სანადირო თოფის ზეთის მირჩიეთ საცმენდი და მექანიზმის დასაზეთად გამოწერა მინდა და რომელი ფირმის ჯობია რომ გამოვიწერო?
ბალისტოლი
მექანიზმს უნდა დაზეთვა რო ?
ბალისტოლი რად გინდა გამოწერა 400 გრამი გირს 25 ლარი სპრეივითაა და მაგარი ეკონომიურია 2 თოფს ვწმენდ ინტენსიურად და კიდევ მაქ ნახევაარი სეზონის დასაწყისში ვიყიდე
საერთოდ ზეთი რომელი ჯობია ეგ მაინტერესებს ბალისტოლის გარდა სხვა ზეთი რომელიც გამოწერილი გაქვთ რომელი ჯობია ბალისტოლი ცოტა მოძველებული თემაა სიახლე სიახლე და სიახლე
მიმდნარი ტყვიისა და ნამწვის მოსაშორებელ ზეთზე იმავეს ვიკითხავდი. საქართველოში ან ამაზონზე რომელი წავა? ბალისტოლი ვერ ქაჩავს მაგეებში.
მე ეს გამოვიწერე http://www.amazon.com/gp/product/B0050GW7KU/ref=oh_details_o01_s00_i01?ie=UTF8&psc=1 და კმაყოფილი ვარ.
მანამდე ბალისტოლს ვიყენებდი მაგრამ CLP-4 აჯობა. ეს არის ჩემი კომენტარი
HOPPE'S- გუდვილშიც არის და ამაზონზე
რაიონში 1მა მონადირე კაცმა მითხრა თოფს ათწლეულებია ტრანსფორმატორის გამჭირვალე თხელი ზეთით ვწმინდავო და იდეალურიაო. ამაზე გსმენიათ რამე ?
Computer
კი გვსმენია იყო ტრანსფორმატორიც, ბაბინაც, საკერავი მანქანაც და შავი წლებიც. მაგრამ ეხლა არის მაღაზიებში კარგი ზეთები კარგ ფასად და რატომ ვეძებო ტრანსფორმატორის ზეთი?
მე მაგალითად ბალისტოლს ვხმარობ 3 წელია 25 ლარი ღირს 400 გრამი, 1 სეზონი მყოფნის.
კიდე ჰოპპეს 9ს ვხმარობ ხანდახან ნამეტანი რომ გაიჭუჭყება ხოლმე ლულა
assassin29
მე ისევ შავი წლების გადმონაშთ ძველებურ საკერავი მანქანის ზეთს ვხმარობ უკვე 15 წელია 2 თოფზე და არცერთ არანაირი პრობლემა არ აქვს და ლულებიც ორივესი სარკესავით ლაპლაპებს.
Computer
რავი აბა რაგითხრა. მთავარია თოფი არ გააფუჭო
ბალისტოლი!!!
ხო ბრაუნინგის ზეთია წითელ ბალონში ლეგია ქვია ეგეც ვცადე მაგრამ ჩემი აზრით ისევ ბალისტოლი სჯობს ბევრად ეკონომიურია და იაფიც გამოდის
ოღონდ ბალისტოლი ოჯახური იდილიის პირველი მტერია სუნი აქვს საშინელი
კიდევ ვიყიდე რაღაც ბალისტა ქვია ყვითელ ბალონშია სპრეი. ჟანგის მოსაშორებელია მაგრამ ნაგავია სუფთა, მჭიდის ზამბარა დამხვდა დაჟანგული დავასხი ბლომად და 2 საათი დავტოვე, გრამი ჟანგი ვერ ამოიღო
მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს ბალისტოლს ვიყენებ ნეიტრალურს იარაღის შესაზეთად და ლულის საწმენდათ მაგრამ ტყვიის ნაგლესის მოშორება უჭირს რას მირჩევთ რომელი ზეთის გამოყენებას სუფთა თოფები მაქვს და მინდა რო დიდხანს მქონდეს სარკესავით სუფთა ლულებით. ვედე 40ზე გამიგია რო უფრო ძველ თოფებზე იყენებენ ჟანგის მოსაცილებლად და ახალ თოფზე რამდენად შეიძლება ტყვიის ნაგლესის მოსაცილებლად გამოიყენო ეგ არვიცი, მირჩიეთ რამე კარგიი.
mp155
არსებობს ქიმიური სითხეები მეტალის მოსაცილებლად მაგრამ მათ ხრახნილულიანებზე იყენებენ. გლუვლულიანს მექანიკურად უნდა მოაშორო ტყვიის ნაგლესი. გაზეთილ ლულაზე "ზღარბით"
ვდ 40 კარგად აშორებს მჭვარტლს.
მადლობა გამოხმაურებისათვის.
mp155
გამარჯობა მეგობარო... დაახლოებით 5-7 წელია ბალისტოლს ვიყენებ,სპრეის...ყველანაირ ნაგარს აცილებს,მე თუ მკითხავ არანაკლებ მნიშვლენოვანია რა ტიპის სახეხით წმინდავ... ბოლო 2-3 წელია ქვაბების სახეხს ვიყენებ, დამჯდარ(გაცვეთილ) 12 კალიბრის საწმენდზე ვახვევ ქვბების სახეხს ან 16 კალიბრის საწმენდზე ვახვევ და 12იანზე კარგად ერგება...ბალისტოლზე უფრო ძლიერი ზეთი არც მიცდია არ დამდგარა საჭიროება და იმიტომ,ქვაბების სახეხი ყველა დაბრკოლებას უმკლავდება....თუმცა,თუმცა მინდა აღვნიშნო რომ მეგობარმა ცადა ფენომაზე და ერთი ორგან დამიხაზაო ლულა ამ ქვაბების სახეხმაო...მე იჟ-27ზე(ახალი) ვიყენებ ძალიან წარმატებით...დრელზე იყო კიდევ საუბარი არასოდეს არ მიცდია და არც ვცდი და არც არავის ვურჩევ...ცოტა სქლად დაახვიეთ სახეხი რომ ჭედვით წავიდეს ლულაში და ყველანაირ ჭუჭყს მოაშორებს...გარედანაც იგივე ბალისტოლის სპრეის ვუსმევ და სველს ვტოვებ ლულებს
ბალისტოლს ვიყენებ კარგახანია და ქვაბების სახეხს. ბალისტოლს ვასხურებ ლულაში 15 წუთის მერე ვწმენდ სპირალისებური ჯაგრისით რომელზეც ქვაბების სახეხი მაქვს დახვეული მშვენივრად ასუფთავებს ლულას არსად არ რჩება ნადები ბოლომდე სუფთავდება. მე ყოველი ნადირობის მერე ასე ვწმენდ თოფს და ამიტო ვიკითხე ზოგი იძახის რო აზიანებს ლულასო ხშირი გამოყენება. კვირაში სამჯერ ხან ოთხჯერ გავდივარ სანადიროთ და ყოველი ნადირობის მერე ამ მეთოდით ვასუფთავებ ლულას. მაინტერესებდა სხვისი აზრიც და წმენდის მეთოდი. სიამოვნებით მივიღებ სასარგებლო რჩევას ამ თემასთან დაკავშირებით თუ ვინმემ კიდევ უფრო უკეთესი მეთოდი იცით.
ძალიან კარგად მუშაობს ქვაბების სახეხი + ბალისტოლი
მონადირის მაღაზია მაგნიუმშიც ეგრე მასწავლეს ორი წლის უკან ქვაბების სახეხი და ბალისტოლი ნეიტრალური გამოიყენეო რავი ჯერ ჯერობით კმაყოფილი ვარ. ლულა რო დალბება კარგად ზეთის შესხურების მერე ვწმენდ. მშრალი არ არის ლულა და ამიტომ ვფიქრობ არაფერს არ ავნებს თან სპირალისებურ საწმენდზეც ზომიერად მაქვს დახვეული ისე რო თითქმის თავისუფლად გაეტიოს ლულაში მშვენივრად ასუფთავებს. მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისათვის.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)