თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ნივთები _ მათარა (ფლიაგა)ქემელბეგი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 27 2009, 14:13

აბა ვის როგორი გაქვთ და როგორი ჯობია?მოგეხსენებათ ბევრნაირი საშუალება არსებობს წყლის გადატანის სანადიროთ თუ მოგზაურობის დროს.
ჩემი აზრით სამოგზაუროთ ქემელბეგი ჯობია დიდ ადგილს არ იკავებს ,თანაბრად არის განაწილებული ტანზე და ძალიან პრაქტიკული მოსახმარია .
მათარას რაც შეეხება ისიც არის ბევრნაირი მაგრამ ძირითადათ ჩვენში ორნაირი იკვეთება ერთი წარმოადგენს ალუმინის(და არამარტო) ჭურჭელს ვიწრო ყელით და მეორე ტყავის გარსში მოთავსებული სხვადასხვა მასალის პაკეტი









პოსტის ავტორი: Davitus Nov 27 2009, 18:25

ქემელბექი ყველაზე მოხერხებულია, კარგ ხარისხს თავისი თერმო რეგულატორი აქვს, და ინარჩუნებს დიდხანს ერთ ტემპერატურას

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 27 2009, 18:58

მე მაქვს სერიოზული ქემელბექი მაგრამ სანადიროდ გამოუსადეგარია

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 27 2009, 19:49

ციტატა(ჭალიმგელა @ Nov 27 2009, 19:58) *
მე მაქვს სერიოზული ქემელბექი მაგრამ სანადიროდ გამოუსადეგარია


+1 სამწუხარო ზურგჩანტას ვეღავ მოიკიდევ მერე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 27 2009, 23:07

როგორც ნახეთ არის ისეთებიც ზურგჩანთაც რომ აქვს

პოსტის ავტორი: Guga Jan 11 2010, 17:03

ქემელბექი ჩვენთან სად იქნება? და რა მაინტერესებს ჩვეულებრივ სალაშქრო ჩანთაზე შეიძლება რამენაირად დაყენება? ერთ ერთ თემაში მიდევს ჩემი ჩანთის სურათი....

http://www.radikal.ru
ეს მაქვს და მაგარი ცუდი სახმარია, ქამარზე ჩამოსაკიდადაც არ ვარგა და ვაფშე სახმარად არ ვარგა

პოსტის ავტორი: Forrest Gump Mar 29 2010, 08:32

ციტატა(guga @ 11th January 2010 - 18:03) *
ქემელბექი ჩვენთან სად იქნება?


ნავთლუღში არის

მაღაზია "მონადირე" შიც აქვთ

პოსტის ავტორი: 919 Mar 29 2010, 10:15

ა კიდო! ახალი ქართული ენის დამღუპველი სიტყვა აქლემ-კუზი newsmile035.gif

რამდენადაც ვიცი ტამპლიერის მიერ დადებული ეკზემპლარები (პირველი 3)
არის ველო, ქვეით და მთა-ბარში მოსიარულე ტურისტებისათვის. ანუ არაფერი ზედმეტი
ამ ტიპის მოგზაურებს არ გააჩნიათ წამოკიდებული. ყველა საჭირო ნივთი თუ აღჭურვილობა
საბაზო ბანაკში ან მანქანაში რჩება.

ესპანური ტყავის ტიკისებური მათარა, საკმაოდ პოპულარულია ესპანეთსა და ლათინურ
ამერიკაში. იკიდება მხარზე, მაგრამ ეს ბაწარი ძალზედ მოუხერხებელი მეჩვენება...

კლასიკური მათარა კი ხასიათდება თავის მოქნილი ფორმით გამძლე
სხეულით (კორპუსით), წყალთან კონტაქტში შემავალი მასალის ინტერტულობით
და თერმოიზოლაციით. კლასიკური მათარის გარსი უნდა იყოს ადვილად
დაასველებადი რათა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს მოცულობაში დაგროვებული
წყლის დაბალი ტემპერატურა!
მათარა იდება ან ზურგჩანთაში (სადაც ისედაც ინახავს თავდაპირველ ტემპერატურას)
ან იკიდება ქამარზე გავისა და თეძოს არეში. ქამარზე ჩამოსაკიდი მათარა მზადება
ალუმინისგან და გააჩნია სიხისტის ხაზები რათა არ განიცადოს პატრონის სხეულისგან
მიყენებული დეფორმაცია. ზურგჩანთის ან უბის მათარა შედარებით რბილი მასალებისგან
სრულდება და აქვს ან ბრტყელი ან ცილინდრული ფორმა.

ასე ვადგენდით საპროექტო დავალებას და მომავალი პროექტის აღწერას სამრწველო
დიზაინში.

პოსტის ავტორი: შალვა Mar 29 2010, 15:34

კოკაკოლას 1,5 ლიტრიან პლასტიკურ ბოთლებს სანადიროდ წასვლის წინ, წყლით შევავსებ და მაცივარში ვყინავ, მიდევს მანქნის newsmile090.gif საბარგულში, რომ მომწყურდება მანქანასთან მივდივარ ელეგანტური მოძრაობით ვხსნი საბარგულს და მივირთმევ ცივ წყალს elementarno-vatson.gif ხო მაგარია? ჰაააა?! blashe.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 29 2010, 15:39

ციტატა(shalva @ 29th March 2010 - 16:34) *
საბარგულში, რომ მომწყურდება მანქანასთან მივდივარ ელეგანტური მოძრაობით ვხსნი საბარგულს და მივირთმევ ცივ წყალს


ეს კარგი იყო! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მთავარია ელეგანტური მოძრაობა თორე წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თბილი წყალი დაგხვდეს არა?! newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Mar 29 2010, 15:44

გოგა

ციტატა(giorgevich @ 29th March 2010 - 16:39) *
მთავარია ელეგანტური მოძრაობა

თან არაფერი არ ღირს!!! newsmile093.gif ერთი დიდი ნაკლი აქვს ვერ იმარიაჟებ ;( newsmile015.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: 919 Mar 29 2010, 16:45

შალვა

საღოლ, მაგარი პასუხია ამ თემაში დასმულ ყველა კითხვაზე!
ერთად ერთი, მე მაქვს ის ესპანური ტიკი-მათარა და მაინც წყალს
გაყინული კოკა-კოლის ბოთლიდან ვსვავ! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 06:55

ისე ხუმრობა იქეთ იყოს და თერმოსი ძალიან კარგი რამ არის
განსაკუთრებით დილა ადრიან და სეზონის ცივ პერიოდში...
ჩაი-ყავა და გლინტვეინი ხომ საერთოდ (ფოა-ფოა) ასწორებს.
თუმცა თერმოსს (კლასიკურს) , ნაღდ თერმოს ერთი ცუდი თვისება გააჩნია,
შიდა ვაკუმის კოლბა, როპელიც ადვილად ტყდება.

სულ ვფიქრობდი, რომელი თერმოსის ყიდვა ღირს, კლასიკურის და მერე
მაგის სათუთად შენახვა თუ რამე ალტერნატიული მასალისგან დამზადებულის და მშვიდად ყოფნა...

აბა ვის რა გამოცდილება გაქვთ, მგონი ეს უკვე სერიოზულად დაფიქრების საგანია thinking.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 13:46

919
ტამპლიერამ იყიდა კარგი თერმოსი.ცოტა პატარაა(მგონი ერთ ლიტრიანი) მაგრამ კარგი მასალა აქვს გარედან და ნაკლებათ სავარაუდოა რო გატყდეს ან შიგნით ან გარეთ.

პოსტის ავტორი: შალვა Mar 30 2010, 13:47

919

ციტატა(Gigs13 @ 30th March 2010 - 07:55) *
თერმოსი ძალიან კარგი რამ არის

ამაში ნაღდად გეთანხმები, ეხლახანს შევიძინე მეტალის(მინის კოლბის მაგივრად მეტალია)არა მგონია 24 საათი ტემპერატურა შეინარჩუნოს მაგრამ 8 საათს ნაღდად გაქაჩავს ალბათ, გატეხვაც გამორიცხულია, სახურავის მოხსნა არ არის საჭირო, პატარა გამომშვები სარქველი აქვს, 29 გელა მივეცი გუდვილში, ნახევარ ლიტრიან!

პოსტის ავტორი: Forrest Gump Mar 30 2010, 13:48

ძველი საბჭოთა სამხედრო მათარებიც არ არის ცუდი

წყალს უნარჩუნებს ტემპერატურას თან ადუღებაც შეიძლება

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 14:22

გოგა,

ლინკი ან ფოტო თუ გაქვს (რა თქმა უნდა ამაზონზე ან კაბელასზე თუ შეიძინა) იქნებ დაგვიდო newsmile05.gif
თერმოსი მართლა ასწორებს! newsmile027.gif ჩაი, ყავა...

Forrest Gump

საბჭოურ მატარაზე 100% გეთანხმები!
ამ მათარიდან წყალს რაღაც სასიამოვნო გემო ჰქონდა ...

პოსტის ავტორი: Forrest Gump Mar 30 2010, 14:25

ციტატა(Gigs13 @ 30th March 2010 - 15:22) *
მ მათარიდან წყალს რაღაც სასიამოვნო გემო ჰქონდა ...


პლიუს 2 პატარა "ქვაბიც" ახლავს თან

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 15:24

919
ეხლა სურათს გადაუღებ და დავდებ

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 15:40

წითელი კლაპანი რომელსაც აქვს ის რეზბაზე ეჭირება და ხუფის მოუხდელად შეგიძლია გადმოასხა.შიგნეულობა შუშის არ არის რკინაა.თავსახურებისგან ორი ჭიქა გამოდის.თან ყელიც საკმაოდ ფართე აქვს, გარეცხვა არ გაგიჭირდება შიგნიდან.წყალი ჩავასხი და ერთ ლიტრს დააკლდა სადღაც 30 გრამი,ანუ შეიძლება ითქვას რო ერთი ლიტრი ჩადის.სახელურები ეკეცება.ისე ყუთზე სხვადასხვა ზომისები ეხატა,ესე იგი რამოდენიმე ზომა იყიდება.მოკლეთ ცუდი არ უნდა იყოს.ალბათ ჩინური იქნება ჩემი აზრით,ლილოში იყიდა თუ არ ვცდები.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: angler Mar 30 2010, 16:49

ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი თერმოსების წარმოებაში, იაპონურია.

http://www.zojirushi.com/ourproducts/ssvbs/ssvbs.html

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 18:16

გოგა
angler

ორივე სერიოზული ბიჭი ჩანს! იაპონელებს ამაზონზე შევათვალიერებ.
გოგა, რა დაჯდა, საკაიფო რამე ჩანს, მგონი ამის შეძენა მართლა ღირს!

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 18:19

919
არ ვიცი ნიკა მოვა და ვკითხავ,ან თითონ დაწერს.
თან გრძელი არ არის,უფრო განიერია.კომპაქტურია.ძვირი არ მგონია ყოფილიყო,ლილოში იყიდა.

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 18:23

გოგა
angler

ნიკას ნაირს აუცილებლად ავიღებ, მაგრამ ეს იაპონურიც ღირს რა...
იაპონურის ლოდინს მარტო ამერიკაში უნდა 2-5 კვირა +1 კვირა ჩვენამდე...

http://www.zojirushi.com/ourproducts/ssvbs/ssv_bottle_sjsd12.html

და აი კიდევ ამაზონზე

http://www.amazon.com/Zojirushi-Sports-Stainless-Vacuum-Bottle/dp/B000GFP2U2/ref=sr_1_5?ie=UTF8&s=home-garden&qid=1269962344&sr=8-5

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 18:26

919
ხოოო ეს ნავაროჩენი ჩანს,ნიკასას აჯობებს! newsmile027.gif

15 ლარი მივეციო ნიკამ

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 21:40

გოგა

თუ დააპირებს ნიკა ან შენ ლილოში გასვლას
იქნებ ამიღოთ და მერე გავსწორდებით.
მერე ზაფხულში შეუკვეთავ იმ იაპოშკას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 21:45

919
კი ბატონო,მაგრამ ნიკას ველაპარაკე ეხლა და მაინცდამაინც დიდი ხანი არ ინახავსო.ანუ მაგალითად ყავას რო ჩავასხავდი დილის 6 საათზე შუადღემდე ძლებდა,მეტს ვერაო.წესით როგორც მითხრეს თერმოსმა 12 საათი მაინც უნდა შეინახოსო.შენ რა ლინკიც დადე ის მაგარი იქნება,ფასიც არ აქვს ცუდი.ეს ეტყობა იაპონურის პატენტია.


პოსტის ავტორი: NNN-504 Mar 31 2010, 17:06

ამ თემაში რუსული მათარა(ფლიაგა) ახსენესnewsmile05.gif) სუპერ....აღარც კი მახსოვს რამდენი ათეული წელია(თუ არ მეშლება 1985წლიდან) დავათრევ.... სულ არ ჭირდება მათარას თერმოსის ფუნქციები...მთავარია მათარაში რას ჩაასხავ(ალკოჰოლს არ ვგულისხმობ)....ავღანეთში(ან აზიის ქვეყნებში საბჭოთა ჯარში) ვინცაა ნამყოფი იმან იცის რომ წყურვილის მოკვლის იდეალური საშუალებაა ჩვეულებრივი ჩაი შაქრის გარეშე!!!!!! არ აქვს მნიშვნელობა მათარა ცხელია, გრილია თუ ცივი, უშაქრო ჩაი (ნებისმიერი ტემპერატურის) წყურვილს იდეალურად კლავს და დასალევათაც "გემრიელია"(გამთბარი წყალი რა გემოსიცაა ყველამ ვიცით).......ოცდამეერთე საუკუნეაო იტყვით მაგრამ რა ვქნა ბევრი თანამედროვე პრიბამბასები გამოვცადე(ფულიც გადავყარე) თუმცა შედეგით ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი(ნამეტანი ხარისხიანი რაც ღირს ყველამ ვიცით)....

პოსტის ავტორი: 919 Mar 31 2010, 23:27

NNN-504

საბჭოთა მათარას უკვე მოვეფერეთ, მაგრამ მერე საუბარი ყავასა და ჩაიზე გადავიტანეთ.
ანუ ცოტაოდე კომფორტი და ფუფუნება შევმატეთ... newsmile045.gif ისე კი ასწორებს დილით ყავისა თუ
ჩაის თბილად მირთმევა!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 31 2010, 23:31

919
მითუმეტეს ზამთარში

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 1 2010, 00:00

ფლიაგაში(მათარა) რა ჩავასხათ ეგ იყო მთელი ჩემი "პუბლიკაციის" არსი, ვიფიქრე ჩემს გამოცდილებას გავუზიარებთქოnewsmile045.gif ისე "კოფე" და ჩაი მაგრობაა წლის ყველა დროსnewsmile05.gif)მაგარი მიყვარს ორივეnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: Forrest Gump Apr 1 2010, 09:55

ქემელბეგი არის ზედმეტი ფუფუნება და კომფორტი

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 2 2010, 18:53

ძალიან მაგარი რაღაცაა, დამიჯერე. ნებისმიერ მათარაზე კომფორტულია.

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 7 2010, 22:19

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 2 2010, 19:53) *
ძალიან მაგარი რაღაცაა, დამიჯერე. ნებისმიერ მათარაზე კომფორტულია.

არ ვიცი არ მქონია მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: ზურგჩანთის ზემოდან მაგრდება? რაღაც არა მგონია... ეგ უფრო სპორცმენებისათვის (არის ეგეთი სპორტი სახელი არ მახსოვს გუნდური პონტია ძაან დიდ მანძილებს ფარავენ ფეხით) მგონია რომ გამოსადეგი იყოს სხვა არაფერს როცა არ დაათრევ....

პოსტის ავტორი: Forrest Gump Apr 7 2010, 22:30

NNN-504

შეგიძლია ეგრევე ზურგზე მოიკიდო

შეგიძლია ჩანთაში ჩადო

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 7 2010, 22:48

ციტატა(Forrest Gump @ Apr 7 2010, 23:30) *
NNN-504

შეგიძლია ეგრევე ზურგზე მოიკიდო

შეგიძლია ჩანთაში ჩადო

მაგი ვიცი რომ უნდა ზურგზე მოიკიდო და ჩადებაც შეიძლება ჩანთაში, მე ის ვიკითხე ზურგჩანთასთან რამდენად თავსებადიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Forrest Gump Apr 7 2010, 22:55

NNN-504

ზურგჩანთასაც გააჩნია

არის ისეთებიც რომლებსაც აქვს სპეციალურად გამოყოფილი ჯიბეები ქემელ ბეგისთვის

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 7 2010, 23:05

და იმ გამოყოფილ ჯიბეში მათარა არ ჩაიდება? მე იმის თქმა მინდა რომ ზედმეტ ფუფუნებად მიმაჩნია, უფრო მარიაჟულ პონტად ვთვლი ვიდრე საქმეში საჭიროდ....

პოსტის ავტორი: გოგა Apr 7 2010, 23:11

მე როგორც ვიცი ბრტყელი ფორმის არის და ზურგზე ნაწილდება,შესაბამისად უბრალო ფლიაგასავით ჩამოკიდებული არ გექნება და მგონი ცოტა წაითერმოსებს კიდეც

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 7 2010, 23:18

ციტატა(გოგა @ Apr 8 2010, 00:11) *
მე როგორც ვიცი ბრტყელი ფორმის არის და ზურგზე ნაწილდება,შესაბამისად უბრალო ფლიაგასავით ჩამოკიდებული არ გექნება და მგონი ცოტა წაითერმოსებს კიდეც

ხო სურათებში ეგრე ჩანს....თუმცა მე ლიჩნად ზურგჩანთაში სხვა რაიმე საჭირო ნივთს ჩავდებდი და Fლიაგას ქამარზე დავიკიდებდი....თერმოსი და ფლიაგა ერთში? ეგ ვააფშე არაპრაქტიკული მგონია....ცალ ცალკე არ ჯობია? ყოველ მოწყურებაზე ყავას ხომ არ დალევ?

პოსტის ავტორი: Forrest Gump Apr 8 2010, 09:42

NNN-504

მათარაც ჩაიდება და სხვა რამეც

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 8 2010, 18:17

ციტატა(Forrest Gump @ Apr 8 2010, 10:42) *
NNN-504

მათარაც ჩაიდება და სხვა რამეც

მათარა და თერმოსიnewsmile090.gifპალეზნოე ს პრიატნიმnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 8 2010, 21:35

იდეაში ეგ სპორტულ ამბავშია მოგონილი. მაგრამ სამხედროებიც და მონადირეებიც ხმარობენ.
შეგიძლია მაგის ზევიდან გადაიკიდოთ ჩანთა, არ მიცდია მარა არამგონია შეგაწუხოს.

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 8 2010, 21:50

ციტატა(FISHING CLUB @ Apr 8 2010, 22:35) *
იდეაში ეგ სპორტულ ამბავშია მოგონილი. მაგრამ სამხედროებიც და მონადირეებიც ხმარობენ.
შეგიძლია მაგის ზევიდან გადაიკიდოთ ჩანთა, არ მიცდია მარა არამგონია შეგაწუხოს.

წყალიც წნევით წამოვაnewsmile090.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jan 2 2012, 17:25

მე მამაპაპური ფლიაგა მაქ,ომის დროინდელი და ძალიან კმაყოფილი ვარ!

პოსტის ავტორი: Rider Man Mar 14 2012, 11:16

10% ვორნი საჩუქრად

პოსტის ავტორი: leodone Mar 14 2012, 14:53

ციტატა(Guga @ Jan 11 2010, 18:03) *
ქემელბექი ჩვენთან სად იქნება? და რა მაინტერესებს ჩვეულებრივ სალაშქრო ჩანთაზე შეიძლება რამენაირად დაყენება? ერთ ერთ თემაში მიდევს ჩემი ჩანთის სურათი....

http://www.radikal.ru
ეს მაქვს და მაგარი ცუდი სახმარია, ქამარზე ჩამოსაკიდადაც არ ვარგა და ვაფშე სახმარად არ ვარგა

ეს მათარა ჩინურია უვარგისი მასალისგან გაკეთებული ამერიკული ანალოგი მაგარია ძალიან

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 18 2012, 18:24

919
იმ იაპონურ თერმოსებს (ამაზონზე) ტევადობა სად აქვთ მითითებული?


ვინმემ თუ იცით, გუდვილში არის რაიმე საინტერესო თერმოსები?


პოსტის ავტორი: შუკა Mar 18 2012, 21:53

AlekoN
კი არის თან არცუისე დიდ ფასად, მე შევიძინე 4თვის წინ და ღამის ნადირობემზე მასიამოვნა ძალიან

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 18 2012, 23:20

შუკა
თერმოსი 350 მლ., CL1C-A035A - ფასი: 11 ლარი. ესა? რაღაც მეპატარავება.

პოსტის ავტორი: შუკა Mar 19 2012, 11:46

ეგ ძალიან პატარაა... მე 25 ლარიანი ვიყიდე 500მლ.. 3 კაცს გვყოფნიდა (სასტიკ ყინვებში) 5 საათი...

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 20 2012, 10:14

შუკა
სადაურია?

პოსტის ავტორი: შუკა Mar 20 2012, 11:20

ჩეხურიო მაგრამ მეეჭვება newsmile045.gif უფრო მადეინ ჩინაა ან ტურციაა newsmile05.gif მაგრამ ქაჩავს!! (ვეკ ვოლი ნე ვიდაც newsmile027.gif ) კახა სიხარულიძე დამემოწმება რომ არა ეგ ჯადოსნური თერმოსი, წელს მტკვარზე ყინვებში დავიხოცებოდით shiverr.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 20 2012, 11:45

12 საათი მაინც ცხლად თუ ინახავს?

პოსტის ავტორი: შუკა Mar 20 2012, 14:23

5-6 და ნაღდი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 20 2012, 14:42

მე მაჩუქეს ბიჭებმა დენრაჯდენიაზე jack pyke-ს ფირმის თერმოსი და ძალიან კმაყოფილი ვარ კარგა ხანს ინახავს ცხლად 5-6 საათზე ბევრად მეტ ხანს
მეტიც შევიძინე თერმო ჭიქა იგივე ფირმის და ისიც მაგრად მუშაობს

ისე კი ვიტყვი რომ ეს რასაც ჩვენ თერმოსებს ვეძახით სულაც არ არის თერმოსი
ამეებს აქვს შიდა რეზერვუარის მასალა ლითონის და ნამდვილ თერმოსებს (გეხსომებათ ძველებზე )უნდა ჰქონდეს შუშის რეზერვუარი და ეგეთები კი 2-3 დღე ინახავენ

მე მაქვს ერთი ძველებური თერმოსი სახლში სახმარად(სახურავიდან გასდის და არ დამაქვს არსად)ასკილის ნაყენისთვის ვიყენებ ხოლმე და მაგრად მუშაობს

პოსტის ავტორი: Fishman Mar 20 2012, 21:37

http://jackpyke.co.uk/index.php?act=viewCat&catId=59 T A M P L I E R-მა რო დაწერა ის ფირმაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 21 2012, 11:33

მაგნუმში უფრო სიიაფეა ამ საიტზე მეტად

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 22 2012, 12:41

T A M P L I E R
სად იყიდება ეს ინგლისური თერმოსები?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 22 2012, 12:43

AlekoN
გუდვილის მაგნუმში მანდ აქვთ მაღაზიები 2 თუ 3 გვერდიგვერდ

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 22 2012, 18:43

T A M P L I E R
მადლობელი ვარ დაკვალიანებისთვის.

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 24 2012, 20:42

გუშინ ვიყავი გუდვილში და 11 ლარიანი თერმოსის გარდა არაფერი ქონდათ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 25 2012, 19:09

ქსნის ქუჩაზე რომ ავსტრიული საწყობია, სტერნის ფირმის, მანდ აქვთ ნორმალური თერმოსები, თერმო ჭიქები და ეგეთი რამე რუმეები მაგარ ფასებში...
ხარისხიც ნორმალურია!!!

პოსტის ავტორი: shaman Mar 25 2012, 19:44

ციტატა(ნუკრიMax @ Mar 25 2012, 20:09) *
ქსნის ქუჩაზე რომ ავსტრიული საწყობია, სტერნის ფირმის, მანდ აქვთ ნორმალური თერმოსები, თერმო ჭიქები და ეგეთი რამე რუმეები მაგარ ფასებში...
ხარისხიც ნორმალურია!!!

ქსნის ქუჩაზე სად არის ეგ?

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 25 2012, 20:46

ნუკრიMax
არც ქუჩა ვიცი და რა ნომერშია, თუ შეიძლება.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 25 2012, 21:00

სანაპიროდან რომ ასასვლელია სანზონის მეტროსთან, ეგ ქუჩაა.
არ ასული ცენტრალურ ქუჩაზე, მარჯვენა მხარეს ეზოში შესასვლელია და იქ არის ეგ საწყობი.
ახლომახლოს ვისაც არ უნდა კითხო, ყველა მიგასწავლით!!

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 25 2012, 21:15

ეგ ვერ გავიგე, ცენტრალურ ქუჩაში რომელს გულისხმობ? სანზონის ცენტრალურ ქუჩას?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 25 2012, 21:22

ციტატა(AlekoN @ 25th March 2012 - 22:15) *
სანზონის ცენტრალურ ქუჩას?

კი

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 25 2012, 21:42

ანუ მეტროსადგურ "ღრმაღელიდან" დაღმართზე რომ დავეშვები, მარცხნივ ეზოში არა?

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 25 2012, 21:46

AlekoN
კი, რკინის ჭიშკარი აქვს...

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 25 2012, 22:45

ნუკრიMax
მადლობა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 26 2012, 11:42

შტერნი საკმაოდ კარგი ფირმაა მაგრამ მანდ რო ვიყავი სექენჰენდშუ მეგონა თავი
]არ არის ეგ ფირმა ჭურჭელზე ორიენტირებული

ვნახე ადრე მეც ეგ თერმოსები და ლილოს ტავარს გავს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 26 2012, 12:04

http://postimage.org/image/eslrca2l1/

პოსტის ავტორი: shaman Mar 26 2012, 14:30

მანდ სექენდჰენდის საწყობი არ იყო??? ეხლა მანდ მათარები და თერმოსები იყიდება

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 7 2012, 11:55

რა მაინტერესებს,

ვინმემ თუ გამოსცადა ფრანგული თერმოსი (მეტალის) "ნორთფეისში"(მიცკევიჩზე) რომ იყიდება? ფ.60ლ, მგონი ლიტრიანია;

და კიდევ, "ახალ კიდობანში" რომ იყიდება შვეიცარული თერმოსი (ესეც მეტალისაა), 0,75ლ, ფ.55-65ლ, ცილინდრული არაა, ზედხედში სამკუთხაა. ამაზეც თუ აქვს ვინმეს ინფორმაცია, გამომეხმაურეთ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 7 2012, 12:00

AlekoN
ნახვით არ მინახია მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე ვეჭვობ რომ დიდი ხანი შეინარჩუნოს ტემპერატურა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)