რეკომენდირებულია ყველა მონადირეს(და არა მარტო მონადირეს) ეკეთოს "დამცავი სათვალეები" ნადირობისას. განსაკუთრებით კი მწყერზე ნადირობის დროს, რადგან წვრილი საფანტი თვალში მოხვედრისას შლის თვალის ბადურას..
http://pix.ge/
http://pix.ge/
ჩვენთან გვხვდება სამი ფერის სათვალე: წითელი, ყვითელი და თეთრი. საშუალო ფასია 18–70 ლარამდე(ხარისხის მიხედვით). სათვალის ფუნქცია გარდა ტყვიის შეკავებისა, ის არის რომ მისი მინა შეიცავს პოლიკარბონატულ შრეს რომელიც იჭერს ულტრაიისფერ სხივს, თვალს იცავს გადატვირთვისგან. პ.ს რაც ვიცოდი დავწერე და დანარჩენსაც დავწერ..
ლეკი
თუ ინფორმაცია გაქვს მიგეწერა:ფერები რა როდის გამოიყენება,ფასები რა არის ჩვენთან,რომელი ჯობია და ასე შემდეგ
მე ბონეს ყვითელი სათვალე მაქვს მოსინჯული...მართლა დამაწყნარებელია...გაცილებით კომფორტულად ვხედავდი გარემოს...(უმაგისოდ თვალების მოჭუტვა მიწევდა) მე მაგრად მომეწონა ყვითელი ფერი.
ლევანი
ყვითელ ფერზე არ არის, თვითონ პლასტიკია ისეთი, რომელიც ულტრაიისფერ სხივს (უის) არ ატარებს, შესაბამისად არეკლილი ულტრაიისფერი იფილტრება და შემოდის სხვა დანარჩენი სპეკტრი გარდა იმ ფერისა რა ფერიც არის სათვალე
თვალებს რომ ჭუტავდი ეგ ზუსტად ულტრაიისფერი სხივების ბრალია, თვალის ბადურა ძალიან მგრძნობიარეა მაგ სხივების მიმართ
ამიტომ თვალის გუგა მაქსიმალურად ცდილობს შევიწროვებული დარჩეს რომ რაც შეიძლება ნაკლები (უის) შემოუშვას, დიდხანს შევიწროვების გამო იწვევს ირისის მრგვალი კუნთების დაღლას, და გუგის სანათურის ოდნავ მოშვებას, თვალი იღლება, უფრო მეტი (უის) აღიზიანებს ბადურას და ნორმალური აღქმაც ირღვევა
ამიტომ, სათვალე მხოლოდ საფანტისგან არ გიცავს, მავნე ულტრაიისფერი გამოსხვიებისგანაც გიცავს, რაც ყველაზე თავლნათლივ ჩანს და გამოხატულია მთაში, თოვლიან ზედაპირზე, სადაც (უის) ბევრია და არეკვლის მაქსიმალური ინტენსივობაა
ლეკი
საფანტი თვალის ბადურას ვერ დაშლის, მაქამდე თუ ჩააღწია, ბადურის დაშლა ყველაზე ნაკლებად სანერვიულო გექნება, თვალის კაკლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, რქოვანა დააზიანოს და ა.შ. ანუ ზედაპირული დაზიანება რაც საკმაოდ სახიფათოა, რქოვანას დაზიანების შემთხვევში ძალიან მტკივნეულია, შეიძლება ტკივილისმიერი შოკიც გამოიწვიოს
მეორე საკიტხია ის რომ მსროლელებს safety glasses არ გვჭირდება, ნუ ეგეც წავა მაგრამ ჯობია Shooting glasses, "უსაფრთხოების" სათვალე ბევარდ უფრო იაფი ღირს ვიდრე "მსროლელის" სათვალე, იმიტომ რომ კომპოზიტური მასალა "მსროელილის" სათვალეში ბევრად უფრო დახვეწილი და გამძლეა ვიდრე "დამცავ" სათვალეებში, თუმცა საფანტის შეკავება და ექსტრაგირებული მასრისგან დაცვა "დამცავსაც" შეუძლია, მაგრამ თოფის გასკდომის შემთხვევაში მეტალის ნაწილაკებისგან ვერ დაგიცავს.
აჰა, თემაც გაგინათლე ცოტა
Davitus
"მსროლელის" და "დამცავი" სათვალეები როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ეგეც თქვი ბარემ თუ იცი
სად შეიძლება ხარისხიანი სათვალის ყიდვა ?
კუდიგორელი
საიტზევე აწერია სათვალეს, Safety Glass არის დამცავი სთავლე, გათვლილია ნაკლებ დატვირთვაზე, გამოიყენება, ქიმიური ნივითირებებისგან დასაცავად, მტვერისგან, ასხლეტილი წვრილი დეტალებისგან, აირსოფტის, სტრაიკბოლის, ფეინთბოლის იარაღებიდან გასროლი ტყვიებისთვის. როგორც წესი ვერ შეაკავებს პნევმატიკიდან ირიბი კუთხით მოხვედრილ ტყვიას
Shooting Glass- საც აწერია რომ მსროლელისთვის არის განკუთვნილი, ესენიც ფასების მიხედვით რამდენიმე კატეგორიებით არის ხარისხის და მედეგობის შესაბამისობით
ამ ტიპის სათვალეების ყველაზე დაბალი კლასი წარმატებიტ შეაჩერებს პნევმატიკიდან ნასროლ ტყვიას, თოფის აფეთქების შემთხვევაში დაგიცავთ გასროლილი შრაპნელისგან (ასკოლკა) ხოლო მაღალი კლასის სათვალე შეაჩერებს წვრილკალიბრიანი შაშხანიდან ირიბი კუთხით მოხვედრილ ტყვიას
გოგა
ხარისხი ერთიდაიგივეა, აქაურიც და გამოწერილიც, მთავარია ფორმა მოგეწონოს და კომფორტული იყოს, ხარისხი დაიკიდე
Davitus
მე ვფიქრობ რო აქ ნაყიდს ამაზონიდან ჩამოტანა ჯობია, ჩინელები ამერიკსითვის არ მგონია იგივეს ამზადებდნენ რაც მაგალიტად საქართველოში შემოდის, შეგიძლია ამაზონიდან შენ რომელსაც კარგს ჩათვლი ლინკი დაგდო? გამოწერა მინდა
საღოლ ბიჭებო, ძალიან აქტუალური და მტკივნეული (ჩემთვის) თემაა.
Davitus (საფანტი თვალის ბადურას ვერ დაშლის) არ არის მართალი, სამწუხაროდ დაშალა მამაჩემის შემთხვევაში 15 მ. ნასროლმა N10 საფანტმა.
სათვალე ჯობია პლასტმასის და რაც უფრო სქელია უკეთესია (საუბარია დამცავ სათვალეზე).
რაც შეეხება Shooting Glass-ს წავიკითხე, რომ N5 საფანტის ის ზემოთ (6,7,8,9,10) 20 მ.- ში თვალები უსაფრთხოდაა
robiko
კითხვა არის არასწორად დასმული, თვალის ანატომია თუ იცით, მაშინ წარმოუდგენელია გარედან მოხვედრილმა უცხო ნივთირებამ ბადურაზე ზემოქმედება მოახდინოს, თუ არ გაიარა, რქოვანა, სითხით სავსე წინა კამერა, ბროლის ლინზა და უკანა კამერა
ხოდა, ამ ყველაფერს თუ გაივლის და ბადურამდე მიაღწევს, ბადურის დაშლა უკვე ნაკლებადსანერვიულოა, იმიტომ რომ ჩათვალეთ, მთლიანი თვალის კაკალი არის მწყობრიდან გამოსული, რომლის აღდგენა შეუძლებელია
ბადურა ყველა ამ წინააღმდეგობის გავლით შეიძლება დაშალოს და დააზიანოს, საშუალო კლასის ლაზერმა
ტყვიას და უცხო სხეულს პირდაპირი მნიშვნელობით არ შეუძლია
აგერ თვალსაჩინოებისთვის სურათი
http://pix.ge/
კარგად ჩანს აქ, რა დაბრკოლებები უნდა გაიაროს "ადურის დასაშლელად" მოძრავმა ნაწილაკმა, რომ მიაღწიოს საბოლოო დანიშნულებას
ამიტომ, ყველაფერი თუ დააზიანა, მერე ბადურის დაზიანებას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, და კიდევ ერთი, ბადურის დაშლა, ხანგრძლივი პროცესია, და მყისიერად არ ხდება, დაზიანება- კიბატონო.
ეეე კაი მორჩით ეხლა უჟასებს ამაღამ არ დამეძინება...
ის მითხარით თუ იცით... ჩვეულებრივ მზის სათვალესაც აქვს უისგან დაცვა ??? განსაკუთრებით პოლარიზებულს ???
გიორგი
მზის სათვალე ფასობს, შუქგამტარობით, და ულტრაიისფერი სხივების შეკავების დონით
ცნობისათვის ულტრაიისფერს, ჩვეულებრივი ფანჯრის მინაც აკავებს გარკვეული რაოდენობით
და უნდა მოინდომო ისეთი მინა იპოვო, რომ გაატაროს ეგ სხვივები
კვარცი ატარებს 99% ით, ამიტომ ზამთარში, შენობაში გასარუჯად, (ჩერეზ მინა ) კვარცის მინებს ამზადებენ ხოლმე
Davitus
გაიხარე დავით
მე შევიძინე სათვალე მაღაზია,,ბეკასში,, 30 ლარად რემინგტონის ფირმის! და მინდა გითხრათ ძალზე კმაყოფილი ვარ! ყველას გირჩევთ გამოიყენოთ ნადირობის და სტენდზე სლოლის დროსაც!
უბრალოდ უნდა მიჩვევა და მეტი არაფერი!!!
გოგა
გოგა ვაგზალზე მაღაზია გლოკში მიდი 18 ლარად იყიდი
ლევანი
აბსოლიტურად ყველა შუშა, პლასტიკი აკევებს ულტრაიისფერ სხივებს, ზოგი 99% ით ზოგიც 70% ით, იმისდამიხედვით თუ რა რაოდენობით აკავებს პლასტიკი, ფასის სესაბამისი აქვს, ნებისმიერი იაფფასიანი პლასტიკი აკავებს 70% მაინც...
მაგ სხვაობას ატყობ როცა სათვალე გიკეთია, უფერო გამჭვირვალეც რომ იყოს სათვალე, მაინც ამშვიდებს თვალს, ყველაზე გადანათებულ ადგილებშიც კი, იმიტომ რომ ულტრაიისფერს აკავებს
Davitus
გასაგებლარიენ. მაშინ განსაკუთრებით აღარ დავიხარჯები...მაინც რამდენჯერმე უნდა ვიხმარო წელიწადში.
ლეკი
ეგ სტადიონთან იქნება ალბათ ხო?
გოგა კი სტადიონთანაა გზაჯვარედინზე მარჯვენა მხარეს ქარავნის მხარეს რაა
მეც უნდა ვიყიდო ამ დღეებსი აუცილებლად
თუარადა ჩემი რეიბანებით ქამოვალ
მე ესეთი ჩამოვიტანე ამაზონიდან შარშან http://www.amazon.com/Remington-T-72-Shooting-Glasses-Copper/dp/B000F7RSGM/ref=sr_1_10?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1278432755&sr=8-10
ჯერ სანადიროდ არ გამომიყენებია მარა ფერი ისეთი სასიამოვნოა რო ტვალებს მაგრად აწყნარებს, აი საფანტს გაუძლებს თუ არა, ეგ უკვე აღარ ვიცი..ამაზონზე იჩიტება ეგრედწოდებული Dual mold ტიპის სათვალეები და მგონი უკეთესი უნდა იყოს..
დღეს ვიყავი გლოკში და აღარ ქონდათ დამცავი სათვალეები, კალიბრში გამაგზავნეს და იქ ვიყიდე
მაჭარა რა დაგიჯდა? ჩამოტანიან ყველაფრიანად?
კუდიგორელი რამიეცი და იქნებ სურათი დადო რაფრია?
ჯეკო
18 ლარი მივეცი, ლეკის აქ სურათი და იქნებ მოახერხოს დადება
კუდიგორელი ეგეთია როგორიც ლეკისი? მასინ მე ვიცი მანახა უკვე მაგან
ჯეკო
თუ სწორად მახსოვს 25 ლარამდე
ლეკი
ჩემიც ზუსტად ესეთია
კუდიგორელი ყვითლები არქონდათ თუიცი?
ჯეკო
არ ქონდათ
სხვადასვა ფერები როა ამათ რა დატვირთვა აქვთ?ალბათ ამინდზეა ხო გათვლილი? და ყვითელი ფერის თუ შეიძლება რო ნებისმიერ დრო და ამინდში რო გამოვიყენო?
სანდიროთ რომელი კლასი წავა უფრო Shooting Glasses თუ safety glass
მე როგორც ვიცი ყვითელი არის ნისლის დროს გამოსაყენებელი შაცი მზის დროს და თეთრი კიდე სროლის დროს მიზნაობისას რა
სათვალეების შეძენისას წაიკითხეთ ინსტრუქცია, ყველას უნდა მოყვებოდეს. იქ მითითებულია დაცვის კატეგორია, ანუ ერთი და იგივე ფორმის და ფერის სათვალეებს სხვა და სხვა დაცვის კატეგორია შეიძლება ქონდეს. მითითებულია ხოლმე რა წონის საგანს და რა სიჩქარით მოხვედრილს შეაკავებს სათვალე.
რაც შეეხება ფასებს, შესაძლოა ხარისხიდან და მწარმოებელი ფირმიდან გამომდინარე 400 ლარზე ზევითაც იყოს...
მოგესალმებით თანაFორუმელებო! არ არის ეგეთი თემა და გავხსნი ბარემ აქ...
მოკლედ მაინტერესებს ერთი ეგეთი დეტალი... მინდა ჩამოვიტანო სათვალეები სტენდზე სროლისთვის, მგონი 1-2 თვეში შევიძენ თოფს და სეზონამდე სტენდზე ვივლი და მსმენია არაერთ შემთხვევაზე რომ ასხლეტილი ტყვია ან თეფშის ნატეხი მოხვედრიათ თვალში ხოდა მოკლედ სათვალე მინდა რემინგტონის სათვალეები ვნახე მაგრამ ცისარტყელის ფერებშია ყველა ფერისაა რომელიც გაგიხარდება და რომელია უკეთესი? მგონი ყვითელი ყველაზე ოპტიმალურია მაგრამ ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ მირჩიოთ
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
აი ეს ნახე კარგი რამეა სუფთა სასტენდე ვარიანტია თან ძალიან იაფია
http://www.cabelas.com/product/Hobbies/Eyewear/Shooting-Glasses%7C/pc/104799780/c/104317380/sc/103923180/Walkers-Sport-Pack/741231.uts?destination=/catalog/browse/hobbies-eyewear-shooting-glasses/_/N-1102973/Ns-CATEGORY_SEQ_103923180%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104793480
მე ჩამომდის ეხლა ყვითელი სათვალე და შენც მაგას გირჩევ
არ გეუბნები მეცნიერულად როგორი ფერის ჯობია მარა მე ყვითელი ვამჯობინე ყველას
ისე მიცკევიჩზე ფიშინგქლაბის მაღაზიაში არის ბევრნაირი და შეიარე გადახედე და შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა და იქნებ იქვე აარჩიო
Fox
თუ პროფესიონალი მსროლელი ხარ, მაშინ 2 - 3 სხვადასხვა ფერის და დანიშნულების სათვალე გინდა. თუ დამცავი და დამხმარე საშუალება გინდა ყველაზე ნორმალური და უნივერსალური სწორედ ყვითელ ტონებშია, ეცადე საცვლელი ლინზებით არ იყიდო, გამჭვირვალე ან ყვითელი აიღე
Bonehill
ხო და კიდე ეს სათვალეები არა მარტო სტენდისთვის არის
ამის ხმარება სნადიროთაც კარგია და აუცილებელიც მე თუ მკითხავ
Fox
მე ვხმარობ ყოველთვის, აბსოლუტურად ნებისმიერ ამინდში [ გარდა წვიმისა]
ფერებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს:
გამჭვირვალე - დამცავია
ყვითელ ტონებში - უნივერსალურია , როგორც სანადიროდ ისე სტენზე სასროლად მისწრებაა.
წითელი - ღრუბლიან ამინში, მაგრამ სტენზე ყოველთვის ვერ გამოიყენება სტაფილოსფერ თეფშ აქრობს.
ვარდისფერი - მხოლოდ ტყეში ანუ იქ სადაც ბეევრი "მწვანიალია" ის აქრობს მწვანეს და ააშკარავებს თეფშს.
ცისფერი - იგივე.
შავი - მცხუნვარე მზის, თოვლის.
და ა.შ.
მოკლედ მაშინ ამ პირველს შევუკვეთავ... ვინმეს ხომარ გინდათ?
http://www.youtube.com/watch?v=0SjFF9UsHDE&feature=player_embedded
აჰა ძმაო სტენდი
Fox
აი ესაა ჩვენი შეჯიბრის დროს გადაღებული, ანუ ოჩოელების სათვალეები. შემდეგ გასვლაზე შემოგვიერთდი და უკეთ გაიგებ ყველაფერს
http://pix.ge/
ერტს დავამატებდი, აგერ ზედა სურათში პირველი სათვალე ჩემია, ხოდა გაფუჭდა, დაიხაზა პლასმასი მიუხედავად იმისა რომ კაბურაში მედო,ხოდა ნერვები მომეშალა და დავამტვრიე არვიცი უხარისხობის ბრალია თუ რა არი, მარა საყიდელი მაქვს და სავარაუდოდ რემინგტონის ფირმისას აღარ ვიყიდი აგერ T A M P L I E R-მა კარგი ლინკი დადო, სავარაუდოდ ან მაგას ჩამოვიტან ან რამე ახალს ავარჩევ ამაზონზე, მაგალითად ამას http://www.amazon.com/Sport-Sunglasses-Unbreakable-Protection-Cycling/dp/B00162MUHM/ref=pd_sim_sg_6
აქედან მეორე ჩემია, მოყვება სამი წყება შუშა, პრაღაში იყიდა დაჩიმ (ალბათ თავისთვის ) მაგარი კმაყოფილი ვარ ფირმა არ მახსოვს, თბილისში ჩამოვალ და დავწერ თუ რამე
მირჩიეთ რა ვინმემ რომელი ავიღო? ჩამოტანა მინდა რა..ეს რემინგტონი ვერ ქაჩავს იმიტო რო იკაწრება ეს პლასმასი რა...
http://pix.ge/
ასე ამოწმებენ დამცავ სათვალეებს, 15სმ. მანძილიდან ვესროლე პნევმატური პისტოლეტი და კვალიც არ დარჩა ზედ ტყვიის...
მოიცა კაცო, ეს სათვალეები ტყვიაგაუმტარებია?
პულკის გაუმტარია, და რა თქმა უნდა გარკვეულ ზომის საფანტებისაგანაც დაიცავს თვალს.
romeo 1 თქვენი სათვალე რა მოდელია და რა ფირმის არის
ვაპირებ შევიძინო სათვალე ნადირობის დროს თვალის დაცვის მიზნით
http://www.amazon.com/Browning-Shooting-Glasses/dp/B0013BQEB4/ref=sr_1_9?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1327652636&sr=1-9
ფასიც არ აქვს ძვირი
გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა მოდელებ იყყენებთ
asana
ნებისმიერი ათვალე, რომელსაც უწერია რომ აკმაყოფილებს ANSI Z87.1 სტანდარტს, შეგიძლია თამამად იყიდო
როგორც წესი ფასთა სხვაობა გამოიხატება ვიზუალურ სხივგამტარობაში, რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო კარგი დამუშავებულია სათვალე და თვალს უფრო არ ღლის
თორემ დარტყმისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, აბსოლიყურად ყველა სათვალეს აქვს, რომლებიც ზემოთხსენებული სტანდარტით არის დამზადებული
ვიპოვე, უმფროსებს ვთხოვ წაშალოს ჩემი თემა, ან ამას შემოუერთოს, უკაცრავად
გამარჯობათ,იუთუბზე ვნახე ვიდეო) ოცჰოპინტრე.გე დამცავი სათვალის ტესტირება) მაინტერესებს სად შეიძლება ასეთი სათვალის შეძენა და დაახლოებით რა დამიჯდება? კონკრეტულად ეს სათვალე იმიტომ მომეწონა,რომ ტესტის შედეგიქ კმაყოფილი დავრჩი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)