თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ნივთები _ სროლის დროს დამცავი სათვალეები

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 3 2010, 15:21

რეკომენდირებულია ყველა მონადირეს(და არა მარტო მონადირეს) ეკეთოს "დამცავი სათვალეები" ნადირობისას. განსაკუთრებით კი მწყერზე ნადირობის დროს, რადგან წვრილი საფანტი თვალში მოხვედრისას შლის თვალის ბადურას..


http://pix.ge/
http://pix.ge/

ჩვენთან გვხვდება სამი ფერის სათვალე: წითელი, ყვითელი და თეთრი. საშუალო ფასია 18–70 ლარამდე(ხარისხის მიხედვით). სათვალის ფუნქცია გარდა ტყვიის შეკავებისა, ის არის რომ მისი მინა შეიცავს პოლიკარბონატულ შრეს რომელიც იჭერს ულტრაიისფერ სხივს, თვალს იცავს გადატვირთვისგან. პ.ს რაც ვიცოდი დავწერე და დანარჩენსაც დავწერ..

პოსტის ავტორი: გოგა Jul 3 2010, 17:02

ლეკი
თუ ინფორმაცია გაქვს მიგეწერა:ფერები რა როდის გამოიყენება,ფასები რა არის ჩვენთან,რომელი ჯობია და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 3 2010, 23:23

მე ბონეს ყვითელი სათვალე მაქვს მოსინჯული...მართლა დამაწყნარებელია...გაცილებით კომფორტულად ვხედავდი გარემოს...(უმაგისოდ თვალების მოჭუტვა მიწევდა) მე მაგრად მომეწონა ყვითელი ფერი.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2010, 12:16

ლევანი

ყვითელ ფერზე არ არის, თვითონ პლასტიკია ისეთი, რომელიც ულტრაიისფერ სხივს (უის) არ ატარებს, შესაბამისად არეკლილი ულტრაიისფერი იფილტრება და შემოდის სხვა დანარჩენი სპეკტრი გარდა იმ ფერისა რა ფერიც არის სათვალე

თვალებს რომ ჭუტავდი ეგ ზუსტად ულტრაიისფერი სხივების ბრალია, თვალის ბადურა ძალიან მგრძნობიარეა მაგ სხივების მიმართ

ამიტომ თვალის გუგა მაქსიმალურად ცდილობს შევიწროვებული დარჩეს რომ რაც შეიძლება ნაკლები (უის) შემოუშვას, დიდხანს შევიწროვების გამო იწვევს ირისის მრგვალი კუნთების დაღლას, და გუგის სანათურის ოდნავ მოშვებას, თვალი იღლება, უფრო მეტი (უის) აღიზიანებს ბადურას და ნორმალური აღქმაც ირღვევა

ამიტომ, სათვალე მხოლოდ საფანტისგან არ გიცავს, მავნე ულტრაიისფერი გამოსხვიებისგანაც გიცავს, რაც ყველაზე თავლნათლივ ჩანს და გამოხატულია მთაში, თოვლიან ზედაპირზე, სადაც (უის) ბევრია და არეკვლის მაქსიმალური ინტენსივობაა


ლეკი

საფანტი თვალის ბადურას ვერ დაშლის, მაქამდე თუ ჩააღწია, ბადურის დაშლა ყველაზე ნაკლებად სანერვიულო გექნება, თვალის კაკლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, რქოვანა დააზიანოს და ა.შ. ანუ ზედაპირული დაზიანება რაც საკმაოდ სახიფათოა, რქოვანას დაზიანების შემთხვევში ძალიან მტკივნეულია, შეიძლება ტკივილისმიერი შოკიც გამოიწვიოს

მეორე საკიტხია ის რომ მსროლელებს safety glasses არ გვჭირდება, ნუ ეგეც წავა მაგრამ ჯობია Shooting glasses, "უსაფრთხოების" სათვალე ბევარდ უფრო იაფი ღირს ვიდრე "მსროლელის" სათვალე, იმიტომ რომ კომპოზიტური მასალა "მსროელილის" სათვალეში ბევრად უფრო დახვეწილი და გამძლეა ვიდრე "დამცავ" სათვალეებში, თუმცა საფანტის შეკავება და ექსტრაგირებული მასრისგან დაცვა "დამცავსაც" შეუძლია, მაგრამ თოფის გასკდომის შემთხვევაში მეტალის ნაწილაკებისგან ვერ დაგიცავს.


აჰა, თემაც გაგინათლე ცოტა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 4 2010, 14:03

Davitus
"მსროლელის" და "დამცავი" სათვალეები როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ეგეც თქვი ბარემ თუ იცი

პოსტის ავტორი: sachxere Jul 4 2010, 16:20

სად შეიძლება ხარისხიანი სათვალის ყიდვა ?

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2010, 16:29

კუდიგორელი

საიტზევე აწერია სათვალეს, Safety Glass არის დამცავი სთავლე, გათვლილია ნაკლებ დატვირთვაზე, გამოიყენება, ქიმიური ნივითირებებისგან დასაცავად, მტვერისგან, ასხლეტილი წვრილი დეტალებისგან, აირსოფტის, სტრაიკბოლის, ფეინთბოლის იარაღებიდან გასროლი ტყვიებისთვის. როგორც წესი ვერ შეაკავებს პნევმატიკიდან ირიბი კუთხით მოხვედრილ ტყვიას

Shooting Glass- საც აწერია რომ მსროლელისთვის არის განკუთვნილი, ესენიც ფასების მიხედვით რამდენიმე კატეგორიებით არის ხარისხის და მედეგობის შესაბამისობით

ამ ტიპის სათვალეების ყველაზე დაბალი კლასი წარმატებიტ შეაჩერებს პნევმატიკიდან ნასროლ ტყვიას, თოფის აფეთქების შემთხვევაში დაგიცავთ გასროლილი შრაპნელისგან (ასკოლკა) ხოლო მაღალი კლასის სათვალე შეაჩერებს წვრილკალიბრიანი შაშხანიდან ირიბი კუთხით მოხვედრილ ტყვიას

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 16:35

ციტატა(sachxere @ 4th July 2010 - 17:20) *
სად შეიძლება ხარისხიანი სათვალის ყიდვა ?

ლილოში და აქვე მაღაზიებში ყრია 20-35 ლარამდე,მაგრამ დაბალი ხარისხის არის როგორც ვიცი.ისე კი იმუშავებს,რა უჭირს.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2010, 16:36

ციტატა(giorgevich @ 4th July 2010 - 17:35) *
ისე კი იმუშავებს,რა უჭირს.


რათქმაუნდა იმუშავებს, ულტრაიისფერი სხივებისგან და 10 ნომერი საფანტისგან ნებისმიერი დაბალფასიანი დაგიცავს

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 16:38

ციტატა(Davitus @ 4th July 2010 - 17:36) *
ულტრაიისფერი სხივებისგან და 10 ნომერი საფანტისგან ნებისმიერი დაბალფასიანი დაგიცავს

ამ ეტაპზე მეტი არც მჭირდება,მთავარია საფანტისგან დაცვა.მერე და მერე უფრო ხარისხიანზე გადავალ.
ეხლა რას მირჩევთ ბოლო ბოლო ლილოში წავიდე თუ აქ მაღაზიებში იგივე ხარისხებია

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2010, 16:43

გოგა

ხარისხი ერთიდაიგივეა, აქაურიც და გამოწერილიც, მთავარია ფორმა მოგეწონოს და კომფორტული იყოს, ხარისხი დაიკიდე

პოსტის ავტორი: მაჭარა Jul 4 2010, 20:17

Davitus
მე ვფიქრობ რო აქ ნაყიდს ამაზონიდან ჩამოტანა ჯობია, ჩინელები ამერიკსითვის არ მგონია იგივეს ამზადებდნენ რაც მაგალიტად საქართველოში შემოდის, შეგიძლია ამაზონიდან შენ რომელსაც კარგს ჩათვლი ლინკი დაგდო? გამოწერა მინდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: robiko Jul 4 2010, 20:21

საღოლ ბიჭებო, ძალიან აქტუალური და მტკივნეული (ჩემთვის) თემაა.
Davitus (საფანტი თვალის ბადურას ვერ დაშლის) არ არის მართალი, სამწუხაროდ დაშალა მამაჩემის შემთხვევაში 15 მ. ნასროლმა N10 საფანტმა.
სათვალე ჯობია პლასტმასის და რაც უფრო სქელია უკეთესია (საუბარია დამცავ სათვალეზე).
რაც შეეხება Shooting Glass-ს წავიკითხე, რომ N5 საფანტის ის ზემოთ (6,7,8,9,10) 20 მ.- ში თვალები უსაფრთხოდაა

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 20:35

ციტატა(robiko @ 4th July 2010 - 21:21) *
სამწუხაროდ დაშალა მამაჩემის შემთხვევაში 15 მ. ნასროლმა N10 საფანტმა.

ამ შემთხვევაში მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს,15 მეტრში ნასროლი რაც არ უნდა წვრილი იყოს ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს თვალს ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2010, 20:55

robiko


კითხვა არის არასწორად დასმული, თვალის ანატომია თუ იცით, მაშინ წარმოუდგენელია გარედან მოხვედრილმა უცხო ნივთირებამ ბადურაზე ზემოქმედება მოახდინოს, თუ არ გაიარა, რქოვანა, სითხით სავსე წინა კამერა, ბროლის ლინზა და უკანა კამერა newsmile05.gif

ხოდა, ამ ყველაფერს თუ გაივლის და ბადურამდე მიაღწევს, ბადურის დაშლა უკვე ნაკლებადსანერვიულოა, იმიტომ რომ ჩათვალეთ, მთლიანი თვალის კაკალი არის მწყობრიდან გამოსული, რომლის აღდგენა შეუძლებელია

ბადურა ყველა ამ წინააღმდეგობის გავლით შეიძლება დაშალოს და დააზიანოს, საშუალო კლასის ლაზერმა

ტყვიას და უცხო სხეულს პირდაპირი მნიშვნელობით არ შეუძლია


აგერ თვალსაჩინოებისთვის სურათი


http://pix.ge/

კარგად ჩანს აქ, რა დაბრკოლებები უნდა გაიაროს "ადურის დასაშლელად" მოძრავმა ნაწილაკმა, რომ მიაღწიოს საბოლოო დანიშნულებას

ამიტომ, ყველაფერი თუ დააზიანა, მერე ბადურის დაზიანებას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, და კიდევ ერთი, ბადურის დაშლა, ხანგრძლივი პროცესია, და მყისიერად არ ხდება, დაზიანება- კიბატონო.

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 4 2010, 20:59

ეეე კაი მორჩით ეხლა უჟასებს newsmile05.gif newsmile05.gif ამაღამ არ დამეძინება...

ის მითხარით თუ იცით... ჩვეულებრივ მზის სათვალესაც აქვს უისგან დაცვა ??? განსაკუთრებით პოლარიზებულს ???

პოსტის ავტორი: Davitus Jul 4 2010, 21:03

გიორგი

მზის სათვალე ფასობს, შუქგამტარობით, და ულტრაიისფერი სხივების შეკავების დონით

ცნობისათვის ულტრაიისფერს, ჩვეულებრივი ფანჯრის მინაც აკავებს გარკვეული რაოდენობით


და უნდა მოინდომო ისეთი მინა იპოვო, რომ გაატაროს ეგ სხვივები


კვარცი ატარებს 99% ით, ამიტომ ზამთარში, შენობაში გასარუჯად, (ჩერეზ მინა ) კვარცის მინებს ამზადებენ ხოლმე

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 4 2010, 21:19

Davitus

გაიხარე დავით


პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 4 2010, 21:24

მე შევიძინე სათვალე მაღაზია,,ბეკასში,, 30 ლარად რემინგტონის ფირმის! და მინდა გითხრათ ძალზე კმაყოფილი ვარ! ყველას გირჩევთ გამოიყენოთ ნადირობის და სტენდზე სლოლის დროსაც!
უბრალოდ უნდა მიჩვევა და მეტი არაფერი!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 5 2010, 00:55

ციტატა(Davitus @ 4th July 2010 - 13:16) *
ყვითელ ფერზე არ არის, თვითონ პლასტიკია ისეთი, რომელიც ულტრაიისფერ სხივს (უის) არ ატარებს,

ეგ იაფიანებიც ეგეთია თუ მხოლოდ ყვითლად არის შეღებული???...(ანუ იაფიანებსაც აქვთ ეგ შრე??)

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 5 2010, 07:40

გოგა
გოგა ვაგზალზე მაღაზია გლოკში მიდი 18 ლარად იყიდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 5 2010, 08:26

ციტატა(ლევანი @ Jul 5 2010, 01:55) *
ეგ იაფიანებიც ეგეთია თუ მხოლოდ ყვითლად არის შეღებული???...(ანუ იაფიანებსაც აქვთ ეგ შრე??)

კი ლევან იაფიანებსაც აქვს ეგ შრე.. გარკვეული რადენობით ეგეც აკავებს ულტრაიისფერ სხივებს..newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 5 2010, 12:50

ლევანი

აბსოლიტურად ყველა შუშა, პლასტიკი აკევებს ულტრაიისფერ სხივებს, ზოგი 99% ით ზოგიც 70% ით, იმისდამიხედვით თუ რა რაოდენობით აკავებს პლასტიკი, ფასის სესაბამისი აქვს, ნებისმიერი იაფფასიანი პლასტიკი აკავებს 70% მაინც...

მაგ სხვაობას ატყობ როცა სათვალე გიკეთია, უფერო გამჭვირვალეც რომ იყოს სათვალე, მაინც ამშვიდებს თვალს, ყველაზე გადანათებულ ადგილებშიც კი, იმიტომ რომ ულტრაიისფერს აკავებს

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 5 2010, 15:27

Davitus
გასაგებლარიენ. newsmile041.gif მაშინ განსაკუთრებით აღარ დავიხარჯები...მაინც რამდენჯერმე უნდა ვიხმარო წელიწადში.

პოსტის ავტორი: გოგა Jul 6 2010, 18:11

ლეკი
ეგ სტადიონთან იქნება ალბათ ხო?

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2010, 18:37

გოგა კი სტადიონთანაა გზაჯვარედინზე მარჯვენა მხარეს ქარავნის მხარეს რაა


მეც უნდა ვიყიდო ამ დღეებსი აუცილებლად

თუარადა ჩემი რეიბანებით ქამოვალ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Jul 6 2010, 19:14

მე ესეთი ჩამოვიტანე ამაზონიდან შარშან http://www.amazon.com/Remington-T-72-Shooting-Glasses-Copper/dp/B000F7RSGM/ref=sr_1_10?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1278432755&sr=8-10

ჯერ სანადიროდ არ გამომიყენებია მარა ფერი ისეთი სასიამოვნოა რო ტვალებს მაგრად აწყნარებს, აი საფანტს გაუძლებს თუ არა, ეგ უკვე აღარ ვიცი..ამაზონზე იჩიტება ეგრედწოდებული Dual mold ტიპის სათვალეები და მგონი უკეთესი უნდა იყოს..

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 6 2010, 19:19

დღეს ვიყავი გლოკში და აღარ ქონდათ დამცავი სათვალეები, კალიბრში გამაგზავნეს და იქ ვიყიდე

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2010, 19:32

მაჭარა რა დაგიჯდა? ჩამოტანიან ყველაფრიანად?

კუდიგორელი რამიეცი და იქნებ სურათი დადო რაფრია?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 6 2010, 19:43

ჯეკო
18 ლარი მივეცი, ლეკის აქ სურათი და იქნებ მოახერხოს დადება

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2010, 20:03

კუდიგორელი ეგეთია როგორიც ლეკისი? მასინ მე ვიცი მანახა უკვე მაგან

პოსტის ავტორი: მაჭარა Jul 6 2010, 21:48

ჯეკო
თუ სწორად მახსოვს 25 ლარამდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 6 2010, 22:26

ციტატა(გოგა @ Jul 6 2010, 19:11) *
ლეკი
ეგ სტადიონთან იქნება ალბათ ხო?

კი სტადიონთან არის

http://pix.ge/
აი ეს არის ჩემი. ავთო შენიც ესეთია? ლურჯია თუ ყვითელი?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 6 2010, 22:26

ლეკი
ჩემიც ზუსტად ესეთია

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2010, 22:37

კუდიგორელი ყვითლები არქონდათ თუიცი?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 6 2010, 23:04

ჯეკო
არ ქონდათ

პოსტის ავტორი: KELE. Feb 15 2011, 18:06

სხვადასვა ფერები როა ამათ რა დატვირთვა აქვთ?ალბათ ამინდზეა ხო გათვლილი? და ყვითელი ფერის თუ შეიძლება რო ნებისმიერ დრო და ამინდში რო გამოვიყენო?
სანდიროთ რომელი კლასი წავა უფრო Shooting Glasses თუ safety glass

პოსტის ავტორი: სანდრიკა Feb 15 2011, 19:31

მე როგორც ვიცი ყვითელი არის ნისლის დროს გამოსაყენებელი შაცი მზის დროს და თეთრი კიდე სროლის დროს მიზნაობისას რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 15 2011, 22:06

ციტატა(KELE. @ Feb 15 2011, 19:06) *
სხვადასვა ფერები როა ამათ რა დატვირთვა აქვთ?ალბათ ამინდზეა ხო გათვლილი? და ყვითელი ფერის თუ შეიძლება რო ნებისმიერ დრო და ამინდში რო გამოვიყენო?
სანდიროთ რომელი კლასი წავა უფრო Shooting Glasses თუ safety glass

ციტატა(Davitus @ Jul 4 2010, 13:16) *
მეორე საკიტხია ის რომ მსროლელებს safety glasses არ გვჭირდება, ნუ ეგეც წავა მაგრამ ჯობია Shooting glasses, "უსაფრთხოების" სათვალე ბევარდ უფრო იაფი ღირს ვიდრე "მსროლელის" სათვალე, იმიტომ რომ კომპოზიტური მასალა "მსროელილის" სათვალეში ბევრად უფრო დახვეწილი და გამძლეა ვიდრე "დამცავ" სათვალეებში, თუმცა საფანტის შეკავება და ექსტრაგირებული მასრისგან დაცვა "დამცავსაც" შეუძლია, მაგრამ თოფის გასკდომის შემთხვევაში მეტალის ნაწილაკებისგან ვერ დაგიცავს.

რაც შეეხება ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთი და იგივე ფირფიტებისგან შედგება... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Feb 15 2011, 22:33

სათვალეების შეძენისას წაიკითხეთ ინსტრუქცია, ყველას უნდა მოყვებოდეს. იქ მითითებულია დაცვის კატეგორია, ანუ ერთი და იგივე ფორმის და ფერის სათვალეებს სხვა და სხვა დაცვის კატეგორია შეიძლება ქონდეს. მითითებულია ხოლმე რა წონის საგანს და რა სიჩქარით მოხვედრილს შეაკავებს სათვალე.
რაც შეეხება ფასებს, შესაძლოა ხარისხიდან და მწარმოებელი ფირმიდან გამომდინარე 400 ლარზე ზევითაც იყოს...

პოსტის ავტორი: Fox Mar 22 2011, 10:28

მოგესალმებით თანაFორუმელებო! არ არის ეგეთი თემა და გავხსნი ბარემ აქ...

მოკლედ მაინტერესებს ერთი ეგეთი დეტალი... მინდა ჩამოვიტანო სათვალეები სტენდზე სროლისთვის, მგონი 1-2 თვეში შევიძენ თოფს და სეზონამდე სტენდზე ვივლი და მსმენია არაერთ შემთხვევაზე რომ ასხლეტილი ტყვია ან თეფშის ნატეხი მოხვედრიათ თვალში newsmile05.gif ხოდა მოკლედ სათვალე მინდა რემინგტონის სათვალეები ვნახე მაგრამ ცისარტყელის ფერებშია newsmile035.gif ყველა ფერისაა რომელიც გაგიხარდება და რომელია უკეთესი? მგონი ყვითელი ყველაზე ოპტიმალურია მაგრამ ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ მირჩიოთ

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 22 2011, 10:40

აი ეს ნახე კარგი რამეა სუფთა სასტენდე ვარიანტია თან ძალიან იაფია
http://www.cabelas.com/product/Hobbies/Eyewear/Shooting-Glasses%7C/pc/104799780/c/104317380/sc/103923180/Walkers-Sport-Pack/741231.uts?destination=/catalog/browse/hobbies-eyewear-shooting-glasses/_/N-1102973/Ns-CATEGORY_SEQ_103923180%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104793480
მე ჩამომდის ეხლა ყვითელი სათვალე და შენც მაგას გირჩევ
არ გეუბნები მეცნიერულად როგორი ფერის ჯობია მარა მე ყვითელი ვამჯობინე ყველას

ისე მიცკევიჩზე ფიშინგქლაბის მაღაზიაში არის ბევრნაირი და შეიარე გადახედე და შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა და იქნებ იქვე აარჩიო

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 22 2011, 14:12

Fox
თუ პროფესიონალი მსროლელი ხარ, მაშინ 2 - 3 სხვადასხვა ფერის და დანიშნულების სათვალე გინდა. თუ დამცავი და დამხმარე საშუალება გინდა ყველაზე ნორმალური და უნივერსალური სწორედ ყვითელ ტონებშია, ეცადე საცვლელი ლინზებით არ იყიდო, გამჭვირვალე ან ყვითელი აიღე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fox Mar 22 2011, 16:00

Bonehill

ციტატა(niko @ 22nd March 2011 - 15:12) *
თუ პროფესიონალი მსროლელი ხარ



არა რა პროფესიონალი... newsmile05.gif უბრალოდ მინდა დამცავი სათვალე სანამ სეზონი გაიხსნება თვეში 1ხელ სტენდზე რო ავიდე newsmile05.gif თან არცთუისე ძვირებია ეს პირველი დაახლოებით 15 - 20 ლარი გამოვიდეს

უბრალოდ ვინც ხმარობს სტენდზე სათვალეებს მაინტერესებდა ფერი იმ ვარიანტში რო ხელი არ შეგეშალოს სროლაში

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 22 2011, 16:20

ხო და კიდე ეს სათვალეები არა მარტო სტენდისთვის არის
ამის ხმარება სნადიროთაც კარგია და აუცილებელიც მე თუ მკითხავ

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 22 2011, 16:38

Fox
მე ვხმარობ ყოველთვის, აბსოლუტურად ნებისმიერ ამინდში [ გარდა წვიმისა]

ფერებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს:

გამჭვირვალე - დამცავია

ყვითელ ტონებში - უნივერსალურია , როგორც სანადიროდ ისე სტენზე სასროლად მისწრებაა.

წითელი - ღრუბლიან ამინში, მაგრამ სტენზე ყოველთვის ვერ გამოიყენება სტაფილოსფერ თეფშ აქრობს.

ვარდისფერი - მხოლოდ ტყეში ანუ იქ სადაც ბეევრი "მწვანიალია" ის აქრობს მწვანეს და ააშკარავებს თეფშს.

ცისფერი - იგივე.

შავი - მცხუნვარე მზის, თოვლის.


და ა.შ.

პოსტის ავტორი: Fox Mar 22 2011, 16:38

მოკლედ მაშინ ამ პირველს შევუკვეთავ... ვინმეს ხომარ გინდათ?

პოსტის ავტორი: Fox Mar 22 2011, 17:19

http://www.youtube.com/watch?v=0SjFF9UsHDE&feature=player_embedded




newsmile035.gif აჰა ძმაო სტენდი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 22 2011, 17:56

Fox
აი ესაა ჩვენი შეჯიბრის დროს გადაღებული, ანუ ოჩოელების სათვალეები. შემდეგ გასვლაზე შემოგვიერთდი და უკეთ გაიგებ ყველაფერს newsmile045.gif
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: მაჭარა Mar 23 2011, 09:08

ერტს დავამატებდი, აგერ ზედა სურათში პირველი სათვალე ჩემია, ხოდა გაფუჭდა, დაიხაზა პლასმასი მიუხედავად იმისა რომ კაბურაში მედო,ხოდა ნერვები მომეშალა და დავამტვრიე newsmile035.gif არვიცი უხარისხობის ბრალია თუ რა არი, მარა საყიდელი მაქვს და სავარაუდოდ რემინგტონის ფირმისას აღარ ვიყიდი newsmile05.gif აგერ T A M P L I E R-მა კარგი ლინკი დადო, სავარაუდოდ ან მაგას ჩამოვიტან ან რამე ახალს ავარჩევ ამაზონზე, მაგალითად ამას http://www.amazon.com/Sport-Sunglasses-Unbreakable-Protection-Cycling/dp/B00162MUHM/ref=pd_sim_sg_6 newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 23 2011, 11:08

აქედან მეორე ჩემია, მოყვება სამი წყება შუშა, პრაღაში იყიდა დაჩიმ (ალბათ თავისთვის newsmile05.gif ) მაგარი კმაყოფილი ვარ ფირმა არ მახსოვს, თბილისში ჩამოვალ და დავწერ თუ რამე

პოსტის ავტორი: მაჭარა Mar 24 2011, 14:47

მირჩიეთ რა ვინმემ რომელი ავიღო? ჩამოტანა მინდა რა..ეს რემინგტონი ვერ ქაჩავს იმიტო რო იკაწრება ეს პლასმასი რა...

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 24 2011, 19:43

http://pix.ge/
ასე ამოწმებენ დამცავ სათვალეებს, 15სმ. მანძილიდან ვესროლე პნევმატური პისტოლეტი და კვალიც არ დარჩა ზედ ტყვიის...

პოსტის ავტორი: khmaltevza Mar 24 2011, 19:48

მოიცა კაცო, ეს სათვალეები ტყვიაგაუმტარებია? what.gif what.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 25 2011, 19:34

პულკის გაუმტარია, და რა თქმა უნდა გარკვეულ ზომის საფანტებისაგანაც დაიცავს თვალს.

პოსტის ავტორი: asana Jan 27 2012, 11:30

romeo 1 თქვენი სათვალე რა მოდელია და რა ფირმის არის
ვაპირებ შევიძინო სათვალე ნადირობის დროს თვალის დაცვის მიზნით

http://www.amazon.com/Browning-Shooting-Glasses/dp/B0013BQEB4/ref=sr_1_9?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1327652636&sr=1-9

ფასიც არ აქვს ძვირი

გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა მოდელებ იყყენებთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 27 2012, 15:11

asana

ნებისმიერი ათვალე, რომელსაც უწერია რომ აკმაყოფილებს ANSI Z87.1 სტანდარტს, შეგიძლია თამამად იყიდო

როგორც წესი ფასთა სხვაობა გამოიხატება ვიზუალურ სხივგამტარობაში, რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო კარგი დამუშავებულია სათვალე და თვალს უფრო არ ღლის

თორემ დარტყმისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, აბსოლიყურად ყველა სათვალეს აქვს, რომლებიც ზემოთხსენებული სტანდარტით არის დამზადებული

პოსტის ავტორი: კუთხა Sep 10 2013, 12:25

ვიპოვე, უმფროსებს ვთხოვ წაშალოს ჩემი თემა, ან ამას შემოუერთოს, უკაცრავად

პოსტის ავტორი: გურია Nov 5 2014, 16:55

გამარჯობათ,იუთუბზე ვნახე ვიდეო) ოცჰოპინტრე.გე დამცავი სათვალის ტესტირება) მაინტერესებს სად შეიძლება ასეთი სათვალის შეძენა და დაახლოებით რა დამიჯდება? კონკრეტულად ეს სათვალე იმიტომ მომეწონა,რომ ტესტის შედეგიქ კმაყოფილი დავრჩი newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)