ან 25 სანტიმეტრი იქნებოდა, დისტანცია ალბათ 30 მეტრი ან ოდნავ ნაკლები, ნახევარი ხე დატოვა, შუაში რომ მოხვედროდა შეიძლება გადაეტეხა კიდეც, ცოცხალზე არასოდეს მისვრია, სამწუხაროდ მაშინ ჩემს ნომერში არ ჩამოიარეს, თუმცა შემიძლია ტესტების ლინკი მოგცე ამ ვაზნებზე, დეტალურად არის განმარტებები და უპოირატესობები აღწერილი, მაგნუმში ვიყიდე სულ 30 ცალი შერეული ზემოთ ჩამოთვლილი ვაზნებისა 100 GEL დამიჯდა
http://www.ddupleks.lv/RU/articles/show/tests

ეგ ჟაკნები კონტეინერში ზის თუ ჩვეულებრივია?

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 11 2009, 09:10

,,ჟაკნები,, იაკანი არაა!! ჰექსოლიტ, მონოლიტებია! და კონტეინერში არ დევს! ფოლადის ტყვიაა რომელსაც ორი პლასმასის რგოლი აქვს ირგვლივ შემოვლებული ლულას რომ არ შეეხოს ფოლადის ტყვია გასროლისას და რომ არ დააზიანოს! კარგი რამეა არ ინანებ! ნებისმიერი თოფიდან შეგიძლია ესროლო ნებისმიერი კონსტრუქციის ლულიდან!.

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Nov 11 2009, 09:29

ეს ჩაჭრილები რაღაა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 11 2009, 10:13

იკა კაპანაძე
ეგ მოსახსნელ ჩოკებზეა საუბარი. თვითონ ნაკანეჩნიკებს აქვთ ჭრილები

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Nov 11 2009, 11:21

ჭალიმგელა
გასაგებია

პოსტის ავტორი: bejo Nov 12 2009, 13:25

ციტატა(hunter777 @ Nov 11 2009, 10:10) *
,,ჟაკნები,, იაკანი არაა!! ჰექსოლიტ, მონოლიტებია! და კონტეინერში არ დევს! ფოლადის ტყვიაა რომელსაც ორი პლასმასის რგოლი აქბს ირგვლივ შემოვლებული ლულას რომ არ შეეხოს ფოლადის ტყვია გასროლისას და რომ არ დააზიანოს! კარგი რამეა არ ინანებ! ნებისმიერი ტოფიდან შეგოზლია ესროლო ნებისმიერი კონსტრუქციის ლულიდან!.

ხოდა მაგ პლასმასებს ეძახიან კონტეინერს მე რამდენადაც ვიცი

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 12 2009, 17:39

არა არა ბრატ არ მესწავლება ეხლა მე კონტეინერი რაცაა! ეგ სულ სხვა რამეა! კონტეინერი კიდე სულ სხვა!

პოსტის ავტორი: bejo Nov 13 2009, 10:55

იჟ 27 მაქვს ჩოკი-პოლუჩოკი, ეგ იაკნები ორივე ლულიდან შემიძლია ვისროლო? მონოლით 32 და ჰექოლით 32-ს ვგულისხმობ
და რა სხვაობაა 28- 32 ებს შორის?

პოსტის ავტორი: KOBALIA Dec 21 2009, 22:11

რაღაც ძაან მიმიზიდა ამ მონოლითმა, ჰექსოლიტი ოდნავ ბუჩქსაც რო მოხვდეს გასკდებაო ეგრე იძახიან და მონოლითი კიდე ყველაფერს გლიჯავს, ისე თუ ყიდვაა ეს ტყვიები უნდა იყიდო კაცმა, საიტზე ნახეთ და წაიკითხეთ ყველაფერი კარგადაა ახსნილი და ვიდეოებშიც ნახავთ რას შვება, 28-სა და 32-ს შორის თუ არვცდები სისწრაფეშია განსხვავება

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 21 2009, 22:33

KOBALIA
კარგი რამეა ორივე, და ჰექსოლიტი სულაც არ სკდება უბრალოდ ექსპანსიურია და იშლება სხეულში მოხვედრისას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: KOBALIA Dec 22 2009, 00:42

ციტატა(geojorjika @ Dec 21 2009, 23:33) *
KOBALIA
კარგი რამეა ორივე, და ჰექსოლიტი სულაც არ სკდება უბრალოდ ექსპანსიურია და იშლება სხეულში მოხვედრისას newsmile045.gif


ეგ კი მაგრამ მე ტოტებს რო ხვდება მაშინ რომ სკდება მაგას ვგულისხმ მონოლითისგან განსხვაავებით newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 22 2009, 09:26

ჰექსოლიტი ტყეში და ბუჩქნარში სასროლი ტყვია არაა არ უნდა ისროლი იქ!
ტყიანში და ბუჩქნარიანში მონოლიტია კარგი და შექმნილიც მაგისთვისაა! ჰექსოლიტს კი გაშლილ ველზე აი ისეთ ხეობაში სასროლად ხმარონებ სადაც სივრცეა და ხელის შემშლელი არაფერი ხვდება!
გასკდომით კი არ სკდება უბრალოდ იშლება რაიმე ზედაპირთან შეხებისას ამაში ხელს უწყობს ჩაღრმავება ანუ ბალისტუკური სიცალიელე წინა მხრიდან რომ ააქვს ჰექსოლიტს!
ტყვიის ფრენისას ამ სიცარლეში იწნეხება ჰაერი, ტყვია დიდი სიჩქარით მიფრინავს და ტყვიის წინ არსებული ჰაერი იმ მცირე ღუში შედის და იწნეხება გამოწვეული დიდი წნევის გამო, მოხვედრისას კი ვინაიდან ტყვია ანელებს ან სრულიად წყვეტს მოძრაობას ეს დაწნახილი ჰაერი დიდი სიჩქარით ფართოვდება რომ გარეთ არსებულ წნევას გაუტოლდეს, (ელემენტალური ფიზიკაა.) ამ მომენტში თვითონ ჰაერი მოქმედებს მოხვედრის ზედაპირზე, ცხოველის შემთხვევაში კუნთოვან ქსოვილებზე, ეს ჰაერი გაფართოებისას გლეჯს ქსოვილებს შინაგან ორგანოებს და მუცლის, მკერდის ან მენჯის ღრუში მოხვედრის შემთხვევაღი იწვევს იქ არსებული თანაბარი წნევის უცებ ელვისებურ გაზრდას, რაც იწვევს შინაგანი ქსოვილების მოგლეჯვას სისხლჩაქცევებს ტკივილს ტკივილისაგან გამოწვეულ შოკს და ასე შემდეგ!. მაგალითისათვის, ბევრად მცირე 7.62 კალიბრის სანადირო ტყვიის ბალისტიკურ სიცარიელეში ერთი ლიტრი ჩაწნეხილი ჰაერი ეტევა, რათქმაუნდა ეს ტყვიის სიჩქარეზე და ნახვრეტის მოცულობაზეა დამოკიდებული ბევრად!
ერთი სიტყვით კოლოსალური შემაჩერებელი ეფექტის ტყვიაა ჰექსოლიტიც და მონილიტიც
.

პოსტის ავტორი: გოგა Dec 24 2009, 00:30

ბიჭებო დღესდღეობით სად იყიდება კარგი ჟაკნები,რომელ მაღაზიაში და რა ღირს? მინდა დავტენო და მივისროლო.კარგი ხანია ახალი არ მიმისროლია არაფერი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 24 2009, 00:40

მე მაგნიუმში ვიყიდე ბოლოს ჟაკნები და ჩემით დავტენე

პოსტის ავტორი: გოგა Dec 24 2009, 00:41

ჰერცოგი997
ხო მეც დავტენო მინდა.და რა ღირდა გიო,და კარგი იყო?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 24 2009, 00:43

კარგი იყო კონტეინერიანი 28.5გრამიანი ვიყიდე 1.5 მივეცი ეერთ ცალში

პოსტის ავტორი: გოგა Jan 11 2010, 14:54

რას მეტყვით ამ ჟაკნებზე.თუ გამოუცდია ვინმეს.როგორი სიზუსტე აქვს,სიმძლავრე და მანძილი
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 11 2010, 16:58

1. პირველი ტყვია არის კიროვჩანკი пуля Кировчанка, არავითარი გამორჩეული დადებითი თვისება არ გააჩნია.
2,3 ან 2,5 სოკოლო, პლასტმასის პიჟი ოპტურატორი, ამ პიჟზე კიდე ნაბადი ან ხე ბოჭკოვანი საცობი, ბოლოს თვითონ ტყვიას დებენ, ვაზნას თავს უხვვენ. "ზაკრუტკა".

2. მეორე ტყვია არის ვიატკა пуля вятка , არავითარი გამორჩეული დადებითი თვისება არ გააჩნია.

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 11 2010, 21:39

პირველი ანუ ე,წ, ,,კიროვჩანკა,, არის ქვეკალიბრული ტყვია პლასმასის ე,წ კონტეინერ მატარებელში რომლის სროლაც ნებისმიერი ტიპის ლულიდან შეიძლება და ერთი პლუსი ისა აქცს რომ საწყისი სიჩქარე აქვს მეტი და შორ მანძილზე შედარებით ზუსტია მაგრამ დაბალი მასის გამო ნაკლები შემაჩერებელი ეფექტი აქვს! ( ამ ტყვიის კონტეინერში დებენ ამ ტყვიისავე იდენტურად გაჩარხულ ლატუნის ან ფოლადის ტყვიას რაც ძლიერი შემღწევადი
თვისებით ხასიათდება). ვიატკა კიდე ვიატკაა რა არ მევასება ვერ ვარგობს! elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jan 11 2010, 22:05

ციტატა(irakli fofxadze @ 11th January 2010 - 22:39) *
თვისებით ხასიათდება). ვიატკა კიდე ვიატკაა რა არ მევასება ვერ ვარგობს!

hunter777
სიზუსტე აქვს ნაკლები?

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 11 2010, 23:56

ციტატა(გოგა @ Jan 11 2010, 23:05) *
hunter777
სიზუსტე აქვს ნაკლები?

დაახლოებით ისეთი სიზუსტე როგორიც იდეალს და სპუტნიკს!

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 12 2010, 10:58

hunter777
მართალი ხარ, მეც იქიტკენ მიმყავს რომ, ჯობია გამოიყენო უფრო გამოცდილი ტყვია თუნდაც იმავე 'კუჩნოსტის' მომცემი იყოს

პოსტის ავტორი: გოგა Jan 14 2010, 19:01

ბიჭებო რას მეტყვით WINCHESTERIS "BRENNEKE"-ზე.ჟაკანი,34 გრამი.
იგივე მაინტერესებს:მანძილი,სიზუსტე და სიძლიერე.
http://www.radikal.ru

ხო,კიდე მაინტერესებს იჟ-27 ჩოკიდან თუ მოსულა ამის სროლა,ყვავილი ხო არ შემრჩება ხელში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 14 2010, 19:09

შეიზლება ორივე ლულიდან მაგრამ რეკომენდირებული ნახევარ ჩოკია ამ ტყვიისათვის! (თხოვნაა ,,ჟაკანს,, ნუ იხმართ ტერმინად არაა ეს ჯაკანი და რომც იყოს ,,იაკანი ,, ქვია) საწყენად ნუ მიიღებთ ,, ძმები ხაართ?? ხაართ!! გამიგეებთ?? გამიგებთ!!,,. სიზუსტე მანზილზე და იარაღზეა დამოკდებული საშუალოდ 55-70 მეტრი იავარაუდე 15- 20 სმ დიმეტრის წრეში

პოსტის ავტორი: გოგა Jan 14 2010, 19:14

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 14th January 2010 - 20:09) *
შეიზლება ორივე ლულიდან მაგრამ რეკომენდირებული ნახევარ ჩოკია ამ ტყვიისათვის

რეკომენდირებული ლულისთვის თუ შედეგისთვის?
ნუ თითონ ბრენდზე ვერაფერს იტყვის კაცი არა?! newsmile05.gif
ჟაკნის ზუსტი ტერმინი რა არის

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 14 2010, 19:27

,, იაკანი,, გვარად იყო ეგ კაცი იაკანი რომელმაც შექმნა ტყვია რომელსაც იაკანი ეწოდა საპატივსაცემოდ ისევე როგორც ბლონდო, მაიერი, პოლევი, და ასე შემდეგ!. და რეკომენდირებულია მსროლელისათვისაც ლულისთვისაც და შედეგისტვისაც! წესით კიდე ეგრეა ვაზნების ( ცალი ტყვია მაქვს მხედველობაში, ხმარებამდე მანამდე იარაღი უნდა მისროლო ამ ვაზნით და შემდეგ გამოიყენო ნადირობისთვის. გამოცადო როგორ ისვრის ესა თუ ის თოფი ამა თუ იმ ტიპის ვაზნას!

პოსტის ავტორი: გოგა Jan 14 2010, 19:31

hunter777
მადლობელი

პოსტის ავტორი: MIMINO Oct 27 2010, 15:39

ბიჭებო ხომ ვერ მირჩევთ ღორზე სანადიროდ რომელი ტყვიაა მიზანშეწონილი და სად იყიდება იგი? ჩოკი და ნახევარჩოკით სროლისთვის?

პოსტის ავტორი: დათაბატონი Oct 27 2010, 15:58

გირჩევ მიხვიდე ქარავანში (შედარებით ფრენდლი გარემოა newsmile045.gif ) და ადგილზე აარჩიო რამე ქვეკალიბრული იაკანი რომელსაც
ნებისმიერი შევიწროვების ჩოკიდან ისვრი ach.gif

პოსტის ავტორი: Aragvispireli Nov 1 2010, 21:00

ციტატა(hunter777 @ Jan 14 2010, 20:09) *
შეიზლება ორივე ლულიდან მაგრამ რეკომენდირებული ნახევარ ჩოკია ამ ტყვიისათვის! (თხოვნაა ,,ჟაკანს,, ნუ იხმართ ტერმინად არაა ეს ჯაკანი და რომც იყოს ,,იაკანი ,, ქვია) საწყენად ნუ მიიღებთ ,, ძმები ხაართ?? ხაართ!! გამიგეებთ?? გამიგებთ!!,,. სიზუსტე მანზილზე და იარაღზეა დამოკდებული საშუალოდ 55-70 მეტრი იავარაუდე 15- 20 სმ დიმეტრის წრეში


ქართულად სწორია ორივე ფორმა ,,იაკანი" და ,,ჟაკანი" ამ სიტყვის ასეთი ორგვარი გაგება ალბათ მის ლათინურ სახელწოდებას უკავშირდება jakan ამ სიტყვაში პირველი ასო ,,j" ზოგ ენაში იკითხება როგორც ,,ი" ხოლო ზოგან როგორც ,,ჟ" შესაბამისად ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობა მართალია და ორივე შეგიძ»იათ თავისუფლად გამოიყენოთ ქართულია. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Zagazig Nov 2 2010, 20:58

Gualandi-ს სროლა რა ჩოკიდან არის რეკომენდებული? მაქვს ცილინდრი და 0.5 ჩოკი

ეგ ქვეკალიბრულია? თითქქოს მთლიანად ტყვიაა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)