თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ 36 კალიბრის ტყვია

პოსტის ავტორი: გრიზლი Nov 3 2010, 22:19

მაინტერესებს საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია 36 კალიბრიანი ტყვიები? ან ვინმემ რამე თუ იცით სად იყიდება, რა ფირმის და რა ნომრები?

ხო და კიდევ მაინტერესებს რამდენ გრამიანებია?

პოსტის ავტორი: hunter87 Nov 3 2010, 23:59

მაგნუმში აქვთ მგონი და 1 ლარი ღირს თუ სწორად მახსოვს

პოსტის ავტორი: gsx Nov 5 2011, 18:38

ეგ 36 კალიბრი იგივე 410ია ხო? მე როგორც ვიცი ეგ კალიბრი ნარეზიანია? თუ მე ვცდები?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2011, 09:08

410 არის 10,2 მმ-ი გლუვი იარაღის ვაზნა. უფროს სწორად 36 x 70-ზე ან 76.
არის იგივე კალიბრის პისტოლეტის ვაზნა 40 სმიტ ვესონი, იმავე კალიბრის მქონე ტყვიის დიამეტრით მაგრამ პისტოლეტის ვაზნაა.

ციტატა(gsx @ 5th November 2011 - 19:38) *
მე როგორც ვიცი ეგ კალიბრი ნარეზიანია?

გამოვიდა რომ ერთი და იგივე კალიბრი არის "ნარეზიანი". newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 6 2011, 12:00

small3d018.gif

ციტატა(Bonehill @ Nov 6 2011, 10:08) *
410 არის 10,2 მმ-ი გლუვი იარაღის ვაზნა. უფროს სწორად 36 x 70-ზე ან 76.
არის იგივე კალიბრის პისტოლეტის ვაზნა 40 სმიტ ვესონი, იმავე კალიბრის მქონე ტყვიის დიამეტრით მაგრამ პისტოლეტის ვაზნაა.
გამოვიდა რომ ერთი და იგივე კალიბრი არის "ნარეზიანი". newsmile045.gif


კარგი ხარ ბონე! ეგრე გააგრძელე! small3d018.gif მარტო ერთი ნიუანსი გამოგრჩა 40 სმიტ ვესონი არის რევორვერის ვაზნა და არა პისტოლეტის თან განსხვავებული მასრის ძირი აქვს ანუ ისეთ როგორც ნებისმიერ თანამედროვე რევორველის თუ პისტოლეტის ვაზნას, 410 კი სანადირო ვაზნის მსგავსი ძირი ანუ ირგვლივი ჭრილის გარეშე .

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2011, 12:49

მაგდენი აღარ ვიცი და ვინც იცით (სახელ და გვარს არ დავასახელებ D.gif ) იმათ დაწერეთ ხოლმე.
პ.ს. 40 სმიტ ვესონი არ არის კი მაგრამ პისტოლეტზე ? არ ვიცოდი...

პოსტის ავტორი: gsx Nov 6 2011, 17:45

ვერ გავიგე რა ანუ 36 კალიბრი 410 ერთიდაიგივეა? თუ სხვადასხვა?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2011, 22:20

gsx
მაშინ ჯერ კალიბრებში უნდა გაერკვე, რას ნიშნავს სიტყვა კალიბრი.

პოსტის ავტორი: gsx Nov 6 2011, 22:56

მაგდენს პასუხი რო გამცე არ ჯობია? კალიბრი ლულის არხის დიამეტრია მაგდენი ვიცი მაგრამ ერთი და იგივეათქო?

ანუ ეს 410 36კალიბრია? ოღონდ გლუვლულიანის ხო?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 6 2011, 23:49

gsx
არ ჯობია იმიტომ რომ ეგ არაა კალიბრი, რასაც შენ ამბობ .
კალიბრი არის ერთი ინგ. ფუნტი ტყვიიდან ჩამოსხმული ერთი ზომის ანუ დიამეტრის ბურთები. რამდენი ზუსტად ერთნაირი ბურთიც გამოვა იმდენი კალიბრი იქნება.
თუ ერთი ფუნტიდან გამოვა 28 ცალი ზუსტად ერთნაირი ტყვიის ბურთულა ე.ი. კალიბრი 28- აა თუ გამოვა 12 სფერო ესეიგი კალიბრი თორმეტია, ანუ იმ ბურთების დიამეტრი იქნება 12 კალიბრის ტოლი.
ხრახნიან იარაღებში კალიბრი იზომება ლულაში საპირისპირო ნაჭდევევს შორის მანძილით. ("ნარეზებს" შორის მანძილით) რუსეთში სხვანაირადაა და ა.შ.

ციტატა(gsx @ 6th November 2011 - 23:56) *
ანუ ეს 410 36კალიბრია? ოღონდ გლუვლულიანის ხო?

დიახ ბატონო ერთი და იგივე კალიბრია 36 და 410 ;
36 კალიბრია ქვია რუსული საბჭოთა საიარაღო ენაზე.
410 კალიბრი ქვია ევროპულ და ამერიკულ (ცივილურ) საიარაღო ენაზე.

პოსტის ავტორი: gsx Nov 7 2011, 19:10

და იშოვება ჩვენში?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 7 2011, 21:25

კი როგორ არა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gsx Nov 7 2011, 21:41

ისე ძალიან წვრილი კალიბრია ან ჟაკანს თუ ისვლი მაქედან ან ჩიტს თუ ესვრი ისიც ცალობით უნდა ხოცო D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)