გადავწყვიტე სანადიროდ და სათვზაოთ სიარულისას, თან ვიქონიო პატარა აპტეჩკა. ხოდა თქვენი რჩევა მინდა - რა უნდა იყოს ამ აპტეჩკაში ???
ოღონდაც ეხლა თითო ქირურგი და სასწრაფო მანქანა და ეგეთები არ გვინდა.... მინიმალური ნაბორი.... თან რომ არ დაგამძიმოს და თანაც რომ რამე - შეგეშველოს საქმეში.... თან ისეთი სია გავაკეთოთ, რომ კაცმა რომ ამობეჭდოს და აფთიაქს მიაჭრას - საძებარი ჰქონდეს არაფერი...
გიორგი
იოდი და ლეომიციტინიც საჭიროა
ხოდა ისე ჩვენც კი მოვაბავთ თავს ,მაგრამ ამას შოთაზე კარგად ვერავინ გირჩევს(ჩვენი სასწრაფო არააა მინიმალური წამლით მაქსიმალურ შედეგს რომ აღწევს?
)
შოთა ძმა შენი წყენინება არმინდა უბრალოდ საქართველოს რეალობიდან გამოვედი
გიორგი
მე სულ თან დამაქვს ,,აპტეჩკა,, მანქანაში მიგდია და ერთი თვალი უნდა გადავავლო რა მაქვს და რა არა, მაკრატელი და ბინტი რომ მაქვს ეგ ნაღდად ვიცი და დანარჩენი არ მახსოვს........ კაი თემა წამოწიე, საღოლები.........
ნოსო
შენთან დაეგვიანოს სასწრაფოს
გიორგი
ეეე ბარემ ისიც მიაწერეთ რა რისთვისაა, თორე ჩინურივით ვკითხულობ ამას
ამპულებს რომ წერთ - მაგას შპრიციც ხომ უნდა ????
შოთა.03
ეეე ეგ ხომ მთელი 03-ია შოთას ვენაცვალე :D
გიორგი
1. პერეკისი
2. ბინტი
3. ლეიკოპლასტირი (ბინტიანები რომა)
4. ნატრიქლორი 0.9% 500 მლ.
5. სისტემა
6. ვენის კათეტერი
7. სუპრასტინი 3-4 ამპულა
8. დექსამეტაზონი 3-4 ამპულა
9. კეტოროლაკი ან ტორადოლი
10. მორფერის სახვევი ამის სურათს ზეგ დავდებ და თან აგიხსნით კარგადაც რაარის...
11. შპრიცი (ზომა ???? )
და სპირტი არაა საჭირო??
შპრიცი 2 მილილიტრიანებიც, 5 იანიც და 20 იანიც, ყვეა საჭიროა, უმეტესად 2 მილილიტრიანი...
მე ჩემ თავს არას დავეძებ და სპინინგის რემკომპლექტი კი ყოველთვის თანა მაქვს.
იარაღებს შორის საკვნეტელა ყველაზე აქტუალურია ხოლმე, როდესაც ნემსკავი სადმე ხორცში შეგერჭობათ. რაც შეიძლება სწრაფად ნემსკავის წვერი მეორე ადგილიდან უნდა გამოიყვანო გარეთ და მოაკვნიტო. ეგ კავისაგან გათავისუფლების ყველაზე მარტივი გზაა... შარშან ორჯერ მომიწია კავისაგან თითის გამოხსნა.
ასე რომ რეკომენდაციას გაძლევთ საკვნეტელა მუდამ თან იქონიოთ.
აუ გიო ეხლა მეზარება ძაან მაგრად და ზეგ რო დავწერო დაშავდება რამე?
ზეგ ჩამოვაყალიბებ ყველაფერს 5 იანზე....
1. პერეკისი
2. ბინტი
3. ლეიკოპლასტირი (ბინტიანები რომა)
4. ნატრიქლორი 0.9% 500 მლ.
5. სისტემა
6. ვენის კათეტერი
7. სუპრასტინი 3-4 ამპულა
8. დექსამეტაზონი 3-4 ამპულა
9. კეტოროლაკი ან ტორადოლი
10. მორფერის სახვევი ამის სურათს ზეგ დავდებ და თან აგიხსნით კარგადაც რაარის...
11. შპრიცი (ზომა ???? )
12. სპირტი
13. საკვნეტელა
გიოჯან ესეც ღადაობა ხომ არაა. გაასუფთავე თემა ოფებისაგან.
მარტო სია დატოვე მცირე კომენტარებით - რა რისთვისაა.
მაგალითად
პერეკისი - ჭრილობის მოსაბანად
troutbaiter
შოთა.03
ზეგ იყოს, ოღონდაც უეჭველი ხუთიანზე
თორე მე ნამეტანი ტყემალზე ვარ ამ საქმეში
გიორგი
გავიგეეე
გავიგეეე
გავიგეეე
ეხლა რა ვქნა მეც ჩავასწორო ????
ეხლა თქვენ ისე არ ქნათ ერთი სასწრაფო მანქანა თავისი ექთნმებით თან ვატარო.... საუბარია მინიმალური სბორკაზე
troutbaiter
შოთა, ისე მგონი ღირს ამაზე ცალკე თემაც გავხსნათ და ვიდეოებიც დავდოთ
კარგი თემაა და რაცხა ვერ დამუშავდა........
ნამეტანი ბევრია ჩაწერილი, ცოტას მეც ჩავერევი, ნამეტანი დიდი სიაა, "აპტეჩკა"
თავის თავად ყველაზე აუცილებელს გულისხმობს და არა კუჭის აშლილობის საწინააღმდეგო წამალს
ან საავადმყოფოს გარშემო ნადირობას ან თევზაობას
გიორგი
მორფი ან პრომედოლი აუცილებლად წამოიღე.
დამცავი საშუალება საჭიროა მემგონი რა იცი რა ხდება ლიჩნად მე ჩავიდებდი
გეხვეწებით არ გააოფოთ რა ეს თემა
პროფესორებოოოოოო!!!!
ჟგუტი რა ბებიაჩემს დაუტოვეთ????
"აფთიაქუნას" დავამატებდი შემდეგს:
1. იარაღები: პინცეტი, მაკრატელი, კოვზი ან შპატელი, ფანქარი ან მარკერი, ლუპა, სასუნთქი მილი ან კრიჭის დამჭერი, 2-3 წვილი რეზინის სტერილური ხელთათმანი.
2. დამხმარე მასალები: საპონი, გემოსტატიური ღრუბელი, მარლის საფენები, თერმომეტრი, და მონომეტრი (ელექტრო).
3. მედიკამენტები: რეგიდრონი, ნეოსპორინის მალამო, კოლხური, თურმანიძის მალამო დამწვრობის, ლიდოკაინის აეროზოლი, ნებისმიერი
არაოტო-ტოქსიური (ანუ სმენაზე რომ არ მოქმედებს) ანტიბიოტიკი, ნიშადურის სპირტი, იოდიცერინი, სპირტი ღვინის.
919
კარგი რა გიგაა.... მაგდენ რამეს ვინ ათრევს ???? საუბარია მინიმალურ ნაბორზე და არა ქირურგიული კაბინეტის შექმნაზე
არა ისე მაგ სიიდან მართლაც არის რაღაცეები უეჭველი რომ უნდა გქონდეს, მაგრამ სრული სია მგონი ცოტა ბევრი მოგივიდა
ეს მანქანაში უნდა გედოს და არა ზურგჩანთით უნდა ათრიო...
ჯიბის მაფთიაქი კი ამაზონზე იყიდება, ვოტ!
აი მაგისთანა ნაკრები უნდა გქონდეს 1 კვირიანი ნადირობისათვის, ან ბუნებაში, რომ გადიხარ კარვებით...
ამას ასპირინის დამატებაც შიძლება და კიდევ მრავალი სხვა წვრილმანის.
მანქანაში კი ბატონო.... მაგრამ ზურგჩანთაშიც ხომ უნდა გედოს რაღაც მინიმალური.... მანქანიდან 15-20 კილომეტრში რომ გახვალ და რამე მოგივიდეს, თუნდაც ნემსკავი შეგერჭოს ხელში... ზურგჩანთაში რაღაც ძალიან აუცილებელი ხომ უნდა გქონდეს.... ან მაგალითად ნომერში ზიხარ, ღამისთევით და ან თავი აგტკივდა ან კიდე რამე - 1 გამაყუჩებელი ხომ უნდა გქონდეს თან....
ანუ მე ამ კუთხით ვამბობ.....
ისე გიო,
ნადირობის სპეციფიკიდან გამომდინარე და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე
ხდება ნაკრების შერჩევა.
ვერაფერიც ვერ გავიგე.
მოდით გამოვიდეთ რეალობიდან, ტიპიური სიტუაცია ავიღოთ, ვთქვათ წავედით სანადიროდ.........
მაქსიმალური რაც შეიძლება ადამიანმა აიტანოს ზედმეტი ტვირთის ამბავში არის პატარა პორტსიგალის
ყუთივით, შეიძლება ოდნავ დიდიც, წონა სავარაუდოდ 100, მაქსიმუმ 200 გრამს იწონიდეს (კი იცით მთაში
ყველა გრამი რა მნიშვნელოვანია). ხოდა ჩავთვალოთ რომ ამ კონტეინერში უნდა ჩავტიოთ ის
აუცილებელი რაც კი შეიძლება გამოგვადგეს ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში, აქედან ე.წ. "აპტეჩკაზე"
მოდის 20-30 გრამი აბებით ან რაიმე სხვა სახით, ნებისმიერ შემთხვევაში 24-36 საათის საკმარისი პრეპარატები, ვივარაუდოდ
რომ საქართველო ამაზონის ჟუნგლები არ არის და არ დავიკარგებით 1 თვით და ვინმე მაინც გვიპოვის
ან კიდევ იგივე წამლები დაგვეხმარებიან რაიმე დასახლებულ პუნქტამდე მისვლაში..........
მანქანაში რაც შეიძლება ჩავდოთ ეგ სხვა ამბავია, მაგაზე ცალკე ჩამოვყალიბდეთ
919
მათაში გასეირნებაზე ჩამოვყალიბდეთ
მე ასე მგონია, რომ უნდა იყოს რამე:
1. ტკივილ გამაყუჩებელი
2. ალერგიის საწინააღმდეგო
3. დეზინფექციის საშუალებებ
4. შესახვევი საშუალებები
5. კუჭის ასაშლელი, ან რამე მოწამვლის დროს რომ შველის
ეხლა სამედიცინო მე არ დამიმთავრებია და ტერმინებზე არ გამომეკიდოთ.... აზრს ხომ მიხვდით
გიორგი
ეგრე მთლად აუცილებელზე თუ ლაპარაკობთ რომელიც ჯიბით უნდა ატარო ტყეში,მგონია რო
ბინტი,ბამბა,სპირტი,ტკივილგამ
აყუჩებელი საკმარისი იქნება ტთუ მინიმალურზეა ლაპარაკი
აი შოთა შეგვპირდა, 5-იანზე დაგილაგებთო, თან დღეს და დაველოდოთ რას გვეტყვის
ავოიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
რა დღეში ხართ?
შოთა.03
დაწერე ადამიანო რამე თორე გადავირეთ აქ ხომ ხედავ
შოთა.03
ცოტა ვიხუმრეთ შოთა ექიმო ძალიან არ გაგვიბრაზდე
მაშინ რა დაგემართად,
იღებთ თანამედროვე ნატოს ჯარების "რემ-კომპლექტს"
"აფთიაქუნას" რა თქმა უნდა ქიმდაცვის საშუალებების და
და ოპიატების კამოკლებით. რათ უნდა ამას ამდენი ბაზარი?????!!!!!
საღოლ გიორგას თუ ტყეში დადის სათევზაოდ და 15-20 კმში მანქანასაც ტოვებს...
ნოუ ქომენტ!
ისე სათევზაოდ კოფრი არ დაგაქვთ ანუ ყუთი, სადაც ნემსკავებს და ტყვიას ალაგებთ?
1- შესახვევი საშუალებები
ეს არის სტერილური ბინტი და ელასტიური ბინტი.
აგრეთვე ეს ელასტიური ბინტი გამოიყენება როგორც დასაფიქსირებლად ასევე სისხლდენის შესაჩერებლადაც.
2- რეპარინის სპრეი ან ლიდოკაინის სპრეი- ეს არის დეზადორივით
რომელსაც ვხმარობთ ტრავმებზე, მაგალითად კუნთის დაჭიმვა, მოტეხილობა, ღრძობა და სხვა. შეასხურებ და აღარ ტკივა
კარგია არა ცხოვრება?
3- კეტოროლაკი ანუ კეცი ეს არის საკმაოდ ძლიერი ტკივილ გამაყუჩებელი, უტოლდება ტორადოლს, მაგრამ განსხვავება მათშორის ის არის, რომ კეცს მოყვება თავისივე შპრიცი, რაც ნაკლებ წვალებასთანაა დაკავშირებული...
4- სუპრასტინი, დიმედროლი, ტავეგილი, კლარიტინი- ესენი არიან ანტიალერგიული პრეპარატები, გამოვიყენებთ მხოლოდ ალერგიის შემთხვევაში... შეგვიძლია დავამატოთ ძლიერი ალერგიის დროს პრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, "ჰორმონები"
5- პერეკისი - ანუ წყალბადის ზეჟანგი -ესეც აუცილებელი ელემენტია ჩვენს აპტეჩკაში, მისი საშუალებით ჩვენ უზრუნველყობთ ჭრილობის დამუშავებას და დეზინფექციას.
6- ზელიონკა ანუ ბრილიანტის მწვანე- ეს არის ანტისეპტიკური საშუალება და ვიყენებთ პერეკისით დამუშავების შემდეგ.
7- პარაცეტამოლი- ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალება თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს.
8- პანტენოლი- ეს არის აეროზოლი, რომელიც გამოიყენება დამწვრობისას...
9- NACL 0.9%. 500 ML-ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, თუ ჭრილობის შედეგად წნევა დაქვეითებულია, მოწამვლა, ფაღარათი, ნაკბენი, მოტეხილობა და სე შემდეგ.
10- სისტემა.
11- ვენის კათეტერი.
ეხლა რა ხდება 9.10.11 ვიყენებთ იმ შემთხვევაში, ტუ ვინმე აზრზეა ვენაში ნემსის გაკეთების. ისე აზრი არაქვს, ტყუილად უნდა დაჯიჯგო ადამიანი და ცოდოა
12- ლეიკოპლასტი
იარაღებიდან საჭიროა ვიქონიოთ პინცეტი, მაკრატელი და ოროფარენგიული მილი.
ეხლა ავხსნი რა არის ოროფარენგიალური მილი, ამაზე დავდებ პატარა ვიდეოს, ეხლა გადავიღებ და ნახეთ, აქ დაწერა მეზარება
1 იმას ვიტყვი რომ ეს ორო გამოიყენება კრიჭის შეკვრისას, ეპილეფიის შეტევისას და ისეთ სიტუაციებში, როდესაც საშიშია ე.წ. "ენის გადაყლაპვა", მართალია, რომ ენას არავინ არ ყლაპავს, უბრალოდ ხდება ენის დაცობა სასუნთქ გზებზე და სუნთქვა ჩერდება, რის შედეგადაც პაციენტი იღუპება, თუ კრიჭა არაა შეკრული, ანუ არაა გამოხატული ტრიზმი არ იხმაროთ ორო, უბრალოდ დაზარალებულს თავი გადააბრუნებინეთ გვერდიAთ და ამით მორჩება ყველაფერი....
13- შპრიცი- 2, 5, 10, 20 მილილიტრიანები
919
გიორგი
შოთა.03
გიორგი
მგონი ეგ ლაპარაკი არ გამოგვადგება ჩვენ.
შოთა რასაც წერს მართლა გიორგის თქმის არ იყოს არავინ არ არის გამკეთებელი და+ მაგ ყველაფერს ცოდნა უნდა რა როდის და როგორ უნდა გამოიყენო და რავიცი ვინმე შეძლებს მაგდენს(ექიმების გარდა)?
გიორგი
გოგა
არა რატო ??? პრინციპში სისტემის გარდა - დანარჩენი მოსულა ყველაფერი
შოთა.03
ვინ გითხრა უარი ტარებაზე
ეგ კი არა თU გინდა თბილისშიც გატარებთ,რა იცი რა ხდება
http://www.youtube.com/watch?v=EH9AUrNvrf8
კარგით ეხლა თემას ნუ გადაუხვევთ.... მართლა მაინტერესებს... ეგ სია უნდა ამოვბეჭდო დღეს და მივაჭრა აფთიაქში
გოგა
არ უშებს შოტა მაგ ვიდეოს აქ
ისე პირდაპირ აქ ჩაგეგდო ????
[ყოუტუბე] კოდი = მერე რაც წერია [/ყოუტუბე]
და პირდაპირ ფორუმზე დაიდება
გიორგი
კი მოსულა მაგრამ წამლებს სხვა ნიუანსებიც ხო აქვს,მაგალითად როგორც გამიგია დაუშვათ წამალი იხმარება ჭრილობის დასამუშავებლად,მაგრამ არის შემთხვევა როცა არ შეიზლება რაღაც მომენტის დროს გამოყენება(ეს მაგალითისთვის ვტქვი),ანუ შეიძლება უკუჩვენება გამოიწვიოს და რავიცი მაინც წამალია და ცოდნა უნდა
მაგ ლოგიკით სუ არაფერი არ უნდა ატარო გოგა
გიო ამიხსენი რა ნორმალურად როგორ უნდა დაიდოს ?
იუთუბის ზნაჩოკი ვერ ვიპოვე ვერსად და რომელბმულში ჩავსვა?
აი აქ არის სურათებით http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=10
და ზნაჩოკი რომ იპოვო დაბლა პოსტს სადაც წერს, დააჭირე "მეტი პარაპამეტრი" და გაგეჩითება youtube-ს ჩასასმელი ფანჯარა მარცხება მხარეს
http://files.ge/file/438889/ORO-3gp.html
იტოკში ამაზე მეტი ვერ ვქენი ვერაფერი რაა
მოიცა მე დავდებ ეხლა მაგ ვიდეოს
შოთა.03
რა ვენის კათეტერი???
იქნებ სუბკლავია გააკეთოს უცოდინარმა კაცმა საველე პირობებში
და კიდევ სისძარღვის ანასთამოზიც...
მგონი, შენ საველე ქირურგიულ ჰოსპიტალს ამარაგებ
ვააა რა ჭირს ტოო
ააა ეტყობა ჯერ აკონვერტირებს
919
შოთა.03
ერთი თამაშს ვთამაშობდი და სისხდენის საწინააღმდეგო წამალი იყო გემოსტატი,იქნება და იცოდე რას ნიშნავს?არსებობს საერთოდ?
ნოსო
შოთა.03
დინოკრიზისი,
ადრე დავხურე,მერე და არგვადგია?სისხლდენის საწინააღმდეგო წამალი?
შოთა.03
გიორგი
შოთა.03
ნოსო
ვიკასოლია სავარაუდოდ...
ჰა ნერვების გამოცდა თუ გსურთ და გაოფებაც აი ამ გვერდზე შედით:
http://www.dailyrotten.com/
გიორგი
რომელი პოსტი, ნომერი მითხარი
http://rotten.com/
აი ჩამოყევით ქვემოთ და კლიკეთ...
ვიტო
N47 შოთას ვრცელი პოსტი რომ არის
შოთა.03 მმა არ მიწყინოს
მაგრამ, ცოტა მარტივი მიდგომაა საჭირო ამ ყველაფერთან
რაც ჩამოწერე, ჩვენი, სამედიცინო გადასახედიდან, თითქმის სრულყოფილია, მაგრამ ადამიანებისთვის რომლებსაც სამედიცინო განათლება არა აქვთ, უაზრო ტვირთია, და შეიძლება ისეთ სიტუაციაში მოხვდეს და იმდენად დაიბნეს, რომ ის მცირე ცოდნაც რაც სახელდახელოდ აქვს მიღებული (რომელიც დროთაგანმავლობაში დავიწყებას ეცემა) სულ აურ-დაურიოს და ის ამდენი წამლების ნუსხა არადანიშნულებისამებრ გამოიყენოს
საკმაოდ სადაო საკითხია, რა უნდა სევიდეს სიაში და რა არა... აქ უნდა ცამოვყალიბდეთ შემდეგ ნაირად
მაგალითად, სრული ნაკრები შეიძლება იქონიო მანქანაში, მაგრამ, იმისდამიხედვით თუ სად მიდიხარ, უნდა შეარჩიო შესაბამისი კომპლეკტაცია
არ მინდა პროფესორობა და ყველაფრისმცოდნეობა დავიბრალო... მე სამედიცინო განათლება მაქვს, შოთა უფრო პრაკტიკოსია და უფრო კომპეტენტურიც შეიძლება იყოს, მაგაში არავის შევეჯიბრები, თუმცა მიდგომა გვჭირდება მარტივი
თუ დაინტერესდებით... რამდენიმე ვერსიას შემოგთავაზებთ და სურვილისამებრ შეავსეთ
მაგალითისთვის, ბევრმა, თუნდაც 1-2 კურსელმა რომელიც სამედიცინოზე სწავლობს, არ იცის ნემსის გაკეთება, ნუ ვენის აღებაზე და მსგავს მანიპულაციებზე არ მაქვს საუბარი
ამიტომ, ჩემი აზრით საინექციო (ნემსით შესაყვან) ფორმებს უფრო პერორალური(გადასაყლაპი) ფორმები ჯობია
კიდევ ვიმეორებ, მანქანაში შეიძლება, ბევრი რამ გქონდეს, თუ გამოჩნდება ვინმე მცოდნე, ბოლო-ბოლო იმას მაინც ექნება გამოყენების სესაძლებლობა და არ შეიზღუდება
ხოდა რატომ ჩაიფარცხა ეს თემა ვერ მივხვდი
გიორგი მეეჭვება აფთიაქი გაგეკეთებინოს... იმ დღეს მგონი 919-ს გიგას, თავი ტკიოდა და რაღაც არ მახსოვს ინიციატივით გამოსულიყავი ჩემი აპტეჩკა გავხსნათო
მე სამწუხაროდ, ჩემი მდიდარი აპტეჩკა წინა მანქანას, გავაყოლე რომელიც გავყიდე, ამ ახლისთვის კიდე ვერ მოვიცალე რომ კაი "ზბორნიკი" გავაკეთო
Davitus
+100 დავითუსას!
მეც ამას ვამბობდი, შოთა03 იმისთანა რაღაცას წერდა, რომ აქ ვირტუალური სამედიცინო ინსტიტუტის კურსები უნდა
ჩაგვეტარებინა ანუ მობილური ჰოსპიტალი უნდა გავშალოთ ყოველ გასვლაზე...
ბესოსაც ვეთანხმები, სტანდარტული ნაკრები საკმარისია. + რაიმე სპეციფიურის დამატებაც არის საჭირო თუ მაგალითად
დიდი ხნით მიდიხარ ან განსაკუთრებული რისკი არსებობს რაიმე დაზიანებისა თუ სნეულებისა...
იქნებ ამიხსნათ ტაბლეტური ფორმით როგორ უნდა დაძლიოთ ღმერთმა გვაშოროს და გველის ნაკბენი?
შოთა.03
ჩვენო ესკულაპო, კარგად და ყურადღებით გადაიკითხე შენი უფროსი მეგობრების ზემოდ დაწერილი აზრები.
სპეციფიკა რას ნიშნავს?!
როგორც ნადირობიდან გამომდინარე არჩევ ვაზნის ნომერს და თან რამოდენიმე ცალ ვაზნას ±2 ან 3 ნომერს აყოლებ
ზუსტად ასე უნდა წამოიღო მედიკამენტები და დამხმარე საშუალებები. ზამთარში იხვზე სანადიროთ გასვლისას გველის
შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიდოტების) წამოღება დიდი აბსურდია თუ არა ?!
ტყეში ნადირზე სანადიროთ კი ლიდოკაინის სპრეი, შესახვევი მასალა, ანტისეპტიკები რომ უნდა გაამზადო ამაში ხომ
მეთანხმები?!;)
ანუ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ... მობილური თუ სამგზავრო აფთიაქში არის 70% მუდმივი შემადგენლობა და 30%
(ან 60/40%) ნადირობის სპეციფიკით ანუ წელიწადის დროითა და ლანდშაფტით არის ნაკარნახევი ...
რა არის ამაში გაუგებარი?
სხვათა შორის დავითუსაც ექიმია და გონებაც კარგად უჭრის
ე ბიჭო მერე მე იმას კი არ ვიძახი ეს ყველაფერ ზურგზე აიკიდე და ატარეტქო?
გედოს მანქანაში და რო მიხვალ სანადიროდ იმისდა მიხედვით აქმოარჩიე ის პატარა ნაწილი და გადაიტანე თან...
შოთა.03
გეთანხმები შოთა,ღმერთმა ყველას აშოროს,მაგრამ ისეთი რამ შეიძლება არ აგმოგაჩნდეს ,სახლში ყველას რომ აქქ და ამას ფათალური შედეგი მოგცეს,თუ არის იმის საშავალება რომ მანქანაში იდოს ,დადეთ რა.თორემ მე არაფერი დამაქ იმიტომ რომ უმანქანოდ ვარ
ნოსო
შოთა.03
თუ მედიკამენტების ანოტაცია ყურადღებით წაგიკითხავთ და სკოლაში თუ უმაღლესში
ქიმია გისწავლიათ ალბათ იცით: არსებობს ნივთიერებათა რიგი, რომელიც ვერ იტანს ხანგრძლივ
მექანიკურ, თერმულ (თერმოდინამიკულ - ანუ ტემპერატურის ცვალებადობა) ან ქიმიურ (ვენტილაციის არარსებობა,
ტენიანობის ცვალებადობა, კონდენსატის არსებობას) ზემოქმედებას.
თუ ეგრე შევხედავთ საკითხს, მაშინ გამოდის რო არაფერი არ უნდა ვატაროთ ბინტის გარდა, დაჟე მაგასაც აქვს ძთავისი ვადები და ტემპერატურული ნორმები....
შოთა.03
აუ, მოკლედ გეტყვი, მიუხედავათ იმისა, რომ სამედიცინო არ დამიმთავრებია
1 წელი ვისწავლე სსრკ-ს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო უმაღლესში (ჰკითხე უფროს კოლეგებს)
ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, სადაც 1კურსი 3-ის ტოლფასია და ამის გარდა მთაში დავდიოდი
ალპინიადებში სადაც გუნდის ექიმობა მევალებოდა... მე პროფესიონალიზმში არ გეჯიბრები, იმიტომ რომ ექიმი
არა ვარ (დიპლომირებული), მაგრამ პრიორიტეტების საკითხი ცოტა უკეთ მესმის.
რაც ვადებს შეეხება, საავტომობილო მობილური აფთიაქის ინსპექცია 6-12 თვეში ერთხელ ხდება.
ინსპექციისა თუ რევიზიის შედეგად ხდება ვადაგასული ან დაზიაებული მედიკამენტებისა და საშუალებების
ამოღება/ჩანაცვლება.
შენ აქ კათეტერებს, რომ გვთავაზობ მაშინ ბარძაყის ღრმა ვენის პოვნა, ფასციებში გლუვი შეღცევა და კათეტერიზაციაც ასწავლე
ფორუმელებს... და ამის უფლება ვინ მოგცა? თუ მედიცინაც უნდა გახდეს ყველას ცხვირჩასაყოფგასარჩევი?!
ბარემ იმრე-ლიტმანის ოპერატიული ქირურგიის სახელმძღვანელო. ან კიდევ მანქანით რენდგენოსკოპი ან ლაპარასკოპი ვატაროთ
მოვრჩეთ ამაზე კამათს...
Davitus
ვეთანხმები დავითუსს. ყველამ ინდივიდუალურად უნდა დააკომპლექტოს აპტეჩკა. ვის რისი გაკეთების ტრაკიც აქვს იმის მიხედვით. ზოგი აბით მკურნალობს, ზოგი შპრიცით და ზოგი დაჟინებული მზერით. ნემსი თუ მიგაქვს გაკეთებაც უნდა იცოდე, ისე რა აზრი აქვს
919
ეგ შენი ისტორია კი ვიცი კაცო, სტენდზე ხო ვილაპარაკეთ, მაგრამ 1 რამეს ვიტყვი და ცვეტში მე აქ აღარაფერს აღარ დავწერ!!!
მე თავიდანვე აქ რომელიღაც თემაში დავწერე, ვისაც რაიმე დაგაინტერესებთ და ვერ გაიგეთ მკითხეთ მეთქი, შესაბამისად ვინც კი მკითხა, მემგონი ყველას გავეცი პასუხი, ანუ არავინ არ დამიტოვებნია უყურადღებოდ, ეგ ერთი და მეორე უმნიშვნელოვანესი....
მე აქ იმიტო ვწერე და იმიტომ დავდე ამდენი მასალა, მინდოდა, რომ ვინმე აქაურს, ჩვენ ძმას ენახა და თუ დაინტერესდებოდა ესწავლა კიდეც, მითუმეტეს არცერთი რამ რაც აქ დავწერე არაა რთული პრაქტიკულად შესასწავლად... შესაბამისად ადრე თუ გვიან გამოადგებოდათ. აგერ ისევ ჩვენების მაგალითი ავიღოთ ტყეში რო სოკომ აწყინათ, მართალია მთლად სოკო არ იყო, მაგრამ კი გასკდნენ კვატებივით, რო ცოდნოდათ მიხედავდნენ თავს.
მე აქ მინდოდა ვონმეს რამე გაეგო და გამოდგომოდა, თორე ამეების წერა ნაღდად არ მიხაროდა, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 6 წელი ეგ ვღეჭე და კიდე 5 წელი უნდა ვღეჭო.
მე აქ ამდენი თემა არ გამიხსნია იმისთვის რო მერე ფორუმში მეკამათა ხალხთან, ვისაც რა უნდა ის ატაროს თან, მე აქ დავწერე ის რაც შველის ადამიანს და არა ვის რისი ტრაკი აქვს...
და ამაზე მართლა
შოთა.03
ჩემო კარგო, მადლობა ყველაფრისთვის. მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ, ის რაც
შენ ისწავლე სამედიცინოზე ყველას არ უნდა გაანდო(!). სათანადო კვალიფიკაციის გარეშე, უვიცმა
(და აქ ექიმების გარდა ყველანი უვიცები ვართ) ადამიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ახლო მყოფ
დაზარალებულს... პირველი სამოქალაქო დახმარების გაწევა ყველამ უნდა იცოდეს, აგრეთვე
საჭიროა იმ საზღვრის ცოდნაც, რომლის იქეთაც დახმარება ზიანის მომტანი ხდება.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ სქემისათვის და სახელმძღვანელოსათვის რაც შენ აქ
დადე
გამარჯობათ მე ახალი ვარ მაგრამ ამ თემაში დავწერდი არ არის რთული ვენის კათეტერის ჩადგმა, უბრალოდ ხელის გაწაფვა არის საჭირო ისე სასურველია ყველამ იცოდეს ძალიან გამოსადეგარია
ascklefios033
იცი, სისხლძარღვოვანი ანასთამოზის დადებაც ადვილია და კომისურატომიის გაკეთებაც...
რეებს წერთ აქ ცოტა დაუფიქრდით! მალე სამიდიცინოს დამთავრების გარეშე დაიწყებთ
ქირურგების მომზადებას. როგორც მე15 საუკუნეში დალაქები კატარაქტის ოპერაციას აკეთებდნენ.
კათეტერის ჩადგმას რომ ასწავლით მერე ფარმოკოლოგიაც მიახოლეთ, რომ იმ კათეტერში
ჰაერის გარდა კიდევ რამე რომ შევიდეს
ან აქ ვინმემ ანატომია იცის ექიმების გარდა, ან ერთხელ მაინც ლიტმანის ატლასი გადაუშლია.
ინტრავენური კათეტერიზაციის ჩასატარებლად აშშ-ს ჯარში "ზღვის ლომები" მინიმუმ 3-4 თვიან
უმცროსი მედ.მუშაკის კურსებს გადიოდნენ... აქ ჩვენ მეგობრებს ჰემოტოქსიკური, ნეიროტოქსიკური
და მიოტოქსიკური შხამების სხვობა ვერ გავაგებინე რომ ავუკრძალო გიურზის ნაკბენის ჟგუტით გადაჭერა.
919
ascklefios033
ემბოლიას რამდენი ჰაერი ჭირდება ქე ვიცით, კათეტერიზაციაც მსხვილი ნემსით მარტივად, რომ კეთდება ესეც ვიცით...
ვისაც აინტერესებს წავიდეს ბიბლიოთეკაში და წიგნი წაიკითხოს, მერე მიემაგროს ანესთეზიოლოგს ან ექთანს და ისწავლოს
კათეტერიზაციის ტექნიკა.
ასე მეგობარო სოფლის შენებას რა უნდა?! აგური და ტალახი - ქე ხედავთ რა სოფელი ავაშენეთ, მიმიქარავს პარიზი და ლონდონი,
ტოკიოზე ხომ ბაზარი არ არის!!!
ascklefios033
აი აქ უკვე 100%-იანი ხარ!
აგერ მარტო მრავალძარღვა, შავთავა, ჭინჭარი, მაყვალი, ტენცო ანუ პიტნა და ასკილი ეყოფა ამ ფორუმს
10 ტომის დასაწერად! მიდი გახსენი თემა! მაგარი თემა იქნება! საღოლ! ოღონდ და ილუსტრაციები დაურთე
აუცილებლად (ვირისტერფაში რომ არ შეეშალოს ვინმეს მაყვალი ან ასკილი )...
რა იყოთ რათ უნდა ამდენი საუბარი ამ აპტეჩკას.გიგა როგორც მივხვდი შენ და შოთა ერკვევით ამ ამბავში ყველაზე მეტად და ადექით და გააკეთეთ ორი სამი აპტეჩკა(რავქნა ეს სიტყვა უხდება ყველაზე მეტად)სირთულის მიხედვით და ეგ იქნება .გახდა უკვე საჭორეაო თემა რა
T A M P L I E R
მართალი ხარ, შეიძლება 3 ძირითადი ნაკრების ჩამოყალიბება.
ascklefios033
ვიკიპედიაში ძალიან ბევრია საჭირო ილუსტრაცია
919
მიდი რა გიგა შენ იმედზე ვარ თორე იქნება ესე ეს თემა გაჯაზებული და არაფერი აზრი არ ექნება .ვიღაცამ თქვა სამედიცინო უნდა გქონდეს დამთAვრებული რო გაიგო ამდენი ტერმინი
ascklefios033
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%B8%D0%BC%D1%8C%D1%8F%D0%BD
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98
ოღონთ თუ გააკეტებტ გიგას თქმის არ იყოს ისე არ მოგივიდეტ რომ
სამედიცინო ენციკლოპედიებში ვეძებოთ ტერმინების განმარტებები,
ცოტა გლეხურად დაწერეთ თუ არ დაგეზარებათ
ზუსტად მაგას ვეძებ რომ ყველასთვის გასაგები იყოს თორემ პირდაპირ დავდებ და მერე საძებარი იქნება სხვადასხვა ლიტერატურაში თან უნდა დალაგდეს რომელი ბალახი როდის უნდა გამოიყენო
http://feonib.freeo.net/page210.htm
ესეც პირველი ასეთ ფორმატში მოგეწონებათ?
ascklefios033
ნება მომეცი პატარა კორექტივა შევიტანო საქმისადმი მიდგომაში.
მინდა აგიხსნა რა ფორმატი უნდა შევინარჩუნოთ, მაგ.:
გველგესლის კბენის შემთხვევაში, იპოვეთ მინდვრის ნემსიწვერა (ყვავილის, ფოთლის,
ბალახის, ეკლის, გამოსახულება და სიტყვიერი აღწერილობა თუ სად შეიძლება ამ მცენარის მოპოვება)
შეაგროვეთ ნემსიწვერას ფოთლები. თუ ახლოს წყაროა, გარეცხეთ 2 რიყის ქვა, შემდეგ ფოთლები
მოათავსეთ ქვების შორის და დასრისეთ ეს მცენარეული მასალა. შემდეგ ეს ფაფა დაიტანეთ ნაკბენის
უბანზე და დააფიქსირეთ არტაშანის მეშვეობით. ასე ა.პ. ჩეხოვი, მწერალი და მონადირე კურნავდა თავის
მონადირე ძაღლებსა და დაკბენილ ადამიანებს.
გასაგებია მაგრამ სურათებს ვერ ვტვირთავ ელექტრო წიგნები არ არის რომ სურათები დავდო რაც შეეხება დანარჩენს მასალა თითქმის მზად არის ანუ რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ
ascklefios033
შენ ამ მცენარეული მასალის სურათი გუგლით ნახე ან ვიკიპედიით.
ჩამოტვირთე და შემდეგ აქ ატვირთე. თუ არა და მე მითხარი დასახელება
და მე ვნახავ. თუ ქართულად არ არის - თარგმნე რუსულზე targmne.ge თი
და მერე უეჭველი იპოვი გუგლში
მოკლედ დღეს შევიძინე აპტეჩკა... ხოდა შით რაც დევს რაღაცეები ვერ გავიგე რა რისთვისაა... და იქნებ გამარკვიოთ ვინც იცით
გიორგი
ვა გიო რამაგარი რამეებია სად იყიდე და რამდენად?
80 ლარი THULE-ში.... მაგრამ რეებიაა, ის მაინც მითხარით ვინმემ
გიორგი
რა ვერ გაიგე გიო?????
რა რის მანდ გაუგებარი? საფენები: სტერილური, არასტერილური, ნედლი.
სამკუთხა არტაშანი, რეზინის ხელთათმანები, ელასტიური ბინტები, ტამპონები,
თვალის საფენი, მაკრატელი, პინცეტი, ლეიკოპლასტერი... და ამაში 80 გელა დაწვი?!
ვენაასში შეგიძლიათ კარგი "აპტეჩკების" შეძენა ასევე - სხვა უსაფრთხოების აღჭურვილობით მოვაჭრე მაღაზიებშიც და უფრო ნაკლებ ფასებად
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)