მოკლედ ვეძებ სერიოზულ კარავს. სერიოზული კარავი ნიშნავს - უნდა იყოს მინიმუმ 5-6 კაციანი კარგი ფართობით, უნდა იყოს წყლის მაღალი გამძლეობის, ძლიერ წვიმას უნდა უძლებდეს, უნდა იყოს ახალი და თანამედროვე დიზაინით. თუ გაქვთ გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ, თბილისში ვნახე სხვადასხვა ვარიანტები, მაღაზია იქსტრიმში, მაგელანში მაგრამ გამყიდველები ვერ ერკვევია კარგად ნიუანსებში. არ მინდა ფული ჰაერში გავისროლო. თუ გაქვთ ინფო რომ ვინმე ყიდიდეს ეგეც მაინტერესებს.
რაც ნახე მეტი სხვაგან ვერ ნახავ... ერთი ვარიანტია კიდე სამხედრო თუ იქნა რამე ნავთლუღში
ისე მე გირჩევდი - თუ ასეთ სერიოზულს ეძებ - ჩამოიტანო, ან ჩამოატანინო. აქ ძალიან გაიწეწები და ვერც ნახავ კაის... (ჩპა)
ნიკაP&A
კარავში რო წყალი არ ჩამოდიოდეს და საერთოდ მთელი ღამე რო თავსხმა წვიმაში იყოს და მაინც არ გაჟონოს კარვების ეგ რაღაც გამძლეობა იზომება მილიგრამებში და კარვის საბუთებში თუ წერია 2000მმ და მაგაზე ზემოთ ე.ი არ გაატარებს წყალს სუ შლანგით რომ ასხა მთელი დღე, ნუ მე რაც ვიცი ესეა, კარგ კარავს მეც ვეძებ ერთ 3 კაციანს მარა ჯერ ყიდვას არ ვაპირებ
გამოწერას ვფიქრობ ინეტით, მაგრამ არ ვიცი რომელია კარგი ხარისხის, ისე სამხედრო კარავი კარგია. დიდი მინდა რა შიგნით კარგი სუფრის გაშლა რომ შეიძლებოდეს
ისე ინტერნეტში უამრავია,მაგრამ გამოცდილი კაცის რჩევის გარეშე ვერ იყიდი, იქაც კაი ძვირები ღირს, შეიძლება ჩამოტანო და წვიმაში ჩაისვაროს, მერე უნდა გადაღებო და გადააგდო
Eureka, Venzel, Coleman ამ ბრენდების კარვებით სავსეა ინეტი, მაგრამ პრაქტიკაში როგორ იმუშავებს კაცმა არ იცის
ნიკაP&A
გვიან დავძებნი რამეს, მეც მაინტერესებს მარა კომპაქტურობასაც დიდ მნისვნელობას ვანიჭებ,
ანუ დაკეცილ მდგომარეობაში დიდი ჩუმადანივით არ უნდა იყოს, შეიძლება რა მაგის პოვნა.......
სამხედროს რაც შეეხება არანაირად არ მომწონს, რაღა დროს ძველი რუსული ბრეზენტის კარვებია?
ყოველნაირად გამოუსადეგარი მახინაა, პრინციპში ზედა საბარგულის შემთხვევაში კიდე მოჟნა,
მაგრამ რა საჭიროა, მე შენ გეტყვი და იაფი ჯდება თუ უფრო მარტივი ასაწყობი ან დასაშლელია?
რამეს ვიპოვით რა, ეხლა კომპს ამახევენ ცორტა ხნით და მერე ჩაუჯდები და დავძებნი..........
კაი გამახენე ეხლა დავძები რამეს
პრინციპში ვიპოვე უკვე რაღაცეები, მაგრამ იქნებ თანხა მიუთითო რამდენის გადამხდელი ხარ?
დიდი ზომის რა ვთქვა..მაგრამ მე მაქვს მაგარი კარავი(ჩემთვის..არ იყიდება) და ყველანაირად პრაქტიკულია...იგივე ნაირს გირჩევდი...კარავი არის მრგვალი ფორმის..4 კაციანი..რაღაცნაირი ცელოფანივით მასალაა(ძალიან თხელი)...წყალს არ ატარებს..გინდა შლანგით მიუშვა...შიგნიდან არის საკმაოდ დიდი სივრცე...არანაირი ჯოხები და სხვა ხელის შემშლელი რამეები(დრეკადი ჯოხები უკეთდება გარედან..თან დამეკარგა ეგ ჯოხები და ეხლა ვერ ვხმარობ)..შუაში აქვს ფანრის ჩამოსაკიდი(ჭაღის პონტში)...მაგ კარავში 7კაცი ვიჯექით წრეზე და შუაში კარგი სუფრა გვქონდა გაშლილი(ზემოდან განათება..ღამით)..დაკეცილ მდგომარეობაში..ისეთი პატარა და მსუბუქია..ზურგჩანთაში ნახევარ ადგილს თუ დაიკავებს..მოკლედ მაგარი რამეა...მე მაგარი კმაყოფილი ვარ(ერთი ეგ არის შიგნით გაშლილ მდგომარეობაში ვერ ივლი..მთლად მაგხელაც არ არის..)
ლევანი
ახსენე თხელია ცელოფანივითო და ზამთარში თუ გამოდგება? ან თუნდაც ზაფხულში..
ნიკაP&A
ჩემი აზრით სასურველია იყიდო ორ ფენიანი კარავა.. ანუ ინსტრუქცია როგორია. ერთი ფენა იშლება დრეკადი ჯოხებით. და მერე იმ გაშლილში შიგნიდან ცალკე კარავის პონტში ზედ მაგრდება მეორე ფენა, ოგონდ ისე მაგრდება რომ ეს ფენები ერთმანეთს არ ეხებიან, ანუ წვიმა რომ წამოვიდეს, ზედა ფენა სველდება და შიგნითა ფენას არაფერი მოსდის, ნესტიც არ აქვს ხოლმე. თან 2 ფენიანი კარვები ზამთარში გამოსადეგია, იმიტომ რომ სითბოს ინარჩუნებს, ერთი სანთელის დადება უნდა შუაში ნახევარი საათით და ისეთ სითბოში იძინებ მთელი ღამე რომ ნიავი არ მოგეკარება. რაც შეეხება ზაფხულს, ორო ფენა აქვს შესასვლელს, ანუ ერთი ფენა არის მთლიანი დახურული და მეორე ფენა ბადის მაგვარი რომ მწერი არ შემოვიდეს, ზაფხულში მთლიან ფენას აკეცავ და დატოვებ ბადეს. თან ზოგ კარავს ორი შესასვლელი აქვს, წინ და უკან, ეგ უფრო კარგია, რადგან ზაფხულში უფრო გრილად დაიძინებ. რაც შეეხება წონას, დიდი არაფერია, 5 კილომდე იქნება, არც კი.
ესეთი კარვები თბილისში, ყველაზე მინიმუმი რომ ვთქვათ 180 ლარიდან იწყება, ოღონდ 4 კაციანები.
ეს ყველაფერი იქიდან ვიცი რომ ჩემ ძმაკაცს აქვს, და სამეგობრო რომ მივდივართ სათევზაოდ, ხანდახან ერთი კვირა ვჩერდებით და მოკლედ ყველაფერს უძლებს ხოლმე, წვიმა, ქარი, სიცხე.. რავი...
მაღაზიებში შეიძლება ბევრმა მოგატყუოს რომ ორ ფენიანი არისო , ამ დროს ჩვეულებრივი კარავი არის ერთფენიანი და თოთო ბავშვის "ზონტიკი"-ვით (უფრო კარგად ჟღერს) აქვს ზევიდან გადაფარებული რაგაც ნაჭერი და მეორე ფენააო.
ეს ერთ ფენიანია
http://www.radikal.ru
ეს ორ ფენიანი
http://www.radikal.ru
ეგ 2 ფენიანი კიდე პატარაა..ჩემ ახლობელს აქვს..მართლა მაგარი რამეა..ის უფრო დიდია და კარავი კარავში იდგმება...ზაფხულში მაგრად იცავს მზისგან(მიძინია მაგაში)..წვიმის დროსაც შიდა მხარე მშრალი რჩება...ყველანაირად კარგია..ერთი უტეხავს მარტო...ძალიან მძიმეა სატარებლად(ბევრი ნაჭერია) და ასაწყობადაც ბლომად ჩალიჩი უნდა...თან ამას ისეთი კონსტრუქცია აქვს..შუაში გრძელი ალუმინის გალკა გასდევს(ჰორიზონტალურად..ზემო
მოთა ნაჭერიც მაგ ბალკაზეა გადაჭიმული და ქვემოთაც მაგ ბალკაზეა ჩამოკიდებული) ერთხელ (შუაღამისა) გარეთ გამოვდიოდი და მაგ ბალკას გამოვედე..ჩასმული ბუდიდან ამოხტა და მთელი კარავი თავზე დაგვემხო..ვეღარც ავაწყვეთ იმ შუაღამისას..მთელი ღამე ნაჭრებში გახვეულს გვეძინა...
ორ ფენიანი კარგი რამე ჩანს, მეც მაგ ვარიანტს ვფიქრობ, იქნებ ფირმების სახელები მიუთითოთ. ლევან რომელი ფირმისაა შენი კარავი?
დამცავ ფენებზე მნიშვნელოვანი წყლის გამტარიანობის მაჩვენებელია რომელიც მმ-ში იზომება (ასე ვიცი მე) მინიმუმ 2000 მმ-იანი უნდა იყოს რამდენადაც ვიცი, მაგის ზემოთ რაც მეტია მით უკეთესი. სიმძიმის პრობლემა არ მაწუხებს საქესპედიციო საბარგული მაქვს მანქანაზე და ეგ პრობლემა არ არის.
ვიტო
150$-200$ დიაპაზონში ვეძებ
ნიკაP&A
გუდვილშიც არის რაგაცეები და თუ ნახეე?
კი ვნახე მაგრამ გამყიდველები კარგად ვერ ერკვევიან. მთავარი წყლის გამძლეობაა და ეგ სამწუხაროდ არ იციან. პრობლემა იმაშია რომ შეიძლება კარავს ეწეროს რომ მაგალითად water resistance არის 2000 მმ, მაგარამ წყალი მაინც გაატაროს, ძირითადად ჩინური საქონელია და მანდ უნდა გაარტყა ან გაგიმართლოს.
ნიკაP&A
გადახედე აბა, ფასები ცოტას იკბინება მაგრამ რამეს იპოვი
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/index/index-display.jsp?id=cat602107&navAction=jump&navCount=1&cmCat=MainCatcat20075&parentType=category&parentId=cat20075
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/pod/horizontal-pod.jsp?id=0024840&navCount=13&parentId=cat602107&masterpathid=&navAction=push&cmCat=MainCatcat20075-cat602107&parentType=index&indexId=cat602107&rid=
http://www.cabelas.com/cabelas/en/content/community/product_features/photos/pages/pf_xwttent_large.html
ნიკა northface (არ ვიცი მგონი სწორად დავწერე ) ამ ფირმის კარვები ყველაზე კარგებად ითვლება.ისე რო დაწერო რისტვის გინდა უფრო კარგი იქნება .მე კი ვხვდები რისთვისაც გინდა და მოგცემ მაგის ლინკს მაგრამ მაინც
ნიკაP&A
http://cgi.ebay.de/DAS-ULTIMATIVE-CARP-DOME-ZELT-BIVVY-2-MAN-XXL-5M-HYDRO_W0QQitemZ120445385421QQcmdZViewItemQQptZAngelzubeh%C3%B6r?hash=item1c0b1abacd
http://cgi.ebay.de/SET-DAS-ULTIMATIVE-CARP-DOME-ZELT-2-MANXXL-WINTERSKIN_W0QQitemZ110411559667QQcmdZViewItemQQptZAngelzubeh%C3%B6r?hash=item19b50ab2f3
northface მაგარი ფირმაა, მარა ფასები იცოცხლე, ვიტომ მომცა კიდევ მაგარი ლინკები და ფასები შთამბეჭდავია, როგორც ჩანს მე რომ კარავს ვეძებ ეგეთი კარვების ფასი საშუალოდ 300 - 500 დოლარს უკაკუნებს +- 100 დოლარი. ვნახოთ რამეს მოვიფიქრებ
ნიკაP&A
არის კიევ მარტივი გამოსავალი, იაფიანი იყიდე ერთ ფენიანი, ზომას შეარჩევ და ძვირიც არ დაჯდება,
თავსხმის სემთხვევისთვის ლურჯი ტენტი შეიძინე ხარისხიანი და საჭიროების შემთხვევაში გადააკრავ რა,
მე რამოდენიმეჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა, ორკაპებზე გადაჭიმავ კარავის გარშემო, დიდ ადგილსაც დაჩრდილავ
და ბევრად იაფადაც გამოხვალ, სიცივის პრობლემა თუ გექნება და ჩაიცვი თბილად და ეგ არის, ღამე კიდევ სპალნიკში
არა მგონია ვინმეს შეცივდეს, დაანებე მილიმეტრაჟებს თავი, პირდაპირ მიაჭერი გუდვილში
ან სადმე მაღაზიაში და შენთვის საურველი ზომა აიღე დანარჩენს ეშველება
პ.ს. ეს თემა ზევით ხომ არ ავიტანოთ?
http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=25
მაგ შემთხვევაში დიდი ზომის და მრგვალი ფორმის კარავს გირჩევ....ბევრი ხალხი ეტევა სუფრის გარშემო..და მაგ მხრივ უფრო პრაქტიკულია.
მოკლედ ვიყიდე კარავი, როგორიც მინდოდა ისეთი, 8 კაციანი ორი განყოფილებით, აგერ ფოტოებიც
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
URL=http://www.radikal.ru][/URL]
http://www.radikal.ru
გთხოვთ დახუროთ თემა
აუ მაგარი კარავია აქ შეიძლება თამადა ალავერსაც გადავიდეს მეორე ოთახში მოადგილესთან
მომილოცავს, მშვიდობაში
მაგარი , მომილიცავს , შენადა რამდენი კილოა ეგ კარავი?
გმადლობთ ბატონებო, გმადლობთ,
ნიკაP&A
გილოცვ ნიკა, ოტა დეტალურად გვიტხარი თუ არ გეზარება.......
1. რა ღირდა?
2. სად იყიდე?
ისე კაი მძიმე კი არის, დაკეცილ მდგომარეობაში რამხელა დგილს იკავებს?
ნიკაP&A
ვააა, გილოცავ, კარგი რამე ჩანს, მშვიდობაში...........
გილცავ ნიკა.მშვიდობაში!!!:)
ისე ხალხნო ეს კარავი მრავალფუნქციურია ,ასე რომ ბებრებო თქვენც არ გაწყენდათ რომ შეგეძინათ
ვაა..მართლა მაგარი კარავი გიშოვნია..ბუნებაში 2 ოთახიანი სახლი გექნება ამიერიდან...
რისთვისაც შენ გჭირდება კარგი კარავია! მშვიდობაში
დიდი მადლობა ბატონებო, დიდი მადლობა.
საღოლ ნიკა მაგრა მომეწონა კარგი რამეა.სუ 30 კილოიანი საზნების მოლოდინში
გილოცავ... მაგარი კარავია, შტაბკვარტირაა რა იმენნა მიშენების პერსპექტივით... არადა 280$ არ არის ძვირი ასეთი მშვენიერი სახლისთვის.
...ტყისქათამი
http://www.amazon.com/Coleman-SunDome-7-Foot-3-Person-Orange/dp/B001C1A362/ref=sr_1_3?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1258135264&sr=8-3
ამ კარვის ყიდვას ვაპირებ და რას იტყვით?
LEVAN
გამიგია რომ COLEMAN კარგი ფირმაა, ისე water resistance რამდენი მმ-ია ? 3000 ზე მეტი უნდა იყოს რომ წვიმაში წყალი არ ჩამოგივიდეს, დანარჩენი მომეწონა კარგია, ემზადება ხალხი კარპ ფიშინგის სეზონის გახსნისთვის, მომწონს შენი მიზანსწრაფულობა
ისე თბილისამდე რა გიჯდება დათვლილი გაქვს?
levan
ბარამი 9$ გახდა 1კგ
T A M P L I E R
იკო1981
ვერა ხართ ბიძია თქვენ, კარვების მეტი რა გვაქვს, ყველას გაქვთ სახლებში და ეხლა ამაზე ვკრიბოთ კიდე ფული?
ვიტო რამდენი კაცვი ეტევა შენს კარავში?? ერთდროულად
T A M P L I E R
ეგ რა შუაშია, მე იმას ვამბობ რომ ყველას აქვს კარვები და მაინცდამაინც ერთმანეთის ნასუნთქში თუ არ დავიძინეთ ისე არ გამოვა?
მაგ ლოგოკით 1კაცზე მეტიანი კარავი არ უნდა არსებობდეს
ვიტო
ჰერცოგა
ტამპლიერი
ჭალიმგელა
დიტო
გიორგი
ეს ის ხალხია ვინც უცბათ გამახსენდა და ყველას აქვს კარავი, ეხლა მითხარი ვისთვის გინგა ამხელა ჯაბახანის ყიდვა?
მთელი კლუბი ერთად რო წახვალ იმისთვის
მაგ კარავში ლეჟანკებიც გინდა თან მაქსიმუმ 6 კაცი ეტევა. მეც ცალცალკე მომწონს. მაგ კარავის ფუნქცია სულ სხვაა, მაგალითად მაგიდა და სკამები რომ წაიღო და ერთად ისადილოს ყველამ წვიმაში. ცუდი არ არის რომ გვქონდეს, მაგრამ ჯერ მაგის ტრაკი არ გვაქვს. თუ ვინმე გვაჩუქებს კარგია
ჭალიმგელა თოვლის ბაბუას უთხრათ იქნება გვაჩუქოს
მე მგონი ნამეტანი დიდია, გახსოვთ მე შევიძინე დიდი კარავი და მისი აწყობა, დაშლა დაბანაკებას ნახევარი დღე სჭირდება, არ არის პრაქტიკული მაგხელა კარავი, მე ვაღიარებ რომ შეცდომა დავუშვი, როცა ჩემი სექციებიანი კარავი შევიძინე
ნიკაP&A
მართალ.....
მეც მაგას ვამბობ რომ ყველაზე კარგი და პრაქტიკული არის 1 კაციანი კარვები, პატარაც არის, მარტივად იწყობა და იაფიც ღირს
ეს კარავიც კარგია მაგრამ სხვა დანიშნულება აქვს.....
ჩემი კარავია მაგარი ძალიან
ორ ფენიანია... და 3 გიორგიანი ან 2 ტამპლიერიანი
გიორგი
ნიკაP&A
ჯერჯერობით ყველა პროექტი გაჩერებული მაქვს მანქანის გამო
აი ლურჯას გავყიდი და .თან რავიცი ავირიე უკვე რა მინდა მეც არ ვიცი
ნიკა ებაიეზე რომ კარავი (კარპიატნიკების) მოძებნე ფასი ხომ არ იცი მისი?
ნიკაP&A
არ მახსოვს ვნახავ და გეტყვი
აი კარპიატნიკებისთვის განკუთვნილი კაცური კარვები, 5000 მმ-იანები და მთელი ამბავი, ფირმა სტრატეჯისაგან, ნამდვილი კლასიკაა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
URL=http://www.radikal.ru][/URL]
http://www.radikal.ru
აბა ნახეთ როგორი მოშნი მილებით არის შეკრული კარკასი, როგორია?
ნიკაP&A
ხომ არ დაადგი თვაალი??
ნიკაP&A
ჯერ ერთიშენიკარავი კარგია და გამოგადგება ,თუ არადა გაყიდე ბოლობოლო.
მერე კიდე მე თავიდანვე გითხარი ეს იყიდეთქო და არ დამიჯერე
ნიკა
ხოდა იმიტომ გეუბნები ჯერ არ იჩქარო გაყიდვა. ოჯახი გყაავს და სადაც საექსპედიიციო პაჯერრო გააკეთე იქააც მეორეს გააკეთებ და არ გინდა ჯერ გაყიდვაა გამოგადგება
ნიკაP&A
ამ კარავზე რას იტყვით? ძალიან მომეწონა... ვინმეს ხომ არ გაქვთ ასეთი გატესტილი?
http://www.midwayusa.com/viewproduct/?productnumber=975845#enlarge
სურათი ვერ ავტვირთე, დამეხმარეთ კეთილო ხალხო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეურეკას ფირმა კარგი ბრენდია, გასიამოვნებს პირადი გამოცდილებით გეუბნები
http://www.amazon.com/exec/obidos/tg/detail/-/B000EQ8WZ0/ref=ord_cart_shr?_encoding=UTF8&m=ATVPDKIKX0DER&v=glance
დღეს გამოვიწერე ეს კარავი, ფასმა და ტევადობამ გადაწონა :-).
იმედია ლილოს კარვებს "გადაუჯოკრავს",
ვინმეს ხომ არ აქვს ასეთი? ვარგა ნეტავ ცჰვენს პირობებსჰი? ტუ არადა პარკი ზევიდან და მისი ჯანი
მთავარია წყალი არ ჩამოვიდეს აი ლილოს კარვებში როგორც გარეთ ისე შიგნით წვიმს კარგია რომ პარკი აქვს გარედან
mixailo
კი მართლა კარგი ფირმაა ბევრ ახლობელს აქვს და კმაყოფილები არიან.
ამ კარავს რაც შეხება კარგია რომ 2 ფენიანია დანარჩენიც კარგია უბრალოდ აი კარების ზმეიკა ცოტა მარტივად რო ჰქონდეს კარგი იქნებოდა.(ფუჭდება ხოლმე)
კარავს უნდა ეწეროს ციფრები და თუ გვეტყვი მაგის ხარისხიანობასაც გეტყვით
http://www.radikal.ru
ესეთი მინდა , დაუფიქრებლად შევუძენ. ხომ არიცით სად შეიძლება ვიყიდო ან რომელიმე მაღაზიას ხომ არ ჩამოაქვს.
სალევას ფირმის კარვი თუ გქონიათ ვინმეს და რა აზრის ხართ?
გუშინ ყიყიდე ორკაციანი კარავი ორ ფენიანი და წინ კიდევ რაღაც ,,ნავესივით,, აქს. არფერი არსად არ აწერია როგორც წინა პატრონმა მითხრა ან ჩეხურია ან პოლონურიო. ნაცრისფერია , ორ კარიანი, კოღოს საწინააღმდეგო ბადეებით, სახლში ვერ გავშალე არ დაეტია სავარაუდოთ პირველ გვერდზე რომ არის სურათი ისეთი უნდა იყოს, სათევზაოდ რომ წავალ გავშლი და სურათს დავდებ.
სულ 30 ლარი მივეცი პაჩტი ნაჩუქარია სულ ერთხელ არისო გაშლილი. სულ 3.8 კგ. იწონის
ვინმეს გააქვთ ესეთი, როგორია
სამომავლოდ ვაპირებ კარვის შეძენას. როგორც ამ თემიდან გავარკვიე, ჩამოტანა სჯობს.
მოკლედ, მინდა რაიმე კომპაქტური, 2-კაციანი მეყოფა ყველანაირად. მსუბუქიც რომ იყოს.
ამ ეტაპზე თვალი დავადგი ამას: http://www.amazon.com/Coleman-Sundome-7-feet-5-feet-Person/dp/B0009PVTLU/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1282821819&sr=1-1
დიზაინიც მომწონს, ფასიც კარგი ჩანს. როგორი ვარიანტია?
შეიძლება ამ ფასში (~50$) რაიმე უკეთესის ყიდვა?
არ გირჩევ ვანო ამის ყიდვას და არც 2 კაციანის
აარჩიე რამე 2 ფენიანი და არანაკლებ 2000 მმ -ისა
ფასი ცოტა გაიზრდება მარა კარგი იქნება
Power_VANO
დიდი არ იქნება, ცოტათი სქელი იქნება სამაგიეროდ, სიმძიმის კომოპენსაციას გააკეთებ
იმაში რომ ნაკლებად თბილ სპალნიკს წაიღებ, სპალნიკის წონას ვგულისხმობ
ვიტო
აჰაა, გასაგებია. აი შენი კარავი მაგალითად რამდენ მმ-იანია?
არ ვიცი, არც ეწერა, ჩემსას ნუ შეადრი, იდეაში ჩემი არ ვარგა, სულ დამავიწყდა გამეფრთხილებინე,
თუ მოგიწვიმა შიდა კედელს ხელი არ გაუსვა თორე წყალი ჩამოგივა - ესეც მიზეზი თუ რატომ ჯობია 2
იარუსიანი კარავი
ისე, ნეტში რაც ვნახე, ბევრს არც აწერია ეგ მმ-ების რაოდენობა
ჰო, მაგ მხრივ ორფენიანები კარგებია, შიდა ფენა მშრალი დარჩება.
მდაა... კაი ძვირები კია 2000მმ-იანები.
Eureka-ს ნაწარმი ვნახე, 2 ადგილიანი, 2000 მმ-იანები 200$-მდე ურტყამენ. იაფიანებს 800, 1200 მმ უწერიათ.
Power_VANO
მთლად 2000 ნუ ეძებ, ცოტა დბალი მილიმეტრაჟითაც შეიძლება
ანუ 1200-1500-იანებიც წავა ხომ? ეგეთები კია უფრო მისაღებ ფასებში.
Power_VANO
yes
მოკლედ, ბევრი თვალიერების მერე, ასეთი სიტუაციაა: Coleman-ის მხოლოდ ჰაი-ენდ მოდელებს უწერიათ მილიმეტრები, საშუალო კლასისებს მხოლოდ მატერიალი უწერიათ.
Eureka-ს რაც შეეხება, რამდენიმე მოდელი მომეწონა საკმაოდ. 1000-1200 მმ-იანები (2-კაციანები) არის ~120-დან 150$-მდე დიაპაზონში. როგორი ფასია, ღირს მაგდენის გადახდა?
+ რამდენიმე მოდელი ვნახე, რომელსაც ორივე ფენა 800/1000 მმ ჰქონდა, შიდაც და გარეც.
Power_VANO
T A M P L I E R
გამარჯობათ.
თუ გაქვთ ვინმეს მსგავსი კარავი. ან რა აზრის ხართ? ALTAI R/S 3
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=1109613
წინასწარ დიდი მადლობა თუ დამეხმარებით
კაი რამე კი ჩანს... ორი ფენაა, არა ??
არ ვიცი, რაც ჩანს იმის მიხედვით ვმსჯელობ და გვერდებში ცელოფნები როა მაგის გამძლეობა მაეჭვებს
წაშლილია უკვე თორე მეც გეტყოდი ერთი ორ სიტყვას კარვების დიდი მოყვარული ვარ და გარედან რაც ჩანს მარტო იმის მიხედვით არ უნდა იმსჯელო სხვა ბევრი ნიუანსიცაა გასათვალისწინებელი
აი ეს კარავია.
Общие характеристики:
Назначение:кемпинговая
Внутренняя палатка: есть
Количество мест: 3
Защита:
Водостойкость тента: 2000 мм.в.ст.
Герметизация швов: проклеенные
Противомоскитная сетка: есть
Габариты и вес:
Размеры внешней палатки (ДхШхВ): 380x180x130 см
Размеры внутренней палатки (ДхШхВ): 210x180x130 см
Размеры в упакованном виде (ДхШхВ) 70x17x17 см
Вес: 4.6 кг
Конструкция:
Количество входов: 2
Количество комнат: 1
Количество тамбуров: 2
Вентиляционные окна: есть
Количество окон: 4
Внутренние карманы: есть
Тип каркаса: внутренний
Геометрия: полусфера
Материалы:
Материал тента: полиэстер (Polyester 185T, RIPSTOP)
Материал дна: полиэтилен (Polyethylene PE 10 X 10)
Материал дуг: стеклопластик
Диаметр дуг: 7.9 мм
Материал внутренней палатки: полиэстер (Polyester дышащий)
მგონი ცუდი არაა, მაგრამ მძიმეა ლაშქრობისთვის. (4,6 კგ)
მაგარია რას ერჩი ორმაგი სამკაციანი კარავი 2000 მმ საქართველოს ტენიანობის პირობებში სრულიად საკმარისია ჩემი აზრით თან 4.6კგ მძიმე ნამდვილად არაა მასეთი კარვისთვის კილონახევრიანები ლილოშია 30 ლარად ბევრი რომ არ მქონდეს დიდი სიამოვნებით შევიძენდი მაგ ცელოფნის რაგაცეები მემგონი არ შეგიქმნის პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში ასერომ მაგის გამო არ დაიწუნო
ისე რა გირს ან საიდან ყუდულობ??
განცხადება ვნახე mymarket-ზე და დავურეკე, თუ არ ვცდები ეს კარავი 150 ლარის ფარგლებშია.
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=1118221
ესეც იმ კაცის განცხადებაა მგონი,
სპეციალურად კარვისთვის რომლებიც არის ძალიან გავს ჩვეულებრივ გასაბერ ლეიბებს ზომები კიდე ბევრნაირია როგორც საძილე ტომრებია 2 და 3 კაციანები ისეა მაგიც მაგრამ მაგხელა გასაბერი ლეიბი საკმაოდ მძიმე და ძვირი სიამოვნებაა შენ რა გაინტერესებს აქ შეიძლება თუ არა მაგის შეძენა? მაგით არ დავინტერესებულვარ და არც მომიძებნია აქაურ მაღაზიებში და უცხოურ საიტებზე კი შეიძლება ბევრი საინტერესო რამეების მოძიება
გასაბერი ლეიბი კიარა იმდენი რაღაცეებია რო ვატვარიელებხოლმე ელეთმელეთი მომდისხოლმე
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=5989
T A M P L I E R
ეეე.. მე ვარ იაღოველი??? შე მუდრეგო შენა.. ისე გაყიდულა ხალხს ვერ მოუსწრია ნახვა და მე რომ ვერ მენახა გასაკვირია ვითამ??... ისე მართლა რა კარგ ფასში ყოფილა თავის "აბმუნდიროვანიით" .
ლევანი
თემის გახსნის თარიღს დახედე და დახურვისას
ჰმ
კი ხარ ლევან
ანეგდოტები ხართ რა
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ იცოდეთ და მითხრათ სასწრაფოდ მჭირდება 3-4 კაციანი კარვები 42 კაცი რომ დაეტიოს იმდენი არააქვს მნიშვნელობა მარტო სამიანი მარტო ოთხიანი იყოს არეულად, კარგი ხარისხის სად შეიძლება შევიძინო, ფასს 3000 ლარში რო ჩავეტიო მაქსიმუმ 3500, წინასწარ მადლობა
ფასი და სურათები?
აბა მცოდნებოო.კარვის ყიდვა მინდა და რამეს იაფს და სანდოს რას მირჩევთ?
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3905723
ეს ვნახე და რას მირჩევთ?
kajuberi
არანაირი ინფო არ დევს გარდა იმისა რომ 4 კაციანია, და 4 კაციანისთვის 50 ლარი საეჭვოდ იაფია, ტენტი მოყვება თუ არა, რამდენ მმ ნალექს უძლებს, ეგენია გასარკვევი
სხვა ვარიანტები ხომ არ იცით რამე?
kajuberi
გაძლებს ერთი ორი სეზონი
გააჩნია რამდენად ინტენსიურად იხმარ
ზაფხულის მშრალ ამინდში გამოდგება
წვიმიანი ამინდებისათვის იყიდე 4 მეტრი გადასაჭრელი ცელოფანი და გადააფარე
ნუ ეხლა პატარა წამოწინწკვალს კი გაუძლებს
როგორც წესი ნორმალური 2 ტენტიანი 4 კაციანი კარავი (საუბარი არ მაქვს მაგარზე) 1200 მმ და მეტი მედეგობით 4 ჯერ ძვირი ღირს დაახლოებით.
იეტი
მადლობა გახიარე
იეტი
თუ ერკვევით კარავებში 2000-3000მმ მედეგობის კარვები ჩვენს პირობებში როგორია? ხომ არ არის ის ფაქტორი, რომ ზედმეტი იყოს და ზაფხულში მაგალითად ჩახუთვას განაპირობებდეს?
Fishman
რავი მე 1500-ზე მეტს არ ვხმარობ, ფოთის ქარსა და წვიმებს გაუძლო, ზაფხულში ზედა ტენტი ეხსნება და იდეალურია.
ilariona
იეტი
გაიხარეთ თქვენ! ცოტა აზრზე მოვედი.
აი ამ კარვებს დავადგი თვალი http://www.vango.co.uk/adventure/jazz-300.html და http://www.vango.co.uk/adventure/sigma-300.html, მარა უფრო 2000-იანს ვფიქრობ...
წონას მიაქციე ყურადღება, თუ ზურგჩანთით უნდა ატარო მძიმეებია
90-100 დოლარი ფარგლებში ამაზონზეც შეარჩევ რამეს
აი ამ ფირმის მაგალითად
http://www.slumberjack.com/c-tents.aspx
გამოცდილი მაქვს. მშვენიერია ჩვენ პირობებში
ფასი/ხარისხი მისაღები.
Fishman
წერეთელზე გაიარე, მშვენიერ პოლონურ კარავსს აარჩევ 110, 120 ლარებში.
ერთი წელია მთელი სამეგობრო დაათრევს აქეთ იქით და ისევ მშვენიერ ხოდზეა. წონით ერთი კილოც არ არის მგონი.
იეტი
მადლობა, გადავხედავ მაგ კარვებს.
nik@a
ერთ კილოიანი კარავი რა უბედურებაა რაარი?!
რავი ძმაო ძალიან მსუბუქია. ზომითაც ძალიან პატარააა. გამძლეა და ასე შემდეგ. ორ კაციანია, გაჭირვებაში სამიც დაეტევა.
ამ ორ კარავს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ ფასისა და ფერების გარდა და იქნებ დამეხმაროთ ვინც იცით...
http://www.vango.co.uk/adventure/sigma-300.html
http://www.vango.co.uk/adventure/alpha-300.html
Fishman
ზომებშია სხვაობა ჭაბუსო
ისე მაგის ტრანსპორტირება ლამის ღირებულება რომ არ ჯდებოდეს, ფასი-ხარისხი-დიზაინი-პრაკტიკულობა იდეალურია. თუმცა ეგ უფრო სამანქანო კარავია, ჰაიკერებისთვის არ გამოდგება
Davitus
Fishman
იეს
კარფურში აქვთ კამუფლირებული 3კაციანი კარვები...სხვა დეტალები არ ვიცი როგორი გამძლეა და ა.შ.
ფასი : 50 ლარი
megreli
არ ვარგა ეგენი, ბანძია
მეც ასე ვიცი, ეგენია უკნა ეზოში ბავშვების სათამაშოდ
გამარჯობა მეგობრებო
მსურს კარავის შეძენა იაფად . დიდი არაფერი უბრალოდ ორ კაციანი და რომ არ დაიხეს პირველივე გამოყენებაზე . თუ რამე იდეები გაქვთ იმის შესახებ თუ სად შეიხლება ვიყიდო ასეთი კარავი მომწერეთ . დიდად მადლობელი დაგრჩებით .
roms
მაღაზია ექსტრიმსი იყიდება, ბელიასვილის დასაწყისშია. ონტარიოს კარვები. ნორმალური ხარისხია 3000 მმ
ამ კვირაში მოვიკითხავ თუ რამე ვნახე მოგწერ .
Davitus
შენ არ იძახდი ჩემი კარავი მიჭერს სხვა მინდაო?
ხოდა დადე გასაყიდად და ეგებ მოეწონოს ვინმეს და ყველას გაუსწორდება
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)