მოგესალმებით ყველას. იჟ 27 -დან კოლექტორიანი ჟაკნის სროლა თუ შეიძლება?
მაგ ტყვიის ფოტო თუ გაქვს გვაჩვენე უფრო გასაგები იქნება
კოლექტორი რაღაც ვერ მივხვდი რაარის. ზოგიერთი ტყვია საერთოდ ჩოკიდან სროლისთვისაა რეკომენდირებული მაშ...
კონტეინერიანი ალბათ
აი მაგალითად "პოლევი"
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს ტყვია და მისი მსგავსი კონტეინერში მოთავსებული ტყვიები უსაფრთხოა ჩოკებიდან სასროლად.
აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ტყვია ლულის შევიწროებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ლულა გაიბერება ან ...
http://www.radikal.ru
და საერთოდ ინგლისური თუ ევროპული ძველი მეიარაღეები თავიანთ თოფებზე სვამდნენ დამღას "ნოთ ფორ ბაალ" თუ ლულის შევიწროება 0,25 მმ -ზე დიდი იყი. მე პირადად მინახია როგორ ისროდნენ მრგვალი ტყვიის (Pb) სპუტნიკს ჩოკიდან და არაფერი სავალალო არ მომხდარა მაგრამ ეს დროის ფაქტორია ადრე თუ გვიან ლულები ვერ გაუძლებს !
თანამედროვე ეპოქაში კი უკვე ფართოდაა გავრცელებული ისეთი ტყვიები რომლებიც ჩოკისთვის(1მმ) არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, უფრო მეტიც გამოდის ტყვიები როლებიც რეკომენდებულია ჩოკებიდან(1მმ) სასროლად, უფრო კონკრეტულ თემებზე შეეკითხეთ hunter 777
Bonehill
ნიკა სალამი რა უნდა გკითხო..შეი აზრიც მაინტერესებს..ჩემი იჟი არის ჩოკი და პოლუჩოკი (ქვედა 0.5, ზედა 1.0) რომლიდან არის შესაძლებელი იაკანის ჩვულებრივი იაკანის სროლა?
იაკანი რაც შიდზლება ცილინდრიდან, მაგრამ იაკანის ბალისტიკა უკვე ძალიან დაბალია, არ ღირს მაგის გამოყენება , ბევრად უკეთესი ტყვიები არსებობს, რაღადროის იაკანია
იაკანს არც მე გირჩევ ქვეკალიბრული ტყვია ახმარე ნებისმიერი და თან ნებისმიერი ლულიდან ძლიერი ჩოკის გარდა! პოლევა გუალანდი ჰექსოლიტი მონოლიტი, ეს ორი უკანასკნელი ჩოკიანი ლულიდან სასროლადაა შემუშავებული და ძალიან კარგია ბალისტიკური მონაცემებითაც და ექსპანსიური თვისებებითაც, ( ჰექსოლიტზე მაქვს საუბარი) მონოლიტი ანტი რიკოშეტული თვისებებით გამოირჩევა და ბუჩნარში სანადიროდ იდეალურია, პოლევა გუალანდი და ჰექსოლიტი ღია ადგილში სანადიროდაა კარგი, განსაკუტრებით ჰექსოლიტი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
"ჟაკანი" როგორც მას ვეძახით ანუ იაკანისი ასეე იყო გვარად მისი კონსტრუქტორი წარმოშობით ლიტვიდან, ეს ტყვია შიაქმნა XX საუკუნუს დასაწყისში. ცილინდრული ფორმისაა, თავზე ზოგჯერ ვერტიკალური ჯვარედინა ჭრილი ქონდა მოხვედრისას მეტი ექსპანსიისთვის, ტყვიის ზედაპირზე მიმაგრებულია ნაბდის (საცობი) პიჟი.
იკანისი გამოიყენებოდა ძირითადად ახლო და საშუალო მანძილებზე სასროლად, იყო ნახევრად ექსპანსიური და უზარმაზარი შემაჩერებელი ძალის მქონე. ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს ტოტებში, კამიშში, ბუჩქნარში სროლის დროს.
დღეს დღეობით გამოდის პლასტმასის პიჟ-სტაბილიზატორით.
ბრენეკე
http://www.radikal.ru
იგივე ასაკისაა როგორც იაკანისი, მაგრამ ბრენეკე ბევრად სრულყოფილი ტყვიაა გლუვლულიანი თოფებისთვის, მასში შეთავსებულია მაქსიმალურად ბევრი დადაებითი თვისება, მიახლოებულია უნივერსალურთან, ამიტომაც ერთი საუკუნის განმავლობაში გამოიყება აქტიურად როგორ სანადიროდ ასევე სპეციალურ დანიშნულების განყოფილებებში.
ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ კონუსური თავით, გვერდებზე აქვს ირიბი ან სწორი ღრმა ნაჭდევები, რაც სროლის დროს ტყვიას ლულის შიდა კედელთან მჭიდროდ აკავშირებს და სტაბიულურ ბალისტიკას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ლულიდან გამოსვლის მომენტში ტყვიის სწორად ფრენას ეხმარება, თუმცა მოგონილი იყო როგორც ტრიალის მიმანიჭებელი საშუალება.
http://www.radikal.ru
ტყვიაზე სახრახნისით (ვინტით) მიმაგრებული იყო ხოლმე ქეჩის საცობი, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფდა სტაბიულურ შედეგებს, რის გამოც გაამარტივეს და დაუყენეს პლასტმასის საცობი, ბრენეკეს ტყვიის უამრავი მოდიფიკაცია არსებობს . კარგ შედეგს იძლევა 50 მეტრზე, დამაკმაყოფილებელს 70-80 მეტრამდე. აქვს როგორც შეღწევადობა ასევე დიდი შემაჩერებელი ძალა
http://www.radikal.ru
Bonehill
კიბატონო, არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს
Bonehill
რომ იცოდეთ ყველაზე საშიშია ჩვეულებრივი მრგვალი ტყვია (ჩოკიანებს ვგულისხმობ)
gizovichi
ჭალიმგელა
+1000
მაიერი
ეს ტყვია მისი ავტორის სახელს ატარებს, (ხუთიოდე წლის წინ მაიერი ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში, აბასთუმანში, ცოცხალია თუ არა დღეს არ ვიცი) . გამოიგონა გამოსცადა და ა.შ. 1963 წელს. ტყვია არის ე.წ. ორმაგი ტურბინული მოქმედების, ანუ ფრენის დროს ტრიალის უნარს შეიძენს შემხვედრი ჰაერის ნაკადის საშუალებით.
http://www.radikal.ru
ტყვია ცილინდრული ფორმისაა, გარედან ღრმა ირიბი ჩანაჭდევები აქვს,უფრო აეროდინამიკურ ფრთებს წააგავ , ასეთივე ნაჭდევები აქვს შიგნითაც (თვითონ ტყვიას შიგნით გამჭოლი ხვრელი აქვს) . სწორედ ამ ნაჭდევების და შემხვედრი ჰაერის ნაკადის ურთიერთმოქმედეაზეა დამყარებული ტყვიის ბრუნვა.
http://www.radikal.ru
ავტორმა გამოცადა სიზუსტეში 120-150მეტრზე, ტყვიამ კარგი შედეგი აჩვენა. მაიეს საკმაოდ დიდი შემაჩერებელი ძალა გააჩნია, სწორად მოხვედრის შემდეგ სოკოსებურად ამოტრიალდება და უაზარმაზარ ჭრილობას ქმნის. მაგრამ 1) საჭიროებს განასკუთრებულ ყურადღებას დატენვის დროს რათა სროლის დროს ბრუნვა შეიძინოს, ბევრი მონადირე მას არასწოდა ტენის.
2) წვრილი ტოტების შემთხვევაშიც კი ტყვია პრაქტიკულად გამოუყენებელია, არა რიკოშეტის გამო არამედ ტრაექტორიის მკვეთრი ცვლის გამო, ან იწყებს ბზრიალით ფრენას.
ამ უკანასკნელი ფაქტორებიდან გამომდინარე, მაირეი საკმაოდ ჭირვეული ტყვიის რეპუტაციით სარგებლოს, ჯერ ჯერობით მაინც გამოიყენება ნადირობაში.
ზევით, ორივე სურათზე ტყვია დევს უკუღმა, თავდაყირა.
Bonehill
გამოცდილი მაქვს მაიერის ტყვია და მაინცდამაინც კარგი შედეგი ვერ მივიღე(არც მაინცდამაინც დიდი ცდომილება მომცა,მაგრამ...).უფრო მეტი სიზუსტე მომცა კონტეინერიანმა და პიჟიანმა ჟაკნებმა.დატენვით მგონია რო სწორად დავტენე.
როგორც გამიგია უფროსი მონადირეებისგან,ადრე კაკბის გუნდის დასაშლელად ვიყენებდით თავისი ხმის გამოო.
bejo
მაღაზია მაგნუმი შემიძლია გირჩიო
Davitus
I- სრული ჩოკი II- 0.75 , III- 0.5 , IIII- 0.25 და საერთოდ რომელსაც არა აქვს ხაზი არის ცილინდრი
ბლონდო
გამოიგონა როლან ბლონდომ(საფრანგეთში), სფრანგეთის წინააღმდეგობის დროს პარტიზანები ხშირად შეიარაღებულები იყვნენ სნადირო თოფებით, ამოცანას წარმოადგენდა ავტომანქანების მწყობრიდან გამოყვანა ასეთი იარაღის დახმარებით. თავდაპირველად ისროდნენ ფოლადის სფეროებს, რაც ნაკლებად ეფექტური იყო მაგრამ შემდეგ ბლონდომ დახვეწა და დააპროექტა ეს მშვენიერი კონსტრუქციის ტყვია.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ტყვის ზედა ნაწილი მრტყელი აქვს ვიდრე ქვედა რომელიც ოდნავ ცილინდრული ფორმისაა, მას ძაფის სახვევ კოჭას ამსგავსებენ ხოლმე. როგორც თანამედროვე ბალისტიკის ექსპერტები ირწმუნებიან, ტყვიამ თავის დროს გაუსწრო, მისი აეროდინამიკური მონაცემები მათი აზრით, იმ შორეულ წარსულში შემთხვევით თუ შეიძლებოდა მიეღწია ბნ. ბლონდოს. ტყვია სინამდვილეში ჩაფიქრებული იყო როგორცა "ისრისებური კატეგორიის" , ანუ ისეთი რომლის დროსაც ტყვიის ზედა ანუ წინა ნაწილი გაცილებით მძიმეა ვიდრე უკანა, ტყვია კი უმარტივესი ფიზიკის კანონის თანახმად მუდამ მოხვდება მიზანს მძიმე ნაწილით. ბლონდომაც თავდაპირველად ასეც მოიფირა მაგრამ მოხდა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გაუთვალისწინებელი რამ, მისროლის დროს (ტყვიას ბლონდო დებდა უკუღმა ფუძით ზევით) ტყვიები მიზანს ყოველთვის მსუბუქი ნაწილით ხვდებოდნენ ხოლმე, მაშინ აღმოაჩინა ავტორმა ტყვიის შემთხვევითი წარმატება. ტყვიის ზედა ბრტყელმა ნაწილმა და უკანა ცილინდრულმა ოდნავ (გარდამავალმა) ფუძემ შემხვედრი ჰაერის ტალღა საუცხოოდ დაამუშავა სწორი, სტაბილური ფრენისთვის.
ბლონდო აუცილებლად გამოჩარხვით მზადდებოდა, ორიგინალი ტყვია აუცილებლად ფოლადისაა, თანამედროვეობაში გვხდება:რკინის, თითბერის, ბრინჯაოს მასალისგან დამზადებული. წითელი ხაზებით ნაჩვენებია ტყვიის ორივე ბოლოზე ღრმა ჭრილი რომელიც მას გვერდებზე წრიულად აქვს ამოღებული, ეს ჭრილი ივსებოდა ტყვიით (PL), და საჭირო იყოს ლულის დასაცავად ფოლადის ზემოქმედებისგან და აგრეთვე ლულის შიგნითა ცენტრირებისთვის, დღეისთვის ტყვიის მაგივრობას ხშირად პოლიეთილენის რგოლი უზრუვნელყოფს.
http://www.radikal.ru
ბლონდოს შესანიშნავი ბალისტიკური მონაცემები გააჩნია, გამორჩეულად ზუსტია სროლის დროს, გამოიყენება ყოველგვარ მსხვილ ნადირზე სასროლად, რაც მთავარია ამ ტყვიას რიკოშეტის კოეფიციენტი აქვს მინიმალური.
http://www.radikal.ru
წარმოიდგინეთ რა შემაღწეველი თვისებები ექნება ტყვიას რომელიც მანქანის ძრავის კედელში გადის ...
საღოლ ნიკუშ კარგი ინფოა გაიხარე! ამის მსგავსია ზუსტად ეს hexsoliti , monoliti კიდეც განახე გახსოვს? ჩემთან რომ იყავით შენ და ნოსო!
აბაბ ეგრე ადვილად ვერ გამოხვალ
მაგეებზე შენ უნდა დაწერო შენებურად
როგორ არ მახსოვს ეგენი ამ ტყვიის შვილობილებია ანუ იდეა აქედან მოდის რა, თუმცა მაინც სულ სხვა კონსტრუქცისაა ორივე
ხო მართლა იმ ვიდეოებს თუ დადებ მაგარი იქნება
ვერ ვდებ ამ ვიდეოებს და რა ვქნა ტოო?
Bonehill
რა პრინციპით შედის ძრავის კედელში და რა პრინციპით ხვრიტავს მასიურ ფოლადს ისიც აგეღწერა ბარემ...
მასიურ ფოლადს კიარ ხვრეტს ფოლადისაგან მზადდება ეს ტყვია! და სილუმინისა და ავიაციური ალუმინის ძრავის კედლებს ხვრეტს ადვილად! და არა მარტო ამათ.
http://www.ddupleks.lv/EN/ddupleks_products/show/Hexolit32
Davitus
ელმენტარული ფიზიკის კანონის მიხედვით, შავ თეთრ სურათზე ნაჩვენებია ტყვიები გასროლის შემდეგ, ბევრი არაფერია შეცვლილი.
დიაბოლო
გამოიგონა ლატვიელმა კონსტრუქტორმა ჰორბანტესმა, სპეციალურად სპორტული დისციპლინისთვის "გაქცეული ტახი"
გლუვ ლულიანი თოფებიდან სასროლად . რეალურად ესაა ყველასათვის კარგად ნაცნობი პნევმატური ტყვია დიაბოლო, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ზომაში არის 12 კალიბრის შესაბამისი(აგრეთვე 16,20,28,32).
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
დიაბოლოს კონსტრუქცია "ისრისებური ტყვიების" კატეგორიას განეკუთვნება, ანუ ტყვიის სწორი მიმართულებით ფრენა მიიღწევა, სიმძიმის ცენტრის თავისკენ გადაწევით. ტყვიის ჭრილზე კარგად ჩანს მისი აბსოლუტური კონსტრუქცია.
http://www.radikal.ru
როგორც უმეტეს გლუვ ტყვიებს ასევე დიაბოლოსაც გააჩნია ლულის შიგნით სტაბილიზატორი, ესაა ტყვიის თავზე არსებული ე.წ. სარტყელი. ეს სარტყელი შეიძლება იყოს ასევე ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციის. (არსებითი მნიშვნელობა არააქვს , ემსახურება ლულის შიდა ცენტრირებას)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ზემოთ ხსენებული სიცარიელე ტყვიის ფუძეზე ვაზნის დამზადების დროს აუცილებლად უნდა ამოივსოს მშრალი ნახეხრხით, ან მისი შემცვლელი კომპონენტური მასალით, რადგან შესაძლებელია გასროლის მომენტში საცობის შეჯახება , ეს უკანასკნელი სიზუსტეზე რათქმაუნდა უარყოფიტად იმოქმედებს, ვაზნა დიაბოლოთი უნდა დამზადდეს შესაბამისი ინსტრუქციით. დიაბოლოს გააჩნია შესანიშნავი შეღწევადობის უნარი, ძალიან კარგი შემაჩერებელი მოქმედება, დამაკმაყოფილებელ სიბურჯღლეს იძლევა 50 მეტრამდე სროლისას, სხვადასვხა ჩოკური შევიწროების შემთხვევაშიც კი. მარტივია დასამზადებლად.
http://www.radikal.ru
მოხვედრისას დეფორმირებული ტყვია (მარჯვნივ).
Bonehill
ეგ ახლა ისეთი პასუხი იყო, სუფრაზე რომ კითხულობენ ვინ იცის გიტარაო, და მე ვიციო ერთი რომ უპასუხებს, მიუტანენ და - ა ბატონო ეს არის სწორედ გიტარაო
ელემენტარული ფიზიკის კანონები ვიცი, და ბევრიც, E=mc2 რომ არ მიესადაგება ეგეც ვიცი... ხოდა თუ გინდა სულ კვანტური ფიზიკის დახმარებით აგვიხსენი, ოღონდ გვითხარი და...
Davitus
ფიზიკა არ იცითქო არ მითქვი დავით, უბრალოდ ტყვია ყოველთვის სწორად მიფრინავს, რიკოშეტი არააქვს , წვერი არააქვს , მეტი არ არც მე ვიცი
დაზუსტებით ვერაფერი გავარკვიე და ბოლოს პოლევი 2 დავტენე 1.8გრ. რექს 2-ით. მისურვეთ წარმატება
შედეგებს დავწერ
მოკლედ ბიჭებო დღეს დინამოსთან ერთერთ მაღაზიაში ვიყიდე მაიერის ტყვია, 16 კალიბრის...
ხოოდა როგორც მე ამოვიკითხე რომელიღაც თემაში, მაგას თავისებური დატენვა უნდა,წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიფრინავს ისე როგორც საჭიროა,ანუ კარგავს თავის ტურბინულ თვისებას..ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება 16 კალიბრიანზე მაგ ტყვიის დატენვის... გამიზიარეთ
ხო, ვაპირებ ვისროლო იჟ-58-დან 16/70 .. ჩოკი-პოლუჩოკი, რამდენად გამართლებულია და უსაფრთხო?
მადლობა წინასწარ
cz80
ეხლა სამსახურში ვარ და საღამოს Yველაფერს დავწერ
მაიერის დატენვა თვითონ მაიერის (ვინც მოიგონა) მიხედვით .
ვაზნა პოლიეთილენის (თურქული ან რუსული ჟეველო) 12 კალიბრის შემთხვევაში 2 გრამი ! დენთი "სოკოლი"
16 კალიბრის შემთხვევაში შესაბამისად 1,6 - გრამი "სოკოლი" სურ 1.
რატომ ასე ცოტა?! იმიტომ რომ მისი კონსტრუქცია ვერ იტან მაღალ საწყის სიჩქარეს, აუცილებელ ბრუნვას ვერ შეიძენს.
დენთზე ვადებთ 2,5 - 3 მმ-ი სისიქის დენთის საცობს (პიჟს) სურ.2
ამაზე ვადებთ ნაბდის ან ხე ბოჭკოვან პიჟს რომელიც უნდა ცავჭრათ ჯვარედინად. სურ .3 უფრო დეტალურად სურ .8
რატომ ჩავჭრათ ?! იმიტომ რომ გასროლისას არ გაიშალოს მოხვედრილი ჰაერის ნაკადის ხარჯძე და არ შეეჯახოს ტყვიას თორემ დააბზრიალებს.
ამ ჩაჭრილ პიჟზე ვაყრით მშრალი ხის წვრილ ნახერხს, იმდენს რომ, როცა დავპრესავთ თითით ქვედა პიჟის სიმაღლე გახდეს. სურ. 4
რათ გვინდა ნახერხი ?! იმიტომ რომ კიდევ უფრო შეამციროს გასროლის დრსო ტყვიი შეჟახება.
ამ უკანასკნელს ვადებთ თხელ პიჟს დაა 1 მმ-მდე სურ. 5
ამ პიჟზე კი ზევიდან მოვატავსებთ მაიერის ტყვიის ძირის რადიუსის ტოლ 3 მმ-იან პიჟს. სურ. 6
ბოლო პიჟს დავადებტ ტყვიას. სურ. 7
http://www.radikal.ru
ბოლოს ტავს მოუხვევთ ვაზნას, არავიტარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ ვარსკვლავს .
საღოლ ბონე მაგარი ხარ, ვაპირებდი პასუხს და დამასწარი! მოწოდების სიმარლეზე რჩები გენაცვალე
Bonehill
გაიხარე ჯიგარი ხარ
ამომწურავი პასუხი იყო
დავტენი,დავტესტავ და შედეგებს აუცილებლად დავწერ
კიდე ერთი კითხვა,ცოტა ჩაინიკურად შეიძლება ჟღერდეს... საშიში ხომ არაა ჩოკიდან ან პოლუჩოკიდან მაგის სროლა?
არა ძამიკო არანაირად http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=172&st=0&start=0 ეს ნახე და გადაიკიტხე გამოგადგება
hunter777
cz80
თქვენ გაიხარეთ ლომებო
http://www.radikal.ru12 ძირითადი ტიპის გლუვლულიანი სნადირო ტოფიდან ასროლი ცალი ტყვიის ფოტოა ბოიდშით უხარისხოა მაგრამ რაც მთავარია ის კი ჩანს!
hunter777
ამ სურათზე რაც ტყვიებია,რომელია ყველა ზუსტი და რომელია ყველაზე არაზუსტი
cz80
სიმართლე გითხრა არ ვიცი, უფრო სწორად ძალიან მარტივია, ეგრევე იდება დენთზე ყოველგვარი დამატებითი პიჟების გარეშე. ტყვიას ზედვე აქვს ყველაფერი.
ერთი გარემოება გაითვალისწინე, გუალანდი არ იტენება "სოკოლზე"
"სევესტრა" Sauvestre ქვეკალიბრული ტყვიების კატეგორიას განეკუთვნება.
http://pix.ge/
გამოიგონა და დააპატენტა ფრანგმა კონსტრუქტორმა და სამხედრო ინჟინერმა სოვესტრმა (Jean-Claude Sauvestre) 1987.
გამოდის მხოლოდ 12, 16, 20 კალიბრებში
ტყვია უნიკალური კონსტრუქციისაა თავის ანალოგებთან შედარებით შესაშური მონაცემები გააჩნია. მისი სროლა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ჩოკური შევიწროების ლულებიდან.
"სევესტრას" ტყვიის სტაბილური , ზუსტი ბალისტიკა შედეგია შემდეგი გარემოებებისა: ისრის მსგავსი ტყვია შუაში შეიცავს 2 ფოლადის გულას, რომელსაც გარედან აკრავს 1 ტყვიის სქელი გარსი. ეს ყველაფერი მოთავსებული ორ ნაწილიან კონტეინერში რომელიც გასროლის დროს სცილდება ტყვიას. ეს უკანასკნელი საჭიროა ჭურვის, ლულის შიდა კედელთან მჭიდრო კონტაქტისთვის მოძრაობისას. აეროდინამიული ფრთები კი 3 სტაბილური ფრენის ტრაექტორიისთვისაა აუცილებელი. 4 იშვიათად ტყვიის კორპუსი მოვარაყებულია პლუმბუმთან შედარებით მკვრივი მეტალებით.
http://pix.ge/
ქვედა სურათზე ტყვიის (PL)და თითბერის კორპუსით.
http://pix.ge/ http://pix.ge/
ზოგადი ბალისტიკა: 12/ 70 საწყისი სიჩქარე აქვს 500 მ/წ
100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 377 მ/წ
100 მეტრზე ენერგია თითქმის 2 000 ჯოული.
12/76 საწყისი სიჩქარე აქვს 580 მ/წ
100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 435 მ/წ
100 მეტრზე ენერგია 2 450 ჯოული
ტყვიის წონა 21-26 გრამამდე მერყეობს.
ტყვია კონტეინერით გვერდხედი
http://pix.ge/
"სევესტრას" გაფანტვის მაჩვენებლი არ ცილდება 18 სმ- ი დიამეტრის წრეს - 100 მეტრზე !
შემდეგ როგორღაც რუსებმა დააკოპირეს ეს ტყვია და შეარქვეს მას "ზენიტი" იგივე მოქმედებისაა, სულ ოდნავ ჩამორჩება მის ფრანგ ორიგინალს.
მაკ ელვინი
http://pix.ge/
გამოიგონა და გამოსცადა და შემდეგ დააპატენტა მაკ ელვინმა 1968.
მაკ ელვინი ქვეკალიბრული ტყვიების კატეგორიას განეკუთვნება. იგი ისრისებრი მოყვანილობისაა. მისი დამზადებისას მეტად საყურადღებოა მაფიქსირებელი კონტეინერის მასალის სიმყარე. კეძოდ კი:
ზედმეტად მყარი კონტეინერის შემთქვევაში , ტყვია ჩოკიდან გამოსვლის დროს , მის ყველაზე ვიწრო ადგილში ზიანდება, ზოგჯერ საერთოდ წყდება.
ზედმეტად რბილი კონტეინერის შემთხვევაში ტყვია ლულაშივე განიცდის დეფორმაციას.
http://pix.ge/
წონა 28 დან 35 გრამამდე შეიძლება მერყეობდეს.
საინტერესოა ერთი გარემოებაც: "მაკ ელვინი" კონკრეტული ტყვია , შესაძლეებელია გამყენებულ იქნას სამ კალიბრში ! 12 16 და 20. ტყვიის კორპუსის დიამტერი იძლევა ამის საშუალებას, რათქმაუნდა ეს ყოველივე კონტეინერის სისქის და მიხევით.
"მაკ ელვინი" გამოიყენება საშუალო ზომის ცხოველზე სანადიროდ.
"მაკ ელვინი" -ის გაფანტვის მაჩვენებელი არ ცილდება 8 სანტიმეტრს 50 მეტრში !
"მაკ ელვინის" რუსული ანალოგი(კიროვჩანკი) დამზადების სირთულიდან გამომდინარე დაბალი ბალისტიკური ღირსებისაა.
+100 ბონეს! გაიხარე
ფოსტერი (A.Foster)
http://pix.ge/
ამერიკელმა კონსტრუქტორმა და მონადირემ ალბერტ ფოსტერმა, სპეციალურად თეთრკუდა ირემზე სანადიროდ გამოიგონა და შემდეგ დააპატენტა , საკუთარი სახელის მატარებელი გლუვი ტყვია. ტყვია კონუსური მოყვანილობისაა წვერის მხარეს მეტი სიგლუვით და გვერდებზე ღრმა ირიბი ჩანაჭდევებით.
ტყვიის მასა სულ რაღაც 28 გრამია, ირმისთვის მეტი არც იყო საჭირო.
პატარა წონა ტყვიის ძირიდან მის კორპუსში 1/3 ნაწილის სიცარიელემ გამოიწვია(სურ. 3). ტყვის ზედაპირზე ირიბი ჩანაჭრევები (სურ. 2), ფრენის დროს უმნიშვნელო ტრიალს ანიჭებს მას, თავზე კი მეტი დეფორმაციის თვალსაზრისით მცირედი ჩაღრმავება გააჩნია(სურ.1) .
http://pix.ge/
ფოსტერმა საკმაოდ სასარგებლოდ გამოიყენა ტყვიის(PL-ის) როგორც რბილი მეტალის თვისება. ფოსტერის ტყვია კალიბრულია ! მისი დიამეტრი 17,5 მმ-ია, მაგრამ ჩოკში გასვლის დროისთვის , ტყვიის კორპუსი იმდენად ფართოვდება რომ ლულის ნომინალურ დიამეტრს უტოლდება.
თავისმხრივ ტყვიის კორპუსში სიცარიელე მას აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის ნებისმიერი ჩოკიდან სასროლად, მათ შორის გაძლიერებული ჩოკიდანაც კი ეს კი კალიბრულ ტყვიებში საკმაოდ იშვიათია !
დატვენვის თავისებურებებს რაც შეეხება; აუცილებელია საშუალო სიმკვრივის1, და ამორტიზირებადი 1 პიჟის გამოყენება. რადგან ტყვიას უკანა მხარე ამოღებული აქვს შესაძლებელია ზედმეტად მყარი პიჟების შეტენვა , რაც უზუსტობის გარანტია.
http://pix.ge/
თეთრკუდა ირემზე აშშ-ი მოგეხსენებათ(და არა მარტო თეთრკუდაზე) , მეტწილად ჩასაფრებით ნადირობენ, ამ შემთხვევაში საროლი მანძილი როგორც ასეთი 50მეტრს არ სცილდება. შესაბამისად ტყვიას ამ მანძილზე მოეთხოვება სტაბილური "კონა".
http://pix.ge/
ფოსტერის ყველა ტყვია
35 მეტრზე - 10 სმ-ი დიამეტრის წრეში ეტევა
50 მეტრზე კი - 15 სმ-ი დიამეტრის წრეში.
50 მეტრზე მეტ მანძილზე ტყვიის სროლა არაა რეკომენდირებული.
Bonehill
ცოცხალი ენციკლოპედია ხარ ნიკა
მწარმოებელი FEDERAL PREMIUM amunition
http://pix.ge/
განეკუთვნება ტურბინული მოქმედების კალიბრულ ტყვიაბეს. მოყვანილობით წააგავს ფოსტერს მაგრამ მისგან განსხვავებით კორპუსი მონოლითურია, არ აქვს სიცარიელეები, გვერდითი ირიბი ნაჭდევები კი გაცილებით ღრმაა. ტყვიის სროლა არაა რეკომედირებული 0,25მმ-ზე ძლიერი შევიწროებიდან
ტყვია მზადდება 12 , 16 , 20 , 410 კალიბრებში. ტყვიის მასა 28 გრამიდან 35 გრამამდეა 12/ 70 კალიბრში ( სხვა კალიბრში სხვა მასა აქვს)
http://pix.ge/
როგორც ფოსტერს ამ უკანასკნელსაც შეიძლება ქონდეს ტყვიის წინა ნაწილისკენ ჩანაჭდევი, ან იყოს მის გარშე.
http://pix.ge/
ტყვიას არ გააჩნია მიერთებული პიჟ - სტაბილიზატორი, მაგრამ შორ მანძილებზე სასროლად საკმაოდ ეფექტურად რჩება.
FEDERAL PREMIUM -ის ამ კონკრეტულ ტყვიას უაზარმაზარი შემაჩერებელი მოქმედება გააჩნია, მას აქვს უნარი ძლიერ დეფორმირდეს.
ტყვიის საწყისი ენერგია 2518 ჯოულია
ტყვიის ენერგია 100 მეტრზე კი 1109 ჯოული.
ბალისტიკურ გელში
http://pix.ge/
მწარმოებლების განმარტებით ტყვია გამოსადეგია, 80 -100 მეტრზე საშუალო ან მსხვილ ნადირზე სასროლად, როგორც ენერგიის ასევე სიზუსტის გათვალისწინებით.
http://pix.ge/
P.S. პირადად ვარ შემსწრე თუ როგორ გაარტყა მცირე ზომის რიყის ქვას ერთმა ჩვენიანმა მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე . (წარმოიდგინეთ მტკვრის კალაპოტის სიფართე მეტრებში)
გრიზლი
სევესტრა არ იყიდება, მაგრამ სხვა ქვეკალიბრულები ბლომად არის, მაგალითად იგივე "გუალანდი" 2.50 ლარი ღირს, იგივე "ბრენეკე" ეს ცოტა ძვირია 4.00 ლარი, "პოლევა"ც იყო თუ მეხსიერება არ მღალატობს
"ზენიტი" მეეჭვება დაგჭირდეს
ბრენეკე ქვეკალიბრული აზრს მოკლებულია ! უნდა იხმარო კალიბრული
პოლევა ძნელი საშოვნია დიღომში აქვს გიას, ტყვია-წამალზე მუშაობს. სხვაგან არსად არაა.
ან ისევ და ისევ მონოლითი -ჰექსოლითები, გუალანდი, დიაბოლოც მარაზია დენთში.
ფედერალ ამუნიშიონის ტყვიები ქარავანში და ა.შ.
ჰექსოლიტები მაქვს, 6 ლარიანები როა ის, ეგ ქვეკალიბრულია? ფედერალიც მაქვს და კიდევ ეხლა შევიძინე ვინჩესტერი ქარავანში 4 ლარი ღირს ეგეც ხომ არ არის ქვეკალიბრული?
გრიზლი
არცერთი არაა ქვეკალიბრული !
ამ ჩამოთვლილიდან გირჩევ ისევ და ისევ მონოლითს და ჰექსოლითს ღია გარემოში
მოიცა და ჰექსოლიტი აბა არისო? მაგნუმსჰი ვიყიდე
მწარმოებელი Hornady Manufacturing Company
http://pix.ge/
ჰორნადის ფირმის ახალი მოდელია, ინდექსით SSTTM.
ისრისებრი კონსტრუქციის ტყვიების კატეგორიას მიეკუთვნება. ტყვია გარედან მთლიანად მოსპილენძებულია, გულა PL-ია, მისი წვერი ექსპანსიური სიცარიელითაა, რომელიც პოლიმერული მასალითაა ამოვსებული, ერთი შეხედვით ძალიან გავს ხრახნიან ტყვიას.
http://pix.ge/
ტყვიის კორპუსი მოთავსებული ოთხფრთიან კონტეინერ სტაბილიზატორში. ლულის დატოვებისას კონტეინერი ტყვიას სცილდება.
http://pix.ge/
წარმოდგენა არა მაქვს რის ხარჯზე სტაბილიზდება ჰაერში და რის ხარჯზე არ "ყირავდება" მაგრამ:
ტყვიის გაფანტვის მაჩვენებელი 91 მეტრზე არ სცილდება 5 სმ-ს ! ! !
როგორც მწარმოებელი იუწყება პოლიმერული წვერი ხახუნის ძალას მაქსიმალურად ამცირებს, ძალიან დაბალი მასა კი ტრაექტორიიდან დაწევასა და ქარის უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს.
პოლიმერული წვერი ზედაპირზე მოხვედრისას დეფორმირდება და ტყვიის დამაზიანებელ მოქმედებას ზრდის.
http://pix.ge/
ტყვიის ბალისტიკური მონაცემები გლუვლულიან იარაღს კონკურენტუნარიანს ხდის შეეჭიდოს ზოგიერთ ხრახნიან იარაღს. რათქმაუნდა ლოგიკის ფარგლებში.
ტყვიის მასა სულ რაღაც 20 გრამია.
Hornady SSTTM - ის საწყისი სიჩქარე 548 მ/წ
ტყვიის სროლა შესაძლებელია 200 მეტრამდე.
Bonehill
ნიკუშ ვიდეო იქნება საინტერესო
გიზოვიჩი
სამწუხაროდ წესიერი ვერაფერი ვიპოვე, მთელი დღეა ვეძებ.
BONEHILL
გამარჯობათ. აი ეგ ტყვია აქვთ ქარავანში თუ არ ვცდები. რო ვიყავი დამავიწყდა მეკითხა შეიძლება თუ არა იჟ-27-ის ორივე ლულიდან მაგ ტყვიის სროლა. თქვენ რას მეტყვით მაგ ტყვიის შესახებ, შემიძლია ვისროლო? საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუ მეხსიერება არ მღალატობს 15 ლარამდე ღირდა ერთი ცალი. იჟ-27 მოგეხსენებათ ჩოკი\პოლუჩოკია.
ეხლა იუტუბზე ვუყურე მაგ ტყვიაზე, შეიძლება რეკლამაა , მაგრამ სასცაულ შედეგებს აჩვენებდა. ნუთუ ესეთი კარგია? ცხოველები ადგილზე ეცემოდნენ გაუნძრევლად.
chubini-1971
ლინკიც დადე თუ შეიძლება
goga
უკაცრავად მადლობის თქმა დამავიწყდა. მეც მგონია რო წესით პრობლემა არ უნდა შექმნას. ძალიან ეფექტურია ვიზუალურად.თუ მონაცემებიც შესაბამისია ფასთან, მაშინ მე მგონო ღირს შესაძენად.
goga
SST ML Product Overview from Hornady®,
Hornady Manufacturing Company New Products ...
by aqik1
Hornady Manufacturing Company New Products Ammunition Superformance™.flv
aqik1
14 videos
Subscribe
chubini-1971
სამწუხაროდ ეს ფასი ხელმიუწვდომელია ჩემთვის , 15 ლარად 5 პოლევას იყიდიდა კაცი ეს ხუმრობით.
ნებისმიერი ჩოკიდან შეიძლება სროლა, თუმცა მწარმოებელი ტესტავს მოკლე სლაგ თოფებში.
"იუთუბიდან" ლინკი დააკოპირეთ და გრევე დადეთ.
Bonehill
საინტერესო პოტები გაქვს.. რამე ლინკი ხომ არ იცი სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ინფო, სლაგებზე სხვადასხვა ფირმის..
გლუვლულიანზე გადავდივარ ცოტა ხნით და მინდა ინფო მოვაგროვო თან ვაზნების თემაში ახალი მასალაც დაიდება..
Pensia_27
გაიხარე
არ მაქვს ნამდვილად, ჰორნადის ოფიციალურ საიტზე შეგიძლია რაღაც ზოგადი ინფო იხილო, დანარჩენი მეც ნამდვილად ვიქექები ნეტში
M I R A G E
http://pix.ge/
მწარმოებელი Palla Solengo ამ ბოლო პერიოდში ასევე ამზადებს Clever -ი.
უმძლავრესი ტყვიაა.
მიეკუთვნება "ბრენეკეს" მსგავს ტყვიათა ჯგუფს. იმთავითვე მოგონილი იყო დიდი და საშიში ნადირის შესაჩერებლად, კომბინირებული მოქმედებისაა როგორც შემაღწეველი ასევე სისხლმდენი დაზიენების გამოწვევი.
ტყვიის რთული კონსტრუქცია ძალიან ეფექტურია , მსხვილი და გასნაკუთრებით მსხვილი საფარველის(ტყავის ) მქონე ცხოველებზე სანადიროდ.
http://pix.ge/
http://pix.ge/
"მირაჟის" კორპუსი შედგება ტყვიის (pb) მასალის ძირითადი და თითბერის ბრტყელი წვერისაგან. ტყვიის ზედაპირზე პირდაპირი ღრმა ჩანაჭდევებია, ლულაში ურყევი მოძრაობისთვის და ფრენისას მეტი სტაბილურობისთვის. მოხვედრისას ტყვია დეფორმირდება, კერძოდ კი ოთხ ტოლ ნაწილად იშლებაა (ნაწილები არ შორდება ძირითად კორპუსს) ამ თვისებით კი დიდი ენერგიის მიტანას უზრუნველყოფს სამიზნე ზედაპირზე, რაც შეეხება თითბერის წვერს ის არ განიცდის არავითარ დეფორმაციას და ღრმად აღწევს ქსოვილებში, უმეტესად ცხოველის შინაგან ორგანოებში. ამ ტყვიაში თითბერის მოქმედება გასანკუთრებით ეფექტურია ცხოველის მსხვილ ძვლებზე.
http://pix.ge/
ტყვიის კორპუსი, ვაზნაში, თავისუფლადაა მოთავსებული მაღალი პოლიეთილენის მონოლითური აგებულების ამორტიზატორ ობტურატორზე. ლულიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე მეტრში ტყვიას თანდათან სცილდება ეს უკანასკნელი, ყოველგვარი მავნე ზემოქმედების გარეშე.
http://pix.ge/ http://pix.ge/
ტყვიის სასროლი რეკომედირებული მანძილი არ აღემატება 60 მეტრს !
ტყვიის მაქსიმალური ეფექტისათვის სასურველი მანძილი 15 დან 50 მეტრამდეა.
12 ყალიბის ტყვიის წონა 33 გრამია.
ტყვიის სროლა არაა სასურველი 0,5 მმ ჩოკზე დიდი შევიწროების ლულიდან.
იმედია ეს ფოტო ხელს არ შეუშლს ამ თემას ჩემი ,,მირაჟ,,- ებია განსაკუთრებული ნადირობისათვის ვინახავ!
http://pix.ge/
ნიკუშ შენის ნებართვით ცოტას მეც დავამატებ: -
ამ ტყვიის წაგრძელებული კონუსური ფორმა ხელს უწყობს ტყვიის ლულაში სწორად გადაადგილებას გამორიცხავს ყოველგვარ ე.წ ბარბაცს და ლულის ტუჩთან ტყვიის ბოლოს წამოკვრას რაც ( ზუსტი ) სროლის ხელისშემშლელი ფაქტორია. უკანა მხარეს მიმაგრებული პლაამასის საცობ - ობტურატორი კი ერთგვარ საბილიზატორის როლსაც ითავსებს. ერთი სიტყვით 70 მეტრამდე მანძილზე სლაგ ან ცილინდრული ლულიდან სასროლად განკუთვნილი დიდი და საშიშ ნადირზე სანადირო ტყვიაა.
Bonehill
ჩვენთან თუ იყიდება ეს ვაზნები და რა ღირს???
ზახარა
ვიხტორასთამ მაქვს ნანახი , ეხლა კიდე ჰანთერამ მაჩვენა თავის საკუთრებაში, ამათ გარდა პირადად არსად შემხვედრია :(
Bonehill
hunter777
მეც მქონდა რამოდენიმე ცალი, შალვამაც მომცა იმ დღეს 2 ცალი ,ეხლა აღარ მაქვს და იმიტომ ვიკითხე თუ იყიდება სადმე დიდი სიამოვნებით შევიძენდი
მეც მქონდა 3 ცალი მაგრამ აღარ მაქვს 50 მეტრში ძალიან კარგად ისვრის
ჩვენებური მონოლითები :
1. Monolit 28
მთლიანი მასა 39.7
ტყვიის : 29
დენთი 1.7-1.8
2. Monolit 32
მთლიანი მასა 42.9
ტყვიის : 32.5
დენთი 1.5
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
Pensia_27
ძვირი ღირს ეგ შობელძაღლი, თორემ კარგი ტყვიააა.. ძალიან მომწონს
Pensia_27
რა თოფით აპირებ დატესტვას... ყველა ვარიანტში ჩოკით უნდა ისროლო ( 1 მმ)
შეგიძლიათ ისაუბროთ? ამ ჟაკნების დადებით და უარყოფით მხარებზე
rl="http://s009.radikal.ru/i309/1112/63/6d274a99b15e.jpg"]
ამ თემის დასაწყისიდან მოყოლებული თანდადან ბევრი რამე ადაწერილი , გირჩევ თვალი გადაავლო
ამ pix.ge-ს დედაც,სურათებს არ ხსნის :(
shaman
რადიკალ რუ -თი სცადე
დღეს ვისროლე მონოლითი 32 გრ ორი ცალი, 50 მეტრიდან ვესროლე კედელს, სრული ჩოკიდან. ტყვიამ დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი ბათქაში გაიარა და ბეტონში საკმაოდ ღრმად ჩაეჭედა. გარდა ამისა კედელზე იგრძნობოდა მოხვედრის ძალა . (კარგი იქნებოდა ფოტოაპარატი მქონოდა ) ჩემი აზრით მსხვილ ცხოველზე მაგრა უნდა იმუშავოს. არადა ყველამ მითხრა 32 გრამიანი ვაზნით მსხვილ ცხოველზე ვერინადირებო.
რასამბობ ინადირებ კიარადა კარგად ინადირებ მე მაინტერესებს რა სიზუსტე ქონდა და ლულის რმელი შევიწროებიდან ესროლე, სამწუხაროა რო ფოტო ვერ გადაიღე :(
GELGURU
http://www.youtube.com/watch?v=JnmXrmphxBo
40-60 მეტრიდან ნებისმიერი ჟაკანით მოკლავ
ისე მე 28 გრამიანები მაქ მონოლითები,იდეაში უფრო ზუსტი და შორს სროლისთვის
აი მამა ჟაკანი ამაზე კაი მე არ მეგულება
http://www.youtube.com/watch?v=lsoa0d_zXp4&playnext=1&list=PL28D1BE81BFEB0A6B&feature=results_main
მაინტერესებს სლაგის ყალიბრს რომელს გამოვიწერო 12კალიბრზე 1oz,28 ან 30გრამიანი სლაგის ჩამოსასხმელად.Lee-ს სლაგის ყალიბრის გარდა ვერ ვპოულობ ნორმალურს კი არა საერთოდ ვერაფერს,იქნებ დამეხმაროთ.
ავატარის მიხედვით 28 გრამიანები
მემგონი -პრაქტიკული სროლა- გიტაცებს რადგან ჩამოსასხმელმა ყალიბმა დაგაინტერესა. მეც მინდოდა ერთ დროს გამოწერა, მაგრამ მხოლოდ ერთი, ტყვიების სანადირო დანიშნულების მიხედვით არ გამოვიწერე. სანადირო ვაზნებს არ განეკუთვნება ეგენი
არც ისე. მე მოგწერ შენ იაფ და იორღა გზას
პ.მ. ნახე
კონტეინერიანი ვაზნბი კარგად მუშაობს ახლო მანძილებზე რკინის ფილებზე. იაფი და ეფექტური გზა აითვისო ზუსტი და სწრაფი სროლა.
http://www.forum.guns.ge/viewtopic.php?f=10&t=4140
ბიჭებო ღორი მყავს მოსაკლავი და რამე კარგი ტყვია მირჩიეთ.
თოფი 12 ყალიბია საცვლელი ჩოკებით იჯიკა.
ოღონდ მე თვითონ მინდა დავტენო თორე ამ ნაყიდ სლაგევს ვერ დავუმუღამე ზოგი სად მიფრინავს და ზოგი სად.
მონოლითი სად იყიდება ვინმემ ხო არ იცით? შემოვიარე მთელი თბილისი და არსად არ არის
ხო მაგრამ ღორს რამის ნახევარი მეტრიდან უნდა ესროლოთ და მაგისთვის ნებისმიერი გამოდგება. მე ყველაზე იაფიანი სლაგი 2 ლარიანი მინახავს მგონი
ბიჭებო ღორი მყავს მოსაკლავი და რამე კარგი ტყვია მირჩიეთ.
ხალადეცს რომ ვეღარ გააკეთებთ მერე
assassin29
Hubert
ღორი გარეულია და სულაც არ არის დაბმული, ჰოდა 2 მეტრაში გამოხტება თუ 50-ში კაცმა არ იცის ეგ
მაქსიმუსა
ჰექსოლითი ნახე ეტყობა, დღეს ვიყავი და ეგენი კარგა ხანია გაგვითავდაო!
http://postimg.cc/image/64pq7tmu7/
გაუმარჯოს
არ ეტევა ჩემს ლულაში ეს ტყვია ,დატენილები ვიყიდე და ესეც ცალკე წამოვიღე 12 კალიბრია
თოფი ტოზ 34რ
თავიდან რო ჩააგდებ 5 სანტიმეტრში იჭედება ტყვია და ლურჯი პლასმასი გადის მარა ისიც იჭედება ბოლოსკენ15 სანტიმეტრამდე
რა ვქნა რო ვისროლო ლულას რამე მოუვა
Triumph
რა იარაღი გაქვს?
გაისროლე და ნახავ
ხუმრობით რათქმაუნდა,ისე არამგოინი რამე მოუვიდეს მარა რა იცი .....
სასირველი არაა რო ოსროლო რათქმაუნდა ეგ სლაგტვიაა ანუ სლაგ ლულიდან ნასროლად შექმნილი და ნებისმიერი ჩოკებიანი ლულდან სროლისას ჯერ ერთი რომ სასურველ შედგს ვერ მიიღებ და მეორეც ის რომ არა მიზანშეწონილია და სახიფთოც კი!
შენი სტატია წავიკითხე ძალიან მომეწონა ზუსტად ამ ტყიებზეა ,მაგრამ პადკალიბერნი ტყვიები ვეძებე დატენილი და არავის ჰქონდა ტბილისშI ერთი იყო მხოლოდ 5.5ლარიანი 1 ცალი როცა სხვა 12 კალიბრიანები1.40 -1.50 ღირს ,
დაა აბა რა უნდა ვისროლო ან მე თვითონ უნდა დავტენო ?
ბიჭებს გაუმარჯოს! MP 27 EM-M შევიძინე ფიქსირებული ჩოკებით... გავტესტე ჟაკნებზე... HEXOLIთ 32 ზე ზედა ლულამ ანუ F 1მმ (სრული) ჩოკმა მაგარი შედეგი მომცა 50 მეტრში 6,5 სმ ცდომილება მხოლოდ... რაც შეეხება სხვა ჟაკნებს ჩემით დავტენე და ქვედა ლულიდან ვისროლე ნახევარჩოკიდან,,, ყველა თყვია შევამოწმე.. რომელიც ლულაში არ გადიოდა თავისუფლად, ქლიბით დავამუშავე ისე რომ გასულიყო (ტყვიის კონსტრუქცია არ შეცვლილა) ... ყველაზე კარგი შედეგი მომცა GULANDI ს ჟაკანმა მაგნუმმა... მასა 40 გრამია.. დენთი სოკოლით დავტენე 2,5 გრამით.. 50 მეტრში 5 სმ ცდომილება და 5 ფიცარს საკვაზნოი გაუტარა...იქნებ ვინმეს გამოგადგეთ
http://postimg.cc/image/o6savjypj/
ბიჭებო ეს რა ჯიშის ტყვიაა გინახიათ, ეხლა ვიპოვი ჩემ "სკლადში" როდის ვიყიდე არ მახსოვს
ტახოს ფირმისაა, ნახერხი რა პონტში აქვს?
სურათი ვერ გადავიღე მაგრამ ზუსტად ასეთია
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
მაგ ტვიას ქვია ,,დიაბლო,, დატენილი ქარხნულია ან ტუ არადა სახლსი დატენილია ორონდ კაგადაა დატენილი ზუსტად ისე როგორც მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას საკმაოდ კარგი ტყვიაა საშუალო მანძილზე საშუალო ნადირზე სანადიროდ
HUNTER FREDY
ფიქსირებული ჩოკი პოლჩოკიდან სროლა შეიძლება?
ისე ნახერხი სადან მოიგონეს
კი შეიძლება, იძლევა მაგ ტყვიის კონსტრუქცია იმის საშუალებას რომ ფიქსირებული ჩოკი ნახევარ ჩოკიდან ისროლო ეგ ტყვია შესაბამის კალიბრში რაღა თქმა უნდა.
ნახერხს რაც შეეხება ბევრი ტყვია იტენება ნახერხით, თუნდაც მაიერის ორმაგი ტურბუნული ტიპის ტყვია ეგრედწოდებული ,,მაიერი,, ისევე როგორც ,,დიაბლო,, მწარმოებელი იძლევა ამ რეკომენდაციას, ობტურაციის გაზრდისა და ამორტიზაციისათვის გარდა ამისა ხშირად ხმარობენ მწყრის ვაზნებზეც ნახერხს როგორც ობტურატორს შუასადებს ,, პიჟს,, ასევე ხმარობენ კრახმალს როგორც საფანტის, კარტეჩის, მარცვლებს შორის შემავსებელს რაც ზრდის საფანტის ვაზნის ეფექტურობას მანძილში.
HUNTER FREDY
+1000
ამორტიზაციისთვის, ნახერხი არის ბუნებრივი მზა მასალა, ამორტიზაცია რომ არ იყოს ჭურვსა და დენთს შორის, მყისიერი აფეთქებისას მოხდება ჭურვის დეფორმაცია, ასევე არ მოხდება ისეთი აჩქარება, რომელიც ლულიდან ჭურვის ეფექტური გაძევებისთვის არის საჭირო.
მაგალითისთვის გამოდგება Blow gan (პირით სასროლი ტრუბკა) მთელი ძალითაც რომ ჩავბეროთ ვერ იქნება ისეთი ეფექტური ნასროლი, როგორც ენის ობტურაციით და ლოყების ამორტიზაციის ხარჯზე გაზრდილი წნევით სროლისას : ))
http://postimg.cc/image/7b0rpqpbj/
გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება, ატა ნეო 12 მინდა ამ ყვიის გასროლა და 1350 ბარ. უწერია და რამე ზიანს ხოარ მიაყენებს თოფს? როგორც ვიცი ქვეკალიბრულია და თურქული ტყვია ვისროლე ლატუნის შარიკი რო აქვს თავში ბრეკენეკ მაგვარი და არ მომცა კარგი შედეგი და ამაზე რას მეტყვით რას მირჩევთ?
demuka123
ეგ არი ჰექსოლიტი, გასროლილი მაქვს ერთი ორი ყუთი ატაან და საკმაოდ ზუსტად მიდის მიზანში
გაისვრის უპრობლემოდ. ისე მაგნუმს ნუ იყიდი არამაგნუმებიცაა ეგ ტყვიები
assassin29 საცდელად ვიყიდე მაგნუმების ყიდვას აღარ ვაპირე, იაფ ჩედიტის ვაზნები ვიყიდე ბრენეკეს რომ გავს შარიკი რომ უდევს ლატუნის ტავში და ცუდი შედეგი მომცა, დაბლა წაიღო და დაახლოებით 25 სანტიმეტრი მარცხნივ და რას იტყვით?
demuka123
ეგენი მაგარი უხარისყო ტყვიებია მეც ვისროლე და არ მიქონდა მიზანში. ოღონდ მაღლა და მარჯვნივ ხვდებოდა ჩემგან ნასროლები
ასასინ, ეს მაგნუნის ჰექსოლითი ხოარ გამიფუჭებს თოფს? 1050 ბარი უწერია ვაზნაზე და მეშინია არ დამიშალოს თოფი ..
სრული ჩოკიდან უნდა ვისროლო ხო?
demuka123
არ გააფუჭებს. ჰექსოლიტი ჩოკიდან. ჩედეტეს რაღაცა ცილინდრიდან
1350 ბარზე იტესტება ეგ თოფები საეთოდ
ყველა არა მაგრამ ნეო 12 ხო მასეა გატესტილი, აქაც დევს ფორუმზე ეგ ინფო ატას თემაში.. ვეღარ გავიგე გავისროლო თუ არაა? :-D
თუ გატესტილია მასინ შეიძლება
ესეთი რომელიმე მაღაზიაში ხომ არ გეგულებათ ბიჭებო ან ხომ არ გადაწყდომიხართ სადმე??
kobavar
ზუსტად ესეთი არა მგონია იპოვო მაგრამ გუდვილში შეიარე და ბევრნაირი სლაგი აქვთ ძალიან მაგრამ ფასი 300 მაგნუმს უტოლდება
მაქვს armsan phenoma aura 12 კალიბრი 76 სმ-ანი ლულით. ჟაკნის და კარტეჟის სასროლად თუ არის გათვალისწინებული გრძელი ლულა და მიზანში რა შედეგს იძლევა? ვისაც გამოგიცდიათ და გისვრიათ გთხოვთ მიპასუხეთ.
მალხაზი 1984
ჩვეულებრივად შეგიძლია "ჟაკნის" და "კარტეჩის" სროლა უბრალოდ ცილინდრიდან უნდა ისროლო. ზოგი ქვეკალიბრული ტყვიის სროლა ჩოკითაც შეიძლება. რაც შეეხება მიზანში მიტანას კონკრეტული თოფიდან უნდა მოსინჯო რამდენიმე სხვადასხვა ტყვია და დააკვირდე რომელი უკეთ იმუშავებს.
მეგობრებო მონოლითების ყიდვა სად შეიძლება ? გუდვილის მაგნუმში აღარ აქვთ და ნეტა თუ არის სადმე შემორჩენილი ?
ან თუ გექნებათ ვინმეს ვიყიდი ჩვეულებრივად. 2-3 ცალი მინდა
ხალხო ვერაფრით დამეხმარებით ? არავინ იცით რამე ?
მაგნუმს ქონდა ხოლმე. საიტზე ნახე ნომერი და დაურეკე, გეტყვიან თუ აქვთ. ისე მე აღარ მინახავს რამდენიმე სეზონია ეგ ტყვიები, სამაგიეროდ მაღაზიებში მრავლად არის სლაგ თუ ქვეკალიბრული ტყვიების არჩევანი. ფასები 2,5 ლარიდან ზემოთ.
ახალციხელი
მადლობა პასუხისთვის
ამას წინათ ვიყავი მონოლითები აღარ აქვთ ჰექსოლითი,დუპო,როსა__ესენი აქვთ(ნეტა თავის დროზე მეყიდა)
აი ესენი მომეწონა თქვენ რას იტყვით ?
http://caravani.ge/en/cartridges/item/9
http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=469
გუალანდზე კარგის მეტი არაფერი მსმენია და რიოს "როიალ სთარზე" არაფერი მსმენია იუთუბის გარდა(https://www.youtube.com/results?search_query=rio-royal+star), მაგრამ რიოს ვაზნა ცუდი არ უნდა იყოს წესით...პოლევა 2 მომწონს კიდევ,სად ვნახო მხოლოდ ტყვია ხომ არ იცით?დიღმის ცხოველების ბაზარზე იქნება ?
ამას მგონი ოზკარა ქვია...რისი მაქნისი ტყვიაა არ ვიცი პრაქტიკაში, ფასიც არ აქვს ცოტა თურქულის კვალობაზე...თქვენ ხომ არ გამოგიცდიათ ?
http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=497
ალექსანდრე
ბრენეკე სინჯე მე ძალიან მასიამოვნა ყველა მხრივ.
gacho
მადლობთ, გავითვალისწინებ აუცილებლად.შევიძენ მაგასაც.
0.25 ჩოკიდან მემგონი არ უნდა იყოს პრობლემა მაგის სროლა
კონკრეტულად მონოლითი არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემმა მეგობარმა რამდენიმე ვარიანტი ვისროლეთ, რაც იყიდება მაღაზიებში. ყველას აჯობა რიოს 8 ლარიანმა ტყვიამ (მაშინ 7.5 ღირდა). სიზუსტითაც და ხეში შეღწევის სიღრმითაც.
ისე ნახევრადავტომატური თოფისთვის ტყვიის შერჩევისას დააკვირდით რომ ტყვიის წინა წვეტი (თუ აქვს ასეთი) ვაზნის პირს არ ცდებოდეს, თორე მჭიდში ეგ წვეტი წინა ვაზნის კაპსულაზე იქნება მიბჯენილი, რაც არ არის მთლად უსაფრთხო.
ალექსანდრე
მე ტყვიასავ და კარტეჩსაც ყოველთვის ცილინდრით ვისვრი. მე როგორც ვიცი არ არის რეკომენდირებული ჩოკებით სროლა.
თურქული ოზკარა რომაა ეგ ბრენეკეს მსგავსი ტყვიაა.
აგერ მაგაზე თემა მაქვს გახსნილი
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12395
თემას თუ გადახედავთ იმ ტესტირების დროს ძალიან მისაღები შედეგი აჩვენა, მაგრამ ლულას სვრის საშინლად ამიტომ მე მაინც ქვეკალიბრულ ტყვიებს გავუწევდი რეკომენდაციას, მოგეხსენებათ ქვეკალიბრულის შემთხვევაში უშუალოდ ტყვიას არ აქვს კონტაქტი ლულასთან (მონოლითი საერთოდ ფოლადისაა და სროლის შემდეგაც მიწიდან ამოღებულს ფორმაც კი არ ქონია შეცვლილი) და თანაც გაძლიერებული ჩოკის გარდა ყველა შევიწროვებით შეგიძლია სროლა. თუმცა ამ უკანასკნელის მინუსი მისი ფასია.
ყველას მადლობა რჩევებისთვის...
რიოს როიალ სტარები შევიძინე რამდენიმე კალიბრში. ეგ ოზკარაც ვიყიდე დასატენი 3 ცალი, მხოლოდ ტყვია. და 3 გუალანდიც ...ეგეც მხოლოდ ტყვია
პოლევაც მინდა და გავივლი მერე მაღაზიებში
ცილინდრი ჩემ ტოფს არ აქვს სამწუხაროდ. 0.25 უნდა დავჯერდე ...შეიძლება უფრო ზუსტადაც წაიღოს მიზანში
გაუმარჯოს, სად შეიძლება მაიერის შეძენა>?
ვაგზლის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე არის რაღაც ახალი მაღაზია, რამდენიმე კვირის წინ ვიყიდე კარტეჩი დასატენად, და მაიერის ტყვიასაც მოვკარი თვალი თუ სწორედ მახსოვს (დასატენს ოღონდ).
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)