თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ Bullet Ozkara

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 1 2015, 19:13

მოგესალმებით მონადირეებო.

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დღეს სამონადირეო მაღაზიებში ხარისხიანი ტყვიის შეძენა პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, აი ამ ტყვიების ფასები კი ცოტათი იკბინება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სხვადასვა თოფიდან და უფრო მეტიც ორლულიანი თოფის სხვადასხვა ლულიდან შესაძლოა ერთმა და იმავე ტყვიამ სხვადასხვა ტრაექტორია აჩვენოს. ასე რომ საჭიროა ჩვენი იარაღიდან კონკრეტული ტყვიის რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი) სროლა სანამ ტყვიას სრულ ნდობას გამოვუცხადებთ.

ბოლო დროს ერთ-ერთ მაღაზიაში წავაწყდი თურქულ ტყვიას სახელად "ოზკარა". ცალი ღირს 80 თეთრი, ბრენეკეს მოდიფიცირებული ვარიანტია. თავზე აქვს ლატუნის შარი, რომელიც მყარ სხეულზე მოხვედრის დროს უკან აწვება ტყვიის კორპუსს და აიძულებს ტყვიას რამდენიმე ნაწილად გახლეჩვას. ტყვიის უკანა ნაწილზე მიმაგრებულია პლასმასის პიჟი, რომელიც ტყვიას ბოლომდე მიყვება და აიძულებს სწორედ იფრინოს (არ დაბზრიალდეს).

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

http://postimage.org/
http://postimage.org/

თუ დააკვირდებით ტყვიას შუა ნაწილში აქვს სიცარიელე ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტყვია კალიბრულია მისი სროლა ჩოკიდანაც არ იქნება საშიში, თუმცა რაღა თქმა უნდა უკეთესია თუ ცილინდრიდან ვისვრით. პირადად მე ვისროლე 1 მმ ჩოკიდან ტოზ 34-ით და ჰუგლუ 202-ით, რასაც ცუდი არაფერი არ მოყოლია, თუმცა იგივეს გაკეთებას მაინც არ ვურჩევ არავის.

დატენვის სხვადასხვანაირი ვარიანტები ვცადე, თუმცა საუკეთესო შედეგი ჩემს თოფზე მომცა შემდეგნაირად დატენილმა: დენთი მაქსამი 2.0 გრამი (გაითვალისწინეთ რომ საკმაოდ დიდი მუხტია, საფანტზე მაქსიმუმ 1.7 გრამი შეიძლება როგორც მაღაზიაში იძახიან) ტყვია პირდაპირ თავისივე პლასმასით ჯდება დენთზე (დამატებითი პიჟების გარეშე) და უკეთდება ჩვეულებრივი მოხვევა. დატენვის შემდეგ ტყვია ასე გამოიყურება:

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

რაც შეეხება ტყვიის ტესტირებას. ვისროდი ჩემი თოფით ჰუგლუ 202 ბ, მარცხენა ლულით, 0.25 მმ ჩოკით (გაუმჯობესებული ცილინდრი).

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

სროლის მანძილი 45 ნაბიჯი (1.84 მეტრი ვარ სიმაღლეში), ამინდი წყნარი ქარის გარეშე, ვისროდი ფეხზე მდგომი საყრდენის გარეშე, 50 სმ კვადრატულ დიქტზე მიკრობილი მქონდა დაახლოებით ა4 ფორმატის ფურცელი.

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

იმის გათვალისწინებით, რომ დიდი გამოცდილება არ მაქვს გლუვლულიანით ტყვიის სროლაში მგონი არც ისე ცუდია.

ესეც ნასროლი ტყვია:

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

ორი ტყვია მიწიდან ამოვიღე, მესამე კი დიქტის გავლის შემდეგ რკინას მოხვდა და კი ხედავთ როგორ გაიფურჩქნა. ვფიქრობ უზარმაზარი შემაჩერებელი ძალა ექნება ნადირზე მოხვედრის შემთხვევაში.

თუ დააკვირდებით "სამიზნეს" მარცხენა ქვედა კუთხეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ეს ტყვიები ნასროლია 70 ნაბიჯიდან, ვუმიზნებდი ზუსტად ცენტრში. თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში არაზუსტი მოხვედრის მიზეზი ტყვია არ არის. ჩემს თოფს აქვს საშინლად "მძიმე" სასხლეტები, სროლა მიდიოდა საყრდენის გარეშე, როგორც ზემოთ დავწერე ასე დატენილი ვაზნების უკუცემა საკმაოდ ძლიერია (შიშის ფაქტორი), ამას დაამატეთ ჩემი გამოუცდელობა და შედეგიც შესაბამისია.

ყველას გისურვებთ წარმატებას, იმედია ინფორმაცია ვინმეს მაინც გამოადგება.

პ.ს ტყვიის თვითღირებულება დაახლოებით 1.15 ლარი გამომივიდა.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 1 2015, 19:17

ძალიან კარგი შედეგია მე სენ ადგილას მაგ თოფიდან ოზკარას გარდა სხვა ტყვიას არ ვისროდი

მხრიდანს აყრდენის გარეშე 45 მეტრიდან ეგრე ჩალაგებული ტყვიები გლუვლულიანიდან small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ბრავისიმო!

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 1 2015, 19:51

HUNTER FREDY
უკვე მოვიმარაგე მაგ ტყვიების გარკვეული რაოდენობა newsmile05.gif

ერთი არასასიამვნო ნიუანსის დაწერა დამავიწყდა. ლულას სვრის საშინლად, ალბათ რბილია და ეგლისება ზედ.





პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 1 2015, 20:00

ციტატა(ახალციხელი @ Feb 1 2015, 20:51) *
HUNTER FREDY
უკვე მოვიმარაგე მაგ ტყვიების გარკვეული რაოდენობა newsmile05.gif

ერთი არასასიამვნო ნიუანსის დაწერა დამავიწყდა. ლულას სვრის საშინლად, ალბათ რბილია და ეგლისება ზედ.


კი მაგის ბრალი იქნება და დენტისაც ნაწილობრივ გარდა მაგისა უხარისხო პიჟ-ობტურატორიც ეგლისება თხელ ფენად ლულის არხს

ისე კი ოზკარა არ მომწონს შორ მანზილებზე დიდი ცდომლების გამო თუმცა 202 ბ დან კარგი შედეგი უჩვენებია დამაკმაყოფულენელზე მაღალი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)