თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ სანადირო თოფის ზეთი მირჩიეთ

პოსტის ავტორი: sakheli Oct 26 2013, 22:07

სანადირო თოფის ზეთის მირჩიეთ საცმენდი და მექანიზმის დასაზეთად გამოწერა მინდა და რომელი ფირმის ჯობია რომ გამოვიწერო?

პოსტის ავტორი: Bugha Nov 12 2013, 23:15

ბალისტოლი

პოსტის ავტორი: nik@a Nov 12 2013, 23:17

მექანიზმს უნდა დაზეთვა რო ?

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 12 2013, 23:22

ბალისტოლი რად გინდა გამოწერა 400 გრამი გირს 25 ლარი სპრეივითაა და მაგარი ეკონომიურია 2 თოფს ვწმენდ ინტენსიურად და კიდევ მაქ ნახევაარი სეზონის დასაწყისში ვიყიდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sakheli Nov 14 2013, 14:26

საერთოდ ზეთი რომელი ჯობია ეგ მაინტერესებს ბალისტოლის გარდა სხვა ზეთი რომელიც გამოწერილი გაქვთ რომელი ჯობია ბალისტოლი ცოტა მოძველებული თემაა newsmile05.gif სიახლე სიახლე და სიახლე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: game 91 Nov 14 2013, 15:47

მიმდნარი ტყვიისა და ნამწვის მოსაშორებელ ზეთზე იმავეს ვიკითხავდი. საქართველოში ან ამაზონზე რომელი წავა? ბალისტოლი ვერ ქაჩავს მაგეებში.

პოსტის ავტორი: MORA Nov 14 2013, 16:13

მე ეს გამოვიწერე http://www.amazon.com/gp/product/B0050GW7KU/ref=oh_details_o01_s00_i01?ie=UTF8&psc=1 და კმაყოფილი ვარ.
მანამდე ბალისტოლს ვიყენებდი მაგრამ CLP-4 აჯობა. ეს არის ჩემი კომენტარი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Nov 14 2013, 17:34

HOPPE'S- გუდვილშიც არის და ამაზონზე

პოსტის ავტორი: sakheli Nov 15 2013, 19:58

ციტატა(marco-polo @ Nov 14 2013, 18:34) *
HOPPE'S- გუდვილშიც არის და ამაზონზე

ზუსტად ამ ფირმის გაგონება მინდოდა მაინტერესებს ვინ როგორი კმაყოფილი ხართ.

პოსტის ავტორი: Computer Feb 17 2015, 15:37

რაიონში 1მა მონადირე კაცმა მითხრა თოფს ათწლეულებია ტრანსფორმატორის გამჭირვალე თხელი ზეთით ვწმინდავო და იდეალურიაო. ამაზე გსმენიათ რამე ?

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 17 2015, 17:34

Computer
კი გვსმენია იყო ტრანსფორმატორიც, ბაბინაც, საკერავი მანქანაც და შავი წლებიც. მაგრამ ეხლა არის მაღაზიებში კარგი ზეთები კარგ ფასად და რატომ ვეძებო ტრანსფორმატორის ზეთი?
მე მაგალითად ბალისტოლს ვხმარობ 3 წელია 25 ლარი ღირს 400 გრამი, 1 სეზონი მყოფნის.
კიდე ჰოპპეს 9ს ვხმარობ ხანდახან ნამეტანი რომ გაიჭუჭყება ხოლმე ლულა

პოსტის ავტორი: Computer Feb 17 2015, 18:46

assassin29
მე ისევ შავი წლების გადმონაშთ ძველებურ საკერავი მანქანის ზეთს ვხმარობ უკვე 15 წელია 2 თოფზე და არცერთ არანაირი პრობლემა არ აქვს და ლულებიც ორივესი სარკესავით ლაპლაპებს.

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 17 2015, 19:37

Computer
რავი აბა რაგითხრა. მთავარია თოფი არ გააფუჭო

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 17 2015, 20:02

ბალისტოლი!!!

პოსტის ავტორი: Computer Feb 17 2015, 22:15

ციტატა(levani mgebrishvili @ 17th February 2015 - 20:37) *
რავი აბა რაგითხრა. მთავარია თოფი არ გააფუჭო

+1 ;-)

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 17 2015, 23:44

ხო ბრაუნინგის ზეთია წითელ ბალონში ლეგია ქვია ეგეც ვცადე მაგრამ ჩემი აზრით ისევ ბალისტოლი სჯობს ბევრად ეკონომიურია და იაფიც გამოდის
ოღონდ ბალისტოლი ოჯახური იდილიის პირველი მტერია D.gif სუნი აქვს საშინელი
კიდევ ვიყიდე რაღაც ბალისტა ქვია ყვითელ ბალონშია სპრეი. ჟანგის მოსაშორებელია მაგრამ ნაგავია სუფთა, მჭიდის ზამბარა დამხვდა დაჟანგული დავასხი ბლომად და 2 საათი დავტოვე, გრამი ჟანგი ვერ ამოიღო



პოსტის ავტორი: კალვერა Feb 18 2015, 00:01

ციტატა(levani mgebrishvili @ 18th February 2015 - 00:44) *
ჟანგის მოსაშორებელია მაგრამ ნაგავია სუფთა



მე wd40 ვიყენებ მაგისთვის და რავი,მუშაობს საკაიფოდnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: mp155 Jan 25 2018, 07:55

მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს ბალისტოლს ვიყენებ ნეიტრალურს იარაღის შესაზეთად და ლულის საწმენდათ მაგრამ ტყვიის ნაგლესის მოშორება უჭირს რას მირჩევთ რომელი ზეთის გამოყენებას სუფთა თოფები მაქვს და მინდა რო დიდხანს მქონდეს სარკესავით სუფთა ლულებით. ვედე 40ზე გამიგია რო უფრო ძველ თოფებზე იყენებენ ჟანგის მოსაცილებლად და ახალ თოფზე რამდენად შეიძლება ტყვიის ნაგლესის მოსაცილებლად გამოიყენო ეგ არვიცი, მირჩიეთ რამე კარგიი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 25 2018, 08:18

mp155

არსებობს ქიმიური სითხეები მეტალის მოსაცილებლად მაგრამ მათ ხრახნილულიანებზე იყენებენ. გლუვლულიანს მექანიკურად უნდა მოაშორო ტყვიის ნაგლესი. გაზეთილ ლულაზე "ზღარბით"

ვდ 40 კარგად აშორებს მჭვარტლს.

პოსტის ავტორი: mp155 Jan 25 2018, 20:10

მადლობა გამოხმაურებისათვის.

პოსტის ავტორი: minchanin Jan 25 2018, 21:27

ციტატა(mp155 @ 25th January 2018 - 08:55) *
მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს ბალისტოლს ვიყენებ ნეიტრალურს იარაღის შესაზეთად და ლულის საწმენდათ მაგრამ ტყვიის ნაგლესის მოშორება უჭირს რას მირჩევთ რომელი ზეთის გამოყენებას სუფთა თოფები მაქვს და მინდა რო დიდხანს მქონდეს სარკესავით სუფთა ლულებით. ვედე 40ზე გამიგია რო უფრო ძველ თოფებზე იყენებენ ჟანგის მოსაცილებლად და ახალ თოფზე რამდენად შეიძლება ტყვიის ნაგლესის მოსაცილებლად გამოიყენო ეგ არვიცი, მირჩიეთ რამე კარგი


რკინის ბუძგზე დაახვიეთ ქვაბების სახეხი ბურბუშელა და გაწმინდეთ. თუ ვერ მოაშორა იხმარეთ დრელი. მხოლოდ მეტის მეტს ნუ იზამთ. არ აგერიოთ ერთმანეთში ნაგლესი და "რაკოვინა". ვიდრე ნეიტრალურ ზეთს იხმარდეთ მოახდინეთ ლულაში (და არა მარტო ლულაში) კაფსულის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი და ლულის შიგა ზედაპირზე დალექილი მჟავის განეიტრალება, ვინაიდან ნეიტრალური ზეთი არ ახდენს მჟავის განეიტრალებას და ზეთის ქვეშ დარჩენილი მჟავის მოლეკულები მაინც ასრულებენ თავის "მოვალეობას" და ჟანგავენ ლულას.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 25 2018, 21:47

mp155


გამარჯობა მეგობარო... დაახლოებით 5-7 წელია ბალისტოლს ვიყენებ,სპრეის...ყველანაირ ნაგარს აცილებს,მე თუ მკითხავ არანაკლებ მნიშვლენოვანია რა ტიპის სახეხით წმინდავ... ბოლო 2-3 წელია ქვაბების სახეხს ვიყენებ, დამჯდარ(გაცვეთილ) 12 კალიბრის საწმენდზე ვახვევ ქვბების სახეხს ან 16 კალიბრის საწმენდზე ვახვევ და 12იანზე კარგად ერგება...ბალისტოლზე უფრო ძლიერი ზეთი არც მიცდია არ დამდგარა საჭიროება და იმიტომ,ქვაბების სახეხი ყველა დაბრკოლებას უმკლავდება....თუმცა,თუმცა მინდა აღვნიშნო რომ მეგობარმა ცადა ფენომაზე და ერთი ორგან დამიხაზაო ლულა ამ ქვაბების სახეხმაო...მე იჟ-27ზე(ახალი) ვიყენებ ძალიან წარმატებით...დრელზე იყო კიდევ საუბარი არასოდეს არ მიცდია და არც ვცდი და არც არავის ვურჩევ...ცოტა სქლად დაახვიეთ სახეხი რომ ჭედვით წავიდეს ლულაში და ყველანაირ ჭუჭყს მოაშორებს...გარედანაც იგივე ბალისტოლის სპრეის ვუსმევ და სველს ვტოვებ ლულებს

პოსტის ავტორი: mp155 Jan 26 2018, 00:07

ბალისტოლს ვიყენებ კარგახანია და ქვაბების სახეხს. ბალისტოლს ვასხურებ ლულაში 15 წუთის მერე ვწმენდ სპირალისებური ჯაგრისით რომელზეც ქვაბების სახეხი მაქვს დახვეული მშვენივრად ასუფთავებს ლულას არსად არ რჩება ნადები ბოლომდე სუფთავდება. მე ყოველი ნადირობის მერე ასე ვწმენდ თოფს და ამიტო ვიკითხე ზოგი იძახის რო აზიანებს ლულასო ხშირი გამოყენება. კვირაში სამჯერ ხან ოთხჯერ გავდივარ სანადიროთ და ყოველი ნადირობის მერე ამ მეთოდით ვასუფთავებ ლულას. მაინტერესებდა სხვისი აზრიც და წმენდის მეთოდი. სიამოვნებით მივიღებ სასარგებლო რჩევას ამ თემასთან დაკავშირებით თუ ვინმემ კიდევ უფრო უკეთესი მეთოდი იცით.

პოსტის ავტორი: ИЖ27-ЕМ Jan 26 2018, 17:25

ძალიან კარგად მუშაობს ქვაბების სახეხი + ბალისტოლი xoshian.gif

პოსტის ავტორი: mp155 Jan 27 2018, 23:18

მონადირის მაღაზია მაგნიუმშიც ეგრე მასწავლეს ორი წლის უკან ქვაბების სახეხი და ბალისტოლი ნეიტრალური გამოიყენეო რავი ჯერ ჯერობით კმაყოფილი ვარ. ლულა რო დალბება კარგად ზეთის შესხურების მერე ვწმენდ. მშრალი არ არის ლულა და ამიტომ ვფიქრობ არაფერს არ ავნებს თან სპირალისებურ საწმენდზეც ზომიერად მაქვს დახვეული ისე რო თითქმის თავისუფლად გაეტიოს ლულაში მშვენივრად ასუფთავებს. მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისათვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)