თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ნივთები _ action camera

პოსტის ავტორი: REZI 444 Aug 26 2018, 12:44

გამარჯობათ, რჩევა მჭირდება, 200 ლარის ფარგლებში რომელ action კამერას მირჩევთ? გამოწერით რომ დამიჯდეს ეგ ფასი. და კიდევ მანქანის რეგისტრატორ კამერად თუ გამოდგება

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 26 2018, 21:19

გოპრო ნახმარი ებაიზე

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 26 2018, 22:14

იბეი ამაზონი. აქაც შეიძლება მაიმარკეტზე რამის ნახვა, მაგრად მდგომარეობა საკითხავი იქნება...

პოსტის ავტორი: megreli Aug 27 2018, 00:06

პირადი გამოცდილებით გო პროს გირჩევ მეც, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ექშენ კამერებია ბაზარზე , რაც არ უნდა იაფიანი და ფუნქციებით გატენილი იყოს , გო პროსთან ვერაფერი მიდის , კარგი იქნება თუ პირველივე ჯერზე Go Pro Hero 3 Black Edition_ს შეიძენ , 200 ლარში ვერ ჩაეტევი, მაგრამ 300 ფარგლებში იშოვი დიდი ალბათობით... კი კარგი ფულია 300 ლარი , მაგრამ , არ ინანებ newsmile05.gif

გამოწერას რა შეეხება მაგას არ გირჩევ , მითუმეტეს რომელიმე იაფ ფასიანის, რადგან ხშირია შემთხვევები როცა არაორიგინალი ჩამოდის და ხარისხი და ტექ მახასიატებლები აქვს საშინლად ცუდი...ისევ ჯობს აქ ეძებო და შეამოწმო შენ თვითონ მდგომარეობა

პოსტის ავტორი: Davitus Aug 27 2018, 23:56

https://www.mymarket.ge/ka/product/view/12018129/

ჰირო 3-ს პირში აძლევს

ჰირო 4-ს ვერ უწევს კონკურენციას, თუმცა სხვები ამტკიცებენ, უწევსო.

პოსტის ავტორი: megreli Aug 29 2018, 19:18

დეტალიზაციით , სტაბილიზიცაიით და ფერებით გოუ პრო ჰერო 3 ბლექი მე ძალიან მომწონს...
ვიდეოშიც კარგად ჩანს შედარება და Xiaomi Yi_ს მარკეტონგული ციფრები ბევრს ვერაფერს შვება ამ შემთხვევაში.
დაბალ განათებაზე გადაღება ორივეს ერთნაირად უჭირს...და თუ რომელიმე რამით ჯობია , ძალიან უმნიშვნელოდ...

https://www.youtube.com/watch?v=xQyMCWi-ZTA

რაც შეეხება Xiaomi Yi_ს და მის ბიუჯეტურობას , ნუ კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ხნავს ჰერო 3 ბლექს, + ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს , არ აქვს კამერის მართვის მინი ეკრანი და უნდა მართო ანდროიდიდან , ეს კი ძალიან დიდი დისკომფორტია ექსტრემალურ სიტუაციაში , უამინდობაში და ა.შ... ამ კომპონენტში HEKEN H9 მირჩევნია...

პოსტის ავტორი: dima71 Aug 30 2018, 01:11

XIAOMI Yi-ზე ბევრად უკეთესი მოდელები გამოვიდა ,სენსორული ეკრანებით .ოტიკური სტაბილიზაციით(გიროსკოპი) ,დისტანციური პულტებით და ათასნაირი ოპციებით, ასე რომ არჩევა შეიძლება 100 დოლაერის ფარგლებში ისეთის რომ გული არ დაგწყდება

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 30 2018, 11:12

Davitus

ციტატა(Davitus @ 28th August 2018 - 00:56) *
ჰირო 3-ს პირში აძლევს


რა უხეში ხარ?...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)