გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას დაესწარით მრავალს. ბევრი გენადიროთ და ზომიერად მოგეპოვებინოთ.
ასეთი კითხვა მაქვს ფორუმელ კოლეგებთან გთხოვთ მიპასუხოთ ვინც გარკვეული ხართ ამ საკითხში . როცა დიდ მანძილზე ვისვრით საფანტს მაგალითად იხვს 50 -60 მეტრ მანძილზე რომელი ნომერი საფანტი რა მუხტის ვაზნა ( რამდენ გრამიანი) უნდა ვიხმაროთ და რომელი შევიწროება უნდა გვეყენოს ლულაზე. მე როგორც ვიცი სრული ჩოკიდან მსხვილი მაგალითად 3,2,1,0 ნომერი საფანტის სროლა არათანაბარ გაფანტვას იწვევს. მაშინ რისთვის არის სრული ჩოკი რომ მარტო წვრილი საფანტი ვისროლოთ ???? წინასწარ დიდი მადლობა
მეც გილოცავ. ჯერ ერთი იხვს არ ესვრიან 1,2,3 ნომერს. N 5 საფანტი და სრული ჩოკით უნდა ეროლო იხვს შორ მანძილზე.
woodman
50 მეტრის მანძილზე სრული ჩოკით და მინიმუმ 34 გრამიანი 5 ნომერი ვაზნებით ინადირებ კარგად.
სრული ჩოკიდან შეგიძლია ასევე ისროლო 3,2,1,0 ნომერი საფანტიც.
ჩემი "ძალით პროფესორული " აზრია ; სანადიროდ საერთოდ არ უნდა გამოიყენო 0,75 ზე მეტი შევიწროება
ისე კითხვა მართლა აზრიანია
საერთოდ ზე შორ მანძილზე 12 კ დან მეტ საფანტის მარცვალს ყოველთვის მიიტანს წმინდა ხცილინდრი ! ! ! გაგიკვრირდებათ გაგეცინებათ მაგრამ ეგრეა. ჩოკი ეფექტურია
ჩოკიდან ნასროლი შესაბამისი ზომის და წონის საფანტის ჭურვი ეფექტურია მხოლოდ მცოდნე მსროლელის შემთხვევაში
ჩოკი პროცენტულად ჩამორჩება მრავალჯერ - იმავე ცილინდს , ეს ყველამ ვიცით
ჩოკიდან, სანადირო ობიექტზე სროლა, თუ ის მართი კუთხით მოძრაობს , თანაც არც ისე ახლოს, პრაქტიკულად მონადირესთვის გადაუჭრელი სირთულეა. (ადამიანი ვინც მხოლოდ სანადიროდ ისვრის)
როგორც ერთი მცონდე იტყოდა , თუ არ იცი როგორ ? შეგიზლია ერთი ვედრო საფანტი ისროლო სამიზნის მხარეს და დააცილოო...
ჩოკი არის სპორტისთვის და შერჩეული ზომა წონის საფანტის სასროლად
Bone
Bone
მიტანით საფანტს ყველანაერი შევიწროება მიიტანს მაგრამ საფანტის ბადეს გაშლის სხვადასხვა მანძილზე. შორ მანძილზე ნასროლზე იხვი თუ საფანტებს შორის გაძვრა გატეხავს ))))).
პ.ს. ამ შობის ღამეს რა საფანტები და ჩოკები აგვიტყდა )))). გილოცავთ ყველას!
rezident
გეთანხმები
უბრალოდ რომ შევაჯიბროთ ცილინდრი მოიგებს,დაწინწკლულ მარცვალთა რაოდენობაში
მრავალს დაესწარით
რა არის ჭრა
megreli
"ჭრა" ერთი ექნება ცილინდრიდან და ჩოკიდან ნასროლს, ნუ მცირედ სხვაობას თავისთავად მოგვცემს, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა მაგას არა აქვს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)