თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 7 2011, 14:54

ვაზნების მექანიკური სატენი .
აშშ. კომპანია ლი.
სხვადასხვა ცნობის მიხედვით 40 წელიწადია იწარმოება.

http://www.radikal.ru

კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი უპრეტენზიო მექანიკური სატენია.
გამოდის 12 -16 - 20-28 კალიბრის მასრებისთვის.

განვიხილოთ გადატენვის მიმდინარეობა.

1. ნასროლი ვაზნიდან ფისტონის ამოღება.

http://www.radikal.ru

2. ცარიელ ბუდეში ახალი ფისტონის ჩასმა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

3. დენთის ჩაყრა.
წინასწარ დაფიქსირებული დენთის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადაწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში.

http://www.radikal.ru

4. საცობის ჩასმა. უპირატესობა ენიჭება პიჟ-კონტეინერებს.

http://www.radikal.ru

5. საფანტის ჩაყრა.
წინასწარ დაფიქსირებული საფანტის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადმოწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში.

6. ვაზნის "ვარსკვლავის" აღდგენა. აღდგენისთვის სატენს გააჩნია ორი პროფილი: ყველაზე გავრცელებული 6 ქიმიანი ვარსკვლავისათვის და მეორე, მრავალქიმიანი ვასრკვლავისათვის.

7. ვაზნის საბოლოო მოხუფვა.

ჩემს მიერ დღეს გადატენილი ვაზნები.
http://www.radikal.ru

კომენტარი:

კონტეინერების შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ქარხნულად მოხუფვისათვის. 1-2 ვაზნა ყოველთვის საექსპერიმენტოა ხოლმე.
სატენს აქვს ასევე ვაზნის ქუდის (მეტალის ნაწილის) გასაწური საშუალება.
სატენის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი , თქვენთვის სასურველი წონის ვაზნის დატენვა. (აქვს უამრავი საფანტის და დენთის საზომი.)
შედარებით ძველ გამოშვებებს მთლიანად მეტალის კორპუსი აქვთ. დღეს დღეისობით პლასტმასის კორპუსითაა ჩანაცვლებული .

მე გაზაფხულზე ჩამომივიდა, მას შედმეგ დავტენე 1500 მდე ვაზნა, საერთოდ არ ეტყობა ნახმარობის არაფერი.
ჩემმა მეგობარმა LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS-ის საშუალებით დატენა 12-13 000 ვაზნა ! ! ! ! ! ! მუშა მდგომარეობას ინარჩუნებს დღესაც.

პოსტის ავტორი: utruxune Nov 8 2011, 13:42

კარგი რამეა ეგა.. და თუ აქვე შეიძლება მაგის შეძენა ცოტა რეალურ ფასში მთლად უკეთესი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 16 2011, 15:45

Bonehill
კარგია

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 16 2011, 15:50

Bonehill
ჟაკანზე და მსხვილ საფანტზე როგორ მუშაობს?

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 16 2011, 16:03

და რამდენი ღირს ეგ სიამოვნება? ხომ არ იცი?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 16 2011, 17:20

T A M P L I E R
გრაციე
გიზოვიჩი
მსხვილ საფანტზე და 'კარტეჩზე' უპრობლემოდ, კონტეინერებს აქვს მნიშვნელობა როგორი სიღრმის იქნება.

ჯაკანის დატენვას აზრი არააქ.

kajuberi
125 გამოწერა
150 თბილისში

პოსტის ავტორი: გოგა Nov 16 2011, 20:14

Bonehill
კარგი ხარ ბაბუ

მისმინე და
თავები კარგათ უმრგვალდება?
ანუ პოლუავტომატის შემთხვევაში გაჭედვის საშიშროება ხო არ არის

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 16 2011, 20:55

გოგა
არავითარი, ბევრი ტენის და ისვრის პოლუავტომატიდან.

პოსტის ავტორი: KELE. Nov 16 2011, 21:38

მაგარია small3d018.gif და ერთი და იგივე ვაზნის დატენა რამდენჯერ შეიძლება აბ მოწყობილობაზე?

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 17 2011, 08:47

მეც მაქვს ანალოგიური და კმაყოფილი ვარ

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 17 2011, 08:54

KELE.
ვაზნას გააჩნია, მინიმუმ 2 ჯერ მაქსიმუმ 5 - 6 ჯერ

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 17 2011, 13:07



http://www.youtube.com/results?search_query=shotguns++kartriges&oq=shotguns++kartriges&aq=f&aqi=&aql=&gs_sm=e&gs_upl=12191l27310l0l27820l26l22l0l10l2l0l415l2987l2-2.6.1l10l0

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 17 2011, 14:11

Bonehill
მადლობა newsmile05.gif


პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 18 2011, 09:38

Bonehill რამდენად ზუსტად წონის დენთის მუხტს და საფანტის მუხტს, ანუ რა ,,პოგრეშნოსტებს,, უშვებს? შენი რომელი ვარიანტია, მეტალის თუ პლასტმასის კორპუსით?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 18 2011, 10:51

მე პლასტმასის ვერსია მაქვს.

დენთის მასა + - 0,05
0,1 გრამი ჯერ არ მქონია ეგეთი შემთხვევა და რავიცი აბა...
პრინციპში 0,05 -იც თითქმის გამორიცხულია , 'ზაზორი' ფაქტიურად არაა მაგდენი დენთი რომ გაიპაროს მაგისთვის.

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 7 2011, 23:59

ერთი ვაზნის დატენვა რაჯდება -?

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 8 2011, 10:22

დაგეთანხმებით რომ კარგი რამ არის ეს სატენი მოწყობილობა მაგრამ მე ის ვერგავიგე მაგალითად სხვადასხვა დენთზე და საფანტზე სარწყაო როგორ მუშაობს.მაგალითად რუსულ სოკოლს თუ უნდა 1.9 ,უცხოურ წამალ "რექს" სჭირდება 2.5 (ვიმეორებ მაგალითად) როგორ ხდება დენთის ვაზნაში განაწილება გრამობით თუ წინასწარ ააქვს დასაყენებელი გრამების და იმდენ გრამ წამალს ყრის რამდენსაც მიუთითებ.ან იგივე საფანტზე (ისე სურათიც თუ ვნახეთ ამ სარწყაოს გრამების დასაყენებლის- დავდოთ უფრო უკეთესი გასაგები იქნება )
ისე მემაპატიეთ ამ მისამართის დადებაზე მაგრამ მგონი არც თუ ისე სრულყოფილი მოწყობილობა ყოფილა, ვაზნას თავს მგონი რაღაც ხარვეზით უხვევს http://www.youtube.com/watch?v=saX8rRCy45o

პოსტის ავტორი: gogita.m Dec 8 2011, 14:36

levani_200 ესეიგი რა ხდება.

კონკრეტულ დენთს წონი სამედიცინო სასწორზე. ანუ ვიგებთ რა დოზა ჭირდება ერთი ვაზნის გატენვას.

შემდეგ ... ამ დანადგარს აქვს სხავადასხვა ზომის დენთის ჩაშკა და შეუსაბამებ რომელიმე მათგანს. იგივე პრინციპია საფანტზეც.

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 8 2011, 17:10

გასაგებია მაგრამ რატომღაც არვარ დარწმუნებული რო იმდენი დენთის ჩაშკა მოყვებოდის რამდენიც საჭიროა მასე შეიძლება 12 ზე 5 სახის დენთი ვიხმარო და ხუთივეს სხვადასხვა ზომა უნდოდეს რაც მგონია რო ნაკლებად შესაძლებელია ამდენი რამ მოყვებოდეს ამ აპარატს (შეიძლება ვცდები,არმაქვს და შესაბამისადაც არვიცი მაგრამ ისე თუსწორად მახსოვს დინამოს პირდაპირ რომ მაღაია არის მანდ ჰქონდათ გასაყიდი ერთხელ შევნიშნე როდესაც ვაზნებს ვყიდულობდი) ისე ეგ საცვლელი ჩაშკის სურათი თუვინმეს გააქვთ ან მოგეპოვებათ გთხოოვთ რომ დადოთ ვინაიდან შეიძლება დავფიქრდე და ძველი რუსული სატენი პრესები გავყიდო დაახალი შევიძინო რათქმაუნდ ათანხის დამატებით

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 8 2011, 18:45

levani_200
კაი კითხვაა.

მასეთ შემთხვევაში, ამ საზომებს უნდა გადაკეთება, უფრო სწორად მოცულობა უნდა შემცირდეს სასურველ დოზამდე, ნებისმიერი საშუალებით .


PREDATOR
გააშნია მასალას რა ფასად მოიპოვებ

პოსტის ავტორი: NAZGHA Dec 8 2011, 23:25

კარტეჩის დატენვა რატომ არ ღირს?

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 12 2011, 11:04

ანუ როგორც მივხვდი არ მოსდევს თავისი საზომვები ხო ბონე,მაგ ფასიანისთვის უნდა იყოს წესით მოყოლებული სარწყაოები ,და ერთი რამ მაინტერესებს საიტერესო იქნება როგორც ჩემთვის ასევე მგონი სხვებსაც დააინტერესებთ რო რა დენთს ხმარობენ ასეთს რო სარწყაოს უნდა გადაკეთება,საფანტი გასაგებია მაგრამ დენთი ცოტა სხვა საკითხი არის.საფანტზეც ის შემიძლია ვთქვა რაც ვიცი რო ერთი ცალი ბურთულა რომავიღოთ და სხვადასხვა მაღაზიაში შევიდეთ და ნაყიდ საფანტსშევადაროთ სულ სხვადასხვა გრამებს მივიღებთ ამ ბურტულების ,ამიტომ დავფიქრდი და ასეთი შეკითხვა გამიჩნდა რო მაგ სატენის საფანტის სარწყაო გრამებით არის თუ მოცულობით ივსება ,თუმოცულობით ივსება მაშინ მაინც შეცდომით ჩაყრის ვაზნაში თუ გრამებით ივსება მაშინ მაინც შეცდომაა იმიტომრომ ვაზნა შეიძლება არგაივსოს და შესაბამისად მოხვევაც არასწორად გაკეთდეს როგორც წინა ჩემს მიერ დადებული ლინკიდან გამოჩნდა (ვერ შეკრას კარგად ვაზნის პირი) რაც დიდი შეცდომაარის

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 12 2011, 12:56

ციტატა(levani_200 @ 12th December 2011 - 12:04) *
ანუ როგორც მივხვდი არ მოსდევს თავისი საზომვები ხო ბონე,მაგ ფასიანისთვის უნდა იყოს წესით მოყოლებული სარწყაოები

კი ყველაფერი მაგ ფასში შედის

ციტატა(levani_200 @ 12th December 2011 - 12:04) *
ერთი რამ მაინტერესებს საიტერესო იქნება როგორც ჩემთვის ასევე მგონი სხვებსაც დააინტერესებთ რო რა დენთს ხმარობენ ასეთს რო სარწყაოს უნდა გადაკეთება

მე პირადად ვხმარობ "რექს -1". შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი დენთი რომლიც გაგიხარდება.
მაგრამ, თავიდან ნებისმიერი დენთი უნდა აწონო ცალკე ! სამედიცინო ან ელექტრო სასწორზე (ოქროს სასწორებს რომ ეძახიან). ამის შემდეგ უთავსენ სატენის საზომს და მორჩა.
მე საზომებს მივაწერე ... "ესა და ეს დენთი ამდენი და ამდენი გრამი " newsmile045.gif

იგივე ხდება საფანტის სარწყაოებზეც. როგორც შენ აღნიშნე საფანტი სხვადასხვა სიმჭიმის გამოდის ერთი და იგივე ზომის როცაა.
მე თემის თავში დავწერე რომ პირველი რამდენიმე ვაზნა არის ექსპერიმენტალური და გათვლილია კომპენენტების შერჩევისათვის...სამაგიეროდ მერე მიდის რიხინ რიხინით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 12 2011, 13:01

NAZGHA
კარტეჩს რაც შეეხება, რაში უნდა დაგჭირდეს რამდენიმე ათეული კარტეჩიანი ვაზნის დატენვა, თუ მაინც კი მაშინ ხელით უნდა ჩაალაგო და ა.შ. ბოლოს კი თავზე ვარსკვლავს თუ გაუკეთებ ამ აპარატის საშუალებით.
პრინციპში თუ წვრილ კარტეჩზეა საუბარი 6 მმ-დე დიამეტრის მაშინ ისევე ტენის როგორც საფანტის ვაზნას, ანუ ეგრევ ჩაყრი. ამის გაკეთება სამწუხაროდ ხელიტ მოგიწევს იმიტომ რომ სპეციალურ ნახვრეტში მსხვილი ბურთულები არ გაძვრება, შეიძლება გაიჭედოს.
აპარატი დანიშნულია საფანტის დასატენად 12-დან 0 ნომრამდე

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 12 2011, 13:19

ძალიან კარგი ,შეიძლება ფიქრი მაგ აპარატის ყიდვაზი ესეიგი,რუსულებს მაინც სჯობს იმედია newsmile05.gif

ეხლა ვნახე ეს სურატი სარწყაოებია თუარვცდები ასერომ თუდაგაინტერესებთ ნახეთ newsmile05.gif
http://gungab.net/wp-content/uploads/2011/04/Bushings.jpg
ესეც ერთი გემრიელი განხილვა
http://gungab.net/archives/112

პოსტის ავტორი: MIMINO Jan 25 2012, 10:55

მე მაგალითად აზრს ვერ ვხედავ სატენის შეძენისას (თუმცაღა მომწონს) ვინმეს დაუთვლია ფასთა სხვაობა ნაყიდს და დატენილს შორის?

პოსტის ავტორი: guriam Jan 25 2012, 14:54

მაგარია ეგეთემი მაიმარკეტზე 150 ლარი გირს

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 25 2012, 14:56

აქ მარტო ფასთა სხვაობაზე არაა, მე მაგალითად ჩემი დატენილი ვაზნებით უფრო კარგ შედეგს ვღებულობ, თუმცა არის ძვირიანი ვაზნებიც რომლებიც კარგ შედეგს იძლევა!

მზა ვაზნები არის სტანდარტულად დატენილი და შეიძლება კონკრეტულმა თოფმა ვერ მოირგოს, ანუ დაბალი შედეგი მოგვცეს, ამიტომ შერჩევა უნდა, და შერჩევით კიდე ჩვენზე უკეთ ჩვენ თოფებს ტყვია-წამლის დოზირებით ვინ შეურჩევს?! newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Jan 25 2012, 15:25

ეგ მართალია მაგრამ არჩევანი ფართოა და პრობლემა არ არის ვაზნის შერჩევა, ანუ ფასთა სხვაობას თქვენც ვერ ხედავთ ხო?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 25 2012, 16:10

ფასთა სხვაობა როგორ არ არის, იეფი მიჯდება უფრო ჩემი ხელით დამზადებული, ნორმალური ხარისხის ვაზნა რომ შეიძინო 80 თეთრი და ზევით!

არჩევანი მართლაც რომ დიდია, არის მაღალი ხარისხის მზა ვაზნები ძვირიანი რა თქმა უნდა რომელსაც სახლში დამზადებული ვერ შეედრება, მაგრამ ყოველთვის ვერ ყიდულობ ადამიანი, სახლში კიდე მსგავსი ვაზნის დამზადებას ვერ შეძლებ რადგან არც კია გაყიდვაში (საქართველოში) ეგეთი დენთი და საფანტი newsmile019.gif

პოსტის ავტორი: levanimers Jan 9 2014, 19:17

http://www.amazon.com/Lee-Precision-Shotshell-Reloading-Press/dp/B000NTKD28/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1387289986&sr=8-1&keywords=load+all
ეს არის ლინკი საიდანაც გამოვიწერე. http://camex.ge/ ეს კიდე ის კომპანიაა რომლითაც ჩამოვიტანე! https://www.usa2georgia.com/ ამ კომპანიით არგამოიწეროთ თორემ არჩამოგიტანენ, მე თავიდან ამ კომპანიით გამოვიწერე და არვიცოდი თურმე მსგავსი პროდუქცია არჩამოაქვს https://www.usa2georgia.com/ კომპანიას და მერე უკან მიბრუნებაზე ვიწვალე თანხა კი დამიბრუნა ამაზონმა მაგრამ კარგად ვიწვალე, ასე რომ პირდაპირ http://camex.ge/ ამ კომპანიით გამოიწერეთ და 2 კვირაში თქვენია! რაც შეეხება ზვირი ჯდება თუ არა პატრონების დატენა: (ქარხნულს რომ ვყიდულობ რც-ს 34 გრამიანებს ერთი შეკვრა ანუ 25 ცალი გირს 18 ლარი) 200 გრამი წამალი "დრაგო" გირს 15 ლარი და მე როგორც ვტენი 1.7 გრამობაზე გამოდის რომ 117 გილზი იტენება თუ ერთ გილზზე ვიანგარიშებთ 1.7 გრამი წამალი გამოდის 13 თეთრი. საფანტი ვიყიდე ანდრო ზვერევისგან ალბათ გეცოდინებათ ეს პიროვნება და 1კილოში გადავიხადე 5.5 ლარი, 34 გრამზე გამოდის რო 1 კილოდან იტენება 29 პატრონა ანუ 1ზე თუ ვიანგარიშებთ გამოვა თითქმის 19 თეტრი (ზუსტად გამოდის 18.7 თეტრი), ჟეველო 1 ცალი გირს 10 თეთრი, რაც შეეხება კონტეინერებს მაგნუმის მაგაზიაში 1 ცალი ღირს 10 თეთრი და არის სტანდარტულთან შედარებით მაღალი კონტეინერები და საფანტის თავზე დაპრესისას მისხალი სიცარიელე რჩება (თუ მაგ კონტეინერებზე უფრო მაგალ კონტეინერებს იშოვით ზალიან მაგრად დაჯდება), ისე მაგაზიებში 5 თეთრი ღირს კონტეინერები მაგრამ დაბლებია და არჯდება კარგად ზალიან დიდ სიცარიელეს იტოვებს თავის მოხვევისას. ცარიელი გილზი არვიცი რაგირს არმიყიდია მე გასროლილი რც-ს გილზები მქონდა 100 ცალი და მაგით დავტენე (ამ გილზებით კიდე დაიტენება მინიმუმ 3 ჯერ მაინც ძალიან კარგი ხარისხის პლასმასებია, ჩემ მეგობარს ქონდა თურქული ქარხნული პატრონები და რამდენიც გაისროლა 90%-ის თავები დასკდა და იმით აგარ დაიტენება). გამოდის რომ მე 1 ვაზნა დამიჯდა 13თ+19თ+10თ+10თ=52თეთრი. ნაყიდი გამოდის 72 თეტრი. 72თ-52თ=20თ მე მიყვარს ჩალიჩი და ჩემ გემოზე ვტენი D.gif D.gif D.gif

მემგონი სწორად გამოვითვალე D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 9 2014, 19:40

levanimers
მწყრის ტყვიებში ვაძლევ 56 თეთრს 30 გრამი . ჰა ჰა 6 თეთრი გამოდის სხვაობა. არადე ყველაზე მეტს მაგაზე ვისვრი.

ისე რა დაგიჯა მაგის ჩამოტანა ეხლა სეილზე იყიდე?

პოსტის ავტორი: levanimers Jan 10 2014, 15:12

მე იტალიურ ვაზნებს ვხმარობ და 72 თეთრი გირს მე 20 თეთრის შეღავათს მიკეთებს. 55$ იქ გადავიხადე და ჩამოტანასში 45 ლარი გადავიხადე ოღონდ მარტო მაგდანადგარში არა მაგასთან ერთად თოფის საწმენდი გამოვიწერე კეისით არის ნაკრებია სხვადასხვა ზომებზე და ეგორივე ერთად დამიჯდა 45 ლარი ჩამოტაანაში და მხოლოდ ეგ დანადგარი არვიცი რამდენი კილოა თორე გეტყოდი. კამექსზე 1კილო 6.95$ ღირს ჩამოტანა

პოსტის ავტორი: levanimers Jan 10 2014, 15:17

მე 34 გრამიან რც2-ბს ვყიდულობდი ხოლმე ჩემტვის კარგი ვაზნებია! ერთხელ ვცადე ზუბერები იგივე გრამობით და საერტოდ არმქონდა შედეგი და აგარ ვეკარები მაგვაზნებს, ამიტომ რც2 34გრამიანებს ვაფასებ gunshot.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 3 2014, 11:43

http://www.amazon.com/gp/product/B000NTKD28/ref=s9_psimh_gw_p200_d2_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=0KHFEJRAT386VMWCEZPE&pf_rd_t=101&pf_rd_p=1688200382&pf_rd_i=507846

ფას დაკლებაა და ვეღარ გადამიწყვეტია, კონკრეტულად ამ მოდელის გამოწერა ღირს თუ არა, ვისაც გაქვთ და ამდენი ხნის განმავლობაში ხმარობდით, გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარი.
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato6 Apr 3 2014, 13:46

მაქსიმუსა იუთუბზე ნახე ისე კარგი რამეა, კომპლექტში თუ არის ყველაფერი ღირს. რამოდენიმეჯერ დატენი გასროლილ ვაზნებს.

პოსტის ავტორი: Bone Apr 3 2014, 14:59

მაქსიმუსა
მაქვს და მართლაც რომ კმაყოფილი ვარ !

მაქვს 2 თუ 3 წელია, იმდენად მარტივი მექანიზმია პრაქტიკულად არც არაფერი ცვდება. მონადირისთვის ზედგამოჭრილია ! ! !

დროც მქონდა გამოთვლილი აღარ მახსოვს ვერც ვიპოვე სად მეწერა, მოკლედ ერთი ვაზნის დატენვას სადღაც 45 წამი უნდა ,ოღონდ ფისტონის გამოგდებიანად თუ დავიწყებთ......თუ ფისტონიან ვაზნებ წინასწარ გავამზადებთ უკვე მართლა წამები უნდა

უფრო დეტალურად მიწერია ამ თემაში პირველ გვერდზე პირველ პოსტად

ყურადღება გაამახვილე თემის ბოლო წინადადებაზე......რესურსზე მიწერია newsmile045.gif

dato6
მე ყველას ვურჩევდი. სეზონის დაწყებისას დატენი და დაილაგებ ვაზნებს კუთხეში, მარტივი იაფია (ორჯერ) მოკლედ ეფექტურია რა

პოსტის ავტორი: misha59 Apr 3 2014, 16:51

ციტატა(მაქსიმუსა @ Apr 3 2014, 12:43) *
http://www.amazon.com/gp/product/B000NTKD28/ref=s9_psimh_gw_p200_d2_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=0KHFEJRAT386VMWCEZPE&pf_rd_t=101&pf_rd_p=1688200382&pf_rd_i=507846

ფას დაკლებაა და ვეღარ გადამიწყვეტია, კონკრეტულად ამ მოდელის გამოწერა ღირს თუ არა, ვისაც გაქვთ და ამდენი ხნის განმავლობაში ხმარობდით, გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარი.
newsmile05.gif

მე მაქვს და სრულიად კმაყოფილი ვარ. ვაზნის დატენვას 20-25 წამი ვუნდები. ეგ არის მხოლოდ რაც სარწყაოები აქვს წამალს 1.5 მეტს არ ყრის, ადვილად დაუმუღამებ/

პოსტის ავტორი: Bone Apr 3 2014, 17:21

ციტატა(mishel1959 @ 3rd April 2014 - 17:51) *
ვაზნის დატენვას 20-25 წამი ვუნდები


კაი დროა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 3 2014, 20:26

მადლობა გამოხმაურებისთვის

ვინაიდან ვაზნების დამზადება მიყვარს და რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებ ხოლმე, გადაწყვეტილება მივიღე უკვეთავ newsmile05.gif


უი მართლა http://els.ge/index.php ეს გადამზიდი კომპანია ჩამომიტანს ნეტა? ხაშურში აქ ოფისი თბილისში რომ არ ვირბინო

პოსტის ავტორი: levanimers Aug 15 2014, 11:45

მოგესალმებით ყველას newsmile041.gif გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას ხვალიდან და წარმატებულ ნადირობას გისურვებთ... ეხლა მე რა მაინტერესებს და კითხვა მექნება იმ ადამიანებთან ვინც ვაზნებს ტენის LOAD ALL-ით. მწყრისთვის მინდა დავტენო ვაზნები და მინდა რჩევები რა გრამაჯობის ვაზნები დავტენო მაქვს #10 საფანტი, წამალი დრაგო და ჯვარედინი კონტეინერები. მე ვფიქრობ 30 გრამიანები დავტენო 1.5 წამალზე და რას მირჩევთ? და კიდე რა მაინტერესებს 34 გრამიანებს კარგად ვტენი თავებს კარგად უკეტებს LOAD ALL და 30 გრამიანზე ვფიქრობ სიცარიელე მეტი დარჩება და თავს რო გაუკეთებს ეს დანადგარი შემდეგ მინდა ზაკრუტკა შევიზინო და იმაში მოვუხვიო რო კარგად დაპრესოს და ვინმეს ხომარ გიცდიათ მსგავსი რამ როგორი გამოდის?

პოსტის ავტორი: jorj Aug 21 2014, 15:44

მოგესალმებით.რამოდენიმე დღისწინ გამოვიწერე და ამათმა https://www.usa2georgia.com/ არ ჩამომიტანეს .ყველამ გაითვალისწინეთ.

პოსტის ავტორი: Davitus Aug 21 2014, 22:33

jorj

ეგ ე.წ. ტრუსიკების კომპანიაა, კაი ხანია გათვალისწინებული გვაქვს, მაინც მადლობა ინფოსთვის, სამწუხაროდ პირველი არ ხართ, ბევრი ყავთ გამწარებული, სამაგიეროდ, ნიფხავ-ნასკებს უპრობლემოდ ეზიდებიან

onex.ge ცადეთ

პოსტის ავტორი: sisona1998 Jan 28 2015, 20:52

გამარჯობა ყველას და რა მაინტერესებს ამ დამტენით შესაძლებელია რომ პატრონა გაგისკდეს ან რამე ან საერთოთ თოფში თუარევს შეიძლება რო გასკდეს ???

პოსტის ავტორი: Computer Jan 28 2015, 22:21

ესეიგი იმდენად დამაინტრიგებელი თემაა ჩავუჯექი უკვე და გამოვწერ. მადლობა ყველას საკუთარი გამოცდილების გზიარებისათვის...

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 29 2015, 10:32

ციტატა(sisona1998 @ Jan 28 2015, 21:52) *
გამარჯობა ყველას და რა მაინტერესებს ამ დამტენით შესაძლებელია რომ პატრონა გაგისკდეს ან რამე ან საერთოთ თოფში თუარევს შეიძლება რო გასკდეს ???

იქნებ თავიდან დაწერო გამართულად. შინაარსის გამოტანა ჭირს და ვარაუდით რომ არ გაგცეთ პასუხი.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jan 29 2015, 11:03

ციტატა(sisona1998 @ Jan 28 2015, 21:52) *
გამარჯობა ყველას და რა მაინტერესებს ამ დამტენით შესაძლებელია რომ პატრონა გაგისკდეს ან რამე ან საერთოთ თოფში თუარევს შეიძლება რო გასკდეს ???


კი შეიძლება თუ კაფსულით წამახულ კიდეზე მიახეთქებ, ერთი თუ არ ეყო რამდენჯერმე newsmile05.gif ეს ხუმრობით და ისე ელემენტარუს მოხმარების წესებს თუ დაიცავ არანაირი პრობლემა არ გექნება.

პოსტის ავტორი: Computer Feb 14 2015, 11:21

თქვენი რჩევა მჭIრდება მეგობრებო.
ესეიგი შევიძინე ზემოაღნიშნული სატენი მოწყობილობა და დავდექი პრობლემის წინაშე.
მჭირდება მაღალი პლასტმასის პიჟი, რომელიც ვერსად ვერ ვიშოვნე. პრობლემა რაშია წამლის მერე ვუდებ პიჟს, რომელიც მაქვს მაგრამ მოკლეა და საფანტი გილძს ვერ ავსებს შედეგად თავის მოხვევის დროს ვარსკვლავი არ იკეტება და პირიქით დაბლა ჩააქვს. ამიტომ მინდოდა მაღალი პიჟი სადღაც 3სმ. ან თუ იცით მიმასწავლეთ ან ასე რომ ვქნა რა მოუვა? წამალს დავადო პლასტმასის პიჟი მერე ტვ. ქაღალდი შემდეგ კარდონის პიჟი შემდეგ საფანტით ამოვავსო და მოვახვიო

პოსტის ავტორი: Computer Feb 14 2015, 11:26

http://pix.ge/
http://pix.ge/

აი ასეთი პიჟები მინდა დაახლოებით

პოსტის ავტორი: jola Feb 14 2015, 12:13

Computer
სურათები დააპატარავე სანამ მოდერი მოვა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Feb 14 2015, 16:20

Computer
ცოტა პიჟი დაუმატრ და ცოტაც ღვინის ან შამპანურს რომ ააქვს "პრპბკა" ის დაფშვენი ბინჯივით სა საფანტს შეურიე და მოცულობას აწევს. და ისე კარგია პიჟებს შენ თვითონ თუ გამოჭრი ინივე მასალისგან პრპბკისგან, არის სხვადასხვა სისქის პრობკის ფილები, სამგორში ნახე ბაზრობაზე და შენ თვითონ დაამზადებ, მარტივია

კიმაგრამ რამდენიანი გილზია ? სიმაღლეში ესეთი "პრობლემა" რომ შეგიქმნა??

პოსტის ავტორი: jorj Feb 14 2015, 19:43

Computer
ადრე მეც შემექმნა ასეთი პრობლემა.
დამოკიდებულია რამდენიან(საფანტის წონა)ტენი,32გრ.მიდის 5 ნომერი საფანტი ზუსტად.
28-30გრ. დენთის მერე ვამატებ მუყაოს პიჯს ასამაღლებლად .

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 15 2015, 12:01

sisona1998
დამტენით გამორიცხულია. ისე თეორიულად უთოფოდ სეიძლება გახეტქო, მაგრამ პრაქტიკაში არ ყოფილა როგორც მე ვიცი

ციტატა(sisona1998 @ Jan 28 2015, 21:52) *
გამარჯობა ყველას და რა მაინტერესებს ამ დამტენით შესაძლებელია რომ პატრონა გაგისკდეს ან რამე ან საერთოთ თოფში თუარევს შეიძლება რო გასკდეს ???


პოსტის ავტორი: Computer Feb 16 2015, 17:02

jola
აი მაგდენი აღარ ვიცი :-) ეს როგორ ჩანს აქაურობის წესებს ეწინააღმდეგება ;-)

დაქსი
აი მაგ ფილების ყიდვა მინდა რამდენია ხანია თან საჭრელი სიმაღლის მიხედვით ტოკარს გავაკეთებინე მაგრამ მასალა არ მაქვს თვითონ. ნავთლუხში რა ადგილას ვიკითხო ?

რაც შეეხება დაფხვნას და შერევას ზუსტად ეგ ვცადე გუშინ ოღონდ მე წიწიბურა შევურიე :-) დაფხვნის თავი არ მქონდა და ვცადე ჯანდარაზე. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

jorj
ვტენი 30 გრამიან გილძებს. ძირითადად ვხმარობ 1-3-5-7-9 ნომრებს. მუყაოს თხელ პიჟს დავუყოლებ მაშინ დღეს წამლის მერე და შემდეგ ვცდი. რეზულტატს მოგახსენებთ ;-)

პოსტის ავტორი: დაქსი Feb 16 2015, 23:05

Computer

ციტატა(Computer @ 16th February 2015 - 18:02) *
აი მაგ ფილების ყიდვა მინდა რამდენია ხანია თან საჭრელი სიმაღლის მიხედვით ტოკარს გავაკეთებინე მაგრამ მასალა არ მაქვს თვითონ. ნავთლუხში რა ადგილას ვიკითხო ?

ციტატა(Computer @ 16th February 2015 - 18:02) *
რაც შეეხება დაფხვნას და შერევას ზუსტად ეგ ვცადე გუშინ ოღონდ მე წიწიბურა შევურიე :-) დაფხვნის თავი არ მქონდა და ვცადე ჯანდარაზე. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

რაც ფილებს შეეხება ზაბოჟნი ინვენტარი რომ იყიდება მანდ უნდა იკითხო. წიწიბურა ისე ცოტა ძვირი დაგიჯდება და ფილებზე თუ რამე გაგირკვიე მოგწერ, , პირადში მომწერე ნომერი

პოსტის ავტორი: Computer Feb 16 2015, 23:48

დაქსი
კი სიძვირიდ გავცდი უკვე თურქულ 60 თეთრიან ვაზნებს, მაგრამ 1000 ჯერ მირჩევნია ჩემს ჭკუაზე გაწყობილი პატრონა. ეხლა მოვრჩი 30 გილძის დატენვას და ამჯერადაც წიწიბურით ამოვავსე :-(
გლდანში ახმეტელზე მითხრეს იქ აქვთ მაღალი პიჟებიო და ხვალ 1 იქაც უნდა ვნახო თორე დავიტანჯე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)