თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ დენთი

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 11 2009, 15:36

ბიჭებო ვაპირებ უნგრული დენთის REX-ის გამოყენებას ახალ სეზონში და თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე? რომელიმე თქვენგანს აქვს გამოცდილება?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 11 2009, 15:38

მე ვცადე შარშან და არ მომეწონა

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 11 2009, 16:36

მონადირე
"რექსი" არის შესანიშნავი დენთი, "სოკოლს" რომ ჯობია ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამ დენთს გააჩნია ლულის ბოლოში ძაალიან დაბალი წნევა, სოკოლს აქვს ორჯერ მეტი. რაც მოქმედებს უკუცემაზე. ერთი ეგაა დიდ ჭურვებზე არ გირჩევ გამოიყენო. მე პირადად არ გამომიყენებია 28 გრამზე მძიმე ვაზნები და ვერ გეტყვი ვერაფერს. რაც შეეხება ვაზნას აუცილებლად პლასმასი! უფრო სწორად მთავარია ფისტონი იყოს ძლიერი, ე.წ. "ჟეველო" , წინააღმდეგ შემთხვევაში, დენტი არ დაიწვება ბოლომდე! მოკლედ ლატუის ვაზნა გამორიცხე...
მე პირადად ვისროლე 80 ვზნამდე, კმაყოფილი ვარ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 11 2009, 19:34

მე არ მომწონს ,,რექსი,, სწრაფად იწვის და ,,ატბროსი,, დიდი აქვს 35 გრამი საფანტით დატენვის დროს! ბალისტიკაც ვერ დავამუღამე არასტაბილირი შლის მაჩვენებელი მაჩვენა უკონტეინერო ვაზნების შემთხვევაში კონტეინერში არ მიცდია მწყერზე ივარგებს მაგრამ მე მაინც ,,სოკოლ,,პ ან ,,სოკოლ ,,11 ვარჩევ და რეკომენდაციას გაუწევ! უფრო მეორეს!! თუ იშოვით ეგაა ყველაზე საუკეთესო რაც მიხმარია! თან bonehill მა სწორედ შენიშნა! მე 20 კალიბრით ვნადირობ მწყრზე ლატუნის მასრაში ვტენი და ,,ცბ,, ვერ აფეთქებს ბოლომდე ჟეველო უნდა ახმარო მაგ დენთს! დიდი დეტონაცია აქვს ჯეველოს!! და საერთოდაც უკვამლო თეთრი დენთი ძლიერ , ჯეველოს ტიპის ფისტონზე ,, კაფსულზე,, ა გათვლილი.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 11 2009, 19:55

მეც არ გამიკვირდა რატომ არ იწვებოდა 16 კალიბრიანზე ვსინჯე ლატუნის გილზებით და არ ისროდა ნორმალურად ცარიეელ გილზსჰი ისევ ეეყარა ცამალი და შორ მანძილზე მწყერს ვეერ აკავებდა ახლოში რამდენიც ვესროლე ყველა დაიჭრა არცერთი მკვდარი არ ამიღია ამიტომ სოკლლი ყველას მირჩევნია

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 11 2009, 22:14

ციტატა(ჰერცოგი997 @ Jun 11 2009, 07:55 PM) *
მეც არ გამიკვირდა რატომ არ იწვებოდა 16 კალიბრიანზე ვსინჯე ლატუნის გილზებით და არ ისროდა ნორმალურად ცარიეელ გილზსჰი ისევ ეეყარა ცამალი და შორ მანძილზე მწყერს ვეერ აკავებდა ახლოში რამდენიც ვესროლე ყველა დაიჭრა არცერთი მკვდარი არ ამიღია ამიტომ სოკლლი ყველას მირჩევნია

მერე გეკითხა დალოცვილო!! მარა შენი ამბავი რომ ვიცი მოგეხათრებოდა ხო????? შენ რა გითხრა!! newsmile015.gif newsmile01.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 12 2009, 15:57

არ ვიცი, რა ვთქვა. მთელი რუსული და უკრაინული ფორუმები გადავაქოთე და ყველგან ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია, როგორც აქ, მაგრამ მგონი ის რომ რექს აძაგებს ნაწილი ფორუმელების, გამოწვეულია იმით რომ რექსი სპეციფიკური დენთია, არსებობს მისი რამდენიმე სახე საფანტის მასების შესაბამისად და ეს ხალხი ამას ვერ ითვალისწინებს.

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 12 2009, 16:58

აი, აქ არის ცხრილი დენთის და საფანტის წონის შეფარდებით. წონა ამერიკულ საზომ ერთეულებშია მოცემული.

http://www.rexpowder.com/

თუმცა მე ვერაფერი გავუგე ჯერ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 15 2009, 12:42

მე მაგალითად სოკოლი ყველას მირჩევნია მაინც რუსულია და მაგარია რააა


პოსტის ავტორი: მონადირე Jun 18 2009, 18:47

ყველა შემთხვევაში ვიყიდი ცოტას სხვადასხვა კატეგორიის რექსს და საცდელ ვაზნებს დავამზადებ. ზერნოვის სამიზნეც რომ მომცა, ეგ იქნება ძალიან მაგარი.

პოსტის ავტორი: SNAIPER Jun 20 2009, 13:35

მე უკვე მეორე წელია ვხმარობ ბიჭებო და მაგარი კმაყოფილი ვარ,სოკოლს ბევრად მირჩევნია,ბოლომდე იწვის,ლატუნის გილზებზე ვხმარობ მწკერზე და მატგარი კმაყოფილივარ,თავიდან დოზა ვერ დავაყენე და სულ ვაცილებდი და ვჭრიდი,ეხლა დაუმუღამე და მაგარი დამევას,იხვზეც ვიხმარე და კმატოფილი ვარ,სოკოლისკენ აგარც ვიხედები მაგის მერე

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 4 2009, 23:14

,,rex,, ის მონაცემები მე მაქ და გამოვაქვეყნებ მალე newsmile05.gif მაგარი წამალია ოგონდ უნდა იცოდე რომელ ,,rex,,-ით ტენი,9 სახეობისაა ეგ არგნიანი და ყველას ტავის დოზირება აქ!!!! შესაბამისად უნდა გაიტვალისწინო საპანტის მასაც!!!

და ,,cbs,,ეს დენთი ტუ იცით ვინმემ????ესპანურია!!! თუ გაქვთ რაიმე იმპორმაცია დოზებთან დაკავშირებით???

პოსტის ავტორი: მონადირე Aug 6 2009, 18:00

ციტატა(იკო1981 @ Aug 5 2009, 12:14 AM) *
,,rex,, ის მონაცემები მე მაქ და გამოვაქვეყნებ მალე newsmile05.gif მაგარი წამალია ოგონდ უნდა იცოდე რომელ ,,rex,,-ით ტენი,9 სახეობისაა ეგ არგნიანი და ყველას ტავის დოზირება აქ!!!! შესაბამისად უნდა გაიტვალისწინო საპანტის მასაც!!!

და ,,cbs,,ეს დენთი ტუ იცით ვინმემ????ესპანურია!!! თუ გაქვთ რაიმე იმპორმაცია დოზებთან დაკავშირებით???



აქებენ ესპანურ დენთს. ვინც გადავიდა, სოკოლისკენ არ იხედებაო. იმ დღეს ბიჭმა აიღო მაღაზიაში, რამდენიმე წელია ვიყენებო, ოღონდ დოზებზე არ მიკითხავს. სადაც იყიდება იქ უნდა იკითხო.

მაგას რექსთან უპირატესობა აქვს, კერძოდ, ის რომ რამდენადაც ვიცი, რექსივით კატეგორიებად არ არის დაყოფილი. ყოველ შემთXვევაში ეს საკითხია გასარკვევია.

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 7 2009, 12:41

,,ცსბ,,ამ წამალზე რა იციტ?მე ვაპირებ 1.5გრამი დენთით და 30-32 გრამი საფანტით დავტენო ტყვიები. როგორ გონიათ ნორმალურია????

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 7 2009, 15:10

აი ,,rex,,-ის ცხრილი აქედან იხემდზღვანელეთ თუ ამ წამლით აპირებთ ტყვიების დატენვას!!!! ეს არის 12კალიბრის მონაცემები:
1.rex alarm--1.15g+28g=315m/s
2.rex subsonic--0.80g+28g=315m/s
3.rex0--1.3g+24g=410m/s
4.rex1--1.4g+28g=400m/s
5.rex2--1.6g+32g=395m/s
6.rex3--1.8g+36g=390m/s
7.rex4(standard)--1.9g+36g=395m/s
8.rex4(special)2.3g+36g=410m/s
--2.2g+50g or 52g=370m/s
9.rex magnum
--1.9g+40g or 42g=370m/s

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Sep 16 2009, 09:03

საერთო სოკოლისაგან განსხვავებით უცხოურ წამალისათვის აუცილებელია წონითი დოზა და არა მოცუიობითი ყველა წამალს სხვადსხვა კუთრი წონა გააჩნია,ნორმალური აფეთქების დროს გილზში უნდა დაიწვას ბოლომდე,ხრახნკუთხვილიანისაგ

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 17 2009, 10:29

ციტატა(hunter777 @ Jun 11 2009, 08:34 PM) *
მე არ მომწონს ,,რექსი,, სწრაფად იწვის და ,,ატბროსი,, დიდი აქვს 35 გრამი საფანტით დატენვის დროს! ბალისტიკაც ვერ დავამუღამე არასტაბილირი შლის მაჩვენებელი მაჩვენა უკონტეინერო ვაზნების შემთხვევაში კონტეინერში არ მიცდია მწყერზე ივარგებს მაგრამ მე მაინც ,,სოკოლ,,პ ან ,,სოკოლ ,,11 ვარჩევ და რეკომენდაციას გაუწევ! უფრო მეორეს!! თუ იშოვით ეგაა ყველაზე საუკეთესო რაც მიხმარია! თან bonehill მა სწორედ შენიშნა! მე 20 კალიბრით ვნადირობ მწყრზე ლატუნის მასრაში ვტენი და ,,ცბ,, ვერ აფეთქებს ბოლომდე ჟეველო უნდა ახმარო მაგ დენთს! დიდი დეტონაცია აქვს ჯეველოს!! და საერთოდაც უკვამლო თეთრი დენთი ძლიერ , ჯეველოს ტიპის ფისტონზე ,, კაფსულზე,, ა გათვლილი.

მე 35 გრ. საფანტზე ვხმარობ 1,7 გრ. რექსს-3 მწვანე კოლოფებში როა. პლასტმასის ვაზნაში დენთს და საფანტს შორის კონტეინერს ვდებ და ბოლოში თხელ პიჟს ვადებ და ვაზაკრუტკებ. ასეთი ვაზნა ამ სეზონზე 2ჯერ ვესროლე გვრიტს 0,75 ჩოკური შევიწროვებიდან 7 ნომერი საფანტი, შედეგი - 1) დაახლოებით 70 მეტრ მანძილზე გვრიტს მოხვდა 6 ცალი საფანტის მარცვალი. 2) 85-90 მეტრიში მოხვდა 3 საფანტი და დაიჭრა. ახლა თქვენ შეაფასეთ

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 17 2009, 12:56

ციტატა(იკა კაპანაძე @ Sep 17 2009, 11:29 AM) *
მე 35 გრ. საფანტზე ვხმარობ 1,7 გრ. რექსს-3 მწვანე კოლოფებში როა. პლასტმასის ვაზნაში დენთს და საფანტს შორის კონტეინერს ვდებ და ბოლოში თხელ პიჟს ვადებ და ვაზაკრუტკებ. ასეთი ვაზნა ამ სეზონზე 2ჯერ ვესროლე გვრიტს 0,75 ჩოკური შევიწროვებიდან 7 ნომერი საფანტი, შედეგი - 1) დაახლოებით 70 მეტრ მანძილზე გვრიტს მოხვდა 6 ცალი საფანტის მარცვალი. 2) 85-90 მეტრიში მოხვდა 3 საფანტი და დაიჭრა. ახლა თქვენ შეაფასეთ

იდეალურად შეგირჩევია 0.75 ჩოკი და 7 ნომერი საფანტი იდეალური შერწყმა საშუალო და შორ მანძილზე სასროლად! ამას დამატებული ძლიერ კაფსულზე რექსი 2 ით დატენილი პლასმასის ვაზნა თავმოხვეული! კარგი კომბინაციაა და შდეგმაც არ დააყოვნა!
საერთოდ მე კაი დიდი გამოცდილება მაქვს და 0,75 ტიან ჩოკს არაფერი მირჩევნია ძალიან მაგარია! MR-153 ისთვის ზუსტად ეგეთი ჩოკი ვიყიდე დამატებით და არც ვინანე!
ძალიან სერიოზული შედეგები მაჩვენა კაკაბზე ნადირობისას იხვზე ამ ზამთარს გავტესტავ ვნახოთ რა იქნება! მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი კერძოდ ,,რექსით,, ლატუნის ვაზნების დატენვაზე ,კცბ,, (კაფსულ ცენტრალნავა ბოია) თი სუსტი კაფსულით.

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 17 2009, 17:38

hunter777
იქნებ ისიც მირჩიო რომელი ნომერი საფანტია საუკეთესო 0,5 1,0 და 1,25 ჩოკებისთვის?

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 17 2009, 17:59

1.25 არის ძლიერი ჩოკი. მასეთი ჩოკიდან არ შეიძლება ტყვია კარტეჩის სროლა და 6 ნომერზე მსხვილი საფანტის სროლა! შორ მანზილზე სასროლად იყენებენ ეგეთ ჩოკს 6 და უფრო წვრილი საფანტისატვის. ძირითადას სპორტულ ტრანშეული სტენდისათვის განკუთვნილ თოფებს აქვთ ეგეთი ჩოკური შევიწროვება სანადიროდ ვერ ვარგობს რიგი მიზეზების გამო! 0.5 ნაბისმიერ საფანტს ისვრი კარტეჩის და ცალი ტყვიის ჩათვლით საშუალო მანძილზე. აი 1,0 კი ძირითადად 3,4,5 და ასე შემდეგ კარგ შედეგს იძლევა შორ მანძილზე სროლისას მაგრამ არა კარტეჩი და ცალი ტყვია. არ შეიზლება ყტვია კარტეჩის სროლა სრული ჩოკიდან. ეს ყველაფერი კარგადაა ახსნილი გლუვლულიანებში ბალისტიკის თემაში და აქაც მაყოლებ რაა! newsmile038.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 17 2009, 22:17

ციტატა(korakap @ 17th September 2009 - 06:38 PM) *
იქნებ ისიც მირჩიო რომელი ნომერი საფანტია საუკეთესო 0,5 1,0 და 1,25 ჩოკებისთვის?



იკა კაპანაძე

იკა რა თოფი გაქვს მაგისთანა

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 18 2009, 07:24

ციტატა(გოგა @ Sep 17 2009, 11:17 PM) *
იკა კაპანაძე

იკა რა თოფი გაქვს მაგისთანა

სპორტული იჟ-27. და ყველასათვის საძულველი იჟ-43, მაგრამ ამ უკანასკნელით ვნადირობ მე მაგ თოფს არ ვემდური ზაან მაგრად მიაქვს ნოსოს, ლევანა 90-ს აქვთ ნანახი მაგ თოფიდან გასროლები და კითხე და შეაფასებინე

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 18 2009, 07:43

ციტატა(irakli fofxadze @ 17th September 2009 - 01:56 PM) *
მე კაი დიდი გამოცდილება მაქვს და 0,75 ტიან ჩოკს არაფერი მირჩევნია ძალიან მაგარია! MR-153 ისთვის

გეთენხმები იკა, რომ მქონდეს ამის საშუალება 1 მმ ჩოკს საერთოდ არ გამოვიყენებდი ! 0,75 ეს არის ოპტიმალური სანადირო შევიწროვება ...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 18 2009, 08:04

მე უფრო ნაკლები მომცონ 0,25 ან 0.5 ვიხმარ დაჯე "რამეზე" შეიძლება 0,75 ბატზე ვიხმარო ან რაღაც შემთხვევაში იხვზე

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 18 2009, 14:33

ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 18 2009, 09:04 AM) *
მე უფრო ნაკლები მომცონ 0,25 ან 0.5 ვიხმარ დაჯე "რამეზე" შეიძლება 0,75 ბატზე ვიხმარო ან რაღაც შემთხვევაში იხვზე

მოფრენის ,,პერელიოტის,, დროს იდეალურია!! არ ჯობია არაფერი მაგას!! small3d018.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 30 2009, 21:54

ციტატა(ირაკლი21 @ Sep 16 2009, 10:03 AM) *
საერთო სოკოლისაგან განსხვავებით უცხოურ წამალისათვის აუცილებელია წონითი დოზა და არა მოცუიობითი ყველა წამალს სხვადსხვა კუთრი წონა გააჩნია,ნორმალური აფეთქების დროს გილზში უნდა დაიწვას ბოლომდე,ხრახნკუთხვილიანისაგ

მე ვფიქრობ რომ არა მარტო უცხოური წამლისთვის არის წონითი დოზა, არამედ სოკოლისთვისაც სასურველია. კომუნისტების დროს გამოშვებული სოკოლი მაქვს 3 ბანკა. დღეს მოცულობითი საზომით შევამოწმე წონები და სულ დავიბენი, ძაან განსხვავებლი წონები მივიღე. ასე რომ მოცულობით წამლის ჩაყრას არავის ვურჩევ.

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 1 2009, 06:19

ციტატა(გურგენა @ Sep 30 2009, 10:54 PM) *
მე ვფიქრობ რომ არა მარტო უცხოური წამლისთვის არის წონითი დოზა, არამედ სოკოლისთვისაც სასურველია. კომუნისტების დროს გამოშვებული სოკოლი მაქვს 3 ბანკა. დღეს მოცულობითი საზომით შევამოწმე წონები და სულ დავიბენი, ძაან განსხვავებლი წონები მივიღე. ასე რომ მოცულობით წამლის ჩაყრას არავის ვურჩევ.

რას ამბობ კაცო? რა კომუნისტების დრონდელიო რაოო?? უბოლო ,, თეთრ,, დენთს ,,სოკოლ-P,, ს შენახვის ვადა აქვს მაქსიმუმ 7 წელი, მერე უკივე სახიფათო ხდება ამ დენთის გამოყენება! თუ კაცი ხარ არ იხმარო ეგ დენთი, ან დააკვირდი თუ ფერი აქვს შეცვლილი ( ბაცი მწვნაე უნდა იყოს) გაყავისფერებულია და ფიფქებს ნახვრეტიც აქვთ არ იხმარო არავითარ შემთხვევაში!!!!! დოზირებას რაც შეეხება კიდე! სოლოლისათვის დასაშვებია ცდომილება 0.05 გრამის ოდენობით და მეტ ცდომილებასაც ძალიან კარგად იტანს! ეს საკუთარი გამოცდილებიდან მინდა დავამატო!

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 1 2009, 10:08

დაძველებურ "სოკოლოს" ორი გამოვლინება აქვს ან დეტონაციის უნარი დაქვეითებული აქვს ან საერთოდ გაძლიერებული, ორივენაირი შემთხვევა მქონია

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 1 2009, 10:22

Bonehill
hunter777
ეხლა არ მითხრათ კომუნისტური დროინდელი ტყვიებიც ძველდებაო??? ადრე სოფელსი ვიპოვე პაპაჩემის დროინდელი ნაყიდი ტყვიები ყავისფერი კარდონის და პისტონი ეკეთა ეტყობა მაშინ ჟეველო არ გამოდიოდა, 5 ცალი იყო 2ნომრები ყველა ტყვია გაისროლა თოფმა თან შედეგიანად , ისე დენთი კი უნდა ძველდებოდეს დროთა განმავლობაში.

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Oct 1 2009, 10:26

მე შარშან იხვზე 1986 წელს გამოშვებულ ტყვიებს ვხმარობდი და ისეთი ხმა და უკუდარტყმა ქონდა ყბა, მხარი და ყური მტკიოდა

პოსტის ავტორი: 919 Oct 1 2009, 13:44

მე კი წელს ვნადირობდი 2005 წელს ჩემით დატენილი ვაზნებით
და ამისთანა შესანიშნავი ბალისტიკა არცერთ ვაზნას არ ჰქონია
ჩემს ცხოვრებაში...
მეც მაგარი გაკვირვებული დავრჩი, "როგორ, რატომ, რისთვის, საიდან ?" newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Oct 1 2009, 22:38

გურგენა

სოკოლის ბანკას აწერია რო არ შეიძლება გაზომვა მოცულობით,უნდა აიწონოს აუცილებლად.ესე აწერია ბანკას

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 1 2009, 22:42

უვადოდ ინახება შავი ეგრედ წოდებული ბოლიანი დენთი! მედვედ-1. მედვედ-2 და ასე შემდეგ ყველანაირი უკუჩვენების გამოვლინების გარეშე,! და სინესტესაც კარგად იტანს ეგაა რომ ლულას ძალიან აბინძურებს, და სროლის დროს წარმოქმნის ისეთ ღრუბელს რო ვერაფეს დაინახავ.

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 1 2009, 22:54

hunter777 მართალიხარ ეგ ძლიერი წამალია და მაგას მარტო ნადირზე ხმარობენ პრინციპში მწყერზე ვერც ინადირებ იმხელა ბოლიაქ ვერ დაინახავ მწყერი მოკალი თუ ვერა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 2 2009, 05:47

ციტატა(ჯეკო @ Oct 1 2009, 11:54 PM) *
hunter777 მართალიხარ ეგ ძლიერი წამალია და მაგას მარტო ნადირზე ხმარობენ პრინციპში მწყერზე ვერც ინადირებ იმხელა ბოლიაქ ვერ დაინახავ მწყერი მოკალი თუ ვერა newsmile035.gif newsmile035.gif

არა ჯეკო პირიქითაა!! ძლიერი კიარა ბევრად სუსტი დენთია ნადირზე კიდე იმიტომ ხმარობენ რომ სინესტის კარგი ამტანია და ბალისტიკური მონაცემებიც ბევრად სტაბილური აქვს ვიდრე სოკოლს! შედარებით ნელა იწვის დათან აფეთქების გარეშე, ვიდრე ,,SOKOL,, და ,,BARS,,-ი ,,REXS,,-i ტიპის დენთი.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 4 2009, 19:52

მინდა ვიშოვო KNO3 და ხომ ვერ მეტყვით სად ვიყიდო . მჭირდება დენთის დასამზადებლათ და ისე ვინმეს თუ გაგიკეთებიათ ?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 4 2009, 19:58

ლევანა90
შენ მაიმუნობას თავი დაანებე, და ეგეთი საკითხები ესე ღიათ არ განიხილო თორე მოვიდა ბიძია ბაბუა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Oct 5 2009, 00:08

რატო მაიმუნობას რამე დავაშავე small3d029.gif newsmile058.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Oct 29 2009, 23:19

ყველას გაუმარჯოს მეხშირად შემოვდივარ უკვე აქ პორუმზედა ასეთუისე ვიგებ რჩევებს ხოლმე მაგრამ რახამ ვარ დამწყები მონადირე მაინტერესებს რაგაც კითხვებზე პასუხიხოლმედა იმედია მეც შემოგიერთდებით კითხვებში

ეს ბრაკონიერი რატომ მიცერია და რამაინტერესებს იციით ვიყიდე ოგონდ ზუსტადარვიცი მგონი ან ესპანურია ან უნგრული წამალი და მაინტერესებს უფროსწორად მეშინია თოფი არგამიხეთქოს და რასმირჩევთ

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 29 2009, 23:29

levani_200
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15&pid=41259&st=1035&#entry41259
ჯერ აქედან დაიწყე, მერე 10 პოსტს რომ აცდები ავტომატურად მოგეხსნება ბრაკონიერობის სტატუსი newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 30 2009, 08:34

ციტატა(ლევანა90 @ Oct 5 2009, 01:08 AM) *
რატო მაიმუნობას რამე დავაშავე small3d029.gif newsmile058.gif

არა მაგრამ საბრძოლო მასალის დამზადება კანონით NO
ეგ სასუქია რაც გაინტერესებს

პოსტის ავტორი: levani_200 Oct 30 2009, 15:36

დიდი მადლობა ზახარ იმედია კითხვაზეც გამცემენ პასუხს

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 30 2009, 15:41

levani_200
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=676
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=565
ესენი ნახე აბა?

პოსტის ავტორი: levani_200 Oct 30 2009, 15:53

კი ესენიც წავიკითხე და თითქმის რომსიმართლე ვთქვა ყველა გვერდზე ვიყავიდა წავიკითხე ყველაპერი მაგრამ მაინც არვიცი ვენდო თუ არა ამ ცამალს ისე დგეს ვიყავი ნაცნობთან მონადირეში და მან არაპერია სწორი დოზა გამოიყენედა არაპერი მოუვაო მაგრამ ხომიცით ბოლომდე დარცმუნებული რომხარ უპრო კარგია მითუმეტეს უკვე დავტენე newsmile035.gif თან საკმაოდ ბევრი

ზახარ ისე რამაინტერესებს იციი კიდეევ ესეც მითხრეს რომ ეს წამალი ზამთარში არვარგაო და მართალია? თუიცი

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 30 2009, 15:54

levani_200
მე წელს რექსი ვიხმარე და კმაყოფილი ვიყავი, ზუსტი დოზა უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: levani_200 Oct 30 2009, 16:51

და ხოომაგრამ ის ზუსტი დოზა რომარვიცი ეგაა ცუდი თან ხან რამდენს გეუბნებიან ხანრამდეს მე 1.1 ან 1.3 მივეცი და რავი მგონი კარგი უდნაიყოს ვცდიდა იმედია არგავფუჩებ თოპს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 30 2009, 23:29

levani_200

1. REX-0 - 1,3 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 24 გრამ საფანტზე;

2. REx-I - 1,4 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 28 გრამ საფანტზე;

3. REX-II - 1,6 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 32 გრამ საფანტზე;

4. REX-III - 1,8 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 36 გრამ საფანტზე.

თუ ეს დენთი გაქვს აქ არის ნორმები და ნებისმიერ ოქრომჭედელს ლატუნის სარწყაო გააკეთებინე და დაისვენებ

პოსტის ავტორი: levani_200 Oct 31 2009, 14:57

იცოცხლე ზახარ ჯიგარო კიმაქვს სარწყავი მაგრამ ალბათ მაინც გავაკეთებინებ შენ როგორ მირჩევ გავაკეთებინოო და ჩემი პაპის დროინდელი სარწყავია და არგამოდგება?

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Oct 31 2009, 16:41

levani_200
მაგ დენთისთვის სარწყავი არ გამოგადგება, უნდა აიწონოს

პოსტის ავტორი: levani_200 Oct 31 2009, 18:21

იკას გაუმარჯოს. ხომაგრამ მე პირველად რომ ვიყიდე ამიცონეს და თან ისე დავტენე ვაზნები ოგონდ სარწყაოთი ხომააქვს 1.1 იანი დოზისთვისდა და დავაყენე და ისე დავტენე

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Nov 1 2009, 09:28

levani_200
გაუმარჯოს! საწყაომ შეიზლება მცირედი განსხვავება მოგცეს წონებში, მაგ. 0,05 ან 0,1 გრ. შეიძლება მეტიც და ეს მცირედი განსხვავება კი რექსზე რადიკალურად განსხვავებულ ბალისტიკას მოგცემს, ასე რომ ჯობია ყოველი დოზა აწონო. მე 2 წელია მაგ დოზებზე ვწვალობ და ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები

პოსტის ავტორი: levani_200 Nov 1 2009, 10:25

ხოდა მეკიდევ მაგიტომ ვპიქრობ რომ სულ დავშალო და ახლიდან დავტენო ვაზნები ან როგორც გადავიანგარიშე იგივე მიჯდება დატენვადა, მევნახე ამისწინ დატენილი ვაზნები წერეტელზე 0.60 თეთრი გირდა და არმირჩევია ისინი ვიყიდოო? რაგა მაგას გავაპუჩებინო თოპი newsmile035.gif:D

პოსტის ავტორი: levani_200 Nov 1 2009, 19:20

იკა ჯიგარო მოიტა თუგაქვს 16-იანის დოზები დამიწერე რა აქ სხვა გვერდზე ვნახე დოზები მაგრამ 12 იანისთვისაა და მეკიდევ 16-იანი მაქვსდა არმიდნა რამე მომხვდეს თავში რომ გავისვრი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თან იმაზე ვკაიფობ ამისწინ დავტენე ვაზნებიდა დასაშლელი რომ გამიხდა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: KELE. Dec 11 2009, 00:44

ციტატა(hunter777 @ Jun 11 2009, 20:34) *
მე არ მომწონს ,,რექსი,, სწრაფად იწვის და ,,ატბროსი,, დიდი აქვს 35 გრამი საფანტით დატენვის დროს! ბალისტიკაც ვერ დავამუღამე არასტაბილირი შლის მაჩვენებელი მაჩვენა უკონტეინერო ვაზნების შემთხვევაში კონტეინერში არ მიცდია მწყერზე ივარგებს მაგრამ მე მაინც ,,სოკოლ,,პ ან ,,სოკოლ ,,11 ვარჩევ და რეკომენდაციას გაუწევ! უფრო მეორეს!! თუ იშოვით ეგაა ყველაზე საუკეთესო რაც მიხმარია! თან bonehill მა სწორედ შენიშნა! მე 20 კალიბრით ვნადირობ მწყრზე ლატუნის მასრაში ვტენი და ,,ცბ,, ვერ აფეთქებს ბოლომდე ჟეველო უნდა ახმარო მაგ დენთს! დიდი დეტონაცია აქვს ჯეველოს!! და საერთოდაც უკვამლო თეთრი დენთი ძლიერ , ჯეველოს ტიპის ფისტონზე ,, კაფსულზე,, ა გათვლილი.







ერთი რაგაც მაინტერესებს.,სოკოლ,,პ ან ,,სოკოლ ,,11 რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 11 2009, 01:49

მოდიფიკაციებია, შემცველობა ოდნავ განსხვავებულია, ზოგი მათგანი ნაკლებ ალისფორს საჭიროებს აფეთქებისთვის, ზოგი სრულად იწვის და ნაკლებ ნარჩენს ტოვებს, ზოგიც ნაკლებად მავნეა ლულისთვის, ზოგი პირიქით და ა.შ.

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Dec 12 2009, 16:41

ციტატა(levani_200 @ Nov 1 2009, 20:20) *
იკა ჯიგარო მოიტა თუგაქვს 16-იანის დოზები დამიწერე რა აქ სხვა გვერდზე ვნახე დოზები მაგრამ 12 იანისთვისაა და მეკიდევ 16-იანი მაქვსდა არმიდნა რამე მომხვდეს თავში რომ გავისვრი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თან იმაზე ვკაიფობ ამისწინ დავტენე ვაზნებიდა დასაშლელი რომ გამიხდა newsmile035.gif newsmile035.gif

გვიან ვნახე შენი პოსტი მაგრამ 16-იანზე ვერაფერს გეტყვი არ დავინტერესებულვარ მე 12-იანები მაქ და...

პოსტის ავტორი: KELE. May 30 2010, 14:14

ჯიგრებო ესპანურ დენთს რო ეძახიან იცით ვინმემ?თუ ისისც იგივე რექსია?

პოსტის ავტორი: hunter777 May 30 2010, 15:03

არა განსხვავებული შემადგენლობა აქვს! ესპანური და უნგრული დენთები განსხვავდება ერთმანეტისგან ბალისტიკური მონაცემებით დოზირების ამბავსი და წვის მახაიათებლებიც სხვადასხვა აქვთ

პოსტის ავტორი: KELE. May 31 2010, 16:28

გაიხარე.სახელი ხო არ იცი მაგ დენთის?რექსივით საშიში არ არის ხო ალბათ?და ერთი პატივიც მეცით,დოზები თუ იცით 16 და 12 ზე მითხარით რა კაცურად.ან თუ გამოცადეთ როგორ მოგეწონათ?ღირს ყიდვა?

პოსტის ავტორი: ij18e Jun 9 2010, 14:41

მეც ძალიან მომწონს რეკსი ხოლანდიური დენთი იგი სწრაფად იწვის და შესანიშნავი ძალა აქვს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

16-კალიბრი 1.4 გრ. ჯობია 12-კალიბრასთვის 1.9 გრ. ასე ვხმარობ მე მაგას პერიდოზიროვკა აპასნია დამიჯერეთ

პოსტის ავტორი: shalva1941 Jun 14 2010, 15:38

გამარჯობათ. თუ არ შეწუხდბით მომწერეთ რა, 12 კალიბრზე, რკინის გილზებში, მწყერზე სანადიროდ, სოკოლი და საფანტი რამდენ-რამდენი გრამი უნდა?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 14 2010, 16:43

სოკოლის კოლოფს თითქმის ყველას აწერია, მაგრამ მადაც სხვადასხვა დროს ნაყიდ ქილებს სხვადასხვა დოზები აწერია მწყერზე სანადიროდ ვაძლევ 12 კალბრიანი ნორმალური წონის თოფს 2.0 სოკოლის დენთი და 3.5 გრამი საფანტი

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 14 2010, 18:20

სოკოლი იშოვება სადმე თუ იცით???

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 14 2010, 20:47

1,9 სოკოლი, 28 გ საფანტი - მე ასე ვტენი და ახლოში შლის. 1,7 და 24-საც ტენიან. მწყერზე საკმარისია, ნაბულიდან 20 მ-ზე შორს არ გიწევს სროლა.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 14 2010, 21:21

ციტატა(შადი შამოდი @ Jun 14 2010, 21:47) *
1,9 სოკოლი, 28 გ საფანტი - მე ასე ვტენი და ახლოში შლის. 1,7 და 24-საც ტენიან. მწყერზე საკმარისია, ნაბულიდან 20 მ-ზე შორს არ გიწევს სროლა.

მაგაში გეთანხმებით მე 1.5 თიც მიმიცია სოკოლი და 3.0 საფანტი ახლოში ეფექტურია მაგრამ შორს ცოტა ძნელია თან პადრანკები მეტია და მირჩევნია სტანდარტულად ვესროლო მითუმეტეს ერთ ნადირობაზე 24 ცალი ვაზნის მეტი არ მიმაქვს არა საჭირო

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 14 2010, 23:44

მე 1.7 დენთს და 24 გრამ საფანტს ვტენი ხოლმე..მშვენივრად მუშაობს. უბრალოდ მეორე ვაზნა(მარცხენა ლულაში) ქარხნული მიდევს ყოველთვის..28 გრამიანი.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 15 2010, 10:26

ციტატა(ზახარა @ Jun 14 2010, 19:20) *
სოკოლი იშოვება სადმე თუ იცით???

მაღაზია გლოკში დინამოსთან სადღაც 18 ლარის ფარგლებშია 200 გრამიან ქილებში!

ყელა ქილას თავისი დოზა ზედვე აწერია და დასაშვები ცდომილებაც იქვეა მითითებული! ,,სოკოლ- P,, სხვა დოზირებითა ვიდრე სოკოლ-11 ტი და აღსანიშნავია ისიც რომ სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა განსხვავებული დოზირება აწრია ხოლმე. დასაშვები ცდომილება ყველას 0,5 გრამია, იკრძალება ვადაგასული ( სოკოლის შენახვის ვადა არის 7 წელი) ხმარება! გაყვითლებული ან გაყავისფერებული დენთის ფიფქების დროს, ასეთი დენთის გამოყენება! გამოშრობა, ასევე ისეთი დენთის გამოყენება რომლის ფიფქებსაც შეემჩნევათ ნახვრეტივით სხეულები, აგრეთვე სხვადასხვა მარკის დენთის შერევა მაგალითას რექს +სოკოლი ან, პეროქსილონი( საბრძოლო დენთი რომელიც საბრძოლო ვაზნებში და ჭურვებში გამოიყენება) და სოკოლი ან რექსი ! ან შავი კვამლიან დენთი და უბოლო დენთი. დავამატებ რომ სოკოლიც და რექსიც გათვლილია ძლიერი დეტონაციის კაფსულის აალებაზე ( ჟეველო) თუ ვინმე ლატუნის მასრებში ტენის ამ მარკის დენთს ერთი რამეა გასათვალისწინებელი: მასრას ძუძუკები უნდა გაუფართოვოთ მახათით ან რამე მაგის მსგავსით ამსეთი მასრების ხმარების დროს ხდება დენთის სრული დაწვა და შესაბამისად სრულფასოვანი გასროლა.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 15 2010, 10:33

მაინც არ ყოფნის ხოლმე, სოკოლი კიდევ შეიძლება გაიჭირვოს კაცმა მაგრად რექსი ნახევრად დაუმწვარი რჩებოდა ხოლმე ლულაში, გამიგია ზოგი შავი დენთის რამდენიმე მარცვალს ყრიდა ხოლმე საფისტონე ბუდეში, ისიც კი გამიგია რომ დაშლიდნენ ცენტრაბოის და ფეთქებად ნივთიეებას ჩაუმატებნდენ მეორე ცენტრაბოის, ანუ ორი ერთში იყო რა, აი ამ დროს მართლა კარგად აალდება სოკოლი და სხვა პიროქსილიანი დენთი

პოსტის ავტორი: MIMINO Jun 15 2010, 13:01

75 სანტიმეტრიან ჩოკი და ნახევრადჩოკი ლულებით, მწყერზე როგორი იქნება საუკეთესო ვაზნა?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 15 2010, 15:17

ციტატა(MIMINO @ Jun 15 2010, 14:01) *
75 სანტიმეტრიან ჩოკი და ნახევრადჩოკი ლულებით, მწყერზე როგორი იქნება საუკეთესო ვაზნა?

კალიბრი?? თუ 12 ია 0.9-1,0 დენთი 28-30 გრამი საფანტი. თუ 16 კალიბრია მაშინ დენთი შეგიძლია დააკლო. ჟეველოს კაფსულზე ვგულისხმობ.. მანძილი 30 მეტრამდე 9-11 მომერი საფანტისათვის, 75სმ ლულისა და ჩოკი ნახევარჩოკის შემთხვევასი ეგ ოპტიმალური ვარიანტია.

პოსტის ავტორი: MIMINO Jun 15 2010, 16:33

რაა? 12 კალიბრს 1 გრამი სოკოლი? newsmile045.gif ლატუნის გილზებზე. ლულაში არ გაიჭედება?

პოსტის ავტორი: shalva1941 Jun 15 2010, 16:46

1.75 სოკოლი და 28-30 გრ. საფანტი მწყერზე, მემგონი კაი ვარიანტი უნდა იყოს 15-20 მეტრის მანძილზე.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 15 2010, 17:00

1.) ძველ რუსულ სარწყაოზე მითითებული ნიშნები არ შეესაბამება ამ მიშნულებს გრამებში ანუ რო აწერია 1,75 ეს 1,75 გრამი არაა
2) 1 გრამი სოკოლი და 28-30 გრამი საფანტით ნორმალურად დატენილი ვაზნა არასდროს გაიჭედება ლულაში მით უმეტეს თუ ჟეველოს ტიპის კაფსოლას ხმარობთ.
3) არაა აუცილებელი მწყერზე ნადირობისას გამოვიყენოთ ისეთი ძლიერი ვაზნები როგორსაც ვხმარობთ ზამთარში იხვზე ნადირობის დროს, ზამთარში ჰაერიც მკვრივია და იხვიც მეტად ამტანი ფრინველია. ეკონომიის მხრივაც არაა გამართლებული, და გარდა ამისა ძლიერ ვაზნებს მეტი უკუცემა აქვთ და სასროლად არაკომფორტულია მით უმეტეს როცა რამდენიმე ათეული გასროლის გაკეთება გვიწევს.
4) წვრილმანია მაგრამ დიდმუხტიანი ვახნები გაცილებით მძიმეა და როცა ასეთ 30 ვაზნას ატარებ ნადირობისას არაკომფორტულია.

პოსტის ავტორი: shalva1941 Jun 15 2010, 17:18

კი ზუსტი არ არის ძველი რუსული სარწყაო და სხვა რის გამოყენება შეიძლება უფრო მეტი სიზუსტისთვის?

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 15 2010, 17:41

ელექტრო სასწორი ან სააფთიაქო საწონი!

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 16 2010, 16:29

ესპანურ დენთზე რა აზრის ხართ დოზები რა არის 12 და 16 კალიბრისთვის?

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 17 2010, 15:31

ძალიან რომ შეგეხვეწოთ მაინც არ დაწერთ?

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 17 2010, 15:38

MIMINO
ეტყობა არ იცინ თორემ დაწერდნენ.
მე პირადათ შეხებაც არ მქონია მაგ დენთან

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 17 2010, 17:12

ვინმემ როგორ არ იცის კაცოოო პროსტა ეზარებათ დაწერა newsmile058.gif მარტო 12 კალიბრზე მაინც დაწერეთ

პოსტის ავტორი: გოგა Aug 17 2010, 17:29

MIMINO
მე იჟ-27 (12 კალ),მწყრის საფანტზე ვაძლევ 1.5
ბევრი არაფერი ვიცი ამ დენთის შესახებ,პირველად შარშან დავტენე,ისაც ძალიან ცოტა ვისროლე
ამიტომ ვერაფერს ვწერ.თუ ვინმემ უფრო მეტი იცით უთხარით ამ კაცს

პოსტის ავტორი: sabo73 Aug 17 2010, 17:57

ვიცი და ვწერ 16-ის მონაცემებს. იხვი 1.45. მწყერი 1.25-1.35

პოსტის ავტორი: Jager_Man Aug 17 2010, 19:03

როგორც ვიცი დენთის რაოდენობის განსაზღვრისას თოფის წონასაც აქცევენ ყურადღებას

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 17 2010, 23:45

16 კალბრზე 1.3 გააჩნია თოფის წონას და 12 კალიბრზე 1.5 გაჩნია თოფის წონა მე გუშინ დავტენე 90 ვაზნა ორივე კალიბრისა და 12 დღეს გავსინჯე უკუცემა დიდი არაფერი მაგრამ ეეფექტი კარგი ქონდა კარგა შორს ვესროლე სამიზნეს

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 18 2010, 09:12

ციტატა(ჰერცოგი997 @ Aug 18 2010, 00:45) *
16 კალბრზე 1.3 გააჩნია თოფის წონას და 12 კალიბრზე 1.5 გაჩნია თოფის წონა მე გუშინ დავტენე 90 ვაზნა ორივე კალიბრისა და 12 დღეს გავსინჯე უკუცემა დიდი არაფერი მაგრამ ეეფექტი კარგი ქონდა კარგა შორს ვესროლე სამიზნეს

გრამებზეა საუბარი თუ საწყაოს რომ აწერია იმის მიხედვით ჩაყარე? და საფანტი რამდენი გრამი მიეცი?

პოსტის ავტორი: irakli67 Sep 4 2010, 13:35

კარგი დენთია 2 წელია სულ მაგით ვტენი.გლდანშ მეხუტეში ,რომ ახალი მაღაზია გაიხსნა იქ აქვთ 100 გრ 6 ლარი

პოსტის ავტორი: giuna Jun 12 2012, 15:01

მოგესალმებით ყველას,ნესტიანი დენთი მზეზე როდავყარო რამდენი დგე დასჭირდება როგამოშრეს,წინასწარ მადლობთ.

პოსტის ავტორი: giuna Jun 12 2012, 20:44

ივარგებს ვაფშე?

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 28 2012, 17:24

მე ესეთი ინფო მოვიპოვე ესპანურ დენთზე: CSB1 32გრ-34გრ-მდე იხმარება, დოზა 1.7გრ დენთი 34გრ საფანტზე (12 კალიბრი) CSB2 იხმარება 36-დან 50 გრამიანამდე. დოზა 1.7გრ დენთი 36 გრ საფანტზე და 1.92გრ დენთი 50 გრ საფანტზე. მე ჯერ არ მიცდია ეგ სქემა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 1 2013, 16:35

შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ ესპანური წამალი რამდენი სახეობის არის? და რას ფასობს 100 გრამი. თუ დოზებიც იცით მაშინ გამიზიარეთ მეც (12 კალ) და ესპანური წამლის ესა თუ ის სახეობა რამდეგ გრამიან საფანტზე იხმარება.

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 10 2013, 16:45

ისა და მონადირის მაღაზიაში თუ იყავით ვინმე ამ ბოლო დროს სოკოლი თუ აქვთ სადმე? გამაგიჯა ამ ფაბრიჩნებმა ერთი თვეა არსად გავსულვარ დღეს როგორღაც მოვახერხე და ისეთი იხვები ვმაზე კინაღამ სიცილით დაიხოცნენ. არ ვენდობი მე არცერთ ფაბრიჩნ ვაზნას ისევე ჯობია მე დავტენო და სირცხვილი ავიცილო მაგრამ სოკოლს ვერ ვშოულობ ვერსად თუ გეგულებათ სადმე მითხარით... gunshot.gif

პოსტის ავტორი: axalbeda09 Mar 13 2013, 18:17

სალამი მონადირეებს! შავი, ბოლიანი დენთი მინდა. ხომ არ იციტ, სად ვიყიდო,ან გავუცვლი უბოლოში.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 1 2013, 10:58

რექსი მწვანე ყვითელი და წითელი რა განსხვავებაა ამათ შორის?

პოსტის ავტორი: baron_88 Jul 19 2013, 16:34

გაუმარჯოს ყველას... ბიჭებო არავის გიცდიატ კალაშის პოროხის ხმარება?? AK74 მრგვალი პოროხი ვცადე და საერთოდ არ დაწვა ... რამე ხერხი ხომ არ იცით???

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 19 2013, 16:41

აკ-47-ს დენთი არ არსებობს, არსებობს დაწნეხილი, კრისტალური დენთი რომელიც გამოიტყენება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების წარმოებაში

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2013, 17:22

baron_88
გირჩევნია ლიცენზირებული დენთი შიეძინო მაღაზიებში და იმით დატენო !! კალაშას და გრადებს მოეშვი !!! სისხლის სამართლის მუხლი არ აცდება ვინც გატაცებულია მაგის გამოცდებით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: alika77 Jul 20 2013, 00:21

ზახარა
ზახარ ეს კაცი ჩვენებურია ბიძაშვილია ჩემი თანდათან ისწავლის ფორუმის წესებს D.gif D.gif

baron_88
newsmile087.gif newsmile087.gif newsmile087.gif
აქედან ჯობია სროლა მაგ დენთის ხმარებას ვერ გაიგე კაცოოოოოოო newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 20 2013, 09:52

D.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 20 2013, 09:57

ვანიჩკა რექსი მხოლოდ მომწვანო ფერის არსებობს და არასოდეს სხვა ფერის არ გამოსულა. ცნობისათვის მაგ დენთის მწარმოებელი ქარხანა მესამე წელია არ მუშაობს და პროდუქციას არ აწარმოებს.

პოსტის ავტორი: megreli Jul 20 2013, 11:43

სოკოლზე რა აზრის ხართ ?

პოსტის ავტორი: baron_88 Jul 25 2013, 21:27

alika77
ნუ ტვინიკოსობ ბიჭო არ მატქმევინო ყველაპერი D.gif D.gif D.gif D.gif

გამომივიდა მარტლა აინშტეინიიიი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: alika77 Jul 25 2013, 21:33

baron_88
ნეტა დენთი რად გინდა? მარტო პისტონი გაუკეთე მაინც ვრ არტყავ

პოსტის ავტორი: baron_88 Jul 30 2013, 08:24

alika77 კაცი მარტულზე მჯდომ ქედანს რომ ვერ გაარტყავს 20 მ დან ნახევრად მაგნუმის ვაზნით საერტოდ ხმა ამოეგება??? D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Allstar Aug 10 2013, 21:10

ესეიგი

სახლში აღმომაჩნდა დენთი რომელიც ნაყიდია 1988-ში, ვადის გასვლა ეწერა 1996 წელს, სოკოლია, ხოდა რა მაინტერესებს, 12 კალიბრიანის დატენვის დროს, უფრო ნაკლები უნდა ჩავყარო თუ მეტი? და რამდენია კარგი საერთოდ?

მაგ დენთით დატენილი ტყვიებით 3 წლის წინ ვინადირე და ისროდა კარგად, ნუ მე კარგად მომეჩვენა რავი : D

პოსტის ავტორი: Bone Aug 10 2013, 21:42

ეგ დენთი გაანადგურე.

გუშინ ვისროლეთ 30 წლის წინანდელი ჰუბერტუსის ფირმის მზა ვაზნები, მშვენივრად.

მაგრამ მაინც გაანადგურე ძველი დენთი, უცეცხლოდ გაანადგურე.

პოსტის ავტორი: Allstar Aug 10 2013, 21:56

ციტატა
ეგ დენთი გაანადგურე.

რატომ? :( :(

პოსტის ავტორი: Bone Aug 10 2013, 22:08

ნიტრო დენთში ზოგიერთ შემადგენელ ნივთიერება დროთა განმავლობაში იშლება. დენთი კარგავს თვისებებს , ზოგი უზარმაზარ წნევას წარმოშობს აფეთქებისას.......სახიფათოა.....

პოსტის ავტორი: Allstar Aug 10 2013, 22:22

ციტატა(Bone @ Aug 10 2013, 23:08) *
ნიტრო დენთში ზოგიერთ შემადგენელ ნივთიერება დროთა განმავლობაში იშლება. დენთი კარგავს თვისებებს , ზოგი უზარმაზარ წნევას წარმოშობს აფეთქებისას.......სახიფათოა.....

ფიზიკურად რაიმე ცვლილება უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ რაიმე ნივთიერება დაიშალა და სახიფათოა?

მშრალად და ჰერმეტულად იყო შენახული, გაუხსნელი იყო რა.

პოსტის ავტორი: sakheli Oct 11 2013, 21:28

3 ნომერ საფანთზე დენთი სოკოლი რამდენი ჩავყარო? 10 და 11 ნომერზე 1.8გრამს ვუშვებუ და ნორმალურია და იგე გავაკეთო 3ნომერზეც? როგორ მირჩევთ?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 12 2013, 00:48

sakheli
ზამთრის პერიოდში 2 გრამი შეიძლება.. რათქმაუნდა 12 კალიბრზეა საუბარი. და მხოლოდ დენთზე "სოკოლი" სხვა დენთი არა.. ისე კი საფანტის წონის მიხედვით და საერთოდ თოფის წონის მიხედვით ჯობია დატენვა. 2 გრამი 32 გრამ საფანტზე უნდა. საფანტის ზომას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. საფანტის მუხტს წონაა მთავარი.

პოსტის ავტორი: sakheli Oct 12 2013, 11:48

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 12 2013, 01:48) *
sakheli
ზამთრის პერიოდში 2 გრამი შეიძლება.. რათქმაუნდა 12 კალიბრზეა საუბარი. და მხოლოდ დენთზე "სოკოლი" სხვა დენთი არა.. ისე კი საფანტის წონის მიხედვით და საერთოდ თოფის წონის მიხედვით ჯობია დატენვა. 2 გრამი 32 გრამ საფანტზე უნდა. საფანტის ზომას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. საფანტის მუხტს წონაა მთავარი.

გასაგებია ლევან დიდი მადლობა 32დან33გრამამდეა რეკომენდირებული საფანთი ჩემი 12კალიბრზეო გამოტვლით ეგრე მივიგე და დენთზე მაინტერესებდა ინფორმაცია და დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის გაიხარე.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 12 2013, 13:43

ციტატა(sakheli @ 12th October 2013 - 13:48) *
33გრამამდეა რეკომენდირებული საფანთი

თუ მაგნუმი ან ნახევრად მაგნუმი არ არის..33 გრამი უკვე ბევრია. კი ისვრის(მე 36 გრამიც მისვრია)..მაგრამ აღარ შედის 12 კალიბრის ნორმაში. 32 გრამამდეა მაქსიმუმ. ძლიერი მუხტი თოფს ანგრევს ნელანელა. მაგისი ბრალია "შატკა" ორმაგი გასროლა და ეგეთი რამეები.

პოსტის ავტორი: sakheli Oct 12 2013, 14:42

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 12 2013, 14:43) *
თუ მაგნუმი ან ნახევრად მაგნუმი არ არის..33 გრამი უკვე ბევრია. კი ისვრის(მე 36 გრამიც მისვრია)..მაგრამ აღარ შედის 12 კალიბრის ნორმაში. 32 გრამამდეა მაქსიმუმ. ძლიერი მუხტი თოფს ანგრევს ნელანელა. მაგისი ბრალია "შატკა" ორმაგი გასროლა და ეგეთი რამეები.

დიდი მადლობა ლევან გამოცდილების გაზიარებისთვის სარწყავით რომ ავაწონინე 30 და 31გრამამდე გამოვიდა მემგონი ნომრალურია. გაიხარე ოქრო ხარ.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 13 2013, 00:12

sakheli
არაფერს რისი მადლობა. ისე რაც შეეხება სარწყაოს.. წვრილ საფანტზე სხვა წონას იძლევა და მსხილზე სხვას რათქმაუნდა. ეგ კი გეცოდინება. მე..მაგიტომ სხვადსახვა საფანტზე სხვადასხვა სარწყაო მაქვს დამზადებული ჩემი ხელით. ეგრე უფრო ნაღდია.

პოსტის ავტორი: Junior Hunter Oct 15 2013, 02:20

ეხლა რომ პატრონები იყიდება მაღაზიებში, იმაში რა დენთი ყრია?

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 12 2013, 14:43) *
თუ მაგნუმი ან ნახევრად მაგნუმი არ არის..33 გრამი უკვე ბევრია. კი ისვრის(მე 36 გრამიც მისვრია)..მაგრამ აღარ შედის 12 კალიბრის ნორმაში. 32 გრამამდეა მაქსიმუმ. ძლიერი მუხტი თოფს ანგრევს ნელანელა. მაგისი ბრალია "შატკა" ორმაგი გასროლა და ეგეთი რამეები.

34 გრამიანებს ვისვრი ბეკასით.. 0, 3, 5 7 ნომრებს.. ჟაკანიც და კარტეჩიც ძირითადად მაგდენ გრამიანები იყიდება..

თოფის წონაზე არ არის დამოკიდებული ეგ გრამები? სადღაც წავიკითხე თოფის წონა თუ არის 3.600 კილო, დაშვებულია 33 დან 37 გრამამდეო.. ჩემი თოფია ზუსტად მაგ წონა..

სადღაც რა.. "მონადირის გზამკვლევში" წერია ასე, ოღონდ "რექს"ის დოზა

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 15 2013, 02:42

ციტატა(lasharela301075 @ 15th October 2013 - 04:20) *
თოფის წონაზე არ არის დამოკიდებული ეგ გრამები?

არა. თოფი შეიძლება კალაპოტის ან კონდახის გამო იყოს მძიმე. კალიბრი კი ისევ 12(ან სხვა) რჩება. ლულას აქვს თავისი მაქსიმუმი ატმოსფერული დაწოლა კვადრატულ სანტიმეტრზე.(სხვადსხა თოფს სხვადასხვა) რაც უფრო დიდია საფანტის ჭურვი..მით მეტია წინაღობა და ლულის კედელზეც მეტი დაწოლა მოდის. ზოგადად 12 კალიბრზე(ანუ ჩვეულებრივ) არ არის რეკომენდირებული 32 გრამზე მეტი..თორემ თუ მაგნუმია ან ნახევრად მაგნუმი..მაშინ გათვლილია ყველაფერი და უპრობლემოდ შეიძლება დიდი მუხტების სროლა.
რაც შეეხება თოფის წონაზე გათვლას..მაგისი ცხრილი მქონდა სადღაც. სულ სხვა რამეა. ეგეთი დოზებით არ ემატება იქ. ზუსტად არ მახსოვს ეხლა..მაგრამ გადავხედავ და დავწერ როგორ უნდა გამოთვლა.

პოსტის ავტორი: sakheli Oct 15 2013, 13:03

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 15 2013, 03:42) *
არა. თოფი შეიძლება კალაპოტის ან კონდახის გამო იყოს მძიმე. კალიბრი კი ისევ 12(ან სხვა) რჩება. ლულას აქვს თავისი მაქსიმუმი ატმოსფერული დაწოლა კვადრატულ სანტიმეტრზე.(სხვადსხა თოფს სხვადასხვა) რაც უფრო დიდია საფანტის ჭურვი..მით მეტია წინაღობა და ლულის კედელზეც მეტი დაწოლა მოდის. ზოგადად 12 კალიბრზე(ანუ ჩვეულებრივ) არ არის რეკომენდირებული 32 გრამზე მეტი..თორემ თუ მაგნუმია ან ნახევრად მაგნუმი..მაშინ გათვლილია ყველაფერი და უპრობლემოდ შეიძლება დიდი მუხტების სროლა.
რაც შეეხება თოფის წონაზე გათვლას..მაგისი ცხრილი მქონდა სადღაც. სულ სხვა რამეა. ეგეთი დოზებით არ ემატება იქ. ზუსტად არ მახსოვს ეხლა..მაგრამ გადავხედავ და დავწერ როგორ უნდა გამოთვლა.

კარგი იქნება ლევან თუ მაგ ცხრილს გაგვაცნობ. ისე არ არის ცხრილი მარტო ლულის წონით რომ გამოთვალო რამდენი გრამი შეიძლება?

პოსტის ავტორი: marco-polo Oct 15 2013, 13:26

თოფის წონა გაყოფილი 96-ზე. 12კალიბრის შემთხვევაში.იქნება დასაშვები მაქსიმუმი

პოსტის ავტორი: Junior Hunter Oct 16 2013, 02:04

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 15 2013, 03:42) *
არა. თოფი შეიძლება კალაპოტის ან კონდახის გამო იყოს მძიმე. კალიბრი კი ისევ 12(ან სხვა) რჩება. ლულას აქვს თავისი მაქსიმუმი ატმოსფერული დაწოლა კვადრატულ სანტიმეტრზე.(სხვადსხა თოფს სხვადასხვა) რაც უფრო დიდია საფანტის ჭურვი..მით მეტია წინაღობა და ლულის კედელზეც მეტი დაწოლა მოდის. ზოგადად 12 კალიბრზე(ანუ ჩვეულებრივ) არ არის რეკომენდირებული 32 გრამზე მეტი..თორემ თუ მაგნუმია ან ნახევრად მაგნუმი..მაშინ გათვლილია ყველაფერი და უპრობლემოდ შეიძლება დიდი მუხტების სროლა.
რაც შეეხება თოფის წონაზე გათვლას..მაგისი ცხრილი მქონდა სადღაც. სულ სხვა რამეა. ეგეთი დოზებით არ ემატება იქ. ზუსტად არ მახსოვს ეხლა..მაგრამ გადავხედავ და დავწერ როგორ უნდა გამოთვლა.

12 კალიბრია ჩემი, გავეცანი ბეკასზე ლიტერატურას და ხშირადმხვდება ასეთი ფრაზა: "შეიძლება ნახევრად მაგნიუმების ხმარება ოღონდ ხშირი ხმარება რეკომენდირებულიარ არისო.. 34 გრამიანი თოფი დაზიანების ალბათობას ზრდის?

პოსტის ავტორი: Bone Oct 16 2013, 08:30

Junior Hunter
დაზიანების ალბათობას თეორიულად კი ზრდის :(

არც თოფის რესურსია ზუსტად განსაზღვრული......

გააჩნია კი არა და დიდი მნიშვნეობა აქვს, რამდენ გრამიან ვაზნებს და რა დენთს იხმარ (იქნება თუ არა საერთოდ თოფის დენთი)

ერთი სიტყვით რაც უფრო მსუბუქია ვაზნა მით ნაკლები დატვირთვა აქვს თოფს. დღევანდელ სპორტულ თოფებში საერთოდ , დატვირთვა აქვს ზამბარას, ნემსას, ამომგდებებს, კალაპოტს და ყველაზე ბოლოს კი ლულებს ....

მძიმე ვაზნების შემთხვევაში კი პირველ რიგში იტვირთება კალაპოტი და ლულები შემდეგ უკვე კონდახი და სხვა დანარჩენი...

"ავტომატების" შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა მაინც , ბევრი ნაწილია , ურთიერთხახუნიც მეტია, მძიმე ვაზნების სისტემატიური გამოყენება აქაც არაა სასურველი (მაგ.სისტემატიური, მხოლოდ მაგნუმები ან ნახევრად მაგნუმები)
თუმცა მაინც, ნახევრად ავტომატები , ფიზიკურად არ შეიძლება რომ სპორტული ან მაღალიკლასისისანადირო თოფის რესურსი ქონდეთ თადარიგში.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 22 2014, 12:20

სოკოლი ხომ არ იცით რომელ მაღაზიაში აქვთ?

პოსტის ავტორი: kardinal84 Aug 22 2014, 16:55

ვანიჩკა
დინამოს პირდაპირ როა მუშტაეთის პარკის გვერდით

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2014, 16:57

ვანიჩკა

კალიბრში ისანში შავი ზღვის ქუჩაზეც ქონდათ ხოლმე დიდუბეში როა მონადირე რომ აწერია მანდ ვუყიდე ბოლოც ძმაკაცს ახლა აქვთ თუ არა ზუსტად ვერ გეტყვი

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 23 2014, 09:15

kardinal84
მადლობა ინფორმაციისთვის newsmile05.gif

assassin29
კალიბრში ვიყავი გუშინ და არ ქონდათ

პოსტის ავტორი: jorj Sep 8 2014, 14:41

მოგესალმებით.დღეს მაგნუმში შევიძინე დენთი Maxam საცდელათ.გამყიდველმა 1.7გრ მირჩია (12კალ) .თუ აქვს ვინმეს ეს დენთი გამოცდილი?როგორც ინეტიდან მოვიძიე დენთი "Тахо"ამ ფირმისაა.

პოსტის ავტორი: Computer Jan 28 2015, 22:01

კეთილი იყოს ამ თემაში ჩემი პირველი პოსტი.
თემის კითხვა დავიწყე და გავედი ფინიშში მაგრამ ცუდი ის იყო რომ უმეტესობა 2009 წლის პოსტებია და მის შემდეგ ბევრიუ რამ შეიცვლებოდა.

მაინტერესებს რომელია უნივერსალი წამალი, რომელიც იხმარება როგორც ლატუნის ასევე პლასტმასის გილძებზე და რომელიც მუშაობს ჩვეულებრივ კაფსულაზეც და არ ითხოვს მაინცდამაინც ჟევლოს. თოფი: იჯ-27 და იჯ-18 (საბჭოთა წარმოება) 12 კალიბრი და იჟ-კ 28 კალიბრი. ხშირად მოხმარებადი საფანტის # 0-დან 10-ის ჩათვლით ამას ვწერ იმიტომ რომ მაინტერესებს შესაბამისი დოზებიც რომ დამიწეროთ

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 29 2015, 08:51

Computer

მაღაზიებში არის ნორმალური ხარისხის ევროპული დენთები, პლასმასის გილზებს ვტენი მე და პრობლემა არ მქონია, ლატუნზე არ ვიცი მაგრამ ჩვეულებრივად იმუშავებს დარწმუნებული ვარ. დრაგო ვიყიდე ამას წინათ მაგნუმში 12 კალიბრზე საშუალოდ 1,5-1,6 გრამი უნდა, მერე დრაგო აღარ იყო და მაქსამი ვიყიდე თითქოს ეგ უფრო მომეწონა. მაგისი დოზაც 1,7-არის როგორც მაღაზიაში მითხრეს. მე მაგ მაქსამით ტყვიები ("ჟაკნები") დავტენე 2,1 მივეცი და საკაიფოდ იმუშავა.

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 5 2015, 12:46

გამარჯობათ,

ვიყიდე ვესტერნის მაღაზიაში, ბათუმის ფილიალში ნობელ სპორტის დენთი 200 გრამი. არ აწერია დოზები, მაგრამ ინტერნეტში მაგათ საიტზე რომ ვნახე იქ აწერია ესეთი დოზები.


მერე როგორც გავარკვიე, ყოფილა 3 სახის და ხასიათის ნობელ სპორტის დენთი (იხ. სურათები ქვემოთ) A1, D20 და 206.







გადავრეკე ვესტერნის ბათუმის ფილიალში და არ იციან რომელი მოდელია ის, რომელიც მე მომყიდა.
სათაო ოფისშიც ვერ გამირკვიეს და სანამ ლულა შემომეხვევა კისერზე იქნებ როგორმე დამეხმაროთ და გამარკვევინოთ რომელი ვიყიდე.

გმადლობთ წინასწარ...

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 5 2015, 13:13

საინტერესოა! დენთი მოგყიდეს და დოზას ვერ გეუბნებიან, ერთი პატარა შეცდომა დოზა ვერ გათვალოს ადამიანმა და შეიძლება ხეიბარი დატოვონ xPMWh.gif xPMWh.gif xPMWh.gif

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 5 2015, 14:02

kardinal84

ვერ ერკვევიან ვერაფერში ისეთები ზიან მაღაზიებში.

მეუბნება მგონი 1.6 12 კალიბრზე მაქსიმუმიაო და რამდენ გრამზეთქო და 12 კალიბრზეო.

რა ვქნა ეხლა გადავყარო ეს დენთი თუ რა ჯანდაბა ვუყო?

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 5 2015, 14:03

kardinal84
ეგ იმიტო რო ნამეტანი ზრუნავენ მომხმარებელზე xPMWh.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 5 2015, 15:10

აწონე 1,55 გრამი დენთი და 32 გრამი ტყვია და დატენე, ზემოთ სურათებში დოზა მაქსიმუმ 1,6 უწერია ყველას და 1,55 არ იქნება ბევრი.

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 5 2015, 15:16

kardinal84

ზემოთ 1.75 იც აწერია მარა პატარიდან დავიწყებ და ვნახოტ რა იქნება.

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 18 2015, 14:19

ესეც ამ დენთის ნამწვავი ...

ძალიან იმედგაცრუებული ვარ ვესტერნის მიმართ.
არ არიან სანდო.





პოსტის ავტორი: assassin29 Nov 18 2015, 14:29

Ika Exs
რა განერვიულებს შე კაი კაცო გინდა გამჭვარტლულა ლულა და გინდა წინწკალი არ დარჩენილა სროლის დროს თოფი ასეც გასაწმენდი გაქ და ისეც

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 19 2015, 12:43

assassin29

სანადიროდ რომ დავდივარ, რომც არ ვისროლო, სახლში მაინც ვწმინდავ მაგრამ არ არის სასიამოვნო როცა 1 ვაზნას ისვრი და ესე დაგხვდება ლულა.


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 5 2016, 01:00

http://www.uahunter.com.ua/forum/test-poroha-m92s-baschieri-pellagri-italiya-t45683.html

https://www.google.ru/#newwindow=1&q=baschieri%26pellagri+%D0%BE%D1%82%D0%B7%D1%8B%D0%B2%D1%8B

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Dec 28 2017, 21:46

მეგობრებო მაინტერესებს დღესდღეობით რუსულ სოკოლს სადმე ვიშოვი საქართველოს მაღაზიებში ? ამ რამდენიმე ხნის წინ მარკეტზე ყიდდა ვიღაც ყუთებით,ალბათ გაყიდა ყველა,აღარ უდევს...იქნებ რამე იცოდეთ ?

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 29 2017, 06:12

ალექსანდრე

მაღაზიებს არ შემოაქვთ,
ისე თუ შემოიტანს ვინმე ლევად და მერე წააწყდები სადმე გასაყიდს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Dec 29 2017, 17:59

ოთო.


მეც მაგას ვფიქრობ მარა მაინც ვიკითხე იქნებ ვინმეს ცოდნოდა...მადლობა

ამ კალიბრს რაღა ეტაკა,რო შეხვალ თავი რუსეთში გეგონება და სოკოლის შემოტანა რაღა გაუხდათ

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Dec 30 2017, 11:00

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 29th December 2017 - 18:59) *
მაინც ვიკითხე იქნებ ვინმეს ცოდნოდა..

დიღომში.."პტიჩი ბაზარზე" მანდ იშოვნი. ყიდიან ხოლმე. შაბათ-კვირას გამოდიან. მანდ შავი დენთიც კი იშოვნება.

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 30 2017, 13:45

პაპაჩემს ჰქონდა შავი დენთი "ბელი მედვედი"
ჩიტებს რომ ვესროდი (ბავშვობაში რა თქმა უნდა) ცნობისმოყვარეობა მკლავდა სანამ კვამლი გაიფანტებოდა და შედეგს დავინახავდი.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Dec 30 2017, 19:50

ციტატა(levani @ 30th December 2017 - 12:00) *
დიღომში.."პტიჩი ბაზარზე" მანდ იშოვნი. ყიდიან ხოლმე. შაბათ-კვირას გამოდიან. მანდ შავი დენთიც კი იშოვნება.


დღესასწაულბი რო ცაივლის მერე გავივლი ალბათ,მადლობთ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Dec 30 2017, 19:59

მარა მანდ სახლიდან გამოტანილი ექნებათ და არა მგონია სწორად მითხრან რამდენი ხნის არის, და ვადაგასული რომ იყოს ? როგორ შეიძლება რომ მივხვდე ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)